განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმეN330100119002793752
საქმე N1b/388-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
3 აპრილი, 2019 წ ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: კახაბერ მაჭავარიანმა
მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორის: გე---------------------ს
მსჯავრდებულის: თე----------------–--ს
ადვოკატის: მა---------------ს
თარჯიმნის: იგ----------------ს
მონაწილეობით,თბილისის პ------------------ სტაჟიორ-პროკურორის გი----------------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე თე--------------------------–--ს მიმართ - საქართველოს მოქალაქე, პირადი N--------------------------–--------–-–------------------- რეგისტრირებული ქ-----------------------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ----------------–------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 30 იანვრის განაჩენით, თე----------------–-- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3(სამი)წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3(სამი)წელი.
მსჯავრდებულ თე----------------–--ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 27 ნოემბრიდან 2019 წლის 30 იანვრის ჩათვლით.
თე----------------–--ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 27 ნოემბერს, დაახლოებით 19:03 საათზე, ქ.თბილისში, ვ---------–-----------–------------- მიმართულებით მოძრავი მეტროს მატარებლით მგზავრობისას, როდესაც მატარებელი მიუახლოვდა მეტროსადგურ „---–--------- გავიდა გვირაბიდან და დაიწყო მოძრაობის შენელება, მეტროსადგურ „---–-------- ბაქანზე გაჩერებამდე მატარებლის ვაგონში, თე----------------–-- მოქალაქე ა-------–-----–---–-- ხელჩანთიდან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ამ უკანასკნელის კუთვნილ 25 ლარად ღირებულ საფულეს, მასში მოთავსებული 220 (ორასოცი) აშშ დოლარით, 10 (ათი) დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგითა და 10 (ათი) ლარით. თე----------------–--ს დანაშაულებრივი ქმედებით ანა სოლოღაშვილს მიადგა 656.236 (ექვსასორმოცდათექვსმეტი ლარი და 236 თეთრი) ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პ------------------ სტაჟიორ პროკურორმა გ------------------- რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, პირობითი მსჯავრის გაუქმება და მსჯავრდებულისთვის თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელის განსაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.
სააპელაციო პალატამ, განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
თე----------------–--ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, უტყუარად დასტურდება საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულ ა-------–-----–---–-- გამოკითხვის ოქმით, მოწმეების: მ--------–--–----–----------------------–---–--------–--------------- გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით, ნივთის ამოცნობის ოქმით და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას, ვინაიდან მსჯავრდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, სადაოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, აგრეთვე მხდეველობაშია მისაღები მისი ასაკი.
პირველი ინსტანციის სასამართლომ შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, თე----------------–--ს განუსაზღვრა ადეკვატური სასჯელის სახე, რომელიც სრულად უზრუნველყოფს გათვალისწინებული სასჯელის მიზნებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 30 იანვრის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის პ------------------ სტაჟიორ-პროკურორის გი----------------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 30 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. თე----------------–-- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3(სამი)წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3(სამი)წელი.
4.მსჯავრდებულ თე----------------–--ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 27 ნოემბრიდან 2019 წლის 30 იანვრის ჩათვლით.
5. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ თე----------------–--ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
6. პირობითი მსჯავრის მოხდის განმავლობაში მსჯავრდებულ თე----------------–--ს ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
7. ნივთმტკიცებები:
- თე----------------–--ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ყავისფერი ტყავის საფულე, რომელშიც მოთავსებულია ფულადი თანხა 220(ორას ოცი) აშშ დოლარის, 10(ათი) ფუნტი სტერლინგის და 10(ათი)ლარის ოდენობით, კერძოდ: 2(ორი) ცალი 100 დოლარიანი კუპიურა, 1 (ერთი) ცალი 20 (ოცი) დოლარიანი კუპიურა, 1(ერთი) ცალი 10 (ათი) ფუნტი სტერლინგის კუპიურა, 1(ერთი) ცალი 10 (ათი) ლარიანი კუპიურა და ასევე მოთავსებულია „------------ ბარათი წარწერით „------------------------ რომელიც ინახება საქართველოს შსს ქ------–---------–-–--ს დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
- თე----------------–--ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული „ნოკია“-ს ფირმის მობილური ტელეფონი, მასში მოთავსებული ლაი-ლაის სიმბარათით ნომრით, „---------------- ფირმის საფულე, რომელშიც მოთავსებულია „----------ის პლასტიკური ბარათი, „------------------ს სახელზე გაცემული ლიბერთი ბანკის პლასტიკური ბარათი, თეიმურაზ სოსელიას სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა, PSP ბარათი, „მტრედი ბარათი“, მეტრომანი #----------- თე----------------–--ს სახელზე გაცემული დევნილის მოწმობა, მეტრომანი #--------------–---------–--- სახელზე გაცემული თბილისის მერიის სოციალური შეღავათის ბარათი და ფულადი თანხა 20 ლარის ოდენობით, ფულადი თანხა 50 თეთრის ოდენობით, კერძოდ: 1(ერთი) ცალი 20 (ოცი) თეთრიანი მონეტა, 3(სამი) ცალი 10 (ათი) თეთრიანი მონეტა, მეხსიერების ბარათი, მომცრო ზომის ელვაშესაკრავიანი საფულე, ნაჭრის სანტიმეტრმზომი, ორი სანთებელა, ხის კრიალოსანი, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქ------–---------–-–--ს დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
-თე----------------–--სგან აღებული ნერწყვის ნიმუში ერთ ცალ სტერილურ ჩხირზე,საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.
- თე----------------–--სგან აღებული მარჯვენა და მარცხენა ხელისკვლების ნიმუშები, ერთ ცალ დაქტილობარათზე, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქ------–---------–-–--ს დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.
8.პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანიდან და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
9. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ. მაჭავარიანი