განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002456984
საქმე №1ბ/11-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: მარინა ხოლოაშვილმა
სოფიკო კაპანაძის, ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ა-–--–--------ს
მსჯავრდებულის: გ----------------–---–ის
ადვოკატის: მ------–------–-–---–ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა-–--–--------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) მსჯავრდებულ გ----------------–---–ის, დაბადებულის 1----–-–------------–-, საქართველოს მოქალაქის (პ--------------------), ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ. თბილისი, ზ-------------–---–----------------------–-- მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ‘‘ პუნქტით; საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘ პუნქტით და სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘, ,,ბ“ და ,,გ“ პუნქტებით;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ----------------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრუწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ;
ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არსრულწლოვნის მიმართ.
მანვე ჩაიდინა, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არსრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრისა და ორი ან მეტი პირის მიმართ.
აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
1996 წლიდან გ----------------–---–ი და ნ----------–----------- იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. მათ ჰყავთ ორი საერთო შვილი - 1996 წელს დაბადებული ნ-------------–---–- და 1999 წელს დაბადებული ზ---------------–---–-- ოჯახური თანაცხოვრების პერიოდში გ----------------–---–ი ნ----------–-----------ს სისტემატურად აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას.
კერძოდ, 2016 წლის დასაწყისში, ოჯახში წარმოშობილი კონფლიქტის დროს საცხოვრებელ ბინაში, მდებარე თბილისი, გ-------------–----------------------–ი, გ----------------–---–მა არასრულწლოვან ზ---------------–---–ის თანდასწრებით იძალადა მეუღლის მიმართ, მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა - ფეხი ჩაარტყა მუცლის არეში, რის შედეგად ნ----------–-----------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის იანვრის თვის დასაწყისში, მორიგი ოჯახური კონფლიქტის დროს, საცხოვრებელ ბინაში, გ----------------–---–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს ნ----------–-----------ს და გაშლილი ხელი დაარტყა სახეში, ასევე ფეხი მიარტყა ფეხზე, რა დროსაც ნ----------–----------იამ განიცადა ფიზიკური ტკივილი. იმავე დღეს გ----------------–---–მა ნ----------–-----------ს კვლავ დაარტყა თავზე ხელი და სცადა ფეხის დარტყმაც, თუმცა მათ შორის ჩადგა ნ-------------–---–-, რის გამოც გ----------------–---–ის მოქნეული ფეხი მოხვდა ტანსაცმლის კარადის კარს.
2018 წლის თებერვლის დასაწყისში, ოჯახში წარმოშობილი კონფლიქტის დროს, საცხოვრებელ ბინაში გ----------------–---–მა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლე ნ----------–-----------ს. კერძოდ, ცოცხის პლასტმასის ტარი ჩაარტყა თავში, რის შემდეგ მანვე მკლავში მოკიდა ხელი და ძალის გამოყენებით გაათრია მოშორებით, რის გამოც ნ----------–-----------ს მკლავი დაულურჯდა და დაეტყო ნათითურები.
2018 წლის 26 თებერვალს, საცხოვრებელ ბინაში, დილის საათებში, როცა ნ----------–----------- და ნ-------------–---–- საუზმობდნენ, ოთახში შესვლისას გ----------------–---–მა უმიზეზოდ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს ნ----------–-----------ს და ფეხი მიარტყა მუხლის არეში, რის შედეგად ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2017 წლის ოქტომბრის დასაწყისში, იმავე საცხოვრებელ სახლში, გ----------------–---–მა არასრულწლოვან შვილს - ზ---------------–---–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, გ----------------–---–მა მუშტისა და ფეხის მრავალჯერადი დარტყმის შედეგად მუცლისა და სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება ზ---------------–---–ს, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.
