განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100115786152
საქმე №1ბ/307-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
5 აპრილი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა
მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორის: და------------–---–-ს
გამართლებულის: გი----------------ს
ადვოკატის: დი-----------–---–-ს
მონაწილეობით,ქ.თბილისის ვ---------------–--- რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის ირ---–---------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე გი-----------------------------ს მიმართ - დაბადებული 1----–-–--------–---- საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ ნასამართლობის არმქონე, დასაოჯახებელი, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–--------–-----–---------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 დეკემბრის განაჩენით, გი---------------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.
გი---------------ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში: 2015 წლის 24 მარტს, ღამის საათებში, თბილისში, ვ-–----–----–-----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გი---------------ე გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნითა და რკინის ძალაყინის გამოყენებით, შპს „------- კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან შეეცადა ფარულად დაუფლებოდა 299 ლარს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის ვ---------------–--- რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა ი-----–----------- რომელმაც მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და გი----------------ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.
აპელანტის აზრით, პირველი ინსტანციის განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უკანონო, ვინაიდან მოსამართლემ არ გაითვალისწინა მოწმეების მ-----–-----–---------------–---------------- ჩვენებები. ისინი პირდაპირ მიუთითებენ გი---------------ეზე, როგორც დანაშაულის ჩამდენ პირზე. მათი განმარტებით საპატრულო პოლიციის გამოჩენის შემდეგ გაქცეული დამნაშავეებიდან დაედევნენ იმას, რომელსაც ხელში ეჭირა დანაშაულის ჩადენის იარაღი - რკინის საგანი. დადევნების შემდეგ მათ მიერ დაკავებული იქნა ბრალდებული გი---------------ე. პოლიციის თანამშრომლების მითითებით გ----------- გაქცევის დროს რკინის საგანი რამდენიმე მეტრში გადააგდო. ტრასოლოგიური და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნებით კი დადასტურდა, რომ ზემოაღნიშნულ, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ რკინის საგანზე არსებულ საღებავსა და სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან აღებული საღებავის ნიმუშს აქვს საერთო გვარეობითი კუთვნილება. მხოლოდ ბრალდებულის ქურთუკზე მეტალიზაციის კვალის არ არსებობა კი, არ გამორიცხავს მის მიერ დანაშაულის ჩადენას. ამასთან, სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილია სხვა არაერთი მტკიცებულება, მათ შორის მოწმეთა ჩვენებები, რომელთა ერთიანი ბმაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს გი----------------ს ბრალეულობას.
დაცვის მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის ძალაში დატოვება.
სააპელაციო პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი და გამოკვლეული მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ სასამართლომ დასაბუთების გარეშე არ გაიზიარა თვითმხილველი მოწმეების ჩვენებები, რომელებიც თუნდაც სხვა მტკიცებულების არ არსებობის პირობებში საკმარისი იყო ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
აპელანტის ასეთი მსჯელობა აშკარად არ გამომდინარეობს და წინააღმდეგობაში მოდის პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილ გარემოებებთან. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის შედეგად დგინდება, რომ 2015 წლის 24 მარტს, ღამის საათებში, თბილისში, ვ-–----–----–-----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ორი პირი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნითა და რკინის ძალაყინის გამოყენებით, შპს „------- კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ცდილობდა ფარულად დაუფლებოდა 299 ლარს. თუმცა, მოწმეთა ჩვენებების და წერილობითი მტკიცებულებების საფუძველზე, პალატა ვერ მიიჩნევს უტყუარ გარემოებად, რომ აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილე პირებიდან რომელიმე მათგანი იყო გი---------------ე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ს--–-----–-------–---–-- განაცხადა, რომ შემთხვევის დროს ცხოვრობდა ქ. თბილისში,---–----–----–-----------------–-----------------–---- 2015 წლის 24 მარტს დაახლოებით 3:00 საათზე გაიგონა რკინის რკინაზე დარტყმის ხმა, რაც გრძელდებოდა დიდი ხნის განმავლობაში. გადაიხედა აივნიდან და დაინახა ორი დაახლოებით 20-25 წლის ბიჭი, რომლებიც რკინის ძალაყინის გამოყენებით ცდილობდნენ ჩასარიცხი აპარატის გატეხვას. მოწმემ მოუწოდა, რომ წასულიყვნენ, თუმცა მათ ჟესტიკულაციით ანიშნეს სახლში შესულიყო და გააგრძელეს ჩასარიცხი აპარატის დაზიანება. აღნიშნულმა ქმედებამ გამოიწვია ს--–-----–-------–---–-- გაღიზიანება, რის გამოც დარეკა 112-ში და განაცხადა მომხდარის შესახებ. მან მალევე გაიგო საპატრულო პოლიციის მანქანის ხმა, მაგრამ გარეთ არ გაუხედავს და შესაბამისად, მისთვის ცნობილი არ არის როგორ განვითარდა მოვლენები.
