განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 3-----------------
საქმე №1ბ/465-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ
ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - გ---------------------ის,მსჯავრდებულ - ა-–---------------–---–ის მონაწილეობით,თბილისის პროკურატურის პროკურორ გ-----------------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ა-–----------------------------–---–-ს მიმართ - დაბადებული 1----–-–---------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N1----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: გ------------–-----------------–------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–---------------–------- ჩიხი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი).
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 01 თებერვლის განაჩენით:
ა-–---------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მ------------–---–ის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ლ-–---------–----ის ეპიზოდი), გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მ------------–---–ის ეპიზოდი) - ჯარიმა 8 300 (რვაათას სამასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ლ-–---------–----ის ეპიზოდი) - ჯარიმა 8 000 (რვაათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მ------------–---–ის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ა-–---------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 8 300 (რვაათას სამასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით - 2016 წლის 20 დეკემბრიდან, 2016 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით, ა-–---------------–---–ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 8 000 (რვაათასი) ლარის ოდენობით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ა-–---------------–---–მა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით (2 ეპიზოდი).
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2015 წლის 8 დეკემბერს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მე-3 განყოფილების თანამშრომლების მიერ, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დაკავებული იქნა 19---–-–-----------რს დაბადებული გ----------------ა. 2016 წლის 1 ივნისის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, გ----------------ა ცნობილი იქნა დამნაშავედ სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში, როგორც გამოძიების, ისე პირველი ინსტანციის სასამართლო განხილვის სტადიაზე, გ----------------ას ინტერესებს იცავდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი ადვოკატი ა-–---------------–---–ი (სიითი N2---), რომელმაც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოტყუებით, ვითომდა გ----------------ასთან საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად, ამ უკანასკნელის დედას - მ------------–---–სა და მის მეუღლეს - ზ-------------–---–ს გამოართვა 6000 (ექვსიათასი) ლარი, ხოლო 350 (სამასორმოცდაათი) ლარი - ვითომდა დაზარალებულისათვის ზიანის ასანაზღაურებლად. ადვოკატ ა-–---------------–---–ს პროკურატურისათვის არ მიუმართავს განცხადებით საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად, ასევე არ აუნაზღაურებია დაზარალებულისათვის მიყენებული მატერიალური ზიანი, რაც შეადგენდა 70 ლარს.
ა-–---------------–---–ის ქმედებით, მ------------–---–ს მიადგა 6350 (ექვსიათასსამასორმოცდაათი) ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი ზიანი.
2015 წლის 15 თებერვალს შპს „ვ---------ა 98“-ის დირექტორი ლ-–---------–----ი გათავისუფლებული იქნა სამსახურიდან ამავე საწარმოს დამფუძნებელ ა-–-------------------ას მიერ. ლ-–---------–----მა გადაწყვიტა სამართლებრივი დავა ა-–-------------------ასთან, რის გამოც აიყვანა ადვოკატი ა-–---------------–---–ი, რომელმაც ვითომდა სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის, თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელის შეტანისა და სამსახურში აღდგენაში დახმარების მოტივით, ლ-–---------–----ს მოტყუებით გამოართვა ჯამში 800 (რვაასი) ლარი.
ა-–---------------–---–ის ქმედებით, ლ-–---------–----ს მიადგა 800 (რვაასი) ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი ზიანი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 01 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის პროკურორმა გ----------------ემ, რომელმაც ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ა-–---------------–---–ის დამნაშავედ ცნობა სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და მისთვის ვადიანი თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.
ბრალდების მხარის მითითებით, სასამართლოს განაჩენი არის კანონიერი და დასაბუთებული, თუმცა სასჯელის ნაწილში არ არის სამართლიანი და აშკარად ლმობიერია; დანიშნული სასჯელი არ გამომდინარეობს დანაშაულის სიმძიმიდან, ხასიათიდან და სპეციფიკიდან. აღნიშნულის გათვალისწინებით, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ა-–---------------–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების შესრულებას, რადგან ასეთი მსუბუქი სასჯელის პირობებში, ვერ მოხდება სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასამართლო სხდომაზე პროკურორმა გ---------------------მა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.
მსჯავრდებულმა ა-–---------------–---–მა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის პროკურატურის პროკურორ გ-----------------ს საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 01 თებერვლის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. მსჯავრდებულ ა-–---------------–---–ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა არის დადასტურებული სისხლის სამართლის საქმეზე უდავოდ ცნობილი, ასევე სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით, მათ შორის: დაზარალებულ ლ-–----------–----ის, მოწმეების ლ------------–----------–-----------------------------------–---------------------–---–-------------------------------------–---–----------–-----–------–--–----------–-------–---------------------–---–---–----–---–------------–-–---–--------------–-----------------–----------------------------------------------------------------–-------–-–---–------------------ას ჩვენებებით; დათვალიერებისა და ფარული საგამოძიებო მოქმედების ოქმებით; სატელეფონო საუბრების დეტალური ნუსხით და საქმეში არსებული ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებებით.
ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ა-–---------------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (2 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშულის ჩადენას.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ა-–---------------–---–ისადმი დანიშნულ სასჯელს, ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ განაჩენი სასჯელის ნაწილში არის არასამართლიანი, ვინაიდან ლმობიერი სასჯელის დანიშვნით ვერ იქნება მიღწეული სასჯელის მიზნები.
პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის არგუმენტაციას და აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება ისეთი სასჯელი, რომელიც თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით, მეტისმეტი სიმკაცრის ან სიმსუბუქის გამო, აშკარად უსამართლოა.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით - ექვსიდან, ცხრა წლამდე.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოსამართლო სამართალწარმოების ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა. დანაშაულის დისპოზიციური შემადგენლობის (მათ შორის, მართლწინააღმდეგობისა და ბრალის) დადგენის შემდეგ, აუცილებელია კონკრეტული ქმედებისათვის სანქციის განსაზღვრა. პირის მიერ სისხლის სამართლის კანონის დარღვევა, სასჯელის გამოყენების იურიდიული საფუძველია და შესაბამისად, იგი სახელმწიფოს ბუნებრივ რეაქციას წარმოადგენს ჩადენილ დანაშაულზე.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომლის თანახმადაც სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით და ა-–---------------–---–ის მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების (არ გააჩნია), დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათის და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხის, მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის პიროვნების და მის ქმედების შემდგომი ყოფაქცევის მხედველობაში მიღებით, პალატა მიიჩნევს, რომ ა-–---------------–---–ის მიმართ, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სანქციიდან გამომდინარე, სასჯელთა პროპორციულობისა და ადეკვატურობის პრინციპის დაცვით, სამართლიანობისა და სასჯელის მიზნების განხორციელების უზრუნველსაყოფად, დანიშნულია სამართლიანი და კანონიერი, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელის სახე, რომლის დამძიმების საფუძველიც არ არსებობს. იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ა-–---------------–---–ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს; ზიანის ნაწილი ანაზღაურებულია და გამოთქვამს მზადყოფნას ზიანის სრულად ასანაზღაურებლად; არ არის ნასამართლევი; არ გააჩნია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები, სასამართლო მიიჩნევს, რომ მის მიმართ დანიშნული საბოლოო სასჯელი - ჯარიმა 8 000 (რვაათასი) ლარის ოდენობით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.
შესაბამისად, პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 01 თებერვლის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 01 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
ა-–---------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მ------------–---–ის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ლ-–---------–----ის ეპიზოდი), გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მ------------–---–ის ეპიზოდი) - ჯარიმა 8 300 (რვაათასსამასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ლ-–---------–----ის ეპიზოდი) - ჯარიმა 8 000 (რვაათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მ------------–---–ის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ა-–---------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 8 300 (რვაათას სამასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით - 2016 წლის 20 დეკემბრიდან, 2016 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით, ა-–---------------–---–ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს და საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 8 000 (რვაათასი) ლარის ოდენობით.
ა-–---------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 10000 (ათიათასი) ლარის ოდენობით.
ნივთიერი მტკიცებულებები:
მ------------–---–ის მობილური ტელეფონი „სამსუნგ გალაქსი S4“, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
ზ-------------–---–ის მობილური ტელეფონი „ს----------------“, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
შპს „მ--------–---ან“ გამოთხოვილი შემავალი და გამავალი ზარებისა და მოკლე ტექსტური შეტყობინებების დეტალური ნუსხა ერთ ცალ CD დისკზე, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
2016 წლის 11 აგვისტოს ქ.თბილისში, დ-----------–-----–-----------------ში მდებარე ოფისში ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედება - ფარული აუდიო და ვიდეო ჩაწერის შედეგად მოპოვებული მასალა ვიდეო ჩანაწერი, გადატანილი სრული მოცულობით 1(ერთი) ცალ DVD დისკზე, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
2016 წლის 13 სექტემბერს ქ------–--–------------–------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედება, ფარული აუდიო და ვიდეო ჩანაწერის შედეგად მოპოვებული მასალა ვიდეო ჩანაწერი, გადატანილი სრული მოცულობით 1(ერთი) ცალ DVD დისკზე, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
2016 წლის 22 სექტემბერს ქ------–--–-----–----–----–------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედება ფარული აუდიო და ვიდეო ჩაწერის შედეგად მოპოვებული მასალა, ვიდეო ჩანაწერი გადატანილი სრული მოცულობით 1(ერთი) ცალ DVD დისკზე, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
2016 წლის 2 აგვისტოდან 2016 წლის 29 აგვისტომდე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედება, სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადება ჩაწერის შედეგად მოპოვებული მასალა, გადატანილი სრული მოცულობით 1(ერთი) ცალ CD დისკზე, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
2016 წლის 9 სექტემბრიდან 2016 წლის 7 ოქტომბრამდე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედება, სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადება ჩაწერის შედეგად მოპოვებული მასალა, გადატანილი სრული მოცულობით 1(ერთი) ცალ CD დისკზე, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
ბრალდებულ ა-–---------------–---–ის პირადობის მოწმობა, რომელიც ინახება ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
ლ-–---------–----ის სონის ფირმის „X-------“ მოდელის მობილური ტელეფონი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
ლ-–---------–----ის სონის ფირმის „X-------“ მოდელის მობილური ტელეფონიდან ამოღებული მოკლე ტექსტური შეტყობინებები „DVD“ დისკზე, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძე