განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210018002640316
საქმე №2ბ/7555-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
05 მარტი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე _ მაია სულხანიშვილი
სხდომის მდივანი _ მარინე თათრიაშვილი
აპელანტი - ნ------- ბ-------ი
წარმომადგენელი - დ--------------
მოწინააღმდეგე მხარე - ქ------- გ------–--ე
წარმომადგენელი - მ-------–----------
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ალიმენტის გადახდის დაკისრება
1. აპელანტის მოთხოვნა
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ქ------- გ------–--ის (პირადი №------------ სარჩელი დაკმაყოფილდა და
არასრულწლოვანი ნ-----–---- ბ-------ის (დაბადებული 2----–-–--------–---- პირადი N-----------) და ა-- ბ-------ის (დაბადებული 2----–-–---------------ს, პირადი N------------ საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა ქ------- გ------–--ის (პირადი №------------ საცხოვრებელი ადგილი; ამავდროულად, მოპასუხე ნ------- ბ-------ს (---------------------) არასრულწლოვანი ნ-----–---- ბ-------ის (დ----------–------–-–--------–---) და ა-- ბ-------ის (დ----------–--------–-–----------------- სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2018 წლის 20 სექტემბრიდან) ყოველთვიურად 100-100 (ასი) ლარის გადახდა;
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1. მოსარჩელე ქ------- გ------–--ე და მოპასუხე ნ------- ბ-------ი 2018 წლის 25 აგვისტოდან არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან მეურნეობას;
2.2. მოსარჩელე ქ------- გ------–--ე არასრულწლოვან ნ-----–---- ბ-------თან და ა-- ბ-------თან ერთად ცხოვრობს თავის დასთან მისამართზე, თბილისი, ვ---------–-- ზ-------–-----, მ--------------------------------;
2.3. მხარეებს, ქ------- გ------–--ეს და ნ------- ბ-------ს შორის დაძაბული და კონფლიქტური ურთიერთობაა. 2----–-–---------------ს ქ. თბილისის ვა--------------–--- ს-----------–-------------------–--ის მიერ ნ------- ბ-------ის მიმართ გამოსცა შემაკავებელი ორდერი, ოცდაათი დღის ვადით;
2.4. 2018 წლის 30 აგვისტოდან ქ------- გ------–--ე არასრულწლოვან შვილებთან, ნ-----–---- ბ-------თან და ა-- ბ-------თან ერთად სარგებლობს ს--- ა------------------------------------------------–---------------–-----–-------–--------------------------–-–---------------------------------–-----------–-ს - თბილისის ძ--–------------------–-------------------------------–--–-------ს სერვისებით, გარდა სადღეღამისო საცხოვრისის მომსახურებისა;
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.5. ქ------- გ------–--ეს და ნ------- ბ-------ს თა--ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2014 წლის 1 ივლისს ნ-----–---- ბ-------ი და 2----–-–---------------ს ა-- ბ-------ი;
2.6. ს--- შე-------–------------------------------–------------–------–- არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ქ------- გ------–--ის მიერ მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის აგვისტოს თვის ჩათვლით შეადგენს: 2017 წლის იანვრის თვეში - 625 ლარს, თებერვლის თვეში - 625 ლარს, მარტის თვეში - 659.72 ლარს, აპრილის თვეში - 590.28 ლარს, მაისის თვეში - 625 ლარს, ივნისის თვეში - 625 ლარს, ივლისის თვეში - 625 ლარს, აგვისტოს თვეში - 625 ლარს, სექტემბრის თვეში - 625 ლარს, ოქტომბრის თვეში - 648.76 ლარს, ნოემბრის თვეში - 712.03 ლარს, დეკემბრის თვეში - 937.29 ლარს, 2018 წლის იანვრის თვეში - 502.29 ლარს, თებერვლის თვეში - 625 ლარს, მარტის თვეში - 716.27 ლარს, აპრილის თვეში - 1429.61 ლარს, მაისის თვეში - 1375 ლარს, ივნისის თვეში - 1375 ლარს, ივლისის თვეში - 1375 ლარს, აგვისტოს თვეში - 1375 ლარს. დამსაქმებელად მითითებულია ს-----–----------------
2.7. ს--- შე-------–------------------------------–------------–------–- არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ნ------- ბ-------ის მიერ მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის სექტემბრის თვის ჩათვლით შეადგენს: 2017 წლის იანვრის თვეში - 706.5 ლარს, თებერვლის თვეში - 706.5 ლარს, მარტის თვეში - 706.5 ლარს, აპრილის თვეში - 1387.52 ლარს, მაისის თვეში - 859.94 ლარს, ივნისის თვეში - 581.5 ლარს, ივლისის თვეში - 706.5 ლარს, აგვისტოს თვეში - 886.68 ლარს, სექტემბრის თვეში - 768.75 ლარს, ოქტომბრის თვეში - 638.5 ლარს, ნოემბრის თვეში - 378.5 ლარს და 85 ლარს, დეკემბრის თვეში - 743.8 ლარს, 2018 წლის იანვრის თვეში - 716.5 ლარს, თებერვლის თვეში - 794.51 ლარს, მარტის თვეში - 1315.8 ლარს, აპრილის თვეში - 716.5 ლარს, მაისის თვეში - 716.5 ლარს, ივნისის თვეში - 716.5 ლარს, ივლისის თვეში - 716.5 ლარს, აგვისტოს თვეში - 712.75 ლარს, სექტემბრის თვეში - 712.75 ლარს;
2.8. ს---------------–----------- წინაშე ნ------- ბ-------ის ფინანსური ვალდებულება 2018 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით შეადგენს: N------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 3915.44 (სამი ათას ცხრაას თხუთმეტი ლარი და ორმოცდაოთხი თეთრი) ლარს და N------- ხელშეკრულების გამომდინარე 2856.02 (ორი ათას რვაას ორმოცდათექვსმეტი ლარი და ორი თეთრი) ლარს, ხოლო საკრედიტო ბარათზე ვალდებულების მოცულობაა 1560.06 (ათას ხუთას ექვსი ლარი და ექვსი თეთრი) ლარი;
სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თა--ხმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თა--ბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თა--ხმად, გარემოებები, რომელიც კანონის თა--ხმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თა--ხმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.9. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ შენიშნა, რომ მოსარჩელე ქ------- გ------–--ემ მოითხოვა არასრულწლოვანი ნ-----–---- ბ-------ის (დაბადებული 2----–-–--------–--ს) და ა-- ბ-------ის (2----–-–---------------ს) საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა.
არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ მშობლის სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს შეიძლება წარმოადგენდეს სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლი. მშობლის უფლების შეზღუდვის შესახებ საკითხს კი აწესრიგებს კოდექსის 1205-ე მუხლი.
დადგენილია, რომ ქ------- გ------–--ეს და ნ------- ბ-------ს თა--ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2----–-–--------–--ს ნ-----–---- ბ-------ი და 2----–-–---------------ს ა-- ბ-------ი. მხარეები 2018 წლის 25 აგვისტოდან არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან მეურნეობას. მათ შორის დაძაბული ურთიერთობაა.
სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლის თა--ხმად, 1. თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. 2. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის მეორე ნაწილის თა--ხმად, არასრულწლოვანის საცხოვრებელ ადგილად ითვლება მშობლის უფლების მქონე მშობლების საცხოვრებელი ადგილი, ხოლო სამეურვეო პირისა - მეურვის საცხოვრებელი ადგილი.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის ოჯახური თა--ცხოვრების შეწყვეტის შემდეგ, მოსარჩელე ქ------- გ------–--ე არასრულწლოვან ნ-----–---- ბ-------თან და ნ---- ბ-------თან ერთად ცხოვრობს თავის დასთან მისამართზე, თბილისი, ვ---------–-- ზ-------–-----, მ--------------------------------. არასრულწლოვანი ბავშვების საცხოვრებელი პირობები შეესაბამება მათი აღზრდის ინტერესებს. ამასთან, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელი ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას არასრულწლოვანი ბავშვების, ნ-----–---- ბ-------ის და ა-- ბ-------ის საცხოვრებელ ადგილის დედის, ქ------- გ------–--ის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის სადავო არ არის არასრულწლოვანი ბავშვების, ნ-----–---- ბ-------ის და ა-- ბექაუირს საცხოვრებელი ადგილი და მოპასუხე თა--ხმაა, არასრულწლოვანთა საცხოვრებელი ადგილი განისაზღვროს დედის, ქ------- გ------–--ის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე მხარემ ცნო საქმის მომზადების სტადიაზე. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თა--ხმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მესამე ნაწილის თა--ხმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ამდენად, სარჩელი არასრულწლოვანი ნ-----–---- ბ-------ის და ა-- ბ-------ის საცხოვრებელი ადგილის დედის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით განსაზღვრის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა არ გულისხმობს მეორე მშობლისათვის შვილებთან ურთიერთობის უფლების ჩამორთმევას ან შვილებთან ურთიერთობის უფლების შეზღუდვას.
2.10. მოსარჩელე ქ------- გ------–--ემ ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილები: 2014 წლის 01 ივლისს დაბადებული ნ-----–---- ბ-------ი და 2----–-–---------------ს დაბადებული ა-- ბ-------ი (3.2.1).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თა--ხმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1213-ე მუხლის თა--ხმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს.
დადგენილია, რომ მხარეები, ქ------- გ------–--ე და ნ------- ბ-------ი არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან საერთო მეურნეობას. მათ შორის კონფლიქტური ურთიერთობაა. მოსარჩელე მხარე არასრულწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობს ცალკე (3.1.1., 3.1.2., 3.1.3).
არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის ბავშვის საუკეთესო ინტერესები. ბავშვის აღზრდის, მისი განვითარებისა და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისთვის აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვის ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ მისი უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რაც აუცილებელია მისი ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის. ასაკის ზრდასთან ერთად კი იზრდება ბავშვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისთვის საჭირო ხარჯების ოდენობაც.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით, ს--- შე-------–------------------------------–------------–------–- არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ორივე მხარეს უფიქსირდება სტაბილური შემოსავალი. ამასთან, მოპასუხე ნ------- ბ-------ს ერიცხება დავალიანება ს---------------–----------- წინაშე (3.2.2., 3.2.3).
სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილების რეალური საჭიროებების გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ნ------- ბ-------მა ცნო სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში და თა--ხმაა არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ყოველთვიურად ალიმენტის სახით გადაიხადოს თითოეულისათვის 100 (ასი) ლარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თა--ხმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მესამე ნაწილის თა--ხმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ამდენად, სარჩელი მოპასუხისათვის ალიმენტის სახით ყოველთვიურად თითოეული არასრულწლოვანისათვის 100 (ასი) ლარის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ მინიმუმს, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვების რჩენა და მისთვის ცხოვრებისათვის სათა--დო პირობების სტაბილურად შენარჩუნება. მშობლისაგან მზრუნველობის მიღება განიხილება, როგორც ბავშვის ბუნებითი უფლება და მისი დაცვა მშობლის უპირობო ვალდებულებაა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
აპელანტის განმარტებით, მართალია სასარჩელო მოთხოვნა ცნო ალიმენტის სახით 100 ლარის დაკისრების ნაწილში, თუმცა სასამართლომ არასწორად შეაფასა მისი აღნიშნული პოზიცია და ჯამში ორივე არასრულწლოვან შვილზე 200 ლარი დააკისრა, რისი გადახდის საშუალებაც მას არ აქვს, მატერიალური მდგომარეობის და იმის გათვალისწინებით, რომ აკისრია სასესხო ვალდებულებები და ჰყავს ავადმყოფი დედა, რომლის მკურნალობასაც თავად უზრუნველყოფს. ამდენად, აპელანტს გასაჩივრებული გადაწყვეტილება სამართლებრივად დაუსაბუთებლად მიაჩნია და მოითხოვს მის გაუქმებას.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული სასამართლო აქტების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თა--ხმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო პალატა იზიარებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასმართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მოსარჩელე ქ------- გ------–--ე და მოპასუხე ნ------- ბ-------ი 2018 წლის 25 აგვისტოდან არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან მეურნეობას;
მოსარჩელე ქ------- გ------–--ე არასრულწლოვან ნ-----–---- ბ-------თან და ა-- ბ-------თან ერთად ცხოვრობს თავის დასთან მისამართზე, თბილისი, ვ---------–-- ზ-------–-----, მ--------------------------------;
მხარეებს, ქ------- გ------–--ეს და ნ------- ბ-------ს შორის დაძაბული და კონფლიქტური ურთიერთობაა. 2----–-–---------------ს ქ. თბილისის ვა--------------–--- ს-----------–-------------------–--ის მიერ ნ------- ბ-------ის მიმართ გამოსცა შემაკავებელი ორდერი, ოცდაათი დღის ვადით;
2018 წლის 30 აგვისტოდან ქ------- გ------–--ე არასრულწლოვან შვილებთან, ნ-----–---- ბ-------თან და ა-- ბ-------თან ერთად სარგებლობს ს--- ა------------------------------------------------–---------------–-----–-------–--------------------------–-–---------------------------------–-----------–-ს - თბილისის ძ--–------------------–-------------------------------–--–-------ს სერვისებით, გარდა სადღეღამისო საცხოვრისის მომსახურებისა;
ქ------- გ------–--ეს და ნ------- ბ-------ს თა--ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2014 წლის 1 ივლისს ნ-----–---- ბ-------ი და 2----–-–---------------ს ა-- ბ-------ი;
ს--- შე-------–------------------------------–------------–------–- არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ქ------- გ------–--ის მიერ მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის აგვისტოს თვის ჩათვლით შეადგენს: 2017 წლის იანვრის თვეში - 625 ლარს, თებერვლის თვეში - 625 ლარს, მარტის თვეში - 659.72 ლარს, აპრილის თვეში - 590.28 ლარს, მაისის თვეში - 625 ლარს, ივნისის თვეში - 625 ლარს, ივლისის თვეში - 625 ლარს, აგვისტოს თვეში - 625 ლარს, სექტემბრის თვეში - 625 ლარს, ოქტომბრის თვეში - 648.76 ლარს, ნოემბრის თვეში - 712.03 ლარს, დეკემბრის თვეში - 937.29 ლარს, 2018 წლის იანვრის თვეში - 502.29 ლარს, თებერვლის თვეში - 625 ლარს, მარტის თვეში - 716.27 ლარს, აპრილის თვეში - 1429.61 ლარს, მაისის თვეში - 1375 ლარს, ივნისის თვეში - 1375 ლარს, ივლისის თვეში - 1375 ლარს, აგვისტოს თვეში - 1375 ლარს. დამსაქმებელად მითითებულია ს-----–----------------
ს--- შე-------–------------------------------–------------–------–- არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ნ------- ბ-------ის მიერ მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის სექტემბრის თვის ჩათვლით შეადგენს: 2017 წლის იანვრის თვეში - 706.5 ლარს, თებერვლის თვეში - 706.5 ლარს, მარტის თვეში - 706.5 ლარს, აპრილის თვეში - 1387.52 ლარს, მაისის თვეში - 859.94 ლარს, ივნისის თვეში - 581.5 ლარს, ივლისის თვეში - 706.5 ლარს, აგვისტოს თვეში - 886.68 ლარს, სექტემბრის თვეში - 768.75 ლარს, ოქტომბრის თვეში - 638.5 ლარს, ნოემბრის თვეში - 378.5 ლარს და 85 ლარს, დეკემბრის თვეში - 743.8 ლარს, 2018 წლის იანვრის თვეში - 716.5 ლარს, თებერვლის თვეში - 794.51 ლარს, მარტის თვეში - 1315.8 ლარს, აპრილის თვეში - 716.5 ლარს, მაისის თვეში - 716.5 ლარს, ივნისის თვეში - 716.5 ლარს, ივლისის თვეში - 716.5 ლარს, აგვისტოს თვეში - 712.75 ლარს, სექტემბრის თვეში - 712.75 ლარს;
ს---------------–----------- წინაშე ნ------- ბ-------ის ფინანსური ვალდებულება 2018 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით შეადგენს: N------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 3915.44 (სამი ათას ცხრაას თხუთმეტი ლარი და ორმოცდაოთხი თეთრი) ლარს და N------- ხელშეკრულების გამომდინარე 2856.02 (ორი ათას რვაას ორმოცდათექვსმეტი ლარი და ორი თეთრი) ლარს, ხოლო საკრედიტო ბარათზე ვალდებულების მოცულობაა 1560.06 (ათას ხუთას ექვსი ლარი და ექვსი თეთრი) ლარი;
4.2. პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თა--ხმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თა--ბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თა--ხმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თა--ხმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თა--ხმად, შვილების მიმართ მშობლებს თა--ბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თა--ხმად, მშობლებს თა--ბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თა--ხმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თა--ხმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
„ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის“ 27-ე მუხლით აღიარებულია, ასევე, ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თა--ბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად, ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე, გასათვალისწინებელია მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერი ინტერესი. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე.
პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში აპელანტმა სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ - არასრულწლოვანი ნ-----–---- და ა-- ბ-------ების საცხოვრებელ ადგილად დედის - ქ------- გ------–--ის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისა და ალიმენტის სახით ყოველთვიურად 100 ლარის გადახდის ნაწილში. დადგენილია ასევე, რომ მხარეები არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას.
პალატა მიუთითებს, რომ არასრულწლოვანთა აღზრდა და მათ კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს. ეს ვალდებულება გულისხმობს არასრულწლოვანთათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნას, რომელიც შეესაბამება მათ საუკეთესო ინტერესებს. ამასთან, არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდისათვის ასაკთან შესაბამისი საჭირო პირობები ზრდის ბავშვისთვის აუცილებელ ხარჯს. ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება არასრულწლოვანის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. ამასთან, მშობელთა ვალდებულება, არჩინოს არასრულწლოვანი შვილი, არ შეიძლება დამოკიდებული იქნეს მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ მშობელს გააჩნია სასესხო ვალდებულებები, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან.
პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტ ნ------- ბ-------ის პოზიციას მასზედ, რომ ფინანსური მდგომარეობა არ აძლევს საშუალებას გადაიხადოს ალიმენტი დაკისრებული ოდენობით. უპირველეს ყოვლისა, პალატა ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ აპელანტმა სასარჩელო მოთხოვნები შესაგებლით ცნო ნაწილობრივ სწორედ იმ ოდენობით, რა ფარგლებშიც ალიმენტის ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა(იხ. ს.ფ. 34), გარდა ამისა, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მითითებას მასზედ, რომ ავადმყოფი დედის მკურნალობის ხარჯებიც მას აკისრია, ვინაიდან, აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. ამასთან, პალატა დამატებით შენიშნავს იმასაც, რომ მხარის საკრედიტო ვალდებულებას არასრულწლოვანი შვილის წინაშე არსებულ საალიმენტო ვალდებულებასთან შედარებით უპირატესი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს. მით უფრო, როდესაც საქმის მასალებით არ დასტურდება ბ----დან ოჯახის საერთო ან არასრულწლოვანთა ინტერესებისათვის სესხის მიღების აუცილებლობა.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე. მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრიათ თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელი საპროცესო მოვალეობები, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. შესაბამისად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე, მათი სათა--დო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი. პალატა მიუთითებს, რომ მშობლები ვალდებულნი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. აღნიშნული ვალდებულება ეკისრება როგორც დედას, ისე მამას, მიუხედავად იმისა, ისინი ერთმანეთთან ქორწინებაში იმყოფებიან თუ მათ შორის ქორწინება უკვე შეწყვეტილია. მშობლები ვალდებული არიან არჩინონ თავიანთი შვილები სრულწლოვანებამდე. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ როგორია ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ა--ლიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საარსებო მინიმუმის კომპონენტების გათვალისწინებით, რაც აუცილებელი მინიმალური ნორმატივია ადამიანის არსებობისთვის, ბავშვების რჩენის თანხაც მასვე უნდა შეესაბამებოდეს. პალატა მიუთითებს აგრეთვე, რომ შესაძლებლობის ფარგლებში, ბავშვს უნდა შეექმნას მაქსიმალურად საუკეთესო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მის ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებას, ამ თვალსაზრისით კი ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ მინიმუმს, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვის რჩენა და მათთვის ცხოვრებისათვის სათა--დო პირობების სტაბილურად შენარჩუნება.
შესაბამისად, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ნ------- ბ-------ისთვის არასრულწლოვანი შვილებისთვის გადასახდელად დაკისრებული ალიმენტის თანხა - 100-100 ლარის ოდენობით სავსებით სამართლიან და გონივრულ ოდენობას წარმოადგენდა, არასრულწლოვნების ინტერესების და აპელანტის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით.
ყოველივე ზემო აღნიშნულიდან კი პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის პრეტენზიები პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას და საფუძვლიანობას დასაბუთებულ წინააღმდეგობას ვერ უწევს, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და შესაბამისად, მიიჩნევს, რომ არ არსებობს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თა--ხმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრების დაუკმაყოფილებლობის გამო არ არსებობს წა--მძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების გა--წილებისათვის.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ------- ბ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
3. სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მაია სულხანიშვილი