განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 05.04.2019
საქმის ნომერი
050310918002724400
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დამცავი ორდერის გამოცემა
თარიღი
05.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №050310918002724400

საქმე N3/ბ-135-19წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

05 აპრილი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

თავმჯდომარე: მურთაზ მეშველიანი

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ხათუნა ხომერიკი

სხდომის მდივანი: ონისე გურეშიძე

საჩივრის ავტორი _ ა-–---------- კ-----–--------ი; რ---- კ-----–----

წარმომადგენლები - სვეტლანა შკრიაბაი, რობიზონ ხურცილავა

თარჯიმანი - ტატიანა ავალიანი

მოწინააღმდეგე მხარე _ ნ---- ჩ-------ე

დავის საგანი _ დამცავი ორდერის გამოცემაზე უარის თქმის კანონიერება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

2018 წლის 15 ნოემბერს ა-–---------- კ-----–--------მა და რ---- კრილოვამ განცხადებით მიმართეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს და ნ---- ჩ-------ის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემა მოითხოვეს.

 

განმცხადებელთა მითითებით, ნ---- ჩ-------ე სისტემატურად აყენებთ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ფსიქოლოგიურად ძალადობს, აყენებთ შეურაცხყოფას, რის გამოც მათი ცხოვრება გაუსაძლისია.

 

ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში ნ---- ჩ-------ის წარმომადგენლი ემზარ ურუშაძე არ დაეთანხმა განცხადებას და მიუთითა, რომ მხარეეებს შორის მიმდინარეობს სამოქალაქო დავა, ისინი არ წარმოადგენენ ოჯახის წევრებს და ნ---- ჩ-------ის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემა დაუშვებელია.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით ა-–---------- კ-----–--------ისა და რ---- კრილოვას განცხადება არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2112.1 მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობის შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება აქვთ მსხვერპლს (ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლს), აგრეთვე მისი ოჯახის წევრს, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს. ამავე კოდექსის 2113.1 მუხლით, ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე სასამართლოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, დროებითი ღონისძიების სახით, შესაძლებელია გამოცემულ იქნეს დამცავი ორდერი.

 

რაიონულმა სასამართლომ მიუთითა „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლზე, რომლის თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. ამავე კანონის მე-4 მუხლი განმარტავს ძალადობის თითოეული ზემოაღნიშნული ფორმის არსს: ა) ფიზიკური ძალადობა – ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს; ბ) ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; გ) იძულება – ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნებასურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება; დ) სექსუალური ძალადობა – სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ; ე) ეკონომიკური ძალადობა – ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას;

 

რაიონული სასამართლოს განმარტებით, „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, ოჯახის წევრი – ამ კანონის მიზნებისთვის, დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

რაიონული სასამართლოს დასკვნით, ნ---- ჩ-------ე არის განმცხადებლების დის შვილი, არ ცხოვრობს მათთან მუდმივად, რის გამოც მოცემული ურთიერთობა სცდებოდა დამცავი ორდერით გათვალისწინებული კანონის რეგულირების სფერო.

 

სასამართლომ ამასთანავე მიუთითა მხარეთა ახსნა-განმარტებებზე, რომ პრობლემებსა და დაძაბულობას მხარეებს შორის ნამდვილად აქვს ადგილი, თუმცა მათი გადაწყვეტა მიმდინარეობს სამოქალაქო და სისხლის სამართალწარმოების წესით.

 

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, რაიონულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ ა-–---------- კ-----–--------ის და რ---- კ-----–----ს განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე იყო უსაფუძვლო და არ დააკმაყოფილა იგი.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანეს ა-–---------- კ-----–--------მა და რ---- კ-----–----მ, რომლებმაც მოითხოვეს მისი გაუქმება და განცხადების დაკმაყოფილება.

 

საჩივრის ავტორთა მითითებით, რაიონულმა სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ არსებობდა მათი განცხადების დაკმაყოფილების საფუძვლები, ნ---- ჩ-------ე ახორციელებს მათ მიმართ ძალადობას, რითაც ილახება მათი უფლებები.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საჩივრისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობა-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ ა-–---------- კ-----–--------ის და რ---- კ-----–----ს საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად კი, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად თუ იგი იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული. მითითებული კოდექსის 285-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს, იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

 

ფაქტობრივი დასაბუთება:

 

დადგენილია, რომ განმცხადბელები ა-–---------- კ-----–--------ი და რ---- კ-----–---- არიან და და ძმა, ხოლო ნ---- ჩ-------ე არის მათი დის შვილი.

 

დადგენილია, რომ 2018 წლის 10 ოქტომბერს შსს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უ----ის განყოფილებაში დაიწყო გამოძიება N056101018001 სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა-–---------- კ-----–--------ისა და რ---- კ-----–----ს განმარტებით დადგენილია, რომ მათმა დედამ მ----- კ-----–--------ამ დანაშთი ქონება ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, გადასცა მათ დის შვილს ნ---- ჩ-------ეს. მათ შორის მიმდინარეობს სამოქალაქო დავა, ხოლო ნ---- ჩ-------ე არ აძლევთ საკუთარ სახლში ცხოვრების საშუალებას. ბათუმიდან ჩამოდის უ----ში და ნივთებს უყრის ეზოში, ფსიქოლოგიურად ძალადობს მათზე, 2018 წლის 10 ოქტომბერს სცემა რ---- კ-----–----ს, რის გამოც საჭირო გახდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახება, გაუტეხა მობილური ტელეფონი, არიან ფსიქოლოგური ძალადობის მსხვერპლები, აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებათ გაზისა და წყლის მიწოდების შეწყვეტით.

 

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა უ----ში მდებარე 770 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 112,62 კვ.მ და 23,12 კვ.მ. შენობა-ნაგებობები, დაზუსტებული მონაცემით, რეგისტრირებულია ნ---- ჩ-------ის საკუთრებად; უფლების დამდგენი დოკუმენტია უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება.

 

ნ---- ჩ-------ის განმარტებით დადგენილია, რომ ბავშვობიდან ცხოვრობდა უ----ში, ბებიასთან მ----- კ-----–--------ასთან ერთად, რომელმაც აჩუქა უ----ში, თ----–---–-- ქ.N242-ში მდებარე უძრავი ქონება, ა-–---------- კ-----–--------ს და რ---- კ-----–----სა და მას შორის მიმდინარეობს სამოქალაქო დავა მითითებული უძრავი ქონების თაობაზე, მითითებულ სახლში ნ.ჩ-------ის თანხმობით ცხოვრობს ნათესავი ნ---- წილოსანი, რომელსაც ა-–---------- კ-----–--------ი და რ---- კ-----–---- აყენებენ შეურაცხყოფას ძაღლის გამო და ეჩხუბებიან სისტემატიურად. მისი მხრიდან ა-–---------- კ-----–--------სა და რ---- კ-----–----ს მიმართ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, პირიქით, ისინი ძალადობენ და არ აძლევენ საკუთარ სახლში ცხოვრების უფლებას.

 

სააპელაციო სასამართლოში ა-–---------- კ-----–--------ისა და რ---- კ-----–----ს წარმომადგენელმა განმარტა, რომ მისი მარწმუნებლები უ----ში სისტემატიურად ცხოვრობენ 2015 წლიდან, 2019 წლიდან ა-–---------- კ-----–--------ი საქართველოს მოქალაქეა, ნ---- ჩ-------ესთან ერთად ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნებას, აქირავებნენ საცხოვრებელ სახლს და მიღებულ თანხას ინაწილებდნენ, ერთად იხდიდნენ კომუნალურ გადასახადებს, ინაწილებდნენ თანხას, ბაზარში ერთად დადიოდნენ და სადილობდნენ, მათ შორის ურთიერთობა ქონებრივი დავის წამოწყების შემდგომ დაიძაბა, ნ---- ჩ-------ემ დაიწყო ა-–---------- კ-----–--------სა და რ---- კ-----–----ზე ძალადობა, შეუწყვიტა წყლისა და დენის მიწოდება, უსწორდება ფიზიკურად და არ აძლევთ საკუთარ სახლში ცხოვრების უფლებას.

 

სააპელაციო სასამართლოში რ---- შ-------მ მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მის მეზობლად ცხოვრობდა მ----- კ-----–--------ა, მასთან რუსეთიდან ხშირად ჩამოდიოდნენ ა-–---------- კ-----–--------ი და რ---- კ-----–----, ნ---- ჩ-------ე არის მათი დის შვილი, რომელიც ცხოვრობდა დედასთან ერთად სხვა სახლში, მაგრამ ბებიასთან ხშირად დადიოდა, ა-–---------- კ-----–--------ს, რ---- კ-----–----ს და ნ---- ჩ-------ეს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, ერთად დადიოდნენ ბაზარში, სეზონურად აქირავებდნენ ბინას და მიღებულ თანხას ინაწილებდნენ, ნ---- ჩ-------ე გათხოვდა ბათუმში და ხშირად სტუმრობდნენ, მ----- კ-----–--------ას გარდაცვალების შემდეგ მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა, რადგან შეიტყვეს, რომ დედამ მთელი თავისი ქონება ნ---- ჩ-------ეს აჩუქა, ისინი კი უსახლკაროდ დარჩნენ, მ----- კ-----–--------ას გარდაცვალების შემდეგ, ნ---- ჩ-------ემ უ----ში მიიყვანა ქალი და მამაკაცი, რომლებიც ხშირად ალკოჰოლს იღებენ და ჩხუბობენ, შეურაცხყოფას აყენებენ ა-–---------- კ-----–--------სა და რ---- კ-----–----ს, ნივთები გადაუყარეს, ხეები და ვენახი მოჭრეს, არაერთხელ გამოიძახეს პოლიცია, თხოვენ, რომ შეწყვიტონ ჩხუბი და ძალადობა, საკუთარი თვალით ნახა, რომ სახლიდან ავეჯი და ნივთები გადაუყარეს.

 

მოწმემ დაადასტურა, რომ ნ---- ჩ-------ე დამოუკიდებლად არ ცხოვრობდა და ა-–---------- კ-----–--------ის, რ---- კ-----–----ს და ნ---- ჩ-------ის ოჯახი ერთიანი იყო, ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2113 -ე მუხლის პირველი ნაწილის, თანახმად ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე, სასამართლოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს დამცავი ორდერი.

 

„ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტით, დამცავი ორდერი არის პირველი ინსტანციის სასამართლოს (მოსამართლის) მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები.

 

ამავე კანონის მე-11 მუხლით, დამცავი და შემაკავებელი ორდერების გამოცემის მოთხოვნის უფლება აქვს მსხვერპლს, აგრეთვე მისი ოჯახის წევრს ანდა მსხვერპლის თანხმობით პირს, რომელიც მსხვერპლს უწევს სამედიცინო, იურიდიულ, ფსიქოლოგიურ დახმარებას, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. მითითებული კანონის მე-4 მუხლის ”ვ” ქვეპუნქტის თანახმად, მსხვერპლი არის ქალი, აგრეთვე ოჯახის ნებისმიერი წევრი, რომელთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობით ან იძულებით და რომლებსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებულმა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა..., ხოლო „ვ1“ პუნქტის მიხედვით, სავარაუდო მსხვერპლი არის პირი, რომელსაც მიაჩნია, რომ არის მსხვერპლი, და რომელიც მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრის მიზნით შესაბამის სამსახურს/ორგანოს/მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფს მიმართავს. იმავე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ოჯახის წევრი არის ამ კანონის მიზნებისთვის, დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

საქმის მასალებით დადგენილი იქნა, რომ ა-–---------- კ-----–--------ის, რ---- კ-----–----ს და ნ---- ჩ-------ის ოჯახი ერთიანი იყო, ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას,ნ---- ჩ-------ე დამოუკიდებლად არ ცხოვრობდა, ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, მაგრამ მ----- კ-----–--------ას გარდაცვალების შემდგომ მათ შორის დაიძაბა ურთიერთობა და 2016 წლიდან აღარ ცხოვრობენ ერთად. ასევე დადგენილია, რომ ნ---- ჩ-------ე დაქორწინებულია და ამჟამად ცხოვრობს ქ.ბათუმში. ამდენად, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის, ა-–---------- კ-----–--------ი, რ---- კ-----–---- და ნ---- ჩ-------ე არიან პირები, რომლებიც მუდმივად ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. შესაბამისად, ა-–---------- კ-----–--------ი და რ---- კ-----–---- დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვაზე უფლებამოსილ სუბიექტებს წარმოადგენენ.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ძალადობის ფორმების ლეგალურ დეფინიციას შეიცავს მითითებული კანონის მე-4 მუხლი, რომლის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკური ძალადობა არის ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს, ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით, ფსიქოლოგიური ძალადობა არის შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; ამავე მუხლის ე“ ქვეპუნქტით, ეკონომიკური ძალადობა განმარტებულია, როგორც ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას.

 

სააპელაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს სახელმწიფოსთვის, რომელიც უზრუნველყოფს ეფექტური ღონისძიებების გატარებას, რათა თავიდან იქნეს აცილებული ძალადობის მავნე შედეგები. საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, სახელმწიფო ნეგატიურადაა ვალდებული თავი შეიკავოს ისეთი მოქმედებებისაგან, რომელიც გამოიწვევს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა უგულებელყოფას, ხოლო ამავე დროს პოზიტიურადაა ვალდებული შექმნას ისეთი სამართლებრივი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიან ბალანსს საზოგადოების წევრებს შორის. სწორედ ამ მიზნით 2014 წლის 19 ივნისს ხელი მოეწერა „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ“ ევროპის საბჭოს 2011 წლის კონვენციას (სტამბოლის კონვენცია), რომელიც მიზნად ისახავს ძალადობის აღკვეთას, მსხვერპლთა დაცვასა და მოძალადეთა პასუხისგებაში მიცემას და უზრუნველყოფს მსხვერპლ ქალთა დაცვის მექანიზმების გაძლიერებას, რათა თავიდან იქნეს აცილებული ქალების წინააღმდეგ განხორციელებული ნებისმიერი სახის ძალადობა. ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა ყოველთვის იწვევს საზოგადოების უარყოფით რეაქციას და სახელმწიფოს მხრიდან საჭირო ხდება დაუყოვნებელი მკაცრი რეაგირება ამგვარ ფაქტებზე. სახელმწიფო სისტემატიურად ქმნის ახალ მექანიზმებს და აუმჯობესებს კანონმდებლობას, რომელიც კიდევ უფრო მეტად ხელს შეუწყობს მსხვერპლთა დაცვას, დახმარებასა და რეაბილიტაციას. სწორედ ამ მიზნით ეროვნული კანონმდებლობით, კერძოდ, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით ჩამოყალიბდა ოჯახში ძალადობისაგან დაცვის ეფექტიანი სამართლებრივი მექანიზმები და დეტალურად განისაზღვრა მითითებულ ღონისძიებათა განხორციელების სპეციალური წესები. მითითებული კანონი ადგენს რეგულირებას, რაც დამახასიათებელია ოჯახში ძალადობისათვის, ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის, აგრეთვე, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სამართლებრივი დაცვისათვის.

 

პალატა იზიარებს რა მითითებულ მოსაზრებას და ეთანხმება ეფექტური ღონისძიებების გატარებას ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მიზნით. ამასთან, სასამართლოს მიერ კონკრეტული კონფლიქტის გადაწყვეტისას სასამართლოს მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები, უნდა გამომდინარეობდეს საქმეზე არსებული მტკიცებულებებიდან და შესაბამისად, მათი შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებიდან.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ღირსების ხელშეუვალობა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლით. ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო; დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება; საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლით დაცულია ასევე, სიცოცხლისა და ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებები;

 

პალატა აღნიშნავს, რომ დამცავი ორდერი არის დროებითი სახის ღონისძიება და მისი გამოცემის საფუძველს მსხვერპლის მოძალადისაგან დაცვა წარმოადგენს. აღნიშნულ ორდერში მითითებული აკრძალვებით მოძალადეს ეზღუდება მსხვერპლის მიმართ გარკვეული მოქმედებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს მსხვერპლის მშვიდობიან და უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. იმავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მტკიცების პროცესი მოიცავს მხარეთა მიერ მტკიცებულებათა შეგროვებას და სასამართლოში წარდგენას. მხარე ვალდებულია თვითონვე დაამტკიცოს მის მიერ მითითებული გარემოებები. ამ ვალდებულების შესრულება განაპირობებს დავის შედეგს. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც, რადგან საქმის შედეგი იმაზეა დამოკიდებული რა მტკიცებულებებზე მითითებით დაასაბუთებენ მხარეები გარემოებებს, რომლებზედაც ამყარებენ თავიან მოთხოვნებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით დადასტურდა ნ---- ჩ-------ის მხრიდან ა-–---------- კ-----–--------ისა და რ---- კ-----–----ს მიმართ ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ძალადობის განხორციელების ფაქტი, რის გამოც სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო ნ---- ჩ-------ის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემის წინაპირობები, რაც წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ა-–---------- კ-----–--------ის და რ---- კ-----–----ს განცხადება იმ ნაწილში, რომელიც შეეხება ნ---- ჩ-------ისათვის ოზურგეთში, დაბა უ----ში, თ----–---–-- ქ.N242-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მისვლის აკრძალვას, არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა უ----ში მდებარე 770 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 112,62 კვ.მ და 23,12 კვ.მ. შენობა-ნაგებობები, დაზუსტებული მონაცემით, რეგისტრირებულია ნ---- ჩ-------ის საკუთრებად.

 

პალატა მიუთითებს, რომ საკუთრების უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნ---- ჩ-------ისათვის საკუთრებით სარგებლობის შეზღუდვის გარეშეც შესძლებელი იქნება ა-–---------- კ-----–--------ისა და რ---- კ-----–----ს უფლებებისა და ინტერესების დაცვა, რის გამოც მათი განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ა-–---------- კ-----–--------ისა და რ---- კ-----–----ს მიმართ ძალადობის გამორიცხვისა და მოძალადის ნ---- ჩ-------ის მხრიდან გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, დროებითი ღონისძიების სახით მიზანშეწონილია დამცავი ორდერის გამოცემა.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმის მასალების გამოკვლევის შედეგად სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებული ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვასა და დახმარებასთან დაკავშირებული ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა, რის გამოც ა-–---------- კ-----–--------ისა და რ---- კ-----–----ს საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. საპროცესო ხარჯები:

 

ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაზე ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვასა და დახმარებასთან დაკავშირებით, საპროცესო კანონმდებლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდას არ ითვალისწინებს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 2112-2115-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლით

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1.ა-–---------- კ-----–--------ისა და რ---- კ-----–----ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

2.გაუქმდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

 

3.ა-–---------- კ-----–--------ისა და რ---- კ-----–----ს განცხადება დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და დამცავი ორდერი გამოიცეს ნ---- ჩ-------ის მიმართ, რომლითაც: ა) აეკრძალოს ნ---- ჩ-------ეს (დაბ.12.06.1989წ; პ/ნ:3----------; მცხ.ბათუმი, ზ---------------–---- ქ.N96/130) ა-–---------- კ-----–--------თან და რ---- კ-----–----სთან რაიმე ფორმით მიახლოება, ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობა; ბ) აეკრძალოს ნ---- ჩ-------ეს ა-–---------- კ-----–--------თან და რ---- კ-----–----სთან საკომუნიკაციო საშუალებებით ურთიერთობა; გ) აეკრძალოს ნ---- ჩ-------ეს ოზურგეთში, დაბა უ----ში, თ----–---–-- ქ.N242-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ა-–---------- კ-----–--------ისთვისა და რ---- კ-----–----სათვის ელექტრო ენერგიით და წყლით სარგებლობის უფლებით შეზღუდვა.

 

4.დანარჩენ ნაწილში ა-–---------- კ-----–--------ისა და რ---- კ-----–----ს განცხადება არ დაკმაყოფილდეს;

 

5.დამცავი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვროს 02 (ორი) თვით;

 

6.განემარტოს მხარეებს, რომ დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება გამოცხადებისთანავე შედის ძალაში;

 

7.განემარტოს ნ---- ჩ-------ეს, რომ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას;

 

8.გადაწყვეტილება მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით გადაეგზავნოს შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს, დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევაზე რეაგირების მიზნით;

 

9.გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე: მურთაზ მეშველიანი

 

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

 

ხათუნა ხომერიკი