განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 01021011700--61436
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-33-19 13 მარტი 2019 წელი
ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ირმა პერანიძე
სხდომის მდივანი: ეკატერინე ქორიძე
აპელანტი (მოსარჩელე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე(მოპასუხე) წარმომადგენელი - - - - შპს ,,ს------ ჯ------------------------ ხ----- ააიპ ,,ს------–---- ა---–--–-- თ---“ ნ--- ს--------–-ძე
დავის საგანი - თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება, ააიპ ,,ს------–---- ა---–--–-- თ---“-სთვის, შპს ,,ს------ ჯ-------- გ----“-ს სასარგებლოდ, მოხმარებული ბუნებრივი აირის ღირებულების-9701,6 ლარისა და თანხის გადაუხდელობით წარმოშობილი ზიანის, კერძოდ, 2017 წლის აგვისტოდან-გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად, დავალიანების თანხის 1%-ის- 97,01 ლარის დაკისრება. სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით, მოპასუხე წარმოადგენს ბუნებრივი გ----ს მომხმარებელს, რომელსაც 2013 წლიდან განაწილების ლიცენზიანტისაგან უწყვეტად მიეწოდება ბუნებრივი გ----. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განხორციელებული სამეურნეო ოპერაციების ამსახველი საბილინგო ბაზის მიხედვით ირკვევა, რომ მოპასუხე, მოხმარებული გ----ს საფასურს იხდიდა და დღემდე იხდის პერიოდული დაგვიანებით და არასრულად, რის გამოც მასზე ირიცხება დავალიანება 9701.6 ლარის ოდენობით. მოპასუხე ვალდებულია გადაიხადოს შესყიდული ბუნებრივი გ----ს ღირებულება არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა. თუკი, მოპასუხე ვალდებულებას დროულად შეასრულებდა, მოსარჩელეს საშუალება ექნებოდა კუთვნილი თანხა განეთავსებინა საკრედიტო დაწესებულებაში და მიეღო სარგებელი წლიური 12%-ის ოდენობით, რაც ყოველთვიურად 1%-ის ტოლია, ხოლო მოპასუხეზე რიცხული დავალიანებიდან გამომდინარე შეადგენს, ყოველთვიურად 97.01 ლარს. ამდენად, გარდა ძიირითადი დავალიანების თანხისა, მოპასუხეს უნდა დაეკისროს ზიანი, მიუღებელი შემოსავლის სახით, ყოველთვიურად, ვალდებულების დარღვევის მომენტიდან-2017 წლის აგვისტოდან, გადაწყვეტილების აღსრულებამდე. მოპასუხის პოზიცია: მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო და განმარტა, რომ შენობა, რომელშიც განთავსებულია მომხმარებელი, მას გადმოეცა 2013 წლის 15 მაისს, ა------------------- ბრძანებით. იგი ყოველთვიურად, კეთილსინდისიერად იხდიდა მოხმარებული ბუნებრივი გ----ს ღირებულებას. სარჩელით მოთხოვნილი დავალიანება ერიცხებოდა შენობის წინა მოსარგებლე აბონენტს, რაც მოსარჩელემ ავტომატურად დაარიცხა მოპასუხეს შენობის გადაცემის შემდეგ. ამდენად, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 1. შპს „ს------ ჯ-------- გ----ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს; 2. გაუქმდეს, საქმეზე 2017 წლის 24 აგვისტოს მიღებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც „ს------–---- ა---–--–-- თ---ს“ აეკრძალა, ქ------–---ში, დ. ა----–-----–----------. N----ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ 2-----------) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა; 3. სახელმწიფო ბაჟი დარჩეს გადახდილად. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა არსებითი მნიშვნელობის შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. ა---------------------------------–-----------------------------------------–-–---------------- ბრძანების შესაბამისად, ა(ა)იპ „ს------–---- ა---–--–-- თ---ს“ უსასყიდლო სარგებლობის უფლებით, 10 წლის ვადით, უზუფრუქტის ფორმით გადაეცა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული, ხელვაჩაურის მ----–----–----------------–-------------–- მდებარე 2457.5 კვმ შენობა-ნაგებობა, მასზე დამაგრებული 5176 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ 2-----------). 2.2. შპს „ს------ ჯ-------- გ---- აჭარა“ 2014 წლის 1 ნოემბერს შეერწყა შპს „ს------ ჯ-------- გ----“. რეორგანიზაციის შედეგად მისი უფლებამონაცვლეა შპს „ს------ ჯ-------- გ----“, რომელიც წარმოადგენს ბუნებრივი გ----ს განაწილების ლიცენზიანტს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილების საფუძველზე. 2.3. ააიპ „ს------–---- ა---–--–-- თ---“ წარმოადგენს ბუნებრივი გ----ს მომხმარებელს, რომელსაც განაწილების ლიცენზიანტისაგან მიეწოდება ბუნებრივი გ----. მოპასუხე აბონენტთა ელექტრონულ ბაზაში (საბილინგო ბაზაში) ირიცხება აბონენტის ნომრად N3--------- (5-----) და 2013 წლის ივნისიდან მასზედ ირიცხება დავალიანება 9701,60 ლარი. 2.4. მოსარჩელის განმარტების და მის მიერვე წარმოდგენილი საბილინგო მონაცემთა ბაზის ამონაწერის თ---ხმად, პირველი დარიცხვა ააიპ „ს------–---- ა---–--–-- თ---“-ზე განხორციელდა 2013 წლის ივნისში, მაისის თვის საანგარიშო პერიოდის მიხედვით. 2.5. მოპასუხემ მიუთითა მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელ გარემოებაზე და მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია. მოსარჩელე არ დაეთანხმა აღნიშნულ გარემოებას და განმარტა, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის დენა შეწყდა მოპასუხის მიერ, მიმდინარე დავალიანებაზე მეტი თანხის გადახდით, ანუ ვალდებულების აღიარებით. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.6. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის მე-8, 115-ე, 128-130-ე, 137-ე, 316-ე, 319-ე, 477-ე მუხლებზე და განმარტა: მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დავა გამომდინარეობს ნასყიდობის სამართალურთიერთობიდან, სადაც შპს „ს------ ჯ-------- გ----“ წარმოადგენს ბუნებრივი გ----ს განაწილების ლიცენზიანტს (გამყიდველი), ააიპ „ს------–---- ა---–--–-- თ---“, მომხმარებელს (მყიდველი). მხარეთა შორის სადავოა მიწოდებული პროდუქციის ღირებულების- 9701,60 ლარის დარიცხვის მართლზომიერება. გამყიდველის მითითებით, დარიცხული თანხა წარმოადგენს 2013 წლის მაისში მიწოდებული და მოხმარებული ბუნებრივი გ----ს ღირებულებას. მყიდველის განმარტებით, 2013 წლის 15 მაისს, უსასყიდლო უზუფრუქტის წესით მიიღო შენობა, მას შემდეგ დარეგისტრირდა აბონენტად და 2013 წლის ივნისამდე 9701,60 ლარის ბუნებრივ აირს ვერ მოიხმარდა. გარდა ამისა, 2013 წლის მაისის თვეში მოხმარებული და 2013 წლის ივნისის თვეში დარიცხული დავალიანების თაობაზე მოთხოვნა ხანდაზმულია. 2.7. სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-103-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ მოსარჩელემ სათ---დო მტკიცებულებების წარმოდგენით ვერ დაადასტურა, რომ მოთხოვნილი დავალიანების თანხა წარმოადგენდა „ა---–--–-- თ---“-ს მიერ მოხმარებული ბუნებრივი გ----ს ღირებულებას. იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მოპასუხე წარმოადგენს არასამეწარმეო, არაკომერციულ იურიდიულ პირს და მისი საქმიანობის სფერო შემოიფარგლება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სარეაბილიტაციო პროგრამებში მონაწილეობით, ამასთან, აჭ----------------------------------–----------------- მიერ, 2013 წლის 15 მაისს მოპასუხეს გადაეცა შენობა უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით და ფართის გამოყენება არ ხდებოდა ისეთი საქმიანობისათვის, რომელსაც შესაძლებელია დიდი ენერგოდანახარჯები გამოეწვია, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, გამყიდველს არ მიუწოდებია მყიდველისათვის სადავო ღირებულების ადეკვატური ბუნებრივი გ---- და 9701,60 ლარის მოპასუხეზე დარიცხვა მოხდა არაკანონიერად. 2.8. გ----არებული იქნა მოპასუხის მითითება მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. ამ ფაქტთან მიმართებაში სასამართლომ აღნნიშნა, ვინაიდან მოპასუხეზე 9701,60 ლარის ოდენობით დავალიანების დარიცხვა განხორციელდა 2013 წლის მაისში, მოსარჩელე უფლებამოსილი იყო სარჩელი სასამართლოში წარედგინა სამი წლის ვადაში, არაუგვიანეს 2016 წლის ივნისისა, რაც მოცემულ შემთხვევაში დარღვეულია. ამდენად, 2017 წლის აგვისტოში წარდგენილი სასარჩელო მოთხოვნა, სამოქალაქო კოდექსის 128-129-ე მუხლების შესაბამისად ხანდაზმულია. 2.9. სასამართლო არ დაეთანხმა მოსარჩელის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდა მოპასუხის მიერ, 2015 წლის 6 მაისს და 20 ივნისს, მიმდინარე გადასახადზე მეტი ოდენობით თანხების გადახდით. საბილინგო მონაცემთა ამონაწერის ანალიზის შედეგად დადგენილად ჩაითვალა, რომ მითითებული პერიოდისათვის (2015 წლის 6 მაისი და 20 ივნისი) მოპასუხე იხდიდა, მხოლოდ მიმდინარე პერიოდის გადასახადს და არა 2013 წლის ივნისში დარიცხულს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობდა მოხმარებული ბუნებრივი გ----ს ღირებულების დაკისრების ნაწილში, შპს „ს------ ჯ-------- გ----ს“ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები. 2.10. ვინაიდან, არ დადასტურდა „ს------–---- ა---–--–-- თ---ს“ მიერ, სარჩელით მოთხოვნილი მოხმარებული ბუნებრივი გ----ს დავალიანების ფაქტი, დადასტურებულად ჩაითვალა, რომ მოსარჩელეს, მოპასუხის მოქმედებით ქონებრივი ზიანი არ მიუღია. შესაბამისად, უსაფუძვლო იყო მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილშიც, რაც ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. სასამართლომ დაადგინა, რომ თითქოს, მოპასუხე წარმოადგენდა საყოფაცხოვრებო მომხმარებელს, რაც არასწორია. აღნიშნული მსჯელობა არ გამომდინარეობს არც მოქმედი კანონმდებლობიდან და არც საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან. საყოფაცხოვრებო მომხმარებელი არის ფიზიკური პირი, რომელიც ბუნებრივ გ---- ყიდულობს და მოიხმარს, მხოლოდ საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის, ხოლო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი არის საყოფაცხოვრებო მომხმარებლის გარდა, ყველა სხვა საცალო მომხმარებელი. 3.2. ასევე, არასწორად იქნა დადგენილი ფაქტი დარიცხული გ----ს ღირებულებასთან დაკავშირებით. მხარეს სადავოდ არ გაუხდია ამონაწერი აბონენტის ბარათიდან (აბონენტის ბრუნვის ისტორია), სასამართლომ კი გაიზიარა ააიპ ,,ს------–---- ა---–--–-- თ---ს“ მიერ წარმოდგენილი შიდა წერილები, რომელშიც გამოხატულია მისივე პოზიცია, თუმცა რაიმე სხვა მტკიცებულება, რომელიც, თუნდაც თეორიულად დაადასტურებდა ამ წერილებში არსებულ რაიმე ირიბი მნიშვნელობის მქონე ფაქტებს, საქმეში არ მოიპოვება. სასამართლოს მსჯელობა, თითქოსდა დარიცხული გ----ს ღირებულება, სხვა აბონენტს ეკუთვნის-დაუსაბუთებელია. ასეთ შემთხვევაში, სულ მცირე, ადგილი უნდა ჰქონდეს აბონენტის ცვლილებას, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ მომხდარა. ისეთ ვითარებაში, თუ დავალიანება ექნებოდა ობიექტს (რაც საქმეში წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულებით არ დასტურდება), რომელიც მოპასუხეს გადაეცა სახელმწიფოსაგან, ასეთი დავალიანების არსებობის პირობებში, მოპასუხეს უნდა მიემართა აჭარის ეკონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკომონიკის სამინისტროსათვის და მოეთხოვა იმ ნივთობრივი ნაკლის გამოსწორება, რაც თითქოსდა მოპასუხის განმარტებითვე გააჩნდა ქონებას მისი გადაცემის დროისათვის, რაც არ განუხორციელებია. 3.3. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ვარაუდების დონეზე იქნა დადგენილი გარემოება იმის შესახებ, რომ, რადგან მოპასუხე არ წარმოადგენდა კომერციულ პირს, ამ ოდენობით გ----ს მოხმარება შეუძლებელი იყო. მოპასუხეს, კანონით დადგენილი წესით სადავოდ არ გაუხდია დარიცხვის კანონიერება, რომელიც კანონის მოთხოვნათა შესაბამისად შედის ,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ კანონით განსაზღვრული ეროვნული კომისიების კომპეტენციაში. თუ, აბონენტად რეგისტრირებული მოპასუხე ამ ოდენობის გ---- ვერ მოიხმარდა, მაშინ რა რაოდენობის გ---- მოიხმარა, სასამართლო აღნიშნულზე არ მსჯელობს და ვერც ვერანაირ მტკიცებულებებზე ვერ მიუთითებს, ვინაიდან, ბუნებრივი გ----ს მოხმარების მოცულობის განსაზღვრისას და მისგან გამომდინარე გ----ს ღირებულების თანხის დადგენისას, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმ ხელსაწყოების და დანადგარების მოცულობას, რომლითაც ხდება ბუნებრივი გ----ს მოხმარება. 3.4. არასწორია სასამართლოს მსჯელობა მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, კერძოდ, გადაწყვეტილებაში მითითებულია, თითქოს მოპასუხემ 2015 წლის ივნისში გადაიხადა მოხმარებული გ----ს ღირებულება, თუმცა პირადი ბარათის მიხედვით, 2015 წლის მაისის თვეში დაერიცხა 153.34 ლარი, 2015 წლის ივნისის თვეში 185.32 ლარი, ხოლო გადაიხადა 583.60 ლარი. გადახდილი თანხიდან-370.66 ლარი წარმოადგენდა წინა თვეს მოხმარებული გ----ს ღირებულებას, 213 ლარი კი დავალიანების თანხის ნაწილს. ზედმეტად გადახდილი თანხის გათვალისწინებით, მოპასუხეს ბარათზე შეუმცირდა დავალიანება, 9341.70 ლარის ნაცვლად გაუხდა 8884.50 ლარი და არ აისახა დეპოზიტზე, რასაც წინსწრებით გადახდის შემთხვევაში აქვს ადგილი. აღსანიშნავია, რომ არც ეს დარიცხვა არ გაუხდია მოპასუხეს სადავოდ. შესაბამისად, ზედმეტი თანხის გადახდით, მოპასუხემ აღიარა დავალიანების თანხა. სამართლებრივი საფუძვლები 3.5. კონკრეტულ შემთხვევაში, საქმე გვაქვს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებასთან, რომელზედაც ვრცელდება 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადა. მოპასუხე მხარემ, დავალიანების თანხის ნაწილის გადახდით აღიარა მოთხოვნის არსებობა, რითაც შეწყდა ხანდაზმულობის ვადის დენა. გარდა ამისა, სარჩელით ითხოვდნენ არა 2013 წლის დავალიანების გადახდას, რომელიც შეადგენდა 8706.02 ლარს, არამედ 2017 წლის მდგომარეობით არსებულ დავალიანებას 9701.60 ლარის ოდენობით. სასამართლოს, მოთხოვნა ხანდაზმულად არ უნდა ჩაეთვალა, რამეთუ მხარეები 2016 წლის დეკემბრამდე წერილობით, ხოლო დღემდე ზეპირ სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმყოფებიან ერთმანეთთან, რაც თავის მხრივ გამორიცხავს ხანდაზმულობასთან დაკავშირებით მსჯელობის გ----არების შესაძლებლობას. 3.6. სასამართლომ, ერთი მხრივ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ხოლო მეორეს მხრივ არასწორად განმარტა კანონი, რასაც საბოლოო ჯამში მოჰყვა არასწორი გადაწყვეტილების მიღება. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და სემეკის იმავე 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებით დამტკიცებული ,,ბუნებრივი გ----ს მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტი, რომლითაც საცალო მოხმარებლის მიერ, ბუნებრივი გ----ს მოხმარება უნდა აღირიცხებოდეს ინდივიდუალურად. სასამართლომ არ გამოიყენა ამავე დადგენილების მე-10 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები, რომლითაც საცალო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გ----ს საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად (საცალო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გ----ს მოხმარების მოცულობის შესაბამისად), ყოველი მომდევნო თვის 15 რიცხვამდე. 3.7. სასამართლომ, ასევე არ გამოიყენა 408-ე და 411-ე მუხლები, რომელიც ითვალისწინებს ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ზიანის ანაზღაურებას.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თ---ხმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს, შპს ,,ს------ ჯ-------- გ----ს“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება 4.3. პალატა სრულად იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.1-2.5 პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს 2.6-2.10 პუნქტებში დაფიქსირებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა სამართლის ნორმები-სამოქალაქო კოდექსის მე-8, 115-ე, 128-130-ე, 137-ე, 316-ე, 319-ე, 477-ე მუხლები და აპელანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით დამატებით ადგენს: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტის წარმომადგენელმა, მ.ხ-----მ განმარტა, რომ სარჩელით მოთხოვნილი დავალიანება-9701.60 ლარი წარმოადგენს, 2013 წელში, ერთჯერადად დარიცხულ თანხას, რომელიც მოიცავს 2013 წლის მაისიდან-ივნისამდე პერიოდში, ანუ ერთ თვეში წარმოშობილი მოხმარებული გ----ს დავალიანებას (იხ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 27.02.2019წ. სასამართლოს მთავარი სხდომის ოქმი 13:51:54 სთ). 4.4. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს, ბუნებრივი აირის მიწოდებიდან გამომდინარე, აბონენტზე დარიცხული დავალიანების თანხის დაკისრება. ასეთ ვითარებაში, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლი (მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა), რომლის თ---ხმად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. 4.5. მოცემული ურთიერთობის რეგულირებისათვის ასევე გამოიყენება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებით დამტკიცებული, ბუნებრივი გ----ს მიწოდებისა და მოხმარების წესები, რომლის 2013 წლის მაისი-ივნისის თვის (სადავო პერიოდი) მდგომარეობით მოქმედი, მე-10 მუხლის პირველი, მე-3-5 პუნქტის, მე-14 მუხლის 1-ლი, მე-3, მე-14 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით, მე-16 პუნქტის, მე-18 მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-9 პუნქტის დანაწესის თ---ხმად: საცალო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გ----ს საფასურის დარიცხვა ხორციელდება ბუნებრივი გ----ს ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით; მოხმარებული ბუნებრივი გ----ს აღრიცხვა და საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად (საცალო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გ----ს მოცულობის შესაბამისად); საცალო მომხმარებელმა მოხმარებული ბუნებრივი გ----ს საფასური უნდა გადაიხადოს ქვითარში მითითებულ ვადაში; ქვითარში მითითებული უნდა იყოს დარიცხული თანხის გადახდის ვადა, მოხმარებული ბუნებრივი გ----ს საფასური (სამომხმარებლო ტარიფი ან ხელშეკრულებით შეთანხმებული ფასი) ერთ კუბურ მეტრზე, მოხმარებული ბუნებრივი გ----ს რაოდენობა კუბური მეტრებში და ღირებულება... მიმწოდებელი და განაწილების ლიცენზიატი ვალდებული არიან აწარმოონ ბუნებრივი გ----თ მომარაგებისა და მომსახურების ერთიანი რეესტრები ამ წესებში მოცემული პირობებისა და კომისიის მიერ მიღებული სათ---დო ინსტრუქციების შესაბამისად; ბუნებრივი გ----თ მომარაგების ერთიან რეესტრში ინფორმაცია შეიტანება მიმწოდებლისა და განაწილების ლიცენზიატის მიერ შესაბამის ჟურნალში სათ---დო ჩანაწერების საფუძველზე; განაწილების ლიცენზიატმა ჟურნალში განცალკევებულად ასევე უნდა აღნიშნოს (შეიტანოს) შემდეგი ინფორმაცია: გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით ამა თუ იმ მიმწოდებლის მიერ თვის განმავლობაში მიწოდებული ბუნებრივი გ----ს მოცულობები; მიმწოდებელი და განაწილების ლიცენზიატი ვალდებული არიან, არანაკლებ 5 წლის განმავლობაში, შეინახონ ყველა ის ჟურნალი, რომელშიც ჩანაწერის საფუძველზე ხდება ბუნებრივი გ----თ მომარაგებისა და მომსახურების ერთიან რეესტრში მონაცემების ასახვა; პირს, მის მიერ უძრავი ქონების დროებით სარგებლობისას, ამ უძრავი ქონების მესაკუთრის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, უფლება აქვს მოითხოვოს აბონენტად რეგისტრაცია, ხოლო განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ამ მისამართზე დაარეგისტრიროს იგი აბონენტად. ამასთან, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ პირის მიერ მის დეპოზიტზე თანხის შეტანა ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად და დარიცხული დავალიანების სრულად დაფარვა (დარიცხული დავალიანების სრულად გადახდა შეიძლება მოთხოვნილ იქნეს, თუ ამ დროებითი მფლობელის რეგისტრაცია იწვევს იმ აბონენტის რეგისტრაციის გაუქმებას, რომელსაც ერიცხება დავალიანება, ხოლო დარიცხული დავალიანების გადაუხდელობის ან დაფარვის პირობებზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს განმცხადებელს უარი განუცხადოს აღნიშნულ მისამართზე აბონენტად რეგისტრაციაზე); განმცხადებლის აბონენტად რეგისტრაციის საჭირო პროცედურებისა და ღონისძიებების განხორციელებისთ---ვე, აბონენტის ბუნებრივი გ----თ მომარაგების დაწყებამდე, უნდა შედგეს ახალი აბონენტის ბუნებრივი გ----თ მომარაგების დაწყების შესახებ აქტი, სადაც განაცხადში ასახული მონაცემების გარდა უნდა აღინიშნოს ბუნებრივი გ----ს მრიცხველის ტიპი და ნომერი, საწყისი ჩვენება, ბრჯენის ნომერი და ბუნებრივი გ----ს მრიცხველის გეგმიური შემოწმების პერიოდი. მომხმარებელი ვალდებულია დაესწროს აქტის შედგენას, განაწილების ლიცენზიატი კი ვალდებულია წინასწარ აცნობოს მომხმარებელს აქტის შედგენის თარიღი და დრო. 4.6. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტის პრეტენზია მიმართულია გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ მსჯელობის წინააღმდეგ, რომლითაც მიჩნეული იქნა, რომ შპს ,,ს------ ჯ-------- გ----“, ააიპ ,,ს------–---- ა---–--–-- თ---“-სთვის, 2013 წლის მაისში-ივნისის თვეში 9701.60 ლარის ღირებულების ბუნებრივი გ---- არ მიუწოდებია და, რომ ამ პერიოდის დავალიანების თაობაზე სარჩელი ხანდაზმულია. სადავო საკითხთან დაკავშირებით პალატა განმარტავს: საპროცესო სამართალწარმოებაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის თ---ხმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხ.). მოსარჩელემ, მისი მოთხოვნის დასაბუთებისათვის წარმოადგინა მის მიერ, მარტივი ფორმით შედგენილი ცხრილი, ე.წ. ბილინგის მონაცემები, სადაც ასახულია, მხოლოდ დარიცხული თანხის ოდენობა, ხოლო საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებით დამტკიცებული, ბუნებრივი გ----ს მიწოდებისა და მოხმარების სავალდებულო წესების შესაბამისად, მოხმარებული ბუნებრივი გ----ს მოცულობა და მრიცხველის ჩვენებები დაფიქსირებული არ არის. მოპასუხემ წარმოადგინა მოთხოვნის შემწყვეტი და ამავდროულად, მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი და მიუთითა, რომ შენობა, რომელშიც განთავსებულია მომხმარებელი, ა------------------- ბრძანებით მას გადაეცა 2013 წლის 15 მაისს, ამასთან სარჩელით მოთხოვნილი დავალიანება ერიცხებოდა შენობის წინა მოსარგებლე აბონენტს არ წარმოადგენ მის მიერ მოხმარებულს. გარდა ამისა, სარჩელი ხანდაზმულია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი. 4.7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე და 105-ე მუხლის თ---ხმად, პალატას მიაჩნია, რომ, როდესაც მოპასუხე სადავოდ ხდის სარჩელში მითითებული ბუნებრივი გ----ს მოხმარების ფაქტს, ხოლო საქმეში წარმოდგენილი არ არის ააიპ ,,ს------–---- ა---–--–-- თ---“-ს აბონენტად რეგისტრაციის დროისათვის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებით დამტკიცებული, ბუნებრივი გ----ს მიწოდებისა და მოხმარების სავალდებულო წესების შესაბამისად შედგენილი აქტი, სადაც დაფიქსირებული იქნებოდა ბუნებრივი გ----ს მრიცხველის ტიპი და ნომერი, საწყისი ჩვენება, ბრჯენის ნომერი, ასეთ პირობებში, მოსარჩელეს მიერ მარტივი ფორმით შედგენილი ცხრილი, ე.წ. ბილინგის (ჟურნალი) მონაცემები, სადაც ასახულია, მხოლოდ დარიცხული თანხის ოდენობა, ხოლო მოხმარებული ბუნებრივი გ----ს მოცულობა და მრიცხველის ჩვენებები დაფიქსირებული არ არის, არ წარმოადგენს სათ---დო და საკმარის მტკიცებულებას იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ ააიპ ,,ს------–---- ა---–--–-- თ---“-მ 2013 წლის 15 მაისიდან (როდესაც მას შენობა გადაეცა)- ივნისამდე (როდესაც მას ერთჯერად დაერიცხა დავალიანება) პერიოდში მოიხმარა სადავო ღირებულების ბუნებრივი გ----, რაც უსაფუძვლოს და დაუსაბუთებელს ხდის მოსარჩელეს მოთხოვნას. 4.8. მოთხოვნის ხანდაზმულობაზე გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში დაფიქსირებულ მსჯელობაზე აპელანტის პრეტენზიასთან დაკავშირებით პალატა განმარტავს: მოცემულ შემთხვევაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტის წარმომადგენლმა განმარტა, რომ აღნიშნული დავალიანება წარმოადგენს ერთჯერადად დარიცხულ თანხას, რომელიც მოიცავს 2013 წლის მაისიდან-ივნისამდე არსებულ პერიოდში დაგროვებულ დავალიანებას, რომლის ნაწილის გადახდითაც მოპასუხემ ფაქტობრივად აღიარა ვალი. სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის თ---ხმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას. თუ ვალის არსებობა აღიარებულია ანგარიშსწორების (გადახდის) საფუძველზე ან მორიგების გზით, მაშინ ფორმის დაცვა არ არის აუცილებელი. ვინაიდან, მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია სათ---დო მტკიცებულება იმისა, რომ 2015 წლის მაისი-ივნისის თვეში ზედმეტად გადახდილი თანხა-370.66 ლარი წარმოადგენდა სწორედ, 2013 წლის ივნისში დარიცხული დავალიანების (9701.60 ლარის) ნაწილს, გამორიცხავს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის თაობაზე, აპელანტის მიერ მითითებული გარემოების გ----არების შესაძლებლობას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო კოდექსის 129-130-ე მუხლების შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, რაც სწორად იქნა დადგენილი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ. 4.9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც შპს ,,ს------ ჯ-------- გ----ს“ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თ---ხმად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება მიაჩნია, რომ შპს ,,ს------ ჯ-------- გ----ს“ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის, შპს ,,ს------ ჯ-------- გ----ს“ მიერ, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის-527,75 ლარის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს ,,ს------ ჯ-------- გ----“-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე: ირმა პერანიძე