მოწმეს არ შეუძლია დაასახელოს დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილე პირთა გარეგნული მახასიათებლები და ვერ მიუთითებს გი---------------ეზე, როგორც ქურდობის მცდელობაში მონაწილე პირზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ბ----------–----- განაცხადა, რომ 2015 წლის 23-24 მარტს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, დაახლოებით დილის 6:00 საათზე რაციით მიიღო შეტყობინება, რომ ორი პირი ცდილობდა ფარულად დაუფლებოდა ქ. თბილისში, ვ-–----–----–----------------------“ კორპუსთან მდებარე ჩასარიცხ აპარატში არსებულ თანხას. მოწმემ აღნიშნულის თაობაზე აცნობა ხელმძღვანელობას და თანამშრომლებს - ი-----–---------------ს და მ-----–-----–---ს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე მ-----–-----–---- განაცხადა, რომ 2015 წლის 23 მარტს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა მეწყვილესთან - ი-----–-------------------- ერთად. დაახლოებით 3:00 საათიდან 5:00 საათამდე დროის შუალედში მანქანით მოძრაობდნენ ქ. თბილისში, ვ-–----–----–------------------------------––-- რა დროსაც მორიგემ გადასცა შეტყობინება, რომ ქ. თბილისში, ვ-–----–----–-----------------ის მოპირდაპირე მხარეს ცდილობდნენ თამბაქოს ჯიხურის და ჩასარიცხი აპარატის გაქურდვას. ვინაიდან თვითონ და ი-----–--------------- ახლოს იყვნენ აღნიშნულ ობიექტთან, დაახლოებით ერთ წუთში მივიდნენ შემთხვევის ადგილზე. დაინახეს, რომ ორი მამაკაცი იდგა ჩასარიცხ აპარატთან, მათ შორის ერთ-ერთს ხელში ეჭირა რკინის ძალაყინი და ტეხავდა აპარატს. მეორე პირი იდგა ამ პირთან ზურგით და იყურებოდა ზემოთ მხარეს. მოწმე და მისი თანამეწყვილე აპირებდნენ მიახლოებას, რა დროსაც გამოჩნდა საპატრულო პოლიციის მანქანა ჩართული ციმციმებით. აღნიშნულის დანახვაზე ორივე პირი გაიქცა. ერთ-ერთი მირბოდა ვ-–----–----–-- ზემოთ მხარეს, რომელსაც არავინ დადევნებია, ხოლო მეორე ქვემოთ მხარეს. ვინაიდან დანაშაულის იარაღი ჰქონდა გი---------------ეს, სწორედ მისი მისამართით განახორციელეს დევნა, რომელმაც სირბილისას რკინის ძალაყინი გადააგდო ჩასარიცხი აპარატიდან დაახლოებით 15 მეტრში. ჩასარიცხი აპარატიდან დაახლოებით 30 მეტრში მოხდა მისი დაკავება, ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა და გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. ასევე, მოწმემ დაურეკა ხელმძღვანელობას და შემთხვევის ადგილზე მივიდნენ სხვა თანამშრომლები.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ი-----–---------------- განმარტა, რომ შემთხვევის ღამეს სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა მ-----–-----–-------- ერთად, ქ. თბილისში, ვ-–----–----–-----------------––-- ხელის რადიოსადგურის მეშვეობით მიიღეს შეტყობინება, რომ ვ-–----–----–-----------------ის მიმდებარედ ცდილობდნენ თამბაქოს ჯიხურის და ჩასარიცხი აპარატის გაქურდვას. შეტყობინების მიღების შემდგომ მანქანით გამოცხადდნენ მითითებულ ადგილზე, დაახლოებით 100 მეტრში კორპუსის კუთხეში უკანა მხარეს გააჩერეს მანქანა და უშუალოდ შემთხვევის ადგილზე მივიდნენ ფეხით. დაინახეს, რომ ორი მამაკაცი იდგა ჩასარიცხ აპარატთან, მათ შორის ერთ-ერთს ხელში ეჭირა რკინის საგანი და ტეხავდა ჩასარიცხ აპარატს, მეორე კი იდგა ზურგით. მათი მისვლის შემდეგ გამოჩნდა საპატრულო პოლიციის მანქანა ჩართული ციმციმებით. აღნიშნულის დანახვაზე ორივე პირი გაიქცა სხვადასხვა მხარეს. ვინაიდან ერთი პირის დასაკავებლად საჭირო არის ორი თანამშრომელი და შეუძლებელი იყო მათი მხრიდან მოხერხებულიყო ორივე დამნაშავის დაკავება, აირჩიეს ის პირი, რომელსაც უშუალოდ დანაშაულის იარაღი ეკავა ხელში და მას დაედევნენ. ბრალდებულმა მალევე მოიშორა რკინის საგანი, რისი საშუალებითაც ტეხავდა ჩასარიცხ აპარატს. მოწმის განმარტებით, მათ თვალთახედვის არიდან არ დაუკარგავთ გი---------------ე და შესაბამისად, სწორედ ის პირი დააკავეს, ვინც ჩასარიცხ აპარატს ტეხდა. ი-----–---------------- დაადასტურა, რომ გი---------------ე დაკავების დროს არ იჯდა, იგი გარბოდა, რომლის მიმართ განახორციელეს დევნა და დააკავეს.
მიუხედავად იმისა, რომ გი----------------ს დაკავებაში მონაწილე პოლიციის თანამშორმლების ჩვენებები ერთი შეხედვით არის თანმიმდევრული, მათ მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია არათუ გამყარებულია, არამედ აშკარად შეუსაბამოა სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან და ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის მაღალ სტანდარტს.
საქართველოს სსსკ-ის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, გამომძიებელი ვალდებულია გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, ანუ გამოძიებამ უნდა მოიპოვოს საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა შესაძლო მტკიცებულება და წარადგინოს სასამართლოში. გი----------------ს მიმართ არსებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას აშკარად დარღვეული იქნა საპროცესო კანონმდებლობის ზემოაღნიშნული მოთხოვნა და გამოძიება წარიმართა მთელი რიგი ხარვეზებით.
2015 წლის 24 მარტის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებულ იქნა თბილისში, ვ-–----–----–-----------------ის მიმდებარე ტერიტორია, რის შედეგად ამოღებულ იქნა 1 ცალი რკინის ნაჭერი და სწრაფი ჩარიცხვის აპარატი. საგამოძიებო მოქმედება მიმდინარეობდა 06:35 საათიდან 08:25 საათამდე. მასში მონაწილეობდნენ ექსპერტები: ლ-–-------------------–------------ და ჩასარიცხი აპარატის მესაკუთრე ტ------–------–----–---–--
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე მ------------------- განაცხადა, რომ შემთხვევის დროს მუშაობდა თამბაქოს ჯიხურში გამყიდველის პოზიციაზე. მუშაობას იწყებდა 8:30 საათიდან 9:00 საათამდე და ემზადებოდა სამსახურში წასასვლელად, რა დროსაც დაუკავშირდა ჯიხურის მეპატრონე, უთხრა, რომ გატეხილი იყო შპს „------- ჩასარიცხი აპარატი და სთხოვა მაღაზიაში მისვლა. მას მიაკითხეს პოლიციის თანამშრომლებმა და მიიყვანეს სამსახურში. ადგილზე მისვლისას ნახა, რომ დაზიანებული იყო შპს „------- ჩასარიცხი აპარატი. პოლიციის თანამშრომლის თხოვნით, დაუკავშირდა მაღაზიის მეპატრონეს, რომელსაც აცნობა მომხდარის შესახებ. ასევე მას გაესაუბრა პოლიციის თანამშრომელი და სთხოვა მისულიყო შემთხვევის ადგილზე. მაღაზიის მეპატრონე დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ მივიდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ტ------–------–----–---–-- განაცხადა, რომ ქ. თბილისში, ვ-–----–----–-----------------ში დამონტაჟებული ჰქონდა შპს „------- სწრაფი ჩარიცხვის აპარატი. 2015 წლის 24 მარტს დილით დაუკავშირდა გამყიდველი, რომელმაც აცნობა ჩასარიცხი აპარატის დაზიანების შესახებ. ასევე, ესაუბრა პოლიციის თანამშრომელი, რომელმაც სთხოვა შემთხვევის ადგილზე მისვლა. ადგილზე მივიდა ნახევარი საათის შემდეგ, სადაც ჩასარიცხი აპარატი დახვდა პოლიეთილენის პაკეტში შეფუთული. ასევე, სავარაუდოდ ანაბეჭდების აღების მიზნით, აპარატი იყო გაწითლებული. მოწმემ გარედან შეხედა და დაინახა, რომ ჩასარიცხ აპარატს დაზიანებული ჰქონდა ქვედა მხარეს მდებარე ქაღალდის და ხურდის ჩასაყრელი ადგილი. აპარატში არსებულ თანხას ამოწმებდა ელექტრონულად სპეციალური პროგრამის საშუალებით და შემთხვევის დროს მასში იყო 300 ლარამდე.
აშკარაა, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილი ინფორმაცია წინააღმდეგობაშია მოწმეების მ--------------------------------–------–----–---–-- ჩვენებებთან. იმ პირობებში, როდესაც შემთხვევის ადგილის დათვალიერება დაიწყო 06:35 საათზე, მ------------------- განმარტებით, ჯერ თვითონ მივიდა შემთხვევის ადგილზე დაახლოებით 08:00 საათის შემდეგ, ხოლო ადგილზე მისულმა დაურეკა მაღაზიის მეპატრონეს - ტ------–------–----–---–- და ის დარეკვიდან დაახლოებით ნახევარ საათში მივიდა. ეს გარემოება თავის მხრივ დაადასტურა ტ------–------–----–---–--ც და ასევე განმარტა, რომ მისი ადგილზე მისვლისას ჩასარიცხი აპარატი უკვე შეფუთული იყო. ყოველივე აღნიშნული ნათლად მოწმობს, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერება ჩატარდა ტ------–------–----–---–-- მონაწილეობის გარეშე და მას დასრულების შემდეგ მხოლოდ ოქმზე მოაწერინეს ხელი.
უშუალოდ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან დაკავშირებით პალატა ყურადღებას გაამახვილებს სასაქონლო, ქიმიური და ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებზე. კერძოდ, 2015 წლის 26 მარტის სასაქონლო ექსპერტიზის N----- დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი შპს „------- კუთვნილი ჩარიცხვის აპარატის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა, აღდგენითი სამუშაოების ღირებულების გათვალიწინებით შეადგენს 140 (ას ორმოცი) ლარს. დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ნ---------------
2015 წლის 31 მარტის ქიმიური ექსპერტიზის N------. დასკვნით დადგენილია, რომ ლითონის ღეროს ზედაპირზე არსებული ლურჯი და თეთრი ფერის საღებავის დანაშრევებს და სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ამოღებულ ლურჯი და თეთრი ფერის საღებავის ნიმუშებს გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ს----------------
2015 წლის 31 მარტის ტრასოლოგიური ექსპერტიზის N-------- დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილ ჩასარიცხ აპარატს აღენიშნება დაზიანებები ნაკაწრების, ნაჭდევების და დეფორმაციის სახით, ასევე გატეხილი აქვს ქაღალდის კუპიურის მიმმართველი პანელი. აღნიშნული დაზიანებები წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედებით, რაიმე მკვრივ საგანთან კონტაქტის შედეგად, როგორიც შესაძლებელია იყოს ექსპერტიზაზე წარდგენილი არმატურის ნაჭერი. დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ლ-----–----–------- რომელმაც დამატებით განმარტა, რომ გამოსაკვლევი ობიექტი არ იყო დალუქულ მდგომარეობაში, სავარაუდოდ იქიდან გამომდინარე, რომ პოლიციის განყოფილებაში ინახებოდა.
საქმეში წარმოდგენილი ტ------–------–----–---–-- ხელწერილით დასტურდება, რომ მან 2015 წლის 26 მარტს ჩაიბარა სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალი, ხოლო ქიმიური და ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები ჩატარებულია ამის შემდეგ. ამასთან, ესქპერტიც ადასტურებს, რომ გამოსაკვლევი ობიექტი დალუქული არ ყოფილა. აღნიშნული გარემოებები ბადებს ეჭვის საფუძველს, რომ შესაძლოა ექსპერტიზის დასკვნებში იმ სიზუსტით ვერ ჰპოვა ასახვა შესაბამისმა გარემოებებმა, როგორც ეს აისახებოდა ექსპერტების წინაშე ობიექტის დალუქულ მდგომარეობაში წარდგენის შემთხვევაში.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების ცალმხრივად და არასრულყოფილად ჩატარებაზე მეტყველებს ის გარემოებაც, რომ როგორც მოწმე მ------------------ განაცხადა, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე, ვ---------------–--- სამმართველოს პოლიციის განყოფილებაში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტიდან გადაგზავნილი იქნა შემთხვევის ღამეს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის კამერის ჩანაწერი, რომელზეც ასახული იყო გი----------------ს დაკავების შემდგომი დრო. ვინაიდან ვიდეო ჩანაწერი არ შეიცავდა ინფორმაციას დანაშაულის ჩადენის შესახებ, არ ჩათვალა საჭიროდ ჩანაწერის დაცვის მხარისათვის გადაცემა. მოწმის განმარტებით, შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები შეამოწმეს, თუმცა მათზე დანაშაულის ჩადენის შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდებოდა და შესაბამისად, არ მომხდარა მათი ამოღება. საქმეში წარმოდგენილ ფრესკოს გენერალური მენეჯერის წერილის თანახმად კი ვიდეოჩანაწერის გადაცემა ვერ მოხდა მხოლოდ იქიდან გამომდინარე, რომ ჩანაწერი ინახება ორი დღის განმავლობაში, ხოლო ჩანაწერის მოთხოვნის დროს გასული იყო 11 დღე, შესაბამისად, ჩანაწერი აღარ ინახებოდა მათთან.
პალატა ყურადღებას გაამახვილებს 2015 წლის 8 აპრილის ქიმიური ექსპერტიზის N143/რან დასკვნაზეც, რომლის თანახმადაც, ექსპერტიზაზე წარდგენილ ქურთუკზე რკინის (II) მეტალიზაციის კვლები არ დაფიქსირდა. დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა მ-------–---–------- და დამატებით განმარტა, რომ რკინის მეტალზე ხელის მოკიდების შემდეგ გადადის რკინის მეტალიზაციის კვალი. საგნის ხელში ჭერა წარმოადგენს მჭიდრო კავშირს. იმ მეტალის ჭერა, რომელიც წარდგენილი იყო გამოსაკვლევად, საჭიროებდა ძალისხმევას, შესაბამისად, მჭიდრო კავშირი იქნებოდა, თუკი ბრალდებულს იგი ხელში ეკავა და თუ შემდეგ ჩამოისვამდა ხელს ტანსაცმელზე, კვალი გადავიდოდა. მისივე განმარტებით, ექსპერტიზაზე წარდგენილი იყო მხოლოდ ბრალდებულის კუთვნილი ქურთუკი, ხელის ანაწმენდები არ ყოფილა.
პალატა მიიჩნევს, რომ შესაძლებელია შემთხვევის ადგილზე არსებული ვითარების პირობებში, გი----------------ს ქურთუკზე უპირობოდ მართლაც არ დარჩენილიყო მეტალის კვალი ძალაყინზე შეხების მიუხედავად. თუმცა ექსპერტიზის დასკვნას მნიშვნელობა ენიჭება იმ კუთხით, რომ აღნიშნული მტკიცებულებითაც გამოირიცხა გი----------------ს მონაწილეობა ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენაში. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ქიმიური ექსპერტიზის წინაშე წარსადგენად სრულყოფილად არ იქნა მოპოვებული საკვლევი ობიექტები. იმ პირობებში, როდესაც ბრალდების მხარის ვერსიით, გი---------------ეს ხელში ეკავა რკინის ძალაყინი, არსებითი მნიშვნელობის იქნებოდა ბრალდებულ გი----------------ს ხელიდან ანაწმენდების აღება, რაც უტყუარად დაადასტურებდა მის მიერ დანაშაულის საგანთან შემხებლობას.
ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ სააპელაციო საჩივარში ბრალდების მხარის მიერ ყურადღება არ არ ის გამახვილებილი აღნიშნულ წინააღმდეგობებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს, დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულება უნდა არსებობდეს, რომელთა საფუძველზეც შეფასდება პირის ბრალეულობა. მოცემულ საქმეზე იმ ფატის დასადასტურებლად, რომ 2015 წლის 24 მარტს, ღამის საათებში, თბილისში, ვ-–----–----–-----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, შპს „------- კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ფულადი თანხის დაუფლებას ცდილობდა გი---------------ე გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, წარმოდგენილია ორი პოლიციის თანამშრომლის ჩვენება. თუმცა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმის არსებითი განხილვისას გამოიკვეთა ურთიერთსაწინააღმდეგო გარემოებები და პალატას შეექმნა საფუძვლიანი ეჭვი გამოძიების არაობიექტურად და ცალმხრივად ჩატარების შესახებ, აღნიშნული ჩვენებები საფუძვლად ვერ დაედება პირის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს. მოცემულ შემთხვევაში საეჭვოა არაერთი ფაქტობრივი გარემოება, ყოველგვარი ეჭვი კი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
გი---------------ემ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ 2015 წლის 24 მარტს დაახლოებით ღამის 2:00 საათზე სოციალურ ქსელ „Facebook”-ის საშუალებით დაუკავშირდა მის მეგობარ მ------------–---- შეთანხმდნენ, რომ მივიდოდა მასთან და მიირთმევდნენ ალკოჰოლურ სასმელს. შემთხვევის დროს ცხოვრობდა ქ. თბილისში, ნ--–-------------------ში. სახლიდან გამოსვლის შემდეგ შეიარა მის სახლთან ახლოს მდებარე სუპერმარკეტ ფრესკოში, შეიძინა ლუდი და მივიდა ქ. თბილისში, ვ-–----–----–-----------------––-, მეგობარ მ------------–-------. სახლში იმყოფებოდა მე-----ს დედა - ნ-----–-----–-----–- ბრალდებულმა და მე-----მ მიირთვეს ალკოჰოლური სასმელი, 4:30 საათზე გი---------------ე წამოვიდა მისგან. გზად კვლავ შეიარა სუპერმარკეტ ფრესკოში, სადაც შეხვდა მეგობრებს ც-----–---–---------------–-------–----–----. 4:50 საათამდე ესაუბრა ც-----–---–------- შეიძინა ლუდი და დატოვა მაღაზიის ტერიტორია. მაღაზიიდან გამოსვლის შემდგომ აპირებდა სახლში წასვლას, თუმცა ვინაიდან მშობლებთან ჰქონდა კონფლიქტი და არ უნდოდა სახლში მისვლა, ჩამოჯდა კორპუსებს შორის მდებარე ბოძზე და სვავდა ლუდს. ვინაიდან ნასვამ მდგომარეობაში იყო და თითქმის ეძინა, დარტყმის ხმა არ გაუგია, თუმცა გაიგონა საპატრულო პოლიციის მისვლის და ნაბიჯების ხმა. ასევე დაინახა გაქცეული პიროვნება, რომელსაც პოლიციელი მისდევდა, მაგრამ ვერ დაეწია. აღნიშნულის შემდეგ მასთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები მ-----–-----–--- და ი-----–---------------, რომლებმაც დააკავეს ბრალდებულის სახით.
მოწმე ნათელა გალდავამ სასამართლოს სხდომაზე დაადასტურა ბრალდებულ გი----------------ს ჩვენება შემთხვევის ღამეს მათთან სტუმრად ყოფნის ნაწილში. ხოლო მოწმეებმა ც-----–---–----------------–-------–----–---- მიუთითეს, რომ 2015 წლის 25 მარტს ღამის საათებში სუპერმარკეტ ფრესკოში ორჯერ იმყოფებოდა გი---------------ე, რომელმაც შეიძინა ლუდი.
აღსანიშნავია, რომ გი---------------ემ გამოძიების ეტაპზე ჩვენება მისცა საქმეზე გამოძიების დაწყებიდან მეორე დღესვე 2015 წლის 25 მარტს, რა დროსაც მიუთითა, თუ რატომ აღმოჩნდა შემთხვევის ადგილას; განმარტა, რომ იმ ღამეს, სანამ პოლიციის თანამშრომლები დააკავებდნენ, იმყოფებოდა თავის მეგობართან მ------------–-------, შემდეგ კი სუპერმარკეტ ფრესკოში. აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით ბრალდების მხარეს არ განუხორციელებია არანაირი საგამოძიებო თუ სხვა სახის საპროცესო მოქმედება და გამოძიება არ აწარმოა სრულად და ყოველმხრივ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ობიექტურად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და გი----------------ს ქმედებას მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები უტყუარად ვერ ადასტურებენ გი----------------ს ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში და ვერ აკმაყოფილებენ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. ასეთ მტკიცებულებათა ერთობლიობა კი ბრალდების მხარის მიერ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ვერ იქნა წარმოდგენილი.
ამდენად, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 დეკემბრის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს ძალაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ.თბილისის ვ---------------–--- რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის ირ---–---------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2.------–---- საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. გი---------------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
4. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ გი----------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია;
5. გამართლებულ გი---------------ეს განემარტოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება;
6. ნივთიერი მტკიცებულებები:
- გი----------------ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ლურჯი ფერის ე.წ „დუტის“ ქურთუკი, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქ.------–---- მთავარი სამმართველოს ვ---------------–--- სამმართველოს მეორე განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს გი---------------ეს;
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ლითონის ნაჭერი და სწრაფი ჩარიცხვის აპარატის საღებავის ნიმუში, რომლებიც ინახება საქართველოს შსს ქ.------–---- მთავარი სამმართველოს ვ---------------–--- სამმართველოს მეორე განყოფილებაში, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, შეზღუდვების გარეშე დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
- CD-R დისკი მასზე არსებული ფოტოსურათებით, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
7. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ. მაჭავარიანი