განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 3-----------------
საქმე №1ბ/401-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მანუჩარ კაპანაძემ
ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - ლ--------------ს
ადვოკატ - ნ-----------–---–ის
მსჯავრდებულ - გ-----------------ის მონაწილეობით,ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის ა-------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
გ-----------------ის მიმართ - დაბადებული 2----–-–---------–--ს, პირადი N5----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ჭი-----------------–-------------------------------–----------------–-------–---------------------------------------------------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6 თებერვლის განაჩენით:
გ-----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.
გ-----------------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 13 ნოემბრიდან, 2019 წლის 6 თებერვლის ჩათვლით.
გ-----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ მასში რომ მან ჩაიდინა: ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შეეძლო გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, შემდეგი:
2018 წლის 13 ნოემბერს, ღამის საათებში, გ-----------------ემ ფანჯრის მინის ჩამსხვრევის შედეგად შეაღწია ქ-------–--–-------------–-------------------------ში მდებარე ავეჯის სახლში „ს-------------–ი“ (შპს „პ--–--–----ი“), საიდანაც შეეცადა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფულადი თანხის ფარულ დაუფლებას, რა დროსაც შემჩნეულ იქნა დაცვის თანამშრომლების მიერ. გ-----------------ის ქმედებით დაზარალებულ შპს „პ--–--–----ს“ შესაძლოა მისდგომოდა 300 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა-------------ემ. სააპელაციო საჩივრით აპელანტმა ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით და მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული 3 (სამი) წლით ვადით თავისუფლების აღკვეთის რეალურად, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრა.
აპელანტის განმარტებით, განაჩენი არ არის სამართლიანი და წინააღმდეგობაში მოდის კანონმდებლობასთან. გ-----------------ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი არ შეესაბამება მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და მის პიროვნებას. შესაბამისად, აპელანტი მიიჩნევს, რომ იგი ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას. მართალია მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ასევე ხელი შეუწყო გამოძიებას, თუმცა ამასთან ერთად გასათავლისწინებელია მისი პიროვნება, მის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება. გ-----------------ემ განსახილველი დანაშაულებრივი ქმედება ჩაიდინა სხვა სისხლის სამართლის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების - გირაოს ქვეშ მყოფმა. ასევე, მას ანალოგიური, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის აქვს ბრალი წარდგენილი პროკურატურის მიერ. ეს გარემოებები კი მიუთითებს, რომ იგი არის არაკანონმორჩილი პიროვნება; ამასთან, მიდრეკილია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისაკენ. ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ გ-----------------ე გამოყენებული სასჯელის პირობებში ვერ გააცნობიერებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, ვერ გააკეთებს სათანადო დასკვნებს და ვერ შეძლებს დაუბრუნდეს საზოგადოებას ღირსეულ წევრად, რის გამოც მის მიმართ გამოყენებული უნდა იყოს უფრო მკაცრი სასჯელი.
სააპელაციო სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ლ--------------მ მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.
დაცვის მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის ა-------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6 თებერვლის განაჩენში სასჯელის ნაწილში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივი გარემოებები და კვალიფიკაცია არც მხარეებს გაუხდიათ სადავოდ. გ-----------------ის მიერ დანაშაულის ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებებს, კერძოდ, მოწმეების: დ---------------–---–-----------------–---–---–-------------------–---–------–---------------–-–---–--------–--–------–---ას ჩვენებებს; ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმს; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს; ამოღებულ ნივთიერ მტკიცებულებებს და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და სასამართლოს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
შესაბამისად, პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს გ-----------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს.
რაც შეეხება მსჯავრდებულ გ-----------------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა აღნიშნავს, რომ აპელანტის პოზიცია დაფუძნებულია განაჩენის სამართლიანობაზე და მისი მოთხოვნა სასჯელის შეცვლასთან დაკავშირებით, უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი; ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად - „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.
მოცემულ შემთხვევაში, პალატა ნაწილობრივ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას იმის თაობაზე, რომ გ-----------------ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა და პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიიჩნია მის მიერ ჩადენილი დანაშაულის აღიარება და მონანიება; ასევე ის ფაქტი, რომ მსჯავრდებულმა უდავოდ ცნო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი რაიმე გარემოება მის მიმართ არ არის გამოვლენილი.
თუმცა, ზემოაღნიშნულ გარემოებებთან ერთად სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს გ-----------------ის მიერ ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივ საშიშროებას, მის ფართოდ გავრცელებულ ხასიათს, რაც მწვავედ ეწინააღმდეგება დადგენილ მართლწესრიგს და იმ სამართლებრივი სიკეთის საზოგადოებრივ მნიშვნელობას, რომელიც დანაშაულის დამთავრების შემთხვევაში იქნებოდა ხელყოფილი. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, რაც გ-----------------ემ გამოიყენა მის წინაშე არსებული დაბრკოლების დასაძლევად (მინის ჩამსხვრევის შედეგად შეაღწია საცავში); ასევე, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება და მსჯავრდებულის პიროვნება, კერძოდ, გ-----------------ე არის ბრალდებული სხვა სისხლის სამართლის საქმეზე საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის. თუმცა, სასამართლოს მიერ მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება, რომელიც არ არის დაკავშირებული საზოგადოებისაგან იზოლაციასთან, არ აღმოჩნდა მისთვის შემაკავებელი და მარეაბილიტირებელი ხასიათის. გ-----------------ემ გირაოს ქვეშ მყოფმა, ჩაიდინა ახალი დანაშაული, რაც ხაზს უსვამს მსჯავრდებულის მართლმსაჯულებისადმი უპატივცემულო დამოკიდებულებას და მის არაკანონმორჩილ ბუნებას.
რაც შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოსა და დაცვის მხარის აპელირებას, რომ გ-----------------ე არ არის ნასამართლობის მქონე პირი, პალატა განმარტავს, რომ ნასამართლობა წარმოადგენს სასჯელის დამამძიმებელ გარემოებას, თუმცა ნასამართლობის არქონა, ავტომატურად პრივილეგირებულ მდგომარეობაში არ აყენებს დანაშაულის ჩამდენ პირს და მისი წარსული ცხოვრება უნდა შეფასდეს სხვა გარემოებებთან ერთობლიობაში. გ-----------------ის წარსულის და პიროვნული მასახიათებლების შეფასების თვალსაზრისით კი, რაიმე შემამსუბუქებელი გარემოებების არსებობა ვერ იქნა დადასტურებული.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვლისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ გ-----------------ის მიმართ დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლა არ არის მიზანშეწონილი; იგი არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. მოცემულ შემთხვევაში სასჯელის მიზნების მისაღწევად საკმარისი არ არის სასჯელის არასაპატიმრო ალტერნატივების გამოყენება. გ-----------------ის საზოგადოებისაგან იზოლირების გარეშე, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე საფრთხეების განეიტრალება; დანიშნული სასჯელი არ გახდება მისთვის სათანადოდ დამაფიქრებელი, რათა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება და გამოწვეული შედეგის სიმძიმე. შესაბამისად, პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული პირობითი მსჯავრი უნდა გაუქმდეს და დანიშნული სასჯელის სახე და ზომა - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, უნდა განესაზღვრს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად. მხოლოდ აღნიშნული სასჯელი წარმოადგენს გარანტს იმისა, რომ სრულად იქნეს მიღწეული საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნები, როგორიცაა დამნაშავის რესოციალიზაცია, სამართლიანობის აღდგენა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება.
ამდენად, ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის ა-------------ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6 თებერვლის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის ა-------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
ცვლილება შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6 თებერვლის განაჩენში;
გ-----------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
გ-----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
გ-----------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2019 წლის 19 აპრილიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 13 ნოემბრიდან, 2019 წლის 6 თებერვლის ჩათვლით.
საქმეზე დართული საგნები და ნოვთები:
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სუნის ნიმუში, გ-----------------ისგან აღებული სუნის ნიმუში, რომელიც გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ორი ცალი ხელთათმანი და პირბადე (დალუქული) და გ-----------------ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში (დალუქული), რომლებიც ინახება შსს ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-8 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძე