განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330100118002698024-1ბ/569-19წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
23 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი
სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე
მსჯავრდებული: მ-------------------ი, დაბადებული 1----–-–----------- საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 2----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თ--–----------------------–----------–-, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–------–--–-----------–--------–---------------------------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი;
დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
სასჯელი: საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათი;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 თებერვლის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ------------–---–-- და ითხოვა გაუქმებული იქნეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 თებერვლის განაჩენი მ-------------------ის მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენის ნაწილში და მის ნაცვლად გამოტანილი იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი, კერძოდ მ-------------------ი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენასთან ერთად, ასევე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი;
მ-------------------ის ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
2018 წლის 16 სექტემბერს, დაახლოებით 15:30 საათზე, ქ------–--–----–--–-----------–-----------–---------------------------------------------–ი მ-------------------მა მეუღლეს ა-–---------------- მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: გაშლილი ხელი ორჯერ დაარტყა მარჯვენა მხარეს ლოყისა და ყბის არეში, ხელი მოჰკიდა მარჯვენა მკლავში და ძალის გამოყენებით მიანარცხა კედელს, რა დროსაც ა-–--- ა--------ამ თავი მიარტყა კედელს და ძირს დაეცა. რის შემდეგაც მ-------------------მა ა-–---------------- ზურგის არეში წიხლი ერთხელ დაარტყა. აღნიშნულის შემდეგ, მ-------------------მა დატოვა სახლი და ალ--------------ამ დაკეტა ბინის კარი. რამდენიმე წუთში მ-------------------ი დაბრუნდა და ა-–---------------- მოსთხოვა კარის გაღება, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა, რომ სახეს დაუსერავდა და შრამს დაუტოვებდა. ზემოაღნიშნულის შემდეგ ალ--------------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სასამართლომ დაადგინა:
მ-------------------ი უდანაშაულოა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების ნაწილში.
მ-------------------მა 2018 წლის 16 სექტემბერს, დაახლოებით 15:30 საათზე, ქ------–--–----–--–-----------–-----------–---------------------------------------------–ი მეუღლეს ა-–---------------- მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: ცემა იგი, რის შედეგად ალ--------------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
N2254689 შეტყობინებით (16.09.2018) დასტურდება, რომ 2018 წლის 16 სექტემბერს პოლიციის განყოფილებაში მიღებული იქნა შეტყობინება, რომლის თანახმად, თბილისში, ლი-–-----------–------------–------–-- მოქალაქე ა-–------------------ ქმრის მხრიდან განხორციელდა ფიზიკური ძალადობა.
მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2018 წლის 16 სექტემბერს, პოლიციას, ა-–------------------ მეუღლის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შესახებ, შეტყობინებით მიმართა ა-–---------------- მამამ ჯა-----–---------–-------–-მ. შეტყობინების საფუძველზე, დაიწყო გამოძიება ა-–---------------- მიმათ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე.
ა-–---------------- განცხადებით (16.09.2018), ირკვევა, რომ 2018 წლის 16 სექტემბერს, მან მიმართა პოლიციის განყოფილებას და ითხოვა შემაკავებელი ორდერის გაცემა, რადგან მისი მეუღლე - მ-------------------ი სისტემატიურად ძალადობდა მასზე.
N------ შემაკავებელი ორდერით (16.09.2018) ირკვევა, რომ 2018 წლის 16 სექტემბერს, ა-–------------------ მეუღლის მ-------------------ის მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე, გაიცა შემაკავებელი ორდერი, რითაც მ-------------------ს, როგორც მოძალადეს, აეკრძალა იმ სახლთან მიახლოვება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოვება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. შემაკავებელი ორდერი მოძალადე მ-------------------ს არ გაუსაჩივრებია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის N--------- დადგენილებით (09.12.2016), დამტკიცდა შემაკავებელი ორდერი მოძალადე მ-------------------ის მიმართ, მსხვერპლის ა-–---------------- მიმართ განხორციელებული ძალადობისგან დასაცავად და მ-------------------ს მათ შორის აეკრძალა იმ ადგილთან და საცხოვრებელთან მიახლოვება, სადაც ალ--------------ა იმყოფებოდა. საყურადღებოა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის N--------- დადგენილებით (13.12.2016), ირკვევა, რომ მ-------------------მა დაარღვია სასამართლოს მიერ დამტკიცებული შემაკავებელი ორდერი, რითაც მ-------------------ს აკრძალული ჰქონდა იმ ადგილთან და საცხოვრებელთან მიახლოვება, სადაც ალ--------------ა იმყოფებოდა.
