განაჩენი

სისხლის სამართლის 19.04.2019
საქმის ნომერი
330100117002002328
ინსტანცია
თარიღი
19.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100117002002328

საქმე №1ბ/1595-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

5 აპრილი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: კახაბერ მაჭავარიანმა

 

მარიამ ნანეიშვილის და ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორის: გი------------–---ს

მსჯავრდებულის: პა----------–-----ს

ადვოკატის: ტა-----–---------ს

მონაწილეობით,მსჯავრდებულ პა----------–-----ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ტა-----–---------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მსჯავრდებულ პა----------–-----ს მიმართ (----------------- დაბადებული 1----–-–---------–---- საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--------------–------------------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ პუნქტებით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქლაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 სექტემბრის განაჩენით, პა----------–----- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6(ექვსი)წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ პა----------–----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2018 წლის 20 სექტემბრიდან.

პა----------–----ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით,რაც გამოიხატა შემდეგში:

2016 წლის 13 დეკემბრიდან - 2017 წლის 25 აპრილამდე პერიოდში პა----------–-----, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა სს ,,ბ----------------“ კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხას - 143 250 (ას ორმოცდასამი ათას ორას ორმოცდაათ) ლარს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ პა----------–-----ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

აპელანტის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა პა----------–-----ს ქმედებას და ყოველგავარი დასაბაუთების გარაშე მის მიერ ჩადენილი ქმედება დააკვალიფიცირა, როგორც ქურდობად, რასაც რეალურად ადგილი არ ჰქონია. სასამართლო მსჯელობს მხოლოდ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანზე და გვერდს უვლის ქურდობის ობიექტური მხარის მთავარ ნიშანს ფარულობას. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის ქმედება ვერანაირად ვერ ჩაითვლება ფარულად, ვინაიდან ის მოქმედებდა საჯაროდ, სხვების დასანახად, კამერების წინ და არ ცდილობდა სხვებისაგან შეუმჩნევლად აეღო თანხა. ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მსჯავრდებულმა დანამდვილებით იცოდა, რომ თანხა მას არ ეკუთვნოდა, სასამართლო კი დასაბუთებისას სწორედ ამ გარემოებას ეყრდნობა, რაც საკმარისი არ არის ქმედების - ქურდობის დასაკვალიფიცირებლად.

ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

-პალატა დამატებით აღარ განევრცობა იმ ფაქტობრივ გარემოებებზე და მტკიცებულებებზე, (დათვალიერების ოქმები, ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა) რომელსაც დაცვის მხარეც ფაქტობრივად სადაოდ არ მიიჩნევს, კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დგინდება, შრომითი ხელშეკრულებით შპს ,,ნ---------–-----ს წარმომადგენელს - დირექტორ რე-------------–--სა და პა----------–----ს შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, პა----------–----- გაფორმდა საწარმოში დამხმარე პერსონალის - მუშის პოზიციაზე. შრომის ანაზღაურების სახით განისაზღვრა 687.5 ლარი კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გათვალისწინებით და ხელზე ასაღებ თანხას შეადგენდა 550 ლარი.

ს/ს ,,ბ-----------------ა“ და პა----------–----ს შორის საბანკო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე, ს/ს ,,ბ-------------მ“ პა----------–----ს გაუხსნა საბარათე ანგარიში ლარში, დაუმზადა სახელფასო ბარათი, რომელზეც ერიცხებოდა ხელფასი 550 ლარი. ს/ს/ ,,ბ-------------ს“ ამონაწერის მიხედვით, პა----------–----ს 28.10.2016-26/04/2017 წ. პერიოდში შვიდჯერ ჩაერიცხა ხელფასი -3/11/2016 - 550 ლარის ოდენობით; 6/12/2016 წ - 550 ლარის ოდენობით; 28/12/2016 -300 ლარის ოდენობით; 10/01/2017 - 250 ლარი; 6/02/2017 - 550 ლარი; 6/03/2017- 550 ლარი; 6/04/2017 -550 ლარი. ამონაწერის თანახმად ფიქსირდება ბრუნვა: ბრუნვა (დებ) 146,550.0; ბრუნვა (კრედ) 3.300.00; საბოლოო ნაშთი: 143.250 .00.

მითითებულ პერიოდში, პლასტიკური ბარათის გამოყენებით პა----------–-----ს მიერ ბანკომატის მეშვეობით 112-ჯერ გატანილი იქნა სხვადასხვა ოდენობის თანხა, ჯამში 143. 250 ლარი.

პირველი ინსტანციის სასამართლოში აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები დადასტურდა ს /ს ,,ქ--------------ს’’ თანამშრომლების ნ------------------------------------------------------–---–-- ჩვენებებით, შპს ,,ნ---------–-----ს დირექტორის რე-------------–--ის ჩვენებით, შპს ს/ს/ ,,ბ-------------ს“ 28/10/2016-24/04/2017 წ. ამონაწერით.

გარდა აღნიშნულისა, გამოკვლეული მტკიცებულებით დადგინდა ის ფაქტობრივი გარემოება, თუ რამ განაპირობა მსჯავრდებულის პლასტიკურ ბარათზე ბანკის კუთვნილი თანხების ასახვა, რასაც თავის მხრივ დაეუფლა პა----------–-----.

პირველი ინსტანციის სასამართლოში, ,,ბ-------------ს“ საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის დირექტორის მოწმე გი-------------–---–-ს ჩვენების მიხედვით, მან ,,ბ-------------ს’’ გენერალური დირექტორის მოადგილის მითითებით დაიწყო პა----------–-----ს ანგარიშის შემოწმება, რადგან მის ანგარიშზე ფიქსირდებოდა უარყოფითი ბალანსი. კერძოდ, მის მიერ გატანილი თანხები საგრძნობლად აღემატებოდა მის სახელფასო ანგარიშზე ჩარიცხულ თანხებს.შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ პა----------–----ს ანგარიში ბანკში გახსნილი ჰქონდა 2016 წლის 28 ოქტომბერს, ხოლო ანგარიშზე თანხის ბრუნვა დაიწყო 3 ნოემბერს და თვეში ერთხელ ერიცხებოდა თანხა 550 ლარის ოდენობით. ამ დროიდან ანგარიშზე ფიქსირდება ხარვეზი, რასაც ადგილი ჰქონდა ანგარიშის და ბარათის შექმნის დროს. მოწმის განმარტებით, ბანკში არსებული პლასტიკური ბარათების პროცესინგის სისტემა შედგება ორი ნაწილისგან. ერთი არის ფ--------------- - კლიენტის მხარეს სისტემა, მეორეა - ბ----------- რომელზეც კლიენტს შეხება არ აქვს. ფრონტ ოფისზე მიერთებულია ბანკომატები, პოსტერმინალები, აქ ფიქსირდება კლიენტის მიერ ბარათით შესრულებული ოპერაციების და არსებული ნაშთის გამოყენება. მეორე სისტემაში - ბექოფისში - დღეში ერთხელ ხდება კლიენტების მიერ შესრულებული ოპერაციების გადმოტანა, დამუშავება და დღის დახურვა. სისტემა არის მთლიანად ავტომატიზირებული და იქ ადამიანის ჩარევა არ ხდება. ბანკში ანგარიშის გახსნის შემდეგ იქმნება ბარათი და კეთდება ჩანაწერი ბექ ოფისშიც და ფ--------------–-ც. შემდეგ ავტომატურად ხდება ჩანაწერების გაერთიანება ორივე სისტემაში, რათა ბარათს შეესაბამებოდეს ანგარიში. პა----------–-----ს შემთხვევაში, ბარათის გახსნისას ტექნიკური ხარვეზი იყო ბექ ოფისში, სადაც გაერთიანება არ მოხდა და ტექნიკურად დაფიქსირდა ცალ-ცალკე ბარათის და ანგარიშის ჩანაწერი, რამაც გამოიწვია ის, რომ კლიენტის ანგარიშზე ჩარიცხული თანხების ასახვა ხდებოდა ბექ ოფისში ერთ ჩანაწერზე, ხოლო კლიენტის მიერ პლასტიკური ბარათით განხორციელებული ოპერაციების ასახვა ხდებოდა ბექ ოფისში მეორე ჩანაწერზე. შესაბამისად, არსებულ ანგარიშზე გადადიოდა ჩარიცხული თანხების ჯამი, რომელიც არ იყო ასახული ჩამოჭრილად და კლიენტს ჰქონდა საშუალება ამ თანხის მეორე დღეს გამოტანის. თავდაპირველად, პა-----------–----ს ჩაერიცხა სახელფასო თანხა 550 ლარის ოდენობით, შემდეგ ერთ თვეში კვლავ ჩაერიცხა ხელფასი 550 ლარი, მას საშუალება მიეცა მეორე თვეში ჩარიცხვის შემდეგ იმავე დღეს გამოეტანა 1100 ლარი, რაც არ აისახა ჩამოჭრილად და ისევ 1100 ლარი ჰქონდა ხელმისაწვდომი. ამ ტექნიკური ხარვეზიდან გამომდინარე, პა----------–----ს ანგარიშზე თანხის ბრუნვიდან დაწყებული 2016 წლის 3 ნოემბრიდან - 2017 წლის 21 აპრილამდე თავისი პლასტიკური ბარათით ბანკომატის მეშვეობით შეუზღუდავად გამოჰქონდა ბანკის კუთვნილი თანხა. ანუ ხარვეზის არსი მდგომარეობდა იმაში, რომ ავტომატურმა პროცესმა იმუშავა ფ--------------–- და ვერ იმუშავა ბ---------–-- ხარვეზი წარმოიშვა არა თანხის გატანის დროს, არამედ ბარათის შექმნის დროს, რამაც გამოიწვია თანხის ყოველი ჩარიცხვის შემდეგ ჯამური თანხის ზრდა. თანხის გატანა შეწყდა მას შემდეგ, როცა ბანკმა გამოავლინა ხარვეზი. პა----------–----ს იმ მომენტისთვის, როდესაც ეს პრობლემა დაფიქსირდა 3300 ლარის ოდენობით ჰქონდა სახელფასო ჩარიცხვები, ხოლო გატანილი ჰქონდა 143 250 ლარი.

პირველი ინსტანციის სასამართლოში ანალოგიური ჩვენება მისცეს მოწმეებმა ნ------------------------------------ ამ უკანასკნელის განმარტებით, ტექნიკური შეცდომა უზრუნველყოფდა იმას, რომ პა----------–----ს ყოველდღე დღის 12 საათზე ანგარიშზე უჩნდებოდა ის თანხა, რომელიც მის ანგარიშზე ისტორიულად იყო ჩარიცხული. ის ბანკომატში ამოწმებდა თანხას და შემდეგ გამოჰქონდა. რაც შეეხება პლასტიკურ ბარათს, ის ბანკის საკუთრებაა. ხელშეკრულება იდება საბარათე ანგარიშის განკარგვაზე. არის იქ პუნქტები, რომ მხოლოდ ჩარიცხული თანხების ფარგლებში უნდა მოიხმაროს კლიენტმა თანხა. შეიძლება მოხდეს შეცდომა, მაგრამ კლიენტი ვალდებულია, რომ კონკრეტულ ფარგლებში მოიხმაროს თანხა. შესაბამისად, კლიენტმა მხოლოდ ის თანხა უნდა მოიხმაროს, რაც ჩაერიცხა. პა----------–----ს ამ ხნის მანძილზე ანგარიშზე ჰქონდა 7 ჩარიცხვა, ჯამში 3300 ლარი. აღნიშნული თანხა იყო პა----------–-----ს სრულ განკარგულებაში, ხოლო მის მიერ გატანილი სხვა თანხა იყო არა მისი, არამედ ბანკის კუთვნილი თანხა.

-პალატა აღნიშნავს, რომ ქურდობის დეფინიციიდან გამომდინარე, ამ ქმედების შემადგენლობისათვის აუცილებელია არსებობდეს სამი ძირითადი ნიშანი, „სხვისი ნივთი“, ამ ნივთის „მართლსაწინააღმდეგო დაუფლება“ და „ქმედობის ფარულობა“. ეს სამი ნიშანი მოიცავს ამ ქმედების, როგორც სუბიექტურ, ისე ობიექტურ მხარეს.

„სხვისი ნივთის“ განსაზღვრისათვის აუცილებელია, რომ ნივთი, როგორც საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის საგანი, არ უნდა ეკუთვნოდეს დანაშაულის ჩამდენ პირს. ეს ნივთი არ უნდა იყოს ამ პირის საკუთრებაში ან მის მართლზომიერ მფლობელობაში. ქონება ასევე ჩაითვლება „სხვის ნივთად“, როდესაც ქმედების ჩამდენს არ ჰქონდა არც რეალური და არც სავარაუდო უფლება ნივთის საკუთრებაზე, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა. მსჯავრდებულ პა----------–-----სათვის თავიდანვე ცნობილი იყო, რომ მასთან გაფორმებული სამსახურებრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ის ხელფასის სახით 550 ლარზე მეტს ვერ მიიღებდა. თუ არ ჩავთვლით თანხის იმ მცირე ნაწილს, რომელიც მან ბონუსის სახით მიიღო სადღესასწაულო დღეებში. მას არც რეალურად და არც სავარაუდოდ არავითარი მოლოდინი არ უნდა ჰქონოდა, რომ ხელფასის სახით გაორმაგებულ თანხებს ფაქტობრივად ყოველდღე მიიღებდა. მას შეეძლო ესარგებლა მხოლოდ მის სახელფასო ანგარიშზე ჩარიცხული თანხით, რომელიც ჯამში შეადგენდა 3300 ლარს, ხოლო ამ თანხის ზევით მის პლასტიკურ ბარათზე ასახული თანხები, რაც განპირობებული იყო ბანკის პროგრამულ სისტემაში არსებული ტექნიკური ხარვეზით, რაც ბანკისთვისაც უცნობი იყო, წარმოადგენდა ბანკის საკუთრებას. აღნიშნული დასტურდება სასამართლოში გამოკვლეული, როგორც წერილობითი მტკიცებულებებით, ისე მოწმეთა ჩვენებებით.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში ბანკის კუთვნილი თანხების სახით „სხვისი ნივთის“ არსებობა დასტურდება და დაცვის მხარის იმაზე მითითება, რომ საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მსჯავრდებულმა დანამდვილებით იცოდა, რომ თანხა მას არ ეკუთვნოდა, არამართებულია და ვერ იქნება გაზიარებული.

-პირველი ინსტანციის სასამართლო განაჩენში სრულყოფილად მსჯელობს მსჯავრდებულის მიერ თანხების მართლსაწინაააღმდეგო დაუფლებაზე, რასაც პალატა ეთანხმება. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის მიერ თანხების მართლსაწინაააღმდეგო დაუფლება სამართლებრივად, განზარახულობის თვალსაზრისით კავშირშია იმ გარემოებასთან, რომ მას არც რეალურად და არც სამართლებრივად არანაირი მოლოდინი არ უნდა ჰქონოდა, რომ აღნიშნული თანხები მას ეკუთვნოდა.

ქურდობის, როგორც დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობა პირდაპირ განზრახვას გულისხმობს. პა----------–----ს თანხის შეცდომით მის პლასტიკურ ბარათზე ასახვამდე არ გააჩნდა განზრახვა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდა ბანკის კუთვნილ თანხებს, ეს განზრახვა მას წარმოეშვა მას შემდეგ, რაც გააცნობიერა, რომ მას გაუჩნდა შესაძლებლობა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდა სხვის კუთვნილ თანხებს. პა----------–----ს ბანკომატის მეშვეობით აღნიშნული თანხის ყოველჯერზე გამოტანისას გაცნობიერებული ჰქონდა, რომ ეს თანხა მას არ ეკუთვნოდა და განზრახ, მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდა სხვის თანხას.

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მსჯავრდებულის მხრიდან ცალსახად ადგილი ჰქონდა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებას.

სააპელაციო საჩივრის მიხედვით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის შეფასებისას აპელანტი ძირითად აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ სასამართლომ ვერ შეძლო დაესაბუთებინა მსჯავრდებულის ქმედებაში ქურდობის ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანის -ფარულობის - არსებობა, რაც აუცილებელია ამ დანაშაულის შემადგენლობის არსებობისათვის.

პირველი ინსტანციის სასამართლო განაჩენში „ქმედების ფარულობასთან“ დაკავშირებით განმარტავს, რომ „ქურდობის ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანია სხვისი ქონების ფარულად დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით და აქტიურ მოქმედებაში გამოიხატება. ქმედების ფარული ხასიათი გულისხმობს პირის სურვილს, დანაშაულის ჩადენის დროს თავი აარიდოს როგორც ქონების მესაკუთრესთან, ისე სხვა პირთან უშუალო კონტაქტსა და შეხებას. ქურდობისას დამნაშავეს შეიძლება არ გააჩნდეს არავითარი უფლებამოსილება მოპარულ ნივთზე, მაგრამ არც ის არის გამორიცხული, რომ მას ჰქონდეს რაიმე კავშირი ამ ქონებასთან შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ეს შეიძლება იყოს სამსახურებრივი თუ სხვა ვითარებიდან გამომდინარე. სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში პა----------–-----ს ქმედებაში სახეზეა ქმედების ფარულად ჩადენის როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური კრიტერიუმები. ობიექტური კრიტერიუმი გამოიხატება მასში, რომ მას შემდეგ, რაც სახელფასო ურთიერთობიდან გამომდინარე, პა----------–----ს მიეცა შესაძლებლობა ბანკის თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების, ბანკს არ ჰქონდა გააზრებული ის ფაქტი, რომ პა----------–----- მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდა ბანკის კუთვნილ თანხებს“.

აპელანტი აღნიშნულთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ სასამართლო ამ განმარტებით ვერ ასაბუთებს, თუ რაში მდგომარეობს მსჯავრდებულის მხრიდან ნივთის ფარულად დაუფლება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ თავად დაცვის მხარეც თავისი პოზიციის დასასაბუთებლად იგივე განმარტებას იყენებს იმ განსხვავებით, რომ სააპელაციო საჩივარში აღნიშნავს: „ქურდობის ობიექტური კრიტერიუმი გულისხმობს, რომ ქონების მესაკუთრეს ან ქონების სხვა კანონიერ მფლობელს არ აქვს გააზრებული ის ფაქტი, რომ დამნაშავე მართლსაწინაააღმდეგოდ ეუფლება სხვის საკუთრებას. ქურდობა შეიძლება მოხდეს მესაკუთრის თანდასწრებით ან ზოგიერთ შემთხვევაში მისი თანდასწრებით“.

პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს სასამართლო პრაქტიკაში გავრცელებული ქმედების ფარული ისეთი ფორმა, როგორიცაა „ჯიბეში ხელის“ ჩაყოფა, ან ბინის მესაკუთრეს მალულად მის კუთვნილ ბინაში შეღწევა. პა----------–-----ს შემთხვევაში მისი ქმედების ფარულობის განმსაზღვრელი ორი გარემოებაა სახეზე 1) ბანკს, როგორც თანხის მესაკუთრეს თავად არ ჰქონდა გაცნობიერებული, რომ მის კუთვნილ ქონებას სხვა ეუფლებოდა და 2) მსჯავრდებულის ქმედების სუბიექტური კრიტერიუმი. ის სრულად აცნობიერებდა, რომ მას აღნიშნული თანხები არ ეკუთვნოდა და მოქმედებდა ბანკისგან ფარულად, ანუ სუბიექტურმა კრიტერიუმმა მთლიანად განაპირობა ქმედების ფარულობა.

ამ მოცემულობით და აგრეთვე იმის გათვალისწინებით, რომ თანხების დაუფლება ხდებოდა მესაკუთრისაგან დისტანცირებულად, რაც თავის მხრივ სპეციფიკურ ხასიათს სძენს მსჯავრდებულის ქმედებას, პალატის აზრით, აპელანტის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ პა----------–----- მოქმედებდა საჯაროდ, ღია სივრცეში, ყველას დასანახად და შესაბამისად, ქმედების ფარულობა გამორიცხულია, არამართებულია, ვინაიდან ნებისმიერი გამვლელი პირისათვის სუბიექტური მხრივ შეუცნობადი იქნებოდა პა----------–----- ფარულად ეუფლებოდა სხვის ქონებას, თუ კანონიერად იღებდა მის სახელფასო ანგარიშზე დარიცხულ თანხას. ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებული არცკი დაინტერესებულა აეღო ბანკიდან ამონაწერი ან უშუალოდ ბანკთან გაერკვია რისგან იყო განპირობებული მის პლასტიკურ ბარათზე იმ თანხების ასახვა, რაც არ შეესაბამებოდა მის ხელზე ასაღებ სახელფასო განაკვეთს. ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ სააპელაციო სასამართლოში მსჯავრდებულმა კითხვაზე იმ შემთხვევაში, თუკი მას ხელფასის სახით დაერიცხებოდა იმაზე ნაკლები, ვიდრე ეს ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული, მიმართავდა თუ არა ბანკს ან სამსახურის ადმინისტრაციას, მან განმარტა, რომ ამაზე არ უფიქრია.

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ პა----------–-----ს ქმედება შეიცავს ქურდობის ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანს „ფარულ ხასიათს“, რაც გამოიხატა იმაში, რომ პა----------–----- მართლსაწინააღმდეგოდ, ბანკისაგან ფარულად დაეუფლა მის კუთვნილ თანხებს.

აპელანტმა, როგორც სააპელაციო საჩივარში, ისე სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მსჯავრდებულის ქმედებაში შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს სხვა დანაშაულს, კერძოდ, თვითნებობის ნიშნებს და ამის დასასაბუთებლად მოიყვანა სასამართლო პრაქტიკიდან ნაპოვარ ნივთზე დაუფლების მაგალითი.

პალატა ვერ დაეთანხმება ამ მოსაზრებას, ვინაიდან ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, ის თანხა, რომელსაც უკანონოდ დაეუფლა მსჯავრდებული, ვერ ჩაითვლება ნაპოვარ ნივთად და ამასთან, ქურდობასა და თვითნებობას შორის განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ პირს ნივთზე გააჩნია საკუთრების უფლება და დარღვეულია ამ ნივთის მიღების წესი. თვითნებობის დროს პირი შეცდომით თვლის, რომ ნივთზე საკუთრების უფლება გააჩნია და ეუფლება ამ ნივთს. პა----------–----ს კი არ გააჩნდა კანონიერი საფუძველი ევარაუდა, რომ ეს თანხები მას ეკუთვნოდა, მითუმეტეს, ხუთთვიანი პერიოდის განმავლობაში. მის მიერ თანხის მრავალჯერადად (დაახლოებით 112-ჯერ) გატანის გათვალისწინებით.

ამდენად, პაალატა აანალიზებს რა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციოის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ პა----------–-----ს ქმედებას და მას განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქლაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 სექტემბრის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს ძალაში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მსჯავრდებულ პა----------–-----ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ტა-----–---------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქლაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. პა----------–----- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6(ექვსი)წლით თავისუფლების აღკვეთა.

4.მსჯავრდებულ პა----------–----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2018 წლის 20 სექტემბრიდან.

5. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ პა----------–-----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია; გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 მაისის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაოს 30.000 (ოცდაათი ათასი)ლარის უზრუნველსაყოფად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 ივნისის განჩინებით, დადებული ყადაღა ვა–-------–-----ს (დაბადებული 0--------- წელს პ/ნ 0----------- საკუთრებაში არსებულ, უძრავ ქონებაზე, მდებარე: თ---–--–------------–------------------------------- საკადასტრო კოდით N----------------------- გირაოს თანხის - 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის ღირებულების ექვივალენტურ ნაწილზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 მაისის განჩინებით დადებული ყადაღა ს.ს. ,,ბ-------------ში’’ პა----------–-----ს (პ/ნ 0----------- სახელზე გახსნილ საბანკო ანგარიშზე G--------------------

6.ნივთიერი მტკიცებულებები:

- სს ,,ქ--------------დან’’ გამოთხოვილი CD დისკი (პიროვნების მიერ ფულადი თანხის განაღდების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალით), რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

- ს.ს. ,,ლ----------------ან“ გამოთხოვილი CD დისკი (პიროვნების მირ ფულადი თანხის განაღდების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალით), რომელიც ერთვის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

- შსს საინფორმაციო ბაზის დათვალიერების შედეგად შექმნილი CD დისკი, თან ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

- სს ,,ქ--------------ს“ განცხადებით წარმოდგენილი DVD დისკი, რომელიც ერთვის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

-პა----------–-----ს პირადობის მოწმობა, რომელიც ინახება საგამოძიებო სამსახურში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

7. პალატის განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ.მაჭავარიანი