განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 3-----------------
საქმე №1ბ/326-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ
ოთარ ჯუგაშვილის მდივნობით,პროკურორ - ნ---------------ის,ადვოკატ - გ------------–---–ის,მსჯავრდებულ - ზ------------–--ის მონაწილეობით,მსჯავრდებულ ზ------------–--ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების მ------------–-----ის და გ------------–---–ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ზ-----------------------–---ს მიმართ - დაბადებული 1----–-–---------------ს, პ/ნ 0----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ს-------------------–----------–---და, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–---------------------–-----------------------–--–------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 იანვრის განაჩენით:
ზ------------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ა“ ქვეპუნქტებით - ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ზ------------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
ზ------------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 10 ივლისიდან.
ზ------------–--ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით;
თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2018 წლის 10 ივლისს, დაახლოებით 0---- საათიდან, 0---- საათამდე დროის მონაკვეთში, ქ-------–--–-----------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ზ------------–--ე ქვით ხელში სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის ძალადობის გამოყენების მუქარით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა მ--–---------------ს კუთვნილ 50 ლარად ღირებულ „ნ-------–----ას“ ფირმის მობილურ ტელეფონს.
2017 წლის 18 აპრილს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ. თ---–--–------–-------–-------------------------- შ------- და ზ------------–--ე მოტყუებით დაეუფლნენ სარგის ადამიანის კუთვნილ მობილურ ტელეფონს, რომელიც მიისაკუთრეს. აღნიშნული ქმედების შედეგად სარგის ადამიანს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი სახის ზიანი 300 ლარის ოდენობით.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ზ------------–--ემ, ასევე მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა მ------------–-----მა და გ------------–---–მა. დაცვის მხარემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრებით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანა და ზ------------–--ის უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ზ------------–--ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობის ნაწილში არის დაუსაბუთებელი და უკანონო. იგი არ ემყარება იმ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც საკმარისი იქნებოდა პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ზ------------–--ის მიერ ყაჩაღობის ჩადენის, მობილური ტელეფონის დამალვისა და 112-ში ზარის განხორციელების დეტალებთან დაკავშირებით დაზარალებულ მ--–---------------ს და მისი მეუღლის - ქ--------------–---ის ჩვენებები არის წინააღმდეგობაშია როგორც ერთმანეთთან, ასევე გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებებთან. ამასთან, ისინი არ არიან გამყარებულნი სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ: ბრალდების მხარის მიერ შემთხვევის ადგილიდან არ იქნა გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები; არ არის ჩატარებული მობილური ტელეფონის ამოცნობა; დანაშაულის იარაღის - ქვის ამოცნობა; ასევე, დანაშაულის იარაღი არ იქნა გადაგზავნილი შესაბამისი საექსპერტო კვლევისათვის რათა დადგენილიყო მასზე ზ------------–--ის დნმ-ის ნიმუშის არსებობა.
აღნიშნულისა და საჩივარში მითითებული სხვა გარემოებების გათვალისწინებით, დაცვის მხარე ითხოვს ყაჩაღობის ნაწილში ზ------------–--ის გამართლებას.
სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულმა ზ------------–--ემ და ადვოკატმა გ------------–---–მა ითხოვეს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება.
პროკურორმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 იანვრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ზ------------–--ის და მისი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო უთითებს, რომ სახეზეა ერთმანეთთან თანხვედრაში არსებულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რის საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა დგინდება წარდგენილ ბრალდებაში ზ------------–--ის ბრალეულობა, კერძოდ:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა მ--–---------------მ განაცხადა, რომ 2018 წლის 10 ივლისს, გამთენიისას იმყოფებოდა ლ----–---ს (კ--------------ს) ქუჩაზე, შარდენის ქუჩის მიმდებარედ, მეუღლესთან - ქ-------------–-----ან ერთად. მათ რესტორან „მ------–-----ნ“ შეხვდათ ზ------------–--ე, რომელიც ქ-------------–----ს ნაცნობი იყო, თავად მანამდე არ იცნობდა ამ პიროვნებას. ზ------------–--ემ უთხრა, რომ გვერდით გაყოლოდა. ქ-------------–---- მისი გაყოლის წინააღმდეგი იყო და ზ------------–--ეს ეუბნებოდა, რომ მისი მეუღლისთვის დაენებებინა თავი, თუმცა ზ------------–--ემ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და უთხრა, რომ დარჩენილიყო ადგილზე. ცალკე გაყვანის შემდეგ ზ------------–--ემ მას (მ--–---------------ს) სთხოვა, რომ მიეცა ფული, ვინაიდან სიძე ყავდა პატიმარი და მისთვის უნდა შეეგზავნა. მას შემდეგ, რაც თანხის მიცემაზე უარი განუცხადა, ზ------------–--ემ მოსთხოვა მობილური ტელეფონი. მან ტელეფონის მიცემაზეც უარი უთხრა და აუხსნა, რომ დედამისი იყო ავადმყოფი ქალი, ამიტომ მასთან საკომუნიკაციოდ ხშირად სჭირდებოდა მობილური ტელეფონი. ამის შემდეგ აპირებდა წამოსვლას, რა დროსაც დაინახა, რომ ზ------------–--ეს ხელში ეკავა მოწითალო ფერის ქვა, დაემუქრა ჩარტყმით და კვლავ მოსთხოვა მობილური ტელეფონი. მან (მ--–---------------მ) მუქარა აღიქვა რეალურად, რის გამოც კუთვნილი „ნოკია ლუნია“-ს ფირმის მობილური ტელეფონიდან ამოიღო სიმ-ბარათი და ტელეფონი გადასცა ზ------------–--ეს. ამ უკანასკნელმა ტელეფონის აღების შემდეგ ქვა დააგდო და გააფრთხილა, რომ პოლიციაში არ დაერეკა. იგი დაბრუნდა მეუღლესთან და უთხრა, რომ ზ------------–--ემ ტელეფონი წაართვა. ამის შემდეგ ქ-------------–----ა გამოიძახა პოლიცია, რომელიც დაახლოებით სამ წუთში მივიდა. მან (მ--–---------------მ) და ქ-------------–----ა პოლიციის თანამშრომლებს მიუთითეს ზ------------–--ეზე, რომელიც იქვე იჯდა. მისი დაკავების შემდეგ კი ქ-------------–----ა ასევე მიუთითა ტელეფონზე, რომელიც ზ------------–--ემ პოლიციის დანახვისთანავე დამალა. აღნიშნული უშუალოდ არ დაუნახავს, მაგრამ მისმა მეუღლემ დაინახა, რომლის დახმარებითაც სამართალდამცავებმა ამოიღეს მობილური ტელეფონი. მ--–---------------მ ასევე დაადასტურა საგამოძიებო მოქმედებებში მისი მონაწილეობა და განმარტა, რომ გამოძიების ეტაპზე ამოიცნო ზ------------–--ე. ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მიუთითა ქვაზე, რომელიც ზ------------–--ეს ტელეფონის წართმევის დროს ხელში ეჭირა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ქ-------------–----ა განაცხადა, რომ მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა ზ------------–--ესთან, ხოლო დაზარალებული მ--–--------------- მისი მეუღლეა. მოცემულ შემთხვევამდე მ--–--------------- ზ------------–--ეს არ იცნობდა. 2018 წლის 10 ივლისს, ღამის საათებში იგი თავის მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა შარდენის ქუჩაზე. დაახლოებით დილის 07:00 საათზე გავიდნენ რესტორან „მ------–-----ნ“, სადაც შეხვდნენ ზ------------–--ეს. ზ------------–--ემ მ--–---------------ს უთხრა, რომ მასთან რაღაც საქმე ჰქონდა და ცალკე გაიყვანა, ხოლო მას (ქ-------------–---ს) მკაცრი ტონით უთხრა, რომ ადგილზე დარჩენილიყო. ამის შემდეგ ზ------------–--ე და მ--–--------------- რესტორან „მაჭახელას“ მიმდებარე ტერიტორიიდან წავიდნენ ზემოთ ქუჩისკენ, ეკლესიის ჩიხის მიმართულებით. დაახლოებით 5-10 წუთის შემდეგ მ--–--------------- უკან დაბრუნდა და უთხრა, რომ ზ------------–--ემ მას ტელეფონი წაართვა. კერძოდ განუმარტა, რომ ბრალდებულმა ჯერ სთხოვა ტელეფონი, ვინაიდან სიძე ჰყავდა ციხეში და მისთვის უნდოდა, ხოლო უარის მიღების შემდეგ ქვა აიღო ხელში და თუ არ მისცემდა მობილურ ტელეფონს, დაემუქრა ჩარტყმით. ვინაიდან მახლხაზ აფხაზავას შეეშინდა მუქარის განხორციელების, მან ტელეფონიდან ამოიღო საკუთარი სიმ-ბარათი, ხოლო ტელეფონი გადასცა ზ------------–--ეს. მოწმის განმარტებით, ზ------------–--ეს ისიც უთქვამს მ--–---------------სთვის, რომ პოლიციაში არ დაერეკა. ქ-------------–----ა ასევე აღნიშნა, რომ მისმა მეუღლემ პოლიციაში დარეკა მისი (ქ-------------–----ს) ტელეფონით და განაცხადა მომხდარი ფაქტის თაობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით მოწმემ სასამართლოს ვერ მოახსენა კონკრეტული ინფორმაცია, კერძოდ ჯერ მიუთითა, რომ მისმა მეუღლემ დარეკა პოლიციაში, შემდეგ განმარტა, რომ თვითონ დარეკა და საუბრისას გამოართვა მ--–---------------მ ტელეფონი; შემდეგ კი ისევ აღნიშნა, რომ ეხვეწებოდა თავის მეუღლეს, არ დაერეკა პოლიციის განყოფილებაში, თუმცა მან მაინც დარეკა. პოლიცია ადგილზე 5 წუთში გამოცხადდა, რომლის დანახვაზეც გზის მეორე მხარეს მყოფმა ზ------------–--ემ ტელეფონი ჯიბიდან ამოიღო და იქვე ბუჩქებში შეაცურა. აღნიშნული ფაქტი დაინახა თავადაც და მეუღლემაც. შემდეგ მ--–---------------მ პოლიციელებს მიუთითა ზ------------–--ეზე, რომელმაც მას წაართვა მობილური ტელეფონი. მან (ქ-------------–----ა) პოლიციელებს მიუთითა ბუჩქებში გადაგდებულ ტელეფონზე, რომელიც პოლიციელებმა მას ამოაღებინეს. ამ ფატთან დაკავშირებითაც მოწმე იძლევა არაერთგვაროვან პასუხებს, ვინაიდან ერთ შემთხვევაში ამბობს, რომ სამართალდამცავებს თვითონ მიუთითა ბუჩქებში არსებულ ტელეფონზე, შემდეგ განაცხადა, რომ მისმა მეუღლემ მიუთითა; მოგვიანებით კი განმარტა, რომ პოლიციის თანამშრომლებმა უთხრეს - ბუჩქებში არის ტელეფონი და შენ ამოიღეო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე დ-------------–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ძველი თბილისის სამმართველოს პირველ განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 10 ივლისს ღამის საათებში, თანამშრომლებთან - ლ---------------------------------------------ნ გამოცხადდა კ--------------ს ქ. N---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ მომხდარი ძარცვის ფაქტზე რეაგირების მიზნით. შემთხვევის ადგილზე დაზარალებულმა მიუთითა ზ------------–--ეზე და განმარტა, რომ ამ პიროვნებამ მას ქვის მუქარით წაართვა მობილური ტელეფონი. ამ დროს ზ------------–--ე იქვე ბორდიურზე იყო ჩამომჯდარი, რომელიც დააკავეს თ----------------------–---------------მა; ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა და გადაიყვანეს პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში, თავად კი დარჩა შემთხვევის ადგილის დაცვის მიზნით, ვინაიდან დაზარალებულმა და მასთან ერთად მყოფმა მისმა მეუღლემ განუმარტეს, რომ ზ------------–--ემ წართმეული მობილური ტელეფონი ბორდიურსა და მწვანე ნარგავებს შორის დატოვა. მოგვიანებით ექსპერტების და გამომძიებლების მონაწილეობით ჩატარდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება და ამოღებულ იქნა მითითებული შავი ფერის მობილური ტელეფონი, რომელიც იდო „ქეისში“. მოწმემ დაადასტურა, რომ დათვალიერებისას ადგილზე მხოლოდ დაზარალებულის მეუღლე იმყოფებოდა; შედგა დათვალიერების ოქმი, რომელსაც მოაწერა ხელი; ამოღებული ტელეფონი დაილუქა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ნ---------------მ განაცხადა, რომ არის ექსპერტ-კრიმინალისტი. 2018 წლის 10 ივლისს, დილის საათებში, კ--------------ს ქ. N---ის მიმდებარედ, მეწყვილე ლ-–------------ან ერთად დაათვალიერა შემთხვევის ადგილი. დათვალიერებაში ასევე მონაწილეობდნენ გამომძიებელი, ინსპექტორ-გამომძიებელი და ქალბატონი, რომლის მითითებითაც ბუჩქებიდან ამოიღო მობილური ტელეფონი. ქალბატონმა განუმარტათ, რომ ტელეფონი ეკუთვნოდა მის მეუღლეს, რომელსაც ის წაართვეს. მოწმემ დაადასტურა, რომ ამოღებული მობილური ტელეფონი დაასურათა, დაილუქა სპეციალურ პაკეტში და მასზე გაკეთდა ხელმოწერები, მათ შორის დამსწრე ქალბატონისაც.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ლ-------------–---–მა განაცხადა, რომ არის ექსპერტ-კრიმინალისტი. განსახილველ საქმესთან დაკავშირებით 2018 წლის 10 ივლისს მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში, მეწყვილე ნ-------------------ან ერთად. საგამოძიებო მოქმედება დაიწყო ძველი თბილისის რაიონული სამმართველოს პირველ განყოფილებასთან, საიდანაც გამომძებელთან და მოწმესთან ერთად გაემართნენ შემთხვევის ადგილზე. კ--------------ს ქუჩის მიმდებარედ მ--–--------------ს მითითებით ამოღებული იქნა ერთი კონკრეტული ქვა, რომელზეც იგი უთითებდა, რომ თავდამსხმელი აღნიშნული ქვით დაემუქრა. მოწმის განმარტებით, ამოღებული ქვა დაილუქა შესაბამისი წესით, გაკეთდა ხელმოწერები და გადაეცა გამომძიებელს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებმა ლ----------------------–-----------------------------–---------–------------------------------------–---–----------–------------ დაადასტურეს მათ მიერ და მათ მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და სხვა სახის საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონიერება.
ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმის თანახამდ, 2018 წლის 10 ივლისს, 08:10-08:40 საათების პერიოდში მოწმე ქ-------------–----ს მონაწილეობით დათვალიერდა ქ. თბილისი, კ--------------ს ქუჩა #4--ის მიმდებარე ტერიტორია, რა დროსაც ქ-------------–----ს მითითებით, კ--------------ს ქუჩის მხარეს ბორდიურის შუა ნაწილზე და ბუჩქნარის ძირიდან ამოღებული იქნა შავი ფერის მობილური ტელეფონი, სილიკონის ჩასადებში. ქ-------------–----ს განცხადებით, მითითებული მობილური ტელეფონი ეკუთვნის მის მეუღლეს მ--–---------------ს, რომელიც იმ დღეს წაართვა ვინმე ზურამ, რომელმაც მას შემდეგ, რაც შეეშინდა პოლიციის, ქ-------------–----ს თვალწინ მითითებული ტელეფონი შეაგდო ბუჩქნარში.
2018 წლის 10 ივლისის პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, მ--–---------------მ ამოიცნო ზ------------–--ე, რომელმაც 2018 წლის 10 ივლისს, გამთენიის საათებში, სამღებროს ქუჩაზე, ჩიხში ქვის მუქარით წაართვა პირადი მობილური ტელეფონი.
2018 წლის 10 ივლისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დასტურდება, რომ მ--–---------------მ ორპირის ქუჩა #2-ის მიმდებარედ, გამოძიებას მიუთითა კონკრეტული ადგილი, სადაც მისი განმარტებით, 2018 წლის 10 ივლისს ზ------------–--ემ მუქარით გამოართვა „ნოკია“-ს ფირმის მობილური ტელეფონი, აღნიშნული ადგილი წარმოადგენს ერთგვარ საავტომობილო შესასვლელს - ჩიხს. მითითებულ ადგილზე მარჯვნივ არის შენობა, მარცხნივ - გზის კედელი, ხოლო პირდაპირ არის ერთგვარი გზაჯვარედინი, მ--–---------------ს მიერ მითითებულ ადგილას დაყრილი არის აგურის ნატეხები, მ--–---------------მ აღნიშნულ ადგილას მიუთითა მოწითალო ფერის ქვაზე და განმარტა, რომ აღნიშნული ქვა მიამსგავსა იმ ქვას, რომლითაც ემუქრებოდა ზ------------–--ე. აღნიშნული ქვა ამოღებულ იქნა დადგენილი წესით. ამის შემდეგ მ--–---------------მ გამოძიებას მიუთითა გზა, რომლის გავლის შემდეგაც შეხვდა თავის მეუღლეს, კერძოდ მან მიუთითა კ--------------ს ქუჩა #4--ის მიმდებარედ.
2----–-–---------–----------------------–----------------- დასკვნით დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი მობილური ტელეფონის ,,M------------------------------”-ის საბაზრო საცალო სარეალიზაციო ღირებულება, წარმოდგენილი სახით, ფაქტიური ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შეადგენს - 50 (ორმოცდაათ) ლარს. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ნ-------------მ.
ბრალდებულმა ზ------------–--ემ მ--–---------------ს მიმართ ყაჩაღობის ჩადენაში თავი არ ცნო დამნაშავედ და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ შემთხვევის დღეს მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც შეხვდა თავის ნაცნობ ქ-------------–---ს და მის მეუღლეს. ქ-------------–----ს ქმარს გაეხუმრა, რაც ამ უკანასკნელმა ცუდად მიიღო და უზრდელურად უპასუხა. ამის გამო მიქაელიანის მეუღლე ცალკე გაიყვანა და დაელაპარაკა, რის შემდეგაც დაბრუნდნენ უკან, დაემშვიდობა თავის მეგობრებს და ავტობუსის დალოდების მიზნით ჩამოჯდა იქვე. ქ-------------–----ა და მისმა მეუღლემ პოლიციელებს მიუთითეს მასზე, რომ თითქოს ტელეფონი წაართვა მიქაელიანის მეუღლეს, რის საფუძველზეც დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა.
პალატამ გააანალიზა რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, აგრეთვე პირის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ ზ------------–--ემ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით.
პალატა განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც ჩადენილი დანაშაული მოწმეთა სიმრავლით არ გამოირჩევა, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დაზარალებულის ჩვენებას, მის თანმიმდევრულობასა და შესაბამისობას საქმეზე დადგენილ სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან. პალატა მიიჩნევს, რომ მ--–---------------ს გულწრფელობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან მან სასამართლოს მისცა საკმაოდ დამაჯერებელი და სარწმუნო ჩვენება. დაზარალებულმა თანმიმდევრულად და ლოგიკურად გადმოსცა 2018 წლის წლის 10 ივლისს დილის საათებში კ--------------ს ქუჩაზე მეუღლსთან ერთად ყოფნისა და ზ------------–--ესთან შეხვედრის დეტალები. უშუალოდ ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით მიუთითა, რომ ზ------------–--ემ ჯერ სთხოვა მიეცა ფულადი თანხა ან მობილური ტელეფონი, ხოლო ნებაყოფლობით გადაცემაზე უარის მიღების შემდგომ, მობილური ტელეფონის დაუფლების მიზნით, ხელში აიღო ქვა, რომლის საშუალებითაც განახორციელა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარა. დაზარალებულმა სასამართლო სხომაზე ნათლად განმარტა, რომ სწორედ მაშინ, როდესაც ზ------------–--ეს უარი უთხრა ტელეფონის გადაცემაზე და აპირებდა უკან გაბრუნებას, მის ხელში დაინახა ქვა. თავდამსხმელმა განუცხადა მიეცა ტელეფონი, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ქვას დაარტყამდა. ვინაიდან მ--–---------------მ განხორციელებული მუქარა აღიქვა რეალურად, თავისი კუთვნილი მობილურიდან ამოიღო სიმბარათი, ხოლო თავად მობილური ტელეფონი გადასცა ზ------------–--ეს.
ასევე სრულიად დამაჯერებლად ისაუბრა დაზარალებულმა მისთვის ტელეფონის წართმევის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე. კითხვებზე პასუხის გაცემისას მ--–--------------- იყო თანმიმდევრული და მის პასუხებში არ შეინიშნებოდა პოზიციის ცვალებადობა ერთდაიგივე საკითხთან დაკავშირებით. მ--–---------------ს განმარტებით, სწორედ მისმა მეუღლემ დარეკა 112-ში, ოპერატორს დაელაპარაკა სხვა სახელით და გავრით და მოახსენა მომხდარი ფაქტის შესახებ. ასევე, მისმა მეუღლემ დაინახა, თუ როგორ მოიშორა თავიდან მობილური ტელეფონი ზ------------–--ემ და სწორედ ქ-------------–----ს მითითებით ამოიღეს იგი სამართალდამცავებმა იქვე ასრებული ბუჩქებიდან. პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის განმარტებას, რომ დაზარალებულის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება ეწინააღდეგება სასამართლოსათვის მიწოდებულ ინფორმაციას და ამის გამო იგი არ უნდა იქნას გაზიარებული. დაცვის მხარის აღნიშნული არგუმენტაცია უსაფუძვლოა, ვინაიდან მ--–---------------მ გამოძიებისათვის მიცემული ჩვენების იდენტურად აღწერა ზ------------–--ის მიერ განხორციელებული ყაჩაღობის ფაქტი სასამართლოს სხდომაზეც. შეუძლებელია, ერთი ადამიანის მიერ სხვადასხვა დროს მიცმეული ჩვენებები იყოს აბსოლუტურად თანხვედრილი. მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ დაზარალებულის ჩვენებები ურთიერთშესაბამისია და ძირითად და არსებით გარემოებებთან დაკავშირებით ემთხვევა ერთმანეთს.
პალატა მიუთითებს, რომ დაზარალებულ მ--–---------------ს მიერ გაჟღერებული ინფორმაცია საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით არის სარწმუნო, იგი ურთიერთთავსებადია როგორც მოწმეთა ჩვენებებთან, ასევე საქმეზე წარმოდგენილ წერილობით და ნივთიერ მტკიცებულებებთან. ისინი ერთობლიობაში გამორიცხავენ ზ------------–--ის მიერ მიცემული ჩვენების გაზიარების შესაძლებლობას და თავის მხრივ, მეტ დამაჯერებლობას სძენენ დაზარალებულის მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის ნამდვილობას.
რაც შეეხება მოწმე ქ-------------–----ს ჩვენებას, პალატა აღნიშნავს, რომ ერთობლიობაში, განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, იგი არის დაზარალებულ მ--–---------------ს ჩვენების იდენტური და განამტკიცებს მას. ქ-------------–----ს ჩვენების საერთო ანალიზიდან გამომდინარე აშკარაა, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხვის მომენტში ქ------------–----ი აღარ იყო დაინტერესებული საქმის შედეგით და ცდილობდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა აერიდებინა მასთან მეგობრულ ურთიერთობაში მყოფი ზ------------–--ისთვის. მან არაერთხელ განმარტა, რომ ძალიან ეცოდება ზ------------–--ე. ისიც მოახსენა სასამართლოს, რომ თვითონ არ სურდა პოლიციაში დარეკვა, ვიანიდან ეცოდებოდა ბრალდებული, ეხვეწებოდა მის მეუღლეს - არ დაერეკა, მაგრამ მან მაინც დარეკა. მიუხედავად ამისა, ქ-------------–---- არ უარყოფს ზ------------–--ის მიერ მ--–---------------სათვის მუქარის საფუძველზე მობილური ტელეფონის წართმევის ფაქტს. მისი განმარტებით, ზ------------–--ეს ჯერ უთხოვია ტელეფონი მიასი მეუღლისათვის, ვინაიდან სიძე ყავდა ციხეში და მისთვის უნდოდა, ხოლო უარის მიღების შემდეგ, ქვა აუღია ხელში და მუქარით მოუთხოვია მისთვის მობილური ტელეფონი. მართალია ამ ნაწილში ქ-------------–----ს ჩვენება წარმოადგენს ირიბი ხასითის მტკიცებულებას, თუმცა სასამართლო აფსებს რა მას სხვა მტკციებულებებთან ერთობლიობაში, მიიჩნევს, რომ იგი კიდევ უფრო განამტკიცებს მ--–---------------ს მიმართ ზ------------–--ის მიერ ყაჩაღური თავდახმის ფაქტს.
ქ-------------–----ა რამდენჯერმე შეიცვალა პოზიცია იმ ფაქტთან დაკავშირებით, თუ ვინ დარეკა 112-ში და ვინ განაცხადა მომხადრი ფაქტის შესახებ; ასევე, თუ როგორ მოხდა ზ------------–--ის მიერ მობილური ტელეფონის მოშორება და შემდგომში მისი ამოღება სამართალდამცავების მხრიდან. თუმცა, ბრალდების მხარის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენების გამოქვეყნებისას ქ-------------–---- სრულად დაეთანხმა მის შინაარსს; ვერ უარყო, რომ მან დარეკა 112-ში და ოპერატრს გაეცნო, როგორც მარიამ მრევლიშვილი; ასევე განაცხადა, რომ თვითონაც დაინახა, პოლიციის მოსვლისთანავე ზ------------–--ემ თუ როგორ დამალა ტელეფონი ბუჩქებში და სწორედ მან მიუთითა ამის შესახებ სამართალდამცავებს. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ 112-ის ოპერატორს გაეცნო სხვა სახელით და გვარით, უპირობოდ არ მიუთითებს მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის არადამაჯერებელ ხასიათზე. აღსანიშნავნია, რომ გამოძახების შემდგომ ქ-------------–---- ადგილზე დახვდა სამართალდამცავებს და მიუთითა საქმისათვის მნიშვნელოვან არაერთ გარემოებაზე.
აშკარაა, რომ სამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემის ეტაპზე ქ-------------–----ს მიზანი აღარ იყო დანაშაულის ჩამდენი პირის დასჯა. სწორედ ამიტომ იგი თავის მეუღლეს - მ--–---------------ს ადანაშაულებს, რომ ზ------------–--ე არის ბრალდებული. თუმცა ქ-------------–---- თავისი ჩვენებით არ გამორიცხავს ზ------------–--ის მიერ დანაშაულის ჩადენას. პირიქით ადასრტურებს, რომ ზ------------–--ე ნამდვილად დაეუფლა მისი მეუღლის მობილურ ტელეფონს დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, უბრალოდ ეცოდება ბრალდებული და არ სურს მომხდარი ფაქტის გამო იყოს დაკავებული. რაც შეეხება დაცვის მხარის განმარტებს, რომ თითქოს ზ------------–--ე არის ქ-------------–----ს და მისი მეუღლის მხრიდან დანაშაულის პროვოკაციის მსხვერპლი, პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული მოკლებულია საფუძველს და ლოგიკურ მსჯელობას, ვინაიდან თავად დაცვის მხარეც არ უარყოფს, რომ ქ-------------–---- და ზ------------–--ე იყვნენ მეგობრები; საქმეზე წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება არ მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ობიექტურ დამკვირვებელს აფიქრებინოს დაზარალებულისა და მისი მეუღლის მხრიდან მეგობრის მიმართ პროვოკაციის მოწყობის თაობაზე.
პალატა ასევე განმარტავს, რომ დაზარალებულ მ--–---------------ს ჩვენება, სხვადასხვა ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, სრულ შესაბამისობაშია და გამყარებულია პოლიციის თანამშრომლების დ-------------–---–ის, ლადო კასაბურის, თორნიკე გაბაძის და ექსპერტ ნ---------------ს ჩვენებებით; ასევე, ადგილმდებარეობის დათვლიერების ოქმით, რომლის თანახმადაც, კ------------ის ქუჩა #4--ის მიმდებარე ტერიტორიაზე ქ-------------–----ს მითითებით, ბორდიურის შუა ნაწილზე და ბუჩქნარის ძირიდან ამოღებული იქნა შავი ფერის მობილური ტელეფონი, სილიკონის ჩასადებში. პალატა განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი საგამოძიებო მოქმედების ოქმები და მათ შორის ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმი შედგენილია საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით. ისინი ხელმოწერილია მასში მონაწილე ყველა პირის მიერ. ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმს ხელს აწერს მოწმე ქ-------------–----ც, რომელზეც აღნიშნული აქვს, რომ პოლიციას მობილურ ტელეფონზე მიუთითა თავად და რიამე სახის შენიშვნა ან პრეტენზია სამგამოძიებო მოქმედების ოქმზე დაფიქსირებული არ არის. ასევე, მათი კანონიერება სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს ექსპერტებმა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლება, რომელთა ჩვენებების სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი პალატას არ გააჩნია.
პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმეზე წარმოგენილ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმზეც, რომელიც დაცვის მხარის შეფასებით, წინააღმდეგობაში მოდის მოწმე ქ-------------–--ნის და ექსპერტ ლ-------------–---–ის ჩვენებასთან. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დასტურდება, რომ მ--–---------------მ ორპირის ქუჩა #2-ის მიმდებარედ მიუთითა კონკრეტული ადგილი, სადაც ზ------------–--ემ მუქარით გამოართვა „ნოკია“-ს ფირმის მობილური ტელეფონი, აღნიშნული ადგილი წარმოადგენს ჩიხს. მ--–---------------მ და ქ-------------–----ა ასევე იდენტურად მოახსენეს სასამართლოს, რომ როდესაც ზ------------–--ემ გვერდით გაიყვანა მალზახი, ისინი კ--------------ს ქუჩის ზემოთ ჩიხის მიმართულებით წავიდნენ. ადვოკატი არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებს ექსპერტ ლ-------------–---–ის ჩვენებას, თითქოს მან დაადასტურა, რომ კ--------------ს ქუჩაზე განხორციელდა ქვის ამოღება. საგამოძიებო მოქმედების კონკრეტული ადგილი ლ-------------–---–ს არ დაუსახელებია. მისი განმარტებით, საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა კ--------------ს ქუჩის მიმდებარედ, საიდანაც მოწმე აფხაზავას მითითებით ამოღებული იქნა ერთი ცალი ქვა, როგორც დანაშაულის ჩადენის იარაღი.
პალატა ასევე, არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ საქმეზე ობიექტურად არ იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ვინაიდან წარმოდგენილი არ არის შემთხვევის ადგილზე არსებული სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერი, მობილური ტელეფონის დათვალიერების და ამოცნობის ოქმები; ასევე ტელეფონზე და ქვაზე ჩატარებული არ არის შესაბამისი ექსპერტიზა ზ-------------–--ის დნმ-ის ან ხელის კვლის აღმოჩენის მიზნით. პალატა მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისია გონოვრულ ეჭვს მიღმა ზ------------–--ის ბრალდების დასადასტურებლად, ხოლო ის გარემოება, რომ არაა მოპოვებული დამატებით სხვა სახის მტკიცებუელებები, უპირობოდ არ ადასტურებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას. ამასთან, პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. შესაბამისად, დაცვის მხარე ისევე იყო უფლებამოსილი, მოეპოვებინა აღნიშნული მტკიცებულებები, როგორც ბრალდების მხარე, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს საფუძველი, რათა გაზიარებული იქნეს დაცვის მხარის მოსაზრება, თითქოს საქმეზე გამოკვლეული არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება ზ------------–--ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენის ფაქტი; პირველი ინსტანციის სასამართლომ საკმაოდ დასაბუთებული და არგუმენტირებული მსჯელობა იქონია თითოეული მტკიცებულებით დადგენლი ფაქტობრივ გარემოებებზე და შეაფასა ისინი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, რის საფუძველზეც მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ურთიერთშეთანხმებულ და სარწმუნო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც უტყუარად ადასტურებენ ზ------------–--ის მონაწილეობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში.
რაც შეეხება ზ------------–--ის მსჯავრდებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ა“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდებისათვის, ამ ნაწილში დაცვის მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციიის სასამართლის განაჩენის უცვლელად დატოვება, ვინაიდან ზ------------–--ემ თავი სრულად ცნო დამნაშავედ თაღლითობის ჩადენაში. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნული კვლაიფიკაციით პირის მსჯავრდების შემთხვევაშიც სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. მსჯავრდებულ ზ------------–--ის მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, გარდა მსჯავრდბეულის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებებს, კერძოდ, მოწმეების: თ---------–--------------------------------–----------------------------–----------------------–---–----------------------------------------–---–ის ჩვენებებს; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებს; ამოცნობის ოქმებს და სისხლის სამართლის #0----------- საქმეში არსებული სხვა მასალების ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ხოლო 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
პალატა განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში; ამასთან, მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი უნდა იყოს საკმაოდ მაღალი და ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
ყოველივე ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა ადგენს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარადაა დადასტურებული საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება და სახეზეა იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის მახასიათებელი ყველა ნიშანი, რისთვისაც ზ------------–--ეს წარედგინა ბრალი. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ზ------------–--ემ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით და თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით. რაც შეეხება სასჯელს, პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულ ზ------------–--ის მიმართ, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, განსაზღვრული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სასჯელის მინიმალური ზომა და ამ კუთხით განაჩენში ცვლილების შეტანის საფუძველი არ არსებობს.
შესაბამისად, პალატა მიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 იანვრის განაჩენი ზ------------–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ზ------------–--ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩვრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 იანვრის განაჩენი;
ზ------------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ა“ ქვეპუნქტებით - ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ზ------------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
ზ------------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 10 ივლისიდან.
ნივთიერი მტკიცებულებები:
- საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული ერთი ცალი მოწითალო ფერის ქვა - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
- ადგილმდებარეობის დათვალიერებისას ამოღებული მობილური ტელეფონი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
- კომპაქტ დისკები - დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე: მ. კაპანაძე