განაჩენი

სისხლის სამართლის 05.04.2019
საქმის ნომერი
330100118002790704
ინსტანცია
თარიღი
05.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002790704

საქმე №1ბ/344-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

05 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებელ - ლე----–----–---–--ის

ადვოკატ - მა-------–---------–---ის

მსჯავრდებულ - ომ---------–-–---–ის

მონაწილეობით,მსჯავრდებულ ომ---------–-–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გო-------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

ომ---------–-–---–ის მიმართ, დაბადებულის 1941 წლის 15 დეკემბერს, საქართველოს მოქალაქის, პირადი N0----------, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების ქ. თბილისი, რ------------------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 იანვრის განაჩენით ომ---------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

ომ---------–-–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით უმწეო მდგო----ეობაში მყოფის მიმართ.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2018 წლის 26 აპრილს, დაახლოებით 23:00 საათზე, თბილისში, რ------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ომ---------–-–---–მა მეუღლის ქე-------------–-–---–ის მიმართ განახორციელა ოჯახში ძალადობა, კერძოდ 72 წლის ავადმყოფ, მწოლიარე ქე------------–-–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ხელები რამდენჯერმე ძლიერად დაარტყა თავისა და სახის არეში, რითაც ქე------------–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გო-------------ემ და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში და ომ---------–-–---–ისათვის პირობითი სასჯელის დანიშვნა 1 წლის ვადით, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უსამართლო სასჯელის ნაწილში, რადგან მსჯავრდებული ომ---------–-–---–ი ბრალის წაყენების დღიდან აქტიურად თანამშრომლობდა გამოძიებასთან, აღიარა დანაშაული და გულწრფელად მოინანია ჩადენილი ქმედება. გასათვალისწინებელია, მისი ასაკი და ჯანმრთელობის მდგო----ეობა. აპელანტს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება. სასჯელი თავისი ბუნებით ყოველთვის შემზღუდველია და თუ სამართლიანი სასჯელი მართლწესრიგის აღდგენას ემსახურება, უსამართლო სასჯელი მას არღვევს. სასჯელის გამაფრთხილებელი მნიშვნელობა მდგო----ეობს არა მის სიმკაცრეში, არამედ მის გარდუვალობაში. სასჯელი გამოყენებულ და შერჩეულ უნდა იქნეს ინდივიდუალურად მისი პიროვნების, ოჯახური, სოციალური და მატერიალური მდგო----ეობის გათვალისწინებით. თავისუფლების აღკვეთის საპირწონედ არის შეზღუდული თავისუფლება, რაც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მაშინ, როცა ეს უკიდურესად აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში. ვადიანი თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით პატიმრობის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც თუ არა საზოგადოებისაგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა და თუ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნის მისაღწევად ობიექტურად საკმარისი არ არის პასუხისმგებლობის სხვა არასაპატიმრო ალტერნატივები.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მსჯავრდებულმა ომ---------–-–---–მა თავი დამნაშავედ არ ცნო მისთვის წარდგენილ ბრალდებაში, შესაბამისად, დაცვის მხარემ გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ომ---------–-–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა მოითხოვა.

 

სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი არ დაუჭირა მსჯავრდებულისა და მისი ინტერესების დამცველის ადვოკატის სააპელაციო საჩივრის დაზუსტებულ მოთხოვნას და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება ითხოვა.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან - პრეიუდიცია. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარის ინიციატივით, სასამართლომ შეიძლება უარყოს პრეიუდიციულად დადგენილი ფაქტი, თუ ეს ფაქტი ეწინააღმდეგება სასამართლოში მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგებს. პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოში მტკიცებულებები არ გამოკვლეულა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული, როგორც პრეიუდიცია. აღსანიშნავია ისიც, რომ ბრალებულმა ომ---------–-–---–მა თავი სრულად ცნო დამნაშავედ მის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა არ ეთანხმება მსჯავრდებულ ომ---------–-–---–ის მოსაზრებას, წარდგენილ ბრალდებებში მისი უდანაშაულობის შესახებ და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ომ---------–-–---–ის მიერ მასზე ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა, კერძოდ: მოწმეების - ნა----–---------–-–---–ის, თე---------------–---–ის, მზ---------–---–ის, თა---–--–--------–---–ის, მა-------------–---–ის, მა-----------–-–---–ის, იო--------–-–---–ის გამოკითხვის ოქმებით, სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით, რომლის საპირისპირო მტკიცებულება დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.

 

პალატა თვლის, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ საპროცესო ნორმათა სრული დაცვით მოპოვებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ომ---------–-–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, კერძოდ:

 

ო---- და ქე------------–-–---–ების მეზობლად მცხოვრები მოწმის ნა----–---------–-–---–ის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ ქე------------–-–---–ი იყო ლოგინად ჩავარდნილი და იმყოფებოდა უმწეო მდგომარეობაში, არ შეეძლო დამოუკიდებლად გადაადგილება. 2018 წლის 26 აპრილს, დაახლოებით 21:00 საათიდან 23:00 საათამდე პერიოდში ნა----–---------–-–---–ს ესმოდა ომ---------–-–---–ის ხმამაღალი ლანძღვა-გინების ხმა, ომ---------–-–---–ი აგინებდა მეუღლეს ქე------------–-–---–ს, ხოლო ეს უკანასკნელი ყვიროდა ,,მტკივა, მტკივა, ხალხო მიშველეთო“. ყვირილზე ნა----–---------–-–---–ი გავიდა ეზოში და შეიხედა ქე------------–-–---–ის ოთახში. ოთახში შუქი იყო ანთებული და ფანჯარაზე ფარდა არ იყო ჩამოფარებული. მოწმემ კარგად დაინახა, რომ ომ---------–-–---–ი სცემდა მეუღლეს, ხელებს ურტყამდა სახისა და თავის არეში, ყოველი დარტყმის დროს ქე------------–-–---–ი კიოდა ,,მტკივა, მტკივაო“.

 

მოწმე თე---------------–---–მა გამოკითხვისას დაადასტურა იგივე ფაქტობრივი გარემოებები და განმარტა, რომ ის ცხოვრობს ომ---------–-–---–ის მეზობლად. 2018 წლის 26 აპრილს, დაახლოებით 21:00 საათიდან 23:00 სათამდე პერიოდში ბ----–-–---–ების სახლიდან გამოდიოდა ბრალდებულის ლანძღვა - გინების ხმა და ქე------------–-–---–ის ყვირილი ,,მტკივა, მტკივა, ხალხო მიშველეთო’’. ყვირილზე და დახმარების თხოვნაზე, თე---------------–---–ი გავიდა ეზოში, ფანჯრიდან შეიხედა ქე------------–-–---–ის ოთახში და დაინახა, რომ ომ---------–-–---–ი ხელებს ურტყამდა მეუღლეს თავისა და

სახის არეში და ხელის ყოველ დარტყმაზე გარკვევით ისმოდა ქ------ის კივილი, „მტკივა, მტკივაოა“. ხელების გარდა, ომ---------–-–---–ი მეუღლეს ბალიშსაც ურტყამდა. მოწმის განმარტებით ბრალდებული მეუღლეზე ძალადობდა როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად.

 

კიდევ ერთმა მეზობელმა, მოწმე მზ---------–---–მა ასევე დაადასტურა 2018 წლის 26 აპრილს, საღამოს ომ---------–-–---–ის ლანძღვა-გინების ფაქტი მეუღლის მისამართით, რომელიც დახმარებას ითხოვდა, ხოლო თა---–--–--------–---–მა მიუთითა, რომ ომ---------–-–---–ის ოჯახიდან ხშირად მოისმოდა მთვრალი ომ---------–-–---–ის ყვირილის ხმა, რომელიც უშვერი სიტყვებით ლანძღავდა და აგინებდა ლოგინად ჩავარდნილ, ასაკოვან მეუღლეს. ამ დროს ასევე ისმოდა, ქ------ ბ----–-–---–ის კივილი, „ნუღა დამარტყამ, მტკივა, არ დამარტყა, არ მომკლაო“.

 

მოწმე მა--------------–---–ის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ მისი დედა - ქე------------–-–---–ი ლოგინად იყო ჩავარდნილი და არ შეეძლო გადაადგილება, ხოლო მამა - ომ---------–-–---–ი ხშირად მოიხმარდა ალკოჰოლურ სასმელს. მეზობლები ხშირად ურეკავდნენ მას და ეუბნებოდნენ, რომ ომ---------–-–---–ი ეჩხუბებოდა ქე------------–-–---–ს. შემთხვევის დღეს მშობლებთან მისულმა მა--------------–---–მა ნახა დედა, რომელსაც თვალის მიდამოში ჰქონდა დაზიანება, ხოლო ომ---------–-–---–ი იმყოფებოდა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ.

 

ომ---------–-–---–ის მიერ ალკოჰოლის ხშირად მოხმარებისა და მეუღლის - ქე------------–-–---–ის მიმართ უმიზეზო ჩხუბის ფაქტები ასევე დაადასტურა მოწმე მა-----------–-–---–მა, რომელიც ომ---------–-–---–ის შვილია.

 

შპს „ი.ბოკერიას სახელობის თბილისის რეფერალური ჰოსპიტალის“ ექიმის იო--------–-–---–ის 2018 წლის 28 აპრილის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, ქე------------–-–---–ი აღნიშნულ კლინიკაში მოთავსდა 2018 წლის 27 აპრილს, თავის ტვინის იშემიური ინსულტის დიაგნოზით. ამასთან, პაციენტს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები: სისხლნაჟღენთები სახის, გულმკერდის, მხრების მიდამოში, ცხვირის ძვლების მოტეხილობა. პაციენტს ასევე დაუდგინდა ფილტვების ანტება.

 

სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით, ,,ისრაელი საქართველოს სამედიცინო კვლევითი კლინიკის” სამედიცინო დუკუმენტაციაზე დაყრდნობით დადგინდა, რომ ქე------------–-–---–ი კლინიკაში მოთავსდა 27.04.18 წ-ს 20:16 საათზე. დაუდგინდა დიაგნოზი: სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ძილიანობა, სტუპორი, კომა, ინტრაქტანიალური ტრავმა, კისრის ტრავმა დაუზუსტებელი. გულ-მკერდის ტრავმა დაუზუსტებელი, სხვა დაზუსტებული დაზიანებები. სამედიცინო საბუთის ჩანაწერებით ქე------------–-–---–ს აღენიშნებოდა დაზიანებები: სისხლნაჟღენთები სახეზე და გულმკერდზე. ,,ისრაელი საქართველოს სამედიცინო კვლევითი კლინიკიდან” ქე------------–-–---–ი გადაყვანილ იქნა შპს „ი.ბოკერიას სახელობის თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში“ სადაც 01.06.18 წელს გარდაიცვალა. აღნიშნული კლინიკის სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერით ქე------------–-–---–ს თავის ტვინისა და სახის ძვლების კომპიუტერულ-ტომოგრაფიული გამოკვლევით დაუდგინდა თავის ტვინის იშემიური ინსულტის დიაგნოზი, ამავე სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერით, ქ.ბ----–-–---–ს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები: სისხლნაჟღენთები სახის (პერიოკულურად, ნიკაპზე, ცხვირზე), გულმკერდის და მხრების მიდამოში. თავის ტვინისა და სახის ძვლების კომპიუტერულ-ტომოგრაფიული გამოკვლევით დაუდგინდა დაზიანება - ცხვირის ძვლების ხაზოვანი მოტეხილობის სახით. ქე------------–-–---–ის თავის ტვინის კომპიუტერულ-ტომოგრაფიული გამოკვლევის ამსახველი CD დისკი შეისწავლა სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ დიაგნოსტიკური ცენტრის რადიოლოგიური ჯგუფის ხელმძღვანელმა ნ-----–----------–---–მა, დასკვნის თანახმად: „არსებულ კტ გამოსახულებებზე ფიქსირდება ცხვირის ძვლების ხაზოვანი მოტეხილობა. დაზიანების ხანდაზმულობა ტრავმის მიღების თარიღთან (26.04.2018) წინააღმდეგობაში არ არის“. სამედიცინო ექსპერტიზის 0-------- დასკვნით, დაზიანებები სისხლნაჟღენთებისა და ცხვირის ძვლების მოტეხილობის სახით, განვითარებულია რაიმე მკვრივი - ბლაგვი საგნის მოქმედებით. ცხვირის ძვლების მოტეხილობა მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ 26.04.18წ. თარიღს. სისხლნაჟღენთები იზოლირებულად აღებული მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.

სააპელაციო პალატა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის არგუმენტებს ომ---------–-–---–ის უდანაშაულობის თაობაზე, ვინაიდან, ისინი არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. მსჯავრდებულის მოსაზრება, რომ მას მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას აბრალებენ, არ არის გამყარებული რაიმე მტკიცებულებით და ამ მოსაზრების დამადასტურებელი რაიმე არგუმენტი მის მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი არ ყოფილა.

 

ამდენად, სააპელაციო პალატამ ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ასევე ომ---------–-–---–ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ომ---------–-–---–მა ნამდვილად ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, ე.ი. დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 იანვრის განაჩენი ომ---------–-–---–ის მიმართ უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო მსჯავრდებულ ომ---------–-–---–ის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ომ---------–-–---–ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მა-------–---------–---ის დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

ომ---------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

ომ---------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2019 წლის 23 იანვრიდან. სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 28 აპრილიდან - 2018 წლის 1 მაისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.

 

ომ---------–-–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 აპრილის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

 

გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

 

ნივთიერი მტკიცებულება: ელექტრონული დისკები - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე