განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 08021011800--48350
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე № 2\ბ - 1115-2018წ
31 იანვარი 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე: თამარ სვანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ი---- პერანიძე
სხდომის მდივანი _ ბექა გიორგაძე
აპელანტი: ი---- ა----–--ე
წარმომადგენელი: კ------- გ--–-----ე
მოწინააღმდეგე მხარე: შპს „მ--------------------ი“;
წარმომადგენელი: მ------ ბ---------–ი
მოწინააღმდეგე მხარე: ნოტარიუსი ა------ ჯ---------ე;
წარმომადგენელი: მ--–------ გ-----------
მოწინააღმდეგე მხარე: ა------ თ----------
დავის საგანი _ ხელშეკრულებებისა და სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილებები: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილება;
სააპელაციო პალატამ გამოარკვია:
1. ი---- ა----–--ემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეებად შპს „მ--------------------ი“, ა------ თ----------, ნოტარიუსი ა------ ჯ---------ე მიუთითა და ითხოვა ი---- ა----–--ეს და შპს ,,მ--------------------ს’’ შორის დადებული #1---- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების, საკრედიტო და იპოთეკის ხელშეკრულებების (რეესტრის #1--------, ნოტარიუსი-ა------ ჯ---------ე, 04.08.2015წ.) ბათილად ცნობა; ა------ ჯ---------ის მიერ 2016 წლის 06 მაისს გაცემული #1------- სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა .
2. მოსარჩელის განმარტებით: 20-- წლის 29 ოქტომბერს შპს ,,მ--------------------სა’’ და მოპასუხე ა------ თ----------ს შორის დაიდო N1---- გენერალური საკრედიტო, საკრედიტო და იპოთეკის ხელშეკრულებები, რომელთა თანახმად ა------ თ----------მ მიიღო სარგებლიანი კრედიტი 25947 აშშ დოლარის ოდენობით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ა------ თ----------ს კუთვნილი ქონება, მდებარე ქ.ქუთაისი, ნ----- ქ. #40, ბინა13/14.
3. ა------ თ---------- იხდიდა სესხის ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ სარგებელს 2015 წლის 29 ივნისის ჩათვლით, ხოლო შემდეგ სესხი პრობლემური გახდა და მისმა დავალიანებამ ,,მ--------------------ის’’ მიმართ 2015 წლის 04 აგვისტოსათვის შეადგინა 27344.79 აშშ დოლარი. ლართან მიმართებაში თანხა აჭარბებდა 50000 ლარს (ეროვ.ბანკის კურსი-04.08.2015წ.=2.4081). იმის გამო, რომ იმ დროისათვის არსებული რეგულაციის თანახმად ა------ თ----------სთან სესხის დადება იყო კანონსაწინააღმდეგო , საფინანსო ორგანიზაციამ სხვა პირის წარდგენა მოსთხოვა, რათა სესხი გაყოფილიყო ორ მსესხებელზე. სწორედ ამისთვის მიმართა მოსარჩელეს მოპასუხე ა------ თ----------მ და სთხოვა ვალის რესტრუქტურიზაციის მიზნით ხელშეკრულებებზე ფორმალურად ხელის მოწერა, რასაც არ მოჰყვებოდა ი---- ა----–--ის მიმართ რაიმე სამართლებრივი შედეგი. მსგავსი განმარტება მისცა მას შპს ,,მ--------------------ის’’ თანამშრომელმაც.
4. მოსარჩელის მითითებით: 2015 წლის 04 აგვისტოს, მოვალის ა------ თ----------ს დავალიანება დაიყო ორ ნაწილად 20000 აშშ დოლარად და 8000 აშშ დოლარად და გაფორმდა ორი დამოუკიდებელი საკრედიტო ხელშეკრულების პაკეტი (#1---- და #1----) ა------ თ----------სთან და ი---- ა----–--ესთან. შესაბამისად ი---- ა----–--ეს არ მიუმართავს საფინანსო ორგანიზაციისათვის კრედიტის მოთხოვნით, არამედ მასთან გაფორმდა სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თვალთმაქცური გარიგება, რომლის მიზანიც იყო არა ი---- ა----–--ისათვის კრედიტის მიცემა, არამედ კანონის გვერდის ავლით, სულ სხვა პირის, ა------ თ----------ს ვალის გადანაწილება და ვალის ნაწილის შენიღბვა მოსარჩელესთან დადებული საკრედიტო ხელშეკრულებებით.
5. მოსარჩელე განმარტავს, რომ ხელშეკრულებაში მითითებული არცერთი ფაქტი არ შეესაბამება რეალობას, რადგან ი---- ა----–--ეს აღნიშნული თანხა არ მიუღია და მითუმეტეს არ გამოუყენებია პირადი დანიშნულებით. ამიტომ N1---- საკრედიტო და იპოთეკის ხელშეკრულებები როგორც თვალთმაქცური, უნდა გაბათილდეს, რადგან მათი გაფორმება მიზნად ისახავდა ა------ თ----------სთან არსებულ სულ სხვა საკრედიტო ურთიერთობის შენიღბვასა და დაფარვას. შესაბამისად ამისა უნდა გაბათილდეს მათ საფუძველზე ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი. მოსარჩელე უნდა გათავისუფლდეს ვალდებულებისაგან და მოსთხოვონ მას, ვისზეც რეალურად მოხდა სესხის გაცემა, ე.ი. ა------ თ----------ს.
მოპასუხეების პოზიცია
6. მოპასუხე შპს ,,მ--------------------ის’’ წარმოდგენილმა, პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ როგორც მოჩვენებითი, ასევე თვალთმაქცური გარიგების დროს, გარიგების მხარეებს რეალურად არ სურთ ის შედეგი, რაც გარიგებითაა გათვალისწინებული და სადავო გარიგების შინაარსი არ შეესაბამება მხარეთა შინაგან ნებას. ეს რომ ასეა ამის მტკიცების ტვირთი მოსარჩელის მხარესაა, თუმცა ის ამას ვერ ადასტურებს. შპს „მ----------------------“, არის სადავო გარიგების მხარე, ის არ ადასტურებს გარიგების არც მოჩვენებით და არც თვალთმაქცურ ხასიათს. ამასთანავე გარიგების მეორე მხარეს, მოსარჩელეს, პირადად აქვს შედგენილი ხელწერილი, რომელიც ადასტურებს მის მიერ სესხის თანხის საკუთრებაში მიღებას. თუ მხარეებს რეალურად სურდათ რომ თანხა ა------ თ----------ს მიეღო, მაშინ ხელწერილიც მხოლოდ მას უნდა დაეწერა, რაც არ არსებობს. აღნიშნული ფაქტი ნათლად ადასტურებს , რომ სადავო გარიგება არის ზუსტად ის გარიგება, რაც მისი დადებისას მხარეებს ქონდათ განზრახული, შესაბამისად გარიგება შეესაბამება მათ რეალურ ნებას. მოსარჩელის მითითებით, გარიგების ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ ა------ თ----------ს დავალიანება თავდაპირველი სესხიდან გამომდინარე იყო იგივე, რაც შემდგომში ნასესხები თანხა. თუმცა არც აღნიშნული არგუმენტი შეიცავს სწორ ინფორმაციას. მოსარჩელე წარმოაჩენს, რომ მას არ შეიძლებოდა ქონოდა ინტერესი სადავო გარიგების მიმართ, თუმცა გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ა------ თ---------- და ი---- ა----–--ე არიან ოჯახის წევრები, რაც არ გამორიცხავს სესხად აღებული თანხის როგორც დამოუკიდებლად, ისე ერთმანეთის სასარგებლოდ გამოყენებას.
7. მოპასუხის განმარტებით თითოეულმა მსესხებელმა დამოუკიდებლად ისესხა თანხა და მიიღო ის საკუთრებაში.
8. ამით არის გამოწვეული ის, რომ ა------ თ----------სა და ი---- ა----–--ის მიერ ნასესხები თანხა აღემატება ა------ თ----------ს დავალიანებას. კერძოდ, ჯამში ი---- ა----–--ემ და ა------ თ----------მ მიიღეს 27840 აშშ დოლარი, რაც 495.21 აშშ დოლარით აღემატება ა------ თ----------ს N1---- სესხზე გადახდილ თანხას. მას ამ ხელშეკრულებით ნასესხები ჰქონდა 25947 აშშ დოლარი. მხარე ვერ ადასტურებს გარიგების ვერც მოჩვენებით და ვერც თვალთმაქცურ ხასიათს. ამიტომ გარიგება არის ზუსტად ის გარიგება, რაც მისი დადებისას მხარეებს სურდათ და შეესაბამება მათ რეალურ ნებას
9. მოპასუხემ ნოტარიუსმა ა------ ჯ---------ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სადავო სააღსრულებო ფურცელი მის მიერ გაცემული იქნა 2015 წლის 04 აგვისტოს იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც დადებულია კანონის სრული დაცვით, რის გამოც არ არსებობს გარიგებათა ბათილად ცნობის საფუძველი.
10. მოპასუხე ა------ თ----------მ წარმოდგენილი შესაგებლით, სარჩელი ცნო და მიუთითა, რომ შპს ,,მ--------------------სა’’ და ი---- ა----–--ეს შორის საკრედიტო ხელშეკრულებას ადგილი არ ჰქონია, ის დაიდო მოჩვენებით, რადგან დადგენილი მაქსიმალური ზღვარის გადაცილების გამო, მასთან ვერ ხდებოდა სესხის რესტრუქტურიზაცია და ამიტომ იქნა ვითომ მსესხებლად მოწვეული მისი რძალი ი---- ა----–--ე, თუმცა მას რაიმე თანხა არ მიუღია. ნოტარიუსის მიერ ასევე უკანონოდ იქნა გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რადგან ნოტარიუსი არ დარწმუნებულა გარიგების ნამდვილობაში, მას საერთოდ არ უკითხავს მხარეთათვის, ჰქონდა თუ არა ადგილი სესხის მიღებას.
სასამართლოს დასკვნები ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
11. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ი---- ა----–--ის სარჩელი.
12. დადგენილი იქნა, რომ 2012 წლის 03 დეკემბერს, ერთი მხრივ, შპს ,,მ--------------------ს’’ და მეორე მხრივ ა------ თ----------ს შორის დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება N 4--- და საკრედიტო თანხა განისაზღვრა 20000 აშშ დოლარით.
13. ხელშეკრულების მოქმედების ვადა იყო 10 წელი, სარგებლის წლიური ოდენობა - 60%, პირგასამტეხლოს მაქსიმალური ოდენობა - დარჩენილი თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
14. 2012 წლის 03 დეკემბერს, შპს ,,მ--------------------ს’’ და ა------ თ----------ს შორის გაფორმებული N4--- ხელშეკრულების დანართის, იპოთეკის ხელშეკრულება N4---, თანახმად, მხარეებს შორის შედგა შეთანხმება ა------ თ----------ს საკუთრებაში არსებული ქონების, მდებარე ქ.ქუთაისი, ნ----- ქ.#40, ს/კ #0------------------- ს/კ #0------------------ -
იპოთეკით დატვირთვის თაობაზე.
15. 2012 წლის 03 დეკემბერს შპს ,,მ--------------------ს’’ და ა------ თ----------ს შორის გაფორმებული N4--- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულების N4----02 დანართის მიხედვით, კრედიტის თანხა განსაზღვრულია 19710 აშშ დოლარით, ვადა 35 თვე, წლიური სარგებლის ოდენობა 24%, პირგასამტეხლო-0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულება უზრუნველყოფილ იქნა საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით და მის საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი ,,დამატებითი ხელშეკრულებიდან’’ წარმოქმნილი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად გაფორმებული იპოთეკის და სხვა ხელშეკრულებების საგნებით.
16. სასესხო ამონაწერების თანახმად, 2015 წლის 01 იანვრის მდგომარეობით N4--- სესხს აქვს სტატუსი ,,დახურული’’, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების გამო.
17. 2015 წლის 04 აგვისტოს, შპს ,,მ--------------------ს’’ და ი---- ა----–--ეს შორის დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ N1---- ხელშეკრულება, თანხა განისაზღვრა 8000 აშშ დოლარით, 10 წლის ვადით. ამავე ხელშეკრულების დანართის თანახმად, მსესხებელ ი---- ა----–--ეზე გასაცემი კრედიტის თანხა შეადგენდა 7840 აშშ დოლარს, 35 თვის ვადით. კრედიტის მიზნობრიობა იყო - საყოფაცხოვრებო, ხოლო იგი უზრუნველყოფილი იქნა მოპასუხე ა------ თ----------ს კუთვნილი უძრავი ქონებით, მდებარე ქ.ქუთაისი, ნ----- ქ.#40, ს/კ #0------------------ და ს/კ #0------------------, რაზედაც იპოთეკის ხელშეკრულება დამოწმებული იქნა ნოტარიუსის მიერ.
18. მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ ვალდებულება არ შესრულდებოდა, იპოთეკარი უფლებამოსილი იყო მიემართა ნოტარიუსისთვის სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით, იპოთეკის საგნის რეალიზაციის თაობაზე. ა------ თ----------მ და ი---- ა----–--ემ გადაიხადეს სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საქართველოს ნოტარიუსთა პალატისათვის დადგენილი საფასური 115.19 ლარი და რეგისტრაციის საფასური ორი ლარი.
19. 2015 წლის 04 აგვისტოს, შედგენილი ხელწერილის მიხედვით, რომელსაც ხელს აწერს ი---- ა----–--ე, ასევე ა. თ----------, მითითებულია, რომ ,,ი---- ა----–--ემ შპს ,,მ--------------------იდან’’ გაიტანა 7840 აშშ დოლარი.
20. ი---- ა----–--ემ და ა------ თ----------მ დაარღვიეს 2015 წლის 04 აგვისტოს სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება შპს ,,რ-------------ის’’ მიმართ სესხის დაბრუნების თაობაზე. რის გამოც 2016 წლის 06 მაისს, ნოტარიუს ა------ ჯ---------ის მიერ გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი, სადაც კრედიტორია შპს ,,მ--------------------ი’’, მოვალე - ი---- ა----–--ე, ხოლო მესაკუთრე - ა------ი თ----------. აღსრულება მიექცა კრედიტორის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.
21. სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, სასამართლომ დაადგინა, რომ ი---- ა----–--ის მიერ აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობაა: ძირითადი დავალიანება-7836.54 აშშ დოლარი, დარიცხული სარგებელი - 238.89 აშშ დოლარი, ჯარიმა - 1214.66 აშშ დოლარი, აგრეთვე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი-124.36 ლარი, სააღსრულებო წარმოების ხარჯები (ფაქტობრივი ხარჯების შესაბამისად).
22. ი---- ა----–--ეს გადახდილი აქვს გარკვეული ოდენობის თანხა შპს ,,მ--------------------ის’’ სასარგებლოდ.
23. შპს ,,მ--------------------ის‘’ მიერ, 19.04.2016წ. წერილით ი---- ა----–--ეს ეცნობა მის მიერ გატანილ იპოთეკურ სესხზე დარიცხული დავალიანებისა და მისი დაფარვის შესახებ არაუგვიანეს 2016 წლის 04 მაისისა, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოთხოვილი იქნებოდა ნოტარიუსისაგან სააღსრულებო ფურცელი.
24. სასამართლოს მითითებით, 2015 წლის 04 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების ბათილობის საფუძვლების მტკიცების ტვირთი არის მოსარჩელის მხარეს, რომელიც მიუთითებს მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულებები დაიდო მოტყუებით, მოჩვენებით, მათზე ფორმალურად ხელისმოწერით, რათა სესხი გაყოფილიყო ორ მსესხებელზე, რადგან მისი ოდენობა აღემატებოდა 50000 ლარს, რითაც დაიფარა სხვა გარიგება.
25.მითითებულ გარემოებათა დასტურად კი სასამართლოს მითითებით: მოსარჩელეს თავისი ახსნა-განმარტების გარდა, სხვა მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
26. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლზე მიუთითა.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ფაქტობრივი საფუძვლები
28. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ი---- ა----–--ის მიერ იქნა გასაჩივრებული სააპელაციო წესით. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება ითხოვა.
აპელანტის განმარტება:
29. აპელანტის განმარტებით, სასამართლო არასწორად მსჯელობს შპს „მ--------------------სა’’ და ა------ თ----------ს შორის 2012 წლის 3 დეკემბერს დადებული ხელშეკრულების ე.წ.დახურულ სტატუსზე(სესხის ვითომდა დაფარვაზე), რეალურად წარდგენილ სარჩელზე ობიექტური გადაწყვეტილების მიღებისთვის სასამართლოს უნდა ემსჯელა არა N4--- ხელშეკრულებაზე, არამედ შპს „რ-------------სა და ა------ თ----------ს შორის 20-- წლის 29 ოქტომბერს დადებულ N1---- საკრედიტო და იპოთეკის ხელშეკრულებებზე, რადგან სწორედ ამ ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულება გადანაწილდა შემდგომ ი---- ა----–--ესა და ა------ თ----------ს შორის.
30. აპელანტი მიუთითებს, რომ საბანკო - საფინანსო სექტორში მიღებული პრაქტიკის თანახმად, ამა თუ იმ მიზეზის გამო ხდება მოვალის გადაყვანა სხვა საკრედიტო ურთიერთობის ჩარჩოებში და ძველ ხელშეკრულებაში არსებული ვალდებულება იფარება საფინანსო სუბიექტის მიერ. პროგრამაში კი სესხი ირიცხება, როგორც გასტუმრებული. კონკრეტულ შემთხვევაში N4--- ხელშეკრულების რეფინანსირება მოხდა N1---- ხელშეკრულებად, რომელიც გაპრობლემების შემდეგ კვლავ შეიცვალა, და თითქოს ორ მსესხებელზე გადანაწილდა ორი დამოუკიდებელი კრედიტი.
31. სასამართლო, ი---- ა----–--ის მიერ შპს „მ--------------------იდან“ თანხის მიღების ფაქტის საკმარის დასტურად მიიჩნევს ხელწერილს, რომელსაც ხელს აწერენ, როგორც ი---- ა----–--ე, ისე ა------ თ----------.
32. სასამართლომ არ გამოიკვლია, რატომ არის ამ ხელწერილზე ა------ თ----------ს ხელმოწერა, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება ადასტურებს მოპასუხე ა------ თ----------ს კავშირს სესხის ხელშეკრულებასთან.
33.ამასთან სასამართლომ არ გაიზიარა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ შპს „რ-------------მა“ სასამართლოს ვერ წარუდგინა თანხის ა------ თ----------საგან მიღების დამადასტურებელი დოკუმენტები.
34. მაგ: გასავლის ორდერი თუ სხვა რაიმე საბუღალტრო ან ფინანსური დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ ა------ თ----------მ ნამდვილად ჩახურა ძველი დავალიანება, ხოლო ი---- ა----–--ემ ნამდვილად აიღო ის თანხა, რაც ხელშეკრულებაშია მითითებული;
35.მხოლოდ ხელწერილი ან მინაწერი სესხზე, რომ სესხი დახურულია, არ არის საკმარისი მტკიცებულება მოპასუხის პოზიციის გასაზიარებლად, და იმის დასტურად, რომ ა------ თ----------მ ნამდვილად დაფარა ძველი დავალიანება, ხოლო ი---- ა----–--ემ კი რეალურად აიღო სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა.
36.ამ და სხვა გარემოებათა გამო აპელანტი ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებას.
37.სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
38. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა წარმომადგენლების განმარტებები და თვლის, რომ ი---- ა----–--ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
39. 2012 წლის 03 დეკემბერს, ერთი მხრივ, შპს ,,მ--------------------ს’’ და მეორე მხრივ ა------ თ----------ს შორის დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება N4--- და საკრედიტო თანხა განისაზღვრა 20000 აშშ დოლარით. ხელშეკრულების მოქმედების ვადა იყო 10 წელი, სარგებლის წლიური ოდენობა - 60%, პირგასამტეხლოს მაქსიმალური ოდენობა - დარჩენილი თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (იხ. ხელშეკრულება, ტომი 1, ს/ფ 30-34).
40. 2012 წლის 03 დეკემბერს, შპს ,,მ--------------------ს’’ და ა------ თ----------ს შორის გაფორმებული N4--- ხელშეკრულების დანართის, იპოთეკის ხელშეკრულება N4---, თანახმად, მხარეებს შორის შედგა შეთანხმება ა------ თ----------ს საკუთრებაში არსებული ქონების, მდებარე ქ.ქუთაისი, ნ----- ქ.#40, ს/კ #0------------------- ს/კ #0------------------ -
იპოთეკით დატვირთვის თაობაზე (იხ. ტომი 1, ს/ფ 38-47).
41. 2012 წლის 03 დეკემბერს შპს ,,მ--------------------ს’’ და ა------ თ----------ს შორის გაფორმებული N4--- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულების N4----02 დანართის მიხედვით, კრედიტის თანხა განსაზღვრულია 19710 აშშ დოლარით, ვადა 35 თვე, წლიური სარგებლის ოდენობა 24%, პირგასამტეხლო-0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულება უზრუნველყოფილ იქნა საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით და მის საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი ,,დამატებითი ხელშეკრულებიდან’’ წარმოქმნილი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად გაფორმებული იპოთეკის და სხვა ხელშეკრულებების საგნებით (იხ. ტომი 1, ს/ფ 35-37).
42. სასესხო ამონაწერების თანახმად, 2015 წლის 01 იანვრის მდგომარეობით N4--- სესხს აქვს სტატუსი ,,დახურული’’, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების გამო (იხ. ტომი 1, ს/ფ 27-29).
43. 20-- წლის 29 ოქტომბერს, შპს ,,მ--------------------ს’’ და ა------ თ----------ს შორის დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ N1---- ხელშეკრულება, თანხა განისაზღვრა 27000 აშშ დოლარით, 10 წლის ვადით. ამავე ხელშეკრულების დანართის თანახმად, მსესხებელ ა------ თ----------ზე გასაცემი კრედიტის თანხა შეადგენდა 25947 აშშ დოლარს, 35 თვის ვადით.
44.კრედიტის მიზნობრიობა იყო - საყოფაცხოვრებო, ხოლო იგი უზრუნველყოფილი იქნა მოპასუხე ა------ თ----------ს კუთვნილი უძრავი ქონებით, მდებარე ქ.ქუთაისი, ნ----- ქ.#40, ს/კ #0------------------ და ს/კ #0------------------, რაზედაც იპოთეკის ხელშეკრულება დამოწმებული იქნა ნოტარიუსის მიერ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ ვალდებულება არ შესრულდებოდა, იპოთეკარი უფლებამოსილი იყო მიემართა ნოტარიუსისთვის სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით, (იხ. ტომი 1, ს/ფ 212-225).
45. 2015 წლის 04 აგვისტოს, შპს ,,მ--------------------ს’’ და ი---- ა----–--ეს შორის დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ N1---- ხელშეკრულება, თანხა განისაზღვრა 8000 აშშ დოლარით, 10 წლის ვადით. ამავე ხელშეკრულების დანართის თანახმად, მსესხებელ ი---- ა----–--ეზე გასაცემი კრედიტის თანხა შეადგენდა 7840 აშშ დოლარს, 35 თვის ვადით. კრედიტის მიზნობრიობა იყო - საყოფაცხოვრებო, ხოლო იგი უზრუნველყოფილი იქნა მოპასუხე ა------ თ----------ს კუთვნილი უძრავი ქონებით, მდებარე ქ.ქუთაისი, ნ----- ქ.#40, ს/კ #0------------------ და ს/კ #0------------------, რაზედაც იპოთეკის ხელშეკრულება დამოწმებული იქნა ნოტარიუსის მიერ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ ვალდებულება არ შესრულდებოდა, იპოთეკარი უფლებამოსილი იყო მიემართა ნოტარიუსისთვის სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით, იპოთეკის საგნის რეალიზაციის თაობაზე. ა------ თ----------მ და ი---- ა----–--ემ გადაიხადეს სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საქართველოს ნოტარიუსთა პალატისათვის დადგენილი საფასური 115.19 ლარი და რეგისტრაციის საფასური ორი ლარი (იხ. ტომი 1, ს/ფ 75-88).
46. 2015 წლის 04 აგვისტოს, შედგენილი ხელწერილის მიხედვით, რომელსაც ხელს აწერს ი---- ა----–--ე, ასევე ა. თ----------, მითითებულია, რომ ი---- ა----–--ემ შპს ,,მ--------------------იდან’’ გაიტანა 7840 აშშ დოლარი (იხ. ტომი 1, ს/ფ 91).
47. 2015 წლის 04 აგვისტოს, შპს ,,მ--------------------ს’’ და ა------ თ----------ს შორის დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ N1---- ხელშეკრულება, თანხა განისაზღვრა 20000 აშშ დოლარით, 10 წლის ვადით. კრედიტი უზრუნველყოფილი იქნა მოპასუხე ა------ თ----------ს კუთვნილი უძრავი ქონებით, მდებარე ქ.ქუთაისი, ნ----- ქ.#40, ს/კ #0------------------ და ს/კ #0------------------, რაზედაც იპოთეკის ხელშეკრულება დამოწმებული იქნა ნოტარიუსის მიერ (იხ. ტომი 1, ს/ფ 160-176).
48. 2015 წლის 04 აგვისტოს, შედგენილი ხელწერილის მიხედვით, რომელსაც ხელს აწერს ა. თ----------, მითითებულია, რომ ,,ა------ თ----------მ შპს ,,მ--------------------იდან’’ გაიტანა 20000 აშშ დოლარი (იხ. ტომი 1, ს/ფ 227).
49. ი---- ა----–--ემ და ა------ თ----------მ დაარღვიეს 2015 წლის 04 აგვისტოს სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება შპს ,,რ-------------ის’’ მიმართ სესხის დაბრუნების თაობაზე, რის გამოც 2016 წლის 06 მაისს, ნოტარიუს ა------ ჯ---------ის მიერ გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი, სადაც კრედიტორია შპს ,,მ--------------------ი’’, მოვალე - ი---- ა----–--ე, ხოლო მესაკუთრე - ა------ თ----------. აღსრულება მიექცა კრედიტორის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.
50. სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, დადგენილია, რომ ი---- ა----–--ის მიერ აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობაა: ძირითადი დავალიანება-7836.54 აშშ დოლარი, დარიცხული სარგებელი - 238.89 აშშ დოლარი, ჯარიმა - 1214.66 აშშ დოლარი, აგრეთვე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი-124.36 ლარი, სააღსრულებო წარმოების ხარჯები (ფაქტობრივი ხარჯების შესაბამისად) (იხ. ტომი 1, ს/ფ 20-22, 24-25).
სამართლებრივი დასაბუთება:
უკეთებს რა სამართლებრივ შეფასებას დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს, პალატა მიიჩნევს, შემდეგს:
51. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულებით ირკვევა, რომ 2015 წლის 04 აგვისტოს, შპს ,,მ--------------------ს’’ და ი---- ა----–--ეს შორის დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ N1---- ხელშეკრულება, თანხა განისაზღვრა 8000 აშშ დოლარით, 10 წლის ვადით. ამავე ხელშეკრულების დანართის თანახმად, მსესხებელ ი---- ა----–--ეზე გასაცემი კრედიტის თანხა შეადგენდა 7840 აშშ დოლარს, 35 თვის ვადით. კრედიტის მიზნობრიობა იყო - საყოფაცხოვრებო, ხოლო იგი უზრუნველყოფილი იქნა მოპასუხე ა------ თ----------ს კუთვნილი უძრავი ქონებით, მდებარე ქ.ქუთაისი, ნ----- ქ.#40, ს/კ #0------------------ და ს/კ #0------------------, რაზედაც იპოთეკის ხელშეკრულება დამოწმებული იქნა ნოტარიუსის მიერ.
52. მოსარჩელე მიუთითებს, რომ აღნიშნული ხელშეკრულება თვალთმაქცურია, რადგან თანხა მას არ გადასცემია, რის გამოც ხელშეკრულება და მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი ბათილად უნდა იქნას ცნობილი.
53. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს აღძრული აქვს აღიარებითი სარჩელი, რომლის დასაშვებობა (ნამდვილი იურიდიული ინტერესი) პირველი ინსტანციის სასამართლოს არ შეუმოწმებია. პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ აღძრულ აღიარებით სარჩელში ვლინდება მისი იურიდიული ინტერესი, რაც აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის უპირველესი წინაპირობაა.
54. პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი აღიარებითი სარჩელი დავის გადაწყვეტის ერთადერთი და საუკეთესო საშუალებაა და იგი იძლევა მხარეთა შორის არსებული კონფლიქტის სამართლებრივად გადაწყვეტის საშუალებას და სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დადგება მოსარჩელისათვის სასურველი შედეგი.
55. ”აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვილი უფლების აღიარებასთან. სხვა საკითხია იურიდიული შედეგის არსებობის ან არარსებობის დადგენის სურვილი. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში”. . . (საქ. უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება №ას - 121-117-2016წ 17.03.2016).
56. ამგვარი მოცემულობისა და რეალობის პირობებში, პალატა მიიჩევს, რომ მოსარჩელის მიერ აღძრული აღიარებითი სარჩელი არის საუკეთესო გზა მისი ნამდვილი იურიდიული ინტერესის დაკმაყოფილებისათვის. უდავოა, რომ თუ მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდება და გაბათილდება როგორც სადაო იპოთეკისა და სესხის ხელშეკრულებები , ისე მათ საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი, კრედიტორის მოთხოვნას აღარ ექნება სამართლებრივი საფუძველი,რაც რა თქმა უნდა სამართლებრივ ხეირს წარმოშობს მოსარჩელისათვის.
57. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
58. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
59. უდავოა, რომ მოსარჩელესთან შედგა სესხის ხელშეკრულება, რაზედაც მან მოაწერა ხელი, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელისათვის ცნობილი იყო იმ გარიგების შინაარსი რაზედაც იგი აწერდა ხელს.(თუმცა უნდა ითქვას, რომ ამ მხრივ, ანუ გარიგების შინაარსის არცოდნის საფუძვლით მოსარჩელე არ შედავებია გარიგებებს, არამედ იგი დაობს იმ კუთხით, რომ სადაო გარიგებები მოჩვენებითი და თვალთმაქცურია და რომ მას რეალურად თანხა შპს „მ----------------------“-სგან არ მიუღია.
60. სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).
61. აღნიშნული მუხლით სამართლებრივი ურთიერთობის კვალიფიკაციისათვის აუცილებელია, გარიგების მონაწილეებმა ნამდვილი ნება დაფარონ სხვა გარიგებით. მათი ნება-სურვილი მიმართული უნდა იყოს სხვა გარიგებით გათვალისწინებული მიზნის მიღწევისაკენ. მხარეები ასევე აცნობიერებენ, რომ მათ მიერ დადებულ გარიგებას სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვება და იგი დადებულია მხოლოდ სხვა გარიგების დასაფარავად, ამასთან, მხარეებს სურთ სხვა გარიგების შესრულება.
62. თვალთმაქცური გარიგების ნორმატიულ შინაარსს განსაზღვრავს სსკ-ის 56-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომლის მიხედვითაც, თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).
63. განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს ისეთი ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ მხარეთა „ურთიერთშეთანხმებაზე“, მათ საერთო მიზანზე, რათა დაფარონ სხვა გარიგება, თუმცა ასეთი მტკიცება მოსარჩელე მხარემ სასამართლოს ვერ წარუდგინა.
64. მოსარჩელის მითითებით კონკრეტულ შემთხვევაში ბანკი, ა------ თ---------- და თავად მოსარჩელე მოქმედებდნენ მოჩვენებითად და თვალთმაქცურად, რათა ა------ თ----------ს არ შექმნოდა დაბრკოლებები ბანკთან საკრედიტო ურთიერთობაში. ამ გარემოებას არ ადასტურებს მოპასუხე შპს „მ--------------------ი“, რომელიც განმარტავს, რომ ი---- ა----–--ესთან დადებული სესხის ხელშკრულება რეალური ხელშკრულებაა, და რომ ამ ხელშეკრულების საფუძველზე ი---- ა----–--ემ მიიღო კიდეც ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხები მოპასუხისაგან.
65. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, უპირველესად კი 2015 წლის 4 აგვისტოს ხელწერილი თანხის მიღების თაობაზე, ხელმოწერილი ი---- ა----–--ის მიერ, ასევე რამდენიმე გადახდა, რაც ი---- ა----–--ემ აწარმოა სესხის ფარგლებში(რასაც ადასტურებს პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული მისივე განმარტება აღნიშნულის თაობაზე), ხელმოწერები სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებზე უტყუარი დასტურია იმისა, რომ მხარეთა შორის რეალურად იმ სამართლებრივ ურთიერთობებს ქონდა ადგილი, რაზედაც მათ ხელი მოაწერეს.
66. თვალთმაქცური გარიგების დროს ნების გამომვლენი სუბიექტების ნება შეთანხმებულია და მათ განზრახული აქვთ განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის მიღება, თუმცა, შინაგანი ნება და გამოვლენილი ნება არ ემთხვევა ერთმანეთს. დადებული გარიგებით ისინი ფარავენ სხვა გარიგებას, რომლის დადების ნებაც რეალურად გააჩნიათ. თვალთმაქცური გარიგების დროს განხილვის საგანია გარიგების მხარეთა მიერ შინაგანი და გამოვლენილი ნების ურთიერთმიმართება.
67. განსახილველ შემთხვევაში კი, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ, ერთი მხრივ, მოვალე/მოსარჩელე და, მეორე მხრივ, კრედიტორი/მოპასუხე, გარიგების სხვა შინაარსზე იყვნენ შეთანხმებულნი.
68. სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
69. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს.
70. შესაბამისად, სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს არა ერთ რომელიმე მტკიცებულებაზე განყენებულად, არამედ მსჯელობს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობით დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რისი ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა.
71. პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს,რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმეში განთავსებული 2015 წლის 04 აგვისტოს შპს ,,მ--------------------ს’’ და ი---- ა----–--ეს შორის დადებული და მათ მიერ ხელმოწერილი საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ N1---- ხელშეკრულება, რომლითაც სესხის თანხა განისაზღვრა 8000 აშშ დოლარით, 10 წლის ვადით. ამავე ხელშეკრულების დანართი, რომლითაც მსესხებელ ი---- ა----–--ეზე გასაცემი კრედიტის თანხა შეადგენდა 7840 აშშ დოლარს.
72. ამავდროულად საქმეში განთავსებული 2015 წლის 04 აგვისტოს შედგენილი ხელწერილი რომელსაც ხელს აწერს მსესხებელი ი---- ა----–--ე, სადაც გარკვევით მითითებულია, რომ ,,ი---- ა----–--ემ შპს ,,მ--------------------იდან’’ გაიტანა 7840 აშშ დოლარი ანუ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის თანხა.
73. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ ხელწერილს მოსარჩელესთან ერთად ასევე ხელს აწერს ა------ თ----------, ვერ გამოდგება იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ დადებული გარიგებები მოჩვენებითი ან თვალთმაქცურია და რომ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა ი---- ა----–--ეს არ გადასცემია;(მით უფრო თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ი---- ა----–--ის სესხის უზრუნველსაყოფად ა------ თ----------ს ქონება დაიტვირთა იპოთეკით, სრულიად ლოგიკურია ა------ თ----------ს ხელმოწერა ხელწერილზე) რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები როგორიცაა ასე მაგ:სალაროს გასავლის ან შემოსავლის ორდერები, რომელთა მეშვეობითაც დადასტურდებოდა ა------ თ----------ს მიერ ვალის დახურვის ან ი---- ა----–--ის მიერ თანხის გატანის ფაქტი; რომ არსებობს მცირედინტერვალიანი სხვაობა ა------ თ----------ს მიერ ძველი სესხის დახურვასა და ახალი სესხის გატანას შორის, მათ შორის მოსაზრება ი---- ა----–--ის მიერ თანხის გატანის დროსთან დაკავშირებით და ა.შ.
74. პალატა დამატებით მიუთითებს, რომ მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმ გარემოების დადასტურება, რომ ზემოთ მითითებულ ორ სესხის ხელშეკრულებას შორის არსებობდა კავშირი და 2015 წლის 04 აგვისტოს ხელშეკრულებით მოსარჩელეს ახალი ვალდებულება კი არ წარმოშობია, არამედ მხარეები მოქმედებდნენ 2014 წლის 29 ოქტომბრის შპს ,,მ--------------------სა“ და ა------ თ----------ს შორის დადებული N1---- სესხის ხელშეკრულების ფარგლებში.
75. ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2014 წლის 29 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულება დაიდო 27000 აშშ დოლარზე, ხოლო 2015 წლის 04 აგვისტოს სესხის ხელშეკრულებები კი 20000 და 8000 აშშ დოლარზე, რაც ჯამურად შეადგენს 28000 აშშ დოლარს და 1000 აშშ დოლარით აღემატება მითითებულ თანხას.
76. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ მისთვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება ვერ მოახდინა, რადგან მან გარიგების ბათილად ცნობა მოითხოვა მხოლოდ თავისი განმარტების საფუძველზე, რომელიც ვერანაირად ვერ გააქარწყლებს საქმეში წარმოდგენილ 2015 წლის 04 აგვისტოს სესხის ხელშეკრულებასა და ხელწერილს, რომლითაც მოსარჩელისავე ხელმოწერით დადასტურებულია, რომ მან შპს ,,მ--------------------იდან’’ აიღო და გაიტანა სესხის თანხა 7840 აშშ დოლარის ოდენობით, რაც წარმოადგენდა სადავო სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას.
77. პალატა აქვე იმასაც მიუთითებს, რომ თანხის მიღების ვერ დადასტურების შემთხვევაშიც კი ეს ვერ გახდებოდა გარიგების ბათილობის საფუძველი, არამედ შესაძლოა იგი გამხდარიყო ზიანის მოთხოვნის წინაპირობა(თუმცა პალატა აქვე ადასტურებს, რომ საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება ი---- ა----–--ის მიერ მოპასუხისაგან სესხად აღებული თანხების მიღების ფაქტი).
78. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით წარმოდგენილი მტკიცებულებების პირობებში მხოლოდ მოსარჩელის განმარტება სრულიად არასაკმარისია მისთვის ხელსაყრელი მატერიალურ-სამართლებრივი შედეგის დასადგომად.
79. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ი---- ა----–--ის მოთხოვნა სესხის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე უსაფუძვლოა, სწორად ეთქვა უარი მას დაკმაყოფილებაზე, რაც თავის მხრივ გამორიცხავს მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობას.
80. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტმა სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ ი---- ა----–--ის სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საპროცესო ხარჯები:
81. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება
82. დადგენილია, რომ ი---- ა----–--ის სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, რის გამოც სსკ-ის 1991-ე მუხლის თანახმად, მოცემულ საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება სწორად იქნა გაუქმებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დაადგინა:
1. ი---- ა----–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება განჩინეის გამოცხადებიდან 30-ე დღეს. Aამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
6. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ სასამართლოში განჩინების ასლის ჩაბარების მიზნით.
7. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების დადგენილებითი ნაწილის მე-4-7 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
თავმჯდომარე: /თამარ სვანიძე/
მოსამართლეები: /სიმონ ჩხაიძე/
/ი---- პერანიძე/