განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.04.2019
საქმის ნომერი
330210117002043467
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
08.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210117002043467

საქმე №2ბ/6612-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

12 თებერვალი, 2019 წ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მაია სულხანიშვილი

 

სხდომის მდივანი - მარინე თათრიაშვილი

 

აპელანტი - ს----------–----------------------------

წარმომადგენელი - გ---------------–---–-

 

მოწინააღმდეგე მხარე - დ--–- ტ-------ე

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - ქონების ყადაღისგან გათავისუფლება

 

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით დ--–- ტ-------ის სარჩელი დაკმაყოფილდ და ყადაღისგან გათავისუფლდა მოძრავი ნივთები: 1. მაცივარი - ჰიტაჩი, სარეცხი მანქანა - ელჯი; 3. ტელევიზორი - ელჯი.

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

უადვო ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებას გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ N--------- საქმეზე გაცემული სა---------–-----------–-–-ს საფუძველზე, ლ---------------–-–---–- დაჯარიმებულ იქნა 200 ლარით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------------- N--------- საქმეზე გაცემული სა---------–-----------–-–-ს თანახმად, ლ---------------–-–---–- დაჯარიმებულ იქნა 300 ლარით.

2.2. საქართველოს იუ----–------------------ ა--------–---------------–----------ს თ---–----------------–-------------ს 2----–-–-------------ს ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით, სახელმწიფო ბიუჯეტის (კრედიტორის) სასარგებლოდ, მოვალე ლ---------------–-–---–-ს მიმართ არსებული ს----------–-----–------------------–--ში, ყადაღა დაედო შემდეგ მოძრავ ნივთებს: მაცივარი - ჰიტაჩი, სარეცხი მანქანა - ელჯი, კომპიუტერი - ასერი, პრინტერი - Canon, ტელევიზორი - ელ ჯი.

2.3. საქართველოს იუ----–------------------ ა--------–---------------–----------ს თ---–----------------–-------------ს მიერ 2----–-–---------------ს გაცემული ინფორმაციის თანახმად, ა--------–---------------–----------ს წარმოებაში არსებულ N--------- და N--------- საქმეზე, 2----–-–------------- ყადაღა დაედო მოვალე ლ---------------–-–---–-ს სახელზე რიცხულ მოძრავ ნივთებს, მდებარე: ქ. თბილისში, დ-------------, მ--- კვ. კ--------, ბ--------ში. დაყადაღებულ მოძრავ ნივთებზე იძულებით აუქციონი დანიშნული არ არის.

2.4. საქმეში წარმოდგენილი ს-------------------------------–------------ს მიერ გაცემული ცნობა-დახასიათების თანახმად, უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, დ-------------- მ--- კვ. კორპ N-, ბ------- - რეგისტრირებულია დ--–- ტ-------ის საკუთრებად. ასევე, საქმეში წარმოდგენილი ს----–---------------- ცნობითა და ამონაწერით, მ---- ტ-------ის სახელზე 2008 წლის 01 იანვრიდან 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებული ფულადი გზავნილების შესახებ, „ელჯის“ ფირმის სარეცხი მანქანის საგარანტიო ტალონით, „ჰიტაჩის“ ფირმის მაცივრის სახელმძღვანელო ინსტრუქციით, „ელჯის“ ფირმის ტელევიზორის საბუთითა და მხარეთა ახსნა-განმარტებების შესაბამისად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ დაყადაღებული სადავო მოძრავი ნივთები წარმოადგენს დ--–- ტ-------ის საკუთრებას.

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.5. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის ნივთის მესაკუთრე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმით, საქართველოს კონსტიტუციითა და სამოქალაქო კანონმდებლობით აღიარებული და დაცულია საკუთრების უფლება. საკუთრება წარმოადგენს პირის უფლებას თავისუფლად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს მას, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება კანონსა და ზნეობის ნორმებს.

სამოქალაქო კოდექსის თანახმად, მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის აუცილებელია ნამდვილი უფლების არსებობა და ამ უფლების საფუძველზე შემძენისათვის ნივთის ფაქტობრივ მფლობელობაში გადაცემა. მესაკუთრედ ყოფნის თაობაზე პრეზუმფცია კი გულისხმობს კანონისმიერ ვარაუდს, რომ ნივთის მფლობელი, მფლობელობის წარმოშობის მომენტიდან ნივთის მესაკუთრეა და საკუთრების უფლებას ახორციელებს მფლობელობის პერიოდში. ამდენად, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მფლობელი იმავდროულად მესაკუთრეა.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის - ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების - აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების თაობაზე იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად. ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სარჩელი სასამართლოში მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება. ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე აღძრული მოთხოვნისას, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს საკუთრების უფლება ყადაღადადებულ ქონებაზე, მოპასუხეს კი ეკისრება მოსარჩელის საკუთრების უფლების გაქარწყლების ვალდებულება.

მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე გამოკვლეულ გარემოებათა შესაბამისად დადგენილია, რომ დაყადაღებული მოძრავი ნივთები წარმოადგენს დ--–- ტ-------ის საკუთრებას და მისი მოთხოვნა, ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე სამართლებრივად დასაბუთებულია. სადავო მოძრავ ნივთებზე დ--–- ტ-------ის საკუთრების უფლების საწინააღმდეგო მტკიცებულება კი მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

აპელანტი მიუთითებს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უკანონოა და უნდა გაუქმდეს, რამდენადაც ს----------–---------------------------- აღნიშნულ საქმეზე წარმოადგენს არასათანადო მოპასუხეს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე და ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 181 მუხლის შესაბამისად. აპელანტი უთითებს, რომ აღსრულება არ იწარმოება ს----------–----------------------------ს გადაწყვეტილების საფუძველზე და არც მისი მიმართვის საფუძველზე აქვს სასამართლოს გამოტანილი აღსასრულებელი გადაწყვეტილება, ს----------–---------------------------- მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის განკარგვაზე უფლებამოსილი ორგანოა და ყადაღისგან ქონების გათავისუფლების საქმეებზე იგი ვერ ჩაითვლება სათანადო მხარედ. ამდენად, აპელანტი თვლის, რომ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რის გამოც გადაწყვეტილება ექვემდებარება გაუქმებას.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებით დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ N--------- საქმეზე გაცემული სა---------–-----------–-–-ს საფუძველზე, ლ---------------–-–---–- დაჯარიმებულ იქნა 200 ლარით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------------- N--------- საქმეზე გაცემული სა---------–-----------–-–-ს თანახმად, ლ---------------–-–---–- დაჯარიმებულ იქნა 300 ლარით; დადგენილია ისიც, რომ საქართველოს იუ----–------------------ ა--------–---------------–----------ს თ---–----------------–-------------ს 2----–-–-------------ს ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით, სახელმწიფო ბიუჯეტის (კრედიტორის) სასარგებლოდ, მოვალე ლ---------------–-–---–-ს მიმართ არსებული ს----------–-----–------------------–--ში, ყადაღა დაედო შემდეგ მოძრავ ნივთებს: მაცივარი - ჰიტაჩი, სარეცხი მანქანა - ელჯი, კომპიუტერი - ასერი, პრინტერი - Canon, ტელევიზორი - ელ ჯი; საქართველოს იუ----–------------------ ა--------–---------------–----------ს თ---–----------------–-------------ს მიერ 2----–-–---------------ს გაცემული ინფორმაციის თანახმად, ა--------–---------------–----------ს წარმოებაში არსებულ N--------- და N--------- საქმეზე, 2----–-–------------- ყადაღა დაედო მოვალე ლ---------------–-–---–-ს სახელზე რიცხულ მოძრავ ნივთებს, მდებარე: ქ. თბილისში, დ-------------- მ--- კვ. კ--------, ბ--------ში. დაყადაღებულ მოძრავ ნივთებზე იძულებით აუქციონი დანიშნული არ არის.; საქმეში წარმოდგენილი ს-------------------------------–------------ს მიერ გაცემული ცნობა-დახასიათების თანახმად, უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, დ-------------- მ--- კვ. კორპ N-, ბ------- - რეგისტრირებულია დ--–- ტ-------ის საკუთრებად. ასევე, საქმეში წარმოდგენილი ს----–---------------- ცნობითა და ამონაწერით, მ---- ტ-------ის სახელზე 2008 წლის 01 იანვრიდან 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებული ფულადი გზავნილების შესახებ, „ელჯის“ ფირმის სარეცხი მანქანის საგარანტიო ტალონით, „ჰიტაჩის“ ფირმის მაცივრის სახელმძღვანელო ინსტრუქციით, „ელჯის“ ფირმის ტელევიზორის საბუთითა და მხარეთა ახსნა-განმარტებების შესაბამისად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ დაყადაღებული სადავო მოძრავი ნივთები წარმოადგენს დ--–- ტ-------ის საკუთრებას.

ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება დაყადაღებული მოძრავი ნივთების მოსარჩელისადმი კუთვნილების შესახებ და ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 32-ე მუხლზე მითითებით, ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ სარჩელი მართებულად მიიჩნია საფუძვლიანად.

4.2. პალატა განმარტავს, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). ამავე მუხლის შესაბამისად, სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს’’.

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 181 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილებაში კრედიტორად მითითებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი, მისი აღსრულებისას სახელმწიფოს, ავტონომიურ რესპუბლიკას ან ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულს წარმოადგენს ის სახელმწიფო ორგანო/პირი, რომლის გადაწყვეტილების საფუძველზედაც წარმოებს აღსრულება ან/და რომლის მიმართვის საფუძველზედაც გამოიტანა სასამართლომ აღსასრულებელი გადაწყვეტილება. ასეთი გადაწყვეტილების აღსრულებისას, ა--------–---------------–---------სა და ამ პუნქტით განსაზღვრულ სახელმწიფო ორგანოს/პირს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ა--------–---------------–---------- უფლებამოსილია წარმოადგინოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული.

პალატა შენიშნავს, რომ დასახელებული ნორმა არეგულირებს ისეთ შემთხვევას, როდესაც დავაში კრედიტორ მხარეს წარმოადგენს სახელმწიფო და განსაზღვრავს, თუ რომელი სახელმწიფო დაწესებულებით უნდა იქნეს წარმოდგენილი იგი აღსრულების პროცესში. ასეთია აღსასრულებელი გადაწყვეტილების გამომტანი სახელმწიფო ორგანო ან პირი; სასამართლოსათვის აღსასრულებელი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნის ავტორი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე. კანონის მითითებული დანაწესი ავალებს სასამართლოს, გამოარკვიოს, სამართლებრივი თვალსაზრისით, სწორად აირჩია თუ არა მოსარჩელემ ის პირი, რომელსაც თავისი დარღვეული უფლების აღდგენა უნდა მოსთხოვოს. აღნიშნული ნორმის მიზანია, დავაში ჩაბმული არ აღმოჩნდეს და მოპასუხის საპროცესო მოვალეობანი არ დაეკისროს ისეთ პირს, რომელსაც მოსარჩელის კანონიერ უფლებებთან არანაირი კავშირი არ გააჩნია.

მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ საქართველოს იუ----–------------------ ა--------–---------------–----------ს თ---–----------------–-------------ს წარმოებაშია თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 3 ივნისის N--------- ს----------–-----------–--–ი, რომლის თანახმად, მოპასუხე ლ---------------–-–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის - 200 ლარის გადახდა, ასევე - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 დეკემბრის N--------- ს----------–-----------–--–ი, რომლის თანახმად, მოპასუხე ლ---------------–-–---–- დაჯარიმდა 300 ლარით.

პალატა განმარტავს, რომ თუ გადაწყვეტილებაში კრედიტორად მითითებულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი, მისი აღსრულებისას სახელმწიფოს წარმოადგენს ის სახელმწიფო ორგანო/პირი, რომლის გადაწყვეტილების საფუძველზეც წარმოებს აღრსრულება ან/და რომლის მიმართვის საფუძველზედაც გამოიტანა სასამართლომ აღსასრულებელი გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, დადგენილია, რომ სა---------–-----------–-–-ს თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტი წარმოადგენს კრედიტორს, რომლის სასარგებლოთაც უნდა მოხდეს აღსრულება და თანხა წარმართული უნდა იქნეს სწორედ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. შესაბამისად, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას მასზედ, რომ ს----------–---------------------------- მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის განკარგვაზე უფლებამოსილი ორგანოა და ყადაღისგან ქონების გათავისუფლების საქმეებზე იგი ვერ ჩაითვლება სათანადო მხარედ. ამდენად, პალატის შეფასებით, ს----------–---------------------------- განსახილველ დავაში წარმოადგენს სათანადო მოპასუხეს.

4.3. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა შენიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სადავო გარემოებების დადგენის თვალსაზრისით საქმის მასალები ერთობლიობაში მართებულად და სწორად შეაფასა, სააპელაციო საჩივრის პრეტენზიები პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას და საფუძვლიანობას დასაბუთებულ წინააღმდეგობას ვერ უწევს და შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და შესაბამისად, მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ს----------–----------------------------ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ აპელანტი ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის ,,უ’’ პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადაწხდისაგან. ამასთან, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს განჩინებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული, არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს----------–----------------------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება.

3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადაწხდისაგან;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია სულხანიშვილი