განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 2--------------
საქმე №1ბ/137-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
05 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ
ოთარ ჯუგაშვილის მდივნობით,პროკურორ - დ----------–-----ის,ადვოკატ - გ---------------–-–---–ის მონაწილეობით,მსჯავრდებულ გ-----------–-–---–-ს ადვოკატ გ---------------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
გ-----------–-–---–-ს მიმართ (მონაწილეობის გარეშე) - დაბადებული 1----–-–-----------რს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, რეგისტრირებული: გ----------------------------------------, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--------–-------------------------, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 დეკემბრის განაჩენით:
გ-----------–-–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით. 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, გ-----------–-–---–ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით.
გ-----------–-–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მიზნით მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
გ-----------–-–---–მა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
გ-----------–-–---–მა განიზრახა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაუფლებოდა მ--–---------------სა და ილ------–-------ის კუთვნილ ფულად თანხებს.
განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, გ-----------–-–---–- დაპირდა მ--–---------------ს და ილ------–-------ს, რომ გარკვეული ფულადი თანხის სანაცვლოდ მიყიდდა თორმეტ ცალ ღვინის ცისტერნა-რეაქტორს, რომელიც თითქოსდა იყო მის საკუთრებაში. აღნიშნული ცისტერნა-რეაქტორების შესაძენი თანხა გ-----------–-–---–მა ისე, რომ არანაირი ხელშეკრულება არ გაუფორმებია, 2007 წლიდან 2010 წლის ჩათვლით ეტაპობრივად, მოტყუებით გამოართვა მ--–---------------სა და ილ------–-------ს 39 025 აშშ დოლარის ოდენობით ფულადი თანხა, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა და სანაცვლოდ არანაირი ღვინის ცისტერნა-რეაქტორები არ გადაუცია. გ-----------–-–---–მა ილ------–-------ს და მ--–---------------ს, მეტი დამაჯერებლობისათვის დაუწერა ხელწერილები, თითქოს და აღნიშნული ფულადი თანხა შეჰქონდა შპს „რ--–-----–-ს“ ანგარიშზე, რომლის დირექტორი იყო გ-----------–-–---–-. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით მ--–---------------მ და ილ------–-------მა განიცადეს 66 342 ლარის დიდი ოდენობით ზიანი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ-----------–-–---–-ს ადვოკატმა გ---------------–-–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 დეკემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა, შემდეგ გარემოებათა გამო:
დაცვის მხარე აპელირებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უკანონო, იგი არ ეთანხმება განაჩენში მითითებულ გარემოებას, რომ გ-----------–-–---–- მ--–---------------ს და ილ------–-------ს გაეცნო როგორც დირექტორი, რადგან, გ-----------–-–---–- ამ სტატუსით აღნიშნულ პირებს გააცნო შ--------------–--ლმა. გ-----------–-–---–მა კი განუმარტა, რომ არ წარმოადგენდა სს „კა---------ს“ დირექტორს, მაგრამ ფლობდა შ.პ.ს. „წ------–ი“ წილს და ჰქონდა შ.პ.ს. „გ------ი“, სადაც გააჩნდა ღვინის ცისტერნები. ადვოკატის განმარტებით, აღნიშნული გარემოება სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს მოწმეებმა გ--–------–---–-ა და ა-–--------------------–---–მა.
დაცვის მხარე ასევე მიუთითებს, რომ ერთის მხრივ გ-----------–-–---–ს, ხოლო მეორეს მხრივ - მ--–---------------სა და ილ------–-------ს შორის განხორციელდა სამოქალაქო გარიგების დადება, რასაც ადასტურებს ის გარემოებაც, რომ ისინი პერიოდულად ხვდებოდნენ ერთმანეთს მოლაპარაკების მიზნით, რაც იცოდა ქარხნის დირექტორმა ნ-----–---------–---–მა. გ-----------–-–---–ს არ დაუმალავს მყიდველებისთვის ის ფაქტი, რომ გასაყიდ ქონებას ჰქონდა დადებული ყადაღა და საჭიროებდა გარკვეულ დროს და თანხებს პროცედურების მოსაგვარებლად.
დაცვის მხარის განმარტებით, გ-----------–-–---–- მოქმედებდა კეთილსინდისიერად. მან თავიდანვე საქმის კურსში ჩააყენა მ--–--------------- და ილ------–-------ი გასაყიდ ქონებაზე არსებული პრობლემების შესახებ და სცადა მათი მოგვარება, თუმცა შემდგომში მათი მოგვარების შეუძლებლობის გამო დაუწერა ხელწერილები, რითაც აღიარა ვალი, ასევე შესთავაზა თავისი საცხოვრებელი ბინა ვალის სანაცვლოდ, რაც გამორიცხავს მის განზრახვას - სხვისი ქონების დაუფლებას მოტყუების გზით. აპელანტი ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არ მოიპოვება არცერთი მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება გ-----------–-–---–-სათვის 39 025 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტი. გ-----------–-–---–-ს მიერ შედგენილი ხელწერილი ადასტურებს მხოლოდ 23 000 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტს, რომელიც გამორიცხავს მისი მხრიდან მყიდველების მოტყუებას, ვინაიდან, თუკი განზრახული ქონდა თაღლითობა, თავს აარიდებდა ვალის აღიარების შესახებ ხელწერილების დაწერას.
დაცვის მხარე არ იზიარებს სასამართლო განაჩენში მითითებულ პოზიციას, თითქოს გ-----------–-–---–-ს მიერ შ--------------–--ლისთვის ფულადი თანხების გადაცემაზე მითითება ემსახურება პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას, რადგან თავიდანვე მოლაპარაკება მიმდინარეობდა სწორედ ფირანიშვილსა და გამყიდველებს შორის, თანხის ნაწილი მიღებული აქვს შ--------------–--ლს, რაც დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებებით და სწორედ გ-----------–-–---–-ს მიერ პასუხისმგებლობის თავის თავზე აღების მიზნით შედგენილი იქნა ხელწერილები, რადგან გარდაიცვალა შ--------------–--ლი. აღნიშნული კი ადასტურებს ფაქტს, რომ გ-----------–-–---–ს თავი არ აურიდებია სამოქალაქო პასუხისმგებლობისათვის.
აღნიშნულისა და საჩივარში მითითებული სხვა გარემოებების გათვალისწინებით, დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ გ-----------–-–---–-ს ქმედება არ შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მყიდველებსა და მას შორის წარმოშობილი ურთიერთობა წარმოადგენს სამოქალაქო დავის საგანს და იგი გადაწყვეტილი უნდა იქნეს სამოქალაქო წესით.
სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულ გ-----------–-–---–-ს ადვოკატმა გ---------------–-–---–მა მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.
პროკურორმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
პალატამ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს, მოისმინა მხარეთა პოზიციები და მიიჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა გ-----------–-–---–-ს მიმართ გამამრთლებელი განაჩენის გამოტანასთან დაკავშირებით, არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან სააპელაციო საჩივარში მოყვანილი არგუმენტები აშკარად შეუსაბამოა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იმ მტკიცებულებებთან, რომლებიც ცალსახად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ გ-----------–-–---–-ს მიერ ბრალად შერაცხული ინკრიმინირებული ქმედებების ჩადენას, კერძოდ:
დაზარალებულმა მ--–---------------მ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2007 წლის შემოდგომაზე დაუკავშირდა ილ------–-------ი და ვინაიდან ამ უკანასკნელს ყავდა კლიენტი, გადაწყვიტეს შეეძინათ ღვინის ცისტერნები შემდგომი გაყიდვის მიზნით. ამის შემდეგ დაუკავშირდა შ--------------–--ლს, რომელმაც უთხრა, რომ მის ახლობელს - გ-----------–-–---–ს ქონდა ღვინის ავზები. ქ. თბილისში შეხვდა შ--------------–--ლს და გ-----------–-–---–ს, რა დროსაც გ-----------–-–---–- გაეცნო, როგორც ღვინის ქარხნის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი; ამასთან უთხრა, რომ გასაყიდად ქონდა თორმეტი ცალი ღვინის თერმო მადუღრები. შეხვედრისას გ-----------–-–---–მა ასევე უთხრა, რომ სადუღრები იყო დაყადაღებული და თავდაპირველად მისთვის უნდა გადაეცათ 6000 აშშ დოლარი, რაც საჭირო იყო ყადაღის მოსახსნელად. მოწმის განმარტებით, ვინაიდან მას და ილ------–-------ს თანხა სრულად არ ქონდათ, 2007 წლის ბოლომდე გ-----------–-–---–ს ორ ეტაპად გადასცეს 1000 აშშ დოლარი, ხოლო შემდეგ - 5000 აშშ დოლარი. გ-----------–-–---–მა თანხის გადაცემისას უთხრა, რომ ყადაღის მოხსნას დასჭირდებოდა ორი კვირა. ამ პერიოდში გარდაიცვალა შ--------------–--ლი. ორი კვირის გასვლის შემდეგ, 2008 წლის თებერვლის თვეში იგი დაუკავშირდა გ-----------–-–---–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ სანაცვლოდ გადასცემდა ღვინის ცისტერნებს; ამასთან კითხა, თუ სად იყო ცისტერნები, რაზეც უპასუხა, რომ ცისტერნები იყო კ---------–ი მდებარე ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე. ამის შემდეგ იგი და ილ------–-------ი ჩავიდნენ ქარხნის ტერიტორიაზე, სადაც გ-----------–-–---–ს დაალაპარაკეს დარაჯი, რის შემდეგ შევიდნენ ქარხნის ტერიტორიაზე, სადაც ნახეს ღვინის მადუღრები. მოწმის განმარტებით გარკვეული დროის გასვლის შემდეგ გ-----------–-–---–მა უთხრა, რომ ყადაღის საკითხი ვერ მოაგვარა და მადუღრების ნაცვლად გადასცემდა ცისტერნებს. ამასთან უთხრა, რომ ყვარელში ქონდა ორი ცალი ღვინის სადუღარი და იმას გადასცემდა. გ-----------–-–---–ს პერიოდულად აძლევდნენ თანხებს, კერძოდ ერთხელ გადასცა 8000 აშშ დოლარი, რაზეც გ-----------–-–---–მა დაუწერა ხელწერილი, ხოლო შემდეგ კიდევ გადასცა 3000 აშშ დოლარი. მ--–---------------მ სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ რადგან გ-----------–-–---–მა ვერ გადასცა ვერც ცისტერნები და ვერც ღვინის მადუღრები, მას და ილ------–-------ს შეპირდა, რომ აღნიშნულის სანაცვლოდ გადასცემდა ღვინოს, რაც ასევე არ გადაუცია. მოწმემ აჩვენა, რომ გ-----------–-–---–ს მთლიანობაში 2007 წლიდან, 2010 წლის ჩათვლით გადასცეს 39 025 აშშ დოლარი, საიდანაც 15 000 აშშ დოლარი იყო ილ------–-------ის, ხოლო 24 025 აშშ დოლარი - მისი (მ--–---------------ს). მოწმის განმარტებით, გ-----------–-–---–-ს ქმედებით უშუალოდ მას მიადგა 40 842 ლარის მატერიალური ზიანი.
ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაზარალებულმა ილ------–-------მა, რომელმაც ასევე განმარტა, რომ გ-----------–-–---–-სათვის გადაცემული თანხებიდან მისი კუთვნილი იყო 15 000 აშშ დოლარი; შესაბამისად, გ-----------–-–---–-ს ქმედებით მას მიადგა 25 500 ლარის მატერიალური ზიანი.
მოწმე ლევან ერგემლიძემ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2009 წელს (ზუსტი თარიღი არ ახსოვს), მისი სიმამრი - მ--–--------------- წაიყვანა ქ. თბილისში, სადაც შეხვდნენ გ-----------–-–---–ს. მოწმის განმარტებით, შეხვედრაზე მ--–---------------მ გ-----------–-–---–ს გადასცა ცისტერნების თანხა 3000 აშშ დოლარი. მოწმემ განმარტა, რომ აღნიშნულ შეხვედრაზე გ-----------–-–---–მა მ--–---------------ს დაუწერა ხელწერილები თანხებთან დაკავშირებით, ასევე ხსენებულ შეხვედრას ესწრებოდა მისთვის უცნობი პირი, რომელიც გაეცნო, როგორც აღმასრულებელი და მისი გვარი იყო მჭედლიშვილი.
მოწმე თ-------–----–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ სს „კ---------–ი“ მუშაობდა გ-----------–-–---–თან ერთად. მოწმის განმარტებით კა---------ს ღვინის ქარხანაში მიდიოდნენ ილ------–-------ი და მ--–---------------, რომლებსაც სურდათ ღვინის ცისტერნების შეძენა, რაზეც მოლაპარაკებები ქონდათ გ-----------–-–---–თან, მაგრამ თუ რა პირობებზე იყვნენ შეთანხმებული, მისთვის უცნობია. მოწმის განმარტებით, აღნიშნულ პერიოდში, როდესაც ილ------–-------ი და მ--–--------------- მიდიოდნენ ქარხანაში, გ-----------–-–---–- დირექტორი არ ყოფილა და მას ტერიტორიიდან ცისტერნები გასაყიდად არ გაუტანია.
მოწმე რ-----–---------------ამ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2010 წელს მისმა ოჯახმა გ-----------–-–---–ს ქ. თბილისში მიყიდა მიწის ნაკვეთი, ხოლო თუ რა ფასად, არ იცის, რადგან მას თანხებთან შეხება არ ქონია. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ გ-----------–-–---–მა მიწის ნაკვეთი გააფორმა მისი სიდედრის - თ------------–---–ის სახელზე.
მოწმე გ--------------–-–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მისი თანდასწრებით გ-----------–-–---–მა მ--–---------------ს და ილ------–-------ს დაუწერა ხელწერილი თანხებთან დაკავშირებით. ასევე, მათთან სახლში მისული იყო მაკლერი მ--–------------ძე, რომელმაც დაათვალიერა სახლი და შეაფასა 120 000 აშშ დოლარად. მოწმის განმარტებით, სახლთან დაკავშირებით მოსული იყო რამოდენიმე კლიენტი, მაგრამ მისი გაყიდვა ვერ მოხერხდა და იგი საბოლოოდ ვალში წაიღო იპოთეკარმა.
მოწმის სახით დაკითხულმა ნ-----–---------–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2007 წლის გაზაფხულამდე მუშაობდა სს „კ---------–ი“. როგორც გ-----------–-–---–-სგან, მეღვინისგან და დარაჯისგან იცოდა, ქარხნის ტერიტორიაზე ხშირად მიდიოდა ხალხი, რომლებსაც სურდათ თერმომადუღრების შეძენა. აღნიშნული იცის იქედან გამომდინარე, რომ გ-----------–-–---–- სთხოვდა ქარხნის ტერიტორიაზე შეშვების ნებართვას. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ აღნიშნულ დროს გ-----------–-–---–- არ ყოფილა სს „კა---------ს“ დირექტორი; ცისტერნები არ წარმოადგენდა არც გ-----------–-–---–-ს და არც შ--------------–--ლის საკუთრებას. შესაბამისად, გ-----------–-–---–ს უფლება არ ქონდა, დამოუკიდებლად გაესხვისებინა ცისტერნები. მოწმემ ასევე განმარტა, რომ როგორც შ--------------–--ლისა და გ-----------–-–---–-სგან გადმოცემით იცოდა, უნდა გაყიდულიყო თერმო მადუღრები, ხოლო თანხა უნდა შესულიყო სს „კა---------ს“ ანგარიშზე. თუ რა მოლაპარაკებებს აწარმოებდა გ-----------–-–---–- სხვა პირებთან, მისთვის უცნობია. ამასთან, 2007 წლის გაზაფხულის შემდეგ სს „კ---------–ი“ აღარ უმუშავია და შემდეგ თუ რა მოხდა, არ იცის.
მოწმე გ--–-------–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 1997 წელს იყო სს „კა---------ს“ დირექტორი, სადაც იმუშავა ერთი წელი, ხოლო შემდეგ გახდა სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, დირექტორი კი გახდა გ-----------–-–---–- და ეს ხდებოდა 2000 წლამდე. მოწმის განმარტებით, ვინაიდან სს „კ---------ს“ ქონდა დავალიანება, მოხდა ორგანიზაციის დაშლა, საიდანაც ერთი ნაწილი გადაეცა „ნ----–---–-ბის“ ფირმას, ნაწილი - საფოსტო ბანკს, ნაწილი - შპს „წარაფს“, ხოლო ნაწილი კი დარჩა თავად სს „კ---------ს“. გ-----------–-–---–ს წილი ქონდა შპს „წ------–ი“და მან 2008 წელს, ომის წინა პერიოდში, მიმართა პარტნიორებს, რომ წილის გატანა სურდა ნატურით, კერძოდ უნდოდა ცისტერნების გატანა, რადგან სურდა მისი გაყიდვა. თუმცა გ-----------–-–---–ს ცისტერნები აღარ გაუტანია, ხოლო მიზეზი მისთვის უცნობია. მოწმის განმარტებით, მისთვის უცნობია - ყავდა თუ არა გ-----------–-–---–ს ცისტერნების შემძენი რეალური კლიენტები. გ-----------–-–---–-ს მიერ წილის ფლობა არ ნიშნავდა იმას, რომ ცისტერნები მაინცდამაინც იყო გ-----------–-–---–-ს. კონკრეტულად ცისტერნის მფლობელი გ-----------–-–---–- არ იყო, უბრალოდ ქონდათ შეთანხმება, რომ თუ კლიენტი მივიდოდა, გ-----------–-–---–- მისი წილის ანგარიშში ცისტერნებს წაიღებდა, მაგრამ ეს დოკუმენტურად არ იყო გაფორმებული.
მოწმე ნ-----–------–-----ემ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2007 წელს გ-----------–-–---–-ს სახლში ატარებდა სარემონტო სამუშაოებს, რის გამოც გ-----------–-–---–თან ერთად წასული იყო ელიავას ბაზრობაზე მასალების შესაძენად, რა დროსაც ქ. თბილისში, სააკაძის მოედანზე გ-----------–-–---–- შეხვდა ვინმე შოთას და გადასცა 6000 აშშ დოლარი; ამასთან, გ-----------–-–---–მა უთხრა, რომ ვიღაც თელაველებს, რომლის სახელები და გვარები არ იცის, მიუტანე ეგ ფული და დამხსენიო.
მოწმე თ------------–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ქ. თბილისში, ხ-----------------ში მის ოჯახს საკუთრებაში ქონდა საცხოვრებელი სახლი. მისი სიძე - გ-----------–-–---–- თანახმა იყო, რომ აღნიშნული სახლი ვალში გადაეცა მ--–---------------სა და ილ------–-------ისთვის. მოწმის განმარტებით, მ--–---------------ს მათთან სახლში მიყვანილი ყავდა მაკლერი, რომელმაც სახლი შეუფასა 120 000 აშშ დოლარად, მაგრამ სახლი ვერ გაიყიდა, ხოლო ვინაიდან სახლი ჩადებული ქონდათ იპოტეკაში, იგი მოგვიანებით მაინც გაიყიდა, ხოლო თანხა წაიღო იპოთეკარმა.
მოწმე ა-–--------------------–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ იგი გ-----------–-–---–-ს სახლში შეხვდა თელაველებს, რომლებსაც გ-----------–-–---–- ეუბნებოდა, რომ ვალის გამო გაყიდდა სახლს, რაზეც მათ მაკლერიც კი ყავდათ მიყვანილი. მოწმემ ასევე განმარტა, მას ქონდა 16 ტონა ღვინო და შესთავაზა გ-----------–-–---–ს, რომ ჩამოესხა იგი და გაესტუმრებინა ვალი, მაგრამ მოვალეებს აღნიშნული ღვინის წაღება საბუთით არ სურდათ. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ გ-----------–-–---–ს ქონდა შპს „გ------ი“, სადაც მას ქონდა 10 ცალი ცისტერნა, ხოლო 5 ცისტერნა ქონდა ქარხნის ტერიტორიაზე. ხსენებული ცისტერნები ბოლოს ნახა 2005 წელს, მაგრამ თუ რა ბედი ეწია მათ, მისთვის უცნობია.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე მ--------------–---–-ა დაადასტურა მის მერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად: ხელშეკრულების ბოლო გვერდზე არსებული ხელმოწერა გ. მამულაშვილის სახელით (რუსული ანბანის სოებით) გრაფაში: ,,П-------“ - შესრულებულია გ-----------–-–---–-ს მიერ. ხელშეკრულების ბოლო გვერდზე გუსეინოვის სახელით არსებული ხელმოწერა გრაფაში: ,,П---------“ - არის თუ არა შესრულებული გ-----------–-–---–-ს ან მ--–---------------ს მიერ, დადგენა შეუძლებელია.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა ნ-----–------------–---–-ა დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა.
ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისა და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარში მოყვანილი არგუმენტების გაანალიზების საფუძველზე, პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ არ უნდა იქნეს გაზიარებული მოსაზრება გ-----------–-–---–-ს უდანაშაულობასთან დაკავშირებით.
პალატა განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობით, განზრახ დანაშაულს წარმოადგენს თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინაარმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით. აღნიშნული ინკრიმინირებული ქმედების სუბიექტური მხარე პირდაპირი განზრახვით ხასიათდება, რა დროსაც პირს შეგნებული აქვს, რომ იგი მოტუებით, მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ქონებას, რითაც ზიანს აყენებს მესაკუთრეს და სურს ამ შედეგის დადგომა. ქმედების თაღლითობად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგინდეს სუბიექტის განზრახვა - მოტყუებით და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლოს სხვის ნივთს, ან მიიღოს ქონებრივი უფლება. პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მსჯავრდებულ გ----------–-–---–ის მიერ იმ ქმედების ჩადენა, რისთვისაც იგი დამნაშავედ ცნო პირველი ინსტანციის სასამართლომ; სახეზეა ყველა ის ნიშანი, რაც ახასიათებს აღნიშნულ დანაშაულს და რაც აუცილებელია მითითებული ბრალდებით პირის მსჯავრდებისათვის.
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის განმარტებებს მსჯავრდებულის უდანაშაულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან ისინი აშკარად არასარწმუნოა და წარმოადგენს მცდელობას, როგორმე გამორიცხოს მის ქმედებებში ბრალად წარდგენილი დანაშაულის ნიშნები. დაცვის მხარის მიერ სააპელაციო საჩივარში მოყვანილი არგუმენტები აშკარად წინააღმდეგობაშია საქმეზე შეკრებილ და გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებებთან, კერძოდ:
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულნი იქნენ დაზარალებულები მ--–--------------- და ილ------–-------ი, რომლებმაც სასამართლოს განუმარტეს, რომ სურდათ შეეძინათ ღვინის ავზები, რის თაობაზეც შ--------------–--ლის დახმარებით შეხვდნენ გ-----------–-–---–ს. ამ უკანასკნელმა მათ თავი გააცნო როგორც ღვინის ქარხნის დირექტორი და შესთავაზა ჯერ თორმეტი ცალი ღვინის თერმო მადუღარა, ხოლო შემდეგ - ღვინის ცისტერნები. ვინაიდან გ-----------–-–---–მა მათ ვერ გადასცა ვერც ღვინის მადუღრები და ვერც ღვინის ცისტერნები, შემდეგ შესთავაზა ღვინო, თუმცა არც აღნიშნული დაპირება შეუსრულებია. დაზარალებულთა განმარტებით, 2007 წლიდან, 2010 წლის ჩათვლით, გ-----------–-–---–ს მთლიანობაში გადასცეს 39 025 აშშ დოლარი, რაც მათთვის აღარ დაუბრუნებია და განიცადეს მნიშვნელოვანი ზიანი.
პალატა აფასებს რა დაზარალებულთა მიერ სასამართლოსათვის მიცემულ ჩვენებებს, აღნიშნავს, რომ მათ გულწრფელობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან მათ სასამართლოს მიაწოდეს საკმაოდ დამაჯერებელი და სარწმუნო ინფორმაცია; თანმიმდევრულად და ლოგიკურად აღწერეს გ-----------–-–---–თან განხორციელებული მოლაპარაკების ყველა გარემოება და განმარტეს, რომ გ----------–-–---–მა ისინი მოატყუა და განიცადეს მატერიალური ზიანი. მათი ჩვენებები გამყარებული და დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებებით და სხვა წერილობითი მტკიცებულებებით. კერძოდ, დადასტურებულია, რომ გ-----------–-–---–- დაზარალებულებს გაეცნო როგორც ღვინის ქარხნის დირექტორი, რაც რეალობას არ შეესაბამებოდა. სასამართლო სხდომაზე დადასტურდა ასევე, რომ ქარხანაში არსებული ცისტერნები და ღვინის თერმო მადუღრები არ წარმოადგენდა გ-----------–-–---–-ს საკუთრებას. როგორც სს ,,კა---------ს“ წარმომადგენლებმა განმარტეს, გ-----------–-–---–ს კომპანიაში არანაირი ქონება არ გააჩნდა და არაფრის გაყიდვის უფლება არ ქონდა.
გარდა აღნიშნულისა, გამოკვლეული მასალებით დასტურდება, რომ გ-----------–-–---–- დაზარალებულებს უწერდა ხელწერილებს, სადაც უთითებდა, რომ თითქოს გადაცემული თანხები მას შექონდა შპს ,,რ--–-----–-ს“ ანგარიშზე. აღნიშნული გარემოება სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა დადასტურებული, რაც კიდევ ერთი მაჩვენებელია გ-----------–-–---–-ს განზრახვისა - მოტყუებით დაუფლებოდა სხვის ფულად თანხებს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 25 მარტს გ-----------–-–---–-ს მიმართ გამოტანილ განაჩენზე, რომლის თანახმადაც იგი მსჯავრდებული იქნა სს ,,კა---------ს“ კუთვნილი რეზერვუარების ქურდობის გამო. აღნიშნული გარემოება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ გ-----------–-–---–ს საკუთრებაში არ გააჩნდა ცისტერნები და თერმო მადუღრები და მან შეგნებულად მოატყუა მ--–--------------- და ილ------–-------ი.
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მსჯელობას, რომლის მიხედვითაც დაზარალებულებისაგან თანხის ნაწილი მიღებული აქვს შ--------------–--ლს, ხოლო მისი გარდაცვალების გამო გ-----------–-–---–მა თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა და დაწერა ხელწერილები, რითაც დასტურდება ის ფაქტი, რომ მას თავი არ აურიდებია სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან. დაცვის მხარის აღნიშნული მსჯელობა ვერ იქნება მიჩნეული მსჯავრდებულის უდანაშაულობის მადასტურებელ არგუმენტად, ვინაიდან, როგორც საქმის მასალებით დასტურდება, შ--------------–--ლის გარდაცვალების შემდეგ გ-----------–-–---–ს არაერთჯერ გადაეცა თულადი თანხები, რის სანაცვლოდაც მას დაზარალებულთათვის უნდა გადაეცა ცისტერნები, აღნიშნულზე მან დაწერა ხელწერილებიც, თუმცა დანაპირები არ შეუსრულებია.
ამდენად, დაცვის მხარის არგუმენტაცია მსჯავრდებულ გ-----------–-–---–-ს უდანაშაულობასთან დაკავშირებით, აშკარად მოკლებულია მყარ დასაბუთებას და ვერ იქნება გაზიარებული. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები კი ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია; ისინი რელევანტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დადგენისათვის, უტყუარად ადასტურებენ საქმესთან დაკავშირებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას; შესაბამისად, სახეზეა იმ დანაშაულებრივი ქმედებისთვის მახასიათებელი ყველა ნიშანი, რისთვისაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გ-----------–-–---–- მსჯავრდებულად იქნა ცნობილი.
პალატა აქვე განმარტავს, რომ ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, საქმეზე შეკრებილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას დაასკვნას, რომ გ-----------–-–---–მა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლება მოტყუებით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ პუნქტით და მან პასუხი უნდა აგოს ჩადენილი დანაშაულისათვის.
რაც შეეხება მსჯავრდებულ გ-----------–-–---–-ს მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (არ გააჩნია) და დამაძიმებელი (არ გააჩნია) გარემოებები, ჩადენილი ქმედებების საზოგადოებრივი საშიშროება, ხასიათი, ქმედებების განხორციელების სახე და ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დანაშაულის ჩადენის მოტივი/მიზანი, მსჯავრდებულის ოჯახური მდგომარეობა და განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რისი შეცვლის საფუძველიც არ არსებობს.
შესაბამისად, მსჯავრდებულ გ-----------–-–---–-ს ადვოკატ გ---------------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 დეკემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გ-----------–-–---–-ს ადვოკატ გ---------------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 დეკემბრის განაჩენი;
გ-----------–-–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით. 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, გ-----------–-–---–ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს ¼-ით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით.
გ-----------–-–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან.
გ-----------–-–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და ყადაღა მოეხსნას გ-----------–-–---–-ს მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით თელავის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 4 ივლისის განჩინებით 10 000 (ათი ათასი) ლარის ნაწილში დაყადაღებულ გ-----------–-–---–-ს (პირადი №0----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, საკადასტრო კოდი: N5------------.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძე