განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 120100119002799288
საქმე №1/ბ-389-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
1 აპრილი 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: გ--–----------ის,მსჯავრდებულ: თ-------------–---–-–---–ის
მონაწილეობით,ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ------------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე თ-------------–---–-–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №-----------, მცხოვრების: ად--------------–----------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
არ დაემორჩილა მის მოთხოვნას დაბრუნებულიყო შინ მეზობლისგან, ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მას - აგინებდა, მოიხსენიებდა შეურაცხმყოფელი
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის განაჩენით თ--------------–---–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით.
თ-------------–---–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, თ--------------–---–-–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 02 (ორი) წელი.
საბოლოოდ, თ-------------–---–-–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითად სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 02 (ორი) წელი.
თ-------------–---–-–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
ასევე, ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 02 სექტემბერს დაახლოებით 09:00 საათზე, ა--------------------------–---------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, თ-------------–---–-–---–მა საყოფაცხოვრებო უთანხმოების ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თ-----------–-–---–ს, კერძოდ დაარტყა ხელი სხეულის სხვადასხვა ადგილას და ასევე მოითრია თმიდან, რის გამოც დაზარალებულს მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალიწინებული შედეგი.
ასევე, 2018 წლის 02 სექტემბერს დაახლოებით 09:00 საათზე, ა--------------------------–---------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, თ-------------–---–-–---–მა საყოფაცხოვრებო უთანხმოების ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლის დედას დ------------–-–---–ს, კერძოდ დაარტყა ხელი და ფეხი სხეულის სხვადასხვა ადგილას, რის გამოც დაზარალებულს მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალიწინებული შედეგი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ------------–---–---–მა, რომელმაც მოითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისათვის თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.
აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ დანიშნული სასჯელი არის უკანონო და მეტისმეტად ლმობიერი, ვინაიდან ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და ჩადენილი დანასაულის სიმძიმეს.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა თ-------------–---–-–---–ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. თ-------------–---–-–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ:
მოწმე თ-----------–-–---–ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 02 სექტემბერს დაახლოებით დილის 09:00 საათზე თ-----------–-–---–ის შვილი ნ-----–--------------- ცეკვავდა სახლში რა დროსა თ--------------–---–-–---–მა გაიქნია ფეხი და მოხვდა ჩაის ჭიქას, საიდანაც მისი ძმისშვილი ნ-------–-–---–- სვამდა ჩაის, რომელიც გადაესხა მას ტანზე. ამაზე გაბრაზებულმა თ-------------–---–-–---–მა ნ-------–-–---–ს მოჰკიდა ხელი და გაიყვანა ოთახიდან გარეთ სადაც დაუწყო ყვირილი და ხელიც დაარტყა, რაზეც დ------------–-–---–ს ბავშვი შეეცოდა და სცადა ბავშვის გამოყვანა, მაგრამ ამაზე თ-------------–---–-–---–მა დაქაჩა ბავშვს ხელზე და დ------------–-–---–ს უთხრა, რომ არაფერი ესაქმებოდა და თავი დაენებებინა, მაგრამ დ--------ი არ მოეშვა მაინც გამოაცილა ბავშვი, რის გამოც თ-------------–---–-–---–მა მუცელში ნაოპერაციებ ადგილზე ჩაარტყა ფეხი და ხელი, ხოლო შემდეგ კი ზურგში. ასევე ხელებს ურტყამდა ხელების არეში რაზეც თ-----------–-–---–მა ვერ მოითმინა და მივიდა გასაშველებლად. ისევ რომ აგრძელებდა დ--------ის ცემას თ-----------–-–---–მა ხელზე უკბინა, მაგრამ თ-------------–---–-–---–ი დ--------ს მაინც არ ანებებდა თავს.
მოწმე დ------------–-–---–ი გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 02 სექტემბერს დილით მისი შვილიშვილები ეზოში თამაშობდნენ ნ-----–--------------- ცეკვავდა, ხოლო ნ-------–-–---–- ჩაის სვამდა. დ--------ი კი ამ დროს იყო სამზარეულოში და დაინახა, რომ ტირილით მიათრევდა თ-------------–---–-–---–ი ნ--------–-–---–ს და თან ურტყამა, რაზეც დ-------- გ--–-–---–ს ბავშვი შეეცოდა და სცადა ბავშვის გამოყვანა მაგრამ ამაზე თ-------- არ უშვებდა ხელს და დაუწყო ლანძღვა, გინება და ჯიკავი. დ--------ი არ მოეშვა მაინც გამოაცალა ბავშვი, რის გამოც თ-------------–---–-–---–მა მუცელში ნაოპერაციებ ადგილზე ჩაარტყა ფეხი და ხელი, ხოლო შემდეგ კი ზურგში. ასევე ხელებს ურტყამდა ხელების არეში რაზეც თ-----------–-–---–მა ვერ მოითმინა და მივიდა გასაშველებლად. ისევ რომ აგრძელებდა დ--------ის ცემას თ-----------–-–---–მა ხელზე უკბინა, მაგრამ თ-------------–---–-–---–ი დ--------ს მაინც არ ანებებდა თავს.
2018 წლის 02 სექტემბრის შემაკავებელი ორდერის თანახმად, თ-------------–---–-–---–მა დ------------–-–---–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
2018 წლის 03 სექტემბრის სასამართლო ექსპერტიზის N9--------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თ-----------–-–---–ის სხეულზე არსებული მცირე ზომის ჭრილობები, სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და როგორც თითოეული ცალცალკე ასევე ყველა ერთად აღებული ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.
2018 წლის 03 სექტემბრის სასამართლო ექსპერტიზის N9--------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დ------------–-–---–ის სხეულზე არსებული ნაჭდევები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და როგორც თითოეული ცალცალკე ასევე ყველა ერთად აღებული ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.
2018 წლის 30 ნოემბრის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად, თ-----------–-–---–ი ცნობილ იქნა დაზარალებულად 126 მუხლის პირველი ნაწილით.
2018 წლის 30 ნოემბრის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად, დ------------–-–---–ი ცნობილ იქნა დაზარალებულად 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით.
აღნიშნული მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრის თაობაზე, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, რომ თ-------------–---–-–---–ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ თ-------------–---–-–---–ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
პალატა აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პოზიციით სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება განიხილება, როგორც უკიდურეს შემთხვევაში გამოსაყენებელი სანქცია ან ღონისძიება, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის სიმძიმე სხვა სანქციების და ღონისძიებათა გამოყენებას აშკარად არაადექვატურად გამოაჩენს.
პალატამ სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის მოსმენისას მიიჩნია, რომ თ-------------–---–-–---–ს სრულად აქვს გაცნობიერებული ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, ინანიებს ჩადენილს, ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი, ამიტომ მისთვის, სასჯელის გამკაცრების, კერძოდ, პირობითი მსჯავრის თავისუფლების აღკვეთით შეცვლის აუცილებლობა არ არსებობს.
ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ------------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელი;
თ--------------–---–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 თვის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით.
თ-------------–---–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, თ-------------–---–-–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი.
საბოლოოდ, თ-------------–---–-–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი.
არასაპატიმრო სასჯელის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.
მსჯავრდებულის თ--------------–---–-–---–ის (პ-------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია; ყადაღა მოეხსნას მ---------------------------------------- საკუთრებაში არსებულ 3000 (სამი ათასი) ფარგლებში დაყადაღებულ 23 000 (ოცდასამიათასი) ლარის ღირებულების უძრავ ქონებას, მდებარე: ა---––-----------–---–--------–---------- ს------------–-----------------––----------------------------------–-----------------–----------------------------------------, (2019 წლის 10 იანვრის განჩინება).
სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - ერთი ცალი ხის პატარა სკამი, რომელიც ინახება შსს ადიგენის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი