განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 1-----------------
საქმე №1ბ/220-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
3 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ
გ------- სვანიძის მდივნობით,პროკურორ - გ-----------------ის,ადვოკატ - ე--------------ის,მსჯავრდებულ - გ---------–----------–---–ის მონაწილეობით,ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ-----------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
გ---------–----------–---–ის (გ----–---–ი) მიმართ - დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N1----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ბოლნისი, ს------–----------------------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობითი-სამოტივაციო ნაწილი:
წარდგენილი ბარლდების მიხედვით:
გ---------–----------–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა გაუპატიურების მცდელობა, ესე იგი პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის მცდელობა სხეულის ნაწილის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, დანაშაული გათალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,137-ე მუხლის პირველი ნაწილით.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 27 მაისს, დაახლოებით 02:00 საათზე, ბოლნისის რაიონის სოფელ რ-------–ი, პ--–-------------–-–---–-ს სახლის მიმდებარედ, ქუჩაში, გ------- გ----–---–მა, იმ მიზნით, რომ თავისი სასქესო ორგანოთი მოეხდინა სექსუალური ხასიათის შეღწევა ნ-------------–---–-ს სხეულში, ხელი დაუჭირა და თავისკენ ზურგით მიიზიდა ნ-------------–---–-, შემდეგ ხელი მოუჭირა ყელში, ხოლო მეორე ხელი პირზე ააფარა, რათა არ ეყვირა, ზურგით დააგდო ძირს და დააწვა ზემოდან ისე, რომ ნ-------------–---–- ფეხებს ვერ ამოძრავებდა, თავი რამდენჯერმე დაარტყმევინა მიწაზე და სახეში რამდენჯერმე დაარტყა მუშტები, ჩაიწია შარვალი და შეეცადა ნ-------------–---–-სთვისაც აეწია ხალათი და კაბა, დაემუქრა მოკვლით, თუ იგი ყვირილს არ შეწყვეტდა, ეძებდა საგანს მისთვის დასარტყმელად, თუმცა, მან თავისი განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო ნ-------------–---–-ს მიერ გაწეული წინააღმდეგობისა და მეზობლების ქუჩაში გამოსვლის გამო.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის განაჩენით:
გ---------–----------–---–ის ქმედება დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,137-ე მუხლის პირველი ნაწილით გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
გ-----------–----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
გ---------–----------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2018 წლის 27 მაისიდან.
პირველი ინსტანციის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენით დაადგინა, რომ:
გ---------–----------–---–მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 27 მაისს, დაახლოებით 02:00 საათზე, ბოლნისის რაიონის სოფელ რ-------–ი, პ--–-------------–-–---–-ს სახლის მიმდებარედ, ქუჩაში, გ---------–----------–---–მა ყელში წაუჭირა ხელი ნ-------------–---–ს და სახეში რამდენჯერმე დაარტყა მუშტი, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ-----------------მა, რომელიც ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას და გ---------–----------–---–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,137-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
აპელანტის მითითებით, ბოლნისის რაიონული სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. გ---------–----------–---–ისათვის ბრალად წარდგენილი ქმედების დამახასიათებელი გარემოებებია ძალადობა და ძალადობის მუქარა. მოცემულ შეთხვევაში, ფიზიკური ძალადობა არის როგორც პირის წინააღმდეგობის დათრგუნვის საშუალება. მოსამართლემ კი არ გაითვალისწინა დაზარალებულის აპელირება მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ნიშნებზე, რაც ახასიათებს გაუპატიურების მცდელობას. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სამედიცინო ექსპერტის ჩვენებით, დაზიანებები, რომლებიც აღენიშნებოდა დაზარალებულს, დამახასიათებელია გაუპატიურებისათვის. პროკურორის განმარტებით, მართალია ექსპერტი კატეგორიულად ვერ უთითებს, რომ ნ-------------–---–-სათვის მიყენებული დაზიანებები აუცილებლად გაუპატიურების დროს იქნა წარმოქმნილი, თუმცა ვერც უარყოფს ამ ფაქტს. ამასთან, დასკვნის შედეგები ეწინააღმდეგება მსჯავრდებულის განმარტებას, რომ თითქოს მან მხოლოდ ხელი კრა დაზარალებულს. ერთი ხელის კვრით და ძირს დაცემით ნ-------------–---–- ვერ მიიღებდა იმ ხარისხის დაზიანებებს, რაც აღენიშნებოდა რეალურად. ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დაზარალებულის კაბაზე და მსჯავრდებულის მაისურზე აღმოჩენილ ბოჭკოებს აქვთ საეთო გვარეობითი კუთვნილების ნიშნები, რაც ადასტურებს მათ ერთმანეთთან შემხებლობას. გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის შედეგები კი, თავისი შინაარსით, არ გამორიცხავს გ---------–----------–---–ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.
სასამართლო სხდომაზე პროკურორმა გ-----------------მა მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.
მსჯავრდებულმა გ---------–----------–---–მა და მისმა ადვოკატმა ე--------------ემ მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
სანამ უშუალოდ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს შევეხებოდეთ, პალატა ყურადღებას მიაქცევს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ბოლნისის რაიონის სოფელ რ--------ს საკრებულოს მიერ 19---–-–--------------ის გ------- გ----–---–ის მიმართ რეგისტრირებული ა/ჩანაწერი №38 მამის მონაცემების გარეფაში (ცნობები მამის შესახებ). გ------- გ----–---–ის დაბადების აქტის ჩანაწერის პირველი ეგზემპლარის მე-19 გრაფაში გადაიხაზა მამობის დადგენის შესახებ მონაცემები, გ------- გ----–---–ის დაბადების სააქტო ჩანაწერში ბავშვის გვარი ,,გ----–---–ი“ შესწორდა ,,ლ----------–---–--ე“. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს საოქმო განჩინებით, გ------- გ----–---–ის ვინაობა დაზუსტდა და განაჩენში მოხსენიებული იქნა როგორც გ---------–----------–---–ი.
სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას გ---------–----------–---–ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკვალიფიცირების თაობაზე და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება; განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს; სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად, კერძოდ:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ნ-------------–---–-ა განმარტა, რომ 2018 წლის 26 მაისს იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში. ოჯახის წევრებთან და სტუმრებთან ერთად აღნიშნავდა თავისი მეუღლის - შ------------–---–ის დაბადების დღეს. დაახლოებით ღამის 2 საათზე, საავტომობილო გზამდე გამოაცილა მამა - მ--–------------–---–ი, ძმა - ნ-----------–---–--ან და მაზლი - გ------- ნ-----–---–ი. ქუჩაში გამოსვლისას მან (ნ-------------–---–-ა) და მისმა ძმამ დაინახეს მეზობლად მცხოვრები გ---------–----------–---–ი, მეტსახელად ნ----. სახლში დაბრუნებისას კვლავ შენიშნა ზემოთხსენებული პიროვნება, რომელმაც იკითხა, თუ სად იყო ნ-------------–---–-ს მეუღლე. მის პასუხზე, რომ მეუღლეს სახლში ეძინა, გ-------მ ხელი გადახვია, სხეულით თავისკენ მიიზიდა და მოფერება დაუწყო. აღნიშნულის გამო დიიწყო ყვირილი და თავის მამას და ძმას უხმობდა საშველად, თუმცა გ---------–----------–---–ი მას ერთ ხელს პირზე აფარებდა, ხოლო მეორე ხელს ყელში უჭერდა. შემდეგ ზურგით დააგდო ხრეშიან და ქვიან მიწაზე, გვერდით გადააწვინა და ზემოდან დააწვა, ისე, რომ დაზარალებულს განძრევის საშუალება აღარ ქონდა. გ---------–----------–---–ი ერთი ხელით ცდილობა დაზარალებულის კაბის აწევას, ხოლო მეორე ხელით იხსნიდა შარვალს. ნ-------------–---–-ს განმარტებით, წინააღმდეგობის გაწევის გამო მოძალადე სახეში ურტყამდა ხელებს და თავს მიწაზე არტყმევინებდა, რის გამოც დაუსკდა ტუჩები. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ მისი კივილის ხმაზე აივანზე გამოვიდა მეზობელი პ--–-------------–-–---–-, რომელმაც დაინახა, თუ როგორ იყო მის სხეულს გადაფარებული გ---------–----------–---–ი და ხელებს ურტყამდა. დაახლოებით 2-3 წამში პელაგია გამოვიდა ქუჩაში, რომელსაც მოყვა მისი შვილი - მ-----–--–-----იც. მათ დანახვაზე გ------- ლ----------–---–ი გაიქცა და თან ცდილობდა შარვლის აწევას. თავად გაემართა პ--–-------------–-–---–-ს და მისი შვილისკენ, სადაც ასევე მივიდა მეზობელი მ-----–-------–---–ი. მეზობლებს მოუყვა, თუ როგორ ცდილობდა გ---------–----------–---–ი მის გაუპატიურებას, რომ ამ მიზნით ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა, ამასთან, იმ წუთებშიც კი ტუჩებიდან სისხლი სდიოდა. ნ-------------–---–-ს ჩვენებით, მალევე გარეთ გამოვიდა მისი დედამთილი ზ-------------–-–---–ი, რომელმაც სახლში შეიყვანა. დედამთილს და მამამთილს მაშინვე მოუთხრო მომხდარის თაობაზე, ხოლო მეუღლეს და თავის მშობლებს მხოლოდ მეორე დღეს უამბო რაც შეემთხვა. დაზარალებულმა დაადასტურა მისი მონაწილეობა სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქემდებებში. მისი განმარტებით, პოლიციას გადასცა ტანსაცმელი, რომელიც მას შემთხვევის დღეს ეცვა, თუმცა საცვალი უკვე გარეცხილი იყო. მას ექსპერტისათვის არაფერი უთქვამს ფეხზე არსებულ დაზიანების თაობაზე და ამიტომაც არაა იგი ასახული დასკვნაში.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა: მ--–------------–---–მა, ნ-----------–---–მა და ზ-------------–---–მა დაადასტურეს, რომ 2018 წლის 26 მაისს სტუმრად იმყოფებოდნენ ნ-------------–---–-ს და მისი მეუღლის შ------------–---–ის ოჯახში, ამ უკანასკნელის დაბადების დღის აღსანიშნავად. გვიან ღამით ისინი საავტომობილო გზამდე გამოაცილა ნ-------------–---–-ა. მათთვის მეორე დღეს გახდა ცნობილი, რომ გ---------–----------–---–ს უცდია ნ-------------–---–-ს გაუპატიურება. მოწმე ნ-----------–---–მა ასევე განმარტა, რომ მისი დის სახლიდან გარეთ გამოსვლისას დაინახა სახლის ქვედა მხარეს მდგომი მეზობელი გ---------–----------–---–ი.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა: ზ-------------–-–---–-ა, გ------- ნ-----–---–----–------------–---–--------------------ამ დაადასტურეს, რომ როგორც მათთვის ნ-------------–---–-საგან გახდა ცნობილი, 2018 წლის 26 მაისს გვიან ღამით გ---------–----------–---–ს უცდია მისი გაუპატიურება. თუმცა მეზობლების ქუჩაში გამოსვლის გამო თავი დაუნებებია და გაქცეულა. ამასთან ბრალდებულს ნ-------------–---–-ს მიმართ განუხორციელებია ფიზიკური ძალადობა, რის შედეგადაც მას დაზიანებები ემჩნეოდა როგორც ტანზე, ისე კისერის და სახის არეში.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე პ--–-------------–-–---–-მა განაცხადა, რომ 2018 წლის 27 მაისის ღამეს, დაახლოებით 2 საათზე, ქუჩიდან შემოესმა ქალის ყვირილის ხმა. დაუყოვნებლივ გაიხედა გარეთ და დაინახა გ---------–----------–---–ი, რის გამოც მიიჩნია, რომ იგი თავის ცოლს ეჩხუბებოდა. თუმცა მოწმის ჭიშკრიდან გასვლისთანავე ბრალდებული გაიქცა. ხოლო აღელვებული ნ-------------–---–- გაემართა მისი მიმართულებით და განუცხადა, რომ ლ----------–---–მა ცემა. ნათიას ტანთ ეცვა შინდისფერი ხალათი, რომელიც ჰქონდა შეკრული. ხალათზე მტვრის, ტალახის ან ფიზიკური დაზიანების კვალი არ ემჩნეოდა. ასევე, დაზარალებულის არ უჩვენებია მისთვის სხეულზე არსებული დაზიანებები. მოწმის განმარტებით, გ---------–----------–---–ის გაქცევისას ქუჩაში გამოვიდა მისი ვაჟი მ-----–--–-----ი და შემდეგ მეზობელად მცხოვრები მ-----–-------–---–ი. პ--–-------------–-–--ლმა დაადასტურა, რომ ნ-------------–---–ს გაუპატიურების მცდელობაზე არაფერი უთქვამს, იგი გ---------–----------–---–ის მხოლოდ ცემაში ადანაშაულებდა. როდესაც გ------- დაინახა, მას შარვალი ჩაწეული არ ქონია; ამასთან, არც მისი შვილი გაკიდებია მას.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე მ-----–--–-----მა განაცხადა, რომ 2018 წლის 27 მაისის ღამეს, მას შემდეგ, რაც დაწვა დასაძინებლად, მასთან ოთახში შევიდა დედამისი - პ--–-------------–-–---–-, განუცხადა, რომ გ---------–----------–---–ი ეჩხუბებოდა თავის ცოლს და გარეთ გასულიყო. ჩაიცვა ტანსაცმელი და გავიდა ქუჩაში, სადაც ნახა ატირებული ნ-------------–---–-, რომელიც პ--–-------------–-–--ლს ეხუტებოდა და აცხადებდა, რომ გ---------–----------–---–მა ცემა. მოწმის განმარტებით, ნ-------------–---–-ს სახეზე ან სხეულზე არავითარი დაზიანება არ შეუნიშნავს და არც მის ხალათს ეტყობოდა ძალადობის ნიშნები.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე მ-----–--------–---–-ა განაცხადა, რომ 2018 წლის 27 მაისის ღამის საათებში შემოესმა ქალის ხმა. გარეთ გასულმა დაინახა, რომ პ--–-------------–-–---–-ს სახლთან იყვნენ პელაგია, მისი ვაჟი - მ-----–--–-----ი და ნ-------------–---–-. როგორც ამ უკანასკნელმა განუმარტათ, გ---------–----------–---–მა სცემა. მოწმის განმარტებით, დაზარალებულის სხეულზე დაზიანებები არ შეუნიშნავს.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამომძიებლებმა: თ----------–-------------------------–---–--------------------------–-–---–---------------------------------------------–---–-------------------------–---–მა დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და კანონიერება. რ-----------------–-–---–მა დამატებით განმარტა, რომ ვინაიდან შემთხვევის დღისგან განსხვავებით, საგამოძებო ექსპერიმენტის ჩატარებისას უკვე ამოშენებული იყო პ--–-------------–-–---–-ს საცხოვრებელი სახლის ღობე, რომელიც შეესწრო შემთხვევას, ქმედების განხორციელებისას არსებული ვითარების სრულად აღდგენა ვერ მოხდა; რაც შეეხება გ---------–----------–---–ის ტანსაცმელს, რომელიც მას შემთხვევის დღეს ეცვა, ამოღების დროს უკვე გარეცხილი იყო.
საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, სამსახურებრივი ავტომობილით, გამომძიებელი, ნ-------------–---–- და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი რ---------–----ე, ნ-------------–---–-ს მითითებით გაემართნენ ბოლნისის რაიონის, სოფელ რ------ის მიმართულებით, ქალაქ ბოლნისიდან რ------ის შესასვლელში მდებარე მარცხენა მხარეს, მაღაზიის გვერდზე ნ---------–---–ის მითითებით შეუხვიეს მიწიან და გრუნტიან გზაზე, სადაც არის სოფლის ქუჩა და ნ--------–---–მა ისინი მიიყვანა ქუჩის მარჯვენა მხარეს, ცენტრალური გზიდან მესამე საცხოვრებელ სახლთან, სადაც არის ნ---------–---–ის სახლი, რომელი სახლის შემდეგაც ქუჩის ბოლოში ბოლო სახლი ეკუთვნის გ------- გ----–---–ს (ლ----------–---–ს). ნ---------–---–ის განმარტებით, 2018 წლის 27 მაისს, 02:00 საათზე, ნ---------–------–---–ის სახლის ღობესთან მას შეხვდა გ------- გ----–---–ი, რომელმაც ნ--------–---–ი წააქცია ძირს მიწიან და გრუნტიან გზაზე. კონკრეტული ადგილი, რომელიც მიუთითა ნ---------–---–მა მდებარეობს ნ. კულდონაშვილის სახლის ღობიდან 2.40 მ-ში გზის მხარეს, ღობის დასაწყისიდან 3.50 მეტრში, რომელ ადგილასაც გ. გ----–---–ი ცდილობდა ძალის გამოყენებით ნ---------–---–---ნ სქესობრივი კავშირის დამყარებას, რა დროსაც ასევე ნ---------–---–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნული ადგილის მოპირდაპირედ არის პ--–-------------–-–---–-ს სახლის ღობე, რომლის შემდეგაც არის პ--–-------------–-–---–-ს სახლის ჭიშკარი. ნ---------–---–ის განმარტებით, იგი ყვიროდა და ითხოვდა შველას რა დროსაც პ--–-------------–-–---–-ს სახლის ჭიშკრიდან, რომელიც მდებარეობს 9 მეტრში იმ ადგილიდან სადაც მიუთითა ნ---------–---–მა და რომელ ადგილსაც იგი დააგდო გ.გ----–---–მა, ნ---------–---–ის ყვირილის ხმაზე ჭიშკრიდან გამოვიდა პ--–-------------–-–---–-, რომელმაც ნ---------–---–ის განმარტებით, დაინახა ის და გ. გ----–---–ი, რომელსაც ნ---------–---–ი დაგდებული ჰყავდა მიწაზე და ეწვა ზემოდან, ჭიშკრიდან ასევე გაიხედა პ--–-------------–-–---–-ს შვილმა მ-----–--–-----მა, რის შემდეგაც გ. გ----–---–ი, რომელიც ნ---------–---–ის განმარტებით მას ეწვა ზემოდან ადგა და გაიქცა ცენტრალური გზის მხარეს მდებარე მაღაზიის ქვევით, ჩიხში.
2018 წლის 31 მაისის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის თანახმად, პირადი გასინჯვით მონაცემებით (27.05.2018წ.) ნ-------------–---–ს აღენიშნება სისხლჩაქცევები მარცხნივ კისრის უკანა ზედაპირზე, ქვედა ყბის მიდამოში და ყვრიმალზე, ნასკდომები პირის მარჯვენა კუთხეში და ზედა ტუჩის ლორწოვანზე მარცხნივ. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა გ------- ო------–---–-ა და დამატებით განმარტა, რომ შესაძლებელია ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანებები პირს მიეღო გაუპატიურების მცდელობისის დროს, ანუ ასეთი დაზიანებები დამახასიათებელია ამ დანაშაულისთვისაც. თუმცა იგი ერთმნიშვნელოვნად და კატეგორიულად არ მიუთითებს, რომ კონკრეტულად სქესობრივი ძალადობაა ჩადენილი, ამის განსაზღვრა შეუძლებელია.
2018 წლის 7 აგვისტოს ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა #0-------- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ნ-------------–---–-ს კაბაზე აღმოჩენილ მომწვანო-მოთეთრო ფერის პოლიეთერულ ბოჭკოებს და გ------- გ----–---–ის მაისურის ქსოვილის შემადგენელ ანალოგიურ ბოჭკოებს აქვთ საერთო გვარობრივი კუთვნილების ნიშნები. გ------- გ----–---–ის ჯინსის შარვალზე აღმოჩენილ მოწითალო-მალინისფერი ფერის პოლიეთერულ ბოჭკოებს და ნ-------------–---–-ს ხალათის ქსოვილის შემადგენელ ანალოგიურ ბოჭკოებს საერთო გვარობრივი კუთვნილება. ნ-------------–---–-ს და გ------- გ----–---–ის დანარჩენ ტანსაცმელზე საერთო გვარობრივი თვისებების ურთიერთგარდამავალი ბოჭკოები არ აღმოჩნდა. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა თ------------–---მ.
2018 წლის 20 აგვისტოს ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის #0-------- დასკვნის თანახმად, პაკეტში, წარწერით „3...გ. გ----–---–ის ტანსაცმელი...“ მოთავსებულ მაისურზე არსებული (ობ.N1) და შარვალზე (ობ.N2) არსებული მოყავისფრო ლაქები სისხლს არ წარმოადგენს.; პაკეტში, წარწერით „2...გ.გ----–---–ის ტანსაცმელი...“ მოთავსებულ მაისურზე არსებული მოყავისფრო ლაქები (ობ.N3-5) სისხლს არ წარმოადგენს. პაკეტში, წარწერით: „...თაყნიაშვილის ტანსაცმელი...“ მოთავსებულ: კაბაზე არსებული ღია მოყავისფრო (ობ. N6) და მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.N7) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ნ-------------–---–ს (ობ. N17; პაკეტი, წარწერით: „...ნ-------------–---–-ს სისხლის ნიმუში...“) ამავე კაბაზე არსებული ბიომასალის (ობ.N7ა) შერეული გენეტიკური პროფილის ერთი წილი და ნ-------------–---–-ს (ობ. N17) გენეტიკური პროფილი იდენტურია. ობ. N7ა-ს პროფილში გ------- გ----–---–ის (ობ. N16; პაკეტი, წარწერით: „... გ------- გ----–---–ის ნერწყვის ნიმუში...) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება. ხალათზე წინა მარცხენა მხარეზე მკერდის არეში (ობ.N8) და მარცხენა მხარეზე ქვედა კიდის მიმდებარედ (ობ.N9) არსებული ბიომასალის შერეული გენეტიკური პროფილების ერთი წილი და ნ-------------–---–-ს (ობ.N17) გენეტიკური პროფილი იდენტურია. ობ.N8,9-ის პროფილებში გ------- გ----–---–ის (ობ. N16) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება. მანჟეტებზე არსებული ბიომასალის (ობ.N10) გენეტიკური პროფილი და ნ-------------–---–-ს (ობ. N17) გენეტიკური პროფილი იდენტურია. საცვალზე არსებული ბიომასალის (ობ.N11) გენეტიკური პროფილი და ნ-------------–---–-ს (ობ.N17) გენეტიკური პროფილი იდენტურია; პაკეტში წარწერით „...ნ-------------–---–-ს ფრჩხილების ნიმუში...“ მოთავსებულ ფრჩხილების ფრაგმენტებზე არსებული ბიომასალის (ობ.N14,15) გენეტიკური პროფილი და ნ-------------–---–-ს (ობ.N17) გენეტიკური პროფილი იდენტურია.
2018 წლის 30 აგვისტოს ტრასოლოგიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილ: „ნ---------–---–ის“ ტანსაცმელს („კაპიშონიანი“ ხალათი, კაბა, ტრუსი) და „გ.გ----–---–ის“ ტანსაცმელს (მონაცრისფრო მოკლესახელოებიანი მაისური; მოკლე შარვალი ე.წ. „შორტი“; მუქი ლურჯი ფერის მოკლესახელოებიანი მაისური; ჯინსის შარვალი) დაზიანება არ აღენიშნება. კერძოდ, ნ--------–---–ის ხალათზე შეინიშნება ჭუჭყისმაგვარი დანაშრევები, ექსპლუატაციის ნიშნები. ხალათს დაზიანება არ აღენიშნება. კაბაზე შეინიშნება მცირე მონაცრისფრო, მოყავისფრო დანაშრევები, ექსპლუატაციური ხასიათის ცვეთის ნიშნები და კვლები, გამოხატული მარჯვენა მხარე სახელოსთან მცირე მონაკვეთზე, სარჩულის გადანაკერის მიდამოდან ამორღვევით. კაბაზე სხვა რაიმე მორფოლოგიით განსხვავებული დაზიანება გამოვლენილი არ ყოფილა. ტრუსზე შეინიშნება ექსპლუატაციის ნიშნები, დაზიანება არ აღენიშნება.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა გ---------–----------–---–მა განმარტა, რომ შემთხვევის დღეს მან ნ-------------–---–ს ხელი კრა, რის გამოც იგი წაიქცა და მიიღო დაზიანებები, ხოლო გაუპატიურების მცდელობას მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია.
ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებები გახლავთ სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული და გამოკვლეული მტკიცებულებები, რომელთა შეფასების საფუძველზე სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ გ---------–----------–---–ის ბრალეულობასთან დაკავშირებით. განაჩენის გამოტანისას სასამართლო ხელმძღვანელობს და ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობაში მკაცრად გაწერილ კრიტერიუმებს და მოთხოვნებს, რომლებიც იცავენ პიროვნებას უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ბრალდების შემთხვევაში დამნაშავედ გამოცხადებისაგან. საქართველოს კონსტიტუციის 40-ე მუხლში მითითებულია, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამასთან, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებები უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით; ხოლო მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
პალატა განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში; ამასთან, მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი უნდა იყოს საკმაოდ მაღალი და ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს. სასამართლო აქვე ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
რაც შეეხება ქმედების გადაკვალიფიცირების საკითხს, პალატა განმარტავს, რომ აღნიშნულს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ერთის მხრივ იმიტომ, რომ პირს იმაზე მეტ დანაშაულში არ დაედოს მსჯავრი, რაც არ ჩაუდენია და, მეორე მხრივ, საერთოდ არ გამოირიცხოს პირს ბრალეულობა დანაშაულში. გადაკვალიფიცირება დასაშვებია მხოლოდ იმავე ხარისხის, ან მსუბუქ ბრალდებაზე.
განსახილველ შემთხვევაში პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას და განმარტავს, რომ საქმეზე გამოკვლეული და გამოკველვის გარეშე უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად ვერ იქნა დადგენილი გ---------–----------–---–ის მიერ ნ-------------–---–-ს მიმართ ძალადობით სქესობრივი კავშირის დამყარების მცდელობის ფაქტი. საქმეზე უდავო გარმეოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ნ-------------–---–-ს და გ---------–----------–---–ის ტანსაცმელზე აღმოჩენილ ბოჭკოებს აქვთ საერთო გვარობრივი კუთვნილების ნიშნები. ასევე, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დაზარალებულს კისრის უკანა ზედაპირზე, ქვედა ყბის მიდამოში და ყვრიმალზე ქონდა სისხლჩაქცევები, ხოლო პირის მარჯვენა კუთხეში და ზედა ტუჩის ლორწოვანზე - ნასკდომები. აღნიშნული დაზიანებები ხანდაზმულობით შესაბამისობაშია დანაშაულის ჩადენის თარიღთან. თუმცა, მსჯავრდებული არ უარყოფს დაზარალებულთან გარკევულ შემხებლობას და მის მიმართ ფიზიკური ძალადობის განხორციელებას.
პალატა განმარტავს, რომ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, როგორც წესი, არ გამოირჩევა მოწმეთა სიმრავლით, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დაზარალებულის ჩვენებას, მის თანმიმდევრულობასა და შესაბამისობას საქმეზე დადგენილ სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან, რათა იგი აღქმული იქნეს როგორც დამაჯერებელი მტკიცებულება და არ აღძრას საფუძვლიანი ეჭვები. მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულის ჩვენება ერთი შეხედვით არის თანმიმდევრული და მასში არსებითი ხასიათის ურთიერთწინააღმდეგობები არ გამოვლენილა, მის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია აშკარად შეუსაბამოა სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებებთან და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან, კერძოდ:
დაზარალებულმა ნ-------------–---–-ა განმარტა, რომ გ---------–----------–---–ი მას ერთ ხელს პირზე აფარებდა, ხოლო მეორე ხელს ყელში უჭერდა. შემდეგ ზურგით დააგდო ხრეშიან და ქვიან მიწაზე, გვერდით გადააწვინა და ზემოდან დააწვა; ერთი ხელით ცდილობა დაზარალებულის კაბის აწევას, ხოლო მეორე ხელით იხსნიდა შარვალს. ასევე, მისი მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის გამო ბრალდებული სახეში ურტყამდა ხელებს და თავს მიწაზე არტყმევინებდა. დაზარალებულმა აღნიშნა, რომ მისი კივილის ხმაზე აივანზე გამოვიდა მეზობელი პ--–-------------–-–---–-, რომელმაც დაინახა, თუ როგორ იყო მის სხეულს გადაფარებული გ---------–----------–---–ი და ხელებს ურტყამდა. პ--–-------------–-–---–-სა და მისი შვილის - მ-----–--–-----ის დანახვაზე გ------- ლ----------–---–ი გაიქცა და თან ცდილობდა შარვლის აწევას. აღნიშნულის საპირისპიროდ, პ--–-------------–-–--ლმა სასამართლოს მოახსენა, რომ მას შემდეგ, რაც ქალის ყვირილის ხმა შემოესმა, გარეთ გაიხედა და დაინახა გ---------–----------–---–ი, რის გამოც იფიქრა, რომ იგი თავის მეუღლეს ეჩხუბებოდა; ხოლო ქუჩაში გასვლის შემდეგ გ---------–----------–---–ი მაშინვე გაიქცა. დაზარალებულის ჩვენებისაგან განსხვავებით, მოწმე არ ადასტურებს, რომ მან გ---------–----------–---–ი დაინახა ნ-------------–---–-ს სხეულზე გადაფარებული, ან შეამჩნია, რომ სირბილისას გ------- შარვალს იწევდა. მოწმემ მიუთითა, რომ გაქცევისას გ---------–----------–---–ს შარვალი ჩაწეული არ ქონია. ასევე, პ--–-------------–-–--ლმა და მისმა ვაჟმა განაცხადეს, რომ ეს უკანასკნელი არ გაკიდებია გაქცეულ გ---------–----------–---–ს. მ-----–--–-----ის თქმით, მას გ------- არ უნახავს; ქუჩაში გამოსვლისას ნახა მხოლოდ ატირებული ნ-------------–---–-.
გარდა ამისა, დაზარალებულმა მიუთითა, რომ გ---------–----------–---–ის გაქცევის შემდეგ იგი გაემართა ქუჩაში გამოსული მეზობლებისკენ და პ--–-------------–-–--ლს, მ-----–--–-----ს და მ-----–-------–---–ს მოუყვა, თუ როგორ ცდილობდა ბრალდებული მის გაუპატიურებას. ასევე, მათ დაინახეს, რომ იმ მომენტში ტუჩებიდან სისხლი სდიოდა. პ--–-------------–-–--ლმა, მ-----–--–-----მა და მ-----–-------–---–მა კი სასამართლოს მოახსენეს, რომ ნ-------------–---–-ა მათ უამბო, თუ როგორ სცემა იგი გ---------–----------–---–მა. მოწმეების განმარტებით, დაზარალებულს გაუპატიურების მცდელობის შესახებ არაფერი უხსენებია. ასევე, მათ ნ-------------–---–-სათვის არ შეუნიშნავთ რაიმე სახის დაზიანებები.
პალატა მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ურთიერთსაწინააღმდეგო გარემოებები ერთიანობაში ეჭვქვეშ აყენებს ნ-------------–---–-ს ჩვენების უტყუარობას, რის გამოც იგი ვერ იქნება გაზიარებული და ვერ გახდება გ---------–----------–---–ის დამნაშავედ ცნობის საფუძველი საქართველოს სსკ-ის 19,137-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში.
რაც შეეხება სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი მოწეების: მ--–------------–---–ის, ნ-----------–---–ის, ზ-------------–---–ის, ზ-------------–-–---–ის, გ------- ნ-----–---–ის, შ------------–---–ის და მ------------ას ჩვენებებს, ისინი გაუპატიურების მცდელობის ფაქტს პირადად არ შესწრებიან და ინფორმაციას ფლობენ მხოლოდ დაზარალებულის გადმოცემით, ანუ იძლევიან ირიბ ჩვენებებს. მოწმის ჩვენება, რომელიც ემყარება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ძირითად საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს. სხენებული პირებისათვის უცნობია, რეალურად რა სახის დანაშაულებრივ ქმედებას ჰქონდა ადგილი და მათი ჩვენებები ვერ ქმნის ობიექტურ საფუძველს, პირის დამნაშავედ ცნობისათვის.
პალატა ასევე ყურადღებას გაამახვილებს საქმეზე წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნებზე და მიიჩნევს, რომ ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) და ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები არ არის რელევანტური იმ საკითხის შეფასებისათვის, რომ გ---------–----------–---–მა ნ-------------–---–-ს მიმართ სცადა ძალადობით სქესობრივი კავშირის დამყარება. ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, არცერთ შემთხვევაში არ ვლინდება ბრალდებულისა და დაზარალებულის ერთმანეთთან შემხებლობა; ხოლო ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნამ გამორიცხა ნ-------------–---–-ს ტანსაცმელზე ფიზიკური ზემოქმედების შედეგად წარმოშობილი დაზიანებების არსებობა და მიუთითა მხოლოდ ექსპლუატაციური ხასიათის ცვეთის კვლებზე.
რაც შეეხება ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნის შედეგებს, მასში მითითებულია მხოლოდ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ნ-------------–---–-ს კაბაზე აღმოჩენილ ბოჭკოებს და გ---------–----------–---–ის მაისურის ქსოვილის ბოჭკოებს, ასევე გ---------–----------–---–ის ჯინსის შარვალზე აღმოჩენილ ბოჭკოებს და ნ-------------–---–-ს ხალათის ქსოვილის ბოჭკოებს აქვთ საერთო გვარობრივი კუთვნილების ნიშნები. აღნიშნული ინფორმაცია მოწმობს მხოლოდ იმ ფაქტს, რომ გ---------–----------–---–ს და ნ-------------–---–ს გარკვეული შემხებლობა ქონდათ ერთმანეთთან, რაც თავისუფლად შეიძლება გამოხატული იყოს ფიზიკურ ძალადობაში და უპირობოდ გაუპატიურების მცდელობაზე არ მიანიშნებს.
პალატა ყურადღებას გაამახვილებს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შედეგებზეც და განმარტავს, რომ ბრალდების მხარე არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებს ექსპერტ გ------- ოქრუაშვილის ჩვენებას. მან სასამართლოს მოახსენა, რომ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული ნ-------------–---–-ს სახესა და კისერზე არსებული დაზიანებები პირს შესაძლებელია მიეღო გაუპატიურების მცდელობისის დროსაც. თუმცა შეუძლებელია იმის მტკიცება და განსაზღვრა, რომ რომელიმე კონკრეტული დაზიანება ახასიათებს მხოლოდ გაუპატიურებას ან სხვა კონკრეტული სახის დანაშაულს. ექსპერტი კატეგორიულად არ მიუთითებს, რომ ჩადენილია სქესობრივი ძალადობა. მისი განმარტებით, ამის განსაზღვრა შეუძლებელია. იქიდან გამომდინარე, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვა შეესაბამება დაზარალებულის ჩვენებას, პროკურორი ცდილობს დაასაბუთოს გ---------–----------–---–ის მიერ გაუპატიურების მცდელობის ჩადენა, თუმცა აღნიშნული დანაშაულის ჩადენის ნაწილში ხსენებული მტკიცებულებები ვერ პასუხობენ უტყუარობის მაღალ სტანდარტს და სახეზეა მხოლოდ ვარაუდი, რასაც გამამტყუნებელი განაჩენი ვერ დაეფუძნება.
ამდენად, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთანალიზიდან გამომდინარე, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ისინი ერთობლიობაში ვერ ქმნის პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ მაღალ სტანდარტს და ვერ სცემს პასუხს კითხვაზე - 2018 წლის 27 მაისს, დაახლოებით 02:00 საათზე, გ---------–----------–---–მა ნ-------------–---–-ს მიმართ სცადა თუ არა სექსუალური ძალადობის განხორციელება. მოცემულ შემთხვევაში საჭირო იყო უშუალოდ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დამადასტურებელი, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი. მხოლოდ საქმის მასალებთან შეუსაბამო დაზარალებულის ჩვენება და მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რომელის ერთადერთი წყაროც ეს უკანასკნელია, ვერ გახდება გ---------–----------–---–ის დამნაშავედ ცნობის საფუძველი საქართევლოს სსკ-ის 19,137-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. სახეზე გვაქვს არაერთი საეჭვო გარემოება, რომელიც უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
მოცემულ სისხლის სამართის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომლის მიხედვითაც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს მხოლოდ იმ ფაქტს, რომ გ---------–----------–---–მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
რაც შეეხება დანიშნულ სასჯელს, პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მისი პიროვნება, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, დამდგარი შედეგი და როგორც კერძო, ასევე ზოგადი პრევენციის მიზნებიდან გამომდინარე, გ---------–----------–---–ის განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რისი შეცვლის საფუძველიც არ არსებობს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიჩნევს, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის განაჩენი გ---------–----------–---–ის მიმართ, როგორც კანონიერი, სამართლიანი და დასაბუთებული, უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
პროკურორის სააპელაციო საჩივარის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის განაჩენი;
გ---------–----------–---–ის ქმედება დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,137-ე მუხლის პირველი ნაწილით გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
გ---------–----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველ ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
გ---------–----------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
გ---------–----------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 27 მაისიდან.
ნივთიერი მტკიცებულებები:
- ნ-------------–---–-ს ტანისამოსი სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს.
- ნ-------------–---–-ს ფრჩხილის და სისხლის ნიმუში სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
- გ------- გ----–---–ის შორტი, მაისურები და ჯინსის შარვალი სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს;
- გ------- გ----–---–ის ნერწყვის და ფრჩხილის ნიმუში სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მანუჩარ კაპანაძე