გ----------------–---–ისა და ნ----------–-----------ს თანაცხოვრების პერიოდში გ----------------–---–ი სისტემატურ შეურაცხყოფას აყენებდ,ა როგორც მეუღლეს ნ----------–-----------ს, ასევე, შვილებს - ნ--------------–---–სა და ზ----------------–---–ს, რაც იწვევდა მათ ტანჯვას. კერძოდ, გ----------------–---–ი სისტემატურად, უშვერი სიტყვებით აგინებდა მეუღლეს ნ----------–-----------ს, ანერწყვება სახეში და მოიხსენებდა ღირსების შემლახველი ეპითეტებით, რასაც ახორციელებდა არასრულწლოვანი შვილის ზ---------------–---–ის თანდასწრებით. გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო, რომ მხოლოდ ქალის ვალდებულებაა ოჯახში კერძების მომზადება და ნ----------–----------- ვერ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, შვილების - ნ---- და ზ---------------–---–ების თანდასწრებით მათ შორის იმ პერიოდშიც, როცა ზ---------------–---–ი იყო არასრულწლოვანი, გ----------------–---–ი სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას დაზარალებულ ნ----------–-----------ს, რის გამოც ის განიცდიდა ტანჯვას.
გარდა აღნიშნულისა გ-----------------–---–ი ასევე სისტემატურ შეურაცხყოფას აყენებდა შვილებს - ნ---- დ------–---–სა და ზ---------------–---–ს, როცა ზ---------------–---–ი იყო არასრულწლოვანი და აღნიშნული არ შეუწყვეტია მას შემდეგ, რაც ის სრულწლოვანი გახდა, კერძოდ, უმნიშვნელო მიზეზით ან ყოველგვარი მიზეზის გარეშე უშვერი სიტყვებით აგინებდა და ღირსების შემლახველი ეპითეტებით მოიხსენიებდა მათ.
გ----------------–---–ის მეუღლეს და შვილებს ემუქრებოდა კუთვნილი სახლიდან გაგდებით. თავშესაფრის გარეშე დარჩენის შიშით ნ----------–----------ია, ნ---- და ზ---------------–---–ები იმყოფებოდნენ მუდმივ სტრესში და განიცდიდნენ ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
გ----------------–---–ის სისტემატიურმა ფსიქოლოგიურმა ძალადობამ გამოიწვია დაზარალებულების ნ----------–-----------ს, ნ-------------–---–-სა და ზ---------------–---–ის ტანჯვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 ნოემბრის განაჩენით:
გ----------------–---–ი გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ‘‘ პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
გ----------------–---–ი გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘ პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
გ----------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘, ,,ბ“ და ,,გ“ პუნქტებით და სასჯელის სახედ დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით;
გ----------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 12 აპრილიდან;
გაუქმდა გ----------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა-–--–--------მ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს გ----------------–---–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,კ“ ქ/პუნქტით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ გ----------------–---–ის მიერ მითითებული დანაშაულების ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 ნოემბრის განაჩენი გ----------------–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77) განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას. აგრეთვე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნით (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15), უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 ნოემბრის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ არსებობს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გ----------------–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,კ“ ქ/პუნქტით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.
მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ნ----------–-----------მ განმარტა, რომ მეუღლესთან და შვილებთან ერთად ცალკე გადავიდა საცხოვრებლად გ-------------–ის ქუჩაზე. ამავე ჩვენებით, ბინის მესაკუთრე, რომელშიც ცხოვრობს მის ორ შვილთან ერთად, არის გ----------------–---–ი. გ----------------–---–ი პირველი სამი წლის შემდეგ სისტემატურად ძალადობდა, როგორც მასზე, ისე მის შვილებზე. ანერწყვებდა მათ და მოიხსენიებდა შეურაცხმყოფელი სიტყვებით. ეძახდა ,,ჩამოთრეულს“ და „სირქალას“. გ----------------–---–ს ჰქონდა პრეტენზია რომ იგი (დაზარალებული) ვერ ასწრებდა საჭმლის მომზადებას და მაღაზიიდან ძირითადად მოჰქონდა ნახევარფაბრიკატები. დაზარალებულის განმარტებით, გ----------------–---–ი უყვიროდა უმნიშვნელო ყოფით საკითხზე. გ-----------------–---–ს თხუთმეტი წლის წინ შეუყვარდა მისი მოსწავლე, მან (დაზარალებულმა) შეწყვიტა მეუღლესთან ურთიერთობა და მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთჭერქვეშ ცხოვრობდნენ მას გ-------სთან ცოლ-ქმრული ურთიერთობა აღარ ჰქონია. 2016 წლის დასაწყისში, გ----------------–---–მა არასრულწლოვანი შვილის ზ---------------–---–ის თანდასწრებით ფეხი დაარტყა მუცლის არეში. იმის გამო, რომ ჰქონდა ძლიერი ტკივილები, დახმარებისათვის მიმართა ექიმს. 2018 წლის იანვრის თვეში, ბრალდებულმა ყოფით ნიადაგზე წარმოშობილი კამათის დროს, მთელი ძალით ფეხი დაარტყა ფეხის არეში და როცა აპირებდა მეორე ოთახში გასვლას, გ-------ს მოქნეული ფეხი მის მაგივრად მოხვდა ტანსაცმლის კარადას და დაზიანდა. 2018 წლის 26 თებერვალს, ნ----სთან ერთად იჯდა ოთახში, გ------- გავიდა და უმიზეზოდ ჩაარტყა ფეხი მუხლში. 2017 წელს, დაბადების დღემდე რამდენიმე დღით ადრე, გ-------ს შვილთან მოუხდა კონფლიქტი, რის გამოც ზ----- გ-------ს აღარ ეკონტაქტებოდა. ასევე დაზარალებულმა გაიხსენა, რომ თხუთმეტი წლის წინ გ----------------–---–მა მას მდუღარე ჩაით სავსე ჭიქა ჩაარტყა თავში, რის შესახებაც მოუყვა თანამშრომელსა და ოჯახის ახლობელს ნ-----–-----–--–---–ს. გ----------------–---–ის მიერ განხორციელებულ ძალადობის ფაქტებზე, როგორც ბინის, ისე კუთვნილი მობილური ტელეფონის ნომრებიდან, 112-ის დახმარებით გამოძახებული ჰყავდა საპატრულო პოლიცია. დაზარალებულმა განმარტა, რომ გ-----------------–---–თან 22 წლიანი თანაცხოვრების მანძილზე მან განიცადა ფიზიკური ტკივილი და სულიერი ტანჯვა.
მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა ა-–-------------------–-----მა განმარტა, რომ ნ----------–-----------ს განცხადების საფუძველზე დაიწყო და აწარმოა გამოძიება. გამოძიების ფარგლებში ჩაატარა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები, ასევე ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც ნ----ბ-----–- გ-------მ დეტალურად აღუწერა და აჩვენა ადგილები, სადაც წლების განმავლობაში მის მიმართ ხორციელდებოდა ძალადობა. ამავე ექსპერტიმენტის ფარგლებში დაათვალიერა კარადა, რომელიც დაზიანდა ერთ-ერთი კონფლიქტის დროს. რაც შეეხება სამედიცინო ექსპერტიზას, ასეთი არ დაუნიშნავს იმის გამო, რომ ნ----------–-----------ს დაზიანებები არ აღენიშნებოდა.
მოწმე ნ-----–-----–--–---–ის ჩვენებით, ნ----------–-----------სთან მეგობრობს დიდი ხანია და მისი შვილი ნ----ს ვაჟიშვილის ნათლიაა. დაახლოებით თხუთმეტი წლის წინ დაურეკა ნ----ბ-----–-მ და სთხოვა დახმარების მიზნით მასთან მისულიყო, როდესაც. მივიდა ნახა რომ ცოლ-ქმარი ცალკ-ცალკე ისხდნენ. ნ----ბ-----–-ს თავზე რაღაც ედო. მანვე განმარტა, რომ მას ცხელი ჩაით მიყენებული დამწვრობა არ უნახავს.
მოწმე დ----------------ის ჩვენებით, ზ----- დ------–---–თან მეგობრობდა ბავშვობის ასაკიდან. ზ-----საგან გადმოცემით იცის, რომ მამამისთან ჰქონდა კონფლიქტი, რასაც თავად უშუალოდ არ შესწრებია.
მოწმე მ----–--–------ის ჩვენებით, არის ნ----------–-----------ს ოჯახის ექიმი. პირველად 2017 წელს გაუმხილა ნ----ბ-----–-მ, რომ ოჯახში კონფლიქტი ჰქონდა. ნ----ბ-----–- უჩიოდა უძილობას და ტკივილებს გულ-მკერდის არეში. ეუბნებოდა, რომ სამუშაოს დასრულების შემდეგ, საღამოს მეუღლე ამცირებდა, თუმცა კონრეტულ ფაქტებზე დაზარალებული მასთან არასდროს საუბრობდა. მასვე ახსოვს რომ ნ----ბ-----–-მ მასთან თავის ტკივილების გამო, სამკურნალოდ მიიყვანა ვაჟიშვილი.
მოწმე დ-----------–------იას ჩვენებით, ნ----------–----------იას იცნობს სტუდენტობიდან, რის შემდეგ კათედრაზე დატოვეს და მას შემდეგ 25 წელი ერთად მუშაობენ. როდესაც ნ----ბ-----–- უხასიათოდ მიდიოდა სამსახურში ის მიზეზად ოჯახურ კონფლიქტს ასახელებდა, თუმცა დაზარალებულზე არასდროს შეუნიშნავს დაზიანებები.
მოწმე ნ--–----–----–---–ის ჩვენებით, არის გ----------------–---–ის დეიდა. 1996 წელს იქორწინა გ-------მ ნ----------–-----------ზე და მათ შეეძინათ ორი შვილი. თანაცხოვრების პერიოდში ნ----ბ-----–- გამოირჩეოდა უხეში მოქცევით გ-------ს დედის მიმართ. ხშირად სამსახურიდან დაბრუნებულ მის დას დაზარალებული კარს არ უღებდა და ნ---- ი-–----–---–ი ელოდებოდა შვილის, - გ----------------–---–ის დაბრუნებას, რომ სახლში შესულიყო. იმისათვის, რომ გ-------ს ოჯახი არ დანგრეოდა მისმა დამ გაყიდა კუთვნილი ბინა გ----------------–---–ის სახელზე შეიძინეს ბინა გ-------------–ის ქუჩაზე, სადაც გ------- თავის ოჯახთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად. მისი და, ნ---- ი-–----–---–ი თავის ბინაში წაიყვანა საცხოვრებლად, რომ რძალთან კონტაქტი არ ჰქონდა. ზემოაღნიშნულის მიუხედავად, ნ----ბ-----–- მაინც უკმაყოფილო იყო, რადგან გ-------ს ჰქონდა დაბალი შემოსავალი და არ შეეძლო მეუღლის მითხოვნილებების სრულად დაკმაყოფილება. ამის გამო, 2018 წელს გ------- განქორწინდა ნ----ბ-----–-სთან, რამაც ეს უკანასკნელი ძალიან გააღიზიანა და პოლიციაში უჩივლა.
მოწმე გ------- ა------–---–ის ჩვენებით, არის გ----------------–---–ის მეზობელი და ისინი მეუღლეებთან ერთად მეგობრობდნენ. როცა გ-------ს უჭირდა ფინანსურად ის ყოველთვის ეხმარებოდა მის ოჯახს. გ------- იყო კარგი მამა, მეუღლე, მშვიდი გაწონასწორებული ადამიანი და მეზობლებში სარგებლობდა მაღალი რეპუტაციით. მოწმის იმავე ჩვენებით არც ერთ მეზობელს ნ----------–----------- არ უნახავს ნაცემი და როცა გაიგო გ-------ს დაკავების შესახებ, დალაპარაკება სცადა ნ----ბ-----–- გ-------სათან, რაზეც ამ უკანასკნელმა უჩივლა პოლიციაში.
სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნით დადგენილია, რომ ნ---- დ------–---–მა მამის – გ----------------–---–ის ქმედების შედეგად განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. დასკვნის ფსიქოლოგიური ნაწილის თანახმად, გამომეტყველება გამოხატავს უმწეობას, წუხილს, ნერვიულობას, დაძაბულობას, მიმიკა, ჟესტიკულაცია - საკმარისად გამომსახველი; საუბარში ერთვის ემოციურად; აქტიურად იწყებს თხრობას შექმნილ გარემოებებზე, მამასთან დაძაბულ ურთიერთობაზე და სისტემატურ კონფლიქტებზე; პერიოდულობით ცრემლიანობს, თუმცა აღნიშნული არ უშლის ხელს სრულად, არსებითად და გასაგებად გადმოსცეს მის გარშემო არსებული სიტუაცია; ვლინდება სიტუაციის შეცვლის სურვილი, რომელიც ზიანს აყენებს თვითშეფასებას და გაზრდის მის მიმართ არსებულ შთაბეჭდილებებს მნიშვნელოვან გარემომცველთა თვალში. შფოთვა და სტრესი განპირობებულია პასიურობით და ემოციურად მნიშვნელოვანი კონტაქტებიდან გასვლით; ძირითადი პრობლემა - შელახული თავმოყვარეობის აღდგენა; შფოთვის დონის მაჩვენებელი საშუალოზე დაბალი, მცირედი კლების ტენდენციით; ექსპერტიზა ნ---- დ------–---–ს ჩაუტარდა 2018 წლის 14 მარტს.
სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნით დადგენილია, რომ გ----------------–---–მა მამის – გ----------------–---–ის ქმედების შედეგად განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. დასკვნის ფსიქოლოგიური ნაწილის თანახმად, საუბრისას იცავს დისტანციასა და კორექტულობას; აზრს აყალიბებს გასაგებად; მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გასაუბრებისას პასუხები ხდება თავშეკავებული, მოკლე, კონკრეტული, თუმცა აღნიშნული ხელს არ უშლის გასაგებად აღწეროს მის ოჯახში შექმნილი გარემოება; ასევე აღნიშნავს, რომ პერიოდულად უძნელდება ყველაფერის მოთმენა და ავლენს შესაბამის რეაქციას; საჭიროებს ღრმა ემოციურ ჩართულობას; არ არსებობს შესაძლებლობა განხორციელდეს პატივისცემის და გაგების მოთხოვნილება; ვლინდება დამცირების სუბიექტური განცდა, ნდობის დაურწმუნებლობა თავისი პიროვნების მიმართ გარემომცველთა მხრიდან კეთილგანწყობილ დამოკიდებულებაში, რაც იწვევს თვითპატვისცემის დეფიციტს; მხარდაჭერის და აღიარების გარეშე ძნელია აუცილებელი გადაწყვეტილების მიღება და დამამცირებელი სიტუაციიდან გათავისუფლება; შფოთვის დონის მაჩვენებელი საშუალოზე დაბალი, სტაბილური. აღნიშნული დასკვნების სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ-------------ემ.
სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნით დადგენილია, რომ ნ----------–-----------ს ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით დგინდება, რომ ნ----------–-----------ს მიმართ, გ----------------–---–ის მხრიდან განხორციელებული მიაღწევდა ფსიქოლოგიური ტანჯვის ხარისხს. დასკვნის ფსიქოლოგიური ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის საქმის მასალებში არსებული მოწმეთა ჩვენებები არ არის ერთმანეთთან წინააღმდეგობრივ კავშირში და ძირითადად ემთხვევა ერთმანეთს, ნ----------–-----------ს მიერ კლინიკური საუბრისას გადმოცემული ინფორმაცია ძირითადად ეყრდნობა მის ირგვლივ არსებული უსიამოვნო სიტუაციის თანამიმდევრულ, ამომწურავ და ობიექტურ ანალიზს. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და აგრეთვე ნ----------–-----------ს ფსიქოლოგიური პორტრეტის გათვალისწინებით, ნ----------–-----------, გ----------------–---–ის მხრიდან განხორციელებული ქმედებები და მისგან გამოწვეული დაძაბული სიტუაცია შეიცავს სისტემატური შეურაცხყოფის და დამცირების კომპონენტებს, რაც მიაღწევდა ფსიქოლოგიური ტანჯვის ხარისხს. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ--------------მ და განმარტა, რომ მის მიერ გაცემული დასკვნა არის კატეგორიული და ზუსტად ასახავს ნ----------–----------იას ფსიქოლოგიურ პორტრეტს.
გ----------------–---–ის განმარტებით, 1996 წლიდან - 2018 წლამდე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ნ----------–-----------სთან. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ შვილები, ნ---- და ზ----- დ------–---–ები. მისივე განმარტებით, ის გვერდით ედგა მეუღლეს და ჩვილი ასაკიდან სრულად იყო ჩართული შვილების აღზრდა- განათლებაში. ისინი დაჰყავდა როგორც ბაღში, ასევე, სკოლაში, სიმღერაზე, ცეკვაზე, მუსიკაზე და სპორტზე. მუშაობდა ორ -სამ სამსახურში, ამზადებდა მოსწავლეებს მათემატიკასა და ზოგად უნარებში, რომ შეძლებისდაგვარად ერჩინა ოჯახი. გვერდში ედგა მეუღლეს სადოქტორო დისერტაციის წერისას, როგორც მორალურად ასევე მატერიალურად, რადგან ოთხმოცდაათიან წლებში მცირე ანაზღაურება ჰქონდათ პედაგოგებს და ნ----ბ-----–-ს თავისი ხელფასი ძირითადად მხოლოდ გზის ფულად ჰყოფნიდა. ოჯახის შექმნის პირველ წლებში, დედასთან ერთად ცხოვრობდა ცოლ-შვილით წერეთლის გამზირზე. რძალ - დედამთილს შორის არსებული უთანხმოების გამო, რომ არ დანგრეოდა ოჯახი, 2003 წელს, დედამ - ნ---- ი-–----–---–მა გაყიდა კუთვნილი ბინა და აღებული თანხით გ----------------–---–ს უყიდა სახლი გ-------------–ის ქუჩაზე სადაც ბრალდებული ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობდა დაკავებმადე. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ნ----ბ-----–- მაინც უკმაყოფილებას გამოხატავდა მისი დედისა და ნათესავების მიმართ. გ----------------–---–მა არ უარყო, რომ ჰქონდა კამათი ნ----------–-----------სთან იმ მიზეზით, რომ შვილებისათვის კვირაში ერთხელ მაინც მოემზადებინა ცხელი სადილი და მათ მხოლოდ ნახევარფაბრიკატებით არ ეკვებათ. მეუღლისაგან ის ისმენდა მხოლოდ ერთს - იყო დაკავებული, რაც მოჰქონდა იმით ეკვებათ, შვილების თანდასწრებით აწყობდა სკანდალს, ამცირებდა და არ ერიდებოდა უწმაწური სიტყვებით ლანძღვასაც. ნ----------–-----------ს მასთან ბოლო თხუთმეტი წლის მანძილზე არ ჰქონია ცოლ-ქმრული ურთიერთობა. ჩათვალა რომ ოჯახის შენარჩუნება იყო შეუძლებელი და იძულებული გახდა მიემართა სასამართლოსათვის განქორწინებაზე. 2018 წლის თებერვალში სასამართლომ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დააკმაყოფლა მისი სარჩელი. როცა ნ----ბ-----–-მ ჩაიბარა გადაწყვეტილება, გაბრაზდა და დაემუქრა „დავაჭერინებ შენ თავს ხომ ხედავ გამუდმებით სულ ოჯახურ ძალადობაზე საუბრობენო“, შენი ნებით წადი სახლიდან თორემ პოლიციაში დავრეკავ და ვეტყვი, რომ ჩემზე და ბავშვებზე სისტემატურად ძალადობდიო. მანვე შვილები მის წინააღმდეგ განაწყო და უთხრა: „მამათქვენი ახალ ოჯახს შექმნის და ბინას დაგვატოვინებს“-ო. რომ არ გაერთულებინა ვითარება დროებით დეიდასთან გადავიდა საცხოვრებლად. წასვლისას კარებში ნ----ბ-----–-მ მიაძახა, „როდესაც მე გითხარი მაშინ, რომ წასულიყავი სახლიდან დიდი უსიამოვნებას აიცილებდი თავიდანო“. ამავე ჩვენებით, განქორწინებიდან მცირე დროში ნ----ბ-----–-მ თავისი პირობა შეასრულა, საჩივარი შეიტანა პოლიციაში, რომ მასზე და შვილებზე 22 წლიანი თანაცხოვრების მანძილზე გ----------------–---–ი ძალადობდა, რის საფუძველზეც ის დააკავეს. გ----------------–---–მა არ ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბარლდებებში და ითხოვა გამართლება.
სააპელაციო პალატა არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდების მხარის მეირ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება გ----------------–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,კ“ ქ/პუნქტით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა. დაზარალებულ ნ----------–-----------მ განმარტა, რომ მის მიმართ გ------- დ------–---–ის მხრიდან სისტემატურად ხორციელდებოდა ძალადობა, რამაც გამოიწვია მისი ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა. მისივე განმარტებით აღნიშნული გარემოების შესახებ ცნობილი იყო როგორც მისი თანამშრომლებისათვის, ასევე მეზობლებისათვის. თუმცა მოწმის სახით დაკითხული ნ-----–-----–--–---–ის, მ----–--–------ის და დ----------–--------ს ჩვენებებით აღნიშნული გარემოებები არ იქნა დადასტურებული. მოწმე დ----------–--------მ, რომელსაც სამსახურეობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე თითქმის ყოველდღიური შეხება ჰქონდა ნ----------–-----------სთან განმარტა, რომ ნ----ბ-----–-სთვის დაზიანებები არასოდეს შეუნიშნავს. მ----–--–------ის და ნ-----–-----–--–---–ის განმარტებით კი არასოდეს შესწრებია გ----------------–---–ის მიერ ნ----------–-----------ზე განხორციელებულ ძალადობას. უფრო მეტიც, მოწმე გ------- ა------–---–მა მაღალი რეპუტაციის მქონე პირად დაახასიათა რა გ----------------–---–ი აღნიშნა, რომ ნ----------–----------- არცერთ მეზობელს არ უნახავს ნაცემი. ნ----------–-----------ს განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს გ----------------–---–ის მიერ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე, როგორც ბინის ისე კუთვნილი მობილური ტელეფონის ნომრიდან გამოძახებული ჰყავდა საპატრულო პოლიცია არ დადასტურდა სსიპ 112-ის ადმინისტრაციული სამსახურიდან მიღებული წერილით, რომლითაც ირკვევა, რომ ნ----------–-----------ს მიერ დასახელებული ნომრებიდან საპატრულო პოლიციის გამოძახებასთან დაკავშირებით შეტყობინება არ ფიქსირდება. რაც შეეხება 2017 წლის ოქტომბრის ეპიზოდს, - გ----------------–---–ის მიერ ზ---------------–---–ისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება. ზ---------------–---–ის განმარტებით გ----------------–---–მა მათ შორის პლედის გამო, მომხდარი კამათისას ფეხი ჩაარტყა მუცლის არეში, რის გამოც ექიმთანაც იყო მისული. მომხდარის გამო, ექიმ მ----–--–------ესთან ვიზიტი დაადასტურა ნ----------–-----------მ. თუმცა მ----–--–------ის განმარტებით, ზ---------------–---–ი მასთან მიყვანილ იქნა თავის ტკივილის ჩივილებით, რაზეც მანამდეც მკურნალობდა ზ---------------–---–ს. საგულისხმოა ის გარემოება, რომ ზ---------------–---–ს მუცლის ღრუს ექოსკოპია აღნიშნული ვიზტის დროს არ ჩატარებია.
ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა კანონიერი და დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ არც გამოძიების და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული უტყუარი, აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ გ----------------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრუწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არსრულწლოვნის მიმართ. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა გ----------------–---–ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ საქმეში არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა იმის თაობაზე, რომ გ----------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ‘‘ პუნქტით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 ნოემბრის განაჩენი გ----------------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა-–--–--------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 ნოემბრის განაჩენი გ----------------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
გ----------------–---–ი გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ‘‘ პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
გ------- დ------–---–ი გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘ პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
გ----------------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘, ,,ბ“ და ,,გ“ პუნქტებით და სასჯელის სახედ დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც დღეის მდგომარეობით მოხდილი აქვს;
მხედველობაში იქნას მიღებული, რომ გ----------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი