განაჩენი

სისხლის სამართლის 08.04.2019
საქმის ნომერი
330100118002563322
ინსტანცია
თარიღი
08.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002563322

საქმე №1ბ/198-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: მარინა ხოლოაშვილმა

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ი---------ის

 

ადვოკატ: ვ-------------------ის

მსჯავრდებულ: შ----------ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ---------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) შ----------ის დაბადებულის 1----–-–--------------ს, საქართველოს მოქალაქის (პ--------------------), ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების: თ---–--------------–-----–----------------------------–-, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით; საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, შ----------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალ-----ბა ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

მანვე ჩაიდინა ოჯახში ძალ-----ბა ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალ-----ბა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია

სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

ქ-------–--–--------–-----–-----------------ში შ----------ე, საკუთარ დას, თ-------------ს, მისი არასრულწლოვანი შვილის - ვ-–---------------ის თანდასწრებით, სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას, ლანძღავდა, აფურთხებდა, მიმართავდა უცენზურო და დამამცირებელი სიტყვებით, რის გამოც თ------------- იმყოფებოდა მუდმივი სტრესის ქვეშ, რამაც გამოიწვია თ-------------- ტანჯვა.

 

2018 წლის 27 ივნისს, დილის საათებში, ქ. თ---–--–--------------–-----–------------------ში შ----------ემ, ურთიერთშელაპარაკების დროს, საკუთარ 14 წლის დისშვილს, ვ-–-----------------ს, რომელთანაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, რამდენჯერმე სხეულზე დაარტყა ხელი და კისრის არეში ძლიერად მოუჭირა ხელი, რა დროსაც ვ-–---------------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია:

 

2018 წლის 27 ივნისს, დილის საათებში, ქ.-----–--–--------–-----–-----------------ში შ----------ემ, ურთიერთშელაპარაკების დროს, 14 წლის დისშვილს - ვ-–---------------ეს, რომელთანაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, სხეულზე რამდენჯერმე დაარტყა და კისრის არეში ძლიერად მოუჭირა ხელი, რა დროსაც ვ-–---------------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 დეკემბრის განაჩენით:

 

შ-----------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

შ----------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.

 

მსჯავრდებულ შ----------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 27 ივნისიდან - 2018 წლის 19 დეკემბრის ჩათვლით;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ძველი თილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ---------------ემ.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს შ----------ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დის-თ-------------- მიმართ განხორციელებული სისტემატური შეუარცხყოფის ნაწილში) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა შ----------ის მიერ მოცემული დანაშაულის ჩადენა. მანვე მოითხოვა შ----------ისათვის სამართლიანი და ადეკვატური სასჯელის დანიშვნა.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი შ----------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

აღნიშნული განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ არსებობს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა შ----------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დის - თ-------------- მიმართ განხორციელებული სისტემატური შეუარცხყოფა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77) განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას. აგრეთვე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნით (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15), უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

 

მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა თ--------------მ განმარტა, რომ ცხოვრობს დედასთან - ა-–--------------------სთან, ძმასთან - შ----------ესთან და შვილთან - ვ-–---------------ესთან ერთად. ოჯახის წევრებს შორის ხშირად აქვს ადგილი კონფლიქტს და ისინი, ძირითადად, მომდინარეობს დედისგან, რომელიც მის წინააღმდეგ განაწყობს ძმას - შ----------ეს. შ--- არ ჯერდებოდა მის (თ--------------) სიტყვიერ შეურაცხყოფას და ფიზიკურ შეურაცხყოფასაც აყენებდა. აღნიშნულის გამო, არაერთხელ დამდგარა საპატრულო პოლიციის გამოძახების საჭიროების წინაშე. შ--- ბოლო პერიოდში ბევრ ალკოჰოლს სვამდა, რაც უფრო აგრესიულს ხდიდა მას. შემთხვევის ღამეს, 2018 წლის 27 ივნისს, მისი შვილი - ვ-–--------ი, გვიანობამდე უყურებდა ტელევიზორს შ---ს ოთახში, სადაც ჩაეძინა. დილის დაახლოებით ხუთი საათისთვის, გაიგონა, - შ---მ, რომელიც ძალიან მთვრალი იყო, როგორ გააღვიძა ვ-–--------ი და ლანძღვა-გინებით გაათრია იგი სხვა ოთახში. ესმოდა, როგორ ეპასუხებოდა ვ-–--------ი ბიძას. თავდაპირველად არ ჩაერია, რადგან მიიჩნია, რომ მისი შვილი, რომელიც ბოლო დროს ცუდად იქცეოდა, დასჯას იმსახურებდა, მაგრამ, როცა რამდენიმე შემოლაწუნების ხმა და დედის კივილი გაიგონა, შეშინდა, პატარა ხის სკამს დაავლო ხელი და ვ-–--------ის ოთახში გავარდა. სიბნელეში დაინახა, როგორ ცდილობდა დედა ვ-–--------ისთვის შ---ს მოცილებას, რომელიც საწოლში ბავშვზე ზემოდან იყო გადაწოლილი და ახრჩობდა. წამოღებული პატარა სკამი ზურგში რამდენჯერმე დაარტყა ძმას, რის შემდეგაც შ---მ ბავშვს ხელი გაუშვა და ამჯერად მისკენ გაიწია. ლ-----მ დრო იხელთა, ძირს დააგდო და გააკავა შ---. თავად დერეფანში გავარდა და საპატრულო პოლიცია გამოიძახა. დაზარალებულმა თ-------------მ განმარტა, რომ ძმის მხრიდან შეურაცხმყოფელი დამოკიდებულების სისტემატურობის გამო, განიცდიდა ტანჯვას და თვითმკვლელობაზეც უფიქრია, თუმცა, შ---სთვის პასუხისმგებლობის შემსუბუქების მიზნით, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დროს, საკუთარი განცდები და ემოციები დამალა.

 

მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ვ-–---------------ემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 27 ივნისს, დილას, იმყოფებოდა ბიძის - შ----------ის ოთახში, რა დროსაც ბიძამისი შევიდა და შეურაცხმყოფელი სიტყვებით უთხრა ოთახიდან გასულიყო. აღნიშნულზე გაღიზიანდა და შეურაცხყოფითვე უპასუხა მას. ბიძამ, გაბრაზებულმა ხელი ჰკრა და მანაც ხელი შეუბრუნა. შ----------ემ ხელი მოუჭირა კისერზე და დააწვინა საწოლზე, რა დროსაც ოთახში შევიდა დედა, რომელმაც შ---ს რამდენჯერმე სკამი ჩაარტყა და გააშველა ისინი. დაზარალებულის განმარტებით, თავად შ----------ესთან მეგობრული ურთიერთობა აქვს, მაგრამ დედამისს და ბიძას პერიოდულად ურთიერთობა ეძაბებათ, რა დროსაც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ ერთმანეთს. მანვე აღნიშნა, რომ დედას და ბიძას შორის არსებულ კონფლიქტებში გამოკვეთილი ინიციატორის დადგენა შესაძლებელი არ არის.

 

მოწმე ა-–--------------------მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ შემთხვევის დღეს შ----------ე დისშვილის - ვ-–---------------ის შეპასუხებამ გამოიყვანა წყობიდან, ამიტომ დაეჯაჯგურა მას, რა დროსაც ერთი ხელი კისერზე წაავლო, მეორე კი მკლავზე, ხელის შებრუნების შესაძლებლობა, რომ არ მიეცამისთვის. ის და ვ-–--------ი საწოლზე ძიძგილაობდნენ. ხმაურზე მის ქალიშვილს, ვ-–--------ის დედას - თ------ გაეღვიძა, რომელიც ე.წ. „ტაბურეტით“ შემოვიდა ოთახში და შ---ს რამდენჯერმე დაარტყა ზურგში, მანვე გამოიძახა საპატრულო პოლიციაც. მანვე აღნიშნა, რომ შ----------ეს ძალიან უყვარს დისშვილი და აქტიურ მონაწილეობას იღებს მის აღზრდაში. ბოლო დროს ვ-–--------ი პრობლემებს უქმნიდა ოჯახს, ვინაიდან სწავლა არ უნდოდა, მთელ დროს გარეთ, კომპიუტერთან ან ტელევიზორთან ატარებდა, გაკვეთილებზე არ დადიოდა, რის გამოც სკოლიდან გარიცხეს. ამ ნიადაგზე ოჯახში ძალიან დაძაბული სიტუაცია შეიქმნა. შ---ს თ-----ზე მეტად აღელვებდა ვ-–--------ის ბედი და დასთან კონფლიქტიც მოსდიოდა, რომლის ესკალაციასაც თ-----ი უწყობდა ხელს.

 

მოწმეებმა მ-------------–--------------------------–------------------------------------–---–--- რომელებიც არიან კ--------ის ოჯახის ნათესავები და ახლობლები, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას შ----------ე დაახასიათეს, როგორც კარგი, უკონფლიქტო, მოსიყვარულე ადამიანი, ხოლო თ--------------სთან დაკავშირებით აღნიშნეს, რომ აქვს გაუწონასწორებელი ფსიქიკა, ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ურთიერთობისას ხშირად ქმნის კონფლიქტებს, რა დროსაც მიმართავს მაპროვოცირებელ ქმედებებს და ფიზიკურ ძალასაც იყენებს. მათვე განმარტეს, რომ შ----------ეს უყვარს დისშვილი - ვ-–--------ი, რასაც მასზე ყოველდღიურ ზრუნვაში ავლენს.

 

ალკოტესტით შემოწმების შესახებ ოქმით დგინდება, რომ 2018 წლის 27 ივნისს ჩატარებული შემოწმებისას შ----------ეს დაუდგინდა ალკოჰოლური თრობის ფაქტი.

 

შემაკავებელი ორდერითა და შემაკავებელი ორდერის N0----- ოქმით დგინდება, რომ იგი გამოცემულია 2015 წლის 21 აგვისტოს შ----------ის მიერ მისი დის - თ-------------- სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილებით, დამტკიცდა ზემოაღნიშნული შემაკავებელი ორდერი მოძალადე შ----------ის მიმართ.

 

შემაკავებელი ორდერითა და შემაკავებელი ორდერის N0----- ოქმით დგინდება, რომ იგი გამოცემულია 2017 წლის 05 თებერვალს შ-----------ის მიერ მისი დის - თ-------------- ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით, დამტკიცდა ზემოაღნიშნული შემაკავებელი ორდერი მოძალადე შ----------ის მიმართ.

 

სასამართლო - ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, შ----------ის ქმედების შედეგად თ------------- არ განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

 

ფსიქოლოგმა მ--------------–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და დამატებით განმარტა, რომ თ-------------- ფსიქოლოგიური თავისებურებების კვლევის, მასთან ხანგრძლივი გასაუბრების და საქმის მასალების გაცნობის შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ კ--------ის ოჯახი აბსოლუტურად ინდივიდუალური პიროვნული მახასიათებლების, ხასიათობრივი თვისებების მქონე ინდივიდებისგან შედგება, რომლებიც მუდმივად ეწევიან თვითდამკვიდრებას და ამ პროცესს მათი ჯანსაღი ურთიერთობები ეწირება. აღნიშნულ კონფლიქტურ სიტუაციაში არ იკვეთება დაპირისპირებული მხარეები, მას ჰყავს მხოლოდ მონაწილეები, რომლებიც თანაბარად ქმნიან და განიცდიან არსებულ ვითარებას. შესაბამისად, თ------------- არ წარმოადგენს მსხვერპლს და შ----------ის ქმედების შედეგად მას ფსიქოლოგიური ტანჯვა არ განუცდია.

 

სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, 27.06.2018 წელს ვ-–-----------------ს პირადი შემოწმებისას, კისერზე, მარჯვენა წინამხარსა და მარცხენა თვალთან აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს - 2018 წლის 27 ივნისს.

 

შ----------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, აღიარა, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვან დისშვილს - ვ-–---------------ეს და უარყო საკუთარი დის - თ-------------- მიმართ სისტემატური ფსიქოლოგიური ძალ-----ბის განხორციელების ფაქტი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული, დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალ-----ბა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ხსენებული ნორმის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე ნათელია, რომ ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ განხორციელებულმა სისტემატურმა შეუარაცხყოფამ აუცილებელია გამოიწვიოს დაზარალებულის ტანჯვა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოცემული დანაშაული სახეზე არ გვექნება. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,თუ მეცნიერების, ტექნიკის, ხელოვნების სათანადო დარგის ან ამა თუ იმ ხელობის ექსპერტთა მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დადგენა, ასევე თუ სხეულს ან ინფორმაციის შემცველ ობიექტს აჩნევია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე კვალი, ნიშანი ან თავისებურება, რომლის სწორად გაგება და აღქმა სპეციალური ცოდნის გარეშე შეუძლებელია, ტარდება ექსპერტიზა“. ამავე კოდექსის მესამე მუხლის 21-ე ნაწილის თანახმად: ,,ექსპერტი არი სსპეციალური ცოდნის, ჩვევებისა და გამოცდილების მქონე ფიზიკური პირი, რომელიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, სისხლის სამართლის საქმეზე საჭირო გამოკვლევის ჩასატარებლად და დასკვნის შესადგენად მიწვეულია მხარის ან მხარის შუამდგომლობით სასამართლოს მიერ.....“. კონკრეტულ შემთხევაში, იმ გარემოების დასადგენად, - შ----------ის ქმედებამ გამოიწვია თუ არა დაზარალებულ თ-------------- ტანჯვა ჩატარდა სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, რომლითაც დადგენილ იქნა, რომ შ----------ის ქმედების შედეგად თ------------- არ განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას. ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ფსიქოლოგმა მა------------–---–მა. მანვე აღნიშნა, რომ კ--------ის ოჯახში შექმნილ კონფლიქტურ სიტუაციაში არ იკვეთება დაპირისპირებული მხარეები, მას ჰყავს მხოლოდ მონაწილეები, რომლებიც თანაბრად ქმნიან და განიცდიან არსებულ ვითარებას. შესაბამისად, თ------------- არ წარმოადგენს მსხვერპლს და შ----------ის ქმედების შედეგად მას ფსიქოლოგიური ტანჯვა არ განუცდია. ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მოთხოვნა შ----------ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დის-თ-------------- მიმართ განხორციელებული სისტემატური შეუარცხყოფა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობის შესახებ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და ვერ იქნება გაზიარებული.

 

რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, - მსჯავრდებულისათვის სამართლიანი და ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის შესახებ, სააპელაციო პალატას მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, შ----------ისათვის სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება, ხასიათი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და ისე განუსაზღვრა მას, სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და მიიჩნევს რომ შ----------ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას, - ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ შ----------ემ ვ-–---------------ის მიმართ განხორციელებული ძალ-----ბის ნაწილში თავი ცნო დამნაშავედ, აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად უნდა ჩაითვალოს. დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება გათვალისწინებული უნდა იყოს სასჯელის დანიშვნის დროს. სააპელაციო პალატა განსაკუთრებულ ყუარდღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ შ----------ე არის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი, ომის მეორე ჯგუფის ინვალიდი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული ბრძოლების მონაწილე. გარდა ამისა, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა კ--------ის ოჯახის ახლობლებმა ერთმნიშვნელოვნად დაადასტურეს, რომ შ----------ეს უყვარს დისშვილი - ვ-–---------------ე, რასაც მასზე ყოველდღიურ ზრუნვაში ავლენს. თავად შ----------ემ სააპელაციო პალატის სხდომაზე განმარტა, რომ ვ-–---------------ე მისი გაზრდილიადა ამჟამინდელი მდგომარეობითაც ზრუნავს მასზე. აქვე პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის პირობით ჩათვლის და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან სრულად გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა შ----------ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი არავითარ ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან არა გვაქვს საქმე.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 დეკემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ---------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 დეკემბრის განაჩენი შ----------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

შ-----------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

შ----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.

 

მსჯავრდებულ შ----------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 27 ივნისიდან - 2018 წლის 19 დეკემბრის ჩათვლით;

 

მსჯავრდებულ შ----------ეს საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ამასთან, მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ნივთიერი მტკიცებულება:

ლაზერული დისკები - დაერთოს საქმეს საქმის შენახვის ვადით;

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი