განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140100118002550959
საქმე №1ბ/496-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 აპრილი 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორის ნ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ--–----------–------------–-–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–--------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი #-----------, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლობის არ მქონის, რეგისტრირებულის: გ------------------------–--------ში, მცხოვრების: ქ---------------–----------------------–-, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, მ--–-----------–-–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია, საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 16 ივნისს, დაახლოებით 03:30 საათზე, მ--–-----------–-–---–მა ქ------–--------–----------------------ში მდებარე მათ საცხოვრებელ ბინაში განახორციელა ოჯახში ძალადობა მეუღლის - ს--------------ს მიმართ, კერძოდ სახის და სხეულის არეში რამოდენიმეჯერ დაარტყა ხელი, რის შედეგადაც ს-------------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანება.
გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 იანვრის განაჩენით მ--–-----------–-–---–ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორმა ნ-------------–---–მა, რომელმაც მოითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 იანვრის განაჩენის გაუქმება და მ--–-----------–-–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.
აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეზე, მიუხედავად იმისა, რომ მ--–-----------–-–---–ის მეუღლემ - ს-------------ემ, უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, მოიპოვება მტკიცებულებათა დამაჯერებელი ერთობლიობა, რომლებიც ადასტურებენ მ--–-----------–-–---–ის ბრალეულობას, კერძოდ, მოწმეების გ--------ის და ს------------ს ჩვენებები, ასევე გამომძიებელ ვ------------------–-----ს ჩვენება. მ--–-----------–-–---–ის ბრალეულობა ასევე დასტურდება წერილობითი მტკიცებულებებით: შეტყობინებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გამოიკვლია და შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 იანვრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 იანვრის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა მ--–-----------–-–---–ის მიერ ხსენებული დანაშაულის ჩადენას.
სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში მ--–-----------–-–---–ის ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებებად უთითებს მოწმეების გამოკითხვის ოქმებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე, მ--–-----------–-–---–მა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე და გამოიყენა კანონით მინიჭებული დუმილის უფლება.
მოწმემ ს-------------ემ სასამართლო სხდომაზე გამოიყენა მისთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება და არ მისცა ჩვენება მისი ახლო ნათესავის წინააღმდეგ.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული თ----------–--–---–ის ჩვენებით დადასტურდა, რომ დაზარალებულს იცნობს, იგი მისი შვილის ნათლიაა. 2018 წლის 15 ივნისს, საღამოს სამსახურიდან, რომ დაბრუნდა, სტუმრად წავიდა მ--–-----------–-–---–ის დასთან. ადგილზე მისულს ყველა ნასვამ მდგომარეობაში დახვდა, მათ შორის ს-------------ეც. სუფრასთან მ--–-----------–-–---–სა და დაზარალებულს შორის რაიმე კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია. ს-------------ეს შეამჩნია დაზიანებები, რომლებიც ს--------------სვე განმარტებით, მიიღო ბლის ხეზე ასვლისას.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ბ-----–---------–-–---–ის ჩვენებით დადასტურდა, რომ მ--–-----------–-–---–ი არის მისი ძმა. იგი ცხოვრობს სოფელ რეხაში. 2018 წლის 15 ივნისს მასთან სტუმრად იყვნენ მ--–-----------–-–---–ი ოჯახთან ერთად. სუფრის გაშლამდე სტუმრები ეზოში ბურთით თამაშობდნენ. სუფრაზე მან რძალს შეამჩნია ნაკაწრები, რაზეც ს-------მ უთხრა, რომ ბლის ხეზე იყო ასული, რა დროსაც მიიღო დაზიანებები. მის ძმას და რძალს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ და არანაირი კონფლიქტი მათ შორის არ ყოფილა. მისთვის ცნობილი გახდა, რომ მის ძმას და რძალს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ და ვინაიდან ს------- იყო ნასვამი, დარეკა პოლიციაში.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებას, რომ საქმეში მოიპოვება მტკიცებულებათა დამაჯერებელი ერთობლიობა, რომლითაც დასტურდება მ--–-----------–-–---–ის ბრალდება, ვინაიდან საჩივარში მითითებული მოწმეების გამოკითხვის ოქმები, შეტყობინება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, გამომდინარეობს დაზარალებულისაგან მიღებული ინფორმაციიდან, ხოლო როგორც აღინიშნა დაზარალებულმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, რაც არ იძლევა მყარ საფუძველს იმის დასადასტურებლად, რომ მ--–-----------–-–---–მა ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედება.
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ, საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ირიბია მოწმის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას.
როგორც აღინიშნა, დაზარალებულმა ს-------------ემ ჩვენება არ მისცა სასამართლოს, ამასთან, ასევე უარი განაცხადა გამოძიების ეტაპზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაზე.
ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ფონზე, ბრალდების მხარის პოზიციას, რომ მ--–-----------–-–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია მტკიცებულებათა დამაჯერებელი ერთობლიობით, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან არ არსებობს არცერთი პირდაპირი, უტყუარი მტკიცებულება, რომლის შინაარსიდან გამომდინარე დადგინდებოდა მ--–-----------–-–---–ის მხრიდან ს--------------ს მიმართ ძალადობრივი ქმედების ფაქტი.
განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით, კერძოდ:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. ასევე საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’; საქართველოს სსსკ-ის მე-269 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი: ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“, ხოლო როგორც ზემოთ აღინიშნა, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა უტყუარი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ მ--–-----------–-–---–მა ჩაიდინა დანაშაული.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი არავითარ ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან არა გვაქვს საქმე და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულმა მტკიცებულებებმა არ მისცეს პალატას ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა, რითაც დადასტურდებოდა მ--–-----------–-–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 იანვრის განაჩენი მ--–-----------–-–---–ის მიმართ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორის ნ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 იანვრის განაჩენი მ--–-----------–-–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
მ--–-----------–-–---–ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
მ--–-----------–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია.
მ--–-----------–-–---–ს განემარტა,რომ უფლება აქვს მოითხოვოს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
საქმეზე დართული საგნები და ნივთები: 01 ცალი CD დისკი, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმესთან ერთად.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი