განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 160100118002608443
საქმე №1-------19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 მარტი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მურმან ისაევი
ნანა გიგიტაშვილის მდივნობით,პროკურორის-ზ---- ც--------იას
ადვოკატის - ი----- ჯ--------ას
გამართლებულ - რ---–-- მ--------ის
თარჯიმანის - ა---------–--------ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მ--------–-ს რაიონული პროკურატურის პროკურორის ზ---- ც--------იას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე - რ---–-- მ--------ის დაბადებული 1--------–-–----------–---- საქართველოს მოქალაქის, პირადი N------------ საშუალო განათლებით, განქორწინებულის, ნასამართლობის არმქონეს, მცხოვრები, მ--------–-----------------------ში, მიმართ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია), სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილი (ხულიგნობა, ესეიგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით, იარაღად სხვა საგნის გამოყენებით);
აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, 2018 წლის 25 აგვისტოს დაახლოებით 19:00 საათზე რ---–-- მ--------ი, რომელიც იყო ნასვამ მდგომარეობაში, შევიდა ქ----------––-----------------------ში მდებარე რესტორანში, სადაც კვლავ მიირთვა ალკოჰოლური სასმელი. დაახლოებით 15 წუთში ის მივიდა რესტორანის მ------ ა----- მ-----------სთან, რომელიც რესტორანის შენობაში რეცხავდა ჭურჭელს და უმიზეზოდ რამდენჯერმე დაარტყა დანა სხეულის არეში, რის შედეგადაც მან მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოშლით, ჯანმრთელობის ხანმოკლე ჯანმრთელობის მოშლის გამო. რ---–-- მ--------ის აღნიშნული ქმედების შედეგად დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი და შეფერხდა ბარის ნორმალური ფუნქციონირება.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 დეკემბრის განაჩენით:
რ---–-- მ--------ი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
რ---–-- მ--------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის120-ე მუხლით (2018 წლის 30 ნოემბრამდე არსებული რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
რ---–-- მ--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა.
სასჯელის მოხდა დაეწყო მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2018 წლის 26 აგვისტოდან.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მ--------–-ს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზ---- ც--------იამ; აპელანტმა მოითხოვა რ---–-- მ--------ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გამართლების ნაწილში შეცვლა და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, რადგან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან მოცემული სისხლის სამართლის საქმის სპეციფიკის გათვალისწინებით და დამაჯერებელი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ რ---–-- მ--------მა ჩაიდინა მის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედება - ხულიგნობა, რაც უტყუარად დასტურდება ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით, შესაბამისად პირველი ინსტანციის განაჩენი კანონშეუსაბამოა და დაუსაბუთებულია.
დაცვის მხარემ - ადვოკატმა ი----- ჯ--------ამ და რ---–-- მ--------მა მხარი არ დაუჭირეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, რადგან მათ კანონიერად და დასაბუთებულად მიიჩნიეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და მოითხოვეს მისი უცვლელად დატოვება;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 დეკემბრის განაჩენი არის კანონიერი და დასაბუთებული, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი;
პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებელის ფარგლებში. პალატა, აანალიზებს რა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილ და გამოკვლეულ ბრალდების მხარის მტკიცებულებებს და მიიჩნევს, რომ ბრალდების მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით რ---–-- მ--------ის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი;
კერძოდ:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაზარალებულმა ა----- მ-----------მ აჩვენა, რომ ცხოვრობს მ--------–--------------------–--------–-, იქვე მდებარე რესტორანში მუშაობს მ------ად, დ--–----------------------------------------თამდე.
2018 წლის 25 აგვისტოს საღამოს საათებში სასადილოში შემოვიდა რ---–-- მ--------ი, რომელმაც შეუკვეთა ხინკალი, რ---–--ი ნასვამი იყო, მან ხინკალთან ერთად კიდევ შეუკვეთა ალკოჰოლური სასმელი. იგი ჯერ დარბაზში დაჯდა შემდეგ ეზოში მოისურვა დაჯდომა. რამდენიმე ხნის შემდეგ მან დაინახა, რომ რ---–--მა ლუდის ჩამოსასხმელთან დადებული დანა აიღო. რესტორანში ასევე იყვნენ სხვა კლიენტები, რომლებიც ეზოში ისხდნენ მათ მოითხოვეს ლუდი და იმის გამო, რომ იგი ჭურჭელს რეცხავდა, ლუდი მათ მზარეულმა მიუტანა. დარბაზში ლუდის ჩამოსასხმელიდან რამდენიმე მეტრში, ჭურჭლის რეცხვის დროს მას რ---–-- მ--------ი მიუახლოვდა, მაისურში დაქაჩა და მარცხენა მხრიდან დაარტყა დანა, დარტყმის შემდეგ მაგიდას მიეყრდნო, რ---–--მა მეორედაც ცადა დანის დარტყმა, რომელიც მარცხენა მკერდის არეში მოხვდა. დაიყვირა ,,რ---–--მა დამარტყაო" მივიდნენ მასთან წამოაყენეს და ჭრილობაზე სალფეთქები დაადეს, რა დროსაც რ---–--ი გაიქცა. აღნიშნული ინციდენტი 5 წუთი გაგრძელდა, არც გინებას და არც რაიმე უცენზურო სიტყვებს რ---–--ის მხრიდან ადგილი არ ქონია, ამ დროს დარბაზში არავინ არ იმყოფებოდა, რ---–--მა დანა რატომ დაარტყა მიზეზი არ იცის. დღეის მდგომარეობით რ---–-- მ--------ის მიმართ პრეტენზია აქვს;
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმემ ნ--------- ა-–-----------მა აჩვენა, რომ ცხოვრობს მ--------–--------------------–--------–--ში, ხოლო მუშაობს ს------–--------ში მდებარე რესტორანში მ---------–-დ, მასთან ერთად მუშაობს ა----- მ----------- და ს----- ჰ-------ი. სასადილო მცირე ზომისაა, მაგიდები დგას, როგორც შიგნით ასევე ეზოში. ა----- მ----------- სასადილოში მ------ად მუშაობს თან ჭურჭელს რეცხავს. 2018 წლის 25 აგვისტოს საღამო საათებში რ---–-- მ--------ი შევიდა მათ დაწესებულებაში, დაჯდა დარბაზში, ხოლო შემდეგ ეზოში და შეუკვეთა სადილი. ასევე შევიდნენ ახალგაზრდა ბიჭები, რომლებიც რ---–-- მ--------ისგან მოშორებით 4-5 მეტრში დასხდნენ. ა----- მ----------- ჭურჭელს რეცხავდა დარბაზში. შემოსულმა ბიჭებმა ლუდი, შეუკვეთეს, რომელიც თვითო მიუტანა იმის გამო, რომ ა-----ს არ ეცალა. როდესაც სამზარეულოში ბრუნდებოდა გაიგონა ა-----ს ხმა, რომელიც იძახდა რ---–--მა დამარტყაო, მან იფიქრა, რომ რ---–--მა ხელი გაარტყა ა-----ს. როცა ა----- დასვა მაშინ დაინახა, რომ მას სისხლი მოსდიოდა. სასწრაფოს გამოუძახეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას რ---–--ის ხელში რაიმე იარაღი არ დაუნახავს, როცა ა----- დაეცა რ---–--ი შენობიდან გავიდა, მიზეზი თუ რატომ დაარტყა დანა ა-----ს რ---–--მა მისთვის უცნობია. დარბაზში სადაც რ---–--მა დანა დაარტყა ა-----ს არავინ არ ყოფილა, შესაბამისად არც არავის დაუნახავს აღნიშნული ფაქტი. ადგილზე დასახმარებლად არავინ არ მისულა, აღნიშნული ინციდენტი დაახლოებით 5 წუთი მიმდინარეობდა. მომხდარის შემდეგ სასადილო დაკეტეს.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმემ ს----- ჰ-------მა აჩვენა, რომ მუშაობს მ--------–--------------------–-------------ს შესასვლალთან მდებარე რესტორანში მ---------–-დ. 2018 წლის 25 აგვისტოს იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა თავის მოვალეობას. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განმარტა, რომ მის პირადად არაფერი დაუნახავს, საღამოს საათებში მათთან ერთად მომუშავე ნ---------მა რომლის გვარიც არ იცის დაუძახა, რომ ა-----ს დაარტყესო. ა-----ს, რომელიც მასთთან მ------ად მუშაობს ტანზე ტილო ქონდა შემოხვეული, იგი წამოაყენეს მანქანაში ჩასვეს და საავადმყოფოში წაიყვანეს.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მსჯავრდებულმა რ---–-- მ--------მა განმარტა, რომ 2018 წლის 25 აგვისტოს იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში მას კონფლიქტი მოუვიდა მ--------–--------------------–--------–- მდებარე რესტორანში მომუშავე ა----- მ-----------სთან. მის მიერ მოთხოვნილი შეკვეთის მოტანისას ა-----მ მას შეურაცხყოფა მიაყენა, მანვე დაახლოებით ექვსი წლის წინ ცილი დასწამა, რაც გაახსენდა სიმთვრალისას, რის გამოც რესტორნის დარბაზში, ბუფეტთან დანა რამდენჯერმე დაარტყა ა----- მ-----------ს. აღნიშნულ ფაქტს არავინ შესწრებია, რესტორანში ამ დროს მზარეული იყოფებოდა, გარეთ ისხდნენ კლიენტებიც, მასი მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას, ხმაურს, ყვირილს საზოგადოებრივ წესრიგის უხეშად არღვევას და საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობის გამოხატვას, ადგილი არ ჰქონია, მას მისი ქმედებით არავინ შეუწუხებია. მისივე განმარტებით იგი გულწრფელად აღიარებს და ინანიებს აღნიშნულ დანაშაულს.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ბრალდებულმა რ---–-- მ-------- განმარტა, რომ 2018 წლის 25 აგვისტოს იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში მას კონფლიქტი მოუვიდა მ--------–--------------------–--------–- მდებარე რესტორანში მომუშავე ა----- მ-----------სთან. მის მიერ მოთხოვნილი შეკვეთის მოტანისას ა-----მ მას შეურაცხყოფა მიაყენა, მანვე დაახლოებით ექვსი წლის წინ ცილი დასწამა, რაც გაახსენდა სიმთვრალისას, რის გამოც რესტორნის დარბაზში, ბუფეტთან დანა რამდენჯერმე დაარტყა ა----- მ-----------ს. აღნიშნულ ფაქტს არავინ შესწრებია, რესტორანში ამ დროს მზარეული იყოფებოდა, გარეთ ისხდნენ კლიენტებიც, მასი მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას, ხმაურს, ყვირილს საზოგადოებრივ წესრიგის უხეშად არღვევას და საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობის გამოხატვას, ადგილი არ ჰქონია, მას მისი ქმედებით არავინ შეუწუხებია. მისივე განმარტებით იგი გულწრფელად აღიარებს და ინანიებს აღნიშნულ დანაშაულს.
პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ გამოკვლეული მოწმეთა ჩვენებებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებით სასამართლო სავსებით სამართლიანად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რ---–-- მ--------ს არ ჩაუდენია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული და სავსებით კანონიერად იქნა გამართლებული ამ ნაწილში წარდგენილ ბრალდებაში;
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ;
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო, საკმარისი და შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა ბრალდებულ რ---–-- მ--------ის მხრიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
პალატა განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
რ---–-- მ--------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება (სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით) ამ ნაწილში არ ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ურთიერთშეთანხმებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას. ეჭვი გაბათილებული ვერ იქნა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით. პირის დამნაშავედ ცნობისათვის აუცილებელია არა უბრალოდ მხოლოდ მტკიცებულებათა ,,ფორმალური ერთობლიობა’’, არამედ ურთიერთშეთანხმებული, სარწმუნო და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
პალატა აღნიშნავს, იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება პირველ რიგში ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება. მოცემულ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია ქმედების სამართლებრივი შეფასებისათვის, კონკრეტულად ჰქონდა თუ არა ბრალდებულის მხრიდან ბრალად შერაცხული (სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით) დანაშაულის ჩადენას ადგილი, რასაც ბუნებრივია, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების სწორი კვალიფიკაციისა და პირის დამნაშავედ ცნობისათვის.
პირველ რიგში პალატა ყურადღებას გაამახვილებს ზოგადად ქმედების კვალიფიკაციაზე და სამართლებრივ შეფასებაზე. (ხულიგნობის ეპიზოდი) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ხულიგნობისათვის - ქმედებისათვის, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით. სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები კუმულაციურია და დანაშაულის შემადგენლობის არსებობისათვის ყველა დასახელებული ნიშანი სახეზე უნდა იყოს. ერთ-ერთის არარსებობა გამორიცხავს ხულიგნობის შემადგენლობას. ხულიგნობის შემადგენლობის არსებობისათვის საკმარისი არ არის საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, არამედ ეს დარღვევა უნდა იყოს უხეში, რაც შეფასებითი ცნებაა, რისთვისაც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ქმედების ჩადენის ადგილი, ვითარება, მისი ინტენსივობა და ხანგრძლივობა. რაც შეეხება საზოგადოებისათვის აშკარა უპატივცემულობას, ამ შემთხვევაში სახეზეა ორი მომენტი, ერთი ის, რომ ხულიგნობის ჩამდენს სურს დაუპირისპიროს თავი საზოგადოებას, დაანახოს ყველას, რომ იგი არაფრად აგდებს საზოგადოებაში გაბატონებულ ზნეობრივ ნორმებს, რომ იგი ყოველთვის იქცევა, ისე, როგორც სურს, ხოლო მეორე მომენტია ის, რომ მისი ამ განწყობის დემონსტრირებისათვის პირი ჩადის ისეთ ქმედებას, რითაც გარშემომყოფთათვის აშკარაა, რომ ეს პიროვნება იგნორირებას უკეთებს საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ნორმებს. რ---–-- მ--------ის მხრიდან ზემოთ მითითებული ნიშნები არ დასტურდება არათუ ბრალდების ფორმულირებით, არამედ - საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულებით.
შეფასება იმისა, თუ რამდენად უხეშად დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმაოდ არადამაჯერებელი და არასარწმუნოა, ბუნდოვანია და მათში არ იკვეთება ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული კანონსაწინაარმდეგო ქმედება. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი დაზარალებულ ა----- მ-----------ს, მოწმეების ს----- ჰ-------ის და ნ--------- ა-–-----------ის ჩვენებები, მომეტებული ინფორმაციულობით უნდა გამოირჩეოდეს და წარმოადგენდესს საქმის მტკიცებულებების მნიშვნელოვან წყაროს, მოწმეები ერთმნიშვნელოვნად მიუთითებდნენ, რომ რესტორანში არ ყოფილა ხმაური და არც მისი ფუნქციონირება არ შეწყვეტილა. შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადგინდა ბრალდებულის მხრიდან ვერც საზოგადოებისადმი უპატივცემულობის ხარისხი და ვერც ის გარემოება რამდენად შეფერხდა რესტორნის მუშაობა და რამდენად უხეშად დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ რ---–-- მ--------ის ქმედება არ მოიცავს საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების - ხულიგნობის - შემადგენლობას;
პალატა აღნიშნავს, რომ სისხლისამართლებრივი დევნის დაწყებიდან სამართალწარმოების ყველა ეტაპზე (მათ შორის საქმის არსებითი განხილვა) სისხლის სამართლის საქმის წარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს. სასამართლო კი მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას. ზემოაღნიშნული შეფასებით და გაანალიზებით ნათელია, რომ კონკრეტული გარემოებების უტყუარად მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ მხარეთა არგუმენტების დაფიქსირება სასამართლო სხდომაზე, არამედ მათ მიერ გაცხადებული არგუმენტები/პოზიციები უნდა იყოს დადასტურებული კანონით დადგენილი წესით მოპოვებული და საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით უშუალოდ და ზეპირად გამოკვლეული ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით. ამასთან, აღნიშნული მტკიცებულებები სასამართლოს უნდა აძლევდეს მაღალ სტანდარტს დამაჯერებლობის კუთხით რათა ეჭვგარეშე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისათვის საკმარისობის მიხედვით დადასტურებულად მიიჩნიოს ერთი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების უტყუარობა, რის საფუძველზედაც უარყოფილი იქნება მეორე მხარის არგუმენტები მოცემულ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა (შენკი შვეიცარიის წინააღმდეგ (Schenk v. Switzerland), განაცხადი no. 10862/84, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება, პუნქტები 45-46).
ამასთან, როგორც წესი, მტკიცებულება, მისი რელევანტურობა ფასდება ეროვნული სასამართლოების და არა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barberà, Messegué, Jabardo v. Spain), განაცხადები nos. 10588/83, 10589/83, 10590/83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება, პუნქტი 68).
მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არის ზოგადი ხასიათის, მასში კონკრეტულად არ არის ასახული თუ რომელი უტყუარი მტკიცებულებებით დასტურდებოდა რ---–-- მ--------ის მიერ ხულიგნობის ჩადენის ფაქტი;
რაც შეეხება რ---–-- მ--------ის საქართველოს სსკ-ის120-ე მუხლით (2018 წლის 30 ნოემბრამდე არსებული რედაქცია) დამნაშავედ ცნობას, ამ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ არც ქმედების კვალიფიკაციის ნაწილში და არც რ---–-- მ--------ის მიმართ განსაზღვრულ სასჯელის ნაწილში;
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ მ--------–-ს რაიონული პროკურატურის პროკურორ ზ---- ც--------იას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 დეკემბრის განაჩენი რ---–-- მ--------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად;
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ--------–-ს რაიონული პროკურატურის პროკურორ ზ---- ც--------იას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, არ დაკმაყოფილდეს.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 დეკემბრის განაჩენი რ---–-- მ--------ის მიმართ, დარჩეს უცვლელად;
რ---–-- მ--------ი უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
რ---–-- მ--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით (2018 წლის 30 ნოემბრამდე არსებული რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
რ---–-- მ--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
რ---–-- მ--------ს სასჯელის მოხდა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2018 წლის 26 აგვისტოდან.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება: ა----- მ-----------ს ტანსაცმელი (ინახება მ--------–-ს შს რაიონულ სამმართველოში) დაუბრუნდეს ა----- მ-----------ს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისასა ამოღებული ორი ცალი დანა (ინახება მ--------–-ს შს რაიონულ სამმართველოში) დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მურმან ისაევი