განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100116001655012
საქმე №1/ბ-175-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
5 აპრილი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ლ-----–----–---–--ის
ადვოკატ: ა-----------------–ის
მსჯავრდებულ: ბ----------------ს
მონაწილეობით,მსჯავრდებულ ბ----------------ს და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ----–-----------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბ----------------ს მიმართ, დაბადებულის 1----–-–-----------–-, საქართველოს მოქალაქის, პირადი №------------ ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის: ზ----------------------------–--------ი, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ------–-----–--------------------------------------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის პირველი ნაწილით;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 დეკემბრის განაჩენით:
ბ---------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით;
ბ----------------ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა: ცრუ ინფორმაციის მიცემა, ე.ი. მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა გამოსაკითხი პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებაში გამოძიების დროს.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2016 წლი 27 ივლისს, საქართველოს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პირველ განყოფილებაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის #0----------- საქმეზე, ზ---------------ის ცემის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით. ხსენებულ საქმეზე, 2016 წლის 27 ივლისს მოწმის სახით გამოიკითხა ზ---------------ის მეუღლე ბ----------------. ინფორმაციის მიცემამდე ის გააფრთხილეს საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ, თუმცა მიუხედავად ამისა, ბ----------------მ განმარტა, რომ 2016 წლის 25 ივლისს, საღამოს საათებში, თბილისში, მეტროსადგურ ,,ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, რესტორან ,,თ-–--ის“ ორმა თანამშრომელმა მის მეუღლეს, - ზ---------------ეს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
ბ----------------ამ 2016 წლის 30 ივლისს ჩატარებული პირის ამოცნობისას, გარდა ხსენებული ორი პირისა, მიუთითა რესტორნის მესამე თანამშრომელზეც და განაცხადა, რომ ზ---------------ეს სამივემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ბ----------------მ მიუთითა ფ-------------–--–-–---–ზე, ტ------–-----–--–-–---–ზე და გ--–------------ეზე. გამოძიებისას არ დადასტურდა დანაშაულის ჩადენაში სამივე პირის მონაწილეობა, რის გამოც ტ------–-----–--–-–---–ისა და გ--–-----------ის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა, ხოლო ფ-------------–--–-–---–ის მიმართ გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ბ----------------მ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა კ----–-----------მ. აპელანტებმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 დეკემბრის განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა. ალტერნატიული მოთხოვნის სახით ადვოკატმა მოითხოვა ბ----------------სათვის დანიშნული სასჯელის შეცვლა პირობითი მსჯავრით.
აპელანტები, აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებენ იმ გარემოებას, რომ ბ----------------ს მიმართ არსებული გამამტყუნებელი განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უკანონო.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ბ----------------ს მიერ განხორციელებულ ქმედებას. აპელანტის პოზიციას, ბ----------------ს გამათლებასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს.
