განაჩენი

სისხლის სამართლის 05.04.2019
საქმის ნომერი
200100118002339208
ინსტანცია
თარიღი
05.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 200100118002339208

საქმე №1ბ/1633-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

4 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

მოსამართლე: მაია თეთრაული

 

სხდომის მდივანი: ანა გოცირიძე

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: დ----------–-----ი

 

დაცვის მხარე:

გამართლებული: ნ----------ი (პირადი ნომერი: 2----------), დაბადებული 1----–-–--------–---, საქართველოს მოქალაქე, მცხოვრები: თელავის რაიონი, სოფელ ყ--------–-ში.

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის პირველი სეკუნდა ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი.

 

ადვოკატი: გ------------–---–ი

 

თარჯიმანი: ა---------–--------ი

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიცია:

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ნოემბერის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დ----------–-----მა და ითხოვა გამართლებული ნ----------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის პირველი სეკუნდა ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში და თავისუფლების აღკვეტასთან დაკავშირებული სასჯელის განსაზღვრა.

 

დაცვის მხარე არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ბრალდების არსი:

 

2017 წლის ივლისის თვიდან, 2018 წლის 7 იანვრის ჩათვლით, თელავის რაიონის სოფელ ყ--------–-ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ნ----------ი ძალადობის გამოყენებით, ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს - მ--------------ას. სისტემატური ცემის შედეგად მ--------------ა განიცდიდა ფიზიკურ ტანჯვას. საქმეზე ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მ--------------ას ორივე ლოყის და მკერდის არეში აღენიშნება მრავლობითი ნაჭდევები, აღნიშნული დაზიანებები განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობა არ ეწინააღნდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღებს.

 

2017 წლის ივლისის თვიდან, 2018 წლის 7 იანვრის ჩათვლით, თელავის რაიონ სოფელ ყ--------–-ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ნ----------ი მეუღლეს - მ--------------ას, სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც მ--------------ა, მის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგად განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას.

 

2018 წლის 7 იანვარს, თელავის რაიონ სოფელ ყ--------–-ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ნ----------ი ცივი იარაღისა და ცულის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა მეუღლეს მ--------------ას, რის შედეგად ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2018 წლის 7 იანვარს, თელავის რაიონის სოფელ ყ--------–-ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ნ----------ი ცულის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა შვილს დ------------ს, რის შედეგად ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2018 წლის 7 იანვარს, თელავის რაიონის სოფელ ყ--------–-ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ნ----------ი ცულის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა შვილს -გ-------------ს, რის შედეგად ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2018 წლის 7 იანვარს, თელავის რაიონ სოფელ ყ--------–-ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ნ----------ი ცულის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ორსულ რძალს გ---–--------------------ს, რის შედეგად ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ბრალდების მხარის მტკიცებულებებით არ დადგინდა ნ----------ის მიერ წარდგენილი ბრალდებებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სისხლის სამართლის საქმეში არსებული და პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:

 

დაზარალებულებმა მ--------------ამ, დ---- ნ-----მა და გ-------------მა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე განაცხადეს, რომ არ სურთ მათი ოჯახის წევრის, ნ----------ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა, რის გამოც მათი დაკითხვა ვერ მოხდა.

 

გ---–--------------------მ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2018 წლის 7 იანვარს იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც მან გაიგონა ნ----------სა და მ--------------ას შორის იყო ხმამაღალი საუბარი. მოწმის განმარტებით, როდესაც იგი გავიდა ოთახიდან, ამ დროს ჩხუბი უკვე დამთავრებული იყო. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ გასვლისას ნ----------ს ხელში ცული არ ჭერია, ამასთან სახლში არსებული ნივთები იყო დამტვრეული, რაც ნ----------ს არ გაუკეთებია და ისინი მანამდეც იყო დაზიანებული. მოწმემ ასე განმარტა, იგი უშუალოდ არ შესწრებია მ--------------ას ცემის ფაქტს, ასევე, როგორც მის, ისე სხვათა მიმართ ნ----------ის მხრიდან არანაირ მუქარას ადგილი არ ჰქონია. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მ--------------ასთვის დაზიანებები არ შეუმჩნევია, ასევე, ხმამაღალი საუბარი ეხებოდა ფულად თანხას. მოწმის განმარტებით, იმავე ღამეს ნ----------ის გარდა ყველანი წავიდნენ მ--------------ას ძმის ოჯახში, ვინაიდან მ--------------ა იყო განერვიულებული, ამასთან იგი ავადმყოფობს და პერიოდულად კარგავს გონებას. მოწმემ ასევე განმარტა, იგი დღემდე ცხოვრობს ნ----------ის ოჯახში სადაც არანაირ კონფლიქტს ადგილი არ აქვს.

 

ე---------------მა სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ მ--------------ა არის მისი და. 2018 წლის 7 იანვარს ღამის 01:00 საათზე მასთან სახლში მივიდნენ მისი და და დისშვილები, ასევე დის რძალი. ადგილზე მისვლისას მათ დაიწყეს ყვირილი, რომ ეშველათ მათთვის, რადგან ნ----------ი მათ ეჩხუბებოდა, რადგან ბანკის ფული დროზე დაფარეთო. მოწმის განმარტებით, ისინი ასევე ეუბნებოდნენ, რომ ნ----------ი მისდევდა, რაზეც გავიდა გარეთ და დაინახა, რომ ნ----------ი გაიქცა. მოწმის განმარტებით, მ--------------ას ჰქონდა დაზიანებები. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ 2018 წლის 7 იანვარს უკვე შუადღეზე გამოიძახეს სასწრაფო, რადგან მ--------------ა იყო ცუდად და მისდიოდა გული. მოწმის განმარტებით, თუ ვინ მიაყენა დაზიანებები მ--------------ას არ იცის, რადგან უშუალოდ ფაქტს არ შესწრებია, ასევე იგი არც მუქარის ფაქტის შემსწრე არ არის. მოწმემ სასამართლო სხდომაზე ასევე განმარტა, მ--------------ას და ნ----------ს შორის ხშირად ხდებოდა ჩხუბი, მაგრამ პირადად აღნიშნულის შემსწრე არ არის და აღნიშნული იცის მისი დისგან გადმოცემით.

 

ი-----–--------–---–მა, გ-------------–-–---–მა და გ--------------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტეს, რომ ისინი ასრულებდნენ ოპერატიულ შემოვლას, რა დროსაც ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით მიღებული შეტყობინების საფუძველზე გავიდნენ შემთხვევის ადგილზე თელავის რაიონის სოფელ ყ--------–-ში. ადგილზე მისვლისას მათ მ--------------ა არ დახვდათ, რომელიც წასული იყო ძმის ოჯახში, ხოლო სახლი იყო დაკეტილი. ამის შემდეგ ისინი წავიდნენ მ--------------ასთან, სადაც ადგილზე მისვლისას მ--------------ამ მოუყვა მომხდარის შესახებ. მათ უკვე გამოძახებული ყავდათ სასწრაფო. მოწმე ი-----–--------–---–მა აჩვენა, რომ მ--------------ას მან ვიზუალურად დაზიანებები ვერ შეატყო, ამასთან იგი უშულოდ არ შესწრებია მომხდარ ინციდენტს. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მან მიიღო ოპერატიული შეტყობინება იმის თაობაზე, რომ ნ----------ი მოძრაობდა ქ. თელავში კ----------- ქუჩიდან ვ-------–---–-- ქუჩის მიმართულებით, რაზეც მან პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას.

მოწმე გ-------------–-–---–მა, ასევე განმარტა, რომ როდესაც ისინი მივიდნენ მ--------------ას ძმის ოჯახში ამ უკანასკნელს ნიკაპისა და მკერდის არეში აღენიშნებოდა დაზიანებები, რომელიც მისი გადმოცემით მიაყენა მეუღლემ ნ----------მა. მოწმის განმარტებით, ამის შემდეგ მათ მ--------------ა გადაიყვანეს პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც მოხდა მისი დაკითხვა, რის შემდეგაც დაათვალიერა შემთხვევის ადგილი. მოწმემ ასევე განმარტა, რომ იგი უშუალოდ კონფლიქტს არ შესწრებია.

მოწმე გ--------------–---–მა, დამატებით განმარტა, რომ მან მოახდინა ნ----------ის დაკავება და პირადი ჩხრეკა.

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, პირადი გასინჯვის მონაცემებისა მოქ. მ--------------ას ორივე ლოყის და მკერდის არეში აღენიშნება მრავლობითი ნაჭდევები, აღნიშნული დაზიანებები განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თელავის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამედიცინო ბარათის 3-- და პირადი გასინჯვის მონაცემებისა მოქ. ნ----------ს აღენიშნება ნაკვეთი ჭრილობა თხემის არეში, ეს დაზიანება განვითარებულია მჩხვლეტავი მჭრელი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა. ნაჭდევი წელის არეში მარცხნივ, განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელის მოუშლელად. ხაზოვანი ნაჭდევები მარჯვენა ფერდქვეშა და წელის მალების არეში განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის, ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებათა დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებების ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას, ნ----------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის პირველი სეკუნდა ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის თაობაზე, ვინაიდან, ბრალდების მხარემ სასამართლოში ვერ წარმოადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირის ბრალეულობას. კერძოდ:

 

მართალია, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მ--------------ას ორივე ლოყის და მკერდის არეში აღენიშნება მრავლობითი ნაჭდევები და ასევე, პირადი გასინჯვის მონაცემებით ნ----------ს აღენიშნება ნაკვეთი ჭრილობა თხემის არეში, ნაჭდევი წელის არეში მარცხნივ და ხაზოვანი ნაჭდევები მარჯვენა ფერდქვეშა და წელის მალების არეში, მაგრამ საქმეში გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია ნ----------ის მიერ.

 

სასამართლო სხდომაზე დაზარალებულებმა ისარგებლეს მათთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებით და უარი განაცხადეს ახალო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

მოწმე გ---–--------------------მ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ გაიგონა ნ----------სა და მ--------------ას შორის ხმამაღალი საუბარი. როდესაც ოთახში შევიდა ნ---ს ხელში ცული არ ეჭირა, ნივთები იყო დამტვრეული, მაგრამ აღნიშნული ნ----------ს არ ჩაუდენია, ვინაიდან ისინი მანამდე იყო დაზიანებული. აღნიშნულმა მოწმემ დაადასტურა, რომ ნ----------სა და მ--------------ას შორის ცემისა და მუქარის ფაქტს არასდროს შესწრებია. მანვე განმარტა, რომ როგორც მისი, ისე სხვათა მიმართ ნ----------ის მხრიდან არანაირ მუქარას ადგილი არ ჰქონია.

 

მოწმე ე---------------მა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ უშუალოდ ცემისა და მუქარის ფაქტის შემსწრე არასდროს ყოფილა და თუ ვინ მიაყენა დაზიანებები მ--------------ას არ იცის.

 

მოწმეებმა ი-----–--------–---–მა, გ-------------–-–---–მა და გ--------------–---–მა სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს, რომ ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით მიღებული შეტყობინების საფუძველზე გავიდნენ შემთხვევის ადგილზე, სადაც სახლი დაკეტილი დახვდათ, მივიდნენ მ--------------ას ძმის სახლში და დაზარალებულმა მოუყვა, რომ დაზიანებები მიაყენა მეუღლემ - ნ----------მა.

 

აღნიშნულ ჩვენებებს სასამართლო ვერ დაეყრდნობა, ვინაიდან საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილების თანახმად, ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015; №1/1/548; §52). შესაბამისად, ამ ირიბი ჩვენებების სამართლებრივი ღირებულება, დანაშაულის ჩადენა/არჩადენის ფაქტის დასადგენად, არის ძალიან დაბალი და სასამართლო ვერ დაეყრდნობა მათ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში, რაც მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ;

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე;

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ;

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა;

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ნოემბრის განაჩენი ნ----------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ----------–-----ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ნოემბერის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ნ----------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის პირველი სეკუნდა ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

ნ----------ს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

 

აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო გაუქმებულია და გირაოს თანხა (3000 ლარი) დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები: ცული, მაგიდა, სკამები და ტუმბო დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს; ხოლო სისხლის ნიმუში განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: /მ. თეთრაული/