განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 3-----------------
საქმე №1ბ/39-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ
გიორგი სვანიძის მდივნობით,პროკურორ - ა------–------ის,მსჯავრდებულ - ი---------–------ის,ადვოკატ - ც-----------------ას,მსჯავრდებულ ი---------–------ის და მისი ადვოკატის ც-----------------ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ი-----------–----------–------ის მიმართ - პ/№0----------, დაბადებული 1979 წლის 28 იანვარს, თბილისში, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ-------–-----–--–------------------. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით, საქართველოს სსკ 111.151-ე მუხლის I ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ 111.19. 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 4 დეკემბრის განაჩენით:
ი---------–------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით, საქართველოს სსკ 111. 151-ე მუხლის I ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ 111.19. 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვრა:
საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით, - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ 111.151-ე მუხლის I ნაწილით (2016 წლის 9 აგვისტოს ეპიზოდი), - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სსკ 111.151-ე მუხლის I ნაწილით (2018 წლის 4 აპრილის ეპიზოდი), - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სსკ 111.19.187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ ი---------–------ს სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.
ი---------–------ს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 4 აპრილიდან.
ი---------–------ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;
მანვე ჩაიდინა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ორი ეპიზოდი);
ასევე, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სხვისი ნივთის დაზიანების მცდელობა, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით, რასაც შესაძლებელია გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
ი---------–------ი და თა---------------–-ძე შეუღლდნენ 2007 წელს. აღნიშნული პერიოდიდან მოყოლებული ი---------–------ი სისტემატურად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს და თა---------------–-ძეს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა უშვერი სიტყვებით, რის გამოც თა---------------–-ძე მუდმივად იმყოფებოდა ფსიქოლოგიური სტრესის და ზეწოლის ქვეშ, თავს გრძნობდა დამცირებულად, დათრგუნულად და განიცდიდა მორალურ ტანჯვას.
2016 წლის 9 აგვისტოს, დილის საათებში, თა---------------–-ძე თავის მცირეწლოვან შვილს აჭმევდა საჭმელს, რა დროსაც ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფ ი---------–------ს თა---------------–-ძემ არ მისცა ჩვილ ბავშვთან მიახლოების საშუალება. აღნიშნულზე გაბრაზებულმა და გაღიზიანებულმა ი---------–------მა თა---------------–-ძეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, აგინა უშვერი სიტყვებით, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა სულიერი და მორალური ტანჯვა. შემდეგ ი---------–------მა, არასრულწლოვნის - 2001 წელს დაბადებულ ნინო საბაძის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის - დედის მიმართ, განახორციელა ფიზიკური ძალადობა, კერძოდ, თა---------------–-ძეს ხელი ერთხელ ძლიერად ჩაარტყა თავში, რა დროსაც მან განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ი---------–------მა ასევე სცადა თა---------------–-ძისთვის თითით თვალის ამოთხრა, რა დროსაც ამ უკანასკნელს ხელი მოხვდა ყვრიმალის არეში და მიიღო მსუბუქი დაზიანება. ამ დროს არასრულწლოვანი ნინო საბაძე ტიროდა და ცდილობდა მათ გაშველებას.
2016 წლის 9 აგვისტოს, ი---------–------ი, თავის საცხოვრებელ სახლში - ქ-------–--–---–--–-------------------ში, ოჯახური კონფლიქტის დროს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის ოჯახის წევრს - მეუღლეს თა---------------–-ძეს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2018 წლის 4 აპრილს, საღამოს საათებში, ქ-------–--–---–--–-------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ალკოჰოლური საშუალების ზემოქმედების ქვეშ მყოფი ი---------–------ი მობილური ტელეფონის მეშვეობით სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, ყელის გამოჭრითა და დასახიჩრებით დაემუქრა თავის მეუღლეს - თა---------------–-ძეს, რომელსც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ი---------–------ი, ასევე სატელეფონო ზარის მეშვეობით, ქონების განადგურებით, კერძოდ, თა---------------–-ძის კუთვნილი, ,,ნისან ტეანას“ მარკის ავტომობილის (სახელმწიფო ნომრით T--------), სხვა ნივთებისა და სახლის დაწვით დაემუქრა თა---------------–-ძეს, რომელმაც აღნიშნული მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2018 წლის 4 აპრილს, საღამოს საათებში, ქ-------–--–---–--–-------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა ი---------–------მა სცადა განზრახ ცეცხლის წაკიდებით დაეზიანებინა თავისი მეუღლის, თა---------------–-ძის კუთვნილი, ,,ნისან ტეანას“ მარკის ავტომობილი (სახელმწიფო ნომრით T--------), რითაც დაზარალებულს შესაძლოა მისდგომოდა 7800 (შვიდიათასრვაასი) ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ი---------–------მა და მისმა ადვოკატმა ც-----------------ამ, რომლებმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 4 დეკემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დაცვის მხარემ დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა; კერძოდ განმარტა, რომ მსჯავრდებული სრულად აღიარებს იმ ქმედების ჩადენას, რისთვისაც იგი დამნაშავედ იქნა ცნობილი და ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 4 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას სასჯელის შემსუბუქების კუთხით და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილობრივ პირობითად ჩათვლას.
პროკურორმა მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების თაობაზე.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და თვლის, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. მსჯავრდებულ ი---------–------ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: მოწმეების გ----------------–--------------–------------------–-------------------–-------ის ჩვენებებს; 2018 წლის 4 აპრილის შეტყობინების #7----- ოქმს; ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმს; ალკოტესტით შემოწმების ოქმს; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს; ექსპერტ რ--------------ის ჩვნებას; 2018 წლის 6 აპრილის ქიმიური ექსპერტიზის #9--/ქრ დასკვნას; ექსპერტ ალექსანდრე დადიანიძის ჩვენებას; 2016 წლის 26 აგვისტოს სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნას; 2018 წლის 25 მაისის სასაქონლო ექსპერტიზის #1020/ს დასკვნას; რეაგირებისა და შეტყობინების ოქმებს; 2014 წლის 25 დეკემბრის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ დადგენილებას; შემეკავებელ ორდერებს და საქმეში არსებულ სხვა წერილობით მტკიცებულებებს (მტკიცებულებათა ნაწილი მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა).
ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ი---------–------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით, საქართველოს სსკ 111. 151-ე მუხლის I ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ 111.19. 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტს და მას მსჯავრი უნდა დაედოს აღნიშნული კვალიფიკაციით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ი---------–------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მიერ მითითებულ არგუმენტებს სასჯელის შემსუბუქებასთან დაკავშირებით, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას.
როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი; ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად - ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.
მსჯავრდებულის მოთხოვნას მის მიმართ დანიშნული სასჯელის ნაწილობრივ პირობითად ჩათვლის თაობაზე, პალატა არ იზიარებს და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად შეაფასა და გაითვალისწინა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარა ჩადენილი დანაშაული) და დამამძიმებელი გარემოებები (არ გამოვლენილა), ასევე, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, ბრალდებულის პიროვნება, ოჯახური მდგომარეობა, მისი წარსულ ცხოვრება და მსჯავრდებულს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და მიიჩნევს, რომ ი---------–------ის მიმართ, დადგენილი სანქციის ფარგლებში, დანიშნულია ადეკვატური, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
რაც შეეხება დაცვის მხარის მოთხოვნას, დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლასთან დაკავშირებით, პალატა ვერ გაიზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ი---------–------ის მიმართ სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი შეღავათის გამოყენების საფუძველი, ვინაიდან იგი არც გამოძიებაში და არც პირველი ინსტანციის სასამართლოში არ აღიარებდა დანაშაულს ძალადობის ჩადენის ნაწილში; გარდა ამისა, ი---------–------ი დაკავებული იქნა დანაშაულის ჩადენისთანავე. შესაბამისად, მის მიმართ სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკევთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილობრივ პირობითად ჩათვლის სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 04 დეკემბრის განაჩენი ი---------–------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი - სამართლიანი, რის გამოც სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ი---------–------ის და მისი ადვოკატის ც-----------------ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 04 დეკემბრის განაჩენი;
ი---------–------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით, საქართველოს სსკ 111. 151-ე მუხლის I ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ 111.19. 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს:
საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით, - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 9 აგვისტოს ეპიზოდი), - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სსკ 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 4 აპრილის ეპიზოდი), - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სსკ 111.19. 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ ი---------–------ს სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.
ი---------–------ს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 4 აპრილიდან.
ნივთიერი მტკიცებულებები :
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული პოლიეთილენის ბოთლი და ანაწმენდები საკონტროლო ნიმუშებთან ერთად - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე: მ.კაპანაძე