განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 22.11.2018
საქმის ნომერი
090310018002357053
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა დავები
თარიღი
22.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 090310018002357053

საქმე N3/ბ-348-18წ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

22 ნოემბერი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე გოჩა აბუსერიძე

სხდომის მდივანი ონისე გურეშიძე

აპელანტი (მოპასუხე) – სსიპ ს--–---–----- მ-------------- ს---------

წარმომადგენლები – მ--- დ---–-, ნ---- გ---–------

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – შპს ,,რ---------–- ჯ-----–--- ც-------’’

წარმომადგენლები – ა--------–---–-

დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით შპს ,,რ---------–- ჯ-----–--- ც-------ს’’ სარჩელის უარყოფა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

2018 წლის 09 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა შპს ,,რ---------–- ჯ-----–--- ც-------ს’’ წარმომადგენელმა ა--------–---–მა მოპასუხე სსიპ ს--–---–----- მ-------------- ს---------ს მიმართ და მოითხოვა ჯარიმის დარიცხვის თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბთილად ცნობა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 მარტის განჩინებით საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო და შპს ,,რ---------–- ჯ-----–--- ც-------ს" სარჩელი მასალებთან ერთად განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ამბროლაურის რაიონულ სასამართლოს ამბროლაურისა და ონის სამედიცინო დაწესებულებებთან დაკავშირებით.

 

2018 წლის 15 მაისს შპს ,,რ---------–- ჯ-----–--- ც-------ს’’ წარმომადგენელმა ა--------–---–მა ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში წარადგინა დაზუსტებული სარჩელი (ს.ფ 229-242, ტ.1), რომლითაც მოითხოვა ბათილად ყოფილიყო ცნობილი:

 

– სსიპ ს--–---–----- მ-------------- ს---------ს დირექტორის 2015 წლის 4 ივნისის N0-------- ბრძანებით შექმნილი ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლების მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2017 წლის 29 ნოემბრის N2--------- საოქმო გადაწყვეტილება შპს ,,რე-------–----ი ჯ-----–--- ც-------ს’’ 2017 წლის 03 ნოემბრის N1----- და N1----- ადმინისტრაციული საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ (სარეზოლუციო ნაწილის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტი), მის საფუძველზე გამოცემული სსიპ ს--–---–----- მ-------------- ს---------ს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 07 თებერვლის წერილი, ასევე მოითხოვა სსიპ ,,ს--–---–----- მ-------------- ს---------ს” დავალებოდა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა;

 

– შპს ,,რ---------–- ჯ-----–--- ც-------ს’’ (ამბროლაური) მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმური ამბულატორიული მ-------------- მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბარათი) შევსების, მდგომარეობის, სსიპ ,,ს--–---–----- მ-------------- ს---------ს’’ 2017 წლის 19 ივლისის N0------- წერილით მოთხოვილი ინფორმაციის და დოკუმენტაციის შემოწმების აქტი 7--------9;

 

– შპს ,,რ---------–- ჯ-----–--- ც-------ს (ონი) მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმიური ამბულატორიული მ-------------- მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბარათი) შევსების, მდგომარეობის, სსიპ ,,ს--–---–----- მ-------------- ს---------ს 2017 წლის 19 ივლისის N0------- წერილით მოთხოვილი ინფორმაციის და დოკუმენტაციის შემოწმების აქტი 7---------;

 

სარჩელის მიხედვით, სსიპ ,,ს--–---–----- მ-------------- ს---------ს” მიერ 2017 წლის ივნისი-სექტემბრის პერიოდში განხორციელდა შპს ,,რ---------–- ჯ-----–--- ც-------ს“ ონის, ამბროლაურისა და ცაგერის სამედიცინო დაწესებულებებში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმური ამბულატორიული მ-------------- მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე შევსებული თანხმობის ფორმებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტების შემოწმება. აღნიშნულის შედეგად გამოიცა შემოწმების აქტები, რომლებშიც განისაზღვრა შპს ,,რ---------–- ჯ-----–--- ც------ზე“ დარიცხული ჯარიმები, რაც მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა.

 

შემოწმების აქტებში მოცემული იყვნენ ის ბენეფიციარები, რომელთა რეგისტრაცია შპს ,,რ---------–- ჯ-----–--- ც-------ს“ მიერ არ განხორციელებულა და შესაბამისად მათზე რიცხული ჯარიმის გადახდაც არ უნდა დაკისრებოდა ამ ორგანიზაციას. მნიშვნელოვანია, რომ შემოწმების ჯგუფმა მუშაობის პერიოდში არ შეამოწმა ის პირადობის მოწმობების ასლები, რომლებიც გაცემული იყო რეგისტრაციის პროცესის შემდეგ და არ გაითვალიწინა, რომ რ---------–- ჯ-----–--- ც-------ს მიერ მონიტორინგის პროცესში აღმოჩენილი ხარვეზები აღმოიფხვრა.

 

ს--–---–----- მ-------------- ს---------ში გამართული ადმინისტრაციული პროცესის შემდგომ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად შპს ,,რ---------–- ჯ-----–--- ც------ს’’ დაგვიანებით, 2018 წლის 09 თებერვალს ეცნობა ძირითადი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. კომისიის მიერ არ იქნა გათვალისწინებული მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები შემოწმების აქტებში არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებით.

 

მოპასუხე – სსიპ ს--–---–----- მ-------------- ს---------ს წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს და მისი უარყოფა მოითხოვეს.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით შპს ,,რ---------–- ჯ-----–--- ც-------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. ამავე გადაწყვეტილებით სსიპ ,,ს--–---–----- მ-------------- ს---------ს’’ დაევალა ახალი აქტის გამოცემა.

 

ამ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1.1. სსიპ ,,ს--–---–----- მ-------------- ს---------ს” მიერ, 2017 წლის ივნისი-სექტემბრის პერიოდში განხორციელდა შპს ,,რ---------–- ჯ-----–--- ც-------ს“ ონის, ამბროლაურისა და ცაგერის სამედიცინო დაწესებულებებში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმური ამბულატორიული მ-------------- მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე შევსებული თანხმობის ფორმებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტების შემოწმება;

 

2.1.2. შპს ,,რ---------–- ჯ-----–--- ც-------ს’’ საკუთრებაშია ამბროლაურში და ონში მდებარე სამედიცინო დაწესებულებები 2014 წლის 18 დეკემბრიდან. 2014 წლის დეკემბრიდან 2015 წლის აპრილამდე, ჯამში მოსარჩელე მხარეს გადაეცა 9 სამედიცინო დაწესებულება მაღალმთიან რეგიონებში, რომელთა გამოსყიდვასთან დაკავშირებით გამოცემულია საქართველოს მთავრობის განკარგულებები და მის საფუძველზე გაფორმდა ხელშეკრულებები, რაც შეთანმხმებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და ს--–---–----- დაცვის სამინისტროსთან;

 

2.1.3. შპს ,,რ---------–- ჯ-----–--- ც-------’’ 2017 წლის 3 ნოემბრის N1----- და N1----- ადმინისტრაციული საჩივრით მოითხოვდა შპს ,,რ---------–- ჯ-----–--- ც-------ს“ (ამბროლაური, ონი) მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმური აბულატორიული მ-------------- მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბარათი) შევსების, მდგომარეობის, სსიპ ს--–---–----- მ-------------- ს---------ს 2017 წლის 19 ივლისის 0------- წერილით მოთხოვილი ინფორმაციის და დოკუმენტაციის შემოწმების N7---------, N7--------9 აქტების ნაწილობრივ ბათილად ცნობას, რაც დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შეჩერდა N40-------, N7--------9 და N7--------- აქტების მოქმედება და აღსრულება იმ საჯარიმო სანქციების ნაწილში, რომლებიც გამოყენებული იყო შპს ,,ა-–---------ი +“-ს და შპს ს---------------------ია ,,აი-----------ის’’ მხრიდან გადაცემული და ავტომატურად აღრიცხული მოსარგებლეების შემთხვევებზე და საჩივრის ავტორს მათი ხელახალი რეგისტრაცია არ განუხორციელებია;

 

2.1.4. 2018 წლის 09 თებერვალს მოსარჩელეს ეცნობა კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შპს ,,რ---------–- ჯ-----–--- ც-------ს“ ადმინისტრაციულ საჩივრებში არსებული მოთხოვნა და შპს ,,რ---------–- ჯ-----–--- ც-------ს’’ (ამბროლაური) მიმართ (აქტი N7--------9, 30.09.17) დარჩენილმა ფინანსურმა ვალდებულებებმა შეადგინა 101153.46 ლარი; მათ შორის უკვე ანაზღაურებული შემთხვევისას უკან დასაბრუნებელი თანხა განისაზღვრა 36305.08 ლარით, დამატებითი ფინანსური ჯარიმა - 64848.38 ლარით. შპს ,,რ---------–- ჯ-----–--- ც-------ს’’ (ონი) მიმართ (აქტი N7---------, 27.09.17) დარჩენილმა ფინანსურმა ვალდებულებებმა შეადგინა 29484.10 ლარი; მათ შორის უკვე ანაზღაურებული შემთხვევისას დასაბრუნებელი თანხა განისაზღვრა 10750.52 ლარით, დამატებითი ფინანსური ჯარიმა - 18 733.58 ლარით;

 

2.1.5. ბენეფიციარების ავტომატური გადმოწერის პროცესში, ძველი მიმწოდებლის მიერ რეგისტრირებული ბენეფიციარების შესახებ ინფორმაციის შემოწმებისას, მოხდა დამატებითი პირადობის მოწმობების წარდგენა, რაც არ იქნა გათვალისწინებული კომისიის მიერ: შემმოწმებელმა ჯგუფმა ასევე არ გაითვალისწინა კლინიკების მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია (ახალი პირადობის მოწმობების ასლები);

 

2.1.6. შპს ,,რ---------–- ჯ-----–--- ც-------ს“ მიერ შემოწმების აქტებში მითითებულ ბენეფიციარებზე გაწეული მ-------------- ხარჯები (857879.54 ლარი) მნიშვნელოვნად აღემატება სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებულ თანხას;

 

2.1.7. შპს ,,რე-------–----ი ჯ-----–--- ც-------ს’’ 2017 წლის 03 ნოემბრის N1----- და N1----- ადმინისტრაციული საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ სსიპ ს--–---–----- მ-------------- ს---------ს დირექტორის 2015 წლის 04 ივნისის N0-------- ბრძანებით შექმნილი ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლების მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2017 წლის 29 ნოემბრის N2--------- საოქმო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით შეჩერდა N40-------9, N7--------9 და N7--------- აქტების მოქმედება და აღსრულება იმ საჯარიმო სანქციების ნაწილში, რომლებიც გამოყენებულია შპს ,,ა-–--------ი +“-ს და შპს ,,ს---------------------ია აი-----------ის“ მხრიდან გადაცემული და ავტომატურად აღრიცხული მოსარგებლეების შემთხვევებზე და საჩივრის ავტორს მისი ხელახალი რეგისტრაცია არ განუხორციელებია. ამავდროულად გამოიცა სსიპ ს--–---–----- მ-------------- ს---------ს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 07 თებერვლის წერილი.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.2.1. სასამართლოს განმარტებით, დადასტურებულია გარემოება, რომ მოსარჩელე მხარისაგან, ბენეფიციარების ავტომატური გადმოწერის პროცესში ძველი მიმწოდებლის მიერ რეგისტრირებული ბენეფიციარების შესახებ ინფორმაციის შემოწმებისას, მოხდა დამატებითი პირადობის მოწმობების წარდგენა, რაც სასამართლოს განჩინების საფუძველზე წარმოდგენილი იქნა მოპასუხის მიერ საქმის განხილვის ეტაპზე და რაც მოპასუხე მხარის წარმომადგენელს სადავოდ არ გაუხდია.

 

სასამართლოს მსჯელობით, მოსარჩელე მხარისაგან პირადობის მოწმობების წარდგენით აღმოიფხვრა მათი ბრალის გარეშე დოკუმენტაციის წარმოების პროცესში გამოვლენილი ხარვეზი, თუმცა არ იქნა გათვალისწინებული მოპასუხის მიერ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დროს, რაც არ გამომდინარეობს კანონიდან და ხელყოფს მოსარჩელე მხარის ინტერესს.

 

სასამართლომ ასევე დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელის დაქვემდებარებაში მყოფ სამედიცინო დაწესებულებებს ჰქონდათ ხელმისაწვდომობა სამოქალაქო რეესტრთან, ახდენდნენ პირის იდენტიფიცირებას და ასეთ ვითარებაში, მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები პირების მიმართ შესაბამისი სამედიცინო მ-------------- გაწევაზე უარის თქმა იმ მოტივით, რომ იმ წუთიერად ვერ წარადგინეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, სასამართლოს მსჯელობით ეწინააღმდეგებოდა მათ კონსტიტუციით გარანტირებულ ჯანმრთელობის დაცვის უფლებას.

 

2.2.2. სასამართლოს მითითებით, საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" საქართველოს კანონისა და "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში პირდაპირი მოქმედებს, ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპული კონვენცია წარმოადგენს. კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს მისი სამოქალაქო უფლებების და მოვალეობების განსაზღვრისას საქმის სამართლიანი და საჯარო განხილვის უფლება აქვს გონივრულ ვადაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ, რომელიც შექმნილია კანონის საფუძველზე.

 

სამართლიანი და თანასწორუფლებიანი საზოგადოების არსებობის მთავარი წინაპირობაა, რომ ყველას ჰქონდეს უფლება მონაწილეობა მიიღოს იმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რომელიც გავლენას ახდენს მის საარსებო გარემოზე, ჯანმრთელობასა და სოციალურ სტატუსზე. თავად სოციალურ უფლებებში მოიაზრება უფლება ჯანმრთელობის დაცვაზე, რაც უპირველესად სამედიცინო მ-------------- მიღების უფლებას მოიცავს. ზოგადად ჯანმრთელობის უფლება, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლება ადმიანის უფლებათა შორის, მოხსენიებულია რამდენიმე საერთაშორისო დოკუმენტში (ეკონომიკური, ს--–---–----- და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტის მე-12 მუხლი და ბავშვთა უფლებების კონვენციის 24-ე მუხლი). ევროპის ს--–---–----- ქარტიის მე-11 (ჯანმრთელობის დაცვის უფლება) და მე-13 მუხლები (ს--–---–----- და სამედიცინო დახმარების მიღების უფლება) ექსკლუზიურად ამ უფლებას ეხება და განმარტავს, რომ ,,ს--–---–----- და სამედიცინო დახმარების ეფექტური გამოყენების უზრუნველსაყოფად, მონაწილე მხარეები ღებულობენ ვალდებულებას, ნებისმიერმა პიროვნებამ, რომელსაც არ გააჩნია ადექვატური რესურსები, ან არ შეუძლია მოიპოვოს ეს რესურსები საკუთარი მცდელობის, ან სხვა წყაროების შედეგად, განსაკუთრებით ს--–---–----- დაზღვევის სფეროდან, უზრუნველყოფილი უნდა იქნას ადექვატური დახმარებით, ხოლო ავადმყოფობის შემთხვევაში მიიღოს აუცილებელი დახმარება. უზრუნველყოფილი იქნას, რომ ამგვარმა დახმარებამ არ გამოიწვიოს პოლიტიკური ან ს--–---–----- უფლებების შემცირება იმ პირებისათვის, ვინც დახმარებას იღებს. უზრუნველყოფილი იქნას, რომ ყველას შეეძლოს მიიღოს ასეთი რჩევა და ინდივიდუალური დახმარება სათანადო სახელმწიფო, ან კერძო სამსახურებიდან, რათა ლიკვიდირებული ან შემსუბუქებული იყოს პირადი ან ოჯახის მოთხოვნილებები.’’ ამ მნიშვნელოვანმა უფლებამ ასახვა ჰპოვა ასევე საქართველოს კონსტიტუციაში, რომლის 37-ე მუხლი ადგენს, რომ ყველას აქვს უფლება ისარგებლოს ჯანმრთელობის დაზღვევით, როგორც ხელმისაწვდომი სამედიცინო დახმარების საშუალებით. კანონით დადგენილი წესით განსაზღვრულ პირობებში უზრუნველყოფილია უფასო სამედიცინო დახმარება.

 

სასამართლოს მოსაზრებით, ადამიანის ამ უმნიშვნელოვანესი, სიცოცხლესთან გათანაბრებული უფლების შეზღუდვა მის მიერ პირადობის მოწმობის წარუდგენლობით, ყოვლად შეუძლებელი და გამორიცხულია და ამ საფუძვლით საჯარიმო სანქციების გამოყენება შპს ,,რ---------–- ჯ-----–--- ც------ში“ შემავალი უწყებების მიმართ, მით უფრო რომ ეს ხარვეზი არ არსებობდა იმ მოცულობით, რაც შემოწმების აქტებშია დაფიქსირებული და რაც არსებობდა, შემოწმების პროცესის დროს გამოსწორებული იქნა, არ არის საფუძვლიანი, რაც სამართლიანად იქნა გასაჩივრებული მოსარჩელე მხარის მიერ.

 

2.2.3. სასამართლოს განმრატებით, ”საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 21 თებრვლის №36 დადგენილების №1 დანართის მე-19 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დარღვევა მიმწოდებლის მიერ, რომელიც გამოვლენილი იქნება რევიზიის დროს, გამოიწვევს ამ უკანასკნელის დაჯარიმებას შემთხვევის ღირებულების შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებული თანხის 10%-ით”.

 

საქართველოს მთავრობის ამავე დადგენილების №1 დანართის მე-19 მუხლის მე-11 პუნქტის მიხედვით, ”საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა (გარდა სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესისა), რომელიც გამოვლინდება რევიზიის დროს, გამოიწვევს მომწოდებლის დაჯარიმებას შემთხვევის ღირებულების შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებული თანხის 10%-ით”.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ სსიპ ს--–---–----- მ-------------- ს---------ს მიერ განხორციელდა შპს ,,რ---------–- ჯ-----–--- ც-------ს“ ონის, ამბროლაურისა და ცაგერის სამედიცინო დაწესებულებების შემოწმება. შემოწმების პროცესში და ადმინსიტარციული საჩივრის განხილვის ეტაპზე წარდგენილი იქნა ბენეფიციართა პირადობის მოწმობების ასლები, რაც უნდა გაეთვალისწინებინა მოპასუხე მხარეს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დროს და არ იქნა გათვალისწინებული მის მიერ.

 

სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია მოსარჩელის მიერ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ეტაპზე და ან/და შემოწმების პროცესში პირადობის მოწმობების და სხვა დოკუმენტაციის წარდგენის არაუფლებამოსილების შესახებ და მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარისაგან არ მოხდა საკითხის ფუნდამენტური გამოკვლევა და შპს ,,რ---------–- ჯ-----–--- ც-------ს’’ (ონი, ამბროლაური) მიმართ განხორციელდა ზემოქმედების ღონისძიებანი საკითხის ზედაპირულად გამოკვლევის ფონზე.

 

2.2.6. სასამართლომ დაასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარის წარმომადგენლისა და მოწმეთა განმარტებებით, ასევე საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდებოდა, რომ ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოციერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლისწ 21 თებერვლის 36-ე დადგენილების 23-ე მუხლის 35-ე პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელე მხარეზე ხელახალი რეგისტრაციის გარეშე მოხდა რეგისტრირებული ბენეფიციარების გადაწერა და მათთვის მ-------------- გაწევის განხორციელება. ავტომატური გადაწერის პროცესში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისთვის, მოსარჩელე მხარის მიერ დაიწყო თანხმობის ფორმების შემოწმება. მაღალმთიან რეგიონში გადაცემული 9 სამედიცინო დაწესებულების თანხმობის ფორმების შემოწმებას დასჭირდა გარკვეული ვადა და დიდი რესურსი. ბენეფიციარების აღრიცხვის ფორმების შემოწმების შედეგად გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა ხდებოდა ეტაპობრივად, მათ შორის პირადობის მოწმობის ასლების დამატება. ჯარიმის დარიცხვის დროს მოპასუხე მხარემ არ გაითვალისწინა შემთხვევები, როცა ბენეფიციართა დოკუმენტაცია სრულად იყო შევსებული თანდართულ დოკუმენტებთან ერთად.

 

სასამართლოს განმარტებით, პროგრამის მე-19 მუხლის მესამე პუნქტის ,, გ.ა“ ქვეპუნქტი ადგენს განმახორციელებლის მიერ ანაზღაურებული თანხის სრულად უკან დაბრუნების საფუძვლად შემთხვევას, როცა პაციენტი არ არის ამ პროგრამის მოსარგებლე. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე უწყებაში რეგისტრირებული ბენეფიციარები წარმოადგენდნენ ამ პროგრამის მოსარგებლეებს, არ იყვნენ რეგისტრირებულნი სხვა სამედიცინო დაწესებულებაში, სახელმწიფოს მიერ მათზე ორმაგი ხარჯი არ გაწეულა, რის გამოც არ უნდა მომოხდარიყო ანაზღაურებული თანხის სრულად უკან დაბრუნება და დამატებითი ჯარიმის დაკისრება, რაც უნდა გაეთვალიწინებინა მოპასუხე მხარეს ადმინისტრაციული საჩივრების განხილვის დროს.

 

2.2.7. სასამართლოს მითითებით, ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრულია ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის პრინციპები: მოსახლეობისათვის სამედიცინო დახმარების საყოველთაო და თანაბარი ხელმისაწვდომობა სახელმწიფოს ნაკისრი სახელმწიფო სამედიცინო პროგრამებით გათვალისწინებული ვალდებულების ფარგლებში; ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა, პაციენტის პატივის, ღირსების და მისი ავტონომიის აღიარება; ექიმისა და სხვა სამედიცინო პერსონალის დამოუკიდებლობა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში; ჯანმრთელობის დაცვის სისტემის შესაბამისობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიასთან და მისი მართვადობის უზრუნველყოფა; ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სამედიცინო ეთიკის საყოველთაოდ აღიარებული ნორმების დამკვიდრება; მოსახლეობის სრული ინფორმირება სამედიცინო დახმარების ყველა არსებული ფორმისა და მისი მიღების შესაძლებლობის შესახებ; პირველადი ჯანმრთელობის დაცვის, მათ შორის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების პრიორიტეტულობა, მათში სახელმწიფო და კერძო სექტორების მონაწილეობა, საოჯახო მედიცინისა და ოჯახის ექიმის ინსტიტუტის განვითარება და მასზე დაფუძნებული სამედიცინო მ-------------- ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რომელიც არ დარღვეულა მოსარჩელე მხარის მიერ და ხდებოდა აღნიშნული ბენეფიციარებისათვის სამედიცინო მ-------------- გაწევა.

 

ზემოაღნიშნულ გარემოებებზე დაყრნობით სასამართლომ სარჩელი საფუძვლიანად მიიჩნია და დააკმაყოფილა.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ,,ს--–---–----- მ-------------- ს---------მ’’, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და შპს ,,რ---------–- ჯ-----–--- ც-------ს“ სარჩელის უარყოფა, შემდეგი დასაბუთებით:

 

3.1.1. აპელანტის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ და მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით და გასათვალისწინებელია რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. ანუ ინკვიზიციური პრინციპის დამახასიათებელია კონტინენტური ევროპის სამართლის სისტემის მქონე ქვეყნებისთვის. ინკვიზიციურ პროცესში საქმის გარემოებათა გამოკვლევის პრივილეგია არა მხარეებს, არამედ საქმის მწარმოებელ სახელმწიფო ორგანოს – სასამართლოს ეკუთვნის. სასამართლო ორგანოს აკისრია ვალდებულება ex ofcio გამოარკვიოს გარემოებები. შეჯიბრებითი პროცესისგან განსხვავებით, მოსამართლე დამოუკიდებლად ატარებს სრული მოცულობით სასამართლო გამოკვლევას და ამ გზით ადგენს ე.წ. მატერიალურ ჭეშმარიტებას. მოსამართლე საქმის განხილვის დროს არ იზღუდება მხარეთა შუამდგომლობებით და მოსაზრებებით. იგი უფლებამოსილია და ამავდროულად ვალდებულიც, ჭეშმარიტების დასადგენად მოიპოვოს და გამოიკვლიოს ყველა მნიშვნელოვა----ტკიცებულება, მათ შორის ისინიც, რომელიც მხარეებს არ წარმოუდგენიათ ან არ გამოუთხოვიათ;

 

3.1.2. აპელანტის მოსაზრებით, ს---------მ ადმინისტრაციულ საჩივარზე თანდართული პირადობის მოწმობები მიიღო, შეაფასა და გამოიკვლია დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, რადგან საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი №1-ის მე-19 მუხლის მე-18 პუნქტის მიხედვით: "პროგრამით გათვალისწინებული მ-------------- მიმწოდებლის მიერ ამ პროგრამის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის მოთხოვნების შეუსრულებლობის ან დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა 500 ლარის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ კალენდარულ დღეზე." ხოლო დადგენილების მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის "მ" ქვეპუნქტი განსაზღვრავს შემდეგს: ,,მ) პროგრამის მონიტორინგის განხორციელებისას მოთხოვნისთანავე, ხოლო ზედამხედველობის სხვა ეტაპებზე არა უგვიანეს სამი სამუშაო დღისა, უზრუნველყოს უფლებამოსილი პირის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის (მ.შ. საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო და ფინანსური დოკუმენტაციის ასლები) მიწოდება;"

 

ელემენტარულია და აღნიშნულიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ განჩინებაშიც (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 07 ივნისის განჩინება საქმეზე №ბს–342–342(გ–18) 2018 წლის 19 ივლისის განჩინება საქმეზე №ბს–695–695(გ–18)) განმარტებულია, რომ №36 დადგენილება ანუ სახელმწიფო პროგრამა და თანდართული დანართები, ამავე პროგრამის შესრულების უზრუნველსაყოფად გამოცემული შესაბამისი სამართლებრივი აქტები, ასევე სამედიცინო ვაუჩერის პირობებთან დაკავშირებული სხვა მარეგულირებელი აქტები და მიმწოდებლის წერილობითი დასტური პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე, ერთობლივად წარმოადგენს შეთანხმებას პროგრამის განმახორციელებელსა და მიმწოდებელს შორის და შესაბამისად მხარეები თავისუფლდებიან რაიმე დამატებითი ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულებისაგან, გარდა ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა – ანუ მხარეებს შორის დადებულია ადმინისტრაციული ხელშეკრულება და კანონმდებლობის შესაბამისად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, რაც დათქმულ დროზე არ იქნა შესრულებული მოსარჩელე მხარის მიერ.

 

აღნიშნული გარემოებების ერთობლივი გათვალისწინებით, სსიპ ს--–---–----- მ-------------- ს---------ს მიერ, ადმინისტრაციული წარმოება განხორციელდა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, ისევ და ისევ მხარის ინტერესების გათვალისწინებით, დამატებითი საჯარიმო სანქციების გამოყენების გარეშე გამოტანილი იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც მხარის ადმინისტრაციული საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ბუნებრივია ს---------, როგორც ადმინისტრაციული ორგანო ვერ განახორციელებდა ისეთი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, რომელიც იქნებოდა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის საწინააღმდეგო და უდავო ფაქტობრივი გარემოებების საპირისპირო და სამწუხაროდ ეს ისევ ს---------ს, როგორც ადმინისტრაციულ ორგანოს დაუბრუნდა საუარესოდ, როდესაც სასამართლოს მიერ კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ დაკმაყოფილდა სარჩელი სრულად და ბათილად იქნა ცნობილი ს---------ს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტები.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლის დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო საქმის მასალათა გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის და გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ს--–---–----- მ-------------- ს--------- სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; კერძოდ უნდა გაუქმდეს ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება 1.2 და 1.3 პუნქტებში და ამ ნაწილში მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნება ცნობილი გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მკაცრი აღრიცხვის N--- თანხმობის ფორმაზე ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის დაურთველობის გამო საჯარიმო სანქციების დაკისრების ნაწილში და სსიპ ს--–---–----- მ-------------- ს---------ს დაევალება ახალი აქტის გამოცემა; დანარჩენ ნაწილში კი სსიპ ,,ს--–---–----- მ-------------- ს---------; სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მართალია სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ასევე არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა გასცდა სასარჩელო მოთხოვნას და სრულად ცნო ბათილად ადმინისტარციულ-სამართლებრივი აქტები, როცა ამას მოსარჩლე არ ითხოვდა. ამდენად მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევას, რაც გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლის საფუძველია. შესაბამისად სააპელაციო პალატა უფლებამოსილია, საქმის პირველი ინსტანციისათვის დაბრუნების გარეშე, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება მოცემულ დავაზე.

 

პალატა აღნიშნავს, რომ „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს ურთიერთობებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში. ზემოაღნიშნული კანონის 89-ე მუხლი მიუთითებს, რომ სახელმწიფო განსაზღვრავს სტრატეგიულ მიმართულებებს და შეიმუშავებს სათანადო პროგრამებს მოსახლეობის ჯანმრთელობის ხელშესაწყობად. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო ვალდებულებები აისახება შესაბამის სახელმწიფო და ადგილობრივ პროგრამებში (851 მუხლი).

 

,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 21 თებრვლის №36 დადგენილების №1 დანართის მე-19 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დარღვევა მიმწოდებლის მიერ, რომელიც გამოვლენილი იქნება რევიზიის დროს, გამოიწვევს ამ უკანასკნელის დაჯარიმებას შემთხვევის ღირებულების შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებული თანხის 10%-ით”.

 

საქართველოს მთავრობის დადგენილების №1 დანართის მე-19 მუხლის მე-11 პუნქტის მიხედვით, ,,საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა (გარდა სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესისა), რომელიც გამოვლინდება რევიზიის დროს, გამოიწვევს მომწოდებლის დაჯარიმებას შემთხვევის ღირებულების შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებული თანხის 10%-ით”.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ ,,ს--–---–----- მ-------------- ს---------ს’’ მიერ განხორციელდა შპს ,,რ---------–- ჯ-----–--- ც-------ს“ ონისა და ამბროლაურის სამედიცინო დაწესებულებების შემოწმება. შემოწმების შედეგად გამოვლინდა ცალკეულ ბენეფიციართა რეგისტრაციისას არსებული დარღვევები, კერძოდ დოკუმენტებში არ აღმოჩნდა მათი პირადობის მოწმობები, რაც გახდა სადავო აქტებით მოსარჩელეზე ჯარიმის დაკისრების საფუძველი.

 

ისიც დადგენილია, რომ შემოწმებისა და ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მოსარჩელის მიერ წარდგენილი იქნა ამ ბენეფიციართა პირადობის მოწმობები, რაც არ იქნა გათვალისწინებული, მათ შორის მიზეზად პირადობის მოწმობების რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში გაცემა მიეთითა.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 21 თებრვლის №36 დადგენილების მე-20 მუხლით განსაზღვრულია პროგრამებში მონაწილე სუბიექტების უფლება-მოვალეობები. კერძოდ, ამ ნორმის მე-5 პუნქტის ,,მ’’ ქვეპუნქტის თანახმად, პროგრამის მონიტორინგის განხორციელებისას მოთხოვნისთანავე, ხოლო ზედამხედველობის სხვა ეტაპებზე არა უგვიანეს სამი სამუშაო დღისა, უზრუნველყოს უფლებამოსილი პირის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის (მ.შ. საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო და ფინანსური დოკუმენტაციის ასლები) მიწოდება.

 

დადგენილების მიხედვით, შემოწმების აქტი და რევიზიის აქტი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის დადგენილ მოთხოვნებს და მოიცავდეს მითითებას საჯარიმო სანქციების გადახდისა და აღსრულების პირობებზე (151 და 16 მუხლები).

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია.

 

პალატა განმარტავს, რომ დადგენილების მე-20 მუხლისა და კოდექსის 83-ე მუხლის დანაწესით კანონმდებელმა საჯარო სამართლებრივ ურთიერთობაში შემოიტანა ხარვეზის ინსტიტუტი, რაც წარმოადგენს ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფისა და შესაბამისად ობიქტური გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას. პალატის მოსაზრებით, ადმინისტრაციული აქტის გამოცემისათვის საჭირო დოკუმენტის წარუდგენლობა შეიძლება გახდეს ხარვეზის დადგენის და არა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. ადმინისტრაციულ ორგანოს აქვს ვალდებულება, განუმარტოს მხარეს, საკითხის გადაწყვეტისათვის საჭირო რომელი დოკუმენტი არ წარადგინა, ასევე, არსებობის შემთხვევაში, მიუთითოს განცხადებაში დაშვებული შეცდომების თაობაზე და დაეხმაროს მოთხოვნის სწორად ფორმულირებაში.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დგინდება და ვერც აპელანტის წამომადგენელი უთითებს შემმოწმებლების მიერ ხარვეზის დადგენის პროცედურების დაცვაზე, ამასთან საქმის მასალებით უდავოდ დგინდება ის გარემოება, რომ შემოწმების პროცესში და ადმინისტარციული საჩივრის განხილვის ეტაპზე წარდგენილი იქნა ბენეფიციართა პირადობის მოწმობების ასლები, რაც უნდა გაეთვალისწინებინა მოპასუხე მხარეს მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც შესამოწმებელი პერიოდი შეეხებოდა სხვა სამედიცინო დაწესებულების მიერ შედგენილ სამედიცინო დოკუმენტაციის სრულყოფის საკითხს, ხოლო მოსარჩელეს მხარესათვის მაღალმთიან რეგიონში გადაცემული ცხრა სამედიცინო დაწესებულების თანხმობის ფორმების შემოწმებას სჭირდებოდა გარკვეული ვადა და დიდი რესურსი.

 

პალატა თვლის, რომ დარღვევის ფორმალურ ნიშნებზე მითითებით მოსარჩელის დაჯარიმება, როგორც შემზღუდველი ღონისძიება უნდა იყოს თანაზომიერი ქმედებისა და ემსახურებოდეს სამართლებრივი სახელმწიფოს კონსტიტუციურ პრინციპს, რომლის თანახმადაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის უფლების შეზღუდვა იმდენად არის დასაშვები, რამდენადაც ის საჯარო ინტერესების დაცვისათვის გარდაუვალი საშუალებაა. ასეთის იგნორირების პირობებში ირღვევა ადმინისტრაციული სამართლის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი - კერძო და საჯარო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი, რაც მმართველობის სტაბილურობისთვის საფრთხის შემცველია.

 

ამდენად პალატა მიიჩნევს, რომ როდესაც შემოწმების პროცესში მოსარჩელის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის წარდგენილი იქნა ყველა ბენეფიციარის პირადობის მოწმობა, რითაც აღმოფხვრა სამედიცინო დოკუმენტაციებში არსებული ხარვეზი, საკითხისადმი ფორმალური მიდგომა და მოსარჩელის დაჯარიმება ეწინააღმდეგება ზემოაღნიშნულ ნორმათა მოთხოვნებს, რაც ამ ნაწილში გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის წინაპირობას წარმოადგენდა.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლი განსაზღვრავს სასამართლოს გადაწყვეტილების ფარგლებს, კერძოდ, მითითებული ნორმის თანახმად, სასამართლო შეზღუდულია მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით, რაც გულისხმობს, რომ სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს მხარეს ის, რაც მას არ მოუთხოვია ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ ბათილად ცნობილი შემოწმების აქტებით მოსარჩელეს მკაცრი აღრიცხვის N--- თანხმობის ფორმაზე ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის დაურთველობის გამო საჯარიმო სანქციების დაკისრების გარდა სხვა თანხების გადახდის ვალდებულებაც დაეკისრა, რა ნაწილშიც მხარეს ისინი არ გაუსაჩივრებია (იხ.სააპელაციო სასამართლოში შპს ,,რ---------–- ჯ-----–--- ც-------ს" წარმომადგენლის მიერ მიცემული ახსნა-განმარტება) , შესაბამისად გასაჩივრებული აქტების სრულად ბათილად ცნობით პირველი ინსტანციის სასამართლო გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, რაც დაუშვებელია, ამდენად ამ ნაწილში გადაწყვეტილება ექვემდებარება შეცვლას.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ განსახილველ შემთხვევაში აპელანტმა ნაწილობრივ შეძლო წარმოედგინა დასაბუთებული სააპელაციო პრეტენზია, შესაბამისად უნდა გაუქმდეს ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილების 1.2 და 1.3 პუნქტები და ამ ნაწილში მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნება ცნობილი გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მკაცრი აღრიცხვის N--- თანხმობის ფორმაზე ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის დაურთველობის გამო საჯარიმო სანქციების დაკისრების ნაწილში და სსიპ ს--–---–----- მ-------------- ს---------ს დაევალება ახალი აქტის გამოცემა. დანარჩენ ნაწილში სსიპ ,,ს--–---–----- მ-------------- ს---------ს’’ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება.

 

სასამართლო ხარჯები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12, 32.4 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 377-ე, 386-ე, 389-ე, 397-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სსიპ ს--–---–----- მ-------------- ს--------- სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. გაუქმდეს ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება 1.2 და 1.3 პუნქტებში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

 

3. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ს--–---–----- მ-------------- ს---------ს 2017 წლის 19 ივლისის N0------- წერილით მოთხოვნილი ინფორმაციის და დოკუმენტის შემოწმების N72-------- და N71-------- აქტები მკაცრი აღრიცხვის N--- თანხმობის ფორმაზე ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის დაურთველობის გამო საჯარიმო სანქციების დაკისრების ნაწილში;

 

სსიპ ს--–---–----- მ-------------- ს---------ს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები შპს ,,ა-–---------ი+’’-ის და შპს ,,ს---------------------ია აი-----------ის’’ მხრიდან გადაცემული და ავტომატურად აღრიცხული მოსარგებლეების ხელახალი რეგისტრაციის განუხორციელებლობის შემთხვევებთან დაკავშირებით (მკაცრი აღრიცხვის N--- თანხმობის ფორმაზე ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი დაურთველობის გამო);

 

4. დანარჩენ ნაწილში სსიპ ს--–---–----- მ-------------- ს--------- სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება;

 

5. მხარეები განთავისუფლებულნი არიამ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება საკასაციო წესით გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან ოცდაერთი დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32).

 

მოსამართლე გოჩა აბუსერიძე