განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330100118002582483
საქმე №1ბ/1409-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
5 აპრილი, 2019 წელი თბილისი
თავმჯდომარე: მაია თეთრაული
მოსამართლეები: ვაფხია ლომიძე
გოჩა ჯეირანაშვილი
სხდომის მდივანი: ანა გოცირიძე
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
პროკურორი: დ----------------–---–ი
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული: თ---------------ი (პირადი ნომერი: №1----------), დაბადებული 1----–-–-------------------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გ----------------------------–----------–-–--------------------ში.
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილები (სამი ეპიზოდი) და სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილი.
სასჯელი: (დანაშაულთა ერთობლიობით) თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით.
ადვოკატი: ო-----------–---–-
თარჯიმანი: ა---------–---------
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა თ---------------მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ო-----------–---–მა და დ-----------–--–-–---–მა და ითხოვეს მსჯავრდებულისათვის სასჯელის მინიმუმის დანიშვნა.
ბრალდების მხარე არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ დაადგინა:
თ---------------მა უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, წონით 0,087 გრამი, რაც 2018 წლის 26 ივნისს, ასევე, უკანონოდ გაასაღა მ-----–-----------–--ეზე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება იმავე დღეს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ ამოღებული იქნა მ-----–-----------–--ისგან, გ----------------------------–----------–---ში გამავალ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე.
თ---------------მა უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, წონით 0,1082 გრამი, რაც 2018 წლის 2 ივლისს, ასევე, უკანონოდ გაასაღა მ-----–-----------–--ეზე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება იმავე დღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ ამოღებული იქნა მ-----–-----------–--ისგან, გ----------------------------–----------–---ში გამავალ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე.
თ---------------მა უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, წონით 0,1055 გრამი, რაც 2018 წლის 4 ივლისს, ასევე, უკანონოდ გაასაღა მ-----–-----------–--ეზე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება იმავე დღეს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ ამოღებული იქნა მ-----–-----------–--ისგან, გ----------------------------–----------–---ში გამავალ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მდებარე საავტომობილო ხიდთან.
თ---------------მა დაუდგენელ ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა „ВЕЛКА-1“ მოდელის, ორლულიანი კომბინირებული სანადირო თოფი, რასაც ასევე, მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა გ----------------------------–----------–---ში, მ---------------ში მდებარე, თავის საცხოვრებელ სახლში, რაც შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ ამოღებულ იქნა 2018 წლის 13 ივლისს, მითითებული ბინის ჩხრეკის შედეგად.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
თ---------------ის მიერ მასზედ შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: ბრალდებულ თ---------------ის, მოწმეების: მ-----–-----------–--ის, ვ--------------ის, გ----–--------------–----ს, ზ-------------ისა და ე-–-------–---–---ის გამოკითხვის ოქმებით; 2018 წლის 26 ივნისის, 2 ივლისისა და 4 ივლისის ამოღების ოქმებით; ქიმიური ექსპერტიზის №1---------------, №1---------------, ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის N6-------- და ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N0-------- დასკვნებით; ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალით; თ---------------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით; ბალისტიკური ექსპერტიზის №1----- დასკვნითა და საქმეში არსებულ სხვა ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიჩნეული იქნა პრეიუდიციად და სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებებად.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ თ---------------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სამართლებრივი შეფასება:
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ თ---------------მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება (სამი ეპიზოპდი), ასევე, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილებით (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
თ---------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ მან აღიარა და მოინანია ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, ითანამშრომლა გამოძიებასთან და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.
თ---------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას თ---------------ისათვის სასჯელის მინიმუმის განსაზღვრის თაობაზე, ვინაიდან სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, ასევე ჩადენილი დანაშაულის გავრცელებული ხასიათს, ხერხს, მის საზოგადეობრივ საშიშროებას და პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია თ---------------ის მიმართ სასჯელის მინიმუმის განსაზღვრა. (ამასთან, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვისათვის განსაზღვრული აქვს მინიმუმი). აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულის მიმართ დანიშნულია ადეკვატური, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 სექტემბრის განაჩენი, თ---------------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საქმეთა კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებები: ერთი ცალი „ВЕЛКА-1“ მოდელის თოფი, №И----, გადაეცეს საქართველოს შს სამინისტროს შეირაღების სამსახურს; ერთი ცალი მასრა, ნერწყვის ნიმუში, ნარკოტიკული საშუალებები და მისი შესაფუთი მასალა განადგურდეს, ხოლო დისკები შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ თ---------------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების ო-----------–---–-სა და დ-----------–--–-–---–ის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
თ---------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექის 260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილებით (სამ ეპიზოდში), სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 26 ივნისის ეპიზოდში) - თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 2 ივლისის ეპიზოდში) - თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 4 ივლისის ეპიზოდში) - თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და თ---------------ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი) წლის ვადით.
თ---------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 13 ივლისიდან.
თ---------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
თ---------------ს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5(ხუთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15(თხუთმეტი) წლით ჩამოერთვას საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 20(ოცი) წლის ვადით. აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები: ერთი ცალი „ВЕЛКА-1‘‘ მოდელის თოფი, №И----, გადაეცეს საქართველოს შს სამინისტროს შეირაღების სამსახურს; ერთი ცალი მასრა, ნერწყვის ნიმუში, ნარკოტიკული საშუალებები და მისი შესაფუთი მასალა განადგურდეს; დისკები შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: /მ. თეთრაული/
მოსამართლეები: /ვ. ლომიძე/
/გ. ჯეირანაშვილი/