განაჩენი

სისხლის სამართლის 17.04.2019
საქმის ნომერი
140100118002745976
ინსტანცია
თარიღი
17.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100118002745976

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

საქმე №1ბ/542-19 17 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

მოსამართლე: ვეფხია ლომიძე

 

სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

მსჯავრდებული: კ------------------------------–---–- (პირადი ნომერი: №-----------), დაბადებული 19---–-–----------ს, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული გ------------------------–------------------–---------------------–----------------------------------–-–---–--------------------–--

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი; საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი;

 

სასჯელი:

 

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 თებერვლის განაჩენით:

 

კ--------------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 30 მაისის რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

კ--------------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;

კ--------------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილების საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, კ--------------–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 12 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 2231 მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მუხლის 1-ლი ნაწილით დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული პირობითი მსჯავრი;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით კ--------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით;

 

კ--------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2018 წლის 22 ოქტომბრიდან;

 

კ--------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიცია:

 

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა კ--------------–---–მა და მოითხოვა სასჯელის შემსუბუქება.

 

მსჯავრდებულ კ--------------–---–ის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ო---------------–---–მა და მოითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 თებერვალს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 21 ოქტომბერს საღამოს საათებში ქ. გ----–----------------–-–---–-------------------–- საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი შელაპარაკებისას მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა კ--------------–---–მა მეუღლის ნ---------–----ის მიმართ განახორციელა ძალადობა - სახისა და თავის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2018 წლის 21 ოქტომბერს კ--------------–---–მა მობილურ ტელეფონზე დაურეკა შვილს თ----------------–---–ს და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორცილების საფუძვლიანი შიში.

 

2018 წლის 21 ოქტომბერს, ღამის საათებში ქ. გ----–------------------------------------––--------------------------ში კ--------------–---–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა რძალს ა-------–---–ს. დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორცილების საფუძვლიანი შიში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

კ--------------–---–ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობით: დაზარალებულებისა და მოწმეების - ნ----------–-----ს, ა-------–---–ის, თ----------------–---–ის, ნ-----------–---–ის, მ-----------–---–ის, ზ-----–--------–---–ის, ა-----–---–--–---–-ს, გ--------–------–-–---–ის, გ---------ს გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულის დაკავების ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით და ფოტოლისტრაციით, საგამოძიებო ექსპერიმენტების ოქმებით, ნარკოლოგიური ექსპერტიზის №3----- დასკვნით, ნასამართლობის ცნობით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 24 თებერვლის განაჩენით, გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 12 თებერვლის განაჩენით, გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 თებერვლის განჩინებით და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეფასდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ კ--------------–---–ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება - იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ კ--------------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, ცემა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლი სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი;

 

ასევე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არასრულწოვანის მიმართ;

 

ასევე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

კ--------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, შეურიგდა დაზარალებულებს, არ გახადა სადავოდ მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორცილებას. დამაძიმებელი გარემობაა ის, რომ წარსულში ნასამართლევია განზრახი დანაშაულების ჩადენაში, სახეზეა დანაშაულის რეციდივი, ძალადობრივი დანაშაულები ჩაიდინა გამოსაცდელი ვადის პერიოდში და ოჯახის წევრების წინააღმდეგ.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

გამამტყუნებელი განაჩენი წარმოადგენს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიადუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის მიზნების მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნას დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ყურადღებას უნდა აქცევდეს კანონისმიერ მოთხოვნებს და ითვალისწინებდეს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე დამნაშავის პიროვნებას, მის ინდივიდუალურ მახასითებლებს, მის ყოფაქცევას დანაშაულებრივი ქმედების შემდეგ, მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

პალატის აზრით, კ--------------–---–ის მიმართ გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 თებერვლის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას სასჯელის განსაზღვრის დროს ზედმიწევნით სწორი შეფასება მიეცა მითითებულ გარემოებებს. გათვალისწინებული იქნა, რომ კ--------------–---–ი ქმედების ჩადენამდე იყო განზრახი დანაშაულებისთვის ნასამართლევი და გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 12 თებერვლის განაჩენით დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული პირობითი მსჯავრის მოხდის პერიოდში იმყოფებოდა. ამასთან გასათვალისწინებელია ისიც, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 თებერვლის განჩინებით კ--------------–---–ს სათანადო საფუძვლების არსებობის გამო 3 თვით გაუგრძელდა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადა. კ--------------–---–მა ახალი დანაშაული პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის დროს ჩაიდინა და სახეზეა დანაშაულის რეციდივი. მართალია, კ--------------–---–მა გულწრფელად აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, სადავოდ არ გახადა მტკიცებულებები, დაზარალებულებთან შერიგებულია, თუმცა მითითებული გარემოებების მიუხედავად პალატა თვლის, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 თებერვლის განაჩენით კ--------------–---–ისთვის განაჩენთა ერთობლიობით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული საბოლოო სასჯელი - 3 (სამი) წელი, პასუხობს სასჯელის დანიშვნის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპს, ადეკვატურია დამნაშავის რესოციალიზაციისთვის, შეესაბამება სასჯელის გამოყენების ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებს, რომლებზედაც მითითებულია საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლში.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ,,განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს“. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ განაჩენთა ერთობლიობის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს დამნაშავის პიროვნებას, სხვა გაემოებებს და მათი შეფასების შემდეგ გადაწყვეტს საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას გამოიყენოს სასჯელების მთლიანი ან ნაწილობრივი შეკრების თუ შთანთქმის წესი. მოცემულ შემთხვევაში ვერ დაეთანხმება აპელანტს, რომ განაჩენი უსამართლოა და საბოლოოდ თავისუფლების აღკვეთის სახით 2 წლის ვადით დანიშნული სასჯელი სამართლიანი და ადეკვატური იქნებოდა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებებისა. პალატა განმარტავს, რომ კ--------------–---–ი გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 12 თებერვლის განაჩენით მსჯავრდებულია განზრახ მძიმე და ნაკლებად მძიმე დანაშაულთა ჩადენისათვის. ამავე განაჩენით დანიშნული არასაპატიმრო სასჯელის მოხდის პერიოდში საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნის დარღვევის გამო გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 თებერვლის განჩინებით 3 თვით გაუგრძელდა გამოსაცდელი ვადა. აღნიშნული კი მსჯავრდებულის არაკანონმორჩილებაზე და მის მიერ საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის მოთხოვნების უგულვებელყოფაზე მიუთითებს. როგორც ჩანს, მსჯავრდებულის მიმართ განხორციელებულმა ზემოაღნიშნულმა სამართლებრივმა ღონისძიებებმა არ იქონია გავლენა და არ აღმოჩნდა მისთვის შემაკავებელი ფაქტორი რათა კვლავ არ ჩაედინა გნზრახი ძალადობრივი დანაშაულები, რაც მსჯავრდებულის პიროვნებას უარყოფითად ახასიათებს. აღნიშნული გარემოება კი იმ შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, რაც მსჯავრდებულს გააჩნია და რაც ზემოთ იქნა ნახსენები, აისახა იმ საბოლოო სასჯელზე, რაც განსაზღვრა პირველი ინსტანციის სასამართლომ და რასაც პალატა ეთანხმება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ კ--------------–---–ისთვის დანიშნული სასჯელის სახეს და ზომას სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა სასჯელი. პალატის აზრით, დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. მსჯავრდებულ კ--------------–---–ისთვის დანიშნული სასჯელი მის მიერ ჩადენილი დანაშაულების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი დანაშაული, გამოიტანოს სათანადო დასკვნები.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

 

მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რომ კ--------------–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია და მას სასჯელის მოხდის ვადაში უნდა ჩაეთვალოს დაკავებაში და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს 2018 წლის 22 ოქტომბრიდან.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 თებერვლის განაჩენი კ--------------–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ კ--------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

გორის რაიონული სასმართლოს 2019 წლის 6 თებერვლის განაჩენი კ--------------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

კ--------------–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 30 მაისის რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

 

კ--------------–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;

 

კ--------------–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილების საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, კ--------------–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 12 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 2231 მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მუხლის 1-ლი ნაწილით დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული პირობითი მსჯავრი;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით კ--------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით;

 

მხედველობაში იქნას მიღებული, რომ კ--------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია

 

კ--------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 22 ოქტომბრიდან.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ვ. ლომიძე