განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330100113002829047
საქმე №1ბ/178-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
4 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
მოსამართლე: მაია თეთრაული
სხდომის მდივანი: სოფიკო კაპანაძე
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
პროკურორი: დ----------------–---–ი
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული: თ--------------------ე (პირადი ნომერი №0----------), დაბადებული 1----–-–-----------–ს, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თ---–-------------------------------------ში.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მოქმედი რედაქცია).
სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) წლის ვადით.
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 5(ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო საქმიანობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
ადვოკატი: გ-----------–--ე
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 4 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა თ--------------------ემ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ-----------–--ემ და ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე, საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორმა დ----------------–---–მა, ზემდგომი პროკურორის ბ----------–--ის თანხმობით, წარმოადგინა მსჯავრდებულ თ--------------------ესა და სახელმწიფო ბრალმდებელს შორის 2019 წლის 3 აპრილს მიღწეული საპროცესო შეთანხმების ოქმები და შუამდგომლობა და ითხოვა მისი დამტკიცება.
წარდგენილი ბრალდების არსი:
თ--------------------ემ 2011 წელს საფრანგეთში სამოგზაუროდ ყოფნისას, შემდგომი გასაღების მიზნით, უკანონოდ შეიძინა და შეინახა დიდი ოდენობით 0,0590 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი 6 აბი, აბის 3 ნატეხი და თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით, უკანონოდ შემოიტანა საქართველოში.
2012 წლის 13 დეკემბერს საქართველოში შს სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ქ. თბილისში, თ-----------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული იქნა თ--------------------ე, რომლის პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა 0,0037 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი 1 ცალი აბის ნატეხი, ხოლო მისი ბინის ჩხრეკისას კი ამოღებული იქნა 0,0553 გრამი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი 6 ცალი მთლიანი აბი და 2 ცალი აბის ნატეხი.
სასამართლომ დაადგინა:
2012 წლის 13 დეკემბერს საქართველოში შს სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ქ. თბილისში, თ-----------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული იქნა თ--------------------ე, რომლის პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა 0,0037 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი 1 ცალი აბის ნატეხი, ხოლო მისი ბინის ჩხრეკისას კი ამოღებული იქნა 0,0553 გრამი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი 6 ცალი მთლიანი აბი და 2 ცალი აბის ნატეხი.
საპროცესო შეთანხმების არსი:
წარმოდგენილი საპროცესო შეთანხმებით, თ--------------------ე ცნობილი უნდა იქნეს დამნაშვედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4(ოთხი) წელი, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით.
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 5(ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, 10(ათი) წლის ვადით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; ხოლო 6(ექვსი) თვის ვადით - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების ჩვენებებით, თ--------------------ის პირადი ჩხრეკის, ბინის ჩხრეკისა და დაკავების ოქმებით, ქიმიური ექსპერტიზის №8------------- დასკვნით, ნარკოლოგიური ექსპერტიზის №7------ დასკვნით და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა, უტყუარად დასტურდება მსჯავრდებულ თ--------------------ის მიერ მასზედ შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
პალატამ მოუსმინა მხარეებს, იმსჯელა შუამდგომლობის საფუძვლიანობაზე და მივიდა დასკვნამდე, რომ პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა საფუძვლიანია, შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და მისი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
სასამართლო დარწმუნებულია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ადგილი არ ჰქონია მსჯავრდებულის მიმართ ძალადობას, დაშინებას, მოტყუებას ან რაიმე სხვა უკანონო დაპირებას, აღნიშნული შეთანხმება ნებაყოფლობითია და მიღწეულია მსჯავრდებულის მხრიდან მის ადვოკატთან შესაბამისი იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ.
სააპელაციო სასამართლო სხდომაზე დადგენილი იქნა, რომ მსჯავრდებული თ--------------------ე სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა. მსჯავრდებული აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა, მისთვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებების შესახებ.
შუამდგომლობა სასამართლოში წარმოდგენილია საქართველოს სსსკ-ის XXI თავის მოთხოვნათა სრული დაცვით.
შუამდგომლობა წარმოდგენილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მოთხოვნათა თანახმად და პალატა უფლებამოსილია იმსჯელოს მათი დამტკიცების თაობაზე.
სამართლებრივი შეფასება:
პალატამ მიაჩნია, რომ თ--------------------ემ ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მოქმედი რედაქცია).
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 209-215-ე მუხლებით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 298-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დამტკიცდეს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი საპროცესო შეთანხმება პროკურორ დ----------------–---–სა და მსჯავრდებულ თ--------------------ეს შორის.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 4 მაისის განაჩენში შევიდეს ცვლილება.
თ--------------------ე ცნობილი იქნეს დამნაშვედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4(ოთხი) წელი, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად, 4(ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.
თ--------------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2019 წლის 4 იანვრიდან.
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 5(ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; 10(ათი) წლის ვადით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; ხოლო 6(ექვსი) თვის ვადით -სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის პირველ მთავარ სამმართველოში განადგურდეს, ხოლო დისკები დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოცხადებისთანავე.
განაჩენი არ ექვემდებარება გასაჩივრებას, გარდა საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მოსამართლე: /მ. თეთრაული/