განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.03.2019
საქმის ნომერი
820210019002813308
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
13.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 820210019002813308

საქმე №2/ბ-157-19წ.

ganCineba

საქართველოს სახელით

13 მარტი 2019 წ. ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე, მომხსენებელი: ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე): მ---- ბე----ე

წარმომადგენელი: ნ------- დი------ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე): ო-–-- რუ--–-ა, ა-–--–--- მი----–----

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა: სარჩელის მიღებაზე უარის თქმის თაობაზე განჩინების გაუქმება

სააპელაციო პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2019 წლის 21 იანვარს, ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა მ---- ბე----ის წარმომადგენელმა ნ------- დი------ემ, მოპასუხედ დაასახელა ო-–-- რუ--–-ა, ა-–--–--- მი----–---- და მოპასუხეთა მიერ, 2017 წლის 09 აგვისტოს, უძრავ ქონებაზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების, როგორც მოჩვენებითად დადებული გარიგების ბათილად ცნობა მოითხოვა.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 იანვრის განჩინებით, მ---- ბე----ის წარმომადგენელს უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე.

პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ლ” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელში უნდა აღინიშნოს ამ კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული ი-----დიული ინტერესი, თუ აღძრულია აღიარებითი სარჩელი.

ამავე კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის ი-----დიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.

აღიარებითი სარჩელის შემთხვევაში, ი-----დიული ინტერესის არსებობა განპირობებულია, არა ზოგადად მხარის ინტერესით, არამედ მატერიალურ- სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით.

მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი.

აღიარებითი სარჩელის საფუძვლიანობის განხილვისას მნიშვნელოვანია, გაირკვეს, ხომ არ არსებობს მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის წინაპირობები, რადგან ამგვარი წინაპირობების არსებობისას, მოსარჩელე ვერ შეძლებს თავისი ნამდვილი მიზნის (უფლების დაცვის) აღიარებითი სარჩელით მიღწევას, რაც საფუძველს აცლის აღიარებით მოთხოვნას.

აღიარებითი სარჩელი დაუშვებელია, თუ უკვე შესაძლებელია აღიძრას მიკუთვნებითი სარჩელი.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს, ო-–-- რუ--–-ას და ა-–--–--- მი----–----ს შორის დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას, რასაც თავისთავად არ მოჰყვება რაიმე სასარგებლო შედეგი მოსარჩელისათვის და ვერც მხარე მიუთითებს, რაში მდგომარეობს მისთვის ი-----დიული ინტერესი.

წარმოდგენილი სარჩელის მიხედვით, მოსარჩელე ხელშეკრულების ბათილად ცნობის მიმართ ი-----დიულ ინტერესს ვერ ასაბუთებს.

ზემოთ ხსენებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას, რაც სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველია.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 იანვრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მ---- ბე----ის წარმომადგენელმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის წარმოებაში მიღება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად უთხრა უარი სარჩელის მიღებაზე.

მოსარჩელე მ---- ბე----ე ხუთი წელია ცხოვრობს სადავო ბინაში, სადაც ზრდის ოთხ მცირეწლოვან შვილს. იგი ბინაში თვითნებურად არ შესულა. მობინადრე ი----- და-----მა ბინა დაუთმო გარდაცვალებამდე რჩენის სანაცვლოდ, რაც მისი ნათესავებისთვისაც ცნობილი იყო, თუმცა ი.და-----ის გარდაცვალებამდე პრივატიზაციის გაფორმება ვერ მოასწრო, ხოლო მოპასუხე ო-–-- რუ--–-ამ ი.და-----ის გარდაცვალების შემდეგ, ჯერ სამკვიდრო მოწმობა აიღო, ხოლო შემდეგ პრივატიზაციის წესით საკუთრებაში დაირეგისტრირა სადავო ბინა.

მართალია, მოსარჩელემ სადავო გახადა ო-–-- რუ--–-აზე უსასყიდლოდ ქონების გადაცემის საფუძველი, რაც ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი ქონების გადცემა, თუმცა ეს ქონება მიჩნეული იქნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებად და საჯარო რეესტრმა მის მოთხოვნას, ო-–-- რუ--–-აზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმებაზე უარი განუცხადა.

ვინაიდან, მის წინააღმდეგ დავის დაწყების შემდგომ, ო-–-- რუ--–-ამ უძრავი ქონება მოჩვენებითად გაასხვისა თავის დაზე-ა-–--–--- მი----–----ზე და ამ გარიგების ბათილად ცნობის გარეშე, მოსარჩელეს ხელს ეშლება სადავო ბინაზე უფლების მოპოვებასა და მის შეძენაზე, აუცილებელია წარმოდგენილი სარჩელის განხილვა და დაკმაყოფილება.

 

გასაჩივრებული განჩინების უცვლელად

დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი კერძო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება და თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ 2019 წლის 21 იანვარს, ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა მ---- ბე----ის წარმომადგენელმა ნ------- დი------ემ, მოპასუხედ დაასახელა ო-–-- რუ--–-ა, ა-–--–--- მი----–---- და მოპასუხეთა შორის, 2017 წლის 09 აგვისტოს, უძრავ ქონებაზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების, როგორც მოჩვენებითად დადებული გარიგების ბათილად ცნობა მოითხოვა.

დადგენილია, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 იანვრის განჩინებით, მ---- ბე----ის წარმომადგენელს უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე, რაზედაც კერძო საჩივარი წარმოადგინა მ.ბე----ემ.

სააპელაციო სასამართლო განმარტავს:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს განჩინებას კერძო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული დავის ფარგლებში, სწორად განმარტა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლი და 178-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ” პუნქტი, რომლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის ი-----დიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. ამასთან, სარჩელში უნდა აღინიშნოს ი-----დიული ინტერესი, თუ აღძრულია აღიარებითი სარჩელი.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სამოქალაქო საქმეებზე ერთგვაროვან პრაქტიკასთან მიმართებაში განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით, აღიარებითი სარჩელის წარდგენისას, მოსარჩელე ვალდებულია მიუთითოს ი-----დიული ინტერესი ასეთი აღიარების მიმართ. ი-----დიული ინტერესის არსებობისათვის კი აუცილებელია არსებობდეს მხარეთა შორის დავა უფლების თუ სამართლებრივი ურთიერთობის თაობაზე; მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლებაში, ასეთი დავა უნდა ქმნიდეს უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, ამ გადაწყვეტილებას გარკვეული სარგებლობა უნდა მოჰქონდეს მოსარჩელისათვის. აღიარებითი სარჩელი დაუშვებელია, თუ შესაძლებელია აღიძრას სარჩელი თვით ვალდებულების შესრულების თაობაზე.

ამდენად, აღიარებითი სარჩელი აღიძვრება მხოლოდ მაშინ, როცა მიკუთვნებითი სარჩელის გამოყენება არ არის შესაძლებელი. ყოველთვის, როცა მოსარჩელეს შეუძლია მიკუთვნებითი (აღსრულებითი) სარჩელით სარგებლობა, აღიარებითი სარჩელის გამოყენება დაუშვებელია. ასეთ შემთხვევაში, მოსარჩელე ვერ იქნება ამ უკანასკნელით სამართლებრივად დაინტერესებული, რადგან მას შესაძლელობა აქვს სარჩელის სხვა ფორმით უკეთესად მიაღწიოს მიზანს.

აღიარებითი სარჩელის დროს, განსხვავებით მიკუთვნებითი (აღსრულებითი) სარჩელისაგან, მოსარჩელეს უფლება ჯერ კიდევ არაა დარღვეული, მაგრამ არსებობს მისი მომავალში დარღვევის საშიშროება.

როგორც მ---- ბე----ის სარჩელის შინაარსით და მასში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზით ირკვევა, სადავო უძრავი ქონება მუნიციპალურ საკუთრებას წარმოადგენს და მოსარჩელის ინტერესი საკუთრების უფლება მიეღო ამ ქონებაზე უკვე დარღვეულია.

მართალია, მხარის მითითებით, ბათილად იქნა ცნობილი მუნიციპალიტეტის (აღიარების კომისიის) გადაწყვეტილება უძრავი ქონების ო-–-- რუ--–-ას საკუთრებაში გადაცემის თაობაზე, თუმცა სამართლებრივი საფუძვლის ბათილობით, შესაძლოა აღდგენილი იქნას თავდაპირველი მესაკუთრის უფლება, რასაც ამ შემთხვევაში მინიციპალიტეტის გამგეობა წარმოადგენს.

ამდენად, საჩივარში მითითებული მსჯელობა იმის თაობაზე, რომ სადავო გარიგების ბათილად ცნობა, მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენის გარეშე თავისთავად გამოიწვევს მოსარჩელის სასარგებლო შედეგის დადგომას და სადავო ქონების მ.ბე----ის საკუთრებაში გადასვლას-გაზიარებული ვერ იქნება.

სააპელაციო სასამართლო, მოცემული მსჯელობის დასაბუთების მიზნით მიუთითებს მსგავსი კატეგორიის დავაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 5 მაისის განჩინებაზე სამოქალაქო საქმეზე №ას-196-185-2017, სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა:

„ადამიანის უფლებათა და თვისუფლებათა დაცვის“ ევროპულ კონვენციას, რომლის მე-6 მუხლით რეგულირებულია სამართლიანი სასამართლოს პრინციპი. კონვენციის აღნიშნული დათქმა, ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, ექვემდებარება ფართო განმარტებას და თავის თავში, არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს, არამედ, სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტიან და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა შედეგად არ მოჰყვება.

პალატა დამატებით განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავო უძრავ ქონებაზე, მოპასუხეთა შორის დადებული გარიგების ბათილად ცნობის ინტერესი შეიძლება ჰქონდეს მუნიციპალიტეტის გამგეობას, ვინაიდან გარიგების ბათილად ცნობის შემთხვევაში, როგორც თავდაპირველ მესაკუთრეს, მას შეუძლია მოითხოვოს სადავო საცხოვრებელ სახლზე რეგისტრაციის გაუქმება და საკუთრების უფლების აღგენა.

შესაბამისად, მარტოოდენ მოსარჩელის სურვილი, სადავო გარიგების ბათილად ცნობით მიაღწიოს სასურველ შედეგს და საკუთრებად დაირეგისტრიროს მუნიციპალური ქონება (საცხოვრებელი ბინა), არ არის განმტკიცებული იმ ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობებით, რომელიც შესაძლებელს გახდის მისი მატერიალური უფლების რეალიზებას. ასეთი მოთხოვნით სამართალწარმოებას ფორმალური ხასიათი ექნება, რომელსაც დავის აღმოფხვრა შედეგად არ მოჰყვება.

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მ---- ბე----ის სარჩელი არ აკმაყოფილებს სსკ-ის 177-178-ე და 180-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, სსკ-ის 186-ე მუხლის პირველი მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად, სწორად ეთქვა სარჩელს მიღებაზე უარი, რაც გამორიცხავს კერძო საჩივრის დაკმაყოფილებას და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 იანვრის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შესაძლებლობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. მ---- ბე----ის (წარმომადგენელი - ნ------- დი------ე) კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 იანვრის განჩინება;

3. კერძო საჩივრის ავტორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე: ირმა პერანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე