განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100118002336597
საქმე №1/ბ1160-18
g ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 აპრილი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამა
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: კახაბერ მაჭავარიანი
მოსამართლეები: მანუჩარ კაპანაძე
ლევან თევზაძე
მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორის: თა-----------ს
ადვოკატის: მი–----------–---–-ს
მსჯავრდებულის: ბო-----------------ს
თარჯიმნების: იგ-------------------------------------–---ს
მონაწილეობით,მსჯავრდებულ ბო-----------------ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბო-----------–-----------------ს მიმართ დაბადებული 1----–-–--------------------------------------–----------------------------------------------------- უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული მისამართზე: უ---------------------------–------–---------------–-- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 8 აგვისტოს განაჩენით, ბო----------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 9(ცხრა)წლის ვადით.
მსჯავრდებულ ბო-----------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 30 იანვრიდან.
ბო-----------------ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 28 იანვარს, დაახლოებით 20:00 საათზე, უ-------- მოქალაქე ბო-----------------, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების მუქარით, ყაჩაღურად თავს დაესხა ქ.თბილისში, გ------–------------------–- მდებარე სავალუტო-გამცვლელი პუნქტის მოლარე-ოპერატორ ლ---–-------–---–---- და მოსთხოვა დიდი ოდენობით 7000(შვიდი ათასი აშშ დოლარი)ფულადი თანხის გადაცემა, რაც 2018 წლის 28 იანვრის მდგომარეობით შეადგენდა 17204,6 ლარს, რის შემდეგაც მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ბო-----------------მ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, რომელებმაც მოითხოვეს პირველი ინსტანციის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
2019 წლის 16 აპრილს, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თა-----------მ შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, მსჯავრდებულ ბო-----------------ს მიერ ბრალის აღიარებისა და სასჯელზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცების და მის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე. კერძოდ, პროკურორმა იშუამდგომლა, რომ ბო----------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7(შვიდი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
საპროცესო შეთანხმების პირობებს მხარი დაუჭირეს მსჯავრდებულმა ბო-----------------მ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ-–----------–---–---
სააპელაციო პალატამ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, მოუსმინა მხარეებს, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება მხარეთა შორის დადებულია ნებაყოფლობით, ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან სხვა რაიმე უკანონო დაპირების გარეშე, რომ მსჯავრდებულს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება, ის სრულად აცნობიერებს და აღიარებს იმ დანაშაულს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომელსაც ის ეთანხმება. მსჯავრდებულისათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების და სასჯელზე შეთანხმების შესახებ. ის აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებული იქნას ინფორმაცია, რომელსაც ის მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას. მსჯავრდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, სრულად ცნობს თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და აღიარებს დანაშაულს, შეთანხმების ყველა პირობა ასახულია წერილობით საპროცესო შეთანხმებაში. ამასთან, მსჯავრდებულს განემარტა, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან.
საქმის მასალების შესწავლის შედეგად პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ბო-----------------ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია სასამართლოში გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულების: ლ---–-------–---–---- და ნ---------–----–---–-- ჩვენებებით, მოწმეების: ნ-----------–---–----------------------------------------–------–---–--------------–---–---------------–-------–----------------------------- პირის ამოცნობის ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ასევე იმ მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ.
პალატა აღნიშნავს, რომ შუამდგომლობა აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 209-212-ე მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც, საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების უზრუნველსაყოფად, მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ პროკურორს და მსჯავრდებულ ბო-----------------ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება უნდა დამტკიცდეს და ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 8 აგვისტოს განაჩენში შევიდეს ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 209-213-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. პროკურორ თა-----------სა და მსჯავრდებულ ბო-----------------ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება დამტკიცდეს;
2.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 8 აგვისტოს განაჩენში შევიდეს ცვლილება;
3. ბო----------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7(შვიდი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
4.მსჯავრდებულ ბო-----------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 30 იანვრიდან.
5.ნივთიერი მტკიცებულებები:
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები 1 (ერთი) ცალ დისკზე, ავტომანქანის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები 1 (ერთი) ცალ დისკზე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტო სურათები 1 (ერთი) ცალ დისკზე, სავალუტო პუნქტიდან გამოთხოვილი ინფორმაცია 1 (ერთი) ცალ დისკზე, სავალუტო პუნქტი შპს „------------------- გამოთხოვილი ინფორმაცია 1 (ერთი) ცალ დისკზე - დაერთოს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს და შენახულ იქნას მისი შენახვის ვადით;
- საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული შავი ფერის ნაქსოვი ქუდი, მუქი ლურჯი ფერის ნაქსოვი ყელიანი სვიტერი და წყვილი შავი ფერის ტყავის ხელთათმანები, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამოღებული ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, შავი ფერის ქურთუკი - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ სხვა პირს;
- ავტომანქანის დათვალიერების დროს ამოღებული ანაწმენდები სტერილურ ჩხირზე, მიკრონაწილაკები ამოღებული დაქტილოფირებზე, ხელის კვლები დაქტილოფირზე, ბრალდებულ ბოგდან ჩორნობაისგან აღებული დნმ-ის (ნერწყვის) და ხელის კვლების ნიმუშები - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
6. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
7. პალატის განაჩენის გასაჩივრება მხარეებს შეუძლიათ საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
თავმჯდომარე: კ. მაჭავარიანი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
მ. კაპანაძე