განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.04.2019
საქმის ნომერი
010210118002138352
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
იჯარა, სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარა
თარიღი
19.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010210118002138352

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №2/ბ-876-2018 5 მარტი, 2019 წელი

ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე

მოსამართლეები ლაურა მიქავა

ნანა კალანდაძე

სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე

მომჩივანი - შპს დ-------- D-------

წარმომადგენელი - ნ--------–----ე

მოწინააღმდეგე მხარე - ნ---- ბ-------–---–ი

წარმომადგენელი - მ---------------–--ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 22 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება

1. მომჩივანის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით შპს დ-------- D--------ის წარმომადგენლის, ნ--------–----ის შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ნ---- ბ-------–---–ის წარმომადგენლის, მ---------------–--ის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდა. შპს დ-------- D--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. დარჩა უცვლელი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება. შპს დ-------- D--------ს ნ---- ბ-------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა 900 ლარის გადახდა. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. სააპელაციო სასამართლოს სხდომა დაინიშნა 2019 წლის 22 იანვარს 15 საათზე. 2.2. ამის თაობაზე აპელანტს ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, თუმცა ის სხდომაზე არ გამოცხადებულა. 2.3. 2018 წლის 18 იანვარს სასამართლოში შემოვიდა აპელანტის ერთ-ერთი წარმომადგენლის განცხადება სხდომის გადადების თაობაზე იმ მოტივით, რომ იმავე დღეს იგი მონაწილეობას იღებდა საარბიტრაჟო საქმის განხილვაში. 2.4. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი შუამდგომლობას არ დაეთანხმა და გამოუცხადებელი მხარის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა მოითხოვა. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, საქმის განხილვის გადადება დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გონივრული ვადით. 2.5.1. ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია... განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას. 2.6. პალატამ მიიჩნია, რომ საარბიტრაჟო განხილვაში მონაწილოების მიღება, ზოგადად, შეიძლება ჩათვლილიყო სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად. 2.6.1. თუმცა, პალატამ ყურადღება გაამახვილა მასზე, რომ აპელანტის ინტერესებს სააპელაციო სასამართლოში ორი წარმომადგენელი იცავდა - ნ--------–----ე, ა-------–-–--–--ე. 2.6.2. ამასთან, ა-------–-–--–--ეს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ვადა ეწურებოდა 2020 წლის 6 ნოემბერს, ხოლო ნ--------–----ეს - 2019 წლის 7 დეკემბერს. 2.6.3. ეს ნიშნავს, რომ ორივე მათგანი უფლებამოსილი იყო წარმოადგინა აპელანტი და მოინაწილეობა მიეღო საქმის განხილვაში. 2.6.4. ა-------–-–--–--ეს სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი სასამართლოსათვის არ მიუთითებია და არც შესაბამისი მტკიცებულება წარმოუდგენია. 2.6.5. სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი საარბიტრაჟო განხილვაში ნ--------–----ის მონაწილეობა ვერ გახდებოდა. 2.6.6. ამის შესაბამისად, პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მონაწილეობის მიღება აპელანტს შეეძლო. 2.6.7. პალატამ აღნიშნა ისიც, რომ სააპელაციო სასამართლოს სხდომა აპელანტის შუამდგომლობის საფუძველზე რამდენჯერმე გადაიდო. 2.6.8. ამის შესაბამისად, პალატის აზრით, სხდომის გადადების თაობაზე მორიგი შუამდგომლობა საქმის განხილვის გაჭიანურების მიზანს ემსახურებოდა. 2.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. 2.7.1. პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის 1 ნაწილით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობდა და მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე საფუძვლიანი იყო.

 

3. საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრა შპს დ-------- D--------მა: ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. 2018 წლის 18 დეკემბერს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე მომჩივანის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აღნიშნულ საქმეში კომპანიის წარმომადგენელი, ა-------–-–--–--ე აღარ იღებდა მონაწილეობას და მომჩივანის ინტერესებს დაიცავდა მხოლოდ ნ--------–----ე. 3.2. სასამართლო სხდომის ჩატარების შესახებ ინფორმაცია ა-------–-–--–--ისათვის უცნობი იყო, მას აღარ გააჩნდა მომჩივანის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება და ის პროცესზე ვერ გამოცხადდებოდა. 3.3. გარდა აღნიშნულისა, 2019 წლის 22 იანვარს დანიშნული პროცესის შესახებ მომჩივანის წარმომადგენელს მოსამართლის თანაშემწემ აცნობა ტელეფონით და მას შეატყობინა, რომ იმავე დღეს საერთაშორისო არბიტრაჟში ჰქონდა დანიშნული სხვა საქმის განხილვა. 2018 წლის 18 იანვარს მომჩივანის წარმომადგენელმა სასამართლოს გაუგზავნა შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე ზემოაღნიშნული მოტივით, რომელსაც თან ერთვოდა მომჩივანის სახელზე გაცემული რწმუნებულება და საარბიტრაჟო უწყება.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილები ძალაში დატოვების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით ნ---- ბ-------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივად. შპს დ--------ი D--------ს, ნ---- ბ-------–---–ის სასარგებლოდ, 2017 წლის 1 ნოემბრიდან, ქ. ბათუმი ჯ-----–---–ის ქ. №6ა/ ქ. ბათუმი ტ---–-----------ის ქ. №5ა-ში აშენებული კორპუსის ექსპლუატაციაში მიღების დღემდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაეკისრა 8.98 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა. სხვა ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შპს დ--------ი D--------ს, ნ---- ბ-------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟის თანხის ნაწილის 288.15 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის გადახდილი ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება. 4.2. ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა შპს დ--------ი D--------ის წარმომადგენელმა, ა-------–-–--–--ემ. 4.3. თავდაპირველად, სააპელაციო სასამართლოს სხდომა დაინიშნა 2018 წლის 30 ოქტომბერს, თუმცა აპელანტის წარმომადგენლის, ა-------–-–--–--ის შუამდგომლობის საფუძველზე იგი გადაიდო. 4.4. მომდევნო სხდომა დაინიშნა 2018 წლის 27 ნოემბერს, თუმცა ამჯერადაც აპელანტის წარმომადგენელმა, ა-------–-–--–--ემ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით სხდომის გადადების თაობაზე და ეს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. 4.5. ამის შემდეგ, სხდომა დაინიშნა 2018 წლის 18 დეკემბერს. 4.5.1. 2018 წლის 13 დეკემბერს სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა აპელანტის წარმომადგენელმა, ნ--------–----ემ, რომელმაც „სააპელაციო საჩივრის გამოხმობა“ მოითხოვა. 4.5.2. იგივე შუამდგომლობა დააყენა მან სააპელაციო სასამართლოს სხდომაზეც. 4.5.3. პალატამ წარმომადგენელს განუმარტა, რომ სააპელაციო საჩივრის გამოხმობა, თავისი პროცესუალური ბუნებით, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმას უთანაბრდებოდა და ამ საპროცესო მოქმედების განსახორციელებლად მას შესაბამისი უფლებამოსილება სჭირდებოდა. 4.5.4. იმის გამო, რომ აღნიშნული უფლებამოსილება არ გააჩნდა, სასამართლომ წარმომადგენელს არსებული ხარვეზის გამოსწორება და ახალი რწმუნებულების წარდგენა შესთავაზა. 4.5.5. აპელანტის წარმომადგენელი ამ შეთავაზებას დაეთანხმა და, ამის გამო, საქმის განხილვა სხვა დროისთვის კვლავ გადაიდო. 4.5.6. არც სხდომამდე წარმოდგენილ შუამდგომლობაში და არც სხდომის მიმდინარეობისას აპელანტის არ განუცხადებია, რომ ა-------–-–--–--ესთან ხელშეკრულება აპელანტს შეწყვეტილი ჰქონდა. 4.6. სასამართლოს მომდევნო სხდომა 2019 წლის 22 იანვარს დაინიშნა. 4.6.1. ამ დროის განმავლობაში აპელანტის წარმომადგენელს, ნ--------–----ეს რწმუნებულებაში არსებული ხარვეზი არ გამოუსწორებია. 4.7. 2019 წლის 18 იანვარს კი მან განცხადებით მომართა სასამართლოს და საქმის განხილვის კიდევ ერთხელ გადადება მოითხოვა. სამართლებრივი დასაბუთება 4.8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს იმ შემთხვევაში, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. 4.9. პალატის აზრით, 2019 წლის 22 იანვრის სხდომაზე მომჩივანის გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზით გამოწვეული არ ყოფილა. 4.9.1. პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას მასზე, რომ მომჩივანის ინტერესებს როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლოში ადვოკატი, ა-------–-–--–--ე იცავდა. 4.9.2. ა-------–-–--–--ეს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ვადა 2020 წლის 6 ნოემბერს ეწურებოდა და მისი უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე ინფორმაცია სასამართლოსათვის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის უცნობი იყო. 4.9.3. მართალია, მომჩივანმა საჩივარს ა-------–-–--–--ის სახელზე გაცემული რწმუნებულების გაუქმების შესახებ 2018 წლის 14 დეკემბრით დათარიღებული ბრძანება დაურთო, თუმცა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 99-ე მუხლის თანახმად - „მარწმუნებელს უფლება აქვს საქმის წარმოების ყველა სტადიაზე გააუქმოს თავის მიერ გაცემული მინდობილობა და შეწყვიტოს წარმომადგენლის უფლებამოსილება, რის შესახებაც იგი წერილობით აცნობებს სასამართლოსა და წარმომადგენელს. მხარის წინადადებით წარმომადგენლის უფლებამოსილების შეწყვეტა არ წარმოადგენს საქმის წარმოების შეჩერებისა თუ საქმის განხილვის გადადების საფუძველს. უფლებამოსილებაშეწყვეტილი წარმომადგენლის მიერ კანონის შესაბამისად შესრულებული ყველა საპროცესო მოქმედება ინარჩუნებს მნიშვნელობას“. 4.9.4. ეს ნიშნავს, რომ ა-------–-–--–--ისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე მომჩივანს სასამართლოსათვის წერილობით და დროულად, ე.ი. 2019 წლის 22 იანვრამდე უნდა ეცნობებინა. 4.9.5. ამის შესაბამისად, ა-------–-–--–--ისათვის უფლებამოსილების შეწყვეტა სასამართლოს სხდომაზე მომჩივანის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი არ არის. 4.10. გარდა ამისა, მომჩივანი იურიდიული პირია და მას შეეძლო სასამართლოს სხდომაზე სხვა წარმომადგენლის გამოცხადება უზრუნველეყო, მითუმეტეს, რომ 2018 წლის 18 დეკემბრის სხდომაზე მისი მიზეზით საქმის განხილვის გადადების დაუშვებლობის თაობაზე სასამართლომ იგი არაერთჯერ გააფრთხილა. 4.11. პალატის აზრით, სინამდვილეში მომჩივანის მოქმედებები საქმის განხილვის უსაფუძვლოდ გაჭიანურებისკენ არის მიმართული. 4.11.1. ამ ვითარებაში კი მის მიერ განხორციელებული და სხდომის გადადებისკენ მიმართული საპროცესო მოქმედებები მეტად კრიტიკულად უნდა შეფასდეს. 4.12. ამის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები არ არსებობს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ შპს დ-------- D--------ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ძალაში უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 22 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

გადაწყვიტა

 

1. შპს დ-------- D--------ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს ძალაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 22 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება;

3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, ასევე იმ პირებისათვის, ვინც არ ესწრება განჩინების გამოცხადებას ან განჩინების გამოცხადების თარიღი უცნობია, განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით;

4. ამ პირებმა განჩინება შეიძლება გაასაჩივრონ საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

5. იმ პირებმა, ვინც არ არის გათვალისწინებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით, ასევე პატიმრობაში მყოფმა იმ პირებმა, რომლებსაც ჰყავთ წარმომადგენელი განჩინება შეიძლება გაასაჩივრონ განჩინების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

6. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე

მოსამართლეები ლაურა მიქავა

ნანა კალანდაძე