განაჩენი

სისხლის სამართლის 22.03.2019
საქმის ნომერი
330100118002418159
ინსტანცია
თარიღი
22.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002418159

საქმე №1ბ/68-2019 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

22 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,პროკურორ - ლე----------–---ის

ადვოკატ - იო------------–---–ის

მონაწილეობით,გამართლებულ თა-----------------ას მონაწილეობის გარეშე

 

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ გრ-----–---–------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

თა-----------------ას მიმართ, დაბადებულის 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №-----------, ნასამართლევის, საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის გ---–-----–----------–----------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ბ-----------------–------------------------------, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამათლო და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 დეკემბრის განაჩენით თა-----------------ა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, თა-----------------ას ბრალი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

თა-----------------ას მიერ განხორციელებული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

თა-----------------ამ 2018 წლის 23 მარტს, ღამის საათებში, თბილისში, წ----------------–--–-------------–---------------------------------------ში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს, ან-------ას, მათი არასრულწლოვანი შვილის თა---–--------------ას თანდასწრებით. ასევე, თა-----------------ამ 2018 წლის 27 მარტს, თბილისში, წ----------------–--–-------------–---------------------------------------ში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ან-------ას, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

აღნიშნული ქმედებისათვის თა-----------------ას წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა თა-----------------ას მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა გრ-----–---–------ემ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, თა-----------------ას დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგი საფუძვლებით:

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად არ შეამოწმა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით, სრულიად არაობიექტურად მიიჩნია, რომ არ არსებობდა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლის მიხედვით თა-----------------ა ცნობილ იქნებოდა დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. სასამართლომ განაჩენის გამოტანისას არ გაითვალისწინა მოწმის სახით დაკითხული თა---–--------------ას ჩვენება და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. სასამართლოში გამოკვლეული ორი მტკიცებულებაც კი საკმარისი იყო გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო გამართლებულ თა-----------------ას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა იო------------–---–მა მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, გააანალიზა საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა და გასაჩივრებული განაჩენის კანონიერება, რის შედეგადაც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა თა-----------------ას მიერ არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის წევრზე ძალადობის ფაქტი, კერძოდ:

აპელანტს მიაჩნია, რომ მცირეწლოვან თა---–--------------ას ჩვენება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად საკმარისია თა-----------------ას ბრალის დასადასტურებლად. პალატა მიუთითებს, რომ მოწმე თა---–--------------ამ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ვერ გაიხსენა მამის - თა-----------------ას მიერ დედის - ან-------ას მიმართ ფიზიკური ძალადობის განხორციელების ფაქტი, თუმცა დაადასტურა გამოკითხვის ოქმში მის მიერ მითითებული ინფორმაცია მშობლებს შორის კონფლიქტისა და მამის მიერ დედის მიმართ ფიზიკური ძალადობის განხორციელების შესახებ.

 

2018 წლის 18 აპრილის სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად, 02.04.2018 წ. მოქალაქე ან-------ას პირადი შემოწმებისას მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება. შესამოწმებლის გადმოცემით: „2018 წლის 27 ან 28 მარტს /ასევე ამ ფაქტამდე ერთი კვირით ადრე/ მეუღლემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა“. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა სამედიცინო ექსპერტმა გ---–--------------–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.

 

დაზარალებულმა ან-------ამ და მოწმე მე------------ამ ისარგებლეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის (შესაბამისად მეუღლის და შვილის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ხოლო გამომძიებლებმა - ლა–--------–-–---–მა, ლი------------–--მა და ლე-----------–---–მა დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.

 

საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ამგვარი ერთობლიობის ფონზე, პალატა განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც გამატყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს და იმავდროულად, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას. შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, რომ მოცემულ საქმეში არ არსებობს საკმარისი ფაქტობრივი და მტკიცებულებითი საფუძველი გონივრულ ეჭვს მიღმა იმის დასადგენად, რომ თა-----------------ამ განახორციელა ოჯახში ძალადობა არასრულწლოვნის თანდასწრებით. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ მცირეწლოვანი მოწმის ჩვენება და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა საკმარისია თა-----------------ას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, მით უფრო, რომ მცირეწლოვანი ვერ იხსენებს მამის მხრიდან დედის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტს, ხოლო სამედიცინო ექსპერიზის დასკვნის თანახმად ან-------ას პირადი შემოწმებისას მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა.

 

პალატა განმარტავს, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, რომელმაც აღნიშნული ბრალდების დამტკიცება უნდა შეძლოს უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა თა-----------------ას დამნაშავეობაში. სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიცია იმის შესახებ, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება თა-----------------ას მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა, წარმოადგენს ამ მტკიცებულებების ანალიზის შედეგად წარმოქმნილ ვარაუდს, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის დასახელებული დანაწესიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ხსენებული კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარეს არ მოუპოვებია უტყუარ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა თა-----------------ას მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დასტურდება ის ფაქტი, რომ მან ოჯახური ძალადობა განახორციელა მეუღლის მიმართ თავისი არასრუწლოვანი შვილის თანდასწრებით.

ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის თა-----------------ას ბრალეულობის დამადასტურებელ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ხოლო ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის გამამართლებელი განაჩენი თამაზ თრდინავას მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ გრ-----–---–------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამათლო და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

თა-----------------ა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 5 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

 

თა-----------------ას განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ლომთათიძე