განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N010332115700003192 (3ბ/1175-15)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
31 იანვარი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე - მერაბ ლომიძე
მოსამართლეები - მირანდა ერემაძე
თეა ძიმისტარაშვილი
სხდომის მდივანი - თეა გობეჯიშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - „საქპატენტი“
წარმომადგენლები - გ------------–---–--ა, თ----------------ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სს „ს---------------------------------–“
წარმომადგენელი - გ-----------------–---–ი
მესამე პირი - დ------------ე
წარმომადგენლები - რ---------------–ი, ქ----------------–---–ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება სასაქონლო ნიშნების საყოველთაოდ ცნობილ სასაქონლო ნიშნებად აღიარების ნაწილში
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს ,,ა-–------------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი ,,საქპატენტის’’ სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის უფროსის 2013 წლის 15 იანვრის N----- ბრძანება; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი ,,საქპატენტის’’ სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის უფროსის 2013 წლის 15 იანვრის N----- ბრძანება; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ,,საქპატენტის“ სააპელაციო პალატის თავმჯდომარის 2013 წლის 08 ივლისის №--- ბრძანება და ამავე ბრძანებით დამტკიცებული ,,საქპატენტის“ სააპელაციო პალატის 2013 წლის 02 ივლისის N-------- გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ,,საქპატენტის“ სააპელაციო პალატის თავმჯდომარის 2013 წლის 08 ივლისის №--- ბრძანება და ამავე ბრძანებით დამტკიცებული ,,საქპატენტის“ სააპელაციო პალატის 2013 წლის 02 ივლისის N-------- გადაწყვეტილება; დაევალა სსიპ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრ ,,საქპატენტს“ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომლითაც სს ,,ა-–------------ს“ სასაქონლო ნიშანი ,,I-------------------l“ (საიდენტიფიკაციო №--------) და ,,ი--------–-----------–----–ი” (საიდენტიფიკაციო №--------) დარეგისტრირდება განცხადებული საქონლის სრული ჩამონათვალის მიმართ; სასაქონლო ნიშნები ,,I-------------------l“ (საიდენტიფიკაციო №--------) და ,,ი--------–-----------–----–ი” (საიდენტიფიკაციო №--------) აღიარებული იქნა საყოველთაოდ ცნობილ სასაქონლო ნიშნებად.
რაიონული სასამართლოს დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1. რაიონულმა სასამართლომ დაადგინა, რომ დ------------ე არის რეგისტირებული სასაქონლო ნიშნის - ,,ი-----------“ მფლობელი (რეგისტრაციის თარიღი 28.06.2012 რეგისტრაციის N-----), რომელსაც მინიჭებული აქვს დაცვა საქართველოს ტერიტორიაზე 3--ე კლასის საქონლის სრული ჩამონათვალის მიმართ.
2.2. სს ,,ა-–------------მ“ განაცხადით მიმართა სსიპ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ ,,საქპატენტს’’ და მოითხოვა სასაქონლო ნიშნის ,,ი--------–-----------–----–ის” (სრული დასახელება: ,,ი------- სს ,,ს-------–-------------------------------------------–-----------–----–ი”, საიდენტიფიკაციო №--------) რეგისტრაცია. სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის არსობრივი ექსპერტიზის 2013 წლის 15 იანვრის დასკვნის თანახმად, არსებობდა სასაქონლო ნიშნის ,,ი--------–-----------–----–ის” რეგისტრაციაზე ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით გასაზღვრული უარის თქმის საფუძველი 3--ე კლასის საქონლის ჩამონათვალის მიმართ, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი სასაქონლო ნიშანი მსგავსია დ------------ის სახელზე რეგისტირებული სასაქონლო ნიშნისა ,,ი-----------“ (რეგისტრაციის თარიღი 28.06.2012 რეგისტრაციის N-----) 3--ე კლასის საქონლის სრული ჩამონათვალის მიმართ. დასკვნის თანახმად, განცხადებულ ნიშანში სიტყვიერი აღნიშვნა ,,ი----ი“ ემთხვევა დაპირისპირებულ ნიშანს და აღნიშნული ქმნის ნიშნებს შორის აღრევის და შესაბამისად მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის შესაძლებლობას. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის უფროსის 2013 წლის 15 იანვრის №----- ბრძანებით სს ,,ა-–------------ს“ უარი ეთქვა სასაქონლო ნიშნის ,,ი--------–-----------–----–ის” (საიდენტიფიკაციო №--------) რეგისტრაციაზე 3--ე კლასის საქონლის ჩამონათვალის ნაწილში.
2.3. სს ,,ა-–------------მ“ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი ,,საქპატენტის’’ სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის უფროსის 2013 წლის 15 იანვრის №----- ბრძანება გაასაჩივრა ,,საქპატენტის’’ სააპელაციო პალატაში და მოითხოვა გასაჩივრებული ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობა და სასაქონლო ნიშანის რეგისტრაცია 3--ე კლასის საქონლის ჩამონათვალის მიმართ, ასევე ,,ი--------–-----------–----–ის” (საიდენტიფიკაციო №--------) საყოველთაოდ ცნობილ სასაქონლო ნიშნად აღიარება. ,,საქპატენტის“ სააპელაციო პალატის თავმჯდომარის 2013 წლის 08 ივლისის №--- ბრძანებით დამტკიცდა ,,საქპატენტის“ სააპელაციო პალატის 02 ივლისის N-------- გადაწყვეტილება, რომლითაც უარი ეთქვა სს ,,ა-–------------ს“ საჩივრის დაკმაყოფილებაზე და ,,ი--------–-----------–----–ის” საყოველთაოდ ცნობილ სასაქონლო ნიშნად აღიარებაზე.
2.4. სს ,,ა-–------------მ“ განაცხადით მიმართა სსიპ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ ,,საქპატენტს’’ და მოითხოვა სასაქონლო ნიშნის ,,I-------------------l“-ის (სრული დასახელება: ,,I--------------------------------------------y ,,I-------------------l“, საიდენტიფიკაციო №--------) რეგისტრაცია. სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის არსობრივი ექსპერტიზის 2013 წლის 15 იანვრის დასკვნის თანახმად, არსებობდა სასაქონლო ნიშნის ,,ი--------–-----------–----–ის” რეგისტრაციაზე ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით გასაზღვრული უარის თქმის საფუძველი 3--ე კლასის საქონლის ჩამონათვალის მიმართ, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი სასაქონლო ნიშანი მსგავსია დ------------ის სახელზე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნისა ,,ი-----------“ (რეგისტრაციის თარიღი 28.06.2012 რეგისტრაციის N-----) 3--ე კლასის საქონლის სრული ჩამონათვალის მიმართ. დასკვნის თანახმად, განცხადებულ ნიშანში სიტყვიერი აღნიშვნა ,,I---I“ ემთხვევა დაპირისპირებულ ნიშანს და აღნიშნული ქმნის ნიშნებს შორის აღრევის და შესაბამისად მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის შესაძლებლობას. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის უფროსის 2013 წლის 15 იანვრის №----- ბრძანებით სს ,,ა-–------------ს“ უარი ეთქვა სასაქონლო ნიშნის ,,ი--------–-----------–----–ის” (საიდენტიფიკაციო №--------) რეგისტრაციაზე 3--ე კლასის საქონლის ჩამონათვალის ნაწილში.
2.5. სს ,,ა-–------------მ“ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი ,,საქპატენტის’’ სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის უფროსის 2013 წლის 15 იანვრის №----- ბრძანება გაასაჩივრა ,,საქპატენტის’’ სააპელაციო პალატაში და მოითხოვა გასაჩივრებული ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობა და სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია 3--ე კლასის საქონლის ჩამონათვალის მიმართ, ასევე ,,I-------------------l“-ის (საიდენტიფიკაციო №--------) საყოველთაოდ ცნობილ სასაქონლო ნიშნად აღიარება. ,,საქპატენტის“ სააპელაციო პალატის თავმჯდომარის 2013 წლის 08 ივლისის №--- ბრძანებით დამტკიცდა ,,საქპატენტის“ სააპელაციო პალატის 02 ივლისის N-------- გადაწყვეტილება, რომლითაც უარი ეთქვა სს ,,ა-–------------ს“ საჩივრის დაკმაყოფილებაზე და ,,I-------------------l“-ის საყოველთაოდ ცნობილ სასაქონლო ნიშნად აღიარებაზე.
2.6. საქმეში წარმოდგენილი, საქართველოს ეროვნული ბანკის არასაბანკო დაწესებულებების ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის 2013 წლის 21 თებერვლის №----------- წერილის თანახმად, სადაზღვეო კომპანია ,,ი------- I-----------l“-ს 2008 წელში გაცემული ჰქონდა 2----- პოლისი და სულ დაზღვეული ჰყავდა 3----- ადამიანი, 2009 წელს გაცემული ჰქონდა 2----- პოლისი და სულ დაზღვეული ჰყავდა 3----- ადამიანი, 2010 წელს გაცემული ჰქონდა 2----- პოლისი და სულ დაზღვეული ჰყავდა 5----- ადამიანი, 2011 წელს გაცემული ჰქონდა 1----- პოლისი და სულ დაზღვეული ჰყავდა 3----- ადამიანი, 2012 წელს გაცემული ჰქონდა 2----- პოლისი და სულ დაზღვეული ჰყავდა 3----- ადამიანი. ამავე წერილის თანახმად, პირველი ჩანაწერი სადაზღვევო საქმიანობასთან დაკავშირებით ფიქსირდება 1998 წლის 16 იანვარს.
2.7. საქმეში წარმოდგენილია ,,ი-------”-ის ცნობადობის კვლევა, რომლის თანახმად კვლევა ჩატარდა საქართველოს 4 ქალაქში - თბილისში, ზუგდიდში, ბათუმში და თელავში. კვლევის თანახმად, სადაზღვევო კომპანია ,,ი-------”-ს ზოგადი ცნობადობა არის 61 %. ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 11 %-მა მიიჩნია, რომ სასაქონლო ნიშანი ,,ი-------” და ,,ი----ი“ ერთიდაიგივე კომპანიას ეკუთვნის, ხოლო 85 %-მა მიიჩნია, რომ სხვადასხვა კომპანიას ეკუთვნის.
2.8. საქმეში წარმოდგენილია 2012 წლის 16 ნოემბერს მომზადებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლის თანახმად, 2012 წლის 16 ნოემბერს განხორციელდა სს ,,ს-------–-------------------------------------------–----------–----–-ს” შერწყმა სს ,,ს--------------------------–---------------ან”. საქმეში ასევე წარმოდგენილია სს ,,ს-------–-------------------------------------------–----------–----–-ს” ჩვეულებრივი აქციების და ხმების 100% მფლობელის - სს ,,ს--------------------------–------------ს” 2012 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც მოხდა სს ,,ს-------–-------------------------------------------–----------–----–-ს” შერწყმა სს ,,ს--------------------------–---------------ან”, სს ,,ს-------–-------------------------------------------–----------–----–-ს” სს ,,ს--------------------------–------------ს”-ათვის მიერთების გზით. აღნიშნული დოკუმენტები ადასტურებს, რომ სს ,,ს--------------------------–------------” არის სს ,,ს-------–-------------------------------------------–----------–----–-ს” უფლებამონაცვლე.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.9. რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს ან/და მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლისა ან/და მომსახურებისაგან. იმავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოში საყოველთაოდ ცნობილი სასაქონლო ნიშნები დაცულია რეგისტრაციის გარეშე, პარიზის კონვენციის მე-6bis მუხლის შესაბამისად. სასაქონლო ნიშნის საყოველთაოდ ცნობილად აღიარება ხდება „საქპატენტის“ სააპელაციო პალატის ან სასამართლოს მიერ, მისი კომპეტენციის ფარგლებში, დაინტერესებული პირის მოთხოვნით.
2.10. საქალაქო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრულია რეგისტრაციით დაცულ სასაქონლო ნიშანზე მისი მფლობელის უფლებები. კერძოდ, მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, განსაკუთრებული უფლების მქონე პირს შეუძლია აუკრძალოს მესამე პირს, მისი თანხმობის გარეშე სამოქალაქო ბრუნვაში გამოიყენოს ისეთი ნიშანი, რომელიც განსაკუთრებული უფლების მქონე პირის დაცული სასაქონლო ნიშნის: ა) იდენტურია და საქონელიც იდენტური; ბ) იდენტურია, ხოლო საქონელი იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა; გ) მსგავსია, ხოლო საქონელი იდენტური ან იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა; დ) იდენტური ან მსგავსია და დაცულია სასაქონლო ნიშნის საქართველოში კარგი რეპუტაციის გამო, ამ ნიშნის გამოყენება მესამე პირს დაუმსახურებლად უქმნის ხელსაყრელ პირობებს ან ზიანს აყენებს სასაქონლო ნიშნის რეპუტაციას ან მის განმასხვავებელუნარიანობას. ,,სასაქონლი ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრულია რეგისტრაციაზე უარის თქმის შედარებითი საფუძვლები, რომლის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშანი არ რეგისტრირდება, თუ იგი მესამე პირის სახელზე რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სასაქონლო ნიშნის მსგავსია, ხოლო საქონელი - იდენტური ან იმდენად მსგავსი, რომ ჩნდება ამ სასაქონლო ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს 1999 წლის 23 აგვისტოს №63 ბრძანებით დამტკიცებული, სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სიმბოლოებს შორის მსგავსების დადგენისას „ექსპერტიზამ უნდა გაითვალისწინოს სიმბოლოების სმენითი (ფონეტიკა, მუსიკალური ჟღერადობა), მხედველობითი (გრაფიკა, ფერთა შეთანხმება), აზრობრივი (სემანტიკა, არსი) მსგავსება. სიმბოლოების შედარებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საერთო შთაბეჭდილებას“. ამავე წესის ზოგადი დებულების მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოში საყოველთაოდ ცნობილი სასაქონლო ნიშნები დაცულია რეგისტრაციის გარეშე პარიზის კონვენციის 6bis მუხლის შესაბამისად. პარიზის კონვენციის 6bis მუხლის შესაბამისად შემუშავებული 1999 წლის 20-29 სექტემბერის პარიზის კონვენციის ქვეყნების გაერთიანებული ასამბლეის და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის დამტკიცებული ,,საყოველთაოდ ცნობილი სასაქონლო ნიშნების დაცვის შესახებ ერთიანი რეკომენდაციების” თანახმად, კომპეტენტურმა ორგანომ მხედველობაში უნდა მიიღოს ნებისმიერი გარემოება, რომლითაც შეიძლება დადგინდეს ნიშნის საყოველთაოდ ცნობადობა, მათ შორის: 1. საზოგადოების შესაბამის სექტორში ნიშნის ცნობილობის ხარისხი; 2. ნიშნის გამოყენების ხანგრძლივობა და მისი გავრცელების გეოგრაფიული არეალი; 3. საზოგადოებისათვის ნიშნის გაცნობის ხელშემწყობი ღონისძიებები. რაიონული სასამართლოს განამრტებით, როგორც სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებში აღინიშნა, საქართველოს ეროვნული ბანკის არასაბანკო დაწესებულებების ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის 2013 წლის 21 თებერვლის №----------- წერილის თანახმად, სადაზღვეო კომპანია ,,ი------- I-----------l“-ს 2008 წელში გაცემული ჰქონდა 2----- პოლისი და სულ დაზღვეული ჰყავდა 3----- ადამიანი, 2009 წელს გაცემული ჰქონდა 2----- პოლისი და სულ დაზღვეული ჰყავდა 3----- ადამიანი, 2010 წელს გაცემული ჰქონდა 2----- პოლისი და სულ დაზღვეული ჰყავდა 5----- ადამიანი, 2011 წელს გაცემული ჰქონდა 1----- პოლისი და სულ დაზღვეული ჰყავდა 3----- ადამიანი, 2012 წელს გაცემული ჰქონდა 2----- პოლისი და სულ დაზღვეული ჰყავდა 3----- ადამიანი.
2.11. რაიონულმა სასამართლომ მხარეთა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ჯერ კიდევ 2010 წელს სასაქონლო ნიშნის ,,ი--------–-----------–----–ს“ დაზღვეული ჰყავდა ნახევარ მილიონზე მეტი (5-----) ადამიანი, ამასთან 2011 წელში დამატებით გაიცა 1----- პოლისი 2012 წელს გაიცა 2----- პოლისი. რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ქვეყანაში, სადაც სულ რამდენიმე მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ნახევარ მილიონზე მეტი (5-----) ადამიანის დაზღვევა სადავო სასაქონლო ნიშნების ქვეშ წარმოადგენს ამ ნიშნის საყოველთაოდ ცნობილ სასაქონლო ნიშნად აღიარების საფუძველს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ საქმეში წარმოდგენილი კვლევის თანახმად, ეს ნიშნები ცნობილია მოსახლეობის იმ ნაწილშიც, ვინც არ არის დაზღვეული. რაიონული სასამართლოს განმარტებით, საქმეში წარმოდგენილია ,,ი-------”-ის ცნობადობის კვლევა, რომლის თანახმად კვლევა ჩატარდა საქართველოს 4 ქალაქში - თბილისში, ზუგდიდში, ბათუმში და თელავში. კვლევის თანახმად, სადაზღვევო კომპანია ,,ი-------”-ს ზოგადი ცნობადობა არის 61 %. რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული მტკიცებულება იმ გარემოებასთან ერთად, რომ ნახევარ მილიონზე მეტი (5-----) ადამიანი დაზღვეულია სადავო სასაქონლო ნიშნების ქვეშ, ადასტურებს, რომ სადავო სასაქონლო ნიშნები არის საყოველთაოდ ცნობილი. მითუმეტეს გასულ წელს 3----- ადამიანი კვლავ დაზღვეული იყო ამ ნიშნების ქვეშ. რაიონული სასამართლოს მოსაზრებით, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის არასაბანკო დაწესებულებების ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის 2013 წლის 21 თებერვლის №----------- წერილის თანახმად, პირველი ჩანაწერი სადაზღვევო საქმიანობასთან დაკავშირებით ფიქსირდება 1998 წლის 16 იანვარს. ამდენად, სადაზღვევო კომპანიის ,,ი--------–-----------–----–ის” სადაზღვევო ბაზარზე 16 წელი საქმიანობამ გამოიწვია მისი კუთვნილი სასაქონლო ნიშნების საყოველთაოდ ცნობადობის მაღალი მაჩვენებელი. რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის და დ------------ის სასაქონლო ნიშნებს შორის არსებობს გარკვეული მსგავსება, მაგრამ მესამე პირზე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის არსებობა ვერ დააბრკოლებს საყოველთაოდ ცნობილი სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციას, ვინაიდან ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, არსებობს სასაქონლო ნიშნების - ,,I-------------------l“-ის (საიდენტიფიკაციო №--------) და ,,ი--------–-----------–----–ის” (საიდენტიფიკაციო №--------) საყოველთაოდ ცნობილ სასაქონლო ნიშნებად აღიარების საფუძველი.
2.12. რაიონული სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული აქტები გამოცემულია ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონის არასწორი განმარტებით და გამოყენებით, შესაბამისად გასაჩივრებული აქტები ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და დაევალოს სსიპ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრ ,,საქპატენტს“ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომლითაც სს ,,ა-–------------“-ს სასაქონლო ნიშნები ,,I-------------------l“ (საიდენტიფიკაციო №--------) და ,,ი--------–-----------–----–ი” (საიდენტიფიკაციო №-------- დარეგისტრირდება, 3--ე კლასის საქონლის ჩამონათვალის მიმართ. ამასთან სასაქონლო ნიშნები ,,I-------------------l“ (საიდენტიფიკაციო №--------) და ,,ი--------–-----------–----–ი” (საიდენტიფიკაციო №--------) აღიარებული უნდა იქნას საყოველთაოდ ცნობილ სასააქონლო ნიშნებად, ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტი განმარტავს, რომ ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოში საყოველთაოდ ცნობილი ნიშნები დაცულია რეგისტრაციის გარეშე, პარიზის კონვენციის მე-6 მუხლის შესაბამისად - სასაქონლო ნიშნის საყოველთაოდ ცნობილად აღიარება ხდება საქპატენტის სააპელაციო პალატის ან სასამართლოს მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში, დაინტერესებული პირის მოთხოვნით’’. ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ შეთანხმების (TRIPS) მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად ,,იმის დასადგენად, არის თუ არა სასაქონლო ნიშანი საყოველთაოდ ცნობილი, წევრი სახელმწიფოები მხედველობაში იღებენ სასაქონლო ნიშნის შესახებ საზოგადოების შესაბამის წრეებში არსებულ ცოდნას, მათ შორის შესაბამის წევრ სახელმწიფოები მის შესახებ არსებულ ცოდნას, რაც სასაქონლო ნიშნის რეკლამირების შედეგად იქნა შეძენილი’’. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქპატენტი წარმოდგენილ კვლევაზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ განცხადებული ნიშნები არ უნდა იქნეს აღიარებული საყოველთაოდ ცნობილ სასაქონლო ნიშნად. საქპატენტის აზრით, საგულისხმოა ის ფაქტი, რომ მოსარჩელის განცხადებით აღნიშნული სასაქონლო ნიშანი ბაზარზე გამოიყენება 1998 წლიდან, ხოლო შეკითხვაზე ,,თუ გახსოვთ რამდენი ხნის წინ ნახეთ ეს ლოგო პირველად?’’ გამოკითხულთა პასუხები საკმაოდ საინტერესოა: 14% აცხადებს, რომ პირველად ეს ნიშანი ნახა 1-6 თვის წინ, ასევე 14% უთითებს 7-12 თვეს, 21-21% კი 13-36 თვე და 36 და ზევით, ხოლო 30% არ ახსოვს როდის ნახა პირველად ეს სასაქონლო ნიშანი. მოსარჩელის განმარტების თანახმად, კომპანია ,,I------’’ უკვე თხუთმეტი წელია, რაც საქართველოს ბაზარზე ოპერირებს და აქტიურად ეწევა მომსახურებას სასაქონლო ნიშნით ,,I------’’. მიუხედავად ამისა, გამოკითხულთა 49%-მა (14+14+21) მხოლოდ სამი წლის წინ გაიგო და პირველად ნახა განცხადებული ნიშანი, რაც საქპატენტის აზრით, არ მეტყველებს ნიშნის საყოველთაოდ ცნობილობაზე. მოსარჩელის მიერ ასევე წარდგეილი იქნა ინფორმაცია, სხვადასხვა ხელშეკრულებების სახით გაწეული სარეკლამო აქტივობების შესახებ. კომპანია ,,ი-------’’ I-----------l’’ უკვე 2000 წლიდან ცდილობდა მისი ბრენდის ფართო საზოგადოებისათვის გაცნობას. წარმოდგენილი ხელშეკრულებებიდან უმეტესობა მოიცავს 2000 წლიდან 2009 წლამდე პერიოდს. გამოკითხვის შედეგიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, აღნიშნულ აქტივობას სასურველი შედეგი არ მოჰყოლია, ვინაიდან გამოკითხულთა ნახევარმა პირველად ამ ნიშნის არსებობის შესახებ მხოლოდ სამი წლის წინ ან უფრო გვიან შეიტყო.
3.2. აპელანტის განმარტებით, 1999 წლის 20-29 სექტემბერს პარიზის კონვენციის ქვეყნების გაერთიანებული ასამბლეის და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის - ისმო-ს (რომელიც ახორციელებს პარიზის კონვენციის ადმინისტრირებას) ასამბლეის მიერ დამტკიცებული „ერთიანი რეკომენდაციები საყოველთაოდ ცნობილი სასაქონლო ნიშნების დაცვის შესახებ“, მეორე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იმის დადგენისას, არის თუ არა ნიშანი საყოველთაოდ ცნობილი, კომპეტენტურმა ორგანომ მხედველობაში უნდა მიიღოს ნებისმიერი გარემოება, რომლიდანაც შესაძლებელია დადგინდეს, რომ ნიშანი საყოველთაოდ ცნობილია, მათ შორის, კომპეტენტურმა ორგანომ მხედველობაში უნდა მიიღოს წარდგენილი ინფორმაცია იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რომლიდანაც შეიძლება გაკეთდეს დასკვნა: არის თუ არა ნიშანი საყოველთაოდ ცნობილი, მათ შორის: 1. საზოგადოების შესაბამის სექტორში ნიშნის ცნობილობის ხარისხი; 2. ნიშნის გამოყენების ხანგრძლივობა და მისი გავრცელების და გეოგრაფიული არეალი; 3. საზოგადოებისათვის ნიშნის გაცნობის ხელშეწყობის ღონისძიებების, მათ შორის რეკლამისა და გამოქვეყნების და ამ ნიშნით მონიშნული საქონლისა და/ან მომსახურების ბაზრობებსა და გამოფენებზე წარდგენის ხანგრძლივობა, და გავრცელების გეოგრაფიულ არეალი; 4. გამოყენების ხანგრძლივობა და მისი გეოგრაფიული არეალი ნებისმიერი რეგისტრაციისა, ან/და ნიშნის რეგისტრაციის მიზნით ნებისმიერი განაცხადი, იმდენად რამდენადაც ის ასახავს ნიშნის გამოყენებასა და ცნობადობას; 5. ნიშანზე უფლებების წარმატებული განხორციელება, რამდენადაც ნიშანი აღიარებულ იქნა საყოველთაოდ ცნობილად კომპეტენტური ორგანოების მიერ; 6. ნიშანთან დაკავშირებული ღირებულება. წარმოდგენილი კვლევა ჩატარდა საქართველოს მხოლოდ ოთხ ქალაქში, შესაბამისად, კვლევა არ ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ დანარჩენ რამდენიმე ათეულ ქალაქსა თუ რაიონულ ერთეულს და ვერ ასახავს რეალურ სურათს. სავარაუდოა, რომ რეგიონებში მისი გავრცელების არეალი ძალზედ შეზღუდული იყოს, ისევე როგორც მისი გამოყენების ხანგრძლივობა. მიუხედავად განცხადებული სასაქონლო ნიშნის ხანგრძლივი გამოყენებისა, ნიშნის მხოლოდ გამოყენების ხანგრძლივობა არ შეიძლება გახდეს ნიშნის ცნობადობის დამადასტურებელი არგუმენტი.
3.3. აპელანტის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ „ერთიანი რეკომენდაციები საყოველთაოდ ცნობილი სასაქონლო ნიშნების დაცვის შესახებ“ მე-2 მუხლში მითითებულ რეკომენდაციებს სავალდებულო ხასიათი არ გააჩნიათ (მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ც" ქვეპუნქტი) და თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლებელია გამოყენებულ და გათვალისწინებულ იქნეს ყველა ერთად ან რომელიმე ერთი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მე-2 მუხლის ჩამონათვალის გათვალისწინების მიუხედავად, ვერ დასტურდება განცხადებული სასაქონლო ნიშნის საყოველთაოდ ცნობილობა. საქპატენტი წარმოდგენილი კვლევისა და სხვა მასალებიდან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ განცხადებული სასაქონლო ნიშნები დღეის მდგომარეობით საქართველოს ბაზარზე არ წარმოადგენენ საყოველთაოდ ცნობილ ნიშნებს და ისინი არ უნდა იქნეს აღიარებული საყოველთაოდ ცნობილ ნიშნებად. ამასთან, საქპატენტი თვლის და ამას სასამართლოც იზიარებს, რომ აღნიშვნებს ,,I------” და ,,ი-----------” შორის არსებული მსგავსება აშკარაა. განცხადებულ ნიშანში არსებული აღნიშვნა ,,I------” და დაპირისპირებულ ნიშანში არსებული აღნიშვნა ,,I---I” იდენტურია. ქართული შრიფტით ჩაწერილი სიტყვა ,,ი----ი” ასევე იდენტურად გამოითქმის, და მხოლოდ შრიფტით შესრულებაა განსხვავებული. რაც შეეხება ასო ,,-”-ს, მას ვერ ექნება განმასხვავებლობის მინიჭების დატვირთვა და იგი არ სძენს ნიშნებს განმასხვავებლობას. იგივე შეიძლება ითქვას მეორე განცხადებულ ნიშანზე - ,,ი------- სს ,,ს-------–-------------------------------------------–-----------–----–ი’’ (საიდ. №--------).
3.4. „საქპატენტმა“ განიხილა წარდგენილი კვლევის შედეგები და გამოარკვია, რომ შეკითხვაზე: ,,თქვენი აზრით, რამდენად მსგავსია ეს ორი (განცხადებული და დაპირისპირებული ნიშანი) ნიშანი?” გამოკითხულთა 41% მიიჩნევს მათ მეტ-ნაკლებად მსგავს ნიშნებად, 3% ძალიან მსგავს ნიშნებად, ხოლო 3% უჭირს პასუხის გაცემა, 54% მიიჩნევს, რომ აღნიშნული ნიშნები არ არის მსგავსი. „საქპატენტის“ აზრით, აღნიშნული კითხვის პასუხები მეტყველებს სწორედ იმ ფაქტზე, რომ მომხმარებელს აერევა ეს ნიშნები. გამოკითხულთა 44% (41%+3%), რომლებიც მიიჩნევენ ამ ნიშნებს მსგავს ნიშნებად, საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და წარმოადგენს იმის დასტურს, რომ ქართველი მომხმარებლების თითქმის ნახევარს აერევა აღნიშნული ნიშნები ერთმანეთში. ამ კითხვის პასუხი წარმოადგენს ჯამურ მაჩვენებელს, ხოლო ცალკეული ქალაქების ჭრილში კი (მაგ: ბათუმი, ზუგდიდი) იდენტური კითხვისას: ,,თქვენი აზრით, რამდენად მსგავსია ეს ორი ნიშანი?” - მსგავსად მიიჩნევს კიდევ უფრო მეტი გამოკითხული, და აღნიშნული მაჩვენებელი 50%-ს უახლოვდება. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აპელანტი განცხადებულ და დაპირისპირებულ ნიშნებს აღრევამდე მსგავს ნიშნებად მიიჩნევს და თვლის, რომ არსებობს ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტით დადგენილი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და ასევე არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რის შედეგადაც მიღებულ იქნა სამართლებრივად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. აღნიშნული გარემოება კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების საფუძველზე გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.
ფაქტობრივი დასაბუთება
4.1. საქმის მასალებით დადგენილია, რომ დ------------ე არის რეგისტირებული სასაქონლო ნიშნის ,,ი-----------“ მფლობელი (რეგისტრაციის თარიღი 28.06.2012 რეგისტრაციის N-----), რომელსაც მინიჭებული აქვს დაცვა საქართველოს ტერიტორიაზე 3--ე კლასის საქონლის სრული ჩამონათვალის მიმართ.
4.2. სს ,,ა-–------------მ“ განაცხადით მიმართა სსიპ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ ,,საქპატენტს’’ და მოითხოვა სასაქონლო ნიშნის ,,ი--------–-----------–----–ის” (სრული დასახელება: ,,ი------- სს ,,ს-------–-------------------------------------------–-----------–----–ი”, საიდენტიფიკაციო №--------) რეგისტრაცია. სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის არსობრივი ექსპერტიზის 2013 წლის 15 იანვრის დასკვნის თანახმად, არსებობდა სასაქონლო ნიშნის ,,ი--------–-----------–----–ის” რეგისტრაციაზე ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით გასაზღვრული უარის თქმის საფუძველი 3--ე კლასის საქონლის ჩამონათვალის მიმართ, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი სასაქონლო ნიშანი მსგავსია დ------------ის სახელზე რეგისტირებული სასაქონლო ნიშნისა ,,ი-----------“ (რეგისტრაციის თარიღი 28.06.2012 რეგისტრაციის N-----) 3--ე კლასის საქონლის სრული ჩამონათვალის მიმართ. დასკვნის თანახმად, განცხადებულ ნიშანში სიტყვიერი აღნიშვნა ,,ი----ი“ ემთხვევა დაპირისპირებულ ნიშანს და აღნიშნული ქმნის ნიშნებს შორის აღრევის და შესაბამისად მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის შესაძლებლობას. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის უფროსის 2013 წლის 15 იანვრის №----- ბრძანებით სს ,,ა-–------------ს“ უარი ეთქვა სასაქონლო ნიშნის ,,ი--------–-----------–----–ის” (საიდენტიფიკაციო №--------) რეგისტრაციაზე 3--ე კლასის საქონლის ჩამონათვალის ნაწილში.
4.3. სს ,,ა-–------------მ“ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი ,,საქპატენტის’’ სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის უფროსის 2013 წლის 15 იანვრის №----- ბრძანება გაასაჩივრა ,,საქპატენტის’’ სააპელაციო პალატაში და მოითხოვა გასაჩივრებული ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობა და სასაქონლო ნიშანის რეგისტრაცია 3--ე კლასის საქონლის ჩამონათვალის მიმართ, ასევე ,,ი--------–-----------–----–ის” (საიდენტიფიკაციო №--------) საყოველთაოდ ცნობილ სასაქონლო ნიშნად აღიარება. ,,საქპატენტის“ სააპელაციო პალატის თავმჯდომარის 2013 წლის 08 ივლისის №--- ბრძანებით დამტკიცდა ,,საქპატენტის“ სააპელაციო პალატის 02 ივლისის N-------- გადაწყვეტილება, რომლითაც უარი ეთქვა სს ,,ა-–------------ს“ საჩივრის დაკმაყოფილებაზე და ,,ი--------–-----------–----–ის” საყოველთაოდ ცნობილ სასაქონლო ნიშნად აღიარებაზე.
4.4. სს ,,ა-–------------მ“ განაცხადით მიმართა სსიპ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ ,,საქპატენტს’’ და მოითხოვა სასაქონლო ნიშნის ,,I-------------------l“-ის (სრული დასახელება: ,,I--------------------------------------------y ,,I-------------------l“, საიდენტიფიკაციო №--------) რეგისტრაცია. სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის არსობრივი ექსპერტიზის 2013 წლის 15 იანვრის დასკვნის თანახმად, არსებობდა სასაქონლო ნიშნის ,,ი--------–-----------–----–ის” რეგისტრაციაზე ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით გასაზღვრული უარის თქმის საფუძველი 3--ე კლასის საქონლის ჩამონათვალის მიმართ, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი სასაქონლო ნიშანი მსგავსია დ------------ის სახელზე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნისა ,,ი-----------“ (რეგისტრაციის თარიღი 28.06.2012 რეგისტრაციის N-----) 3--ე კლასის საქონლის სრული ჩამონათვალის მიმართ. დასკვნის თანახმად, განცხადებულ ნიშანში სიტყვიერი აღნიშვნა ,,I---I“ ემთხვევა დაპირისპირებულ ნიშანს და აღნიშნული ქმნის ნიშნებს შორის აღრევის და შესაბამისად მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის შესაძლებლობას. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის უფროსის 2013 წლის 15 იანვრის №----- ბრძანებით სს ,,ა-–------------ს“ უარი ეთქვა სასაქონლო ნიშნის ,,ი--------–-----------–----–ის” (საიდენტიფიკაციო №--------) რეგისტრაციაზე 3--ე კლასის საქონლის ჩამონათვალის ნაწილში.
4.5. სს ,,ა-–------------მ“ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი ,,საქპატენტის’’ სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის უფროსის 2013 წლის 15 იანვრის №----- ბრძანება გაასაჩივრა ,,საქპატენტის’’ სააპელაციო პალატაში და მოითხოვა გასაჩივრებული ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობა და სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია 3--ე კლასის საქონლის ჩამონათვალის მიმართ, ასევე ,,I-------------------l“-ის (საიდენტიფიკაციო №--------) საყოველთაოდ ცნობილ სასაქონლო ნიშნად აღიარება. ,,საქპატენტის“ სააპელაციო პალატის თავმჯდომარის 2013 წლის 08 ივლისის №--- ბრძანებით დამტკიცდა ,,საქპატენტის“ სააპელაციო პალატის 02 ივლისის N-------- გადაწყვეტილება, რომლითაც უარი ეთქვა სს ,,ა-–------------ს“ საჩივრის დაკმაყოფილებაზე და ,,I-------------------l“-ის საყოველთაოდ ცნობილ სასაქონლო ნიშნად აღიარებაზე.
4.6. საქმეში წარმოდგენილი, საქართველოს ეროვნული ბანკის არასაბანკო დაწესებულებების ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის 2013 წლის 21 თებერვლის №----------- წერილის თანახმად, სადაზღვეო კომპანია ,,ი------- I-----------l“-ს 2008 წელში გაცემული ჰქონდა 2----- პოლისი და სულ დაზღვეული ჰყავდა 3----- ადამიანი, 2009 წელს გაცემული ჰქონდა 2----- პოლისი და სულ დაზღვეული ჰყავდა 3----- ადამიანი, 2010 წელს გაცემული ჰქონდა 2----- პოლისი და სულ დაზღვეული ჰყავდა 5----- ადამიანი, 2011 წელს გაცემული ჰქონდა 1----- პოლისი და სულ დაზღვეული ჰყავდა 3----- ადამიანი, 2012 წელს გაცემული ჰქონდა 2----- პოლისი და სულ დაზღვეული ჰყავდა 3----- ადამიანი. ამავე წერილის თანახმად, პირველი ჩანაწერი სადაზღვევო საქმიანობასთან დაკავშირებით ფიქსირდება 1998 წლის 16 იანვარს.
4.7. საქმეში წარმოდგენილია ,,ი-------”-ის ცნობადობის კვლევა, რომლის თანახმად კვლევა ჩატარდა საქართველოს 4 ქალაქში - თბილისში, ზუგდიდში, ბათუმში და თელავში. კვლევის თანახმად, სადაზღვევო კომპანია ,,ი-------”-ს ზოგადი ცნობადობა არის 61 %. ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 11 %-მა მიიჩნია, რომ სასაქონლო ნიშანი ,,ი-------” და ,,ი----ი“ ერთიდაიგივე კომპანიას ეკუთვნის, ხოლო 85 %-მა მიიჩნია, რომ სხვადასხვა კომპანიას ეკუთვნის.
4.8. საქმეში წარმოდგენილია 2012 წლის 16 ნოემბერს მომზადებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლის თანახმად, 2012 წლის 16 ნოემბერს განხორციელდა სს ,,ს-------–-------------------------------------------–----------–----–-ს” შერწყმა სს ,,ს--------------------------–---------------ან”. საქმეში ასევე წარმოდგენილია სს ,,ს-------–-------------------------------------------–----------–----–-ს” ჩვეულებრივი აქციების და ხმების 100% მფლობელის - სს ,,ს--------------------------–------------ს” 2012 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც მოხდა სს ,,ს-------–-------------------------------------------–----------–----–-ს” შერწყმა სს ,,ს--------------------------–---------------ან”, სს ,,ს-------–-------------------------------------------–----------–----–-ს” სს ,,ს--------------------------–------------ს”-ათვის მიერთების გზით. აღნიშნული დოკუმენტები ადასტურებს, რომ სს ,,ს--------------------------–------------” არის სს ,,ს-------–-------------------------------------------–----------–----–-ს” უფლებამონაცვლე.
4.9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივლისის განჩინებით მოცემულ ადმინისტრაციულ საქმეზე, აღიარებითი სარჩელის ნაწილში საქმის განხილვის დასრულებამდე და ამ ნაწილში გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, შეჩერდა საქმის წარმოება მავალდებულებელი სარჩელის (რეგისტრაციის დავალდებულების) ნაწილში. ამდენად, ამ ეტაპზე სააპელაციო სასამართლოში დავის საგანს წარმოადგენს მხოლოდ მოსარჩელის მოთხოვნის კანონიერება აღიარებითი სარჩელის ნაწილში და არა მოსარჩელის მოთხოვნა მავალდებულებელი სარჩელის (რეგისტრაციის დავალდებულების) თაობაზე.
4.10. სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე სპეციალისტების სახით დაიკითხენ მ-------------–-ა და ნ-----–------–---–---–ი. ორივე მათგანმა ცალსახად დაადასტურა, რომ საქართველოს თუნდაც ოთხ დიდ ქალაქში ჩატარებული კვლევა შეიძლება იძლეოდეს გარკვეულ სურათს სასაქონლო ნიშნების ცნობადობის თაობაზე მხოლოდ ამ ქალაქების ტერიტორიის ფარგლებში და ასეთი კვლევა შეიძლება რელევანტური იყოს მხოლოდ ამ ქალაქების მასშტაბით, მაგრამ საქართველოს მხოლოდ ოთხ, თუნდაც დიდ ქალაქებში ჩატარებული კვლევა სასაქონლო ნიშნების ცნობადობის თაობაზე ვერ იქნება განმაზოგადებელი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და იგი ვერ გამოდგება მთელი ქვეყნის მასშტაბით სასაქონლო ნიშნების ცნობადობის საკითხის დადგენისათვის. ანუ, სპელაცისტების მოსაზრებით, თუნდაც ჩაითვალოს, რომ საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში ჩატარებული კვლევა იძლევა საფუძველს ამ ტერიტორიებზე სასაქონლო ნიშნების საყოველთაოდ ცნობადობის თაობაზე, ამ მონაცემების განზოგადება ვერ მოხდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და ავტომატურად ვერ ვიტყვით, რომ საქართველოს სხვა ტერიტორიებზეც სადავო ნიშანი წარმოადგენს საყოველთაოდ აღიარებულ სასაქონლო ნიშანს.
სამართლებრივი დასაბუთება
4.11. სააპელაციო პალატა განსახილველ შემთხვევაში იზიარებს აპელანტის მსჯელობას და განმარტავს, რომ ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოში საყოველთაოდ ცნობილი ნიშნები დაცულია რეგისტრაციის გარეშე, პარიზის კონვენციის მე-6 მუხლის შესაბამისად - სასაქონლო ნიშნის საყოველთაოდ ცნობილად აღიარება ხდება საქპატენტის სააპელაციო პალატის ან სასამართლოს მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში, დაინტერესებული პირის მოთხოვნით’’. ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ შეთანხმების (TRIPS) მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად ,,იმის დასადგენად, არის თუ არა სასაქონლო ნიშანი საყოველთაოდ ცნობილი, წევრი სახელმწიფოები მხედველობაში იღებენ სასაქონლო ნიშნის შესახებ საზოგადოების შესაბამის წრეებში არსებულ ცოდნას, მათ შორის შესაბამის წევრ სახელმწიფოები მის შესახებ არსებულ ცოდნას, რაც სასაქონლო ნიშნის რეკლამირების შედეგად იქნა შეძენილი’’. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატაც წარმოდგენილ კვლევაზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ განცხადებული ნიშნები არ უნდა იქნეს აღიარებული საყოველთაოდ ცნობილ სასაქონლო ნიშნად. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ მოსარჩელის განცხადებით აღნიშნული სასაქონლო ნიშანი ბაზარზე გამოიყენება 1998 წლიდან, ხოლო შეკითხვაზე ,,თუ გახსოვთ რამდენი ხნის წინ ნახეთ ეს ლოგო პირველად?’’ გამოკითხულთა პასუხები საკმაოდ საინტერესოა: 14% აცხადებს, რომ პირველად ეს ნიშანი ნახა 1-6 თვის წინ, ასევე 14% უთითებს 7-12 თვეს, 21-21% კი 13-36 თვე და 36 და ზევით, ხოლო 30% არ ახსოვს როდის ნახა პირველად ეს სასაქონლო ნიშანი. მოსარჩელის განმარტების თანახმად, კომპანია ,,I------’’ უკვე თხუთმეტი წელია, რაც საქართველოს ბაზარზე ოპერირებს და აქტიურად ეწევა მომსახურებას სასაქონლო ნიშნით ,,I------’’. მიუხედავად ამისა, გამოკითხულთა 49%-მა (14+14+21) მხოლოდ სამი წლის წინ გაიგო და პირველად ნახა განცხადებული ნიშანი, რაც სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, არ მეტყველებს ნიშნის საყოველთაოდ ცნობილობაზე. მოსარჩელის მიერ ასევე წარდგენილი იქნა ინფორმაცია, სხვადასხვა ხელშეკრულებების სახით გაწეული სარეკლამო აქტივობების შესახებ. კომპანია ,,ი-------’’ I-----------l’’ უკვე 2000 წლიდან ცდილობდა მისი ბრენდის ფართო საზოგადოებისათვის გაცნობას. წარმოდგენილი ხელშეკრულებებიდან უმეტესობა მოიცავს 2000 წლიდან 2009 წლამდე პერიოდს. გამოკითხვის შედეგიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, აღნიშნულ აქტივობას სასურველი შედეგი არ მოჰყოლია, ვინაიდან გამოკითხულთა ნახევარმა პირველად ამ ნიშნის არსებობის შესახებ მხოლოდ სამი წლის წინ ან უფრო გვიან შეიტყო.
4.12. სააპელაციო პალატა ასევე იზიარებს აპელანტის მსჯელობას მასზედ, რომ 1999 წლის 20-29 სექტემბერს პარიზის კონვენციის ქვეყნების გაერთიანებული ასამბლეის და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის - ისმო-ს (რომელიც ახორციელებს პარიზის კონვენციის ადმინისტრირებას) ასამბლეის მიერ დამტკიცებული „ერთიანი რეკომენდაციები საყოველთაოდ ცნობილი სასაქონლო ნიშნების დაცვის შესახებ“, მეორე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იმის დადგენისას, არის თუ არა ნიშანი საყოველთაოდ ცნობილი, კომპეტენტურმა ორგანომ მხედველობაში უნდა მიიღოს ნებისმიერი გარემოება, რომლიდანაც შესაძლებელია დადგინდეს, რომ ნიშანი საყოველთაოდ ცნობილია, მათ შორის, კომპეტენტურმა ორგანომ მხედველობაში უნდა მიიღოს წარდგენილი ინფორმაცია იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რომლიდანაც შეიძლება გაკეთდეს დასკვნა: არის თუ არა ნიშანი საყოველთაოდ ცნობილი, მათ შორის: 1. საზოგადოების შესაბამის სექტორში ნიშნის ცნობილობის ხარისხი; 2. ნიშნის გამოყენების ხანგრძლივობა და მისი გავრცელების და გეოგრაფიული არეალი; 3. საზოგადოებისათვის ნიშნის გაცნობის ხელშეწყობის ღონისძიებების, მათ შორის რეკლამისა და გამოქვეყნების და ამ ნიშნით მონიშნული საქონლისა და/ან მომსახურების ბაზრობებსა და გამოფენებზე წარდგენის ხანგრძლივობა, და გავრცელების გეოგრაფიულ არეალი; 4. გამოყენების ხანგრძლივობა და მისი გეოგრაფიული არეალი ნებისმიერი რეგისტრაციისა, ან/და ნიშნის რეგისტრაციის მიზნით ნებისმიერი განაცხადი, იმდენად რამდენადაც ის ასახავს ნიშნის გამოყენებასა და ცნობადობას; 5. ნიშანზე უფლებების წარმატებული განხორციელება, რამდენადაც ნიშანი აღიარებულ იქნა საყოველთაოდ ცნობილად კომპეტენტური ორგანოების მიერ; 6. ნიშანთან დაკავშირებული ღირებულება. განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი კვლევა ჩატარდა საქართველოს მხოლოდ ოთხ ქალაქში, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, კვლევა არ ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ დანარჩენ რამდენიმე ათეულ ქალაქსა თუ რაიონულ ერთეულს და ვერ ასახავს რეალურ სურათს. სავარაუდოა, რომ რეგიონებში მისი გავრცელების არეალი ძალზედ შეზღუდული იყოს, ისევე როგორც მისი გამოყენების ხანგრძლივობა. მიუხედავად განცხადებული სასაქონლო ნიშნის ხანგრძლივი გამოყენებისა, ნიშნის მხოლოდ გამოყენების ხანგრძლივობა არ შეიძლება გახდეს ნიშნის ცნობადობის დამადასტურებელი არგუმენტი.
4.13. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, აპელანტი ასევე სწორად განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ „ერთიანი რეკომენდაციები საყოველთაოდ ცნობილი სასაქონლო ნიშნების დაცვის შესახებ“ მე-2 მუხლში მითითებულ რეკომენდაციებს სავალდებულო ხასიათი არ გააჩნიათ (მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ც’’ ქვეპუნქტი) და თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლებელია გამოყენებულ და გათვალისწინებულ იქნეს ყველა ერთად ან რომელიმე ერთი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მე-2 მუხლის ჩამონათვალის გათვალისწინების მიუხედავად, ვერ დასტურდება განცხადებული სასაქონლო ნიშნის საყოველთაოდ ცნობილობა. საქმის მასალების, მათ შორის, წარმოდგენილი კვლევის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ განცხადებული სასაქონლო ნიშნები დღეის მდგომარეობით საქართველოს ბაზარზე არ წარმოადგენენ საყოველთაოდ ცნობილ ნიშნებს და ისინი არ უნდა იქნეს აღიარებული საყოველთაოდ ცნობილ ნიშნებად. ამასთან, აღნიშვნებს ,,I------” და ,,ი-----------” შორის არსებული მსგავსება აშკარაა. განცხადებულ ნიშანში არსებული აღნიშვნა ,,I------” და დაპირისპირებულ ნიშანში არსებული აღნიშვნა ,,I---I” იდენტურია. ქართული შრიფტით ჩაწერილი სიტყვა ,,ი----ი” ასევე იდენტურად გამოითქმის, და მხოლოდ შრიფტით შესრულებაა განსხვავებული. რაც შეეხება ასო ,,-”-ს, მას ვერ ექნება განმასხვავებლობის მინიჭების დატვირთვა და იგი არ სძენს ნიშნებს განმასხვავებლობას. იგივე შეიძლება ითქვას მეორე განცხადებულ ნიშანზე - ,,ი------- სს ,,ს-------–-------------------------------------------–-----------–----–ი’’ (საიდ. №--------). წარმოდგენილი კვლევის შედეგების მიხედვით, შეკითხვაძე: ,,თქვენი აზრით, რამდენად მსგავსია ეს ორი (განცხადებული და დაპირისპირებული ნიშანი) ნიშანი?” გამოკითხულთა 41% მიიჩნევს მათ მეტ-ნაკლებად მსგავს ნიშნებად, 3% ძალიან მსგავს ნიშნებად, ხოლო 3% უჭირს პასუხის გაცემა, 54% მიიჩნევს, რომ აღნიშნული ნიშნები არ არის მსგავსი. სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, აღნიშნული კითხვის პასუხები მეტყველებს სწორედ იმ ფაქტზე, რომ მომხმარებელს აერევა ეს ნიშნები. გამოკითხულთა 44% (41%+3%), რომლებიც მიიჩნევენ ამ ნიშნებს მსგავს ნიშნებად, საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და წარმოადგენს იმის დასტურს, რომ ქართველი მომხმარებლების თითქმის ნახევარს აერევა აღნიშნული ნიშნები ერთმანეთში. ამ კითხვის პასუხი წარმოადგენს ჯამურ მაჩვენებელს, ხოლო ცალკეული ქალაქების ჭრილში კი (მაგ: ბათუმი, ზუგდიდი) იდენტური კითხვისას: ,,თქვენი აზრით, რამდენად მსგავსია ეს ორი ნიშანი?” - მსგავსად მიიჩნევს კიდევ უფრო მეტი გამოკითხული, და აღნიშნული მაჩვენებელი 50%-ს უახლოვდება.
4.14. სააპელაციო პალატა ყურადღებას კიდევ ერთხელ მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე სპეციალისტების სახით დაიკითხენ მ-------------–-ა და ნ-----–------–---–---–ი. ორივე მათგანმა ცალსახად დაადასტურა, რომ საქართველოს თუნდაც ოთხ დიდ ქალაქში ჩატარებული კვლევა შეიძლება იძლეოდეს გარკვეულ სურათს სასაქონლო ნიშნების ცნობადობის თაობაზე მხოლოდ ამ ქალაქების ტერიტორიის ფარგლებში და ასეთი კვლევა შეიძლება რელევანტური იყოს მხოლოდ ამ ქალაქების მასშტაბით, მაგრამ საქართველოს მხოლოდ ოთხ, თუნდაც დიდ ქალაქებში ჩატარებული კვლევა სასაქონლო ნიშნების ცნობადობის თაობაზე ვერ იქნება განმაზოგადებელი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და იგი ვერ გამოდგება მთელი ქვეყნის მასშტაბით სასაქონლო ნიშნების ცნობადობის საკითხის დადგენისათვის. ანუ, სპელაცისტების მოსაზრებით, თუნდაც ჩაითვალოს, რომ საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში ჩატარებული კვლევა იძლევა საფუძველს ამ ტერიტორიებზე სასაქონლო ნიშნების საყოველთაოდ ცნობადობის თაობაზე, ამ მონაცემების განზოგადება ვერ მოხდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და ავტომატურად ვერ ვიტყვით, რომ საქართველოს სხვა ტერიტორიებზეც სადავო ნიშანი წარმოადგენს საყოველთაოდ აღიარებულ სასაქონლო ნიშანს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ სააპელაციო საჩივარი სასაქონლო ნიშნების „I-------------------l“ (საიდენტიფიკაციო N--------) და „ი--------–-----------–----–ის“ (საიდენტიფიკაციო N--------) საყოველთაოდ ცნობილ სასაქონლო ნიშნებად აღიარებაზე უარის თქმის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს; უნდა გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება მხოლოდ სასაქონლო ნიშნების „I-------------------l“ (საიდენტიფიკაციო N--------) და „ი--------–-----------–----–ის“ (საიდენტიფიკაციო N--------) საყოველთაოდ ცნობილ სასაქონლო ნიშნებად აღიარების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; სს „ს---------------------------------–ის“ სარჩელი სასაქონლო ნიშნების „I-------------------l“ (საიდენტიფიკაციო N--------) და „ი--------–-----------–----–ის“ (საიდენტიფიკაციო N--------) საყოველთაოდ ცნობილ სასაქონლო ნიშნებად აღიარების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. საპროცესო ხარჯები
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სს „ს---------------------------------–ს“ სსიპ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების ვალდებულება 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ სააპელაციო საჩივარი სასაქონლო ნიშნების „I-------------------l“ (საიდენტიფიკაციო N--------) და „ი--------–-----------–----–ის“ (საიდენტიფიკაციო N--------) საყოველთაოდ ცნობილ სასაქონლო ნიშნებად აღიარებაზე უარის თქმის ნაწილში დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება მხოლოდ სასაქონლო ნიშნების „I-------------------l“ (საიდენტიფიკაციო N--------) და „ი--------–-----------–----–ის“ (საიდენტიფიკაციო N--------) საყოველთაოდ ცნობილ სასაქონლო ნიშნებად აღიარების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. სს „ს---------------------------------–ის“ სარჩელი სასაქონლო ნიშნების „I-------------------l“ (საიდენტიფიკაციო N--------) და „ი--------–-----------–----–ის“ (საიდენტიფიკაციო N--------) საყოველთაოდ ცნობილ სასაქონლო ნიშნებად აღიარების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
4. სს „ს---------------------------------–ს’’ სსიპ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების ვალდებულება 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.
თავმჯდომარე მერაბ ლომიძე
მოსამართლეები თეა ძიმისტარაშვილი
მირანდა ერემაძე