მოწმე გ--–-----------ის განმარტებით, არის რ----------------–-------------------ი. 2016 წლის 25 ივლისს დარბაზში შეამჩნია ორი ნასვამ მდგომარებაში მყოფი მამაკაცი, რომლებიც გამომწვევად იქცეოდნენ. მათგან ზ---------------ე რესტორნის თანამშრომელს მიმართავდა უცენზურო სიტყვებით. სიტუაციის განმუხტვის მიზნით, ამ უკანასკნელთან მივიდა ფ-------------–--–-–---–ი და უთხრა გარეთ გასულიყო რასაც მოჰყვა ზ----------------ის მხრიდან გინება და უწმაწური სიტყვები. იმავე ადგილზე მის გარდა იყვნენ ასევე დაცვის უფროსი ტ------–-----–--–-–---–ი, ფ-------------–--–-–---–ი, გ----------------–ი და ბ----------------. მოწმის განმარტებით, ზ---------------ეს ხელი დაარტყა მხოლოდ ფ-------------–--–-–---–მა. მოწმე ტ------–-----–--–-–---–ის განმარტებით, ფ-------------–--–-–---–ს ზ---------------ემ შეაგინა გარდაცვლილი დედა, რის გამოც ფ--------მა ვერ მოითმინა და კ---------ს ხელი დაარტყა. მოწმემ განმარტა, რომ არ მიუღია მონაწილეობა ზ---------------ის ცემაში და მას როგორც ამ უკანასკნელმა, ასევე, ბ----------------მ ცრუდ დააბრალეს დანაშაული. მოწმე ფ-------------–--–-–---–ის განმარტებით, შემთხვევის დღეს, ზ---------------ე ჯერ მიმტანს ეჩხუბა, შემდეგ მუსიკოსებს და მიუხედავად მისი მოწოდებისა დამშვიდებულიყო, მან გააგრძელა იქ მყოფთა ლანძღვა. თავი ვერ შეიკავა, როდესაც მას ზ---------------ემ გარდაცვლილი დედა შეაგინა და ხელი დაარტყა, რის შედეგად ეს უკანასკნელი კედელს მიეჯახა და ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა. მოწმე გ------------------ის განმარტებით ზ---------------ემ დაცვის თანამშრომელს, - ფ-------------–--–-–---–ს შეაგინა. ფ--------მა ვერ მოითმინა და ხელი დაარტყა. მანვე განმარტა, რომ როგორც გ--–-----------ეს ასევე ტ------–-----–--–-–---–ს ზ---------------ისათვის არც ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ და ისინი ცდილობდნენ მის დამშვიდებას. მოწმე ზ----------------ემ აღნიშნა, რომ შემთხვევის დღეს მათ ზ---------------ემ მუსიკა შეუკვეთა და უთხრა, რომ თუ არ მოეწონებოდა, თანხას უკან დაიბრუნებდა. ზ-----ს პრობლემა შეექმნა მიმტანთანაც. რესტორნის დაცვამ სცადა დაძაბულობის განეიტრალება და კ---------ს მოუწოდა გარეთ გასულიყო. ზ-----ს უთანხმოება მოუვიდა ფ-------------–--–-–---–თან და ფ--------ს შეაგინა. გაბრაზებულმა ფ--------მა ხელი დაარტყა ამ უკანასკნელს, რის შედეგად ზ-----ი მიეჯახა ვალუტის გადამცვლელ ჯიხურს. მოწმე ქ--------------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის 25 ივლისს, ბ---------------- იმყოფებოდა ზ---------------ესთან და გ----------------–თან ერთად. ცემის ფაქტს არ შესწრებია და თანამშრომლებისაგან გადმოცემით იცის, რომ დაპირისპირება მოხდა ზ---------------ესა და ფ-------------–--–-–---–ს შორის.
მოწმე ჯ-------------–--ს ჩვენებით მის წარმოებაში იყო სისხლის სამართლის საქმე ზ---------------ის ცემის ფაქტზე. გამოძიების ეტაპზე მის მიერ გამოაკითხული იქნა ბ----------------, რომელსაც განემარტა მოწმის უფლება - მოვალეობები. გაფრთხილებული იქნა ცრუ დასმენისათვის, ცრუ ჩვენებისათვის სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. ბ----------------მ განმარტა, რომ რესტორან „თ-–--ში“ ყოფნისას მის მეუღლეს, გარდა ფ-------------–--–-–---–ისა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სხვა პიროვნებებმა. იმავე საქმეზე დათვალიერებული იქნა როგორც რესტორნის შიდა სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, ასევე გარე პერიმეტრის და ბენზინგასამართ „ვისოლის“ გარე სამეთვალყურეო ვიდეოთვალის ჩანაწერები, რომლითაც არ დადგინდა ბ---------------ს მიერ მითითებული გარემოებები და გაირკვა, რომ ზ---------------ეს ფიზიკურ შეურაცხყოფა მიაყენა მხოლოდ ფ-------------–--–-–---–მა.
რესტორან ,,თ-–--ის“ გარე სამეთვალყურეო კამერის 2016 წლის 25 ივლისის ვიდეო ჩანაწერით: - რესტორნის ასასვლელ კიბესთან დგას და კამათობს გ----------------–ი, ზ---------------ე და ფ-------------–--–-–---–ი. გ----------------–ი ზ---------------ეს კისერზე ადებს ხელს და მიიწევს კიბისკენ ჩასასვლელად; ბ----------------ა ჩადის რესტორნის კიბეზე და ბრუნდება გ----------------–ის, ზ---------------ის და გ--–-----------ისკენ; ზ---------------ე მიიწევს რესტორან ,,თ-–--ის“ შესასვლელი კარისკენ, ცდილობს შიგნით შესვლას, მაგრამ გ----------------–ი და ფ-------------–--–-–---–ი არ უშვებენ. რესტორნიდან გამოდის ტ------–-----–--–-–---–ი და უახლოვდება ზ----------------ეს და ესაუბრება. ამასობაში კიბეზე ადის ბ----------------ა, რომელიც გ----------------–თან ერთად ზ---------------ეს მიუთითებს კიბეზე ჩასვლისკენ, მაგრამ ზ---------------ე უწევს წინააღმდეგობას და არ ემორჩილება. ტ------–-----–--–-–---–ი ტოვებს მათ ადგილზე და შედის რესტორანში; ზ----------------ე კვლავ ცდილობს რესტორან ,,თ-–--ში“ შესვლას მაგრამ, ფ-------- ტ--–--–-–---–ი არ უშვებს და გრძელდება მათ შორის კამათი. ისევ ჩნდება ტ------–-----–--–-–---–ი და მასთან ზ---------------ე აგრძელებს კამათს. შემდეგ ტ------–-----–--–-–---–ი, გ----------------–თან ერთად ჩადის რესტორნის კიბეზე, უახლოვდებიან ბ----------------ს და მასთან აგრძელებენ დიალოგს, ხოლო ფ-------------–--–-–---–ი, გ--–------------ე და ზ----------------ე რჩებიან რესტორნის კიბეზე და კამათობენ. ზ---------------ე ჩადის კიბეზე, უახლოვდება ტ------–-----–--–-–---–ს და გადიან მარჯვენა მხარეს კამერის თვალთახედვის არედან, მათ ასევე მიჰყვება ფ-------------–--–-–---–ი.
რ-----------------–--ის“ შიდა და გარე სამეთვალყურეო კამერების მიერ 2016 წლის 25 ივლისის ვიდეოჩანაწერით: - დარბაზში მარცხენა მხრიდან გამოდიან ზ---------------ე, გ----------------–ი, ბ---------------- და მათ მიჰყვება ფ-------------–--–-–---–ი. ზ---------------ე და გ----------------–ი მიდიან ბარისკენ. მიახლოებისას, ზ---------------ე და გ----------------–ი ერთმანეთს შორის იწყებენ კამათს. ზ---------------ეს გ----------------–ი გაჰყავს ბარიდან, უკან მიყვება ფ-------------–--–-–---–ი და ბ----------------. კარებთან ზ---------------ე გ----------------–ს წელის არეში ჰკიდებს ხელს და იწყებენ ჭიდილს, ეცემიან ჯერ მაგიდაზე შემდეგ იქვე მდგარ სკამზე. დასახელებულ პირებს უახლოვდებიან ფ-------------–--–-–---–ი და ნ-----–--–-----ე, რომლებიც მათ მოუწოდებენ. ფ-------------–--–-–---–ს რესტორნიდან გაჰყავს გ----------------–ი, მას მიჰყვება ბ----------------, ხოლო ზ---------------ეს კარზე აქვს მოკიდებული ხელი და იყურება ბარის მხარეს. შემდეგ ზ----------------ე გადის კარებიდან. რესტორნის კარებს უახლოვდება გ--–-----------ე, ის გადის გარეთ, ხოლო ნ-----–--–-----ე რჩება კარებთან. ბ---------------- ჩადის კიბეზე, ბრუნდება ჩასვლისთანავე, სადაც დგანან გ----------------–ი, ზ---------------ე და გ--–-------------ე. ზ----- კ--------- მიიწევს რესტორნის კარებისაკენ, ფ-------------–--–-–---–ი და გ----------------–ი არ უშვებენ. რესტორნიდან გამოდის გ--–-----------ე და მოუწოდებს ზ---------------ეს. ის ესაუბრება გ----------------–ს და შედის ისევ რესტორანში. 22:25:00 საათზე რესტორნიდან გამოსული ტ------–-----–--–-–---–ი უახლოვდება ზ---------------ეს, რა დროსაც კიბეზე ამოდის ბ----------------, მოუწოდებენ კიბეზე ჩასვლას, მაგრამ ზ---------------ე არ ემორჩილება. ტ------–-----–--–-–---–ი ტოვებს მათ ადგილზე და შედის რესტორანში. გრძელდება კამათი ფ-------------–--–-–---–სა და ზ----- კ---------ს შორის. ამ დროს რესტორნიდან გამოდის ისევ ტ------–-----–--–-–---–ი და მასთან აგრძელებს კამათს ზ---------------ე. შემდეგ ტ------–-----–--–-–---–ი გ----------------–თან ერთად ჩადის რესტორნის კიბეზე. უახლოვდებიან ბ----------------ას და ესაუბრებიან. ფ-------------–--–-–---–ი, გ--–-----------ე და ზ---------------ე რჩებიან კიბეზე, რა დროსაც ფ-------------–--–-–---–ი და ზ---------------ე კამათობენ. ამის შემდეგ ზ---------------ე ჩადის კიბეზე, უახლოვდება ტ------–-----–--–-–---–ს და გადიან მარჯვენა მხარეს კამერის თვალთახედვის არედან, მათ ასევე მიჰყვება ფ-------------–--–-–---–ი.
ბენზინგასამართ სადგურ ,,ვისოლის“ გარე სამეთვალყურეო კამერების 2016 წლის 25 ივლისის ვიდეოჩანაწერით: - 22:39:52 საათზე, რესტორნიდან გამოსული ბ---------------- ბრუნდება სახით რესტორნისკენ. კიბეზე ჩამოდის ტ------–-----–--–-–---–ი და ფ-------------–--–-–---–ი, რომლებიც ესაუბრებიან ზ---------------ეს. ფირზე ჩნდება გ----------------–ი რომელიც უახლოვდება ზ---------------ეს და მიდის ,,ვისოლისკენ“, მაგრამ ზ---------------ე არ მიჰყვება და ჩაჭიდებულია მოაჯირზე. მათ უახლოვდებათ ფ-------------–--–-–---–ი, რომელსაც გაჰყავს ზ---------------ე ,,ვისოლისკენ“ ის კი უძალიანდება. რესტორნიდან გამოდის გ--–-----------ე და გ------------------ე, მიდიან და ზ---------------ე უჭირავთ ხელჩაჭიდებული. 22:41:40 სთ-ზე ფ-------------–--–-–---–ი ურტყამს ზ----------------ეს ხელს. ამის შემდეგ ზ---------------ე გამოდის ,,ვისოლისკენ“ და დგება მარტო. 22:42:47 სთ-ზე ზ---------------ეს უახლოვდება ბ---------------- და ესაუბრება. შემდეგ მიდიან და დგებიან კიბის მოაჯირთან. 22:47:27 საათზე ვიდეო ფირზე ჩნდება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანა, მათ უახლოვდება ზ---------------ე და 22:57:44 საათზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანა გადის სამეთვალყურეო კამერის ხედვის არეალიდან.
წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატი აღნიშნავს, - საქმესთან დაკავშირებით დაკითხული არცერთი მოწმე არ ამბობს, რომ ბ----------------მ იცრუა. საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება, რომ ბ----------------ს მიერ დასახელებული სამივე პირი იყო შემთხვევის ადგილზე. ბ----------------ს ქმარს ცხვირი ჰქონდა დაზიანებული, სისხლისგან იგი იყო მთლიანად წითელი, რის გამოც სრულიად შესაძლებელი იყო ნებისმიერ ადამიანს ეფიქრა, რომ ის არ იყო ერთი ადამიანის ნაცემი და მის გარშემო მყოფმა ყველა ადამიანმა მიყენა ფიზიკური დაზიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში დანარჩენ ორ პირს ერთი თავდამსხმელი უნდა შეეჩერებინა. აპელანტის აღნიშნულ მოსაზრებასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა მიუთითებს, - 2016 წლის 29 ივლისს, მოწმის სახით გამოკითხული იქნა ბ----------------, რომელიც გაფრთხილებული იქნა ცრუ დასმენისათვის და ცრუ ინფორმაციის მიწოდებისათვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ, აღნიშნული გაფრთხილების ბოლოს ფიქსირდება ბ----------------ს ხელმოწერა. გამოკითხის ოქმიდან ასევე ირკვევა, რომ ვიდრე ბ---------------- უშუალოდ მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდებას დაიწყებდა აღნიშნა, რომ მას გამომძიებლის მიერ განემარტა ცრუ დასმენისა და ცრუ ჩვენებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. მიუხედავად აღნიშნულისა, ბ----------------მ გამოკითხვის დროს, ჯერ დეტალურად აღწერა იმ პირის გარეგნობა და ჩაცმულობა ვინც მის მეუღლეს, - ზ---------------ეს სახის არეში დაარტყა ხელი (რის შემდეგაც ზ---------------ეს ცხვირიდან წამოუვიდა სისხლი), ხოლო შემდეგ გამომძიებლის შეკითხვაზე, - 2016 წლის 25 ივლისს, რესტორან ,,თ-–--ში“ ყოფნისას რამდენი პირი აყეენებდა მის მეუღლეს შეუარცხყოფას და კონკრეტულად რა ადგილებში, ბ----------------მ უპასუხა, - 2016 წლის 25 ივლისს, რესტორან ,,თ-–--იდან“ გამოსვლამდე მის მეუღლეს, - ზ---------------ეს ტანის მიდამოში ორმა 35-40 წლის მაღალი და საშუალო აღნაგობის ახალგაზრდა პიროვნებამ მიაყენა სხეულის სხვადასხვა არეში (ტანის მიდამოში) დაზიანებები. ბ----------------მ აღწერა რა მათი გარეგნობა იქვე აღნიშნა, რომ მათი ამოცნობა შეუძლია. ამდენად, თუკი ბ----------------მ, მისი მეუღლის სისხლიანი სახის ნახვის შემდეგ მხოლოდ ივარაუდა, რომ იგი არ იყო ერთი ადამიანის ნაცემი, გამოკიხვის დროს რატომ არ მიუთითა აღნიშნულის შესახებ? საგულისხმოა, რომ გამოიკითხვისას ბ----------------ს არცერთ შემთხვევაში არ განუცხადებია, რომ რომელიმე გარემოებასთან დაკავშირებით ვარაუდობდა, რაიმე ზუსტად არ ახსოვდა, რაიმე არ დაუნახავს და სხვა. პირიქით, მან დამაჯერებლად მიუთითა რომ მის მეუღლეს გარდა სახისა, სხვა ორმა პიროვნებამ ტანის არეშიც მიაყენა დაზიანება. სააპელაციო პალატა აანალიზებს რა ბ----------------ს გამოკითხვის დროს გამოძიებისათვის მიწოდებულ ინფორმაციას მიიჩნევს, - ბ----------------ს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ გამოძიებას აწვდიდა არასწორ ინფორმაციას. აღნიშნულზე მიუთითებს ბ----------------ს მონაწილეობით ჩატარებული ამოცნობის ოქმებიც, რა დროსაც ბ----------------მ ამოიცნო ტ------–-----–--–-–---–ი და გ--–-----------ე, მათ შესახებ კი მიუთითა, რომ 2016 წლის 25 ივლისს, რესტორან ,,თ-–--ში“ მის მეუღლეს, ზ---------------ეს მიაყენეს, როგორც სიტყვიერი ისე ფიზიკური შეუარცხყოფა. გარდა ამისა, როგორც ზემოთგანხილულ მოწმეთა ჩვენებებიდან და გამოკვლეული ვიდეო ჩანაწერებით ირკვევა შემთხვევის დროს, ზ---------------ეს ხელი დაარტყა მხოლოდ ფ-------------–--–-–---–მა.
სააპლეაციო პალატა მიზნაშეწონილად მიიჩნევს აღნიშნოს, რომ ქმედების სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტირებულ მსჯელობას და მიიჩნევს, - როდესაც სახეზეა არასწორი ინფორმაციის მიწოდება მხოლოდ ფაქტის შესახებ და გამოძიებაში მითითებული ინფორმაცია არ შეიცავს ცრუ მონაცემებს კონკრეტული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, მაშინ სახეზე გვაქვს ცრუ ინფორმაციის მიცემა, ხოლო როდესაც ცრუ ინფორმაცია შეიცავს ცრუ მონაცემებს კონკრეტული პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენის შესახებ, თუნდაც იგი იმავდროულად შეიცავდეს ცრუ მონაცემებს თვით ფაქტის შესახებაც, მაშინ ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს ცრუ დასმენად. მიუხედავად აღნიშნულისა ბ----------------ს მსჯავრდება მართლაც უნდა მოხდეს საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის პირველი ნაწილით, რადგან დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლის სანქცია არის უფრო მკაცრი და სისხლის სამართლის ზოგადი პრინციპებიდან გამომდინარე, პირისათვის გამოყენებული უნდა იქნას ყველაზე საშეღავათო ნორმა.
რაც შეეხება დაცვის მხარის ალტერნატიულ მოთხოვნას, რომ ბ----------------ს მოუხდელი სასჯელი ჩაეთვალოს პირობით, - ასეთს პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან საქართველოს სსკ–ის 63–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად: „თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის“. მითითებული ნორმის შინაარსიდან ნათლად ჩანს, რომ სასჯელის პირობითად ჩათვლის ერთ-ერთ სავალდებულო პირობას წარმოადგენს დანაშაულის აღიარება, კონკრეტულ შემთხვევაში საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე, მათ შორის არც სააპელაციო პალატის სხდომაზე ბ----------------ს ჩადენილი დანაშაული არ უღიარებია, შესაბამისად სააპელაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას ბ----------------ს მიმართ გამოიყენოს აღნიშნული რეგულაციით გათვალისწინებული შეღავათი.
აღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ბ----------------ს და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ----–-----------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 დეკემბრის განაჩენი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ბ----------------ს და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ----–-----------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 დეკემბრის განაჩენი ბ----------------ს მიმართ, დარჩეს უცვლელი;
ბ---------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით;
ბ----------------ს სასჯელის მოხდა დაეწყოს დაკავების მომენტიდან, - 2018 წლის 18 დეკემბრიდან;
ნივთიერი მტკიცებულებები:
3(სამი) ცალი კომპიუტერული დისკი, მათზე განთავსებული რ-----------------–--ის“ გარე და შიდა სამეთვალყურეო კამერების ვიდეო ჩანაწერებით და ბენზინგასამართ სადგურ ,,ვისოლის“ ვიდეო ჩანაწერით, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი