განაჩენი

სისხლის სამართლის 23.04.2019
საქმის ნომერი
330100119002800625
ინსტანცია
თარიღი
23.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330100119002800625-1ბ/442-19წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

15 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი

სხდომის მდივანი: გ------- სვანიძე

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ლ--------------

 

დაცვის მხარე:

გამართლებული: გ-----------–-------------------–---------–-–---------------------------------------, საქართველოს მოქალაქე, განქორწინებული, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--–-------------–--------------------------------------------–--

 

ადვოკატი: დ-----------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილი;

 

დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ოჯახური ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიცია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 თებერვლის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლ---------------- და ითხოვა ცვლილების შეტანა განაჩენში, კერძოდ გ--------------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და განესაზღვროს მკაცრი და სამართლიანი სასჯელი;

 

დაცვის მხარემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

გ---------------ს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

 

2018 წლის 9 დეკემბერს ქ. თბილისში, ვ---------–-------------------------------------- ბ---------ში დაახლოებით 17:30 საათზე გ---------------მ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის დედას ნ-----------------. კერძოდ, ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ფეხსაცმელი ესროლა და ზურგში ჩაარტყა წიხლი, რის გამოც დაზარალებული მიეჯახა კარებს, აღნიშნული ქმედებით ნ----------------- განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

2018 წლის 9 დეკემბერს ქ. თბილისში, ვ---------–-------------------------------------- ბ---------ში შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული იქნა გ--------------ის კუთვნილი ერთი ცალი 1 მლ-იანი ერთჯერადი მოხმარების ინსულინის შპრიცი, რომელშიც მოთავსებული იყო ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპ-ს (a-PVP) 0,01 გრამის ოდენობით.

 

თბილისის საქალაქომ სასამართლომ დაადგინა:

 

გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ იქნა დადგენილი გ--------------ის მიერ ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ოჯახური ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ასევე ვერ იქნა დადგენილი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტი;

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

უდავოდ ცნობილი 2018 წლის 09 დეკემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ-------–--------------–-----------------------------------------------–--------------–-------------------------------–---- ლიფტიდან ხელმარცხნივ, ბინა არის 3 ოთახიანი, ბინაში შესასვლელია მუქი ფერის ლითონის კარით, ბინაში შესვლისას ხელმარცხნივ შესასვლელია ოთახში, რომელიც ნ---- ჯ--------ის გადმოცემით არის მისი შვილის გ--------------ის ოთახი, ოთახში შეინიშნება არეულობა, ძირს გდია საფერფლე, პოლიეთილენის ბოთლი და ტელევიზიის პულტი, საწოლზე ყრია სხვადასხვა ტანსაცმელი, აღნიშნული ოთახის გვერდით არის მისაღები ოთახი, სადაც არეულობა და ჩხუბის კვალი არ შეინიშნება, შესასვლელი კარიდან ბინაში შესვლისას ხელმარჯვნივ არის საძინებელი ოთახი, ოთახში არეულობის კვალი არ შეინიშნება, შესასვლელი კარიდან პირდაპირ დერეფნის გავლით ხელმარჯვნივ არის აბაზანა და საპირფარეშო, ხოლო მას შემდეგ ხელმარჯვნივ შესასვლელია სამზარეულო ოთახში, ოთახში არეულობის კვალი არ შეინიშნება, სამზარეულო ოთახში ონკანის კარადაში მოთავსებულია სანაგვე ურნა და მათ შორის გდია, ე.წ. ინსულინის ნემსი მასში მოთავსებული მცირე რაოდენობის სითხით, ნემსის თავსახურის გარეშე, სამზარეულო ოთახის შემდეგ დერეფნის გავლით შესასვლელია ოთახში ე.წ. ,,ლოჯში’’ სადაც მოთავსებულია სხვადასხვა ნივთები, არეულობის კვალი არ შეინიშნება. ადგილზე გამოცხადნენ ექსპერტ კრიმინალისტები რომელთა მიერაც მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სამზარეულოს სანაგვე ურნიდან ე.წ.ინსულინის ნემსი მასში მოთავსებული მცირე რაოდენობის სითხის წვეთებით, ამოღებული ე.წ. ინსულინის ნემსი მოთავსდა სპეციალურ კონტეინერში და დაილუქა შესაბამისი წესით;

1 ტომი - ს.ფ.11-23;

 

უდავოდ ცნობილი 2018 წლის 09 დეკემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, მოწმე ნი-------------ის ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით ექსპერტ კრიმინალისტების მონაწილეობით და ნი-------------ის თანხმობით ქ. თბილისში ვარკეთილი 3-----------------------–---------------------------–------------ საგამოძიებო მოქმედება ექსპერიმენტი, რა დროსაც მოწმე ნი-------------ემ მიუთითა ოთახზე რომელიც მდებარეობს შესასვლელი კარიდან ხელმარცხნივ, სადაც მიუთითა მუქი ფერის ფეხსაცმელზე და განმარტა, რომ სწორედ აღნიშნული ფეხსაცმელი ესროლა მას მისმა შვილმა გ---------------მ, შემდეგ მიუთითა კარებზე და განმარტა, რომ სწორედ ამ კარებს დაეჯახა მაშინ როდესაც მას მისმა შვილმა გ---------------მ ზურგისა და წელის არეში დაარტყა ფეხი.

 

1 ტომი - ს.ფ.24-30;

 

უდავოდ ცნობილი 2018 წლის 13 დეკემბრის ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 1მლ-იან ერთჯერადი მოხმარების ე.წ. ,,ინსულინის’’ შპრიცში მოთავსებული 0,01 მლ მოყავისფრო ხსნარი შეიცავს ნარკოტიკულ საშულება ალფა-პვპ-ს;

1 ტომი - ს.ფ.18-100;

 

დაზარალებულმა ნი-------------ემ და მოწმე გ---–------–--------ასამართლო სხდომაზე უარი განაცხადეს ოჯახის წევრის შვილის მიმართ მამხილებელი ჩვენების მიცემაზე.

 

გ--------------ის ბრალდების მტკიცებულებებია: მოწმეების მ------ გ-------–---–ის, ლ---ა ს---–-----–-–---–ის გამოკითხვის ოქმები, შეტყობინება №2------, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, პატაკი, ბრალდებულის დაკავების ოქმი, შემაკავებელი ორდერი, 2018 წლის 10 დეკემბრის დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ, ქიმიური ექსპერტიზის №----------- დასკვნა, სამედიცინო ბარათის დათვალიერების ოქმი, სამედიცინო ბარათი№----. ზემოაღნიშნული ბრალდების მტკიცებულებები მხარეთა მიერ მიჩნეულ იქნა უდავო მტკიცებულებებად და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭებათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან, თუმცა იმავე კოდექსის 82-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. გამამართლებელ განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოდასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განაჩენის დადგენისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით.

 

საქართველოს კონსტიტუციის მ----------–------- პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასარგებლოდ.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტია - სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY განმარტა შემდეგი: წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში №1/1/548 ,,საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ‘‘ განმარტა, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე, ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ასევე, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება.

 

პალატა აღნიშნავს, იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებული და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ჯერ ფაქტის არსებობა და შემდეგ - ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება ქმედების სამართლებრივი შეფასება.

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად დანაშაულია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ოჯახური ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; სისხლის სამართლის დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი და ღირსება. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ცემაში ან სხვაგვარ ძალადობაში, მაგრამ შედეგად არ უნდა გამოიწვიოს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი, სისტემატიური შეურაცხყოფა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. შეურაცხყოფა არის სხვისი პატივისა და ღირსების განზრახ დამცირება, გამოხატული უწესო ფორმით.

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის სუბიექტია დაზარალებულის ოჯახის წევრი. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. მოცემულ შემთხვევაში გამართლებული და დაზარალებული არიან დედა-შვილი;

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლთან დაკავშირებითაც პალატა განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გ--------------ის მხრიდან დედის ნი-------------ის მიმართ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. ფაქტის შემსწრე პირდაპირმა მოწმემ დაზარალებულმა - ნი-------------ემ სასამართლოს არ მისცა ჩვენება. აღნიშნული მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, ოჯახში ძალადობა შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისათვის აუცილებელია, რომ ბრალდებულის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა. მოცემული დანაშაულის შემადგენლობისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სწორედ დაზარალებულის ჩვენებას. ძალადობის ფაქტის ერთერთი თვითმხილველი მოწმე იყო მხოლოდ დაზარალებული, რომელმაც უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, ასევე უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე მოწმე გ---–---- ლ----ემ.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს სისხლის სამართლის საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებზე, რომლებიც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია, კერძოდ სახეზეა 2018 წლის 9 დეკემბრის ნი-----–----------------ძე) ელექტრონულ შეტყობინება, თუმცა თავად დაზარალებულმა სასამართლო სხდომაზე არ დაადასტურა მოცემულ ეპიზოდთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, შესაბამისად რთულია საუბარი აღნიშნული მტკიცებულების ძალაზე, ასევე 2018 წლის 4 ოქტომბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმზე, რადგან ოქმის თანახმად საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას მართალია ნი-------------ე აღწერს თუ როგორ მოხდა კონფლიქტი მასსა და გ---------------ს შორის, რასაც მოყვა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, თუმცა ამ შემთხვევაშიც სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა შვილის წინააღმდეგ სასამართლოს არ მისცა ჩვენება. ასეთ შემთხვევაში კი, სასამართლოსთვის არასაკმარისია მტკიცებულებები, რომელთა ინფორმაციის წყაროს სწორედ დაზარალებული წარმოადგეს. ასევე წარმოდგენილია პაციენტის სამედიცინო ბარათი სადაც აღწერილია, რომ პაციენტი უჩიოდა ტკივილს წელის არეში, მისი გადმოცემით შვილმა ჩაარტყა ფეხი წელის მიდამოში, პალატა განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული დოკუმენტი ადასტურებს დაზარალებულის მიერ ტკივილის განცდას, დოკუმენტის შემდგენელი პირი არ შესწრებიან უშუალოდ ინციდენტს და ცემის ფაქტთან დაკავშირებით მათთვის ცნობილი გახდა ნი-------------ისგან, რომელმაც თავის მხრივ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ვერ დადასტურდება, რომ მსჯავრდებულის მხრიდან მოხდა დაზიანების მიყენება. შესაბამისად ვერ იქნება გაზიარებული ბრალდების მხარის პოზიცია, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში, რადგან საქმეში არ მოიპოვება არცერთი პირდაპირი მტკიცებულება.

 

პალატა განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს მინიმუმ ორი მტკიცებულების არსებობას, რომლებიც ობიექტურ, ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენაში. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონით დადგენილ, ზემოაღნიშნულ სტანდარტს. განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი შეფასდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით და მიჩნეულ იქნა, რომ საქმეში არსებული სხვა უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად ვერ იქნა დადასტურებული, რომ გ---------------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ოჯახური ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

 

რაც შეეხება გ--------------ის მიმართ ბრალდებას ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვასთან დაკავშირებით, პალატა განმარტავს, რომ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ. სამართლებრივი განმარტებიდან გამომდინარე უკანონო შეძენა გულისხმობს პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენას ნებისმიერი საშუალებით, ეს იქნება ყიდვა, ჩუქება, პოვნა თუ სხვა ხერხი. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალების ადგილსამყოფელის მიჩენა. აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების უკანონოდ განხორციელება. აღნიშნულ ქმედებათა (შეძენა/შენახვა) უკანონობა გამოიხატება იმაში, რომ ქმედების ჩადენა ხდება ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით.

 

აღნიშნულ ბრალდებასთან დაკავშირებით ბრალდების მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რომლის თანახმადაც ნი-------------ის მონაწილეობით დათვალიერდა საცხოვრებელი სახლი, სადაც სამზარეულოში, სანაგვე ყუთში, ნანახი იქნა ე.წ. ,,ინსულინის ნემსი“, მასში მოთავსებული მცირე რაოდენობის სითხით. ხოლო ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად 1მლ-იანი ერთჯერადი მოხმარების ე.წ. ,,ინსულინის“ შპრიცში მოთავსებული 0,01მლ მოყავისფრო ხსნარი შეიცავს ნარკოტიკულ საშულება ელფა-პვპ-ს (a-PVP).

 

პალატა მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მითითება იმ გარემოებაზე, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ გ--------------- უკანონოდ ინახავდა ასევე უკანონოდ შეძენილ ნარკოტიკულ საშუალებას არის უსაფუძვლო და უშუალოდ მტკიცებულებების შინაარსიდან არ გამომდინარეობს, რაც წარმოადგენს მხოლოდ ბრალდების მხარის ვარაუდს, მართალია საცხოვრებელი სახლის დათვალიერების შედეგად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება, თუმცა ამოღებული შპრიცის წარმომავლობასა და კუთვნილებასთან დაკავშირებით ბრალდების მხარეს არცერთი პირდაპირი ან თუნდაც ირიბი ხასიათის მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

 

პალატა განმარტავს, რომ ისეთი მოცემულობისას, როდესაც შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილე პირმა - ნი-------------ემ სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა შვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, სასამართლოსთვის არასარწმუნოა ზემოაღნიშნული მტკიცებულება, იმის დასადასტურებლად, რომ ე.წ. ,,ინსულინის ნემსი“, მასში მოთავსებული მცირე რაოდენობის სითხით ნამდვილად ეკუთვნოდა გ---------------ს. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები გ--------------ის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვასთან დაკავშირებით ემყარება მხოლოდ ვარაუდს და გამყარებული არ არის სხვა რომელიმე მტკიცებულებით, თუნდაც დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით. ამასთან საქმეზე არ არის ჩატარებული გ--------------ის ნარკოლოგიური შემოწმება, რომლითაც დადგინდებოდა მის მიერ თუნდაც ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი. ამავე დროს გ--------------ის დაკავებისას მისგან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება ნაპოვნი და ამოღებული ვერ იქნა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

 

რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებები ემყარება მხოლოდ ვარაუდს, ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა გ------- ლ----ის ბრალეულობაში საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლი 1-ლი ნაწილით, შესაბამისად ბრალდებული გ--------------- უნდა გამართლდეს აღნიშნულ ბრალდებაშიც.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 თებერვლის განაჩენი, გ--------------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტის თანახმად, 1 ცალი დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით; შემთხევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ერთი ცალი ე.წ. ,,ინსულინის ნემსი“, მასში მოთავსებული სითხით, რომელიც ინახედა შსს ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-8 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ---------------- სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 თებერვლის განაჩენი გ--------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

3. გ--------------- უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში და გამართლდეს;

 

4. გ--------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან;

 

5. 1 ცალი დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით; შემთხევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ერთი ცალი ე.წ. ,,ინსულინის ნემსი“, მასში მოთავსებული სითხით, რომელიც ინახედა შსს ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-8 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;

 

6. გამართლებულს განემარტოს, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი;

 

7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და მიექცევა აღსასრულებლად.

 

8. განაჩენი მისი გამოცხადებიდან 1 თვის ვადში შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი