განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330100118002702650
საქმე №1ბ/312-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
12 აპრილი, 2019 წელი თბილისი
თავმჯდომარე: მაია თეთრაული
მოსამართლეები: ნინო სანდოძე
გოჩა ჯეირანაშვილი
სხდომის მდივანი: ანა გოცირიძე
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
პროკურორი: თ------------–---–ი
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული: ქ----–------------- (პირადი ნომერი: №1----------), დაბადებული 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ს------–-----------–----------–----------–-------------ში.
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილი (ორი ეპიზოდი).
სასჯელი: (დანაშაულთა ერთობლიობით) თავისუფლების აღკვეთა 8(რვა) წლის ვადით.
ადვოკატი: კ----------------ე
თარჯიმანი: ა---------–--------ი
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ქ----–-------------ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა კ----------------ემ და ითხოვა მსჯავრდებულისათვის ნარკოტიკული საშულების 2018 წლის 25 სექტემბრის ეპიზოდში გამართლება და სასჯელის შემსუბუქებას.
ბრალდების მხარე არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიამ დაადგინა:
ქ----–-------------მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან უკანონოდ შეიძინა და შეინახა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება საერთო წონით 0,7109 გრამი, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ რაოდენობამ შეადგინა 0,3795 გრამი, საიდანაც ქ----–-------------მ სამ ცალად დაფასოებული ყვითელი ფერის პოლიეთილენის 3(სამი) ცალ ნაჭერში მოთავსებული მოყავისფრო ნივთიერება ფხვნილის სახით, საერთო წონით 0,225 გრამი, რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს’’ 0,1063 გრამის ოდენობით, 2018 წლის 25 სექტემბერს 150 ლარად უკანონოდ გაასაღა ვ-----------------–---–ზე.
ქ----–-------------მ 2018 წლის 29 სექტემბერს, 4(ოთხი) ცალად დაფასოებული მოყავისფრო ნივთიერება, საერთო წონით 0,3308 გრამი, რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს’’ 0,1867 გრამის ოდენობით, 200 ლარად უკანონოდ კვლავ გაასაღა ვ-----------------–---–ზე.
2018 წლის 29 სექტემბერს ქ.თბილისი, ფ-------–----------–----------–-------------ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში ქ----–-------------ს დაკავების დროს ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად, მისგან ამოღებული იქნა 2(ორი) ცალად დაფასოებული მოყავისფრო ნივთიერება საერთო წონით - 0,1551 გრამი, რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება -„ჰეროინს’’ წონით - 0,0865 გრამს.
სასამართლომ დაადგინა
ქ----–-------------მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან უკანონოდ შეიძინა და შეინახა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, საიდანაც ქ----–-------------მ 2018 წლის 29 სექტემბერს, 4(ოთხი) ცალად დაფასოებული მოყავისფრო ნივთიერება, საერთო წონით 0,3308 გრამი, რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს’’ 0,1867 გრამის ოდენობით, 200 ლარად უკანონოდ გაასაღა ვ-----------------–---–ზე.
2018 წლის 29 სექტემბერს ქ.თბილისი, ფ-------–----------–----------–-------------ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში ქ----–-------------ს დაკავების დროს ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად, მისგან ამოღებული იქნა 2(ორი) ცალად დაფასოებული მოყავისფრო ნივთიერება საერთო წონით - 0,1551 გრამი, რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება -„ჰეროინს’’ წონით - 0,0865 გრამს.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ქ----–-------------ს მიერ მასზედ შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, ნარკოტიკული საშუალების ამოღების ოქმებით, ფარული საგამოძიებო საქმიანობის ამსახველი დოკუმენტებით და მასალებით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნებით, ქ----–-------------ს პირადი ჩხრეკისა და დაკავების ოქმებით, საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმითა და საქმეში არსებულ სხვა ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ‘‘ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიჩნეულ იქნა პრეიუდიციად და სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებებად.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდების მხარის მიერ ქ----–-------------ს 2018 წლის 30 სექტემბრის პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ქ----–-------------ს ბრალი ედებოდა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღების ერთ ეპიზოდში, რაც მსჯავრდებულმა აღიარა პირველი ინსტანციის სასამართლოში, აღნიშნულ მტკიცებულებებს მიენიჭა პრეიუდიციული ძალა და შესაბამისად, სასამართლოს მიერ მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა გამამტყუნებელი განაჩენი. შემდეგ გარემოებათა გამო:
2018 წლის 30 სექტემბრის პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ქ----–-------------ს ბრალი დაედო მასში, რომ „ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, ... ე.ი. მან ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი კვალიფიკაციით: 260-3,ა-4“.
ამდენად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება ქ----–-------------ს არ ჰქონია წარდგენილი ორ ეპიზოდად, შესაბამისად, სასამართლოს არ შეუძლია ბრალი დაუმძიმოს ბრალდებულს/მსჯავრდებულს. შესაბამისად, პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის განმარტებას, რომ აღნიშნული მხოლოდ ტექნიკური შეცდომაა.
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ქ----–-------------მ ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა; მანვე, ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ქ----–-------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ მან აღიარა და მოინანია ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა.
ქ----–-------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათს და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ ქ----–-------------სათვის სასჯელის სახედ და ზომად 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და იქნება დამაფიქრებელი მსჯავრდებულისათვის, რათა მან გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივი საშიშროება და შეამცირებს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 იანვრის განაჩენში ქ----–-------------ს მიმართ უნდა შევიდეს ცვლილება.
ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საქმეთა კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებები: ნარკოტიკული საშუალებები, რომელიც დალუქული სახით ინახება შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს საცავში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს; ქ----–-------------ს პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ფულადი თანხა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს საქართველოს შსს-ს შესაბამის სამსახურს; საქმეზე ამოღებული ქ----–-------------ს და ვ-----------------–---–ის შეხვედრებისა და საუბრების ფარული აუდიო და ვიდეო ჩანაწერი 1(ერთი) ცალ DVD-R დისკზე, შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ქ----–-------------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის კ----------------ის სააპელაციო საჩივარის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 იანვრის განაჩენში შევიდეს ცვლილება.
ქ----–-------------- ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
_ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) წლის ვადით;
_ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ქ----–-------------ს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ქ----–-------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით.
სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ქ----–-------------ს დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2018 წლის 29 სექტემბრიდან.
ქ----–-------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმებულია.
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ქ----–-------------ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელ პირს, 5(ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20(ოცი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება. აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - ნარკოტიკული საშუალებები, რომელიც დალუქული სახით ინახება შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს საცავში, განადგურდეს;
ქ----–-------------ს პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ფულადი თანხა, დაუბრუნდეს საქართველოს შსს-ს შესაბამის სამსახურს;
საქმეზე ამოღებული ქ----–-------------ს და ვ-----------------–---–ის შეხვედრებისა და საუბრების ფარული აუდიო და ვიდეო ჩანაწერი 1(ერთი) ცალ DVD-R დისკზე, შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: /მ. თეთრაული/
მოსამართლეები: /ნ. სანდოძე/
/გ. ჯეირანაშვილი/