განაჩენი

სისხლის სამართლის 16.04.2019
საქმის ნომერი
330100118002503797
ინსტანცია
თარიღი
16.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330100118002503797

საქმე №1ბ/503-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

19 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

მოსამართლე: მაია თეთრაული

 

სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

მსჯავრდებული: მ--–------------–--ე (პირადი ნომერი: №0----------), დაბადებული 1----–-–------------------, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ქ. თბილისი, დ---------------------------–--

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი.

სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 9(ცხრა) თვის ვადით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიცია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 იანვრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა მ--------–-----ემ და ითხოვა მსჯავრდებულ მ--–------------–--ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და ასევე ითხოვა სასჯელის დამძიმება.

 

ბრალდების არსი:

 

2018 წლის 11 მაისს, 17:10 საათზე ქ. თბილისში, დ------------------------------თან ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა მ--–------------–--ე, რომელიც სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა ყოფილ სიდედრს მ-–---------–ს და ყოფილ მეუღლეს ქ--------------–ს, მათივე საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ქ. თბილისი, დ----------------------------, რა დროსაც დაზარალებულებს - მ-–-- და ქ------- ჩ-----–--ს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 11 მაისს, დაახლოებით 17:00 საათზე ქ. თბილისში, დ------------------------------თან მ--–------------–--ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ სიდედრს მ-–---------–ს, რა დროსაც დაზარალებულ მ-–---------–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა მ--–-------------–--ის მიერ ყოფილი მეუღლის - ქ------- ჩ-----–ის მიმართ სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების იმგვარი მუქარა, რაც დაზარალებულს გაუჩენდა მუქარის განხორციელების საფუძვლიან შიშს.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სისხლის სამართლის საქმეში არსებული და პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:

 

დაზარალებულ მ-–---------–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მ--–------------–--ე მისი ქალიშვილის ყოფილი მეუღლეა. მათ ოც წელზე მეტ ხანს იცხოვრეს ერთად და ჰყავთ ორი საერთო შვილი. მათი ბინები (მისი და მ--–-------------–--ის) გვერდიგვერდ მდებარეობს. 2017 წლის დეკემბრის თვეში მ--–------------–--ეს ურთიერთობა დაეძაბა მეუღლესთან, რის გამოც ქ------- ჩ-----–ი (ქალიშვილი) მის ბინაში გადავიდა საცხოვრებლად. კონფლიქტის დეტალები არ იცის, თუმცა მისთვის ცნობილია, რომ ურთიერთობის დაძაბვა მ--–------------–--ის მხრიდან მეუღლისთვის ფულის მოთხოვნას მოჰყვა. როგორც დაზარალებულისთვის არის ცნობილი, ბრალდებულს მიაჩნდა, რომ იგი აქეზებდა და მეუღლის წინააღმდეგ განაწყობდა ქ------- ჩ-----–ს, რის გამოც მ--–------------–--ემ დაიწყო მუქარა და უცენზურო სიტყვებით გინება მის მიმართ. 2018 წლის 11 მაისს სამსახურიდან დაბრუნებულმა შეამჩნია ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მ--–------------–--ე, რომელიც სახლის წინ მოძრაობდა და მისი შვილიშვილის (თ---------) სახელს იძახდა. დაემალნენ და ხმა არ გასცეს მას. რამდენიმე წუთის შემდეგ ბრალდებული წავიდა. დაახლოებით 10 წუთის შემდეგ გავიდა ბინიდან და შეამჩნია მეზობელი კ-------------–---–ი და მ--–------------–--ე, რომელიც მისკენ წავიდა, დაიწყო მუქარა და უცენზურო სიტყვებით გინება. კ----მ შეაკავა ბრალდებული. მ--–------------–--ის ქმედებების გამო სასოწარკვეთილებაში ჩავარდა, ასევე შეეშინდა მის შვილიშვილსაც, რომელმაც დაურეკა დედამისს. სამსახურში მყოფმა ქ------- ჩ-----–მა გამოიძახა საპატრულო პოლიცია. მ--–------------–--ე პოლიციის მისვლის შემდგომაც იგინებოდა და მისკენ იწევდა. თ-------ს შეეშინდა, რომ მამამისს ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიეყენებინა მ-–---------–ისთვის. მ--–------------–--ე ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, ეუბნებოდა, რომ არ გაახარებდა და გაანადგურებდა. აღნიშნული სიტყვების გაგონებაზე შიშის გრძნობა დაეუფლა. კ-------------–---–ი რომ არ ყოფილიყო ბრალდებული ფიზიკურად შეეხებოდა. თ-------მა დაინახა, რომ მამამისს დანა ეჭირა ხელში, რამაც უფრო შეაშინა. მოწმემ ერთი მხრივ განმარტა, რომ ქ------- ჩ-----–ის სახლში დაბრუნების შემდეგ, ბრალდებული მის მიმართაც გამოხატავდა აგრესიას, ეუბნებოდა, რომ მისი დაკავება გაუხარდა და ემუქრებოდა, თუმცა მეორე მხრივ განმარტა, რომ ქ-------ს მისვლის შემდეგ ბრალდებულმა რა სიტყვებით მიმართა ქ-------ს ვერ გაიგო, ვინაიდან მოშორებით იდგა. საპატრულო პოლიციის მისვლის შემდეგ, მ--–------------–--ე ქ-------ს ეუბნებოდა „არ გაგახარებთო“ და აგინებდა. პოლიციამ მ--–------------–--ე ჩასვა ავტომანქანაში და წაიყვანა.

 

დაზარალებულ ქ------- ჩ-----–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 20 წელზე მეტია მ--–------------–--ის მეუღლეა. თანაცხოვრების პერიოდში ბრალდებულის მხრიდან, მის მიმართ რაიმე ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. კონფლიქტი 2017 წლის დეკემბრის თვეში დაიწყო, როდესაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მ--–------------–--ემ სრულიად უმიზეზოდ სახლში ყველაფერი დაამტვრია. ჩათვალა, რომ მასთან ურთიერთობის გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა, გაწყვიტა ყველანაირი კავშირი და დედამისთან გადავიდა საცხოვრებლად. ბრალდებული სხვადასხვა საშუალებებით ცდილობდა მასთან ურთიერთობის აღდგენას, ბოდიშიც მოიხადა, თუმცა მის ყველა მცდელობას უპასუხოდ ტოვებდა. მ--–------------–--ეს მიაჩნდა, რომ ოჯახის დანგრევა დედამისის ბრალი იყო. აღნიშნული გამო, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბრალდებული ხშირად მიდიოდა დედამისის სახლთან, აგინებდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მათ. მორიგი ასეთი ვიზიტისას, ბრალდებულმა დედამისის სახლში შუშა ჩაამტვრია, რის გამოც საპატრულო პოლიცია გამოიძახა. ბრალდებული წაიყვანეს და მის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი. მორიგი კონფლიქტი მოხდა შემაკავებელი ორდერის ვადის გასვლის შემდეგ. ისევ გამოიძახა საპატრულო პოლიცია და კვლავ გამოიცა ბრალდებულის მიმართ შემაკავებელი ორდერი. 2018 წლის 11 მაისს სამსახურში იმყოფებოდა, როდესაც დაურეკა შვილმა - თ------- თ-----–--ემ და უთხრა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მ--–------------–--ე დედამისს - მ-–---------–ს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. ბავშვი სტრესულ მდგომარეობაში იმყოფებოდა და დახმარებას სთხოვდა. გამოიძახა საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარება, დედამისს კი დაურეკა და სთხოვა ბრალდებულთან კონფლიქტში არ შესულიყო. ტელეფონში ესმოდა მ--–------------–--ის გინების ხმა. სამსახურიდან დაბრუნებულს სიტუაცია განეიტრალებული დახვდა. მეზობელ კ-------------–---–ს ბრალდებული მოშორებით ჰყავდა გაჩერებული. ახლოს არ მისულა, რადგან პატრულის ეკიპაჟის მისვლას ელოდებოდა. პატრულის თანამშრომლები გამოცხადების შემდეგ აკავებდნენ ბრალდებულს, რომელიც უშვერი სიტყვებით იგინებოდა და იმუქრებოდა. დაზარალებულის განმარტებით, მ--–------------–--ე მის მიმართ მუქარას ვერ შეასრულებდა, რადგან პატრულის თანამშრომლები იჭერდნენ, მათ მისვლამდე კი მოშორებით იდგა და მისკენ არ წასულა. პოლიციელებმა როდესაც ხელი მოჰკიდეს და მ--–------------–--ე ავტომანქანაში უნდა ჩაესვათ, სწორედ ამ დროს შეაგინა, დაემუქრა ბრალდებული, უთხრა, რომ გაუხარდა მისი დაკავება, „შენ მოგკლავ და დედაშენსაც მოვკლავო“. მის მიმართ ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

 

მოწმე თ------- თ-----–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ მშობლებს შორის ურთიერთობა დაიძაბა 2018 წლის იანვრის თვეში. მამამისი მ--–------------–--ე მეუღლის - ქ------- ჩ-----–ისა და სიდედრის - მ-–---------–ის მიმართ გახდა აგრესიული, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა მათ და ჭურჭელი დაამტვრია. აღნიშნული კონფლიქტის შემდეგ მისი მშობლები დაშორდნენ. დედასთან ერთად საცხოვრებლად მეზობლად ბებიის სახლში გადავიდა. მამამისის მიმართ ორჯერ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, ბოლოს კი დაკავეს. მ--–------------–--ეს მ-–---------–თან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, ერთმანეთს არ ესალმებოდნენ. კონფლიქტის მიზეზი სავარაუდოდ მამამისის უმუშევრობა და ალკოჰოლური სასმელის სისტემატიური მოხმარება იყო. დეტალები არ იცის, რადგან მათ ურთიერთობაში არ ჩარეულა. მ--–------------–--ის მიმართ შემაკავებელი ორდერები გამოიცა, რადგან მისი მხრიდან ქ------- ჩ-----–ისა და მ-–---------–ის მიმართ ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. 2018 წლის 11 მაისს ბებიასთან ერთად იმყოფებოდა სახლში, როდესაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მ--–------------–--ე მივიდა მათთან. ვინაიდან მამამისი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, იგინებოდა, არ მოისურვა მასთან გასაუბრება და ბავშვის ოთახში შევიდა. ბებიამისი აბაზანაში იმყოფებოდა. მ--–------------–--ე შევიდა სახლში, დაათვალიერა და როდესაც ვერავინ დაინახა, წავიდა. ფანჯრიდან მოჰკრა თვალი, რომ იგი ინტერნეტის კაბელის გადაჭრას ცდილობდა. ვერ დაინახა რა საგანი ეჭირა ხელში. როდესაც მ--–------------–--ე ინტერნეტის კაბელის გადაჭრა დაიწყო, ბებიამისი გავიდა გარეთ, რასაც მამამისის მხრიდან მოჰყვა მ-–---------–ის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა. გამოძიებაში მიცემულ ჩვენებას ნაწილობრივ ეთანხმება. 2018 წლის 11 მაისს მამამისი ორივე მათგანს დაემუქრა - ქ------- ჩ-----–ს და მ-–---------–ს. როდესაც მამამისი დედას დაემუქრა, პოლიციელებს ხელი ჰქონდათ ჩაკიდებული მ--–------------–--ისთვის. პროკურორის მიერ გამოქვეყნებული გამოკითხვის ოქმიდან ეთანხმება მხოლოდ იმ ნაწილს, სადაც აღნიშნულია, რომ მამამისის მხრიდან ადგილი ჰქონდა მუქარას. მის ხელში დანა არ დაუნახავს.

 

მოწმე კ-------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ დაზარალებულები - ქ--------------–ი, მ-–---------–ი და ბრალდებული მ--–------------–--ე მისი მეზობლები არიან. 2018 წლის 11 მაისს იმყოფებოდა სახლში. ბავშვებისგან შეიტყო, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მ---- (მ--–------------–--ე) კორპუსთან იდგა და იგინებოდა. გარეთ გავიდა და დაინახა, რომ მ--–------------–--ე მ-–---------–ისკენ იწევდა, აგინებდა მას და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. ბრალდებული გააკავა და მ-–---------–თან ახლოს არ უშვებდა. დაახლოებით 10 წუთში ქ------- ჩ-----–ი დაბრუნდა სახლში. ნასვამი მ--–------------–--ე მ-–---------–თან ახლოს რომ მიეშვა, შეიძლება ფიზიკურად შეხებოდა და სწორედ ამიტომ გაიყვანა იგი მოშორებით. მ-–---------–ის მიმართ ბრალდებულის მხრიდან მუქარას ჰქონდა თუ არა ადგილი არ ახსოვს. ქ------- ჩ-----–ის სახლში დაბრუნებიდან მალევე გამოჩნდა საპატრულო პოლიცია და მ--–------------–--ე დააკავეს. ბრალდებულის დაკავების საფუძველი იყო ის გარემოება, რომ იგი ნასვამ მდგომარეობაში მყოფი, ოჯახის წევრებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. მ--–------------–--ე ქ------- ჩ-----–საც აგინებდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მ--–----ი ავტომანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს. მ--–------------–--ე ა/მანქანიდან აგინებდა ქ-------ს.

 

მოწმე ბ--- თ-----–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 11 მაისს ლექციაზე იმყოფებოდა, როდესაც დაურეკა დედამისმა და უთხრა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამამისი იმყოფებოდა კორპუსთან, იგინებოდა და სთხოვა მისულიყო. სახლში როდესაც მოვიდა ყველაფერი დასრულებული იყო, მამამისი პოლიციას წაყვანილი ჰყავდა. დედამისმა უთხრა, რომ მ--–------------–--ე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა ბებიამისს - მ-–---------–ს. სახლში მისვლის შემდეგ გაარკვია, რომ მამამისი დაკავებული იყო. დედამისისგან შეიტყო, რომ მ--–------------–--ე აგინებდა მათ, ემუქრებოდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, რის გამოც დააკავა საპატრულო პოლიციამ. ქ-------ს და მ-–--ს მისთვის არ უთქვამთ, რომ მამამისს დანა ჰქონდა, აღნიშნულის შესახებ მეზობლისგან შეიტყო, თუმცა დანა აღმოჩენილი ვერ იქნა. სახლში დაზიანებული იყო მხოლოდ ინტერნეტის კაბელი. დედას და ბებიას ვიზუალურად რაიმე დაზიანებები არ ეტყობოდათ, მხოლოდ შეშინებულები იყვნენ.

 

მოწმე დ-------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 11 მაისს განვითარებული მოვლენების შესახებ შეიტყო მეუღლისგან. სამსახურში იმყოფებოდა, როდესაც თ------- თ-----–--ემ დაურეკა და სასწრაფოდ მისვლა სთხოვა, რადგან ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამამისი ჩხუბობდა. როდესაც ადგილზე მივიდა მ--–------------–--ე გარიდებული იყო იქაურობას. მივიდა მასთან და გაესაუბრა. ამ დროს ბრალდებული მშვიდად იყო. სახლში შევიდა, მეუღლე დაამშვიდა და ისევ გარეთ გავიდა, რა დროსაც სამსახურიდან დაბრუნდა ქ------- ჩ-----–ი. ამ მომენტში მ--–------------–--ესა და ქ-------ს შორის მოხდა შელაპარაკება. მეზობლებთან ერთად გააშველა ისინი და ამასობაში პოლიციაც მივიდა. ამ დროს, მისი მეუღლე შეუძლოდ გახდა. მისკენ გადაერთო და კონფლიქტისთვის ყურადღება არ მიუქცევია. მ--–------------–--ის გინება ესმოდა, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი. მოგვიანებით გაიგო, რომ მ--–------------–--ე იმუქრებოდა, თუმცა საკუთარი თვალით არ უნახავს.

 

პატრულ-ინსპექტორის გ-----–--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 11 მაისს მეწყვილესთან ერთად იმყოფებოდა გამოძახებაზე ქ. თბილისში, „დ--------–----–-“. შემთხვევის ადგილზე მისულებს ქუჩაში დახვდათ კონფლიქტური სიტუაცია, აგრესიული ბრალდებული იგინებოდა, ილანძღებოდა და ემუქრებოდა მოხუც ქალბატონს. ბრალდებული ოჯახის დანგრევას სიდედრს აბრალებდა, ემუქრებოდა მას, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ მოკლავდა. მას აკავებდა ახალგაზრდა მამაკაცი და არ აძლევდა ქალბატონთან მიახლოების საშუალებას. თავდაპირველად კონფლიქტში მონაწილე მხარეები ერთმანეთს დააშორეს. ბრალდებული მის მეწყვილეს ნებაყოფლობით გაჰყვა პატრულის ავტომანქანისკენ. მ--–------------–--ე ავტომანქანაში ჯდებოდა, როდესაც მისი მეუღლე გამოჩნდა. ქ------- ჩ-----–მა განაცხადა, რომ ბრალდებულმა შემაკავებელი ორდერი დაარღვია და ითხოვდა მის დაკავებას. დაზარალებულის სიტყვებმა მ--–------------–--ე გააღიზიანა და მეუღლეს უთხრა, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ მას და მ-–---------–ს დახოცავდა. ბრალდებულს მიუკეტეს ავტომანქანის კარი და დამშვიდებისკენ მოუწოდეს, თუმცა იგი ავტომანქანიდანაც აგრძელებდა მუქარას. მოწმის განმარტებით, მ--–------------–--ე არ დაუკავებიათ, მას ხელბორკილები არ ედო და თავისუფლად გადაადგილების საშუალება ჰქონდა. ბრალდებულს შეეძლო მუქარა აღესრულებინა მეუღლის მიმართ. იმ შემთხვევაში, თუ მ--–------------–--ე ქალბატონებისკენ გაემართებოდა, მუქარის ასრულების საშუალებას პატრულის თანამშრომლები არ მისცემდნენ. მუქარას ადგილი ჰქონდა როგორც ავტომანქანაში ჩაჯდომამდე, ასევე შემდეგაც. ბრალდებული შემოწმებული იქნა სიმთვრალეზე და გაირკვა, რომ მას დიდი ოდენობით ალკოჰოლური სასმელი ჰქონდა მიღებული. აღნიშნულის შემდეგ ბრალდებული გადაიყვანეს ნარკოლოგიურში, სადაც დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი.

 

პატრულ-ინსპექტორის მ------------–--ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 11 მაისს მეწყვილესთან ერთად იმყოფებოდა გამოძახებაზე, სადაც დახვდათ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მ--–------------–--ე, რომელიც იგინებოდა და იმუქრებოდა. სიტუაციაში გარკვევის მიზნით მისი მეწყვილე შევიდა სახლში. მისვლიდან დაახლოებით 5-10 წუთში ბრალდებულთან ერთად ჩაჯდა ავტომანქანაში. იგი მაინც აგრძელებდა გინებას და მუქარას. მისმა მეწყვილემ უთხრა, რომ ბრალდებული სიდედრს მოკვლით დაემუქრა. ადგილზე რომ მივიდნენ გარეთ ხალხი იყო შეკრებილი. მ--–------------–--ე სიდედრს ემუქრებოდა, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ მოკლავდა. პატრულის მისვლამდე ბრალდებულს მისი სიძე იჭერდა და აწყნარებდა. მათი მისვლის შემდეგ მ--–------------–--ე ავტომანქანაში ჩასვეს და მუქარას ვერ განახორციელებდა. ქალბატონი ძალიან აღელვებული და შეშინებული იყო. შემთხვევის ადგილზე ბრალდებულის მეუღლეც იმყოფებოდა. იგი კონფლიქტის ადგილიდან მოშორებით, დაახლოებით 10 მეტრში იდგა. მოწმემ დაადასტურა, რომ ბრალდებული მეუღლეს ავტომანქანაში ჩაჯდომის შემდეგ ემუქრებოდა, ეუბნებოდა, რომ მოკლავდა ციხიდან გამოსვლის შემდეგ. ბრალდებული დასაწყისში არ დაუკავებიათ, მ--–------------–--ე ხელბორკილი არ ედო და არც შებოჭილი ჰყავდათ. გვერდზე ეჯდა თუმცა ხელი ჩაკიდებული არ ჰქონდა. მას ავტომანქანიდან გადასვლა არ უცდია, თუმცა თავისუფლად გადაადგილების საშუალება ჰქონდა. გადამოწმებისას მ--–------------–--ე ნასვამი აღმოჩნდა. აღნიშნულის შემდეგ გადაიყვანეს ნარკოლოგიურში, სადაც დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების მიღების ფაქტი.

 

გამომძიებლებმა - მ--------------ემ, ნ------------ემ, გ----------–---–---–მა და რ-------------------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა/სისწორე. მოწმეებს გამოძიების მიმდინარეობისას საპროცესო ნორმების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით სასამართლოსთვის ინფორმაცია არ მიუწოდებიათ.

 

2017 წლის 1 დეკემბრისა და 2018 წლის 23 აპრილის შემაკავებელი ორდერებით დადგენილია, რომ მ--–------------–--ეს აეკრძალა მსხვერპლთან მიახლოება 30 დღის ვადით.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ მ--–------------–--ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ მ--–------------–--ის საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (დაზარალებულ ქ------- ჩ-----–ის ეპიზოდი) მსჯავრდებულად ცნობის თაობაზე, ვინაიდან მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოში ვერ წარმოადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირის ბრალეულობას. კერძოდ:

 

პალატა აღნიშნავს, რომ მუქარის დროს სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. მუქარა უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში. სხვა სახის მუქარა არ იძლევა ამ დანაშაულის შემადგენლობას. მუქარის დროს პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობითი ქმედების ჩადენით, შედეგად კი ვღებულობთ, იმას, რომ დაზარალებულს ერღვევა მყუდროება, კარგავს სიმშვიდეს, რადგანაც ყოველ წუთს ელოდება ძალადობით ქმედებას. დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა. თუ მას ასეთი შიში არ გაუჩნდა, დანაშაულის შემადგენლობა არ არსებობს.

 

მოცემულ შემთხვევაში, საფუძვლიანი შიშის არსებობის შეფასებისას პალატა ყურადღებას მიაქცევს დაზარალებულ ქ------- ჩ-----–ის ჩვენებაზე, რა დროსაც განმარტავს, რომ მ--–------------–--ის მიერ განხორცილებული მუქარა მას რეალურად არ აღუქვამს და მისთვის შიშის მომგვრელი არ ყოფილა, რადგან მისი კონფლიქტის ადგილზე მისვლის დროს, მიუხედავად იმისა, რომ მ--–------------–--ე იგინებოდა უშვერი სიტყვებით და იმუქრებოდა ყველას დაგხოცავთო, მისი აღქმით იგი მუქარას ვერ განახორციელებდა, ვინაიდან გაკავებული ჰყავდა მეზობელ კ-------------–---–ს და პატრულის თანამშრომელებს.

 

რაც შეეხება დანარჩენი მოწმეების ჩვენებებს, პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული ჩვენებები ორაზროვანი ან ბუნდოვანია და ისინი არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამატყუნებელ განაჩენს. კერძოდ, მოწმე მ-–---------–ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი ერთის მხრივ განმარტავდა, რომ მსჯავრდებული მ--–------------–--ე ქ------- ჩ-----–ს ემუქრებოდა და მის მამართაც გამოხატავდა აგრესიას, თუმცა ამავე დროს განაცხადა, რომ იგი მოშორებით იდგა და ვერ გაიგო, თუ რა სიტყვებით მიმართა ბრალდებულმა ქ------- ჩ-----–ს. მოწმე კ-------------–---–ის ჩვენებით, რომელიც ფაქტიურად კონფლიქტის დაწყებიდანვე მ--–------------–--ის გვერდით იმყოფებოდა, დადგენილია, რომ მ--–------------–--ე ქ------- ჩ-----–ს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რაც შეეხება თ------- ჩ-----–ის, პატრულ-ინსპექტორების გ-----–--------ის და მ------------–--ს ჩვენებებს, მათი ჩვენებებით დადგენილია, რომ მსჯავრდებული მ--–------------–--ე ქ--------------–ს დაემუქრა მას შემდეგ, როდესაც პოლიციის თანამშრომელების მიერ მ--–------------–--ე გაკავებული იქნა. ამასთან, პატრულ-ინსპექტორების - მ------------–--ს და გ-----–--------ის ჩვენებებით დადგენილია, რომ მ--–------------–--ეს, საპატრულო პოლიციის ა/მანქანაში ჩასმის დროს და შემდეგაც ხელბორკოლი არ ედო და ჰქონდა თავისუფლად გადაადგილების საშუალება, თუმცა მას მეუღლეზე თავდასხმა არ უცდია.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ;

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე;

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ;

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა;

 

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა და სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები, არ იძლევა ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რითაც დადასტურდებოდა მ--–------------–--ის მიერ ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ მსჯავრდებული მ--–------------–--ე საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ ქ------- ჩ-----–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში უნდა გამართლდეს.

 

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ მ--–------------–--ემ ჩაიდინა მუქარა, ესე იგი სიცოხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ მ-–---------–ის ეპიზოდი), რაც არც დაცვის და არც ბრალდების მხარეს სადაოდ არ გაუხდია.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

მ--–------------–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, ვინაიდან საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი ან სხვა გზით გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა, თუ ბრალდების მხარემ შეიტანა სააპელაციო საჩივარი სწორედ ამ მოთხოვნით და თუ მას ასეთი პოზიცია ეკავა პირველი ინსტანციის სასამართლოში.

 

მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოში ბრალდების მხარეს დასკვნით სიტყვაში მსგავსი პოზიცია არ დაუფიქსირებია. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და ისე განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რაც პალატის აზრით სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია. ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარეს საპელაციო სასამართლოში, არ წარმოუდგენია რაიმე ახალი მტკიცებულება ან ფაქტი, რაც სააპელაციო სასამართლოს დაარწმუნებდა, რომ პირველი ინსტანციის სასმართლოს მიერ დანიშნული სასჯელი, თავისუფლების აღკვეთა 9(ცხრა) თვის ვადით, ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის მიზნების განხორციელებას და არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების სიმძიმეს.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 იანვრის განაჩენი, მ--–------------–--ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ქ. თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის მ--------–-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

მ--–------------–--ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

მ--–------------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9(ცხრა) თვის ვადით.

 

მ--–------------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომეტიდან - 2018 წლის 11 მაისიდან.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: /მ. თეთრაული/