განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002347944
საქმე №1ბ/1536-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 მარტი, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ვეფხია ლომიძე
მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე
მაია თეთრაული
ლელა ბახტაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ე-------ას
მსჯავრდებულის: თ---------------ის
ადვოკატის: თ-----------–--ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულ თ---------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - თ-----------–--ის და ქ. თბილისის დ---------------------ს რაიონული პროკურატურის პროკურორის ე-------ას სააპელაციო საჩივრების საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №00202117001) თ---------------ის მიმართ. თ---------------ე დაბადებულია 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული ხ-–----–---–-------------–--------------–---------------------–-------------------–------------------------------------–---------------------------–--
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენ--–-ბის მიხედვით თ---------------ემ ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 2 ნოემბერს, დაახლოებით 00:45 საათზე ქ. თბილისში, დ-----------------------------–-------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე თ---------------ე იმყოფებოდა თავის მეგობრებთან ლ----------–---–თან და ვინმე გ-------სთან ერთად. მათ შელაპარაკება მოუვიდათ გ-------------–----ესთან, რა დროსაც ამ უკანასკნელს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. გ------------–----ემ შეძლო თავდამსხმელებისგან თავის არიდება. მოგვიანებით, დაახლოებით 01:30 საათზე თ-----------------ემ კვლავ შენიშნა გ--------------–---ძე, რომელიც იმყოფებოდა ნ-------–-----ესთან და გ------- ს---------სთან ერთად და აგრესიით დანის მუქარით გაემართა მათკენ. დანის რამდენჯერმე მოქნევით ნ-------–-----ეს განზრახ მოკვლის მიზნით მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობით დაუზიანა დიაფრაგმა, რითიც მიაყენა სხეულის მძიმე ხარისხის სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება. დანაშაული ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი, ვინაიდან იგი შემჩნეულ იქნა შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ---------------------ს სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლების მიერ.
2017 წლის 2 ნოემბერს, დაახლოებით 00:45 საათზე ქ. თბილისში, დ-----------------------------–-------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე თ---------------ე იმყოფებოდა თავის მეგობრებთან - ლ----------–---–თან და ვინმე გ-------სთან ერთად. მათ შელაპარაკება მოუვიდათ გ-------------–----ესთან, რა დროსაც ამ უკანასკნელს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, თ---------------ემ გ------------–----ეს თავის არეში მიაყენა ღია ჭრილობა თავის ტვინის შერყევით. აღნიშნული დაზიანებები სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით:
თ---------------ე საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;
თ---------------ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
თ---------------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის და 6 თვის ვადით;
თ---------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა - გაუქმდა. სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 9 თებერვლიდან;
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ თ---------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ-----------–--მა და ქ. თბილისის დ---------------------ს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ე-------ამ.
ქ. თბილისის დ---------------------ს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ე-------ამ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, თ---------------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 120-ე და 19,108-ე მუხლით ნაცვლად საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილისა და სასჯელის სახედ მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, რადგან მიიჩნევს, რომ სასამართლოში წარმოდგენილი იყო ერთმანეთთან შეთანხმებული, დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდებოდა თ---------------ის ბრალეულობა ნ-------–-----ის განზრახ მკვლელობის მცდელობის და გ------------–----ის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით, რაც არ იქნა გაზიარებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ. შესაბამისად, ბრალდების მხარის არგუმენტაციით გასაჩივრებული განაჩენი აშკარად უკანონო და დაუსაბუთებელია.
დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა თ---------------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, რადგან დაცვის არგუმენტაციით ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია გონივრულ ეჭვს მიღმა შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა თ---------------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა.
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს - გასაჩივრებული განაჩენი უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას სრულად იქნა გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ: მოწმის სახით დაიკითხნენ დაზარალებულები, პოლიციის თანამშრომლები, ექსპერტები, საპროცესო მოქმედებების ჩამტარებელი და ფაქტის თვითმხილველი პირები. გამოკვლეული იქნა საქმეზე ჩატარებული სამედიცინო, ბიოლოგიური, გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნები, ნივთმტკიცებად დართული ვიდეომასალა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების და ამოღების ოქმები. აღნიშნულ მტკიცებულებათა შეფასებით პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ თ---------------ეს ჩადენილი არ ჰქონდა ის დანაშაული, რასაც ბრალდება პირის ბრალდების შესახებ დადგენ--–-ბის მიხედვით ედავებოდა. დადასტურებულად ცნო, რომ თ---------------ის მიერ ჩადენილი იქნა ქმედება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. შესაბამისად, ბრალდება საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლიდან გადააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ხოლო საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში თ---------------ე გაამართლა.
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულმა ნ-------–-----ემ მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 2 ნოემბერს, სამსახურის დასრულების შემდეგ მეგობრებთან ერთად წავიდა ქ. თბილისში, რ---------–ის გამზირზე მდებარე ბარ „----------–--, სადაც მიიღო ალკოჰოლური სასმელი (რამდენიმე ჭიქა ლუდი დალია). დაახლოებით ორი საათის შემდეგ გ-------------–----ე, გ-------------ე და ს--–--------–----–---–ი ბარიდან წავიდნენ დიღმის მასივის მიმართულებით. დაახლოებით 00:50 საათზე დაურეკა დეიდაშვილმა გ------------–----ემ და უთხრა, რომ იმყოფებოდა ქ. თბილისში, ვ. მ----------ს ძეგლთან, სადაც მოუვიდა შელაპარაკება უცხო პირებთან, რომლებმაც იგი სცემეს და თავის არეში მიაყენეს დაზიანება. რამდენიმე წუთში მივიდა მ----------ს ძეგლთან, სადაც დახვდნენ გ--- ს--------- და გ-------------–----ე. გ------------–----ეს თავი დაზიანებული ჰქონდა და სისხლი სდიოდა. ცდილობდა მის დახმარებას და სისხლდენის შეჩერებას. შემთხვევის ადგილი ლამპიონის შუქით იყო განათებული. გ------------–----ესთან და გ-------------ესთან ერთად წავიდა დინამოს ბაზის მიმართულებით. მიუახლოვდნენ მარკეტს, რომელთანაც გაჩერებული იყო ავტომანქანა, საიდანაც გადმოვიდა მისთვის უცნობი ორი პირი (ერთი დაბალი, მეორე ოდნავ მაღალი). მათგან ერთს დანა ეჭირა ხელში, ისინი აგრესიით მიემართებოდნენ მათკენ. დანიანი პირი წავიდა მისკენ და გ-------------ისკენ, ხოლო მეორე - გ-------------–----ის მიმართულებით და დაიწყო ჩხუბი, რომელიც 4-5 წუთს გაგრძელდა. მის წინ მყოფი პიროვნება დანას იქნევდა. რამდენიმე მოქნევა აირიდა, თუმცა მუცლის არეში სისველე მაინც იგრძნო. თავი დახარა და დაინახა, რომ მისგან მარცხნივ ჩხუბობდნენ გ-------------–----ე და მეორე პიროვნება, მარჯვნიდან კი ადამიანის რამდენიმე ლანდი მიდიოდა მათკენ. მასთან ახლოს მყოფმა პიროვნებამ დანის ქნევა შეწყვიტა. თვითონ ჩხუბის ადგილს გაერიდა და გადაინაცვლა „ლ----------------სკენ“, სადაც მისთვის უცნობმა პიროვნებებმა გაუწიეს დახმარება. შემთხვევის ადგილზე ჯერ პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ, შემდეგ - სასწრაფო დახმარება და გადაიყვანეს საავადმყოფოში. გაუკეთეს ოპერაცია და შეუჩერეს სისხლდენა. ჭრილობა მუცლის არეში მარჯვენა მხარეს ჰქონდა მიყენებული. დაამახსოვრდა, რომ დანას ვერცხლისფერი დეტალი ჰქონდა, რომელიც შუქზე მკაფიოდ ჩანდა (ირეკლავდა). მისთვის უცნობი პიროვნება ხელსახოცს ადებდა და ცდილობდა სისხლდენის შეჩერებას. თავდამსხმელები რა მიმართულებით გაიქცნენ, არ დაუნახავს. ჩხუბის მიმდინარეობისას მხოლოდ დანიან პიროვნებასთან ჰქონდა შეხება. დანიანი პიროვნება იყო მაღალი, მეორე - შედარებით დაბალი. მაღალს ეცვა მუქი ფერის ტანსაცმელი, დაბალს - შედარებით ღია ფერის შარვალი, ხოლო ფეხზე - მუქი ფერის ფეხსაცმელი. ჩხუბის მიმდინარეობისას მის გვერდით გ-------------ე იდგა, მაგრამ მისკენ არ გაუხედავს და არ იცის, რას აკეთებდა. ნასვამ მდგომაროებაში იმყოფებოდა და თავდამსხმელები სახით ვერ დაიმახსოვრა.
დაზარალებულმა გ------------–----ემ პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 1 ნოემბერს, საღამოს საათებში დაახლოებით 10 ადამიანთან ერთად იმყოფებოდა ბარში, სადაც ალკოჰოლური სასმელი (ლუდი) დალიეს. ბარიდან დაახლოებით 2-3 საათში წამოვიდნენ. გ--- დატოვა რ--------ს გამზირზე, თვითონ დ-------------------- კვარტლისკენ გადაუხვია და დაახლოებით პირველის ნახევარზე შეყვარებული ს--–---- ც----–---–ი მიაცილა სახლში. სახლში წასასვლელად ტაქსი გააჩერა, ყურსასმენი ჰქონდა გაკეთებული, თუმცა მაინც გაიგონა, რომ მისთვის უცნობი პიროვნება ეძახდა. როდესაც გამოიხედა, დაინახა, რომ მასთან ახლოს იდგა სამი პიროვნება, რომელთაგან ერთ-ერთმა (მაღალმა) სახეში ხელი დაარტყა. დარტყმის შედეგად მიწაზე დავარდა. სცადა მათი მოგერიება მაგრამ ვერ მოახერხა, თუმცა გაქცევა მაინც შეძლო. დაურეკა დეიდაშვილ ნ-------–-----ეს და მეგობარ გ-------------ეს. ისინი მალევე მივიდნენ და მოუყვა მომხდარის შესახებ. წავიდნენ იმ ადგილისკენ, სადაც თავდაპირველი ჩხუბი მოხდა. შეამჩნიეს, რომ იქვე გაჩერებული ავტომანქანიდან ორი ადამიანი გადმოვიდა, რომელთაგან ერთს ხელში დანა ეჭირა. მიუახლოვდნენ მათ და ერთს თვითონ დაუწყო ჩხუბი, მეორეს კი (რომელსაც დანა ეჭირა) - ნ--- და გ--- ეჩხუბებოდნენ. ჩხუბი რამდენ ხანს გაგრძელდა, არ ახსოვს, მაგრამ პოლიციის გამოჩენისთანავე ყველა გაიქცა. თავდაპირველად თვითონაც გაიქცა, შემდეგ მოტრიალდა და დაინახა დაჭრილი დეიდაშვილი.
დაზარალებულის განმარტებით, პირველი კონფლიქტის დროს სამი პიროვნება ეჩხუბებოდა. მათ ხელში დანა არ შეუმჩნევია. პირველად მაღალმა პიროვნებამ დაარტყა ხელი და ძირს დავარდა. წაქცეულს წიხლს ურტყამდა ტანის არეში, თავში და სახეში. დანარჩენი ორის მოქმედება არ დაუნახავს, მაგრამ ფიქრობს, რომ ისინიც ურტყამდნენ წიხლებს. დარტყმების გამო თავზე მიიღო დაზიანება. ფიქრობს, რომ სახეში მაღალმა პიროვნებამ დაარტყა, დანარჩენები სავარაუდოდ წელის არეში ურტყამდნენ. ვარაუდს იმიტომ გამოთქვამს, რომ მიწაზე დავარდნილმა სახეზე აიფარა ხელი თავის დასაცავად, წამოდგომისთანავე გაიქცა და ვინ სად იდგა, არ დაუნახავს. ერთადერთი გარემოება, რომელიც დანამდვილებით ახსოვს, არის ის, რომ დანიანი პიროვნება უფრო მაღალი იყო.
დაზარალებულმა ასევე აღნიშნა, რომ მ----------ს ძეგლთან იმყოფებოდა, როდესაც ნ---ს და გ---ს დაურეკა. ისინი დაახლოებით 20 წუთში მივიდნენ ადგილზე და დაიძრნენ იმ მიმართულებით, სადაც ჩხუბი მოხდა. ამ დროს მანქანიდან გადმოხტნენ პიროვნებები, რომელთაგან ერთს დანა ეჭირა. გ---ს არ უნდოდა კონფლიქტის გაგრძელება, თუმცა ჩხუბი მაინც დაიწყო. გ--- და ნ--- ეჩხუბებოდნენ მეორე პიროვნებას. ორჯერ გაიხედა მათკენ და დაინახა, რომ მაღალი პიროვნება დანას იქნევდა. უშუალოდ მას ვინც ეჩხუბებოდა, იმ პიროვნებას დანა არ ჰქონდა. კონფლიქტის დაწყებიდან დაახლოებით ორ წუთში შენიშნა პოლიციის თანამშრომლები და დაიშალნენ. თვითონ წავიდა მ----------ს ძეგლისკენ. ის ორი პიროვნება რომელ მხარეს გაიქცა, არ დაუნახავს. მ----------ს ძეგლისკენ მარტო გაიქცა, მაგრამ პოლიციელი დაეწია. სალონ „ს----------“ მისულმა დაინახა, რომ გ---ც იქ იდგა. შემდეგ შეამჩნია მაღაზიასთან მდგომი ნ-------–-----ე. თვითონ ტყავის ქურთუკი, შავი შარვალი და შავი ფეხსაცმელი ეცვა. ნ---ს ეცვა ტყავის ქურთუკი, თეთრი ბოტასი და, როგორც ახსოვს, შავი შარვალი.
როგორ გამოიყურებოდნენ თავდამსხმელები, არ ახსოვს, სახეზე არ დაჰკვირვებია მათ. ნასვამი იყო და ერთადერთი, რაც ახსოვს, არის ის, რომ მაღალ პიროვნებას წვერი ჰქონდა და ხელში დანა ეჭირა. დაბალ პიროვნებას საკმაოდ დიდი თმა ჰქონდა. პოლიციაში უყურა ვიდეოფირს და შეძლებისდაგვარად აღიდგინა, როგორ ვითარდებოდა მოვლენები. დათვალიერების ოქმში ყველაფერი სწორად მიუთითა. პიროვნება, რომელმაც მას პირველად დაარტყა ხელი და დანიანი ბიჭი ერთი და იგივე პირია. იგი სიმაღლით, დაბალი წვერითა და თმით იცნო, მისი სხვა მახასიათებლები არ ახსოვს.
მოწმე გ--------------------ემ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 2 ნოემბერს მიიღო ალკოჰოლური სასმელი და იქეიფა. შემდეგ მეგობრებთან ერთად (გ------------–----ე, ნ-------–-----ე, ს--–---- ც----–---–ი) წავიდა ბარში და იქ გააგრძელა დალევა. ბარიდან წამოსვლიდან დაახლოებით ნახევარ საათში დაურეკა გ------------–----ემ და უთხრა, რომ მ----------ს ძეგლთან იმყოფებოდა ნაცემი და მისვლა სთხოვა. მაშინვე ჩაიცვა ტანსაცმელი, გამოვიდა სახლიდან და ფეხით მივიდა მ----------ს ძეგლთან, რადგან მისი სახლი ახლოს იყო შემთხვევის ადგილთან. გ-------ს მთელი სახე სისხლიანი ჰქონდა, ეტყობოდა, რომ ნაცემი იყო. ამასობაში მივიდა ნ---------–-----ეც. წავიდნენ დინამოს ბაზის მიმართულებით. როგორც კი მივიდნენ ადგილზე, მათკენ წამოვიდა ორი პიროვნება. გ------------–----ემ თქვა, რომ სწორედ აღნიშნულ პირებთან მოუვიდა კონფლიქტი. დაიწყო ჩხუბი, რომელიც რამდენიმე წუთი გაგრძელდა. ამასობაში დაინახეს პოლიციის ავტომანქანა და დაიშალნენ.
ის და გ------- გაიქცნენ ერთი მიმართულებით, მაგრამ ვინაიდან ნ---------–-----ე ვერ იპოვეს, უკან მობრუნდნენ. მივიდნენ ისევ დინამოს ბაზის ტერიტორიაზე, სადაც დაინახეს ძირს დავარდნილი ნ--------–-----ე, რომელსაც სახეზე ხელი ჰქონდა აფარებული. პოლიციელებს უთხრა, რომ ნ--- მისი მეგობარი იყო. პოლიციელებმა გ------------–----ე და ნ-------–-----ე საავადმყოფოში წაიყვანეს, ხოლო თვითონ პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს დასაკითხად.
მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ ახლომხედველია და სათვალის გარეშე შორს ვერ ხედავს, თუმცა გადაადგილება არ უჭირს.
2017 წლის 2 ნოემბერს, ღამის საათებში, ქ. თბილისში, დ------------ში, მე-6 კვარტალი, მე-5ა კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული კონფლიქტის შესახებ (მეორე ეპიზოდი) დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს სასამართლოს ჩხუბის მიმდინარეობისას შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციელებმა - ქ. თბილისის დ-----------------------ს შს სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, კერძოდ:
ქ.თბილისის დიდუბე - ჩუღურეთის შს სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომელმა ა-–--------------------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 2 ნოემბერს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას გ------- კ------–---–თან და გ--------------–--თან ერთად. სამსახურებრივი ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ პ------ს ქუჩაზე. ქ. თბილისში, დ--------------ს მე-6 კვარტლის მე-5ა კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ავტოსადგომზე შეამჩნიეს დაახლოებით 5 ადამიანი, რომლებიც ჩხუბობდნენ. გააჩერეს ავტომანქანა, გადავიდნენ და დააპირეს მათთან მისვლა, რომ ერთმანეთისთვის დაზიანებები არ მიეყენებინათ. როდესაც მოჩხუბრებმა პოლიციელები დაინახეს, გაიქცნენ სხვადასხვა მიმართულებით. ერთ-ერთი მათგანი გაიქცა მე-6 კვარტლის მიმართულებით, მე-5ა კორპუსის გვერდით. გაეკიდა მას, თვალთახედვის არედან არ დაუკარგავს და დაახლოებით 20-25 მეტრში შეაჩერა. უთხრა, რომ პოლიციის თანამშრომელი იყო და დამორჩილებისკენ მოუწოდა. როდესაც პიროვნება შეჩერდა, ჰკითხა ვინაობა და აღმოჩნდა, რომ იგი იყო 1998 წელს დაბადებული თ----------------ე. ბრალდებული საკმაოდ განერვიულებული იყო. ჰკითხა, დაჭრილი ან ნაცემი ხომ არ იყო, რაზედაც თ----------------ემ განუცხადა, რომ ყველაფერი სრულ წესრიგში ჰქონდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე იყო დაჭრილი, რაც შეატყობინა ხელმძღვანელობას და პროკურორს. მათი მითითებით აღნიშნული პიროვნება გადაიყვანა პოლიციის განყოფილებაში.
მოწმის განმარტებით, თ---------------ეს გაეკიდა, რადგან იგი საეჭვოდ მოეჩვენა. როდესაც ავტომანქანების ფარები მიანათეს მოჩხუბრებს, თ---------------ე შეტრიალდა და ხელები შეატყუპა, თითქოს დანა დაკეცა. იფიქრა რამე კანონსაწინააღმდეგო ნივთს ხომ არ მალავდა და სწორედ ამიტომ გაეკიდა მას. ახლოს როდესაც მივიდა, მიანათა ტელეფონის ფანარი და შეამჩნია, რომ თ----------------ეს შარვალზე ლაქები ეტყობოდა, რომელიც, სავარაუდოდ, სისხლის ლაქები უნდა ყოფილიყო. აღნიშნულმა გარემოებამ დააეჭვა, რომ რაღაც სერიოზული ხდებოდა.
ქ. თბილისის დ---------------------ს შს სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომელმა გ----------------–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 2 ნოემბერს, დაახლოებით ღამის 2 საათზე ის და მისი თანამშრომელები ა-–--------------------ე და გ--------------–--ი მოძრაობდნენ ქ. თბილისში, დ------------ში, მე-6 კვარტლის მიმდებარე ტერიტორიაზე. პ------ს ქუჩაზე გადაადგილდებოდნენ ავტომობილით, რა დროსაც მე-5ა კორპუსთან შეამჩნიეს ჩოჩქოლი და გაიგონეს ხმაური. დაინახეს, რომ რამდენიმე ახალგაზრდა ერთმანეთს გამეტებით ურტყამდა. ისინი ორად იყვნენ გაყოფილები - 3 ადამიანი ცალკე ჩხუბობდა, ორი - ცალკე ოდნავ მოშორებით. საქმეში გარკვევის მიზნით ახლოს მისვლა გადაწყვიტეს. ავტომანქანა გააჩერეს 3 მოჩხუბართან. მათ დანახვაზე მოჩხუბრები გაიქცნენ სხვადასხვა მიმართულებით. ის და მისი თანამშრომელი გ--------------–--ი გაეკიდნენ სამ პიროვნებას. სამიდან ერთ-ერთს ასევე გაეკიდა ა-–--------------------ე. რამდენიმე მეტრის მოშორებით შეაჩერეს ჩხუბში მონაწილე ერთ-ერთი პიროვნება. ჰკითხეს, ვინ იყო და რა ხდებოდა. იგი დაბნეული იყო, ნერვიულობდა და ეტყობოდა, რომ იყო ნასვამი. მან განმარტა, რომ მეგობრებთან ერთად იჩხუბა და ეძებდა თავის მეგობარ ნ---ს. აღმოჩნდა, რომ აღნიშნული პიროვნება იყო 1994 წელს დაბადებული გ--------------------ე. ხელმძღვანელობის მითითებით პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის მიზნით აღნიშნული პიროვნება მიიყვანეს ავტომანქანასთან. როდესაც ავტომომანქანის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ, დაინახეს, რომ მაღაზიასთან იწვა დაჭრილი პიროვნება, რომელსაც სისხლი სდიოდა. დაჭრილს მეორე პიროვნება ადგა თავზე და დახმარებას უწევდა. გ-------------------მ თქვა, რომ სწორედ დაჭრილი პიროვნება იყო მისი მეგობარი ნ---, რომელსაც ეძებდა. ამასობაში შემთხვევის ადგილზე მივიდა სასწრაფო დახმარება, მივიდნენ მისი სხვა თანამშრომლებიც და დაჭრილი გადაიყვანეს საავადმყოფოში. იმ პიროვნებას, რომელსაც ა-–--------------------ე გაეკიდა, ეცვა ღია ფერის ჯინსის შარვალი და, სავარაუდოდ, დუტის ქურთუკი.
ქ. თბილისის დ---------------------ს შს სამმართველოს პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გ--------------–--მა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 2 ნოემბერს, ღამის საათებში თანამშრომლებთან - გ----------------–---–თან და ა-–---------------------ესთან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. ავტომანქანით მოძრაობდნენ პ------ს ქუჩის მიმართულებით, რა დროსაც ქ. თბილისში, დ------------ის მე-6 კვარტალში, მე-5ა კორპუსის პირველ სართულზე განთავსებულ მაღაზიასთან „ჩ---------------“ დაინახეს რამდენიმე პიროვნება, რომლებიც ერთმანეთში ჩხუბობდნენ. ორი პიროვნება ცალკე ჩხუბობდა, სამი კი - მათგან დაახლოებით 5-6 მეტრში. როდესაც მოჩხუბრებმა დაინახეს პოლიციის ფორმიანები, სხვადასხვა მიმართულებით გაიქცნენ. ერთი პიროვნება „ლ----------------სკენ“ გაიქცა, მას მისი თანამშრომელი ა-–--------------------ე გაეკიდა. თვითონ გ-----------------–---–თან ერთად გაეკიდა ორ პიროვნებას, რომლებიც რ--------ს გამზირის მხარეს გაიქცნენ. რამდენიმე მეტრში გააჩერეს ერთი მათგანი, რომელიც აღმოჩნდა გ-------------------. მან განმარტა, რომ უცნობებთან იჩხუბეს, მეგობარს ვერ პოულობდა და ითხოვა დახმარება. მარკეტის წინ ნახეს მწოლიარე ბიჭი, რომელსაც მუცლიდან სისხლი სდიოდა. დაჭრილს უცნობი დახმარებას უწევდა. აღნიშნული პიროვნება აღმოჩნდა გ------- ს--------ის მეგობარი, რომელსაც იგი ეძებდა.
პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებულებმა ნ-------–-----ემ, გ------------–----ემ და მოწმე გ------- ს---------მ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დეტალურად აღწერეს ჩხუბის დაწყების, განვითარებისა და დასრულების დროის მონაკვეთი. აღნიშნეს, თუ როგორ დაიწყო და რამდენი ხანი გაგრძელდა ჩხუბი, რამდენი ადამიანი მონაწილეობდა, ვინ რომელს ეჩხუბებოდა და რა გახდა კონფლიქტის მონაწილეთა დაშლის მიზეზი. დაზარალებულებმა ასევე მიუთითეს, პოლიციის თანამშრომელთა გამოჩენის შემდეგ ვინ რომელ მხარეს გაიქცა. თუმცა თავდამსხმელების მაიდენტიფიცირებელი ნიშნები ვერ დაასახელეს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2017 წლის 2 ნოემბერს ქ. თბილისის დ-------------------------- შს სამმართველოს პირველი განყოფილების გამომძიებელ და--------------ის მიერ ექსპერტების - ი-----–----------ისა და რ----------------–---–ის მონაწილეობით დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილი - ქ. თბილისი, დ--------------, მე-6 კვარტალი, კორპუსი #5ა-ს მიმდებარე ტერიტორია. კორპუსის წინ არის 50 მეტრის სიგრძის და 8 მეტრის სიგანის ტროტუარი, მიმდებარედ განთავსებულია ავტომანქანების სადგომი. კორპუსის პირველ სართულზე განთავსებულია კომერციული ფართები. კორპუსის მარჯვენა კუთხეში განთავსებულია ვიტრინიანი მარკეტი წარწერით „ჩემი მარკეტი“. მარკეტის შესასვლელი კარის პირდაპირ კიბეებთან ერთ მეტრში, ასფლატის ზედაპირზე აღინიშნება მოწითალო ფერის ლაქები. მარკეტის შესასვლელი კარის კუთხეში მარცხნივ დგას სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, რომლის თავზეც კედელზე დამაგრებულია ორი სათვალთვალო კამერა, რომელთაგან ერთ - ერთი უყურებს მარკეტის შესასვლელს. კორპუსის პირველ სართულზე ასევე მდებარეობს „ლიბერთი ბანკი“, რომლის ზედა კუთხეში განთავსებულია სათვალთვალო ვიდეოკამერა. #5ა კორპუსის გვერდით არის შესასვლელი ეზოში. შესასვლელის მარცხნივ მდებარეობს ორსართულიანი შენობა, რომლის პირველ სართულზე კვების ობიექტზე, ასევე განთავსებულია სათვალთავლო ვიდეოკამერა. შენობის მარცხენა კუთხეშიც განთავსებულია სათვალთვალო ვიდეოკამერა. #5ა კორპუსის უკანა ეზოში, კორპუსიდან დაახლოებით 15 მეტრში, ბალახზე აღმოჩენილი იქნა შავტარიანი დასაკეცი დანა დაკეცილ მდგომარეობაში. დანის პირზე აღინიშნება მოწითალო ფერის ლაქები, ტარზე კი აღინიშნება წითელ ფონზე თეთრი ფერის ჯვარი. ექსპერტების მიერ ამოღებულ იქნა მოწითალო ფერის ლაქები და დანა, შემთხვევის ადგილი დასურათებული იქნა.
2017 წლის 2 ნოემბერს, ქ. თბილისის დ-----------------------ს შს სამმართველოს პირველი განყოფილების გამომძიებელ რ--------------ის მიერ თ---------------ისგან ამოღებულ იქნა მუქი ფერის ქურთუკი მკლავებზე და წინა მხარეს მუქი ფერის ლაქებით, ღია ფერის ჯინსის შარვალი, რომელსაც მუხლის არეში აღენიშნება დაზიანებები და სხვადასხვა ფერის ლაქები, ასევე მუქი ფერის ფეხსაცმელი.
ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 15 იანვრის #--------- ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად (ექსპერტი ნ-----------–---–ი): სეროლოგიური, გენეტიკური კვლევისა და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ პაკეტში წარწერით: „მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქები, ამოღებული ასფალტის ზედაპირიდან ტროტუარზე..“ მოთავსებულ ასფალტის ფრაგმენტებზე არსებული მოწითალო - მოყავისფრო ლაქები (ობ. #1) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ნ-------–-----ეს (ობ. #22); პაკეტში წარწერით: „ . . . ერთი ცალი შავტარიანი დასაკეცი დანა, მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქებით ნანახი იქნა კორპუსის უკანა მხარეს ბალახზე...“ მოთავსებულ დანის პირზე არსებული მოწითალო- მოყავისფრო ლაქები (ობ. #2) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ნ-------–-----ეს (ობ. #22). ამავე დანის ტარზე არსებული ბიომასალის (ობ. #3) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის თ---------------ეს (ობ. #24); პაკეტში წარწერით: „..ანაწმენდები მარჯვენა და მარცხენა ხელიდან..“ მოთავსებულ დოლბანდის ფრაგმენტზე არსებული მოყვითალო ღია მოყავისფრო ლაქები (ობ. #4.5) შეიცავს სისხლს. ობ. #4-5-ის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომელთა ძირითადი (მაჟორული) წილი ეკუთვნის თ---------------ეს (ობ.#24). ობიექტი #4-ის (კონვერტი წარწერით: „ანაწმენდი მარჯვენა ხელიდან..“) მინორული წილი წარმოდგენილია ნ--------–-----ისა (ობ. #22) და გ------------–----ის (ობ. #23; პაკეტი წარწერით: „. . . ნერწყვის ნიმუში, აღებული მოწმე გ--------------------------–----ის პირის ღრუდან...“) გენეტიკური პროფილების ალელებით; ობიექტი #5-ის (კონვერტი წარწერით: ,,ანაწმენდი მარცხენა ხელიდან . . “) მინორულ წილში პარალელურად ვლინდება ნ-------–-----ისა (ობ. #22) და გ------------–----ის (ობ. #23) გენეტიკური თანამონაწილეობა. პაკეტში წარწერით: „თ---------------ის ტანსაცმელი“ მოთავსებულ შარვალზე (ობ.#6,7), ქურთუკზე (ობ. #8,9), ჟილეტზე (ობ. #10), სვიტერზე (ობ. #11) და ფეხსაცმელებზე (ობ. #12,13) არსებული მოწითალო - მოყავისფრო და მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. #6-7-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ნ-------–-----ეს (ობ. #22), ობ. #11-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის თ---------------ეს (ობ. #24), ხოლო ობ. #8-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ------------–----ეს (ობ. #23); ობ. #9, 10, 12, 13-ის გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. #9-ის გენეტიკური პროფილი ლოკუსებში გამოვლენილ ალელთა სიჭარბის გამო არაინფორმატიულია; ობ. #10-ის შერეული გენეტიკური პროფილის ძირითადი (მაჟორული) წილი ეკუთვნის გ------------–----ეს (ობ. #23), ხოლო მინორული წილი, ლოკუსებში გამოვლენილ ალელთა სიჭარბის გამო არაინფორმატიულია; ობ. #12-ის შერეული გენეტიკური პროფილის ძირითადი (მაჟორული წილი ეკუთვნის თ---------------ეს (ობ. #24), ხოლო ობ. #12-ის მინორული წილი ეკუთვნის ნ-------–-----ეს (ობ. #22); ობ. #13-ის ძირითადი (მაჟორული) წილი ეკუთვნის ნ-------–-----ეს (ობ. #22), ობ.#13-ის შერეული გენეტიკური პროფილის მინორული წილი ლოკუსებში გამოვლენილ ალელთა სიმცირის გამო არაინფორმატიულია;
ექსპერტმა ნა------------–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მეირ გაცემული ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და დამატებით განმარტა, რომ დანის პირიდან აღებულ ანაწმენდზე დაფიქსირებული გენეტიკური პროფილი ეკუთვნოდა ნ--------–-----ეს, ხოლო ამავე დანის ტარზე არსებული გენეტიკური პროფილი - თ---------------ეს. დანის პირზე ან ტარზე რომ ყოფილიყო შერეული პროფილი, მაშინ ექსპერტი დასკვნაში გააკეთებდა შესაბამის ჩანაწერს. დანის პირზე და ტარზე სახეზეა სუფთა გენეტიკური პროფილები და არა შერეული.
ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 21 ნოემბრის #--------- დასკვნის თანახმად (ექსპერტი ზ-------------------–-–---–-) ექსპერტიზაზე წარდგენილი ს.ს.ი.პ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათი #3--------ის (დათარიღებული 02.11.17 წლით) ასლის მონაცემების თანახმად: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქალაქე ნ--------–-----ეს სამედიცინო დახმარება გაეწია 02.11.17 წელს და დაუდგინდა დიაგნოზი: მუცლის, ზურგის ქვედა ნაწილის და მენჯის ღია ჭრილობა, სხვა დაუზუსტებელი დაზიანებები, მუცლის ქვედა მარჯვენა კვადრატში ნაკვეთი ჭრილობა (ზომა 1,5X0,5 სმ).
თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (გაცემის თარიღი 02.11.2017 წ.) და სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N8-------ის ასლების მონაცემების თანახმად: მოქალაქე ნ--------–-----ე მოთავსებული იქნა აღნიშნულ კლინ---ში 02.11.2017 წ-ს. 02:17სთ-ზე, სადაც გადიოდა სტაციონარული მკურნალობის კურსს და გაეწერა - 04.11.2017წ-ს 12:00 სთ-ზე, დაუდგინდა დიაგნოზი: მუცლის მიდამოს ჭრილობა. პარიესული პერიტონეუმის დაზიანება, ჰემოპერიტონეუმი. ექსპერტიზის დასკვნით ნ-------–-----ის სხეულზე არსებული დაზიანება განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავი მჭრელი საგნის ზემოქმედებით - მიმართულებით წინიდან-უკან, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს - როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენ--–-ბაში მითითებულ თარიღს.
ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 5 იანვრის #--------- დასკვნის თანახმად (ქ---------------–---–ი), შპს „თბილისის ცენტრალური ჰოსპიტალის“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N8-------ის და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ქსეროასლების ჩანაწერების მიხედვით მოქ. გ-------------–----ე მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით სტაციონარულ მკურნალობას იტარებდა 02.11.17-03.11.17 წწ. დიაგნოზით: თავის ღია ჭრილობა, თავის ტვინის ზედაპირული ტრავმა, სხვა დაუზუსტებელი დაზიანებები, ინტრაკრანიალური ტრავმა. აღნიშნული დაზიანებანი განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, 2018 წლის 9 თებერვალს ქ. თბილისის დ-----------------------ს შს სამმართველოს 1-ლი განყოფილების გამომძიებელ რ-------------ის მიერ ნ-------–-----ისა და ი----------------ის მონაწილეობით დათვალიერებული იქნა „ლიბერთი ბანკი-დან“ გამოთხოვილი 2017 წლის 2 ნოემბრის 00:00 საათიდან 02:00 საათამდე პერიოდის ამსახველი ვიდეო ჩანაწერი. ჩანაწერის დათვალიერებით დგინდება, რომ კამერა უყურებს პ------ს ქუჩას და მიმართულია მ----–--ის ქუჩისკენ. ჩანაწერზე დაფიქსირებულ დროს (11.02.2017, 03:43 სთ.) ჩანს, რომ სამი პიროვნება მიემართება პ------ს ქუჩიდან ბანკის წინ არსებული ა/სადგომისკენ. ერთ-ერთს აცვია მუქი ფერის ტანსაცმელი და თეთრი ფერის ფეხსაცმელი. ნ-------–-----ის განმარტებით, თეთრფეხსაცმლიანი პიროვნება არის, სავარაუდოდ, თვითონ. დანარჩენი ორი პიროვნებიდან ერთს აცვია მუქი ფერის ტანსაცმელი, ხოლო მეორეს - მუქი ფერის ზედა და შედარებით ღია ფერის შარვალი, მათ საწინააღმდეგოდ მოემართება ორი პიროვნება. ერთს აცვია ღია ფერის შარვალი და თეთრძირიანი ფეხსაცმელი, ხოლო მეორეს - მუქი ფერის ტანსაცმელი. ისინი ხვდებიან ერთმანეთს და, სავარაუდოდ, საუბრობენ. ნ-------–-----ის განმარტებით, მისი თანმხლები პირებიდან ერთი, რომელსაც აცვია ღია ფერის შარვალი, არის გ-------------------, ხოლო მეორე - გ------------–----ე. მისივე განმარტებით გ------- ს--------- და გ------------–----ე ესაუბრებიან ორი პიროვნებიდან შედარებით მაღალს, რომელსაც აცვია მუქი ფერის ფეხსაცმელი გვერდებზე თეთრი ფერის ზოლებით, ხოლო თვითონ ესაუბრება იმ პიროვნებას, რომელსაც აცვია ღია ფერის ძირიანი ფეხსაცმელი. მათთან საუბრიდან ახსოვს მხოლოდ ის, რომ ჰკითხეს სახელები და პირდაპირ გადავიდნენ აგრესიაზე. 01:43 საათზე კადრში ჩანს, რომ შედარებით მაღალი პიროვნება, რომელსაც აცვია მუქი ფერის ფეხსაცმელი თეთრი ზოლებით, ღია ფერის შარვალი, დაბალი თმით და წვერით, მარჯვენა ხელი გააქვს უკანა მხარეს. ამ დროს დაინახა, რომ ხელში ეჭირა დანა. მაღალ პიროვნებას ესაუბრებიან ს------------------–------ ს--------- უკან იხევს. სავარაუდოდ, დანა დაინახა მის ხელში. როდესაც გ--–-----ემ დაინახა დანა, მივიდა მასთან სიტუაციის განსამუხტად, მაგრამ იგი არ მშვიდდებოდა, იყო აგრესიული, დაიწყო ჩხუბი და დანის ქნევა. ნ--------–-----ის განმარტებით, 01:44 საათზე იგი ცდილობს დანიანი პიროვნების ხელის გაკონტროლებას, თუმცა ერთ მომენტში მისი ხელები ვერ დაიმორჩილა, აღნიშნულმა პიროვნებამ მოუქნია დანიანი ხელი და ჭრილობა მიაყენა მუცლის არეში, რაც ვერ იგრძნო. ამ დროს გ------------–----ე გარბის კადრიდან. მას მისდევს დანიანი პიროვნების თანმხლები პირი. ნ-------–-----ე ცდილობს დანიანის შეკავებას, მაგრამ იგი უსხლტება ხელიდან და მირბის იმავე მიმართულებით, საითაც გაიქცა გ------------–----ე. 01:44 საათზე კადრში ასევე ჩანს, თუ როგორ მორბის უკუ მიმართულებით ნ--------–-----ე. ერთ მომენტში იგი იკუზება და ისევ გარბის. მას აცვია თეთრი ფერის ფეხსაცმელი. იმავე 01:44 საათზე, როდესაც ნ-------–-----ე გადის კადრიდან, მას უკან მისდევს პიროვნება, რომელსაც აცვია მუქი ფერის ფეხსაცმელი თეთრი ფერის ზოლებით. მისი ტანის შუა ნაწილში ერთ მომენტში ჩანს გაელვება, სავარაუდოდ - დანის პირის. მას უკან მიჰყვება მეორე პიროვნებაც. ნ---------–-----ის განმარტებით ის ჩაიკუზა იქვე მდგარ ავტომანქანასთან და წამოდგა რამოდენიმე წამში. როდესაც წამოდგა, ახლოს ვერავინ დაინახა. შენიშნა კორპუსის ქვეშ არსებული განათებული მარკეტი და გაემართა მისი მიმართულებით. ამ დროს მარკეტიდან გამოდიოდა პიროვნება. მარკეტის შესასვლელთან ძალა დაკარგა და ჩაიკეცა. 01:45 საათზე ჩანს, რომ იმ მიმართულებით, საითაც გაიქცნენ ნ--------–-----ე, სავარაუდოდ დანიანი პიროვნება და მისი თანმხლები პირი, ასევე გარბის სხვა ორი პიროვნება. მათ კი უკან მიჰყვება ვერცხლისფერი ა/მანქანა. მანქანის ფარების სინათლეზე ჩანს გაქცეულები. მათგან ერთს აცვია შავი ფერის სავარაუდოდ - ტყავის ქურთუკი. იგი უნდა იყოს გ------------–----ე.
ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, 2018 წლის 9 თებერვალს ქ. თბილისის დ-----------------------ს შს სამმართველოს 1-ლი განყოფილების გამომძიებელ რ-------------ის მიერ გ------------–----ის მონაწილეობით დათვალიერებული იქნა „ლ---------------“-დან გამოთხოვილი 2017 წლის 02 ნოემბრის 00:00 საათიდან 02:00 საათამდე ეზოს მონაკვეთის ვიდეო ჩანაწერი. ვიდეო კამერა უყურებს პ------ს ქუჩას და მიმართულია მ----–--ის ქუჩისკენ. ჩანაწერზე დაფიქსირებულ დროს (02.11.2017, 03:43) ჩანს, რომ სამი პირი მიემართება პ------ს ქუჩიდან ბანკის წინ არსებული ა/სადგომისკენ. მათგან ერთ-ერთს აცვია მუქი ფერის ტანსაცმელი და თეთრი ფერის ფეხსაცმელი. აღნიშნული პირი, გ------------–----ის განმარტებით, არის ნ--------–-----ე. დანარჩენი ორი პიროვნებიდან ერთს აცვია მუქი ფერის ტანსაცმელი, ხოლო მეორეს - მუქი ფერის ზედა და შედარებით ღია ფერის შარვალი. პიროვნება, რომელსაც აცვია მუქი ფერის ტანსაცმელი, არის თავად გ--------------–---ძე, მეორე პიროვნება კი - გ------- ს---------. მათ საწინააღმდეგოდ მოემართება ორი პირი, ერთს აცვია ღია ფერის შარვალი და თეთრძირიანი ფეხსაცმელი, ხოლო მეორეს - მუქი ფერის ტანსაცმელი. ისინი ხვდებიან ერთმანეთს და, სავარაუდოდ, საუბრობენ.
ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 14 მაისის #--------- დასკვნის თანახმად:
1. გამოსაკვლევად წარდგენილი ქარხნული წესით დამზადებული ცალმხრივ ლესილი დანა წარმოადგენს ცივ იარაღს;
2. „ნ--------–-----ის...“ წარმოდგენილი ტანსაცმლიდან (ტყავის ქურთუკი, პერანგი, მაისური, შარვალი, ქამარი, ერთი წყვილი სპორტული ფეხსაცმელი) პერანგზე და მაისურზე დაზიანებები განვითარებულია ჭრით, ცალმხრივლესილი პირის მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად, რომლის განვითარების შესაძლებლობა არ გამოირიცხება გამოსაკვლევი დანითაც.
3. „თ----------------ის ...“ წარმოდგენილი ტანსაცმლიდან (ქურთუკი, ჟილეტი, პულოვერი, შარვალი, ქამარი, ერთი წყვილი სპორტული ფეხსაცმელი) ქურთუკზე და პულოვერზე არსებული დაზიანებები განვითარებულია მექანიკური (შესაძლო ფიზიკური) ზემოქმედების შედეგად, ქურთუკს - რღვევით, პულოვერს - ხევით განვითარებული დაზიანება.
სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ:
მოწმე ლ-----------–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 1 ნოემბერს, საღამოს საათებში ის და მისი მეგობარი ნ-----–-–---ძე მ----------ს ძეგლთან შეხვდნენ თ---------------ეს. ნ-----–-–---ძე წავიდა, ხოლო გ------- (რომლის გვარიც არ იცის და იმ დღეს გაიცნო), თ------ და თვითონ ჩასხდნენ იქვე მდგომ ავტომანქანაში და დალიეს ერთი ლიტრი არაყი. რამდენი ხანი დაჰყვეს ავტომანქანაში, არ ახსოვს. რომ გადმოვიდნენ, ყველანი ნასვამები იყვნენ. ტაქსი გააჩერა და მძღოლს უთანხმდებოდა ფასზე, რა დროსაც შემომესმა ყვირილის ხმა. როდესაც შემობრუნდა, დაინახა, რომ გ------- ელაპარაკებოდა დაზარალებულს. აღნიშნულის შემდეგ მოხდა ჩხუბი, ორივე მხარე ხელს იქნევდა და ერთმანეთს ურტყამდა. დაზარალებული ფეხზე იდგა, მისი მიწაზე დაცემა არ დაუნახავს. არც მისი დაზიანებები შეუმჩნევია. ამის შემდეგ წავიდა გლდანში და რა მოხდა, მისთვის უცნობია. მოგვიანებით თ---------------ემ უთხრა, რომ ჩხუბი გაგრძელდა და ადამიანის დაჭრას ჰქონდა ადგილი. თ------ს თქმით, ჩხუბი 2-3 ადამიანთან მოუვიდათ, რომლებიც ჯერ მას ეჩხუბებოდნენ, შემდეგ - გ-------ს. მოწმის განმარტებით დაზარალებულს ხელი გ-------მ დაარტყა. თ------ს მისთვის ხელი არ დაურტყამს. არც დანა შეუნიშნავს თ------ს ხელში.მსჯავრდებულმა თ----------------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას არ დაადასტურა ნ-------–-----ის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და გ-------------–----ის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტები და განმარტა, რომ 2017 წლის 2 ნოემბერს, საღამოს საათებში ლ----------–---–ს შეხვდა მ----------ს ძეგლთან. ლ----თან და მეგობარ გ-------სთან (გვარი არ ახსოვს) ერთად იქვე გაჩერებულ ავტომანქანაში დალია არაყი. სმა დაახლოებით ღამის 12 საათზე დაამთავრეს. გადაწყვიტა, დედამისისთვის ეთქვა, რომ დააგვიანდებოდა. გადავიდა ავტომანქანიდან და დაიძრა სახლისკენ, რა დროსაც მოესმა ყვირილი. მოტრიალდა და დაინახა, რომ გ------- და დაბალი ბიჭი (მისი გვარი და სახელი არ ახსოვს) ერთმანეთში ხმამაღლა ლაპარაკობდნენ. აღნიშნულის შემდეგ დაიწყო ჩხუბი. ამ დროს ლ----------–---–ი ტაქსს აჩერებდა. იგი მივარდა მოჩხუბრებს, გ-------ს ხელი მოჰკიდა და უკან გაიყვანა. თვითონ უცნობი ბიჭი გაიყვანა გვერდზე და სთხოვა, დაწყნარებულიყო. საუბარში უცნობმა მასაც დაარტყა ხელი. მანაც დარტყმით უპასუხა. ჩხუბი დაახლოებით 20 წამი გაგრძელდა და დაშორდნენ ერთმანეთს. ჩასხდნენ ტაქსში და ლ----------–---–ი წაიყვანეს გლდანში. გლდანიდან ისევ დ--------------ს მე-6 კვარტალში დაბრუნდნენ. ავტომანქანიდან გადასულებმა დაინახეს სამი პიროვნება, რომლებიც მათკენ გაემართნენ. დაიწყეს ერთმანეთში საუბარი. თვითონ ელაპარაკებოდა დაბალ პიროვნებას. ვინაიდან სიტუაციის გამწვავება არ უნდოდა, სთხოვა მათ, რომ დაშლილიყვნენ და მეორე დღეს შეხვედრილიყვნენ. გ------- და ის ორი ბიჭი ცოტა მოშორებით გავიდნენ და ყვირილი და ხმამაღალი საუბარი დაიწყეს. მას კი ერთ-ერთმა მაღალმა ბიჭმა თავი მიადო შუბლზე და მიაწვა, საპასუხოდ მან ხელი ჰკრა. დაბალმა დაიძახა „ჩემს ბიძაშვილს ხელს როგორ ურტყამო“ და ხელი დაარტყა. საპასუხოდ თვითონაც დაარტყა ხელი და გაიმართა ჩხუბი. დაახლოებით 10 ნაბიჯი გაიარეს ჩხუბით და გაიგონეს იარაღის გასროლის ხმა. გ------- და ერთი მაღალი ბიჭი გაიქცნენ ,,შაურმის“ მიმართულებით, მეორე მაღალი და დაბალი ბიჭი გაიქცნენ დ------------ის მე-4 კვარტლის მიმართულებით. თვითონ პირდაპირ გაიქცა და „ნ--–-ს საცხობთან“ ჩამოჯდა. ამ დროს მასთან მივიდა პოლიციელი ფორმის გარეშე, ხელ- ბორკილები დაადო და წაიყვანა პოლიციის განყოფილებაში. ტანსაცმელი გახადეს და მისგან დანაშაულის აღიარებას მოითხოვდნენ. ადვოკატის მისვლის შემდეგ გამოუშვეს.
დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი „ა-–------------ს“ 2018 წლის 14 მარტის დასკვნის თანახმად, ვიდეოჩანაწერი 01:42:00 საათიდან 01:47:00 საათამდე უწყვეტ რეჟიმში არ ასახავს ვიდეოკამერის ხედვის არეში განვითარებულ მოვლენებს. ვიდეოჩანაწერში 01:42:00 საათიდან 01:47:00 საათამდე განვითარებული მოვლენები და მასში მონაწილე პირთა მოქმედებები მათი მიახლოებითი ჩაცმულობების მითითებით დეტალურად იქნა აღწერილი და წარმოდგენილი დანართის სახით.
ექსპერტმა მ---------------–---–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
ამდენად, გამოკვლეული მტკიცებულებებით ცალსახად დგინდება, რომ 2017 წლის 02 ნოემბერს, ღამის საათებში ქ. თბილისში, დ-----------------------------–-------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთის მხრივ თ---------------ეს, მის მეგობარ ვინმე გ-------ს, ლ----------–---–სა და მეორე მხრივ გ------------–----ეს შორის ადგილი ჰქონდა გარკვეულ კონფლიქტს, რომლის დროსაც გ------------–----ეს თავის არეში დარტყმით მიაყენეს დაზიანება. რამდენიმე ხნის შემდეგ კონფლიქტი გაგრძელდა და მასში მონაწილეობა მიიღეს გ------------–----ის თხოვნით შემთხვევის ადგილზე მისულმა მისმა მეგობრებმა ნ-------–-----ემ და გ------- ს---------მ. ჩხუბის დროს თ---------------ემ ნ-------–-----ეს მუცლის ქვედა ნაწილში დანის დარტყმით მიაყენა ერთი ჭრილობა, რომელიც მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებას.
პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეულ ვიდეო ჩანაწერის დათვალიერების ოქმებში არ არის საკმარისი ინფორმაცია კონფლიქტში მონაწილე პირთა იდენტიფიკაციისთვის. ამ ოქმებში და ასევე ექსპერტიზის დასკვნაში გამოთქმულია მხოლოდ ვარაუდები. მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევის ადგილზე იყო ღამის განათება, ვიდეო ჩანაწერით შეუძლებელია შემთხვევის ადგილზე მყოფ პირთა სახის გარჩევა და დათვალიერებაში მონაწილე ნ-------–-----ე და გ------------–----ე თავიაანთ მოსაზრებებს გამოთქვამენ კადრებში აღბეჭდილი პირების ჩაცმულობიდან და სიმაღლიდან გამომდინარე. გასათვალისწინებელია, რომ ვიდეო ჩანაწერებში ჩანს მხოლოდ კონფლიქტის ნაწილი და არ ჩანს მისი გაგრძელება, როდესაც მოხდა ნ--- გ--–------ის დაჭრა. ჩანაწერებით შეუძლებელია ერთმნიშვნელოვნად დადგენილად მიჩნევა, რომ ერთ მომენტში გაელვებული ნივთი არის დანა.
რაც შეეხება თვით მოწმეთა ჩვენებებს, ისინი განსხვავებულად აღწერენ პირველი კონფლიქტის დროს მოვლენების განვითარებას, რის გამოც შეუძლებელია იმის დადგენა, ვინ დაარტყა თავის არეში გ------------–----ეს. თვით გ------------–----ე ვერ ახდენს პირის იდენტიფიცირებას, უთითებს მხოლოდ თავდამსხმელის სიმაღლეს და იმას, რომ იგი იყო წვერით. დაცემის შემდეგ კი ვერ აკონკრეტებს, ვინ სად ურტყამდა, რამდენი პირი იღებდა მონაწილეობას მის ცემაში და კონკრეტულად ვისი დარტყმის შედეგად მიიღო დაზიანება თავის არეში.
აღნიშნული ფაქტობრივი მოცემულობის მხედველობაში მიღებით პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოსათვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დაადასტურა თ---------------ის მიერ გ------------–----ისათვის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანების მიყენება.
შებამისად, პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ მსჯავრდებულს ჩადენილი აქვს გ------------–----ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალსწინებული დანაშაული. კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით კრიმინალიზებულია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ დანაშაულის სუბიექტმა დაზარალებულს განზრახ მიაყენოს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც, თავის მხრივ, უნდა გამოიწვიოს: ა) ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა; ბ) საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა. ამასთან, სავალდებულოდ უნდა დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი სუბიექტის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დასტურდება ვინ, როგორ, როდის ან რა ვითარებაში მიაყენა გ-------------–----ეს ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანების მიყენება, რის გამოც თ----------------ე საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
რაც შეეხება თ---------------ის მიერ ნ-------–-----ისათვის დანის დარტყმით დაზიანების მიყენებას, პალატა თვლის, რომ საქმეზე შეკრებილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარადაა დადგენილი აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება.
ქ.თბილისის დ---------------------ს შს სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლების - ა-–---------------------ის, გ--------------–--ის და გ-----------------–---–ის მხრიდან არ გამოვლენილა რაიმე პირადი ინტერესი მსჯავრდებულის მიმართ, რაც აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებების სანდოობას ეჭვქვეშ დააყენებდა. პოლიციელთა ჩვენებები თანმიმდევრულია და არ შეინიშნება რაიმე არსებითი სახის წინააღმდეგობები მათ მიერ სასამართლოსთვის მიწოდებულ ინფორმაციაში ფაქტობრივი გარემოებების შესახებ. მათი ჩვენებები სრულ შესაბამისობაშია ნ-------–-----ის, გ------------–----ის, გ------- ს--------ის ჩვენებებთან, ასევე - შემთხვევის ადგილის დათვალიერებით მიღებულ ინფორმაციასთან, ვიდეო ჩანაწერებთან. რაც შეეხება თ---------------ის ჩვენებას, პალატა თვლის, რომ იგი არ შეესაბამება სინამდვილეს. თ---------------ე პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით სხვაგვარად აღწერს კონფლიქტის დროს მოვლენათა განვითარებას. მისი ჩვენება წინააღმდეგობაშია გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნასთან, რომლის უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. ჩვენება ეწინააღმდეგება ასევე მოწმეების ა-–--------------------ის, გ--------------–--ის და გ------- კ-------–---–ის ჩვენებებს.
ექსპერტმა ნ-----------–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა, რომ ყველა ადამიანს აქვს ინდივიდუალური გენეტიკური პროფილი და იმის ალბათობა, რომ ერთი ადამიანის გენეტიკური პროფილი დაემთხვეს მეორისას, კატეგორიულად გამორიცხა. დანაშაულის იარაღზე - დანის ტარზე აღმოჩნდა თ---------------ის, ხოლო დანის პირზე - მხოლოდ დაზარალებულის გენეტიკური პროფილი (არ არის შერეული), თ---------------ის ტანსაცმელზე და ფეხსაცმელზე ასევე აღმოჩნდა დაზარალებულის სისხლი, ხოლო პოლიციის თანამშრომლები დეტალურად აღწერენ თ---------------ის შემთხვევის ადგილიდან გაქცევის, მისი შეჩერებისა და მისი გაქცევის ადგილის სიახლოვეს დანაშაულის იარაღის ამოღების ფაქტებს (ამ მიმართულებით კონფლიქტის სხვა მონაწილე არ გაქცეულა). მსჯავრდებულს არ გაუკეთებია დამაჯერებელი განმარტება, თუ როგორ შეიძლებოდა აღმოჩენილიყო მისი გენეტიკური პროფილი დანის ტარზე. მოწმე ლ----------–---–ის ჩვენება კი ეხება მხოლოდ ჩხუბის პირველ ეპიზოდს (არ ფლობს ინფორმაციას ჩხუბის მეორე მონაკვეთთან დაკავშირებით) და ადასტურებს, რომ თ---------------ეს დაზარალებულისთვის (გ------------–----ისთვის) არ დაურტყამს, მხოლოდ აშველებდა.
რაც შეეხება თ---------------ის მიერ ნ-------–-----ის მიმართ განხორციელებულ დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაციას, პალატა აღნიშნავს, რომ ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც პირი დანაშაულებრივ ქმედებას ახორციელებს განზრახი მოქმედებით, რა დროსაც დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურს ეს შედეგი (დაზარალებულის სიკვდილი), ანდა ითვალისწინებს ასეთი შედეგის დადგომის გარდუვალობას (პირდაპირი განზრახვის დროს), ან არ სურს ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებს ან გულგრილად ეკიდება მის დადგომას (არაპირდაპირი განზრახვის დროს), რაც ნათლად მიუთითებს მასზედ, რომ დანაშული შესაძლებელია, ჩადენილი იქნას როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი განზრახვით. მნიშვნელოვანია, განზრახ მკვლელობა გაიმიჯნოს მასთან ახლოს მყოფი სხვა დანაშაულებისგან, როგორიცაა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნული შემთხვევების დროს პირის/დამნაშავის სიცოცხლის მოსპობის მიმართ დამოკიდებულება გამოიხატება გაუფრთხილებლობაში, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანების მიმართ ადგილი აქვს განზრახვას, რაც ნათლად მიუთითებს მასზედ, რომ პირის დანაშაულებრივი ქმედების სწორი კვალიფიკაციისათვის აუცილებელია, დადგინდეს მისი დამოკიდებულება კონრეტული შედეგის მიმართ ან მოსალოდნელი შედეგის მიმართ, რაც უნდა შეფასდეს დანაშაულის ყველა გარემოებათა ერთობლიობაში, მათ შორის ყურადღება უნდა გამახვილდეს დანაშაულის ჩადენის ხერხზე და საშუალებაზე, ჯანმრთელობის დაზიანებათა რაოდენობაზე, ხასიათსა და მის ლოკაციაზე. ასევე, დანაშაულის ჩადენამდე და მისი ჩადენის შემდეგ დაზარალებულსა და დამნაშავის ქცევაზე და მათ ურთიერთობაზე.
საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებით ნათელია, რომ დაზარალებულ ნ-------–-----ეს და მსჯავრდებულს შორის მოცემულ შეთხვევამდე კონფლიქტურ სიტუაციას ადგილი არ ჰქონია, რაც ცალსახად მიუთითებს მასზედ, რომ შემთხვევის დროს რაიმე პირადი განაწყენების (ან სხვა) მოტივი, რომლის საფუძველზეც მსჯავრდებულს შესაძლოა, აღძვდროდა/აღმოცენებოდა ნ-------–-----ის მკვლელობის განზრახვა, არ დგინდება.
პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩენში ჩამოყალიბებულ მსჯელობას და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში უტყუარად ვერ დგინდება, რომ თ---------------ეს ჰქონდა ნ-------–-----ის მოკვლის განზრახვა, კერძოდ: დადგენილია, რომ 2017 წლის 2 ნოემბერს, ღამის საათებში ერთი მხრივ გ------------–----ესა და მერე მხრივ თ---------------ეს, მის მეგობარ გ-------სა და ლ----------–---–ს შორის ადგილი ჰქონდა გარკვეულ კონფლიქტს, რაც წარმოადგენდა მეორე კონფლიქტის გამომწვევ მიზეზს. უტყუარად დადგენილია, რომ მეორე კონფლიქტი გრძელდებოდა დაახლოებით 4-5 წუთი, ხოლო თ---------------ეს ნ-------–-----ის მოკვლის განზრახვის არსებობის შემთხვევაში ობიექტურად შეეძლო პოლიციის გამოჩენამდე განეხორციელებინა დანით არაერთი დარტყმა, ნ--------–-----ისათვის მიეყენებინა მრავლობითი დაზიანებები (მათ შორის სიცოცხლისათვის სახიფათო ან მსუბუქი ხარისხის), რაც დაადასტურებდა მის აშკარა მისწრაფებასა და სურვილს, მოკვლის განზრახვა მოეყვანა სისრულეში. საწინააღმდეგოდ სახეზე გვაქვს ერთი მცირე ზომის ჭრილობა, რომელიც მართალია ხარისხობრივად მიაკუთვნება მძიმე ხარისხს, მაგრამ მისი ლოკალიზაციიდან (მუცლის ქვედა ნაწილი), ზომიდან (1.5.X0.5 სმ.) და ფორმიდან (ჭრილობა შინაგანი ორგანოების დაზიანების გარეშე) გამომდინარე, დანის არაერთხელ დარტყმის შესაძლებლობის არსებობის პირობებში უტყუარად არ მიუთითებს თ---------------ის განზრახვაზე, მოეკლა ნ-------–-----ე, მით უფრო, რომ დაზარალებულები პირველი კონფლიქტის შემდეგ თვითონ დაბრუნდნენ შემთხვევის ადგილზე, რამაც გარკვეულწილად კონფლიქტის გაგრძელება განაპირობა. მართალია, ჩხუბის დასრულების მიზეზი გახდა პოლიციის გამოჩენა, თუმცა კონფლიქტის გაგრძელების ხანგრძლივობიდან გამომდინარე (4-5 წუთი), თ---------------ეს ჰქონდა რეალური შესაძლებლობა, სისრულეში მოეყვანა მკვლელობის განზრახვა ასეთის არსებობის შემთხვევაში და არაერთხელ დაერტყა დანა ნ--- გ--–------ისთვის, რაც მას არ განუხორციელებია.
პალატა ასევე მიუთითებს, რომ თუკი პირისათვის სხეულის დაზიანების მიყენების მომენტში არ არის კონკრეტიზირებული დამნაშავის განზრახვა (რაზედაც ზემოთ იყო მოყვანილი მსჯელობა), ქმედება დაკვალიფიცირდება დამდგარი შედეგის შესაბამისად.
საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის ანდა რომელმაც გამოიწვია მხედველობის, სმენის, მეტყველების ან რომელიმე ორგანოს ან მისი ფუნქციის დაკარგვა, ფსიქიკური ავადმყოფობა, ორსულობის შეწყვეტა, სახის წარუშლელი დამახინჯება ან ჯანმრთელობის სხვაგვარი ისეთი დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და დაკავშირებულია საერთო შრომისუნარიანობის მყარ, არანაკლებ ერთი მესამედით დაკარგვასთან ან წინასწარი შეცნობით პროფესიული შრომისუნარიანობის სრულ დაკარგვასთან. აღნიშნული განზრახ, ძალადობრივ დანაშაულს წარმოადგენს, რომლისგანაც სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. დანაშაულის შემადგენლობა მატერიალურია და სავალდებულოდ უნდა დადგინდეს ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი, რომლის გარეშეც ქმედების სსკ-ის 117-ე მუხლით დაკვალიფიცირება გამოირიცხება.
გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 2017 წლის 2 ნოემბერს, ღამის საათებში, ქ. თბილისში, დ--------------ს მე-6 კვარტალში, მე-5ა კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული კონფლიქტის მიმდინარეობისას თ---------------ემ დანის ერთხელ დარტყმით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა ნ--- გ--–-----ეს.შესაბამისად, სახეზეა მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა (თ---------------ის მიერ დაზარალებულისთვის დანის დარტყმა) და დამდგარ შედეგს (ნ--------–-----ემ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება) შორის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ თ----------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
პალატა აფასებს მსჯავრდებულის მიერ ნ-------–-----ის მიმართ განხორციელებულ ქმედებას, რაც გამოიხატა მსჯავრდებულის მიერ ამ უკანასკნელისათვის მუცლის ღრუში შემავალი ნაკვეთი ჭრილობის მიყენებაში, რა დროსაც ნათლად იკვეთება, რომ მსჯავრდებულს გაცნობიერებული ჰქოდა თავისი ქმედების მართლსაწინააღმდეგობა, სულ მცირე ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის - დაზარალებულისათვის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მიყენების შესაძლებლობას. ყოველივე აღნიშნულის სამართლებრივი შეფასებით კი ნათელი ხდება, რომ მსჯავრდებულმა განახორციელა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვლისწინებული დანაშაულებრივი ქმედება.
მსჯავრდებულის უდანაშაულობის შესახებ დაცვის მხარის არგუმენტებთან დაკავშირებით პალატა აღნიშნავს შემდეგს:
პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია, განმარტოს, რომ სისხლისამართლებრივი დევნის დაწყებიდან სამართალწარმოების ყველა ეტაპზე (მათ შორის საქმის არსებითი განხილვა) სისხლის სამართლის საქმისწარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს. სასამართლო კი მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს, არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას. ამასთან, კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ მხარეთა არგუმენტების დაფიქსირება სასამართლო სხდომაზე, არამედ მათ მიერ გაცხადებული არგუმენტები/პოზიციები უნდა იყოს დადასტურებული კანონით დადგენილი წესით მოპოვებული და საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით უშუალოდ და ზეპირად გამოკვლეული ერთმანეთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით. აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა კი სასამართლოს უნდა აძლევდეს მაღალ სტანდარტს დამაჯერებლობის კუთხით, რათა ეჭვგარეშე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისათვის საკმარისობის მიხედვით დადასტურებულად მიიჩნიოს ერთი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების უტყუარობა, რის საფუძველზედაც უარყოფილი იქნება მეორე მხარის არგუმენტები მოცემულ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით.
პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის მოთხოვნა მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენისთვის არ არის დადასტურებული არცერთი სხვა მტკიცებულებით. დაცვის პოზიციას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო განაჩენის გამოტანის დროს დაეყრდნო ვარაუდს და საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, პალატა ვერ გაიზიარებს. ასევე უსაფუძვლოა დაცვის მხარის არგუმენტაცია, რომ ექსპერტთა საქმის მიმართ არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულების მიზეზია დანაზე აღმოჩენილი თ---------------ის ბიოლოგიური პროფილი. დაცვის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ექსპერტმა გააყალბა მტკიცებულება და ამოღებულ დანაზე გამოკვლევამდე დაიტანა თ---------------ის გენეტიკური პროფილი. აღნიშნულის შესახებ ადვოკატმა მხოლოდ თავისი ვარაუდი გამოთქვა, თუმცა კი ვერ დაასაბუთა, რა მოტივი უნდა ჰქონოდა ექსპერტს ამგვარი დანაშაულებრივი ქმედების ჩასადენად.
პალატა აღნიშნავს, რომ მოწმეების - ა-–---------------------ის, გ--------------–--ისა და გ----------------–---–ის ჩვენებებით ცალსახად დგინდება, რომ თ-----------------ე გაიქცა ,,ლ----------------ს“ მიმართულებით. მას დაედევნა ა-–--------------------ე და შეაჩერა. ამ მიმართულებით კონფლიქტის სხვა მონაწილე არ გაქცეულა. სწორედ იმ ადგილიდან, რომელ მხარესაც გაიქცა თ---------------ე, ამოღებული იქნა დანა, რომლის პირზე აღმოჩნდა მხოლოდ დაზარალებულ ნ--------–-----ის გენეტიკური პროფილი, ხოლო დანის ტარზე - მხოლოდ თ----------------ის გენეტიკური პროფილი. დანის ტარზე და პირზე ექსპერტის განმარტებით აღმოჩნდა სუფთა გენეტიკური პროფილები, არ გამოვლენილა სხვა შერეული გენეტიკური პროფილი, თუნდაც მინორული წილი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გონივრული შეფასებით მივდივართ უტყუარ დასკვნამდე, რომ თ-----------------ემ მითითებული დანით დაზარალებულ ნ-------–-----ეს მიაყენა ჭრილობა. ამგვარ შეფასებას და მსჯავრდებულის დაზარალებულთან მჭიდრო კონტაქტს (მათ შორის დაჭრის შემდეგ) ამყარებს თ-----------------ის ტანსაცმელზე (შარვალზე) და ფეხსაცმელზე აღმოჩენილი დაზარალებულის სისხლი, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ყველა მოწმე საუბროს ორ ჯგუფად ჩხუბის ფაქტზე (მეორე პირი ეჩხუბებოდა გ------------–----ეს) და რომ არა თ---------------ის მჭიდრო კონტაქტი და ნ-------–-----ისათვის დანის დარტყმა, სხვაგვარად ვერც დანაზე და ვერც მის ტანსაცმელზე/ფეხსაცმელზე ვერ აღმოჩნდებოდა ნ--- გ--–-----ის სისხლი. რაც შეეხება გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნას, მისი მტკიცებულებითი ძალა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი და ფაქტობრივად უტყუარია. საქმეში არ არსებობს ამ მტკიცებულებების საპირწონე რაიმე მტკიცებულება, რომელიც მის სანდოობას დააყენებდა ეჭქვეშ და უტყუარად მიუთითებდა მოვლენების სხვაგვარ განვითარებაზე.
შესაბამისად, დაცვის მხარის აღნიშნული არგუმენტები ემსახურება მხოლოდ მსჯავრდებულისათვის სასჯელისაგან უსაფუძვლოდ თავის არიდებას, რის გამოც დაცვის მხარის მითითებულ პოზიციას პალატა ვერ გაიზიარებს. აქვე პალატა უთითებს, რომ ადვოკატის მიერ სააპელაციო წესით საქმის განხილვისას გაჟღერებული სხვა არგუმენტები (ვიდეო ჩანაწარების წყვეტის, დანის ამოღების ადგილის დაუცველობის შესახებ და ა.შ.) არ გამორიცხავენ გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას თ---------------ის მიერ ნ-------–-----ის დანით დაჭრის შესახებ, რის გამოც პალატა არ თვლის საჭიროდ, თითოეულ მათგანს უპასუხოს.
აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებზე, რა დროსაც სასამართლო აღნიშნავს, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება, საფუძვლად დაედოს ვარაუდი. სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
მოცემულ შემთხვევაში პალატამ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელ----ტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და თ---------------ის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ერთმანეთთან შეთანხმებული, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რომლის დისპოზიცია დასჯად ქმედებად მიიჩნევს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, ე.ი. სხეულის დაზიანებას, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის.
რაც შეეხება მსჯავრდებულ თ---------------ესთვის დანიშნულ სასჯელს, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა დანაშაულის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის ქმედებებში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის წარსული ცხოვრება და განუსაზღვრა სანქციებით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ზღვართან მიახლოებული სასჯელი. პალატა თვლის, რომ მოცემული სასჯელის სახე და ზომა ჩადენილი დანაშაულის პროპორციულია და წარმოადგენს ოპტიმალურ ღონისძიებას სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მისაღწევად.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 9 ოქტომბრის განაჩენი თ---------------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი, რასაც პალატა ეთანხმება. შესაბამისად, დაცვის და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-20 მუხლის მე-5 ნაწილით, 22-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ თ---------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - თ-----------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ქ. თბილისის დ---------------------ს რაიონული პროკურატურის პროკურორის ე-------ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 9 ოქტომბრის განაჩენი მსჯავრდებულ თ---------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი;
თ---------------ე ცნობილი იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.
თ---------------ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე.
თ---------------ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
თ---------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 9 თებერვლიდან.
ცნობად იქნას მიღებული, რომ მსჯავრდებულ თ---------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
ნივთმტკიცება:
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული დანა, ასფალტის ანატეხები, თ----------------ის ხელის ანაწმენდები, თ----------------ის ნერწყვის ნიმუში, ნ-------–-----ის სისხლის ნიმუში და გ------------–----ის ნერწყვის ნიმუში სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
თ---------------ისა და ნ-------–-----ის ტანსაცმელი დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს;
დისკები, ნ--------–-----ისა და გ--------------–---ძის ჯანმრთელობის ისტორიები შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: ვ. ლომიძე
მოსამართლეები: ნ. ბარბაქაძე
მ.თეთრაული