განაჩენი

სისხლის სამართლის 23.04.2019
საქმის ნომერი
330100114002406913
ინსტანცია
თარიღი
23.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330100114002406913

საქმე №1ბ/192-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

12 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თავმჯდომარე: მაია თეთრაული

მოსამართლეები: ნინო სანდოძე

გოჩა ჯეირანაშვილი

 

სხდომის მდ----ი: ანა გოცირიძე

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: თ-----------ა

 

დაცვის მხარე:

გამართლებული: (მონაწილეობის გარეშე) გ--------------–-–---–-, (პირადი ნომერი: 0----------), დაბადებული 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ. თბილისი, გ--------–------------------------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ყ---–-------------------------ში.

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით.

 

ადვოკატი: ქ---------------–---–ი

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიცია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 დეკემბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ---–--------------–---–მა და ითხოვა გამართლებული გ--------------–-–---–-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლითა და სსკ-ის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.

 

დაცვის მხარე არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ბრალდების არსი:

 

2014 წლის 29 მარტს დაახლოებით 00:15 საათზე ქ. თბილისში, საქართველოს პარლამენტის ყოფილი შენობის გვერდით მდებარე ჭ----------------- ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ზ--------–-------ეს და ბ-------------ეს, გ--------------–-–---–მა და გ-------------–---–მა დაუწყეს ჩხუბი, რა დროსაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გ--------------–-–---–მა თანნაქონი დანა ტარით დაარტყა ბ-------------ეს თავში, რითაც მიაყენა შუბლის მიდამოში მარჯვნივ ნახეთქი-დაჟეჟილი ჭრილობა, რომელიც მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით;

 

2014 წლის 29 მარტს, დაახლოებით 00:15 საათზე ქ. თბილისში, საქართველოს პარლამენტის ყოფილი შენობის გვერდით მდებარე ჭ----------------- ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ზ--------–-------ეს და ბ-------------ეს, გ--------------–-–---–მა და გ-------------–---–მა დაუწყეს ჩხუბი, რა დროსაც მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ზ--------–-------ის და ბ-------------ის დასახმარებლად მივიდა მათი მეგობარი ი-–---–-----–--, რომელსაც ნასვამმა გ--------------–-–---–მა განზრახ მოკვლის მიზნით თანნაქონი დანით მიაყენა მრავლობითი ჭრილობები სხეულის სხვადასხვა ადგილას, კერძოდ მარცხენა მუხლის სახსრის არის ნაკვეთი ჭრილობა, მუცლის წინა კედლის ნაკვეთი ჭრილობა შემავალი პერიტონიუმის ღრუში, განივი კოლინჯის, ღვიძლის კაფსულის დაზიანებით და გულმკერდის მარჯვენა ნახევრის ნაკვეთი ჭრილობა, რომლებიც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს და სახიფათოა სიცოცხლისათვის. გ--------------–-–---–მა ვერ მოიყვანა განზრახვა სისრულეში მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, რადგან ჩხუბი შეამჩნიეს პოლიციის თანამშრომლებმა და მათ მოწოდებაზე შეეწყვიტათ იგი გ--------------–-–---–- გაიქცა, ხოლო ი-–---–-----–-- სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში, სადაც დროულად გაწეული დახმარების შედეგად გადაურჩა სიკვდილს.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადგინდა გ--------------–-–---–-ს მიერ წარდგენილი ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სისხლის სამართლის საქმეში არსებული და პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:

 

დაზარალებულ ი-–---–-----–--ს ჩვენებით დადგენი-–--, რომ გ--------------–-–---–ს არ იცნობს. ბ-------------ე მისი მეგობარია. 2014 წელს 28 მარტს ნ------------–---–ი, ბ-------------ე, ს------ (ე-–----------–---–ი), მ--------------ე და ზ-------–-------ე იმყოფებოდნენ კლუბში კონცერტზე, რომელიც მდებარეობს თავისუფლების მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე. კლუბში შესვლის დროს დაცვის თანამშრომლებმა შეამოწმეს. კლუბში იმყოფებოდნენ საღამოს ცხრა საათიდან ღამის თორმეტის ნახევრამდე. შემდეგ გავიდნენ გარეთ და დაიწყეს ზ--------–-------ის და ბ-------------ის ძებნა. ბევრი მცდელობის შემდეგ, სავარაუდოდ, მობილური ტელეფონით დაუკავშირდნენ ბ----, მისი ხმის მიხედვით მიხვდნენ, რომ მოხდა ჩხუბი, მან უთხრა, რომ იმყოფებოდნენ პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნული პირები აუყვნენ პარლამენტის შენობის მარცხენა მხარეს ქუჩას, ქუჩის ბოლოს შეხვდათ ბ---, რომელსაც ნახევარი სახე ჰქონდა სისხლიანი, მან თქვა რომ სცემეს, ასევე მიუთითა, თუ რომელ მხარეს წაიყვანეს ზ-----. წავიდნენ ზ-----ს მოსაძებნად, შემოუარეს პარლამენტს და ჩამოუყვნენ ქუჩას მარჯვნივ. წინ მიდიოდა ი-–---–-----–--, შემდეგ ბ---, დანარჩენები უკან. არმისული ქუჩის ბოლომდე დახვდა ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც ხელი გაუწოდა, რაც ი-–---–-----–--მ ჩათვალა მშვიდობიან ჟესტად და ჩამოართვა ხელი. მომენტალურად დაიწყო ჩხუბი, ორი ბიჭი ურტყამდა ბ----. მან ერთი მათგანი გამოათრია და უკვე მათ შორის გაიმართა ჩხუბი. ამ პიროვნებამ ჩხუბის დროს უკან დაიხია, ხოლო მეორემ, რომელიც ბ---- ეჩხუბებოდა ზურგზე მოქაჩა და წააქცია ი-–---–-----–--. იგი ისევ წამოდგა და სავარაუდოდ იმავე პირთან გააგრძელა ჩხუბი. ჩხუბი გაგრძელდა რამდენიმე, დაახლოები 5-10 წამი, თუმცა რამდენიმე დარტყმა ერთამნეთის მიმართ განახორციელეს. ამ დროს გაიგონა ხმა და დაინახა ფორმიანი პირი, იმავდროულად იგრძნო წვა მუცლის არეში. აიწია პერანგი და ნახა რომ ნაწლავი ჰქონდა გარეთ. თავბრუ დაეხვა, ჩამოჯდა, ამის შემდეგ უკვე საავადმყოფოში აღმოჩნდა.

 

მოწმე ზ--------–-------ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ გ--------------–-–---–ს იცნობს, მომხდარი ფაქტიდან გამომდინარე. ბ-------------ე და ი-–---–-----–-- არიან მისი მეგობრები. დაახლოებით 3-4 წლის უკან იმყოფებოდნენ თავისუფლების მოედანზე, კონცერტზე, მეგობრებთან: ბ-------------ესთან, ნ------------–---–თან, ს------ ი--------ესთან, ი-–---–-----–--სთან და მ--------------ესთან ერთად. დაახლოებით თორმეტი საათისთვის გავიდა ბ----თან ერთად გარეთ, იყიდა სიგარეტი. გზად, პარლამენტთან, ჩამოდიოდა მაღალი მსუქანი ბიჭი, რომელმაც მოსთხოვა სიგარეტი, მასთან ერთად იმყოფებოდა კიდევ სამი პიროვნება, ისინი ყვიროდნენ, რაზეც მოწმემ მიმართა არ ეყვირათ. აღნიშნულს მოყვა შელაპარაკება, ამ დროს სამიდან ერთ-ერთმა ბიჭმა ხელი დაარტყა, რის შემდეგაც დაიწყო ჩხუბი, რა დროსაც ი-–---–-----–-- დაიჭრა. ჩხუბის დროს მოწმეს დაუვარდა და გაუტყდა სათვალე. ჩხუბში მონაწილე პირები სახეზე არ ახსოვს, ერთს წითელი პერანგი ეცვა, მეორეს მწვანე კაპიშონიანი ზედა და მესამეს შავი ტანსაცმელი. მწვანე კაპიშონი ვისაც ეცვა ის იქნევდა ხელს, რომელსაც ხელში დანის მაგვარი რაღაც ეჭირა, თუმცა ვერ დაადასტურებს გ--------------–-–---–- იყო თუ არა. მისი მეგობრებიდან დანა არავის არ ჰქონია. მოწმემ განმარტა, რომ ჩხუბის დროს დაინახა, რომ ი-–--ს ვიღაცა ხელს უქნევდა იმ მომენტში იყო უსათვალოდ და იყო ცუდი განათება. ვინაიდან ი-–---–-----–--ს დაჭრის ფაქტს შეესწრო უსათვალოდ, შესაბამისად, არ არის დარწმუნებული პირის ამოცნობაში.

 

მოწმე თ-------–----ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ ფაქტი მოხდა დაახლოებით სამი წლის წინ, ვინაიდან დიდი დროა გასული დეტალები არ ახსოვს. აღნიშნულ დღეს ბ--- მ------–-–---–ს და გ--------------–-–---–ს შევხვდა გ-------------–---–ის სახლში, ზიჩის ქუჩაზე, შუადღიდან საღამომდე სვამდნენ. გ-------------–---–ი ადრე წავიდა და დარჩნენ სამნი. მოგვიანებით გავიდნენ გარეთ და შეესწრნენ კამათს გ-------------–---–სა და რამდენიმე უცნობ ბიჭს შორის. გავიდნენ გვერდზე, ისაუბრეს და რამდენიმე ბიჭი წავიდა. დარჩა ერთი ბიჭი, რომელიც აბობდა, რომ ძალიან ცუდად ხედავდა, ამიტომ გ--------------–-–---–მა თქვა, რომ აღნიშნულ ბიჭს გააცილებდა მეტრომდე. ისინი ზიჩის ქუჩის გავლით წავიდნენ მეტრომდე. ამ დროს შეამჩნია, რომ სავარაუდოდ იგივე ბიჭებმა, ვინც მანამდე კამათში მონაწილეობდა ჩაიარეს მეტროს მიმართულებით. ამიტომ, მოწმეც წავიდა იგივე მიმართულებით, რომ რაიმე ცუდი არ მომხდარიყო. პარლამენტის გვერდით, პირველ სკოლასთან დახვდა გ--------------–-–---–- და ის ბიჭი, რომელსაც აცილებდა. აქ, იმ ბიჭებსა და მათ შორის მოხდა ჩხუბი. ჩხუბის შედეგად იგი ზურგის მხრიდან, ფილტვის არეში დაიჭრა, თუმცა არ იცის თუ ვინ დაჭრა, ვინმეს ხელში რაიმე ბასრი საგანი არ დაუნახავს.

 

მოწმე ბ--- მ------–-–---–ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ არის გ--------------–-–---–-ს მეგობარი. 2014 წლის 29 მარტის ჩხუბის ინციდენტთან დაკავშირებით ახსოვს მხოლოდ ის, რომ მასთან ერთად იმყოფებოდა თ-------–----ე და გ--------------–-–---–- პარლამენტის შენობის შესასვლელთან, იმ დღეს იმყოფებოდა ფსიქოტროპული მედიკამენტების ზემოქმედების ქვეშ. უცბად დაიწყო ჩხუბი, დაინახა, რომ გ-------ს და თ-----ს ურტყამდნენ, რა დროსაც მივიდა პოლიცია და დააკავეს. არ ახსოვს ვინ იყო მეორე მხარეს ჩხუბის დროს. ჩხუბის დროს ერთი ბიჭი დაიჭრა, გ-------------–---–ი მათთან ერთად იმყოფებოდა თუ არა არ ახსოვს. მოწმემ ასევე არ დაადასტურა გამოძიებისას მის მიერ მიცემული ჩვენება და განმარტა, რომ არ ახსოვს დეტალები.

 

მოწმე გ-------------–---–ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ სამი წლის წინ რა მოხდა არ ახსოვს, ეთანხმება გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებას. მეხსიერებასთან დაკავშირებით აქვს პრობლემა, რადგან გადატანილი აქვს თავის ტრავმა.

 

მოწმე ე-–----------–---–ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ გ--------------–-–---–ს არ იცნობს, ი-–---–-----–--სა და ბ-------------ესთან აქვთ მეგობრული ურთიერთობა. 2014 წლის 28 მარტს მეგობრებთან: ი-–---–-----–--სთან, ნ------------–---–თან, ბ-------------ესთან, ზ-------–-------ესთან და მ--------------ესთან ერთად იმყოფებოდა კონცერტზე კლუბ „დ----ში“. კლუბში იმყოფებოდნენ დაახლოებით ორსაათნახევარი. შუა კონცერტის დროს შეამჩნიეს, რომ მათთან ერთად არ იყვნენ მათი მეგობარი ბ-------------ე და ზ-------–-------ე, დარეკეს და გაარკვიეს, რომ გასულები იყვნენ გარეთ კოკა-კოლას საყიდლად. კონცერტის დამთავრების შემდეგ კიდევ სცადეს მათთან კომუნიკაცია და გაარკვიეს, რომ იმყოფებოდნენ პარლამენტის შენობის უკან. წავიდნენ მათ მოსაძებნად, გზაში შეხვდათ ბ-------------ე, რომელიც მირბოდა, თავიდან მოსდიოდა სისხლი და იყო აღელვებული. ბ---მ უთხრა, რომ პრობლემები ჰქონდათ უცხო ბიჭებთან და ზ-----ც იქ იმყოფებოდა, ბიჭები გაიქცნენ და გაყვნენ მას, თვითონ დარჩა მ------სთან ერთად, როდესაც დაღმართზე მიდიოდნენ ისმოდა ხმამაღალი ლაპარაკი, შორიდან ხედავდნენ, რომ იყო ჩხუბი. დაახლოებით ხუთი-ექვსი კაცი დაინახა გზაზე, როდესაც მივიდა, ჩხუბი უკვე დამთავრებული იყო. ი-–---–-----–--ს მუცელზე ჰქონდა ხელი მიდებული, იქ იყო ბევრი ხალხი, შემდეგ პოლიციაც შეამჩნია, ამის შემდეგ მოვიდა სასწრაფო და ი-–---–-----–-- გადაიყვანეს საავადმყოფოში. კითხვაზე თუ რა მოხდა, არავინ უპასუხა. ზ-------–-------ეს ჩხუბის დროს ეკეთა სათვალე, ხოლო ჩხუბის შემდეგ სათვალე ეკეთა უკვე ნახევრად გატეხილი, ერთი შუშა აღარ ჰქონდა სათვალეს. ადგილი, სადაც ჩხუბი მოხდა არ იყო კარგად განათებული, იყო სიბნელე.

 

მოწმე მ--------------ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ გ--------------–-–---–ს არ იცნობს, ი-–---–-----–-- მისი მეგობარია. 2014 წლის 28 მარტს მეგობრებთან ი-–---–-----–--სთან, ზ-------–-------ესათან, ბ-------------ესთან და ნ------------–---–თან, ე-–----------–---–თან ერთად იმყოფებოდა ღამის კლუბ „დ----ში“. კლუბი დაახლოებით თორმეტ საათამდე დატოვეს ნ----თან, ი-–--სთან და ე-–---სთან ერთად. ზ----- და ბ-------------ე გამოვიდნენ ადრე. მათ ერთ-ერთმა მათგანმა დაურეკა და უთხრა, რომ იმყოფებოდნენ თავისუფლების მოედანზე მეტროსთან. ძებნის დროს შეხვდნენ ბ-------------ეს, ის მარტო იმყოფებოდა, მას გატეხილი ჰქონდა თავი და სისხლი მოსდიოდა. ბ---მ უთხრა, რომ უცნობ პირებთან მოუვიდათ შელაპარაკება. როდესაც ზ-----ს საძებნელად წავიდენენ, დაინახეს ზ----- პარლამენტსა და პირველ სკოლას შორის არსებულ ქუჩაზე, იგი გარშემორტყმული იყო უცხო ბიჭებით. დაახლოებით ოთხი, ხუთი ბიჭი იყო და ერთმანეთს ეჩხუბებოდნენ, ამ დროს ვიღაცამ დაიძახა - ი-–-- დაჭრესო. ი-–-- იჯდა ტროტუარზე და მუცელზე ედო ხელი. ვინ დაჭრა ი-–-- არ დაუნახავს, დანა ან ცეცხლსასროლი იარაღი არავის ხელში დაუნახავს.

 

მოწმე ნ------------–---–ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ გ--------------–-–---–ს არ იცნობს, ი-–---–-----–-- და ბ-------------ე მისი მეგობრები არიან. 2014 წლის 28 მარტს იმყოფებოდა კლუბ „დ----ში“ მეგობრებთან ი-–---–-----–--სთან, ზ-------–-------ესთან, ბ-------------ესთან, ე-–----------–---–თან და მ--------------ესთან ერთად, მივიდნენ დაახლოებით რვა საათზე და კლუბი დატოვეს დაახლოებით თორმეტს რომ აკლდა ათი წუთი. ზ-----მ და ბ---მ უფრო ადრე დატოვეს კლუბი. დაურეკეს ზ-----ს და კითხეს თუ სად იმყოფებოდნენ, მან უპასუხა, რომ იმყოფებოდა პარლამენთან, თუმცა იქ აღარ დახვდათ. ბ---- მიაკვლიეს პარლამენტის შენობის უკან, მას თავი ჰქონდა გატეხილი, მოსდიოდა სისხლი. ბ---მ თქვა, რომ უცხო ბიჭებთან მოუვიდათ ჩხუბი და ზ----- ისევ მათთან ერთად იყო. შემდეგ ზ-----ც დაინახეს პარლამენტის შენობასთან, იგი უცხო ბიჭების წრეში იყო მოქცეული, ასევე იდგა მოსახლეობაც. მათი ჩასვლის შემდეგ დაიწყო ჩხუბი. ვინმეს ხელში იარაღი არ დაუნახავს. შემდეგ, ე-–---მ უთხრა, რომ ილო დაჭრილი იყო. იგი ტროტუარზე იჯდა, მუცლის არეში იყო დაჭრილი და ითხოვდა სასწრაფოში დარეკვას. შემდეგ მოვიდა საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარება. მოწმემ განმარტა, რომ ზ-------–-------ეს დიდი ხანია იცნობს. იგი სათვალეს ატარებს და მის გარეშე გადაადგილება არ შეუძლია. იმ მომენტში სათვალე არ ეკეთა, რადგან ჩხუბის დროს დაემტვრა.

 

მოწმე თ------------------–---–ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ გ--------------–-–---–- არის მისი მეგობარი. არ იცნობს ბ-------------ეს და ი-–---–-----–--ს. ცხოვრობს ქ. თბილისში, მ-----–-----------ში. აღნიშნული ჩხუბის ფაქტი მოხდა რამდენიმე წლის უკან, ახსოვს ის, რომ იყო საღამოს საათები, იმყოფებოდა სახლში უსმენდა მუსიკას. დედამისმა გაიგო ჩხუბის ხმა. ჩავიდა ეზოში, სადაც დახვდა ორი უცნობი პირი და მისი მეგობრები გ--------------–-–---–-, თ-------–----ე, გ-------------–---–ი და ბ--- მ------–-–---–ი, რომლებიც იქვე ცხოვრობენ. ჩასვლისას დაინახა, რომ მოჩხუბრები ორ ჯგუფად იყვენენ გაყოფილი, ერთ ჯგუფში იყო ბიჭი, რომელსაც ეკეთა მხედველობის სათვალე. მეორე ჯგუფში მყოფი ერთ-ერთი ბიჭი გაიქცა სოლოლაკის მხარეს. ვინმეს ხელში რაიმე საგანი არ დაუნახავს. ბიჭებმა უთხრეს, რომ რაღაც შელაპარაკება მოუვიდათ და ბიჭი, რომელიც აქეთ მხარეს იყო - ვერ ხედავდა, ამას ამბობდა იქ მყოფი ხალხი და თავად ბიჭი. მოწმის დედამ მის მეგობრებს უთხრა, რომ გაეცილებინათ ეს ბიჭი. მათ გააცილეს აღნიშნული ბიჭი ზუბალაშვილების ქუჩის გავლით. პირველი სკოლის გვერდზე ქუჩის ჩასახვევთან მოწმე მათ დაშორდა. როდესაც უკან ბრუნდებოდა, დაინახა პოლიციის ა/მანქანის განათება და მისი მეგობარი თ-------–----ე, რომელიც ამორბოდა პირველი სკოლიდან ზევით. იგი იყო დაჭრილი დაახლოებით ფილტვის არეში. მომწმემ თ-------–----ე წაიყვანა თავისთან სახლში, სადაც მოწმინდეს სისხლი და გადაიყვანეს საავადმყოფოში. თ-----მ უთხრა, რომ არ იცოდა, თუ ვინ მიაყენა დაზიანება.

 

მოწმე ლ------------ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ თ------------------–---–ი არის მისი შვილი. 2014 წლის 29 მარტს იმყოფებოდა სახლში, ღამის საათებში, თითქმის ბნელოდა, ეზოდან შემოესმა ხმამაღალი ლაპარაკი, როდესაც გაიხედა დაინახა მეზობლის ბიჭები თ----- (ლ----ე) და ბ--- (მ------–-–---–ი). იქ იმყოფებოდა ასევე გ-------------–---–იც. გ-------------–---–ი ცხ--------------------ში, თ----- ცხოვრობს ზ---------ში. როგორც ახსოვს, კედელთან იდგა გ--------------–-–---–-, რომელიც არაფერს აკეთებდა. ეზოში ჩავიდა და მკაცრი ტონით უთხრა, რომ გაჩუმებულიყვნენ. იქვე იდგა სათვალეებიანი ბიჭი, რომელიც ამბობდა, რომ ვერ ხედავდა, ჰქონდა მხედველობის პრობლემა და დახმარება უნდოდა. ბ---- უნდა გაეცილებინა საათვალეებიანი ბიჭი. როდესაც დაბრუნდნენ უკან, ისევ გაიგეს ხმამაღალი საუბარი, დაინახეს ასევე პოლიციის თანამშრომლებიც, ამ დროს დაინახეს თ-----, რომელიც მოდიოდა და ამბობდა, რომ იყო დაჭრილი, აიყვანეს სახლში და გაუწიეს პირველადი დახმარება, შემდეგ კი გადაიყვანეს საავადმყოფოში. მოწმემ განმარტა, რომ ვერ იხსენებს გამოძიებაში მიცემული ჩვენების შინაარსს.

 

მოწმე თ---------------ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ 2014 წელს პარლამენტის შენობასთან ახალგაზრდებს შორის მოხდა ჩხუბი, ფიზიკურად ამ ახალგაზრდებს არ იცნობს, სახელი და გვარი არ იცის. ორი ჯგუფი ჩხუბობდა. ნაცნობი იყო თ-------–----ე და ბ--- მ------–-–---–ი, რომელებიც მისი შვილის - თ----------–---–-–---–ის მეგობრები არიან. ბ--- მ------–-–---–ი და თ-------–----ე ნახა ჩხუბის დროს. ასევე ნახა „ბრმა“ ბიჭი, რომელიც იძახდა, რომ ვერ ხედავდა და ბიჭები ეხვეწებოდნენ გაგაცილებთო. მოწმემ შესთავაზა, რომ ტაქსიში ჩასვამდა, მაგრამ მან უპასუხა, რომ მეტროთი წავიდოდა. ბიჭები აცილებდნენ მეტრომდე, მოწმეც მათ გაყვა. ბიჭებმა უთხრეს დაბრუნებულიყო და თვითონ გააცილებდნენ. მოწმე მობრუნდა, როდესაც კოტეტიშვილის ქუჩისკენ გადაუხვია, დაინახა რომ ბევრი ბიჭი გარბოდა და გაყვა მათ. თ-----ს და ბ---- ურტყამდნენ, მაგრამ არავის იცნობდა ამ პირებიდან, ცდილობდა მათ გაშველებას. შემდეგ შეიტყო, რომ გ--------------–-–---–- დააკავეს ამ ფაქტის გამო. ჩხუბის დროს გ--------------–-–---–- საერთოდ არ გაუგია, არც იცოდა ვინ იყო. დანა ვინმეს ხელში არ დაუნახავს.

 

მოწმე ს----------------–---ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ დიდი დრო იყო გასული აღნიშნული ფაქტიდან, როგორც ახსოვს იყო 2014 წელი, იყო ორსულად და სეირნობდა მეზობელ ქალთან ერთად პარლამენტის შენობის გვერდით, ამ დროს შემოესმა ხმაური, დაინახა, რომ გ--------------–-–---–ს სცემდნენ ბიჭები. მოწმის განმარტებით, მან დაინახა გ--------------–-–---–-ს ცემის ფაქტი, რომელიც იწვა დაბლა და ურტყამდა დაახლოებით სამზე მეტი ბიჭი. ასევე ცოტა მოშორებით დაინახა ბ--- მ------–-–---–ი, რომელსაც სცემდნენ. ეს ორი ჩხუბი სხვადასხვა ადგილას მიმდინარეობდა. მანამდე, ზუბალაშვილების ქუჩის კუთხეში შეხვდა თ-------–----ეც, თუმცა მისთვის დაზიანება არ შეუმჩნევია. ვინაიდან იყო ორსულად, გაერიდა უსიამოვნო სიტუაციას და უკან დაბრუნდა. შემდეგ გაიგო, რომ ჩხუბისას ვიღაც დაიჭრა. მას ვინმეს ხელში იარაღი არ დაუნახავს.

 

მოწმე ი-------------–-–---–ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ არის ი-–---–-----–--ს დედა. 2014 წლის 28 მარტს, ი-–--, მეგობრებთან - ბ-------------ესთან, ზ----- ლ------ესთან, ნ----თან, რომლის გვარიც არ ახსოვს, მ------სთან და ნ---- შეყვარებულ ს------სთან ერთად იმყოფებოდა კონცერტზე. როდესაც შვილთან რეკავდა მობილურ ტელეფონზე, იგი არ პასუხობდა. ი-–-- ღამის 12 საათამდე უნდა მისულიყო სახლში, როდესაც არ დაბრუნდა მოწმემ დაურეკა ბ-------------ეს, რომელმაც უთხრა, რომ იმყოფებოდა დაკითხვაზე გამომძიებელთან, ხოლო ი-–-- იყო დაჭრილი და მოთავსებული - ინგოროყვას კლინიკაში. მოწმემ გაიგო, რომ მისი შვილი დაჭრა გ--------------–-–---–მა, რომელიც ამოიცნეს ზ----- ლ------ემ და ბ-------------ემ. ასევე იცოდა, რომ ზ-------–-------ე სათვალეს ატარებდა. ი-------------–-–---–მა ასევე განმარტა, რომ ი-–---–-----–--ს დაჭირდა ორი ოპერაცია, მისი რეაბილიტაციის კურსი დიდხანს გაგრძელდა, დღეის მდგომარეობით იგი უკვე კარგად არის.

 

მოწმე თ--------------–ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ არის თ-------–----ის დედა. გ--------------–-–---–- არის მისი შვილის მეგობარი. აღნიშნული ფაქტი მოხდა 4-5 წლის წინ. შეატყობინეს, რომ მისი შვილი იყო დაჭრილი და იმყოფებოდა თ------------------–---–თან სახლში. მისვლისას ნახა, რომ თ-----ს სისხლდენა ჰქონდა უკანა ბეჭის არედან, იყო ნაკვეთი ჭრილობა. შემდეგ გაიგო, რომ მოხდა ჩხუბი, სადაც იმყოფებოდნენ ბ--- მ------–-–---–ი, თ-------–----ე, გ--------------–-–---–-, გ-------------–---–ი. მოწმის განმარტებით, მისთვის უცნობია თუ ვინ მიაყენა დაზიანება მის შვილს.

 

მოწმეების ი-–-- კ----–--ს და ნ----–----ის ჩვენებებით დადგენი-–--, რომ 2013-2015 წლებში მუშაობდნენ თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე მდებარე კლუბ „დ----ში“, დაცვის თანამშრომლად. პარასკევს, შაბათს და კვირას მუშაობდა სამი თანამშრომელი ი-–-- კ----–--, ნ----–----ე და ზ------–---------–---–ი. ყველა კლუბში შემსვლელს ამოწმებდნენ, რომ არ შეეტანათ დანა ან სასმელი. ხელით და ვიზუალურად ხდებოდა შემოწმება. ძირითადად ამოწმებდნენ ბიჭებს, გოგოებს იშვიათად.

 

მოწმე ზ------–---------–---–ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ 2013 წლიდან 2015 წლამდე მუშაობდა ტაბიძის ქუჩაზე მდებარე კლუბ „დ----ში“ დარბაზის მენეჯერად, როდესაც ტარდებოდა კონცერტები, დაბადების დღეები ან სხვა ღონისძიებები. ამ შემთხვევაში ითავსებდა დაცვის ფუნქციას, აკონტროლებდა, რომ არაფერი მომხდარიყო დარბაზში. ამოწმებდნენ ზედაპირულად ხელით, რომ არ შეეტანათ ცივი იარაღი ან სასმელი.

 

მოწმე ნ--------------–---–ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ 2014 წლის მარტის თვეში მუშაობდა ძველი თბილისის სამმართველოს დეტექტივების განყოფილებაში დეტექტივის თანაშემწედ. 2014 წლის 28 მარტს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, მიდიოდა თავისუფლების მეტროდან პარლამენტის შენობის მიმართულებით, რა დროსაც გაიგო ჩხუბის ხმა პირველი სკოლის კუთხეში. ჭ----------------- 5-6 კაცი ჩხუბობდა, ამ დროს დაინახა პატრულის თანამშრომლები, რომლებსაც სთხოვა დახმარება. მოჩხუბარ ბიჭებს დაუძახა რომ გაჩერებულიყვნენ, რა დროსაც გამოეყო ოთხი ბიჭი და გაიქცნენ ჭიჭინაძის ქუჩის მხარეს. მოწმე მათ დაედევნა. გზად შეხვდა ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც ხელი ჰქონდა სისხლიანი, ჩამოსვა ბარდიურზე. შემდეგ დაეწია ერთ პირს, რომელსაც ხელში ეჭირა მწვანე კაპიშონიანი ზედატანი, წელს ზევით იყო გახდილი, მან უთხრა, რომ იყო გ--------------–-–---–-, რის შემდეგაც გადაიყვანა განყოფილებაში.

 

მოწმე გ------- დ----------–---–-ს ჩვენებით დადგენი-–--, რომ 2014 წლის მარტის თვეში მუშაობდა ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და შედგენილი დოკუმენტების სისწორე და განმარტა, რომ მასზე რაიმე სახის შენიშვნა ან/და განცხადება არ შემოსულა.

 

გამომძიებელ დ--------------–---–ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ მუშაობს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილებაში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება დაიწყო 2018 წლის 28 მარტს, მის მიერ დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილი ღამით და დღის საათებში, რა დროსაც ამოღებული იქნა დანა და სისხლის კვალი, ასევე მოწმის სახით გამოკითხა მ--------------ე. დაადასტურა მის მიერ შედგენილი დოკუმენტების სისწორე.

 

მოწმე რ--------–-----ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ 2014 წლის მარტის თვეში მუშაობდა ძველი თბილისის სამმართველოს მე-3 განყოფილებაში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. პროკურორ გ-------------ს დავალებით დაევალა აღნიშნულ საქმეში ჩართვა. მის მიერ დაკითხული იქნა ორი მოწმე. ორივე მოწმე გაეცნო ოქმს და დაადასტურეს ხელმოწერით.

 

მოწმე ზ---------------–--ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ მუშაობს ძველი თბილისის სამმართველოს მე-3 განყოფილების უფროსის მოადგილედ. 2014 წლის მარტის თვეში მუშაობდა ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილებაში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. აღნიშნულ საქმეში ჩაერთო პროკურორის დავალებით. მის მიერ დაკითხული იქნენ მოწმეები. მოწმემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და შედგენილი დოკუმენტების სისწორე.

 

მოწმე გ------- ღ-----–---–-ს ჩვენებით დადგენი-–--, რომ 2014 წლის მარტის თვეში მუშაობდა ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილებაში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. მოწმემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და შედგენილი დოკუმენტების სისწორე.

 

მოწმე შ-----------–-–---–ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ 2014 წლის მარტის თვეში მუშაობდა ძველი თბილისის სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე. მის მიერ დაკითხული იქნა გ--------------–-–---–- და ამოღებული იქნა მისი ტანსაცმელი, კერძოდ მწვანე ფერის ზედატანი. მოწმემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და შედგენილი დოკუმენტების სისწორე.

 

მოწმე ვ--------------------–---–ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ მუშაობს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილებაში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. მის მიერ დათვალიერებული იქნა ზ--------–-------ის სათვალე მისი მონაწილეობით, ვინაიდან სათვალე იყო დაზიანებული. მოწმემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და შედგენილი დოკუმენტების სისწორე.

 

ექსპერტებმა გ------------–--ამ და გ-------------------მა სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს, რომ გავიდნენ შემთხვევის ადგილზე, სადაც მათ მიერ განხორციელდა სურათების გადაღება, ასევე ამოღებული იქნა დანა.

 

ექსპერტებმა ლ--------–----ამ და ლ-–----------მა სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს, რომ დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი, სადაც ნახეს სისხლის კვალი, რომელიც ამოღებული და დალუქული იქნა.

 

სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა ბ-------------ის 2014 წლის 29 აპრილის გამოკითხვის ოქმი, რომლის თანხმად: 2014 წლის 28 მარტს, საღამოს საათებში ბ-------------ე იმყოფებოდა მეგობრებთან ნ------------–---–თან, მ--------------ესთან, ზ-------–-------ესთან, ი-–---–-----–--სთან და ე-–--- - იგივე ს------ თ----–---–თან ერთად. მივიდნენ თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე მდებარე კლუბ „დ----ში“, სადაც იმართებოდა ჯგუფ „----–-------- კონცერტი. ხსენებულ კლუბში შევიდნენ დაახლოებით 21:00 საათზე, სადაც უყურეს კონცერტს, იცეკვეს და მიირთვეს თითო-თითო კათხა ლუდი. დაახლოებით ღამის 12 საათისკენ ბ---მ და ზ-----მ გადაწყვიტეს გასულიყვნენ კლუბიდან გარეთ, საჭმლის და „კოკა-კოლას“ შესაძენად. ვინაიდან, მათ არსად შეხვდათ სასურსათო მარკეტი, გავიდნენ რუსთაველის გამზირით, ყოფილი პარლამენტის შენობის მიმართულებით. გზად მოტრიალდნენ, №1 საჯარო სკოლასთან მიახლოებისას, იმავე სკოლის ხელმარჯვნივ არსებული ქუჩის ზედა მხრიდან უცნობმა, მსუქანი აღნაგობის ახალგაზრდა მამაკაცმა შესძახა მათ - სიგარეტი ხომ არ გაქვთო, რაზედაც უპასუხეს, რომ არ ჰქონდათ, რადგან არ ეწეოდნენ. პასუხის გაცემის შემდეგ, ხსენებული ახალგაზრდა ბ---- და ზ-----ს მიუახლოვდა, უცნობი იყო დაახლოებით 19-20 წლის ასაკის, მსუქანი აღნაგობის, საშუალო სიმაღლის, მრგვალი პირსახით, გაუპარსავი, მოკლე შეჭრილი მუქი ფერის თმებით, მას ტანთ ეცვა შავი ჟილეტი, მის შიგნით რუხი შავი ზოლებიანი პულოვერი. მან ორივეს, ბ---- და ზ-----ს გადახვია ხელი და უთხრა რომ „სიგარეტი ერთად ეშოვათ“. სწორედ ამ დროს მათთან მივიდა ამ უცნობი ახალგაზრდა ბიჭის თანმხლები სამი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელთაგან ერთი იყო საშუალო სიმაღლის და აღნაგობის, რომელსაც ტანთ ეცვა კუბოკრული წითელი ფერის პერანგი, მეორე იყო შედარებით დაბალი სიმაღლის, სრული აღნაგობის, მომრგვალო პირისახით, რომელსაც თავი ჰქონდა გადაპარსული, 16-18 წლის და ტანთ ეცვა მომწვანო ფერი კაპიშონიანი ზედა. ბ-------------ეს შემდგომ ამოსაცნობად წარედგინა აღნიშნული პირი და იგი აღმოჩნდა გ--------------–-–---–-. მესამე იყო მათზე შედარებით მაღალი და სუსტი აღნაგობით ბიჭი, რომელსაც, როგორც ბ---მ შემდგომ გაიგო ერქვა სახელად ბ---. ამ ბიჭების მოახლოებისას მსუქანი აღნაგობის ბიჭმა და წითელპერანგიანმა ბიჭმა დაუწყეს ზ-----ს საუბარი. საუბრის დროს მსუქანი აღნაგობის ბიჭმა, რომელიც იყო ნასვამ მდგომარეობაში, მოულოდნელად ზ-----ს ხელი დაარტყა სახეში, რის შემდეგაც იგი გაემართა ბ----კენ. ამ დროს ბ--- ესაუბრებოდა გ--------------–-–---–ს და სუსტი აღნაგობის ბიჭს, სახელად ბ----, რომელსაც ბ-------------ე ეკითხებოდა თუ რაში იყო საქმე. ვითარებაში გარკვევისას, მსუქანი აღნაგობის ბიჭმა ბ-------------ეს მოახლოებისთანავე მოუქნია და მუშტი ძლიერად დაარტყა სახეში, კერძოდ ცხვირში, რის შედეგადაც ბ---მ განიცადა ტკივილი. სწორედ ამ ბიჭმა უთხრა ბ----, რომ ასულიყვნენ ზემოთ ქუჩაზე და იქ გაერკვიათ მათი ურთიერთობა, რაზეც ბ--- და ზ----- იძულებით გაყვნენ. მათ უკან გაყვნენ უცნობის თანხმლები ზემოთ ხსენებული სამი პიროვნება. როდესაც ავიდნენ ქუჩის ზედა მხარეს, ისინი შევიდნენ ერთ-ერთ ეზოში, სადაც ბ-------------ემ დალია წყალი. ეზოდან გამოსვლისას ბ-------------ემ შენიშნა, რომ ზ-----ს ელაპარაკებოდა ერთ-ერთი ბიჭი, თუ რომელი იყო კონკრეტულად მას არ ახსოვს. ბ-------------ე ზ-----სთან მიახლოებისას შეეცადა დაძაბული ვითარების განმუხტვას, მაგრამ უშედეგოდ. ბ-------------ემ მათ უთხრა, რომ საკამათო არაფერი იყო და წასულიყვნენ სახლებში. ბ---- მიერ ნათქვამმა მათში გამოიწვია აგრესია, რის გამოც მათ შორის დაიწყო შეხლა-შემოხლა, ძიძგილაობა რამაც გამოიწვია ხელჩართული ჩხუბი. უცნობებიდან ორი ბიჭი, ზურგიდან იჭერდნენ ბ---- და ქურთუკზე ექაჩებოდნენ, თან ურტყამდნენ, ხოლო წინიდან ბ---- მიერ ამოცნობილმა გ--------------–-–---–მა, რომელსაც ბ---მ მარჯვენა ხელში დაუნახა, რომ ეჭირა საგანი დანის სახით, მოუქნია და ჩაარტყა თავში, სავარაუდოდ ტარი, რის შემდეგაც ბ---- გაუტყდა თავი და წამოუვიდა სისხლი. ჩხუბში ბ---- ტანზე შემოაძვრეს ქურთუკი, რის შემდეგაც ბ--- გაიქცა ყოფილი პარლამენტის უკანა მხარის მიმართულებით. თავისუფლების მეტროსთან არ მისულს, ბ---- გზად შემოხვდნენ მისი მეგობრები ი-–---–-----–--, ე-–----------–---–ი, ნ------------–---–ი და მ--------------ე, რომლებიც მიდიოდნენ მათი მეგობრების დასახმარებლად. მათ კითხეს თუ რა ხდებოდა, პასუხად ბ---მ განუმარტა, რომ ის და ზ----- ცემეს უცნობმა ბიჭებმა. როდესაც მიუახლოვდნენ N1 საჯარო სკოლას, სკოლის გვერდით ზ-----ს კვლავ ეკამათებოდნენ ხსენებული უცნობი ბიჭები. მათგან აქტიურობდა ის თავგადაპარსული, შემდგომ ბ---- მიერ ამოცნობილი ბიჭი, რომელმაც თავში ჩაარტყა დანის ტარი. მათთან მიახლოებისას აღნიშნულმა ბიჭმა, ანუ გ--------------–-–---–მა აგრესია გადმოიტანა მათზე, რა დროსაც ბ---მ მის ხელში დაინახა გახსნილი დანა, რომელსაც უქნევდა ი-–---–-----–--ს. გ------- იმდენად აგრესიული იყო მათ მიმართ, რომ დამშვიდებასა და დანის შენახვაზე მოუწოდებდა ერთ-ერთი თავისიანი, თუმცა მიუხედავად ამისა იგი ჯიუტად აგრძელებდა ჩხუბს დანით ხელში.

ბ. ი--------ე ჩვენებაში განმარტავს, რომ მას გარდა გ-------სა სხვის ხელში დანა არ დაუნახავს. გ--------------–-–---–მა ი-–---–-----–--ს დანიანი ხელი დაარტყა სხეულის სხვადასხვა ადგილას. ბ---მ დაინახა, რომ ბოლო დარტყმის შემდეგ ი-–-- ჩაიკეცა. ბ---- თქმით ამ დროს ვიღაცამ დაიძახა პოლიციაო და ჩხუბში მონაწილე ბიჭები, რომლებიც ბ---- და მის მეგობრებს ეჩხუბებოდნენ გაიქცნენ. მათი გაქცევისას ერთ-ერთი პოლიციელი გ--------------–-–---–ს დაეწია. ი-–--მ უთხრა, რომ იყო დაჭრილი და თხოვა მას გამოეძახა სასწრაფო სამედიცინო ჯგუფი. ვიზუალურად აშკარად ჩანდა, რომ ი-–-- დაჭრილი იყო მუცლის არეში, ჭრილობა იყო ღრმა, რის გამოც უჩანდა შიგნეულობა. ი-–-- ადგილზე მოსულმა სასწრაფოს ჯგუფმა დროულად გადაიყვანა სავადმყოფოში. ჩხუბის დროს ბ-------------ეს დაუზიანდა თავი და მას აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება. ადგილი სადაც ეს შემთხვევა მოხდა კარგად იყო განათებული ღამის გარე განათებით.

მომხდარი ინციდენტის შემდგომ, რამოდენიმე დღეში, ბ---- მეგობარს ზ--------–-------ეს დაუკავშირდა გ--------------–-–---–-ს ბიძა, რომელმაც ითხოვა ი-–--ს დედასთან და მათთან შეხვედრა. მეორე დღეს ბ---, ზ----- და ი-–--ს დედა რესტორან „ტიფლისში“ შეხვდნენ გ--------------–-–---–-ს ბიძას - ვინმე კ---ს, რომელმაც თავდაპირველად იკითხა ი-–--ს მდგომარეობა, ი-–--ს დედას გამოკითხა მატერიალური მდგომარეობა და როდესაც მან გაიგო რომ ის იყო მარტოხელა დედა და მარტო ზრდიდა ი-–--ს, შესთავაზა ი-–--ს მკურნალობის თანხის გადახდა. მაგრამ სანაცვლოდ, პოლიციაში დაკითხვის დროს ი-–--ს არ უნდა ეთქვა სიმართლე, მას არ უნდა ამოეცნო გ--------------–-–---–-, როგორც მისი დამჭრელი. ასევე მათ უთხრეს, რომ გამოძიებაში გადაეთქვათ ჩვენებები, რაზეც უარი უთხრეს. ბ---მ და ზ-----მ განუცხადეს მათ, რომ კარგად დაინახეს თუ როგორ დაჭრა მისმა დისშვილმა ი-–---–-----–-- და ჩვენების შეცვლას არ აპირებდნენ, რაზეც კ-----------–--ე გაბრაზდა და უთხრა, რომ არ აუნაზღაურებდა ი-–--ს მკურნალობის ფულს. ასევე მან ბიჭებს შესთავაზა, რომ აუყვანდა ადვოკატს, რომლის ხარჯებს თავად გადაიხდიდა და ადვოკატი მოაგვარებდა ყველაფერს. კ-----------–--ეს ამაზეც უარი უთხრეს, რის შემდეგაც ის დაემუქრა ბიჭებს და უთხრა, რომ გ-------ს ისეთი საძმაკაცო ჰყავდა - არ შეარჩენდნენ. ამის შემდეგ დაშორდნენ ერთმანეთს. ამ შეხვედრიდან მეორე თუ მესამე დღეს, ბ--- და ზ----- მივიდნენ ი-–--ს მოსანახულებლად სავადმყოფოში, სადაც მათ შეხვდა კ-----------–--ე და გ--------------–-–---–-ს მამა, ისინიც მიდიოდნენ ი-–--ს სანახავად. კ-----------–--ემ ბ---- უთხრა, რომ მათ აუყვანდა ადვოკატს, ხარჯებს თვითონ დაფარავდა, ის ადვოკატი გ--------------–-–---–-ს ადვოკატთან შეთანხმებით ჩვენებებს დაალაგებდა ისე, რომ გ--------------–-–---–- უდანაშაულო გამოსულიყო. ბ---მ ამაზე უარი უთხრა, ასევე უარი უთხრა იმაზე, რომ არ აპირებდა ჩვენების შეცვლას და ტყუილის თქმას.

 

დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილმა მოწმე ე--------------------–--ემ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ გ--------------–-–---–- არის მისი შვილი. ბ-------------ეს და ი-–---–-----–--ს არ იცნობს. 2014 წლის 28 მარტს შებინდებული იყო, როდესაც უთხრა უმცროს შვილს, რომ დაერეკა გ-------ს მეგობრებთან და ეკითხა თუ სად იყო გ-------. ამ დროს მოწერეს და უთხრეს, რომ მოხდა ჩხუბი და გ------- იყო დაკავებული, რის შემდეგაც დაურეკა გ-------ს მამას და წავიდნენ მის მოსაძებნად. გ------- იყო არასრუწლოვანი და დაკითხვას აწარმოებდნენ მშობლის და ადვოკატის გარეშე. ასევე ეუბნებოდნენ, რომ ვინაიდან მისი ჩართულობით მოხდა ჩხუბი, თავის თავზე აეღო დანაშაული. მოწმის განმარტებით მისი შვილი ჩხუბში მონაწილეობდა, მაგრამ გ--------------–-–---–-ს მიერ არ მომხდარა არავის დაჭრა ცივი იარაღით.

 

სასამართლო სხდომაზე გ--------------–-–---–მა გამოიყენა დუმილის უფლება და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.

 

2014 წლის 16 ივნისის №1----–- ცივი იარაღის ექსპერტიზის დასკვნით დადგენი-–--, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი დანა დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი, მაფიქსირებელი მოწყობილობით და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი დანის საერთო სიგრძე გაშლილ მდგომარეობაში არის 205 მმ, ლესილი პირის სიგრძეა 85 მმ, პირის მაქსიმალური სისქეა 3მმ. პირის მაქსიმალური სიგანეა 26 მმ.

ექსპერტმა დ--------------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ 2014 წლის 16 ივნისს გაცემული №1----–- ცივი იარაღის ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.

 

2014 წლის 11 ივლისის სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენი-–--, რომ შპს „მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერიტეტო კლინ----“ სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათი №4--- და ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ №7--- მონაცემებით, მოქ. ი-–---–-----–--მ, 2014 წლის 29 მარტს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, აღნიშნულ კლინ---- მიმართა 29.03. 2014 სადაც დაუდგინდა დიაგნოზი: გულმკერდის მარჯვენა ნახევრის ნაკვეთი ჭრილობა. მარჯვენამხრივი ჰემოთორაქსი, შედედებული ჰემატომა. მარცხენამხრივი ქვემოქილოვანი პლევროპნევმონია, მუცლის წინა კედლის ნაკვეთი ჭრილობა, შემავალი პერიტონიუმის ღრუში, განივი კოლინჯის, ღვიძლის კაფსულის დაზიანებით, ჰემოპერიტონეუმი, მარცხენა მუხლის სახსრის არის ნაკვეთი ჭრილობა. დაზიანებანი გულმკერდის მარჯვენა ნახევრის ნაკვეთი ჭრილობა. მარჯვენამხრივი ჰემოთრაქსი, შედედებული ჰემატომა. მარცხენამხრივი ქვემოწილოვანი პლევროპნევმონია, მუცლის წინა კედლის ნაკვეთი ჭრილობა, შემავალი პერიტონიუმის ღრუში, განივი კოლინჯის, ღვიძლის კაფსულის დაზიანებით, ჰემოპერიტონეუმი განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით და ცალ-ცალკე და ერთად აღებული, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს. დაზიანება მარცხენა მუხლის სახსრის არის ნაკვეთი ჭრილობა განვითარებულია რაიმე მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით და ცალკე აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.

ექსპერტმა ე-------–--–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ 2014 წლის 11 ივლისის გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის სისწორე.

 

2014 წლის 15 ივლისის სამედიცინო ექსპერტიზის №1--------- დასკვნით დადგენი-–--, რომ სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათი №1----ის ქსეროასლის ჩანაწერების მიხედვით, ბ-------------ეს 2014 წლის 29 მარტს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით 29.03.2014 გაეწია სამედიცინო დახმარება და ჰოსპიტალიზირებული იქნა გადაუდებელი და ტრავმატოლოგიის ცენტრში, დიაგნოზით: სხვა დაუზუსტებელი დაზიანებები, დაუზუსტებელი როგორც შემთხვევითი ან წინასწარგანზრახული. ინტრაკრანიალური ტრავმა. შპს „გადაუდებელი და ტრავმატოლოგიის ცენტრის“ სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათი №1----ის და ამავე კლინიკის ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ №1----ის ქსეროასლების ჩანაწერების მიხედვით მოქ. ბ-------------ეს ზემოაღნიშნულ კლინიკაში 29.03.2014 წელს გაეწია სამედიცინო დახმარება და დაუდგინდა დიაგნოზი: თავის ტვინის შერყევა, შუბლის ღია ჭრილობა. ღია ჭრილობის გაკერვა და დამუშავება. წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების მიხედვით, მოქ. ბ-------------ეს აღენიშნებოდა შუბლის მიდამოში მარჯვნივ ნახეთქი-დაჟეჟილი ჭრილობა. აღნიშნული დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხსს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

ექსპერტმა გ------- მ--------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ 2014 წლის 15 ივლისის გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის №1--------- დასკვნის სისწორე.

 

2014 წლის 11 აპრილის სამედიცინო ექსპერტიზის №1--------- დასკვნით დადგენი-–--, რომ ბ-------------ის სხეულზე არსებული დაზიანებები მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით. თავის ტვინის შერყევა განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედებით, ხოლო ჭრილობის მიმყენებელი საგნის განსაზღვრა შეუძლებელია. ვინაიდან წარმოდგენილ დოკუმენტში არ არის მითითებული (ჭრილობის) მორფოლოგიური სურათი.

 

2014 წლის 25 ნოემბრის სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენი-–--, რომ ი-–---–-----–--ს დაუდგინდა დიაგნოზი: გულ-მკერდის მარჯვენა ნახევრის ნაკვეთი ჭრილობა. მარჯვენამხრივი ჰემოთორაქსი, შედედებული ჰემატომა. მარცხენამხრივი ქვემოწილოვანი პლევროპნევმონია, მუცლის წინა კედლის ნაკვეთი ჭრილობა, შემავალი პერიტონიუმის ღრუში, განივი კოლინჯის, ღვიძლის კაფსულის დაზიანებით, ჰემოპერიტონეუმი, მარცხენა მუხლის სახსრის არის ნაკვეთი ჭრილობა. მოქალაქე ი-–---–-----–--ს სხეულზე არსებული დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის (საგნების) ზემოქმედებით არ არის გამორიცხული ექსპერტიზაზე წარმოდგენილი დანით (დაზიანებათა ხასიათისა და პარამეტრების და წარმოდგენილი დანის თვისებებისა და პარამეტრების გათვალისწინებით).

 

2014 წლის 25 ნოემბრის სამედიცინო კრიმინალისტიკური ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენი-–--, რომ თ-------–----ეს დაუდგინდა დიაგნოზი: გულ-მკერდის მარჯვენა ნახევრის ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, შემავალი მარჯვენა პლევრის ღრუში, მარჯვენამხრივი ტრავმული პნევმოთორაქსი, კანქვეშა ემფიზემა მარჯვნივ, ნაჩხვლეტი ჭრილობა თხემ-კეფის მიდამოში მარცხნივ. თ-------–----ის სხეულზე არსებული დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის (საგნების) ზემოქმედებით არ არის გამორიცხული ექსპერტიზაზე წარმოდგენილი დანით (დაზიანებათა ხასიათისა და პარამეტრების და წარმოდგენილი დანის თვისებებისა და პარამეტრების გათვალისწინებით).

 

ექსპერტმა ზ-----ბ გ-------–-–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ 2014 წლის 11 აპრილის, 2014 წლის 25 ნოემბრის და 2014 წლის 25 ნოემბრის გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის №1---------, №1---------, სამედიცინო კრიმინალისტიკური ექსპერტიზის №0-------- დასკვნების სისწორე.

 

2014 წლის 18 აგვისტოს ტრასოლოგიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად დადგენი-–--, რომ ი-–---–-----–--ს წარმოდგენილ ტანსაცმელზე (ქურთუკი, პერანგი, შარვალი) დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალიზირებულ მონაკვეთებში აღინიშნება დაზიანებები, რომელთა განვითარების შესაძლებლობა არ გამოირიცხება გამოსაკვლევი დანითაც. რაც შეეხება პერანგის მარჯვენა კალთაზე არსებულ დაზიანებებს, კატეგორიული გადაწყვეტა საკითხისა მიყენებული არის თუ არა ექპერტიზაზე წარმოდგენილი დანით შეუძლებელია, ამასთან დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებული გარემოების გათვალისწინებით - ასეთი გამორიცხული არ არის.

 

2014 წლის 17 ნოემბრის ტრასოლოგიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენი-–--, რომ თ-------–----ის წარმოდგენილ პერანგზე და მაისურზე დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალიზირებულ მონაკვეთში არსებული დაზიანება განვითარებულია ჭრით, ცალმხრივლესილი პირის მქონე საგნით, რაც წარმოდგენილი დანის პირის ტექნიკურ-კონსტრუქციული მახასიათებლების გათვალისწინებით არ გამორიცხავს მისი განვითარების შესაძლებლობას როგორც ამ უკანასკნელითაც, ასევე მსგავსი კონსტრუქციისა და ტექნიკური მონაცემების მქონე დანითაც.

 

ექსპერტმა ნ----------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ 2014 წლის 18 აგვისტოს და 2014 წლის 17 ნოემბერს გაცემული ტრასოლოგიური ექსპერტიზის №0--------, №0-------- დასკვნების სისწორე.

 

2014 წლის 31 ივლისის ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენი-–--, რომ პაკეტში წარწერით ი-–---–-----–--ს ტანსაცმელი მოთავსებულ ქურთუკზე, გრძელსახელოებიან პერანგზე და ჯინსის შარვალზე არსებული მოწითალო მოყავისფრო ლაქები (პბ.№8-12) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი იდენტურია ი-–---–-----–--ს (ექსპერტის დასკვნა №0--------) გენეტიკური პროფილის. პაკეტში წარწერით: თ-------–----ის ტანსაცმელი მოთავსებულ გრძელსახელოებიან პერანგზე და გრძელსახელოებიან მაისურზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.№1-6) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი იდენტურია თ-------–----ის (ექსპერტის დასკვნა №0--------) გენეტიკური პროფილის. მაისურზე არსებული ღია მოყვითალო -მოყავისფრო ლაქა (ობ.№ 7) სისხლს არ წარმოადგენს.

 

ექსპერტმა თ---------------–--ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ 2014 წლის 31 ივლისს გაცემული ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N0-------- დასკვნის დასკვნის სისწორე.

 

2014 წლის 29 მარტის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტისა და №1 საჯარო სკოლას შორის მდებარე ჭ-----------------, რუსთაველის გამზირიდან დაახლოებით 25-30 მეტრში, 1 საჯარო სკოლის გვერდით ტროტუარზე არსებულ საჰაერო ლითონის ზედაპირზე არის მოწითალო ფერის გუბე, რომლიდანაც ექსპერტების მიერ აღებული იქნა ანაწმენდი ერთ ცალ დოლბანდზე, რომელიც მოთავსდა ერთ სპეც. პაკეტში.

 

2014 წლის 29 მარტის დანის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს გასაშლელი დანა, რომელიც მოთავსებულია საქართველოს პარლამენტსა და №1 საჯარო სკოლას შორის არსებულ ჭ-----------------, პირველი საჯარო სკოლის გვერდით, ტროტუარზე მდებარე ხის ნარგავის ქვეშ მიწის ზედაპირზე, აღნიშნული ადგილი მდებარეობს იმ ადგილიდან დაახლოებით 10 მეტრის მოშორებით, სადაც არის მოწითალო ფერის გუბე. დანა დევს ნახევრად გაშლილ მდგომარეობაში, დანის პირზე ლათინური ასოებით აქვს წარწერა „GERBER”, არის ნაცრისფერი, დანა დასვრი-–-- ტალახით. ვიზუალური დათვალიერებით სისხლის კვალი არ აღინიშნება.

 

2014 წლის 29 მარტის დათვალიერების ოქმის თანახმად, გამომძიებელ შ-------–-–---–ის სამუშაო ოთახში დათვალიერებული იქნა გ--------------–-–---–-ს მიერ წარდგენილი მისი კუთვნილი მწვანე ფერის ჟაკეტი, რომელსაც აქვს ელვა შესაკრავი, კაპიშონი თავისი საჭიმი თასმებით და მკერდზე აქვს თეთრი ფერი წარწერა “CAP”. ჟაკეტს ვიზუალურად დაზიანებები არ აღენიშნება.

 

2014 წლის 29 მარტის დათვალიერების ოქმის თანახმად დადგენი-–--, რომ გამომძიებელ ვ--------------------–---–მა მოწმის ზ--------–-------ის დაკითხვის შემდგომ მოახდინა მის მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენილი მისი კუთვნილი ახლო მხედველობის მამაკაცის სათვალის დათვალიერება. სათვალეს აქვს შავი ფერის ჩარჩო, სათვალეს მარცხენა მხარეს მინის ჩასადები ჩარჩო აქვს მოტეხილი, მასთან ერთად სათვალეს არ აქვს მარცხენა ყური. სათვალის ჩარჩოსთან ერთად წარმოდგენი-–-- მარცხენა თვალის თეთრი ფერის მინა. სათვალეს აქვს შავი ფერის ჩარჩო, მარჯვენა ყურზე შუა ნაწილში წვრილად გასდევს ვერცხლისფერი ზოლი, ყურზე შიდა მხრიდან შუა ნაწილში აღენიშნება გაცვეთილი გაურკვევლად უცხო ენაზე წარწერა, მარჯვენა მხარეს ჩასმული არის მინა. მოქ. ზ--------–-------ის განმარტებით ის არის ახლო მხედველი და აღნიშნული სათვალე ეკეთა მომხდარი ინციდენტის დროს ქ. თბილისში პირველი სკოლის მიმდებარედ, რა დროსაც საუბრისას მას დაარტყეს მარცხენა მხრიდან ხელი, რის შედეგადაც დაზიანდა სათვალე.

 

2014 წლის 29 მარტის ამოცნობის ოქმის თანახმად (ს.ფ. 44-45 ტომი 1) - ამომცნობ პირს ბ-------------ეს ამოსაცნობად წარედგინა სამი პირი, წარდგენილი სამი პიროვნებიდან ამოიცნო მარჯვნიდან პირველი და მარცხნიდან მესამე პიროვნება, რომელიც არის გ--------------–-–---–-.

 

2014 წლის 29 მარტის ამოცნობის ოქმის თანახმად (ს.ფ. 46-47 ტომი 1) - ამომცნობ პირს ზ--------–-------ეს ამოსაცნობად წარედგინა სამი პირი, წარდგენილი სამი პიროვნებიდან ამოიცნო შუაში მდგომი პიროვნება, რომელიც არის გ--------------–-–---–-.

 

ბრალდების მხარის ყველა ის მტკიცებულება, რომელიც არ გამოკვლეულა სასამართლო სხდომაზე, დაცვის მხარის მიერ გახდა უდაო 2018 წლის 29 ნოემბერს სასამართლო სხდომაზე.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.

სამართლებრივი შეფასება:

 

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას, გ--------------–-–---–-ს საქართველოს სსკ-ის 120-ე და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლებით წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობის თაობაზე, ვინაიდან, ბრალდების მხარემ სასამართლოში ვერ წარმოადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა გ--------------–-–---–-ს ბრალეულობას. კერძოდ:

 

დაზარალებულმა ი-–---–-----–--მ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ არ იცის ვინ დაჭრა, მან საავადმყოფოში ყოფნის დროს გაიგო, რომ დაჭრა გ--------------–-–---–მა, რომლის ფოტოები დაათვალიერა სოციალური ქსელი „ფეისბუქის“ საშუალებით და შეექმნა წარმოდგენა, რომ ის დაჭრა გ--------------–-–---–მა. დაზარალებულმა ასევე, განმარტა, რომ მის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენება არ არის სარწმუნო, ვინაიდან იმ პერიოდში არ იყო ადეკვატური, ჰქონდა ოპერაციის შემდგომი რთული ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა, შესაბამისად, როგორც დაკითხვის, ასევე ამოცნობის დეტალები ახსოვს ბუნდოვნად.

 

მოწმე ზ--------–-------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ვინაიდან ი-–---–-----–--ს დაჭრის ფაქტს შეესწრო უსათვალოდ და თან იყო ცუდი განათება, შესაბამისად არ არის დარწმუნებული მის ამოცნობაში.

აღნიშნული ფაქტი ასევე დაადასტურეს მოწმეებმა ე-–----------–---–მა, ნ------------–---–მა და ლ------------ემ, რომ ზ--------–-------ეს სათვალე გაუტყდა ჩხუბის დროს და მას სათვალის გარეშე გადაადგილება უჭირდა. აღნიშნული ფაქტი ასევე დასტურდება სათვალის დათვალიერების ოქმითაც. მოწმე თ---------------ემაც სასამართლო სხდომაზე ზ--------–-------ე მოიხსენია, როგორც „ბრმა ბიჭი“.

 

მოწმე თ-------–----ემაც დაადასტურა, რომ ვინ დაჭრა არ იცის და არც დაუნახავს, ასევე არ დაუნახავს ვინმეს ხელში რაიმე ბასრი საგანი.

 

მოწმე თ------------------–---–მა კი თავის მხრივ დაადასტურა, რომ ნახა დაჭრილი თ-------–----ე, ხოლო დაზიანება ვინ მიაყენა არ დაუნახავს, არც ვინმეს ხელში რაიმე საგანი არ დაუნახავს.

 

მოწმე ბ--- მ------–-–---–მა დაადასტურა, რომ შემთხვევის დღეს იმყოფებოდა ფსიქოტროპული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ და არ ახსოვს გ--------------–-–---–თან ჩხუბის დროს ვინ მონაწილეობდა.

 

მოწმე გ-------------–---–მაც სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ გადატანილი აქვს თავის ტრავმა და არ ახსოვს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით არაფერი.

 

ი-–-- შ----–--ს დედის, მოწმე ი-------------–-–---–ის ჩვენება რომ მისი შვილი დაჭრა გ--------------–-–---–მა, წარმოადგენს ირიბ ჩვენებას, რომელიც ვერ დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დაზარალებულ ბ-------------ის გამოკითხვის ოქმი არის ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ ამხელს გ--------------–-–---–ს ორივე დაზარალებულის მიმართ დანაშაულის ჩადენაში. რაც თავისთავად ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის დადგომის საფუძველი. ვინაიდან, საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს მხოლოდ მოწმის სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხული ჩვენება დაედოს საფუძვლად. ასევე, სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში.

 

რაც შეეხება შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულ ცივ იარაღს - დანას, გამოძიების მიერ უტყუარად ვერ იქნა დადგენილი, რომ სწორედ აღნიშნული დანით არის მიყენებული დაზარალებულთა სხეულებზე არსებული დაზიანებები, ასევე ვერ იქნა დადგენილი დანის გ--------------–-–---–-სადმი კუთვნილება.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ;

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვი-–-- საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე;

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ;

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა;

 

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 დეკემბრის განაჩენი გ--------------–-–---–-ს მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ---–--------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

გ------- მ-----–-–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

გ------- მ-----–-–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

გ--------------–-–---–ს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

 

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 10 სექტემბრის განჩინებით გ--------------–-–---–-ს მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით კ-----------------–--ის (პირადი N0----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე მდებარე გარდაბანი, სოფელი მარტყოფი საკადასტრო კოდი 8----------- - დადებული ყადაღა.

 

ნივთიერი მტკიცებულებები: ორი ცალი კომპიუტერის დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

სასამართლოში წარსადგენი მტკიცებულებების ნუსხაში მითითებული დანარჩენი ნივთიერი მტკიცებულების საკითხი გადაწყდეს აღნიშნული საქმიდან გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: /მ. თეთრაული/

 

მოსამართლეები: /ნ. სანდოძე/

 

/გ. ჯეირანაშვილი/