განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 33-31001700193-379 (N 3ბ/2-69-17)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
21 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
I შ ე ს ა ვ ა ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - გიორგი გოგიაშვილი
სხდომის მდივანი - დიანა გოხაძე
აპელანტი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
წარმომადგენელი - გი-------------–-–---–ი;
მოწინააღმდეგე მხარე - ნა---------–--ა;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება;
I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. აპელანტის მოთხოვნა
1.1. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნა---------–--ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენა/დადასტურების კომისიის 2017 წლის 6-------–ის №2--- გადაწყვეტილება; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის შესაბამისად რა--------–-----ა აღიარებული იქნება სამსახურეობრივი უფლებამოსილების დროს გარდაცვლილად („პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად), რაც მოსარჩელეს საშუალებას მისცემს დაენიშნოს კანონით გათვალისწინებული კომპენსაცია („სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და 221-ე მუხლებით გათვალისწინებული კომპენსაცია).
2.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.2.1. საქმეში წარმოდგენილი სოხუმის რაიონის სარ განყოფილების მიერ გაცემული რა--------–-----ას (დაბ. 1--------- წ.) დაბადების მოწმობით დგინდება, რომ მისი მამა იყო - თე---------–-----ა, ხოლო დედა - ნა---------–--ა.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის სამსახურის მიერ, 2010 წლის 2- თებერვალს გაცემული გარდაცვალების მოწმობის მიხედვით, რა--------–-----ა (დაბ. 1---------წ.) გარდაიცვალა 1997 წლის 23 ი--–--ს გ---–-----–ი, კ--------ის ხეობაში, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს.
მტკიცებულება, რომელსაც დაეყრდნო სასამართლო:
- დაბადების მოწმობა (ს.ფ. 21);
- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 22).
2.2.2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ 1998 წლის 3- მარტს გაიცა დასკვნა „აფხაზეთის ა.რ. შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების ასეულის თანამშრომლების, პოლიციის რიგით - ა---------– შ------ს ძე შ-----ს, პოლიციის რიგით - ჯ------–----------------------ას, პოლიციის უფროსი ლეიტენანტის, ოცმეთაურ - დ-------------------------ას, პოლიციის რიგით - ზ------------------------------ესა და პოლიციის რიგით - რ-----------------------–-----ას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით“. დასკვნაში მითითებულია, რომ 1997 წლის ი--–--ის თვეში, რა--------–-----ა თანამშრომლებთან ერთად მივლინებული იქნა გ---–-----–ის რაიონში - კ--------ის ხეობაში სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად. 1997 წლის 23 ი--–--ს იგი ოპერატიულ ჯგუფთან ერთად გაემგზავრა აფხაზეთის ა.რ. შსს კუთვნილი ავტომანქანით ოპერატიულ დავალებაზე, რა დროსაც ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა. დასკვნის თანახმად, დადგენილად ჩაითვალა ფაქტი, რომ აფხაზეთის ა.რ. შსს სპეცდანიშნულების ასეულის პოლიციის რიგითები: ა---------– შ------ს ძე შ-----, ჯ------–----------------------ა, ზ------------------------------ე, რ-----------------------–-----ა და პოლიციის უფ.ლ-ტი, ოცმეთაური - დ-------------------------ა დაიღუპნენ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს.
მტკიცებულება, რომელსაც დაეყრდნო სასამართლო:
- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ 1998 წლის 3- მარტს გაიცა დასკვნა (ს.ფ. 14-16).
2.2.3. 2017 წლის 15 მარტს ნა---------–--ამ განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს და მოითხოვა მისი შვილის - რა--------–-----ას გარდაცვალების გამო სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა.
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენა/დადასტურების კომისიის 2017 წლის 6-------–ის №2--- გადაწყვეტილებით ნა---------–--ას უარი ეთქვა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურე - რ-----------------------–-----ას (დაბ. 1---------წ.) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას („პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 მუხლი) დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადასტურებაზე/დადგენაზე.
მტკიცებულება, რომელსაც დაეყრდნო სასამართლო:
- ნა---------–--ას 2017 წლის 15 მარტის განცხადება (ს.ფ. 64);
- „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენა/დადასტურების კომისიის 2017 წლის 6-------–ის №2--- გადაწყვეტილება (ს.ფ. 19-20).
2.2.4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის II სამმართველოს უფროსის, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკის 2017 წლის 12 აპრილის №MIA 1------------ წერილით ნა---------–--ას ეცნობა, რომ ვინაიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურე - რ-----------------------–-----ას (დაბ. 1--- წ.) გარდაცვალების ფაქტი არ ექცეოდა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტის მოქმედების ფარგლებში, მოკლებულნი იყვნენ შესაძლებლობას გაეცათ ცნობა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის“ დანიშვნის მიზნით.
მტკიცებულება, რომელსაც დაეყრდნო სასამართლო:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის II სამმართველოს უფროსი პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკის 2017 წლის 12 აპრილის №MIA 1------------ წერილი (ს.ფ. 17-18).
2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლომ აღნიშნა, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.
სასამართლომ ასევე მიუთითა „სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 31 აგვისტოს №627 ბრძანებაზე, რომლითაც „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე შეიქმნა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენა/დადასტურების კომისია.
მითითებული ბრძანების მე-2 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით კომისიას დაევალა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტიდან წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის საფუძველზე სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენა/დადასტურება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ განმარტავს, რომ მოქალაქის მიერ წარდგენილ განცხადებაზე გადაწყვეტილების მიმღებ კომპეტენტურ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენა/დადასტურების კომისია.
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღის (1991 წლის 9 აპრილი) შემდეგ, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა ოჯახის წევრებს, გარდა ამ პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე კანონის 221-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზემოთ მითითებული მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ-ო“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებს კომპენსაცია დაენიშნებათ ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად კომპენსაციის ოდენობა 2014 წელს განისაზღვრა - 500 ლარით, ხოლო 2015 წლიდან - 1 000 ლარით.
სასამართლომ მიუთითა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტზე, რომლის მიხედვით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კერძოდ, ამ კანონით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიების განხორციელებისას, სამართალდარღვევის აღკვეთისას, დამნაშავის შეპყრობისას, დამნაშავეობასთან ბრძოლისას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისას ან/და საბრძოლო მოქმედებების დროს შეტაკებისას, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმისას, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და ქონების გადარჩენისას პოლიციელის დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან, მინისტრის მიერ გამოცემული აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით და დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. პოლიციელის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს არა ,,პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული ერთჯერადი ფულადი კომპენსაცია, არამედ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და 221-ე მუხლებით გათვალისწინებული კომპენსაცია, რისთვისაც აუცილებელ პირობას წარმოადგენს, რომ მოსარჩელის შვილის - რა--------–-----ას გარდაცვალება გამოწვეული იყოს ,,პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით განსაზღვრული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.
სასამართლომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ, 1998 წლის 3- მარტს გაცემული დასკვნის მიხედვით დადგენილად მიიჩნია, რომ ნა---------–--ას შვილი - აფხაზეთის ა.რ. შსს სპეცდანიშნულების ასეულის პოლიციის რიგითი - რ-----------------------–-----ა (დაბ. 1--------- წ.) დაიღუპა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს. აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს ასევე სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის სამსახურის მიერ 2010 წლის 2- თებერვალს გაცემული გარდაცვალების მოწმობა, რომელშიც მითითებულია, რომ რა--------–-----ა (დაბ. 1--------- წ.) გარდაიცვალა 1997 წლის 23 ი--–--ს გ---–-----–ი, კ--------ის ხეობაში, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს.
ასევე დადგენილია, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენა/დადასტურების კომისიის 2017 წლის 6-------–ის №2--- გადაწყვეტილებით ნა---------–--ას უარი ეთქვა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურე - რ-----------------------–-----ას (დაბ. 1--------- წ.) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას („პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 მუხლი) დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადასტურებაზე/დადგენაზე.
ზემოაღნიშნული საფუძვლით კი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის II სამმართველოს უფროსის, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკის 2017 წლის 12 აპრილის №MIA 1------------ წერილით ნა---------–--ას ეცნობა, რომ ვინაიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურე - რ-----------------------–-----ას (დაბ. 1---- 1--- წ.) გარდაცვალების ფაქტი არ ექცეოდა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტის მოქმედების ფარგლებში, მოკლებულნი იყვნენ ცნობის გაცემის შესაძლებლობას „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის“ დანიშვნის მიზნით.
სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში დასადგენია მოსარჩელის შვილი - რა--------–-----ას (დაბ. 1--------- წ.) გარდაცვალების ფაქტი ექცევა თუ არა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტის მოქმედების ფარგლებში. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ რ-----------------------–-----ა (დაბ. 1--------- წ.) დაიღუპა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, რაც დადასტურებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ 1998 წლის 3- მარტს გაცემული დასკვნით.
სასამართლომ განმარტა, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტი დეტალურად განსაზღვრავს იმ ჩამონათვალს, რასაც აღნიშნული მუხლის დისპოზიცია მოიცავს, კერძოდ, ესენია: სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება, კერძოდ - პრევენციული ღონისძიების განხორციელება, სამართალდარღვევის აღკვეთა, დამნაშავის შეპყრობა, დამნაშავეობასთან ბრძოლა, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა ან/და საბრძოლო მოქმედებების დროს შეტაკება, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმა, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და ქონების გადარჩენა. ამასთან, აღნიშნული ნორმა მიუთითებს, რომ მოცემული ჩამონათვალის საფუძველზე, მათ შორის ერთ-ერთი გარემოების არსებობის შედეგად პოლიციელის დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად მისი გარდაცვალების შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) უფლება აქვს მოითხოვოს მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია, რაც გათვალისწინებულია სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ო) პუნქტისა და ამავე კანონის 221-ე მუხლის თანახმად.
სასამართლომ მიუთითა, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ, 1998 წლის 3- მარტს გაცემულ დასკვნაში მითითებულია, რომ 1997 წლის ი--–--ის თვეში, რა--------–-----ა თანამშრომლებთან ერთად მივლინებული იქნა გ---–-----–ის რაიონში, კერძოდ - კ--------ის ხეობაში სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად. 1997 წლის 23 ი--–--ს იგი ოპერატიულ ჯგუფთან ერთად გაემგზავრა აფხაზეთის ა.რ. შსს კუთვნილი ავტომანქანით ოპერატიულ დავალებაზე, სადაც ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა. შესაბამისად, პრევენციული ღონისძიების განხორციელებასა და დამნაშავეობასთან ბრძოლას შორის პირდაპირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი უდავოა, რაც დადასტურებულია შესაბამისი დასკვნით. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ დამნაშავეობასთან ბრძოლის მოქმედება იწყება დავალების მიღების მომენტიდან და სრულდება ამოცანის შესრულებით, ხოლო აღნიშნულ პროცესში პოლიციელის გარდაცვალება უნდა ჩაითვალოს პრევენციული ღონისძიების განხორციელების დროს პირის გარდაცვალებად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზეა რა--------–-----ას გარდაცვალება „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიების განხორციელებისას და უშუალოდ პრევენციული ღონისძიების განსახორციელებლად სპეციალური სამსახურებრივი დავალების შესრულებისას მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რაც უპირობო საფუძველია იმისათვის, რომ რა--------–-----ას გარდაცვალების ფაქტი მოექცეს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტის რეგულაციაში.
სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენა/დადასტურების კომისიის 2017 წლის 6-------–ის №2--- გადაწყვეტილება უკანონოა და იგი ბათილად უნდა იქნას ცნობილი. ამასთან, ამგვარი უარი პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის ინტერესს და შესაბამისად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა დაევალოს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის შესაბამისად რა--------–-----ა აღიარებული იქნება სამსახურეობრივი უფლებამოსილების დროს გარდაცვლილად, რაც მოსარჩელეს საშუალებას მისცემს დაენიშნოს კანონით გათვალისწინებული კომპენსაცია.
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი აღნიშნავს, რომ კომისიამ შეისწავლა, რა--------–-----ას დედის ნა---------–--ას განცხადების საფუძველზე, რ-----------------------–-----ას საქმე. კომისიის გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მოსარჩელის შვილი - რა--------–-----ა მუშაობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების ასეულის პოლიციელად. 1997 წლის 23 ი--–--ს იგი კ--------ის ხეობაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა. ამდენად, სადაოდ არაა გამხდარი რა--------–-----ას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვალების ფაქტი, რაც დასტურდება 1998 წლის 3- მარტით დათარიღებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების ასეულის პოლიციელის რა--------–-----ას გარდაცვალების ფაქტზე ჩატარებული სამსახურებრივი მოკვლევის მასალებზე გაცემული, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის ლ. ნ------ას მიერ დამტკიცებული დასკვნით. მასზე გავრცელდა „პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე მოხდა იმ დროისათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ერთდროული კომპენსაციის (ათი წლის ხელფასის ოდენობით) გაცემა, მაგრამ აღნიშნულ შემთხვევაში ვერ გავრცელდება „პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის" 50-ე მუხლის პირველი პრიმა პუნქტი. აღნიშნული კონკრეტული შემთხვევა არ ექცევა "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის "ო" ქვეპუნქტითა და "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პრიმა პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის რეგულაციაში, ვინაიდან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელის დაღუპვის ეს ფაქტი უკავშირდება უბედურ შემთხვევას, კერძოდ, ავტოკატასტროფას. 1997 წლის 23 მაისს დაახლოებით 22 საათზე, კ--------ის ხეობაში, პოლიციის რიგითმა ა---------– შ-----მ, რომელიც მართავდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომანქანას ვერ დაიმორჩილა საჭე, გადავიდა სავალი გზიდან, რის შედეგადაც ავტომანქანა მთლიანი შემადგენლობით, მათ შორის რა--------–-----აც, გადაიჩეხა ხევში. ამდენად, სახეზეა შემთხვევითი ფაქტი და არა პოლიციელის მხრიდან რაიმე გაბედული ქმედება.
აღნიშნული ვითარება უკავშირდება უბედურ შემთხვევას, რომელიც თვით პოლიციელის მიერ არ იყო მოსალოდნელი, იგი თავისი უშუალო მოვალეობის შესრულებიდან გამომდინარე, პირდაპირ საფუძვლიანად, ობიექტურად არ ელოდა ასეთ საფრთხეს. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელის დაღუპვის ის შემთხვევა, როდესაც პოლიციელის მიერ მასზე დაკისრებული მოვალეობის განხორციელება იმთავითვე შეიცავს პოლიციელის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების საფრთხეს და მიუხედავად ასეთი ვითარების, პოლიციელი მაინც ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, კანონმდებელმა გამიჯნა პოლიციელის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების იმ შემთხვევისაგან როდესაც სახეზეა პოლიციელის უბედური შემთხვევის დროს დაღუპვა.
აპელანტის განმარტებით, კანონი არის კანონმდებლის მიზნის განხორციელების ინსტრუმენტი და ამიტომ ის უნდა განიმარტოს კანონმდებლის ნამდვილი მიზნის ადეკვატურად. სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს კანონმდებლის განზრახვით, როგორც ნორმის განმარტების საშუალებით. იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს კანონმდებლის ნების სწორი განმარტება, აუცილებელია სადავო საკითხთან დაკავშირებით "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონში 2015 წლის 3 ი--–--ს 50-ე მუხლთან დაკავშირებით განხორციელებული ცვლილებების განხილვა.
"პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის თანხმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, გარდა ამ მუხლის I პრიმა პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, პოლიციელის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს ( მემკვიდრეს) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან, მინისტრის მიერ გამოცემული აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 15 000 ( თხუთმეტი ათასი) ლარისა და დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა 500 ( ხუთასი) ლარის ოდენობით, ხოლო ამავე მუხლის I პრიმა პუნქტის მიხედვით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კერძოდ, ამ კანონით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიების განხორციელებისას, სამართალდარღვევის აღკვეთისას, დამნაშავის შეპყრობისას, დამნაშავეობასთან ბრძოლისას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისას ან/და საბრძოლო მოქმედებების დროს შეტაკებისას, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმისას, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და ქონების გადარჩენისას პოლიციელის დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში მის ოჯახს ( მემკვიდრეს) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან, მინისტრის მიერ გამოცემული აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 100 000 ( ასი ათასი) ლარისა და დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
"პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის 50-ე მუხლში I პრიმა პუნქტის დამატების მიზანი არის ერთის მხრივ, პოლიციელთა საქმიანობაში მათი მოტივაციის გაზრდა, ხოლო მეორეს მხრივ, მათი გაბედული საქმიანობის გამო გარდაცვალების შემთხვევაში, გარდაცვლილი პოლიციელების ოჯახისათვის სახელმწიფოს მიერ მეტი პატივის მიგება, გაზრდილი ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა, რაც განსაზღვრულია აღნიშნული ნორმის მიღებამდე წარდგენილი პროექტის განმარტებით ბარათშიც.
კანონპროექტის მიღების მიზეზის განმარტებაში, "ფინანსურ შედეგებთან " ნაწილში - ბ.ე პუნქტში, აღნიშნულია "ამ კანონის ამოქმედების შემდეგ გმირულად გარდაცვლილ პოლიციელთა ოჯახებს (მემკვიდრეს) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან მიეცემა ერთჯერედი დახმარება 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით." ამდენად, კანონი პოლიციელის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვალების ნებისმიერ შემთხვევას ითვალისწინებს და ნებისმიერ შემთხვევაში ადგენს გარდაცვლილი პოლიციელისათვის პატივის მიგების პირობებს, თუმცა გარდაცვალების ვითარებიდან გამომდინარე, განსხვავებულად ადგენს კომპენსაციის ოდენობასა და წესს, შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში განმსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს იმ ვითარების დადგენას, რომლის დროსაც წარმოიშვა "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის 50-ე მუხლში I პრიმა პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი.
"პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის 50-ე მუხლში I პრიმა პუნქტი ითვალისწინებს ისეთ ვითარებას, როდესაც პოლიციელის მიერ მასზე დაკისრებული მოვალეობის განხორციელება უშუალოდ უკავშირდება ექსტრემალური, უკიდურესად დაძაბული ვითარების წამოქმნას, რაც უშუალოდ უნდა შეიცავდეს პოლიციელის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების საფრთხეს და მიუხედავად ასეთი საფრთხისა პოლიციელი ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას, რასაც შედეგად მისი გარდაცვალება მოჰყვა. აღნიშნული ვითარება სიტუაციური (დამნაშავის შეპყრობის დროს მათ მიერ წინააღმდეგობის გაწევა და ა. შ.) უნდა იყოს და უშუალოდ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებიდან პირდაპირ და ობიექტურად უნდა გამომდინარეობდეს, ამასთან ასეთი სიტუაცია იმთავითვე უნდა წარმოქმნიდეს პოლიციელის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზიანების საფრთხეს. რა--------–-----ა გარდაიცვალა არა პრევენციული ღონისძიების განხორციელებისას, არამედ მისი გარდაცვალება ავტოავარიით იქნა განპირობებული და დაემთხვა პოლიციელის მიერ საერთო სამსახურებრივ მოვალეობის შესრულებას და მისი გარდაცვალების ეს ფაქტი არ ექცევა "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის 50-ე მუხლში I პრიმა პუნქტის რეგულაციაში.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძველია.
4.1. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ხოლო სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით აღნიშნავს შემდეგს:
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დავის ძირითად საგანს წარმოადგენს ნა---------–--ასთვის ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის კანონიერების საკითხი. დავის სწორად გადაწყვეტის მიზნით, არსებითად მნიშვნელოვანია გამოიკვეთოს კომპენსაციის დანიშვნისათვის ის აუცილებელი წინაპირობები, რომელთაც ითვალისწინებს ხსენებული საკანონმდებლო აქტი.
პალატა მიუთითებს „სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტზე, რომელიც არეგულირებს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლებს. კერძოდ, მოცემული ნორმის თანახმად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის მოთხოვნის უფლება აქვთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღის (1991 წლის 9 აპრილი) შემდეგ, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ოჯახის წევრებს. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობას განსაზღვრავს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებათა თანხვედრა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ გარემოებებთან. კერძოდ, მოცემული ნორმით გათვალისწინებულ ფაქტობრივ გარემოებათა არსებობის შემთხვევაში ითვალისწინებს ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი კომპენსაციის დანიშვნას.
„პოლიციის შესახებ’’ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, გარდა ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, პოლიციელის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან, მინისტრის მიერ გამოცემული აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარისა და დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. პოლიციელის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს. ამავე მუხლის 11 პუნქტის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კერძოდ, ამ კანონით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიების განხორციელებისას, სამართალდარღვევის აღკვეთისას, დამნაშავის შეპყრობისას, დამნაშავეობასთან ბრძოლისას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისას ან/და საბრძოლო მოქმედებების დროს შეტაკებისას, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმისას, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და ქონების გადარჩენისას პოლიციელის დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან, მინისტრის მიერ გამოცემული აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით და დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. პოლიციელის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს. ამ კანონით გათვალისწინებული ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო კომპენსაცია არის ოჯახისათვის განკუთვნილი სარგებელი, რომელიც გულისხმობს კომპენსაციის პროპორციულ განაწილებას გარდაცვლილის ოჯახის წევრებს (მშობლები, მეუღლე, შვილები 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო შვილები (ასაკის მიუხედავად)) შორის.
პალატა განმარტავს, რომ ზემოხსენებულ ნორმაში ასახულ ქმედებებად ვერ ჩაითვლება შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის სამსახურებრივი საქმიანობის ნებისმიერი შემთხვევა. ამგვარი მოსაზრების საფუძველია კანონმდებლის ნება, ერთმანეთისაგან იქნეს დიფერენცირებული შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალება და მისგან გამომდინარე სოციალური გარანტიები („პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 1-ლი პუნქტი) და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას განსაკუთრებულ ვითარებაში დაღუპვა და მისგან გამომდინარე გარანტიები („პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტი).
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით დადგენილია იმ შემთხვევათა ჩამონათვალი, რომლებიც ექცევა მითითებული ნორმის რეგულაციაში და ასეთი შემთხვევებია: პოლიციელის გარდაცვალება ,,პოლიციის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიების განხორციელებისას, სამართალდარღვევის აღკვეთისას, დამნაშავის შეპყრობისას, დამნაშავეობასთან ბრძოლისას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისას ან/და საბრძოლო მოქმედებების დროს შეტაკებისას, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმისას, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და ქონების გადარჩენისას.
პალატას მართებულად მიაჩნია აპელანტის მითითება ზემოაღნიშნული ნორმის განმარტებით ბარათზე, სადაც უფრო ცხადად არის წარმოდგენილი კანონმდებლის ნება. კერძოდ, ხსნებული მუხლი შეეხება გმირულად გარდაცვლილ პოლიციელთა ოჯახის წევრებს. პალატა ასევე იზიარებს აპელანტის მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ ხსენებული ნორმის მიზანი არის ერთის მხრივ, პოლიციელთა საქმიანობაში მათი მოტივაციის გაზრდა, ხოლო მეორეს მხრივ, მათი გაბედული საქმიანობის გამო გარდაცვალების შემთხვევაში, გარდაცვლილი პოლიციელების ოჯახისათვის სახელმწიფოს მიერ მეტი პატივის მიგება, გაზრდილი ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა, რაც განსაზღვრულია აღნიშნული ნორმის მიღებამდე წარდგენილი პროექტის განმარტებით ბარათშიც. სააპელაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ მოცემული ნორმა გულისხმობს კომპენსაციის გაცემას პოლიციელის გარდაცვალების შემთხვევაში, რომელსაც ადგილი ჰქონდა ამავე ნორმაში მითითებულ გარემოებათა პროცესში, დასახელებულ ღონისძიებათა აღსრულების მომენტში. კომპენაციის გაცემის საფუძველი ვერ გახდება ამგვარი ქმედების ჩადენის მიზანი, არამედ მხოლოდ მასში მონაწილეობა, დასახული მიზნის უშუალო აღსრულების პროცესი და მისგან გამომდინარე დამდგარი შედეგი - გარდაცვალება, შეიძლება გახდეს ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახის წევრებზე კომპენსაციის გაცემის საფუძველი.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავოა ექცევა თუ არა რა--------–-----ას გარდაცვალება ,,პოლიციის შესახებ’’ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, იმ პირობებში, როდესაც დადგენილია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, რა--------–-----ას გარდაცვალების ფაქტი.
საქმის მასალების თანახმად, 1997 წლის ი--–--ის თვეში, რა--------–-----ა თანამშრომლებთან ერთად მივლინებული იქნა გ---–-----–ის რაიონში - კ--------ის ხეობაში სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად. 1997 წლის 23 ი--–--ს იგი ოპერატიულ ჯგუფთან ერთად გაემგზავრა აფხაზეთის ა.რ. შსს კუთვნილი ავტომანქანით ოპერატიულ დავალებაზე, რა დროსაც ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა. დასკვნის თანახმად, დადგენილად ჩაითვალა ფაქტი, რომ აფხაზეთის ა.რ. შსს სპეცდანიშნულების ასეულის პოლიციის რიგითები, მათ შორის რ-----------------------–-----ა დაიღუპა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს. ამდენად, დადგენილია, რომ რა--------–-----ა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა, თუმცა აღნიშნული არ მიეკუთვნება „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ არც ერთ შემთხვევას, რაც თავისთავად არ ქმნის კანონისმიერ წინაპირობას იმისათვის, რომ ჯ--–-------------ის გარდაცვალების ფაქტი მოექცეს ,,პოლიციის შესახებ’’ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტის რეგულაციაში.
,,პოლიციის შესახებ’’ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 1-ლი პუნქტით და ამავე მუხლის 11 პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების მქონე გარდაცვლილ პოლიციელთა წრე (სუბიექტები) არ არის ერთი და იგივე. „პოლიციის შესახებ“ კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, გარდა ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, პოლიციელის დაღუპვის შემთხვევაში მისი ოჯახის წევრებს ენიშნებათ სახელმწიფო კომპენსაცია, რაც იძლევა იმ დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ „პოლიციის შესახებ“ კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტი ვრცელდება ყველა იმ პოლიციელზე, რომელიც გარდაიცვალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, მაგრამ მისი სამსახურებრივი საქმიანობა არ იყო დაკავშირებული ამავე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული სპეციფიკური და მომეტებული საფრთხის შემცველი უფლებამოსილებების განხორციელებასთან.
პალატა ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ დამნაშავეობასთან ბრძოლის მოქმედება იწყება დავალების მიღების მომენტიდან და სრულდება ამოცანის შესრულებით, ხოლო აღნიშნულ პროცესში პოლიციელის გარდაცვალება უნდა ჩაითვალოს პრევენციული ღონისძიების განხორციელების დროს პირის გარდაცვალებად, რასაც ითვალისწინებს ,,პოლიციის შესახებ’’ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტი. პალატა აღნიშნავს, რომ პრევენციული ღონისძიების განხორციელების პერიოდი შესაძლებელია შემოიფარგლოს აღნიშნული ღონისძიების განხორციელების შესახებ დავალების გაცემიდან მის შესრულებამდე, თუმცა არა დასახელებული ნორმის მიზნებიდან გამომდინარე. აღნიშნული ნორმა არ მიუთითებს ამგვარ ღონისძიებათა დაწყება-დასრულების პერიოდზე, არამედ ასახელებს უშუალოდ იმ მომენტს და ვითარებას რა ვითარებაშიც გარდაცვალება წარმოშობს გარდაცვლილი პირის ოჯახის წევრებისთვის კომპენსაციის გაცემის საფუძველს. პრევენციული ღონისძიებების აღსრულება უნდა წარმოადგენდეს გარდაცვალების გამომწვევ მიზეზს და არა უბედური შემთხვევა, რომელიც უშუალოდ ამგვარ ღონისძიებათა აღსრულებას არ ემსახურებოდა. ,,პოლიციის შესახებ’’ საქართველოს კანონის 18-ე მუხლი განსაზღვრავს პოლიციის პრევენციული და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებებს. პალატას მიაჩნია, რომ დასახული მიზნის, გაცემული დავალების აღსრულებისთვის ტრანსპორტირება და აღნიშნულ პერიოდში ავტოავარიის შედეგად გარდაცვალება ვერ ჩაითვლება პრევენციულ ღონისძიებათა და მისი აღსრულების მომენტში გარდაცვალებად. შესაბამისად, პალატა ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ რა--------–-----ას გარდაცვალება წარმოადგენს ,,პოლიციის შესახებ’’ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას, ეს უკანასკნელი კი წარმოადგენს ნა---------–--ას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
5. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან,მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2-7-ე, 386-ე, 389-ე, 397-ე მუხლებით და
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილების შეცვლით საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. ნა---------–--ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21(ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე : გიორგი გოგიაშვილი