მოწმე და------------–---–-ს (გამომძიებელი) ჩვენებით დასტურდება რომ 2018 წლის 16 სექტემბერს, ოჯახში ძალადობის შესახებ შეტყობინების მიღებიდან მყისიერად, იგი შეხვდა და გამოკითხა დაზარალებული ალ--------------ა. პირადად ნახა მსხვერპლის მძიმე ემოციური მდგომარეობა, რომელიც ჯერ კიდევ თან სდევდა დაზარალებულს. ა-–----------------- თავდაპირველად განაცხადა, რომ შეეძლო ჩვენების მიცემა, მაგრამ შემდეგ გახდა ცუდად, შეაწუხა თავის ტკივილმა. ა-–---------------- ასევე თვალნათლივ ემჩნეოდა სისხლნაჟღენთები ყელის არეში, რომელსაც იტკიებდა. დაზარალებულის განმარტებით, დაზიანებები მიაყენა მ-------------------მა. გამოიძახეს სასწრაფო დახმარება, რომლის ექიმს ალ--------------ამ განუმარტა, რომ თავისა და კისრის არეში დაზიანებები, მიყენებული ჰქონდა ბლაგვი საგნით. დაზარალებულის გამოკითხვა გაგრძელდა მეორე დღეს, რა დროსაც ალ--------------ამ გამომძიებელს დაუდასტურა, რომ მეუღლის მხრიდან ძალადობის გამო, იგი დაუკავშირდა მამას და სთხოვა დახმარება, რომელმაც დარეკა 112-ზე. დაუდასტურა, რომ დაზიანებები მეუღლემ - მ-------------------მა მიაყენა.
მხარეების მიერ უდავოდ ცნობილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის N--------- დასკვნით (25.12.2018), დადასტურებულია, რომ 2018 წლის 17 სექტემბერს ა-–---------------- პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები მარჯვენა მხრის შუა მესამედში, გარეთა ზედაპირზე სისხლნაჟღენთის სახით. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით, დაზიანების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს - 2018 წლის 16 სექტემბერს. ამასთან, ექსპერტის დასკვნის კვლევით ნაწილში, მითითებულია, რომ ა-–---- ა--------ა შემოწმების მომენტში უჩიოდა თავის ტკივილს. მარჯვენა მხარის შუა მესამედში, გარეთა ზედაპირზე აღენიშნებოდა მოიისფრო-მოლურჯო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით 6X4 სმ. ასევე, იმ მოტივით, რომ არ აქვს დაზიანებები, დაზარალებულმა ტანსაცმლის გახდაზე უარი განაცხადა. ალ--------------ამ, პირადი შემოწმებისას განუმარტა ექსპერტს, რომ 2016 წლის 16 სექტემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ხელი დაარტყა სახის მიდამოში, ასევე ორივე ზემო კიდურზე მოუჭირა ხელი.
მსჯავრდებულმა მ-------------------მა განმარტა, რომ ა-–----------------თვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია, მათ შორის ადგილი ჰქოდა მხოლოდ ხმამაღალ საუბარს. ა-–---- ხშირად ეჩხუბებოდა, როდესაც მას ფულს სთხოვდა სიგარეტისთვის, ან როცა თავად იყო ნასვამი, რა დროსაც იგი ყოველთვის ცდილობდა გარიდებოდა. შემთხვევის დღეს, ა-–----ს სთხოვა ფული ლუდის საყიდლად, რაზეც ალ-------ბრაზდა და რადგან გაბრაზებულს ხმამაღლა საუბარი სჩვევია, შერცხვა და გაერიდა. როდესაც სახლში დაბრუნდა, მეუღლე ისევ აღელვებული დახვდა, რის გამოც ახლოს არ მიჰკარებია. კარზე დააკაკუნა, თუმცა ვინაიდან კარი არ გაუღო, ეზოში დაიძინა შვილის ავტომანქანაში. მას არ სურდა, რომ მეზობლები შეეწუხებინა მათი ოჯახიდან გამავალი ხმაურით და არ სურდა შვილები შერცხვენილი ყოფილიყვნენ. მოგვიანებით შვილმა უთხრა, რომ სახლში უნდა მისულიყო, სადაც პოლიციელები დახვდნენ. მათ უთხრეს, რომ მეუღლეზე ფიზიკური შეურაცხყოფის გამო დააკავეს. მისივე განმარტებით, სიმამრთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, ერთმანეთს ყოველთვის ეხმარებოდნენ და გვერდში ედგნენ, რაიმე პრობლემა არ ჰქონიათ.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
ა-–---------------- განცხადება (16.09.2018), რომლითაც 2018 წლის 16 სექტემბერს, მოქალაქე ალ--------------ამ მიმართა პოლიციის განყოფილებას და ითხოვა შემაკავებელი ორდერის გაცემა, რადგან მისი მეუღლე მ-------------------ი სისტემატიურად ძალადობდა მასზე.
N------ შემაკავებელი ორდერი (16.09.2018), რომლითაც 2018 წლის 16 სექტემბერს, ა-–------------------ მეუღლის მ-------------------ის მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე, გაიცა შემაკავებელი ორდერი, რითაც მ-------------------ს, როგორც მოძალადეს, აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის N--------- დადგენილება (09.12.2016), რითაც დამტკიცდა წარსულში ა-–---------------- მ-------------------ისგან დასაცავად გაცემული შემაკავებელი ორდერი, რომელიც, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის N--------- დადგენილებით (13.12.2016), დადასტურებულია, რომ მ-------------------მა დაარღვია.
მოწმე და------------–---–-ს (გამომძიებელი) ჩვენება, რომლის თანახმად, 2018 წლის 16 სექტემბერს, შემთხვევიდან მალევე, იგი შეხვდა და გამოკითხა დაზარალებული ა-–---- ა--------ა, რომელსაც თან სდევდა მძიმე ემოციური ფონი. ალ--------------ამ თავდაპირველად განაცხადა, რომ შეეძლო ჩვენების მიცემა, მაგრამ შემდეგ გახდა ცუდად და ვეღარ შეძლო საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა. ა-–---------------- განმარტებით, მეუღლე მ-------------------მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და ემუქრებოდა, რომ სახლში მისვლისას უარეს დღეში ჩააგდებდა. დაზარალებულის გამოკითხვა გაგრძელდა მეორე დღეს, რა დროსაც ალ--------------ამ დაადასტურა, რომ მეუღლის მიერ მასზე ძალადობის გამო, იგი დაუკავშირდა მამას და სთხოვა დახმარება.
დაზარალებულმა ალ--------------ამ (ბრალდებულის მეუღლე), გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოში არ მისცა ბრალდებულის მამხილებელი ჩვენება.
მსჯავრდებულმა მ-------------------მა განმარტა, რომ 2018 წლის 16 სექტემბერს, მეუღლეს არ დამუქრებია, მათ შორის ადგილი ჰქოდა მხოლოდ ხმამაღალ საუბარს.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. მუქარის ნაწილში გასაჩივრებულ განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის მ-------------------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განაჩენის დადგენისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით.
საქართველოს კონსტიტუციის მ----------–------- პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასარგებლოდ.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტია სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს პირის ბრალეულობას.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY განმარტა შემდეგი: წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში №1/1/548 ,,საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ‘‘ განმარტა, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე, ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ასევე, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება.
პალატა აღნიშნავს, იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებული და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ჯერ ფაქტის არსებობა და შემდეგ - ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება ქმედების სამართლებრივი შეფასება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. პალატა აღნიშნავს, რომ ამ დანაშაულისგან დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობა, უსაფრთხო გარემო და ცხოვრების წესის თავისუფლება. ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, ა) პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან ბ) არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან გ) ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს გ) პირის ფსიქიკური ტანჯვას ან/და დ) პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს და ე) აიძულებს დაზარალებულს მნიშვნელოვნად შეიცვალოს ცხოვრების წესი ან უქმნის ასეთი ცვლილების რეალურ საჭიროებას. ამ დანაშაულის სუბიექტი შეიძლება მოქმედებდეს როგორც პირადად, ასევე მესამე პირის მეშვეობით. ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტურ მხრივ ეს დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლით განსაზღვრულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რაც განმარტებულია, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე,118-ე, 120-ე, 125-ე, 126-ე, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−151-ე, 160-ე, 171-ე, 253-ე,255-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრი ასევე არის - მეუღლე.
საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. იგივე შინაარსს შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილი და 33-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რომელთა თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.
აღსანიშნავია, ასევე, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთის პროკურორის მოვალეობად გამოცხადება, ისევე, როგორც ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტა, არის არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით აღიარებული დებულება, არამედ - ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით აღიარებული პრინციპი, რომელსაც განუხრელად იცავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო (იხ. გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).
განსახილველ შემთხვევასთან დაკავშირებით რელევანტური სამართლებრივი ნორმების მოყვანის შემდეგ უნდა მოხდეს მათი მისადაგება იმ მტკიცებულებებთან, რომლებიც პროკურორმა წარმოადგინა მ-------------------ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების დასადასტურებლად.
პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე უტყუარად ვერ იქნა დადგენილი ის ფაქტი, რომ 2018 წლის 16 სექტემბერს, მ-------------------ი დაემუქრა მეუღლეს მოთხოვა დაკეტილი კარის გაღება, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა, რომ სახეს დაუსერავდა და შრამს დაუტოვებდა, ხოლო ზემოაღნიშნულის შემდეგ კი ა-–---------------- გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. კონკრეტულ შემთხვევაში მ-------------------ის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტისას აუცილებელი იყო ბრალდების მხარეს სასამართლოში წარმოედგინა ურთიერთ შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც პირველ რიგში დაადასტურებდა ფაქტს, რომ მ-------------------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება რომლითაც დადასტურებული იქნებოდა მუქარის ფაქტის არსებობა.
პალატა განმარტავს, რომ მუქარა წარმოადგენს ვერბალური ფორმით გამოხატულ დანაშაულს და დაზარალებულის ან/და ფაქტის შემსწრე პირთა ჩვენებების და სხვა პირდაპირი მტკიცებულებების გარეშე ამ დანაშაულებრივი ფაქტის დადგენის შესაძლებლობა სასამართლოს არ გააჩნია. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის პოზიციას მ-------------------ის ბრალეულობის შესახებ ამგვარი მტკიცებულებები არ ამყარებს, რადგან სხდომაზე არ გამოკვლეულა რაიმე სახის მტკიცებულება, რაც პირდაპირ დაადასტურებდა აღნიშნული ქმედებების ბრალდებულის მიერ განხორციელებას, ინციდენტის დროს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა დაზარალებული ა-–---- ა--------ა და მსჯავრდებული მ-------------------ი. აქედან, დაზარალებულმა ალ--------------ამ სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა, ხოლო მსჯავრდებულმა მ-------------------მა განმარტა, რომ იგი მეუღლეს არ დამუქრებია. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლი, თავისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს სპეციფიურ მუხლს და ქმედების სამართლებრივი შეფასებისათვის, სხვა გარემოებებთან ერთად, უმნიშვნელოვანესია დაზარალებულების ფსიქო-ემოციური მდგომარეობა არსებული, ან მოსალოდნელი საფრთხის რეალურ აღქმასთან დაკავშირებით.
სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, მხოლოდ ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, როგორიც არის დაზარალებულსა და მსჯავრდებულს შორის არსებული კონფლიქტური ურთიერთობა და დაზარალებულის, ბრალად წარდგენილი ქმედების შემდგომი ქცევა, დაადგინოს დაზარალებულზე განხორციელებული მუქარის ფაქტი და მით უფრო შეაფასოს მსჯავრდებულის ქმედების შედეგად დაზარალებულში აღძრული შიშის რეალურობა, თუკი დაზარალებული თავად არ დაადასტურებს იმ განცდას, რასაც მასში შიშისმომგვრელი გრძნობები შეეძლო აღეძრა. ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ მუქარის დროს ადამიანზე ხდება არა ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური ძალადობა, რომლის შედეგების თვალნათელი დადასტურება, ისეთი მტკიცებულებით, როგორიც შეიძლება იყოს მაგალითად ექსპერტის დასკვნა, შეუძლებელია, ვინაიდან ფსიქიკური ძალადობა, როგორც წესი, ფიზიკურ კვალს არ ტოვებს, თუმცა ზიანდება ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობა, რაც ფიზიკურზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. ამ შემთხვევაში შეიძლება ძალიან დაბალი ფასი ჰქონდეს როგორც ფაქტის თვითმხილველი, ასევე დაზარალებულის დანაშაულის შემდგომი მდგომარეობის გადმომცემი მოწმეების ჩვენებებსაც კი, ვინაიდან ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის გადამწყვეტია არა მარტო მუქარის ფაქტის დადგენა (რაც ასევე ვერ მოხერხდა კონკრეტულ შემთხვევაში), არამედ მსხვერპლის მიერ რეალობის სწორედ მისეული აღქმა. ამდენად, მუქარის დროს, დაზარალებულის ჩვენება არის სწორედ ის გადამწყვეტი მტკიცებულება, რომლის საპირწონე სამხილის მოძიება, თითქმის შეუძლებელია.
პალატა განმარტავს, რომ შესაძლო დანაშაულის არსებობის შემთხვევაშიც, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია პირის დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან, არა უბრალოდ მხოლოდ მტკიცებულებათა ,,ფორმალური ერთობლიობა’’, არამედ საკმარისი, დამაჯერებელი, სარწმუნო, ურთიერთ შეთანხმებული და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობაა აუცილებელი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
პალატა უთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეზე მიუთითა, რომ მნიშვნელოვანია ეროვნულმა სასამართლომ სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები და მსჯავრდებისას დაუსაბუთებლად არ დაეყრდნონ იმ მტკიცებულებებს, რომლის კანონიერებასა და სანდოობასაც დაცვის მხარე ეჭვქვეშ აყენებდა. ევროსასამართლო უთითებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში დაირღვევა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სამართლიანი სასამართლო განხილვის სტანდარტები (განაცხადები No 12315/04 და 17605/04, 2010 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება, პუნქტები: 57-72).
შესაბამისად, პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლივი შეფასებით, მსჯავრდებულ მ-------------------ის მხრიდან გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, უტყუარად არ დასტურდება (ვერც ირიბი და ვერც პირდაპირი), ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მ-------------------ი 2018 წლის 16 სექტემბერს ა-–---------------- დაემუქრა, რომ სახეს დაუსერავდა და შრამს დაუტოვებდა და ზემოაღნიშნულის შემდეგ ა-–---------------- გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს მინიმუმ ორი მტკიცებულების არსებობას, რომლებიც ობიექტურ, ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებს მსჯავრდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს მსჯავრდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენაში. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონით დადგენილ, ზემოაღნიშნულ სტანდარტს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში;
პალატამ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით დადასტურებულად მიიჩნია, მ-------------------ის მიმართ ბრალად შერაცხული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
პალატა მიუთითებს, რომ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ შემდეგ ალტერნატიულ ქმედებებში, როგორიცაა ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება; მართლსაწინააღმდეგო შედეგში იგულისხმება ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი); ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
რაც შეეხება კონკრეტული მსჯავრდებულის მიერ, ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის ფაქტს, აღნიშნული უნდა გაირკვეს ინდივიდუალურად საქმის მასალებზე დაყრდნობით.
დაზარალებულ ა-–---------------- 2018 წლის 16 სექტემბრით დათარიღებული განცხადების საფუძველზეც გაიცა შემაკავებელი ორდერი, მეუღლის ძალადობისგან დასაცავად, მისივე სურვილით ჩაუტარდა ექსპერტიზა ძალადობის კვალის დასაფიქსირებლად, მისი გულახდილი საუბარი გამომძიებელთან და ექსპერტთან, მის სხეულზე არსებულ ძალადობის კვალის წარმომავლობასთან დაკავშირებით, ხაზგასმით მიუთითებს გამოძიების საწყის ეტაპზე ა-–---- ა--------ას მტკიცე სურვილზე ეთანამშრომლა და დახმარებოდა გამოძიებას, თუმცა ვითარება შეიცვალა საქმის სასამართლოში განხილვის დროს და დაზარალებულმა ალ--------------ამ (ბრალდებულის მეუღლე) გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცა ბრალდებულ მ-------------------ის მამხილებელი ჩვენება. მართალია დაზარალებულმა ალ--------------ამ გამოიყენა პროცესუალური უფლება და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის მეუღლის მ-------------------ის წინააღმდეგ, თუმცა ა-–------------------ განხორციელებული ძალადობის შესაფასებლად, პალატა ეყრდნობა როგორც ობიექტურ, ასევე სუბიექტურ კრიტერიუმებს. კერძოდ, ობიექტური კრიტერიუმის შეფასებისას,მხედველობაშია მისაღები დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანებები, რაც უტყუარად არის დადასტურებული, როგორც მოწმე დ----- ქ-----–---–ის (გამომძიებელი) ჩვენებით, რომელმაც თვალნათლივ ნახა მსხვერპლის სხეულზე ძალადობის კვალი, ასევე მოგვიანებით ჩატარებული ექსპერტის დასკვნით.
რაც შეეხება სუბიექტურ კრიტერიუმებს, პალატამ ყურადღება გაამახვილა მოწმე დ----- ქ-----–---–ის (გამომძიებელი) ჩვენებაზე, რომელმაც აღნიშნა, რომ დაზარალებული ალ--------------ა საგამოძიებო ორგანოში დაიკითხა დანაშაულის ჩადენიდან მალევე, თუმცა ვერ შეძლო ჩვენების გაგრძელება, რადგან ეს უკანასკნელი უჩიოდა თავის ტკივილს და დასჭირდა სასწრაფო სამედიცინო დახმარება. ასევე, სამედიცინო ექსპერტის დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ სსიპ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათი N-----დან ირკვევა, რომ ა-–---------------- სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს 16.09.2018 წლის 20:58 საათზე, იგი უჩიოდა ტკივილს, სხეულის სხვადასხვა არეში. დაესვა დიაგნოზი: ზედაპირული ტრავმები, რომლებიც მოიცავს სხეულის სხვადასხვა მიდამოს. პალატა, ასევე ითვალისწინებს ექსპერტის დასკვნას, რომლის კვლევით ნაწილში ასევე მითითებულია, რომ ალ--------------ა შემოწმების მომენტში (17.09.2018) უჩიოდა თავის ტკივილს, ასევე, სხეულზე (მარჯვენა მხრის შუა მესამედში, გარეთა ზედაპირზე სისხლნაჟღენთის სახით) ეტყობოდა ძალადობის კვალი, რაც ექსპერტის დასკვნით განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად, რაც სასამართლოს გადმოსახედიდან, ცალსახად გამოიწვევდა მსხვერპლში ტკივილს.
ყურადსაღები და მხევდელობაში მისაღებია მსხვერპლის საქციელი დანაშაულის ჩადენის შემდეგ, რომელიც იყო მოტივირებული, რათა ხელი შეეწყო ობიექტური გამოძიებისთვის თავად მიმართა პოლიციას განცხადებით, მოითხოვა მეუღლისგან ძალადობის აღსაკვეთად შემაკავებელი ორდერის გაცემა; ასევე ჩაიტარა ექსპერტიზა და გულახდილად საუბრობდა, როგორც გამომძიებელთან, ასევე ექსპერტთან მის სხეულზე არსებული ძალადობის კვალის წარმომავლობაზე, რაც სრულიად განსხვავდება მისი შემდგომი საქციელისგან, როდესაც არ მისცა ჩვენება სასამართლოს.
პალატას მიაჩნია, რომ ა-–---------------- ქმედებები ნამდვილად ჰგავს ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა კლასიკურ ქცევას, რომლებიც ძალადობის შემდგომ მუდმივ შიშსა და დაძაბულობაში განაგრძობენ ცხოვრებას. ამასთან, მეტად საყურადღებოა ის გარემოება, რომ ა-–---------------- შიში, არის არა ვირტუალური და გამოგონილი, არამედ სავსებით რეალური, ვინაიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის N--------- დადგენილებით (09.12.2016), დამტკიცდა შემაკავებელი ორდერი მოძალადე მ---------------------ს მიმართ, რომელიც წარსულშიც ძალადობდა მეუღლეზე, რაც არ გახდა შემაკავებელი ღონისძიება მეუღლისგან ძალადობის აღსაკვეთად, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის N--------- დადგენილებით (13.12.2016), ირკვევა, რომ მ-------------------მა დაარღვია სასამართლოს მიერ დამტკიცებული შემაკავებელი ორდერი. შესაბამისად, ა-–---------------- აღქმით, ცხადი იყო, რომ პოლიციის მიერ გაცემული შემაკავებელი ორდერი არ აღმოჩნდა ის ღონისძიება, რაც სათანადოდ დაიცავდა მას საშიშროებისგან. ამდენად, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის მსჯელობას და ფაქტად იღებს იმ გარემოებას, რომ დაზარალებული, რომელიც არის ძალადობის მსხვერპლი, უკიდურესად შეშინებულია და მოძალადისგან მომავალი საფრთხის განეირტალებას (თვითგადარჩენას), მის მიმართ ლმობიერი პოზიციის დაკავებაში ხედავს. რამაც განაპირობა სწორედ მსხვერპლის პირვანდელი მტკიცე ნების - ხელი შეეწყო მართლმსაჯულების განხორციელებისთვის, რადიკალურად შეცვლა და სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარის თქმა.
პალატამ ასევე შეაფასა ჯ------–---------–-------–-- მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაციით, მოწმემ ისე დარეკა 112-ზე, რომ არაფერი იცოდა იმის თაობაზე, რომ სწორედ იმ წუთებში, ა-–------------------ ქმრის მხრიდან ხორციელდებოდა ძალადობა. 2018 წლის 16 სექტემბერს, 21:20 საათზე, სამართლადამცავების მიერ, დადგინდა, რომ მ-------------------მა, ა-–---------------- მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და მოძალადე - მ-------------------ისგან, ძალადობის მსხვერპლის - ა-–---------------- დასაცავად გაიცა შემაკავებელი ორდერი. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ მოწმე ჯა-----–---------–-------–-მ, იცრუა სასამართლოს წინაშე, როდესაც განაცხადა, რომ 2018 წლის 16 სექტემბერს, მისთვის ქალიშვილს შველა არ უთხოვია, მან არაფერი იცოდა იმ წუთებში ქალიშვილის ოჯახში არსებული კონფლიქტის შესახებ და 112-ზე მხოლოდ იმიტომ დარეკა, რომ სიმთვრალეში სიძეზე წარსულში არსებული წყენა გაახსენდა.
ასევე არადამაჯერებელია მოწმე ჯ------–---------–-------–-- განმარტებები გამოძიებაში გამოკითხვის დროს მის მიმართ შესაძლო პროცესუალური დარღვევების თაობაზე, რომელიც თავის მხრივ ურთიერთსაწინააღმდეგოა. კერძოდ: ერთი მხრივ მოწმემ განაცხადა, თითქოს დაუმალა გამომძიებელს, რომ თარჯიმანი ესაჭიროებოდა, რადგან შინ ეჩქარებოდა; ხოლო მეორე მხრივ, დაადასტურა, რომ უთხრა გამომძიებელს, რომ საუბრობდა ქართულად, თუმცა არ იცოდა წერა-კითხვა, რის გამოც მოიწვიეს გარეშე პირი, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, მისთვის გაუგებარი დიალექტით საუბრობდა.
სასამართლოში დაიკითხა გამომძიებელი დ----- ქ-----–---–ი, რომლის სანდოობაში გონივრული ეჭვის შეტანის საფუძველი, მტკიცებულებების გამოკვლევით არ დადგენილა. მან დაადასტურა, რომ ა-–---- ა--------ას მამის (--------–----------–--------–-- გამოკითხვისას გამოძახებული იქნა აზერბაიჯანული ენის თარჯიმანი, თუმცა გამოსაკითხი პირის განმარტებით, მან აზერბაიჯანულზე უკეთ იცოდა ქართული ენა, რადგან დაბადებული და გაზრდილია ქ.თელავში, თუმცა უჭირდა წერა-კითხვა, რისი გათვალისწინებითაც გამოძახებული თარჯიმანი ჩაერთო საქმეში, როგორც გარეშე პირი, რომელმაც ქართულად წაუკითხა მოწმეს გამოკითხვის ოქმი, რასაც იგი დაეთანხმა და მოაწერა ხელი. ჯ------–---------–-------–-- გამოკითხვისას არ უხსენებია, რომ 2018 წლის 16 სექტემბერს იგი იყო მთვრალი და იცრუა 112-ში შეტყობინების გაკეთებისას, რადგან ასეთ ფაქტზე აუცილებლად დაიწყებოდა გამოძიება. ჯა-----–---------–-------–- სასამართლოში ჩვენების მიცემისას, მოსამართლის და მხარეების მიერ ქართულ ენაზე დასმულ ყველა შეკითხვაზე, პასუხობდა ადეკვატურად. იგი აცნობიერებდა სამართალწარმოების ენაზე დასმული ყველა შეკითხვის შინაარსს. მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ სხდომაში მონაწილეობას იღებდა აზერბაიჯანული ენის თარჯიმანი, მოსამართლის არაერთი მოწოდებისა, მოწმეს ესაუბრა მისთვის გასაგებ/სასურველ ენაზე, ჯა-----–---------–-------–- განაგრძობდა ქართულ ენაზე ჩვენების მიცემას/კითხვებზე პასუხის გაცემას. ჯ------–---------–-------–-- მცდელობა დაერწმუნებინა სასამართლო, თითქოს 2018 წლის 16 სექტემბერს იყო მთვრალი და ცრუ შეტყობინებით დარეკა 112-ში, ხოლო ამ ფაქტიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ, 2018 წლის 24 ოქტომბერს, ხელი მოაწერა ჩვენებას, რომლის შინაარსი არ ესმოდა, ყოველგვარ ობიექტურ საფუძველსაა მოკლებული.
მსჯავრდებულმა მ-------------------მა განმარტა, რომ - ა-–----------------თვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია, ადგილი ჰქოდა მხოლოდ ხმამაღალ საუბარს. შემთხვევის დღეს, ა-–----ს სთხოვა ფული ლუდის საყიდლად, რაზეც ალ-------ბრაზდა და რადგან გაბრაზებულს ხმამაღლა საუბარი სჩვევია, შერცხვა და გაერიდა. როდესაც სახლში დაბრუნდა, მეუღლე ისევ აღელვებული დახვდა, რის გამოც ახლოს არ მიჰკარებია. კარზე დააკაკუნა, თუმცა ვინაიდან კარი არ გაუღო, ეზოში დაიძინა შვილის ავტომანქანაში. მას არ სურდა, რომ მეზობლები შეეწუხებინა მათი ოჯახიდან გამავალი ხმაურით და არ სურდა შვილები შერცხვენილი ყოფილიყვნენ. მოგვიანებით შვილმა უთხრა, რომ სახლში უნდა მისულიყო, სადაც პოლიციელები დახვდნენ. მათ უთხრეს, რომ მეუღლეზე ფიზიკური შეურაცხყოფის გამო დააკავეს. მსჯავრდებულის განმარტებით, სიმამრთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, ერთმანეთს ყოველთვის ეხმარებოდნენ და გვერდში ედგნენ, რაიმე პრობლემა არ ჰქონიათ.
მსჯავრდებულ მ---------------------ს ჩვენების შეფასებისას, გასათვალისწინებელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტება, რომლის თანახმად საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად, აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის1-ლი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.)
ამდენად, პალატამ შეაფასა რა მსჯავრდებულ მ-------------------ის ჩვენება და არ იზიარებს მას ვინაიდან მსჯავრდებულის ჩვენება აშკარა წინააღმდეგობაშია სასამართლოში გამოკვლეულ არაერთ უტყუარ მტკიცებულებასთან - სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის N--------- დასკვნასთან, N------ შემაკავებელ ორდერთან (16.09.2018), თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის N--------- დადგენილებასთან (09.12.2016), N2254689 შეტყობინებასთან, ა-–---------------- განცხადებასთან (16.09.2018) და შეიცავს სასამართლოს მიერ ცალსახად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საწინააღმდეგო ინფორმაციას, რაც ერთად აღებული უკარგავს მის ჩვენებას სანდოობას.
ამასთან, პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არც თავად მსჯავრდებულმა უარყო მეუღლესთან, ა-–----------------თან კონფლიქტური ურთიერთობა, ვინაიდან მისივე მტკიცებით, იგი ერიდებოდა მეზობლების შეწუხებას მათი ოჯახიდან გამავალი ხმაურით, რაც მისი ჩვენების სულისკვეთებიდან გამომდინარე (კონფლიქტის მიზეზი შეიძლება გამხდარიყო სიგარეტისთვის მეუღლისთვის ფულის თხოვნა, სასმელის მიღება და სხვა), არაიშვიათ ხასიათს ატარებდა.
პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა მ-------------------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, შესაბამისად სახეზეა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;
ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ მ-------------------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი) დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
მ-------------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ მსჯავრდებული შეურიგდა დაზარალებულს.
მ-------------------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დისკრიმინაციის ნიშნით დანაშაულის ჩადენა;
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას უფრო მკაცრის სასჯელის განსაზღვრის თაობაზე და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სამართლიანია.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელი დანიშნა სწორედ ზემოთ აღნიშნული სანქციის ფარგლებში.
სააპელაციო სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული ბრალდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. ამასთან პალატას მიაჩნია, რომ დამამძიმებელი გარემოებების არარსებობისას სასჯელის მკაცრი ზომა, ვერ იქნება სამართლიანი და ადეკვატური.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (არ გააჩნია) და დამამძიმებელი გარემოებები (დისკრიმინაციის ნიშნით დანაშაულის ჩადენა) დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელებისას მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და ისე განუსაზღვრა სასჯელი, რაც პალატის აზრით სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას.
პალატა განმარტავს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას არა სასჯელის სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარი ის კი არ არის დამნაშავე მკაცრად დაისაჯოს, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს იმას, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი. ამდენად პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს სასჯელის დანიშვნის ნაწილში და მიაჩნია, რომ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა უსაფუძვლო და არაადეკვატურია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 თებერვლის განაჩენი მ-------------------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ----- ქ-----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
3.მ-------------------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
4.მ-------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ვადით.
5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2018 წლის 16 სექტემბრიდან, 2018 წლის 17 დეკემბრის ჩათვლით) მ-------------------ს, დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს მოხდილად.
6. განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოცხადებისთანავე.
7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი