განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 18.02.2019
საქმის ნომერი
100310017002200537
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
საბაჟო-საგადასახადო ურთიერთობასთან დაკავშირებით
თარიღი
18.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №100310017002200537

საქმე N3/ბ-554-18წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18 თებერვალი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

თავმჯდომარე (მომხსენებელი): მურთაზ მეშველიანი

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ხათუნა ხომერიკი

სხდომის მდივანი: ონისე გურეშიძე

აპელანტები - 1.სსიპ შემოსავლების სამსახური

2.შპს "M--"; შპს "ს----------"; ბ----- მ--------–ვილი

მოპასუხეები - ნ---- ა--–--ე; გ------- ჭ------–---–ი

დავის საგანი - ცრუმაგიერ პირებად აღიარება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება

1.1. აპელანტის - სსიპ შემოსავლების სამსახურის მოთხოვნა: საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

 

1.2. აპელანტის - შპს "M--"; შპს "ს----------"; ბ----- მ--------–ვილის მოთხოვნა: საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და შპს სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელის სრულად უარყოფა.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

2017 წლის 19 ოქტომბერს საჩხერის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურმა მოპასუხეების - შპს ,,M--", შპს ,,ს----------ს", ბ----- მ--------–ვილის, ნ---- ა--–--ის და გ------- ჭ------–---–ის მიმართ და მოპასუხეების ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარება მოითხოვა.

 

სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ შპს ,,M--“-ს (ს/ნ 4--------) 2017 წლის 30 ოქტომბრის მდგომარეობით შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 16 126.94 ლარის ოდენობით.

 

2013 წლის 13 მაისს რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება. 2015 წლის 07 ივლისს ადმინისტრირების დეპარტამენტის მიერ გამოიცა N 0----- ბრძანება შპს ,,M--“-ს (ს/ნ 4--------) ქონების დაყადაღების თაობაზე. გადამხდელს საკუთრებაში ქონება არ ერიცხება.

 

შპს ,,M--“-ს (ს/ნ 4--------) 50%-იანი წილის მფლობელია გ------- ჭ------–---–ი (პ/ნ 5----------), ხოლო 50%-იანი წილის მფლობელი და დირექტორია ბ-----ი მ--------–ვილი (პ/ნ. 3----------), ხოლო საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სატრანსპორტო მომსახურება. საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია მომსახურების დეპარტამენტის დასკვნების შედეგად (08.05.2015 წლის N 1---- და 28.07. 2015 წლის N2---- დარიცხვის ბრძანებები).

 

2012 წლის 15 მარტს, ნ---- ა--–--ის (პ/ნ 3----------) სახელზე 50%-იანი წილობრივი მონაწილეობით რეგისტრირებულია საწარმო შპს ,,ს----------’’ (ს/ნ 4--------). აღნიშნული 50 %-იანი წილი 2014 წლის 11 ივლისს გ------- ჭ------–---–მა მიიღო ჩუქებით ნ---- ა--–--ისაგან. საწარმოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სატრანსპორტო მომსახურება.

 

2014 წლის 04 ივნისს - მას შემდეგ რაც შეაჩერა საქმიანობა სამეწარმეო საქმიანობა შპს ,,M--“-მა (ს/ნ 4--------) 12000 ლარად მიჰყიდა ავტომობილი ფოდენი, სახ. ნომრით A----- და მისაბმელი დეისონი, სახ.ნომრით K----, რაზედაც გამოწერა 2014 წლის 18 ივლისს საგადასახადო ანგარიშფაქტურა, რის შედეგადაც შპს ,,ს-----------“ განახორციელა ჩათვლა, ხოლო შპს ,,M--“-იმ არ გადაიხადა დარიცხული დავალიანება.

 

2014 წლის 14 აპრილს და 29 მაისს შპს ,,M--“-იმ ბ-----ი მ--------–ვილს შესაბამისად მიჰყიდა მისაბმელი D--------------, სახ.ნომრით K----- და სატრანსპორტო საშუალება S-------------,სახ. NC-----.

 

2014 წლის აპრილის თვეში, შპს ,,M--“-იმ შეაჩერა სამეწარმეო საქმიანობა, ხოლო შპს ,,ს-----------“ იმავე თვეში დაიწყო ანალოგიური საქმიანობა (ტრანსპორტით მომსახურები) განხორციელება.

 

მოსარჩელეს მიაჩნია, რომ შპს ,,M--“-ს მიერ საგადასახადო დავალიანების წარმოშობის (აქტებით დარიცხვის) შემდგომ საქმიანობის შეჩერება, საწარმოს 50%- იანი წილის მფლობელის ბ-----ი მ--------–ვილის მეუღლის ნ---- ა--–--ის სახელზე 50%-იანი წილობრივი მონაწილეობით საწარმოს შპს ,,ს----------ს“ რეგისტრაცია, (რომლის 50%-იანი წილის დღევანდელი მფლობელია გ------- ჭ------–---–ი რაც ჩუქებით მიიღო ნ---- ა--–--ისაგან) ახლადშექმნილ საწარმოზე სატრანსპორტო საშუალებების (ავტომობილი და მისაბმელი) გადაწერა და საქმიანობის გაგრძელება იგივე პროფილით მიზნად ისახავდა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების ღონისძიებებისაგან თავის არიდებას.

 

აღნიშნული გარემოებები მოსარჩელის მითითებით წარმოადგენს შპს ,,M--’’-ის (ს/ნ 4--------), შპს ,,ს----------ს’’ (ს/ნ 4--------), ბ-----ი მ--------–ვილის (პ/ნ 3----------), გ------- ჭ------–---–ის (პ/ნ 5----------), ნ---- ა--–--ის (პ/ნ 3----------) ცრუმაგიერ პირებად ცნობის საფუძველს.

 

მოპასუხეებმა პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელი არ ცნეს და მისი უარყოფა მოითხოვეს.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი შპს ,,M--“ -ს (ს/კ 4--------), შპს ,,სეასტრანსის“ (ს/კ 4--------), ბ-----ი მ--------–ვილის (პ/ნ. 5--------), გ------- ჭ------–---–ის (პ/ნ 5----------), ნ---- ა--–--ის (პ/ნ 3----------) მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და შპს ,,M--“ -ს (ს/კ 4--------) ცრუმაგიერ პირებად აღიარებულ იქნენ - შპს ,,სეასტრანსი“ (ს/კ. 4--------) და ბ-----ი მ--------–ვილი (პ/ნ. 5--------).

დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

სასამართლომ დაადგინა, რომ მეწარმეთა და არა სამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის შესაბამისად შპს ,,M--’’-ე (ს/ნ 4--------) სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2011 წლის 22 ნოემბერს, რომლის იურიდიული მისამართია საჩხერე, 26 მაისის ქ. N 41. 50%-იანი წილის მფლობელია გ------- ჭ------–---–ი (პ/ნ. 5----------), ხოლო 50%-იანი წილის მფლობელი და დირექტორია ბ-----ი მ--------–ვილი (პ/ნ. 3----------), ხოლო საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სატრანსპორტო მომსახურება.

 

შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით შპს ,,M--“-ს (ს/ნ 4--------) 2017 წლის 30 ოქტომბრის მდგომარეობით ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 16 126.94 ლარის ოდენობით. 2013 წლის 13 მაისს რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, რომელსაც გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად 2015 წლის 08 ივლისს. 2015 წლის 07 ივლისს ადმინისტრირების დეპარტამენტის მიერ გამოიცა N 0----- ბრძანება შპს ,,M--“- ს (ს/ნ 4--------) ქონების დაყადაღების თაობაზე, რომელიც გადასახადის გადამხდელს ჩაბარდა ელექტრონულად 2015 წლის 13 ივლისს. გადამხდელს საკუთრებაში ქონება არ ერიცხება. საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია მომსახურების დეპარტამენტის დასკვნების შედეგად (08.05.2015 წლის N1---- და 28.07. 2015 წლის N2---- დარიცხვის ბრძანებები).

 

2012 წლის 15 მარტს 50%-იანი წილობრივი მონაწილეობით სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია საწარმო შპს ,,ს----------ს“ (ს/კ. 4--------). აღნიშნული 50 %-იანი წილი 2014 წლის 11 ივლისს გ------- ჭ------–---–მა მიიღო ჩუქებით ნ---- ა--–--ისაგან (პ/ნ. 3----------). საწარმოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სატრანსპორტო მომსახურება. დადგენილია, რომ ნ---- ა--–--ე (პ/ნ. 3----------) და ბ-----ი მ--------–ვილი (პ/ნ. 3----------) არიან მეუღლეები და ჰყავთ შვილები.

 

2014 წლის აპრილის თვეში შპს ,,M--“-ს (ს/ნ 4--------) შეაჩერა სამეწარმეო საქმიანობა (25 აპრილს ტრანსპორტით მომსახურებაზე გამოწერა ბოლო საგადასახადო ანგარიშფაქტურა), ხოლო შპს ,,ს-----------“ (ს/კ4--------) იმავე თვეში დაიწყო ანალოგიური საქმიანობის (ტრანსპორტით მომსხურება) განხორცილება.

 

ასევე, დადგენილია, რომ 2014 წლის 04 ივნისს (მას შემდეგ რაც შეაჩერა სამეწარმეო საქმიანობა) შპს ,,M--“-მ (ს/ნ 4--------) შპს ,,ს----------მ“ (ს/კ4--------) 12000 ლარად მიჰყიდა ავტომობილი ფოდენი, სახ. N A----- და მისაბმელი დეისონი, სახ. N K----, რაზედაც გამოწერა 2014 წლის 18 ივლისს საგადასახადო ანგარიშფაქტურა, რის შედეგადაც შპს ,,ს-----------“ განახორციელა ჩათვლა, ხოლო შპს ,,M--“-ემ არ გადაიხადა დარიცხული დავალიანება. 2014 წლის 14 აპრილს და 29 მაისს შპს ,,M--“-იმ ბ-----ი მ--------–ვილს მიჰყიდა მისაბმელი D--------------, სახ.N K----- და სატრანსპორტო საშუალება S-------------,სახ. N C-----. დადგენილია, რომ შპს ,,M--“-ს (ს/ნ 4--------) ჩანაცვლება შ.პ.ს. ,,ს----------“-ს (ს/კ4--------) მიერ განხორცილედა ისე, რომ სამეწარმეო საქმიანობა არ შეჩერებულა და წყვეტა არ განუცდია.

 

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 06 დეკემბრის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და ბ-----ი მ--------–ვილს (პ/ნ 3----------) აეკრძალ გასხვისების და გირავნობის უფლება შემდეგ მოძრავ ქონებაზე: სატრანსპორტო საშუალება - M----------------------, სახ. N U-----, VIN: W----------------; სატრანსპორტო საშუალება - S-------------- უნაგირა საწევარა; სახ. NZ-----------------------------.

 

ქუთაისის სააპელაციო სასამრთლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2018 წლის 05 მარტის განჩინებით უცვლელად დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს 06.12.2017 წლის განჩინება.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას რაიონულმა სასამართლომ განმარტა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.

 

სასამართლომ სადავო საკითხთან დაკავშირებით დამატებით განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე გვაქვს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებითი სარჩელი. სასამართლომ აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას სასამართლო უფლებამოსილია აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს. ამდენად, აღიარებითი სარჩელის სპეციფიურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლო უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მხოლოდ აღიარებს (ადასტურებს) კონკრეტული სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტს.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს სამართლებრივი ურიერთობის არსებობის აღიარებას, კერძოდ, შპს ,,M--“ -ს (ს/კ 4--------), შპს ,,ს----------ს“ (ს/კ4--------), ბ-----ი მ--------–ვილის (პ/ნ5--------), გ------- ჭ------–---–ის(პ/ნ5----------), ნ---- ა--–--ის (პ/ნ 3----------) ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარებას.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები.

 

სასამართლომ აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი საგადასახადო ვალდებულების შესრულების არიდების მიზნით, გარიგების მონაწილეების მოქმედების თვალთმაქცურობა მრავალი ფორმით შეიძლება გამოიხატოს, მათ შორის ერთ-ერთია ცრუმაგიერი მფლობელობა - როდესაც გადასახადის გადამხდელი სხვა პირთან ერთად მოქმედებს იმგვარად, რომ მათი განსხვავება პრაქტიკულად შეუძლებელია (საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილი).

 

სასამართლომ, პირველ რიგში, იმსჯელა, წარმოადგენს თუ არა შპს ,,M--“-ე (ს/კ 4--------), შპს ,,ს----------“ (ს/კ. 4--------), ბ-----ი მ--------–ვილი (პ/ნ. 5--------), გ------- ჭ------–---–ი (პ/ნ. 5----------), ნ---- ა--–--ე (პ/ნ 3----------) ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება, გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე; განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც: ა) პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ბ) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირ საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია; გ) პირი ახორციელებს საწარმოს კონტროლს; დ) ფიზიკური პირი თანამდებობრივად ექვემდებარება სხვა ფიზიკურ პირს; ე) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირს; ვ) პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი; ზ) პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს; თ) პირები ნათესავები არიან; ი) პირები ამხანაგობის წევრები არიან.

 

მოსარჩელის მითითებით, აღნიშნული სუბიექტების მიერ განხორციელებული ქმედებები მიმართულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდებისკენ. შესაბამისად საგადასახადო ორგანო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული პირები წარმოადგენენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებს.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება გარკვეულ მოპასუხეთა კონტროლს დაქვემდებარებული რაიმე განსაკუთრებული ურთიერთობის არსებობა ერთმანეთს შორის, თუმცა, ასეთის არსებობის დადასტურების შემთხვევაშიც, არ არსებობს ბ-----ი მ--------–ვილის, გ------- ჭ------–---–ის და ნ---- ა--–--ის ერთმანეთის ცრუმაგიერ პირად აღიარებისათვის საკმარისი საფუძველი, ვინაიდან, სახეზე არ არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლით განსაზღვრული წანამძღვრები. იმავე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილების მიხედვით, ამ მუხლის მიზნებისათვის კონტროლი გულისხმობს: სამეთვალყურეო საბჭოს წევრობას, დირექტორობას და ამ თანამდებობებზე პირების დანიშვნის უფლებას; ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების 20 პროცენტის ფლობას; ამ მუხლის მიზნებისათვის ფიზიკური პირი ითვლება წილის არაპირდაპირ მფლობელად, თუ ამ წილს ფლობს მისი ნათესავი.

 

ამ მუხლის შინაარსის ანალიზიდან გამომდინარე, სასამართლომ განმარტა, რომ, საგადასახადო კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის უნდა არსებობდეს ამავე მუხლით განსაზღვრული განსაკუთრებული ურთიერთობები სამეწარმეო საქმიანობის ამა თუ 9 იმ მიზნით და ფორმით ერთობლივად განხორციელებისათვის;

 

ასევე მოცემულ შემთხვევაში, ერთი მხრივ, გ------- ჭ------–---–ს, ნ---- ა--–--ეს და მეორე მხრივ, შპს ,,M--“-ეს (ს/კ 4--------), შპს ,,ს----------ს“ (ს/კ. 4--------) შორის საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით განსაზღვრული განსაკუთრებული ურთიერთობები, არ დასტურდება.

 

,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და 45-ე მუხლის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით. ასეთი საზოგადოების დაფუძნება შეუძლია ერთ პირსაც; შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალი შეიძლება განისაზღვროს ნებისმიერი ოდენობით.

 

დადგენილია, რომ შპს ,,M--’’-ე (ს/ნ 4--------) სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2011 წლის 22 ნოემბერს, რომლის 50%-იანი წილის მფლობელია გ------- ჭ------–---–ი (პ/ნ 5----------), ხოლო 50%-იანი წილის მფლობელი და დირექტორია ბ-----ი მ--------–ვილი (პ/ნ 3----------), ხოლო საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სატრანსპორტო მომსახურება.

 

დადგენილია, რომ 2014 წლის აპრილის თვეში შპს ,,M--“-მ (ს/ნ 4--------) შეაჩერა სამეწარმეო საქმიანობა (25 აპრილს ტრანსპორტით მომსახურებაზე გამოწერა ბოლო საგადასახადო ანგარიშფაქტურა), ხოლო შპს ,,ს-----------“ (ს/კ. 4--------) იმავე თვეში დაიწყო ანალოგიური საქმიანობის (ტრანსპორტით მომსხურება) განხორცილება.

 

დადგენილია, 2012 წლის 15 მარტს 50 % -იანი წილობრივი მონაწილეობით სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია საწარმო შპს0 ,,ს----------ს“ (ს/კ. 4--------). აღნიშნული 50 %-იანი წილი 2014 წლის 11 ივლისს გ------- ჭ------–---–მა მიიღო ჩუქებით ნ---- ა--–--ისაგან (პ/ნ. 3----------). საწარმოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სატრანსპორტო მომსახურება.

 

ასევე, დადგენილია, რომ 2014 წლის 04 ივნისს (მას შემდეგ რაც შეაჩერა სამეწარმეო საქმიანობა) შპს ,,M--“-მ (ს/ნ. 4--------) შპს ,,ს----------ს“ (ს/კ. 4--------) 12 000 ლარად მიჰყიდა ავტომობილი ფოდენი, სახ. N A----- და მისაბმელი დეისონი, სახ. N K----, რაზედაც გამოწერა 2014 წლის 18 ივლისს საგადასახადო ანგარიშფაქტურა, რის შედეგადაც შპს ,,ს-----------“ განახორციელა ჩათვლა, ხოლო შპს ,,M--“-ემ არ გადაიხადა დარიცხული დავალიანება.

 

2014 წლის 14 აპრილს და 29 მაისს შპს ,,M--“-იმ ბ-----ი მ--------–ვილს მიჰყიდა მისაბმელი D--------------, სახ.N K----- და სატრანსპორტო საშუალება S-------------,სახ. N C-----.

 

საქმიანობის სფეროს, როგორც შპს ,,M--“-ს ისე შპს ,,ს----------ს“ შემთხვევაში წარმოადგენს სატრანსპორტო მომსახურება. ისეთ ვითარებაში, როდესაც კანონმდებლობით ნებადართულია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დაფუძნება 1 პირის მიერ და კაპიტალის განისაზღვრა ნებისმიერი ოდენობით (რასაც ადგილი აქვს შპს-ების დაფუძნებისას), მხოლოდ ამ საფუძვლით, ერთი მხრივ ფიზიკური პირების და მეორე მხრივ იურიდიულ პირებს შორის ერთმანეთისაგან გაუმიჯნაობის დადასტურება მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებული იყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ანუ გადასახადის გადამხდელი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით, ისეთ კავშირში უნდა შედიოდეს სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი იყოს მათი განსხვავება.

 

ამდენად ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს 2 პირობის კუმულაციურად არსებობა: 1. პრაქტიკულად შეუძლებელი უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და 2. ეს პირი გამოყენებული უნდა იყოს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით.

 

გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისაგან შეუძლებელია, როდესაც სახეზეა: 1. საერთო ფინანსური ანგარიშები და საგადასახადო დეკლარაციების ფაილები (დეკლარაციის ერთობლივად შევსება, ერთიანი დაგეგმვა, საერთო ადმინისტრირება) დამოუკიდებელ კომპანიებში; 2. ერთი კომპანიის ქმედებები არის მეტად განმაპირობებელი (გამიზნული) მეორე კომპანიის ბიზნესის წყაროსი (წარმატების); 3. კომპანია იყენებს სხვა კომპანიის საკუთრებას, როგორც საკუთარს; 4. კორპორაციის ყოველდღიური საქმიანობის ურთიერთაღრევა (ერთობლიობა); 5. შვილობილი კომპანიის ხელმძღვანელების/დასაქმებულების სხვა კომპანიის (მაგ. დედა კომპანიის) საუკეთესო ინტერესებში მოქმედება; 6. ე. წ. ჩრდილოვანი დირექტორის” თეორია.

 

უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების სხვა პირის გამოყენების ფორმებია: 1. კომპანიის არასაკმარისი კაპიტალიზაცია (კომპანიას არ გააჩნია საწესდებო კაპიტალი, რაც აუცილებელია საქმიანობის განსახორციელებლად, ანუ კომპანიას არ გააჩნია საკმარისი საწესდებო კაპიტალი მოსალოდნელი მოთხოვნების 11 უზრუნველსაყოფად); 2. კომპანიასა და დამფუძნებელს (პარტნიორს), სხვა პირებს შორის დადებულ გარიგებებს არ გააჩნიათ გარიგების ისეთი ხასიათი, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში დადებული იქნებოდა ორ დამოუკიდებელ პირს შორის და აღნიშნული განპირობებულია უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების მიზნით.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს - სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ აღძრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებითი სარჩელი ცრუმაგიერ პირებად ცნობის შესახებ;

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ მუხლის შესაბამისად, მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას, სასამართლო უფლებამოსილია, აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა ან არარსებობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარმოადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს;

 

სასამართლომ მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხოლოდ ერთი მხარის განმარტება, უტყუარი მტკიცებულებების გარეშე, არ ქმნის ამა თუ იმ პირთა ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად მიჩნევის საკმარის საფუძველს, სსიპ ,,შემოსავლების სამსახურის” მიერ ფიზიკურ პირების ერთმანეთის ცრუმაგიერ პირად ცნობისათვის საკმარისი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის.

 

ყოველივე აღნიშნული კი, სასამართლოს მოსაზრებით, გამორიცხავს იმის მტკიცების შესაძლებლობას, რომ, ერთი მხრივ, ბ-----ი მ--------–ვილი, გ------- ჭ------–---–ი, ნ---- ა--–--ე საერთო ინტერესების საფუძველზე მოქმედებდნენ გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მათი ერთმანეთისაგან განსხვავება და წარმოადგენენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებს.

 

სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ სახეზე იყო შპს ,,M---ს” და შპს ,,ს----------ს” ცრუმაგიერ პირებად აღიარების ყველა მტკიცებულება, რომელიც ერთობლიობაში სრულყოფილად ადასტურებს ეჭვს ცრუმაგიერ პირებად აღიარების შესახებ, კერძოდ, დადგენილია, რომ 2014 წლის აპრილის თვეში შპს ,,M--“-მ (ს/ნ 4--------) შეაჩერა სამეწარმეო საქმიანობა (25 აპრილს ტრანსპორტით მომსახურებაზე 12 გამოწერა ბოლო საგადასახადო ანგარიშფაქტურა),ხოლო შ.პ.ს. ,,ს-----------“ (ს/კ4--------) იმავე თვეში დაიწყო ანალოგიური საქმიანობის (ტრანსპორტით მომსხურება) განხორცილება.

 

ასევე, დადგენილია, რომ 2014 წლის 04 ივნისს (მას შემდეგ რაც შეაჩერა სამეწარმეო საქმიანობა) შპს ,,M--“-მ (ს/ნ 4--------) შპს ,,ს----------მ“ (ს/კ. 4--------) 12000 ლარად გადასცა ავტომობილი ფოდენი, სახ. N A----- და მისაბმელი დეისონი, სახ. N K----, რაზედაც გამოწერა 2014 წლის 18 ივლისს საგადასახადო ანგარიშფაქტურა, რის შედეგადაც შპს ,,ს-----------“ განახორციელა ჩათვლა, ხოლო შპს ,,M--“-ემ არ გადაიხადა დარიცხული დავალიანება. 2014 წლის 14 აპრილს და 29 მაისს შპს ,,M--“-იმ ბ-----ი მ--------–ვილს მიჰყიდა მისაბმელი D--------------, სახ.N K----- და სატრანსპორტო საშუალება S-------------,სახ. N C-----.

 

დადგენილია, რომ შპს ,,M--“-ს (ს/ნ 4--------) ჩანაცვლება შპს ,,ს----------ს“ (ს/კ. 4--------) მიერ განხორციელდა ისე, რომ სამეწარმეო საქმიანობა არ შეჩერებულა და წყვეტა არ განუცდია.

 

ამ შემთხვევაში ზედნადებით განხორციელებული საგადასახადო ოპერაცია საქონლის შესყიდვა სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში ქმნის ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველს. მითითებული დასაბუთებიდან გამომდინარე იურიდიული პირების ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის საკითხი სახეზეა. ასევე სახეზეა შპს ,,M--“ -სა და ბ-----ი მ--------–ვილის ცრუმაგიერ პირად ცნობის საკითხი.

 

როგორც აღინიშნა ცრუმაგიერი პირის დეფინიცია უნდა აკმაყოფილებდეს ორ კრიტერიუმს: ა) რეალური და ცრუმაგიერი პირი ერთმანეთისაგან არ უნდა განსხვავდებოდეს; ბ) ცრუმაგიერი პირი უნდა იყოს გამოყენებული გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდების მიზნით (იგულისხმება საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ღონისძიებები: საგადასახადო გირავნობა ან იპოთეკა, მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა, ქონებაზე ყადაღის დადება, ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია, საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა, გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება).

 

ცრუმაგიერ პირს წარმოშობს რეალური პირის ქმედება - თავი აარიდოს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებას და შესაბამისი ქონება მანამდე გადასცეს ცრუმაგიერ პირს, ვიდრე მის მიმართ განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები. იურიდიულ პირებთან მიმართებაში მოცემული ფაქტი დადასტურებულია და წარმოდგენილია შესაბამისი მტკიცებულება.

 

ამდენად საქმის მასალების გაანალიზებისა და მათი შეჯერებით მხარეთა ახსნა - განმარტებებთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეები: შპს ,,M--“ (ს/კ 4--------) და შპს ,,ს----------“ (ს/კ. 4--------) ერთი და იგივე პირები არიან საგადასახადო ვალდებულებათა შესრულების თვალსაზრისით და წარმოადგენენ ცრუმაგიერ პირებს. ასევე შპს ,,M--“-ს (ს/კ 4--------) და ბ-----ი მ--------–ვილი ერთმანეთის ცრუმაგიერ პირად უნდა იქნას აღიარებული.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც სსიპ შემოსავლების სამსახურმა, ისე შპს "M--"-ს, შპს "ს----------ს" და ბ----- მ--------–ვილის წარმოადგენლებმა.

 

აპელანტის სსიპ შემოსავლების სამსახურმის განმარტებით შპს ,,M--“-ს (ს/ნ 4--------) მიერ საქმიანობის შეჩერება, საწარმოს 50–% იანი წილის მფლობელის ბ-----ი მ--------–ვილის (პ/ნ 3----------) მეუღლის ნ---- ა--–--ის (პ/ნ 3----------) სახელზე 50%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოზე შპს „ს---------ზე“ სატრანსპორტო საშუალებების (ავტომობილი და მისაბმელი) გადაწერა და საქმიანობის გაგრძელება იგივე პროფილით მიზნად ისახავდა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების ღონისძიებისაგან თავის არიდებას.

 

აპელანტის განმარტებით საჩხერის რაიონული სასამართლოს მიერ ცრუმაგიერ პირად აღიარებული იქნა შპს ,,M--“ და შპს „ს----------“, მაგრამ ვინც ამ საწარმოებს ხელმძღვანელობდა და ეს საწარმოები დააფუძნა და ვისი უშუალო ქმედებებითაც იქნა თავი არიდებული გადასახადების გადახდას, მათ ცრუმაგიერ პირებად აღიარებაზე სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ თქვა უარი.

 

აპელანტის განმარტებით სასამართლომ არ იმსჯელა იმ გარემოებაზე, რომ შეზღუდული პასუხიმგებლობის საზოგადების დირექტორებს და დამფუძნებლებს ეკისრებათ თუ არა სამართლებრივი პასუხისმგებლობა კომპანიის საგადასახადო ვალდებულებისათვის. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საქართველოს კანონის მეწარმეთა შესახებ მე-9 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით: „ხელმძღვანელობის უფლება აქვთ: სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში – ყველა პარტნიორს, კომანდიტურ საზოგადოებაში - სრულ პარტნიორებს (კომპლემენტარებს), კომპლემენტარი იურიდიული პირის შემთხვევაში – მის მიერ დანიშნულ ფიზიკურ პირს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, სააქციო საზოგადოებასა და კოოპერატივში – დირექტორებს, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“ ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად: „ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირები და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად; კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. საზოგადოების უარი რეგრესული ანაზღაურების მოთხოვნაზე ან საზოგადოების კომპრომისი ბათილია, თუ ანაზღაურება აუცილებელია საზოგადოების კრედიტორთა დასაკმაყოფილებლად. თუ ანაზღაურება აუცილებელია, საზოგადოების ხელმძღვანელების ვალდებულება არ წყდება იმის გამო, რომ ისინი მოქმედებდნენ პარტნიორთა გადაწყვეტილებების შესასრულებლად.“ აქედან გამომდინარე შპს-ს დირექტორი არ არის გათავისუფლებული პასუხისმგებლობისაგან კრედიტორების (ამ შემთხვევაში შემოსავლების სამსახური) წინაშე.

 

აპელანტი მხარეს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად მისცა შეფასება აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას, კანონმდებლობით განსაზღვრული მოცემულობით არის დათქმა რომ ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველი არის ზუსტად ის მოქმედებები, როცა ერთ მხარეს აქვს საგადასახადო ვალდებულება, ხოლო სხვებს არა, რითაც მხარეები ცდილობენ ერთ მხარეს დარჩეს შეუსრულებელი ვალდებულებები, ხოლო მეორე მხარე გათავისუფლებულია ასეთი ვალდებულების შესრულებისაგან ვალდებულების არარსებობის გამო. შემოსავლების სამსახურის სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლი, საგადასახადო კოდექსის მე–19 და 246-ე მუხლები.

 

ზემოთმოყვანილი გარემოებების მიხედვით, იკვეთება, რომ შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისაგან და ეს პირი გამოიყენება კუთვნილი საგადასახადო ვალდებულების შესრულების თავიდან ასაცილებლად.

 

ამდენად ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებას და მიიღოთ ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სრულად დაკმაყოფილდება შემოსავლების სამსახურის სარჩელი შპს ,,M--“-ს (ს/ნ 4--------), შპს „ს----------ს“ (ს/ნ 4--------), ბ-----ი მ--------–ვილის (პ/ნ 3----------), გ------- ჭ------–---–ის პ/ნ (5----------) და ნ---- ა--–--ის (პ/ნ 3----------) ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობასთან დაკავშირებით.

 

აპელანტის ,,M--"-ს, შპს "ს----------ს" და ბ----- მ--------–ვილის წარმოადგენლების განმარტებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება სრულიად დაუსაბუთებელია, ფაქტები დაუდგენელი გარემოებების და დაუდგენელი მტკიცებულებების შედეგადაა დადგენილი და შესაბამისად კანონის არასწორად გამოყენების შედეგად მიღებულია უკანონო გადაწყვეტილება.

 

აპელანტი განმარტებით გადაწყვეტილების 3.14 ნაწილის პირველი, მე-2 მე-3 აბზაცებში (იგივე მეორდება 6.5 ნაწილშიც) მითითებული დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ურთიერთ გამომრიცხვ შინაარსს იძლევა; კერძოდ პირველ და მეორე შემთხვევაში სასამართლო შპს ,,M--"-ის მიმართ საბოლოო ანგარიშფაქტურის გამოწერის მოტივზე, სამეწარმეო საქმიანობის შეჩერების შესახებ მიუთითებს და შპს ,,ს----------ს" მიმართ ანალოგიური საქმიაწობის დაწყებას მიიჩნევს დადგენილად, ხოლო მე-3 აბზაცში კი ამბობს, შპს „M--"-ს ჩანაცვლება ისე იქნა განხორციელებული, რომ სამეწარმეო საქმიანობა არ შეჩერებულა და წყვეტა არ განუცდიაო. აპელანტი მხარისთვის გაუგებარია რას გულისხმობს სასამართლო ამ სხვადასხვა ხასიათის დადგენილი გარემოებების ურთიერთშეჯერებით.

 

გადაწყვეტილებაში მოყვანილი ეპიზოდი 3.1.3. ნაწილში დადგენილი ფაქტობრივი გარემოება რომლითაც სასამართლო შპს ,,ს----------ს’’ დაფუძნების, 50% წილის ჩუქების და საწარმოს საქმიანობის სფეროზე მიანიშნებს ,,საწარმოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სატრანსპორტო მომსახურებაო", გაუგებარი რჩება სამართლებრივად, რომელი გარემოებაა სასამართლოსთვის ცრუმაგიერად მიჩნევის უტყუარი საფუძველი, თითოეულ შემთხვევაზე განმარტება/დასაბუთება არასაკმარისია და მითუმეტეს საქმიანობის სფეროზე ხომ საერთოდ რა კავშირშია და აღრეულია მიდგომები. შესაბამისად ბუნდოვანია გადაწყვეტილების აგებულობა, რა ფორმალურობა და აქტივების რა ხელოვნურად გადასვლას ამტკიცებს სასამართლო და როგორ აკავშირებს ამას მათ ცრუმაგიერ სამართალურთიერთობას, რადგან გადაწყვეტილების ძირითადი ნაწილი სულ იმას იმეორებს, რომ შპს ,, M-- "-მ შეაჩერა/შეწყვიტა ხოლო შპს ,,ს-----------" დაიწყო. სასამართლოს საერთოდ არ მიუქცევია ყურადღება სსიპ შემოსავლების სამსახურის 22/11/2017 NMIA 1 17 02815958 (მტკიცებულების) მე-2 დანართზე, სადაც შპს ,,ს----------" 2012 წლიდან ტრანსპორტების მფლობელიცაა და მისი საქმიანობა დაფუძნების მომენტიდანვე ძირითადად ამ მიზნებზე მიანიშნებს. ასევე არანაირი შეფასება არ მიეცა აქტივის გადასვლას (ტრანსპორტის ყიდვის ფაქტურას) 12 000 ლარის პროპორციულ ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით, ანუ კომპანიები რომლებიც სხვადასხვა რეგიონში დაფუძნდნენ/ფუნქციონირებენ და საქმიანობის სფეროში სრულიად შესაძლებელია რომ ერთმანეთი ეპოვათ და ამდაგვარი გარიგება დაედოთ ისე რომ გადასახადის თავის არიდება და ცრუმაგიერი კავშირის მიზანი არ ჰქონოდათ, ამას სასამართლო გადაწყვეტილების 6.5 ნაწილში ყველა მტკიცებულების ერთობლიობაში შეჯერებული ეჭვით აქარწყლებს.

 

აპელანტის განმარტებით იგივე მდგომარეობაა და არანაირი მსჯელობა ეთმობა ბ-----ი მ--------–ვილის მიმართ მტკიცებულებებს, ის რომ კომპანიამ სატრანსპორტო საშუალებანი გაყიდა და საქმიანობა აღარ შეეძლო მყიდველი პასუხისმგებელი და ცრუ მაგიერი პირი რა შემთხვევაში შეიძლება იკვეთებოდეს სრულიად დაუსაბუთებელია და არც მტკიცებულებებით დასტურდება, მითუმეტეს გარიგებათა დროს არც საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა და არც საგადასახადო ვალდებულება გამოკვეთილი/წარმოშობილი არ ყოფილა.

ამდენად აპელანტ მხარეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფიელბის ნაწილში როგორც უკანონო და დაუსაბუთებელი უნდა გაუქმდე და სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელს სრულად უნდა ეთვქა უარი დაკმაყოფილებაზე.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო გამოცხადებულ მხარეთა მოსაზრებების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო შპს "M--"-ს, შპს "ს----------ს" და ბ----- მ--------–ვილის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად კი გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად თუ იგი იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული.

 

სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივრის განხილვის ფარგლებში მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს მისცა არასწორი სამართლებრივი შეფასება, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას განაპირობებს.

 

განსახილველ შემთხვევაში სადავოა მოწინააღმდეგე მხარეთა (მოპასუხეთა) ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის საკითხი. შესაბამისად, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებითი სარჩელი, რომელიც ადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას სასამართლოს უფლებამოსილებას, აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს. ამდენად, აღიარებითი სარჩელის სპეციფიკურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლო უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მხოლოდ აღიარებს (ადასტურებს) კონკრეტული სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტს.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის შინაარსიდან ცხადია, რომ კანონმდებელი არ მიუთითებს კონკრეტულ გარემოებებზე, რომელთა ერთობლიობა ქმნის ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველს. ამასთან, „საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებული არის გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით ანუ გადასახადის გადამხდელი პირი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით ისეთ კავშირში შედის სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი არის მათი განსხვავება.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-103-96(კ-13)). „ცრუმაგიერ პირებად აღიარების შესახებ სარჩელის მიზანია დადგინდეს, რომ სხვა პირი წარმოადგენს საგადასახადო კოდექსით გადასახადის გადახდაზე ვალდებული პირის - გადამხდელის ცრუმაგიერ პირს. ასეთი აღიარება შესაძლებლობას აძლევს საგადასახადო ორგანოს გადასახადის გადამხდელის შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენოს ცრუმაგიერი პირის მიმართ.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 06 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-1546-1476 (კ-09)). შესაბამისად, „ცრუმაგიერი პირის დეფინიცია უნდა აკმაყოფილებდეს ორ კრიტერიუმს: ა) რეალური და ცრუმაგიერი პირი ერთმანეთისაგან არ უნდა განსხვავდებოდეს; ბ) ცრუმაგიერი პირი უნდა იყოს გამოყენებული გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდების მიზნით (იგულისხმება საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ღონისძიებები: საგადასახადო გირავნობა ან იპოთეკა, მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა, ქონებაზე ყადაღის დადება, ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია, საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა, გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება). ცრუმაგიერ პირს წარმოშობს რეალური პირის ქმედება - თავი აარიდოს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებას და შესაბამისი ქონება მანამდე გადასცეს ცრუმაგიერ პირს, ვიდრე მის მიმართ განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 აპრილის განჩინება საქმეზე №ბს-167-165(კ-17)).

 

ცრუმაგიერ პირებად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენისას სასამართლომ კონკრეტული გარემოებების შეფასების შედეგად მოცემული ნორმის საკანონმდებლო მიზნის - უზრუნველყოფილ იქნას აღიარებული საგადასახადო ვალდებულების შესრულება გათვალისწინებით უნდა დაადგინოს და საგადასახადო ორგანომ უნდა დაამტკიცოს მოპასუხეთა ქმედებების ისეთი ჯაჭვის არსებობა, რაც დაადასტურებს რეალური და ცრუმაგიერი პირების განსხვავების შეუძლებლობასა და ცრუმაგიერი პირის გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის ასარიდებლად შექმნასა თუ გამოყენებას. ამასთანავე, სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან ცრუმაგიერ პირებად ცნობა უშუალოდ არის დაკავშირებული პირის საკუთრების უფლების შეზღუდვასთან, მის ქონებაზე საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებასთან, აუცილებელია, რომ აღნიშნული ფაქტი დადგინდეს კანონით დადგენილი ყველა დანაწესის სრული დაცვითა და ფაქტობრივი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად. აღნიშნული ასევე დაკავშირებული არის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპთან, რამეთუ მხოლოდ კონკრეტული ერთი ფაქტის საფუძველზე პირთა ერთმანეთის ცრუმაგიერად ცნობამ შეიძლება გამოიწვიოს მისი დაუცველ მდგომარეობაში ყოფნა, მისი უფლებებისა და კანონით დაცული ინტერესების უკანონო ხელყოფა.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ დადასტურდეს ცრუმაგიერი მფლობელობის ფაქტი, სავალდებულოა დადგინდეს, რომ მოპასუხეები საერთო ეკონომიური ინტერესების საფუძველზე მოქმედებდნენ გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით. აღნიშნული გარემოების დადგენის თვალსაზრისით პრინციპული მნიშვნელობა ენიჭება იმ ფაქტის დადასტურებას, რომ მეწარმედ რეგისტრირებულ პირს არ გააჩნია რეალური დამოუკიდებლობა, შექმნილია ფორმალურად, საწარმოები შექმნილია ერთი და იგივე გარიგებების განხორციელების მიზნით, ერთ საწარმოზე ფორმდება აქტივები, ხოლო მეორეზე - ვალდებულებები, საწარმო გამოიყენება სხვა საწარმოს ან პარტნიორის ვალდებულებების დასაფარავად და საწარმოების დამოუკიდებულების ხარისხი არ იძლევა მათი გამიჯვნის შესაძლებლობას.

 

სააპელაციო სასამართლო, პირველ ყოვლისა, ყურადღებას გაამახვილებს სსიპ შემოსავლების სამსახურის მითითებაზე მოპასუხეთა ურთიერთდამოკიდებულების შესახებ. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ამდენად, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განსაკუთრებული ურთიერთობა გავლებას ახდენს მათ შორის განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობის საგადასახადო რეგულირებაზე, ეკონომიკურ შედეგებსა და საგადასახადო ტვირთის ოდენობის განსაზღვრაზე, რაც არ ქმნის იმავდროულად მათი ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველს.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

შპს ,,M--“-ს (ს/ნ 4--------) 2017 წლის 30 ოქტომბრის მდგომარეობით შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 16 126.94 ლარის ოდენობით.

 

2013 წლის 13 მაისს რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება. 2015 წლის 07 ივლისს ადმინისტრირების დეპარტამენტის მიერ გამოიცა N 0----- ბრძანება შპს ,,M--“-ს (ს/ნ 4--------) ქონების დაყადაღების თაობაზე. გადამხდელს საკუთრებაში ქონება არ ერიცხება.

 

შპს ,,M--“-ს (ს/ნ 4--------) 50%-იანი წილის მფლობელია გ------- ჭ------–---–ი (პ/ნ 5----------), ხოლო 50%-იანი წილის მფლობელი და დირექტორია ბ-----ი მ--------–ვილი (პ/ნ. 3----------), საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სატრანსპორტო მომსახურება. საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია მომსახურების დეპარტამენტის დასკვნების შედეგად (08.05.2015 წლის N 1---- და 28.07. 2015 წლის N2---- დარიცხვის ბრძანებები).

 

2012 წლის 15 მარტს, ნ---- ა--–--ის (პ/ნ 3----------) სახელზე 50%-იანი წილობრივი მონაწილეობით რეგისტრირებულია საწარმო შპს ,,ს----------’’ (ს/ნ 4--------). აღნიშნული 50 %-იანი წილი 2014 წლის 11 ივლისს გ------- ჭ------–---–მა მიიღო ჩუქებით ნ---- ა--–--ისაგან. საწარმოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სატრანსპორტო მომსახურება.

 

სააპელაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.1.4 პუნქტის პირველი, მე-2 მე-3 აბზაცებში მითითებული დადგენილი უდაო ფაქტობრივი გარემოებები ურთიერთ გამომრიცხვ შინაარსს იძლევა. კერძოდ, პირველ და მეორე შემთხვევაში სასამართლო შპს ,,M--"-ს მიერ საბოლოო ანგარიშფაქტურის გამოწერის მოტივზე, ასევე სამეწარმეო საქმიანობის შეჩერების შესახებ მიუთითებს და შპს ,,ს----------ს" მიერ ანალოგიური საქმიანობის დაწყებას მიიჩნევს დადგენილად, მაშინ, როდესაც საქმეში არსებული სსიპ საქართველოს შემოსავლების სამსახურის 22.11.2017 წლის MIA 1 17 02815958 მე-2 დანართით (ს.ფ. 67-73) უდაოდ დადასტურებული ფაქტია, რომ შპს ,,ს----------’’ 2012 წლიდან (მისი დაფუძნებიდან) არის შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებების მფლობელი და მისი საქმიანობას ძირითად მიზანს შეადგენს სატრანსპორტო საშუალებებით მომსახურება, ანუ შპს ,,ს----------’’ შპს „M--"-ის მიერ სამეწარმეო საქმიანობის შეჩერების შემდეგ კი არ დაფუძნებულა, როგორც გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულების თავის არიდების მიზნით შექმნილი ახალი საწარმო, არამედ ის ფუნქციონირებდა მანამდეც, დაფუძნებული იყო სხვა რეგიონში და ეწეოდა ანალოგიურ საქმიანობას, რამაც კომპანიებს საშუალება მისცა ეთანამშრომლათ და გარიგებები დაედოთ ისე, რომ არ ჰქონდათ გადასახადის დამალვის მიზანი, რაც დასტურდება სააპელაციო სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი სალაროს შემოსავლის ორდერებით, კერძოდ: 29.05.2014 წელს ინდ.მეწარმე ბ----- მ--------–ვილმა ტრანსპორტის ღირებულების სახით გადაიხადა - 8000 ლარი, ხოლო 18.07.2014წ. შპს ,,ს-----------’’, სატრანსპორტო საშუალება- მისაბმელით შეიძინა -12 000 ლარად.

 

ამდენად შპს ,,M--“-მა (ს/ნ 4--------) შპს „ს---------“ და ინდ. მეწარმე ბ----- მ--------–ვილს კი არ გადააწერა სატრანსპორტო საშუალებები (ავტომობილი და მისაბმელი) არამედ მიჰყიდა, რაც დასტურდება ზემოაღნიშნული სალაროს შემოსავლის ორდერებით.

 

სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლზე, რომლის დისპოზიცია პირთა შორის ცრუმაგიერობის განსაზღვრის თვალსაზრისით მართლაც უკავშირდება უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზანს, რაზეც ადმინისტრაციული ორგანო მიუთითებს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ქონების განრიდება უპირობოდ მოიაზრებს პირთა შეთანხმებულ და განზრახულ ქმედებას, რომლის დადასტურებაც, წარმოდგენილი სალაროს შემოსავლის ოდერებით დაუშვებელი. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო გამორიცხავს შპს ,,M--“ -ის, შპს ,,სეასტრანსის“ და ბ-----ი მ--------–ვილის ამგვარი კავშირების აღიარების შესაძლებლობას.

 

სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნას შპს "M--"-ს, შპს "ს----------ს" და ბ----- მ--------–ვილის ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარების თაობაზე და თვლის, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა ამ პირების ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარების შესაძლებლობას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდქსის 102-ე მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სასამართლოს მოთხოვნის მიუხედავად, საქმეში წარმოდგენილი ვერ იქნა მტკიცებულებები, რომლიც დაადასტურებდა რა სახის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები გადაეცა შპს "M--"-სგან, შპს "ს---------ს" და ბ----- მ--------–ვილს. ადმინისტრაციული ორგანო ვერ უთითებს კონკრეტულად რომელი ქონების განრიდებაა მხარისათვის შედავებული და რა ქმნის პირთა შორის კანონშეუსაბამო კავშირების დადგენის შესაძლებლობას. მით უფრო საგულისხმოა ის ვითარება, რომ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე წარმოდგენილი სალაროს შემოსავლის ორდერებით დასტურდება თანხის გადახდა.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის მხრიდან მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ მხარეთა შორის ადგილი აქვს ქონების განრიდებას, არ ქმნის აღნიშნული გარემოების მტკიცების შესაძლებლობას, როგორც აღინიშნა, საქმეში წარმოდგენილი მასალების საფუძველზე არ დასტურდება, რომ შპს ,,M--"-ს სასაქონლო ნაშთები გადაეცა შპს ,,ს----------ს", ბ----- მ--------–ვილის, ნ---- ა--–--ის და გ------- ჭ------–---–ის, ამ პირობებში კი გამორიცხულია იმ გარემოების მტკიცების შესაძლებლობა, რომ საქონლის გადაცემა ერთი პირიდან მეორეზე მოხდა უსასყიდლოდ.

 

სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ კრიტერიუმებს, რომელიც გავრცელებული კონცეფციების თანახმად ქნის პირთა შორის იმგვარი კავშირების დადგენის შესაძლებლობას, როცა მათ შორის მიჯნის გავლება ხდება შეუძლებელი, ნიღბავს ნამდვილ მესაკუთრეს და ხელს უწყობს საგადასახადო ვალდებულებისათვის თავის არიდებას და თვლის, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სარჩელი არ შეიცავს მტკიცებას ან მითითებას იმის თაობაზე, თუ რომელი მახასიათებელი გამოვლინდა და რა იძლევა პირთა შორის მსგავსი კავშირების დადგენის შესაძლებლობას. ადმინისტრაციული ორგანო ვერ უთითებს, რა გარემოებით დასტურდება, რომ მოპასუხეები საერთო ეკონომიკური ინტერესების საფუძველზე მოქმედებდნენ გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით.

 

სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ქმნის პირთა შორის საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლით განსაზღვრული კავშირის დადგენის საფუძველს და გამორიცხავს ამ ტიპის კავშირების დადასტურების შესაძლებლობას. სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს მითითებას იმის თაობაზე, აღნიშნული პირები საერთო ინტერესების საფუძველზე მოქმედებდნენ გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით და წარმოადგენენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი მოთხოვნა არის უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად საქმეზე მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სსიპ შემოსავლების სამსახურს უარი ეთქმევა შპს "M--"-ს, შპს "ს----------ს" და ბ----- მ--------–ვილის ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობაზე.

 

6. საპროცესო ხარჯები

აპელანტებს შპს "M--"-ს, შპს "ს----------ს" და ბ----- მ--------–ვილის უნდა აუნაზღაურდეს მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით სსიპ შემოსავლების სამსახურისაგან, თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილისა და საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-3 ნაწილისა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 389-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. შპს "M--"-ს, შპს "ს----------ს" და ბ----- მ--------–ვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

3.გაუქმდეს საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

4.სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;

 

5. სსიპ შემოსავლების სამსახურს დაეკისროს შპს "M--"-ს, შპს "ს----------ს" და ბ----- მ--------–ვილის სახელით რ----- გ-----–---–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება;

 

6.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21(ოცდაერთი) დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32).

 

თავმჯდომარე: მურთაზ მეშველიანი

 

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

 

ხათუნა ხომერიკი