განაჩენი

სისხლის სამართლის 18.04.2019
საქმის ნომერი
330100116001616993
ინსტანცია
თარიღი
18.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100116001616993

საქმე №1ბ/136-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

18 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

მარიამ ნანეიშვილის, სოფიკო კაპანაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ლ-------------–--ის

ადვოკატის: ზ----------–----ის

მსჯავრდებულის: ს-----------------–---–ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ს-----------------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ----------–----ისა და ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ------------------–--ს სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ს-----------------–---–ის, დაბადებულის 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი #0----------), ნასამართლობის არმქონის, დასაოჯახებელის, საშუალო განათლებით, რეგისტრირებულის: ა---–-------------------------–-----------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: მ–-------------------------–----------------ში, ამჟამად პატიმრის, მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს-----------------–---–მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2016 წლის 31 ივლისს, დაახლოებით 02 საათიდან 03 საათამდე შუალედში, ქ-------–--–---------------–---–--------------------–-----------------------, 16 სართულიანი კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე, ს-----------------–---–ს შელაპარაკება მოუვიდა მ-----------–------ესთან, რა დროსაც ამ უკანასკნელს თავის არეში მიაყენა დაზიანება, რომელიც განეკუთვნება სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 3 დეკემბრის განაჩენით:

 

ს-----------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

ს-----------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მომენტიდან.

 

ს-----------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო, გაუქმდა.

 

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ს-----------------–---–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ----------–----ემ და ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ------------------–--მ.

 

მსჯავრდებულ ს-----------------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ----------–----ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა მსჯავრდებულ ს-----------------–---–ის მიმართ გამოტანილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 3 დეკემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივრით, აგრეთვე, სააპელაციო პალატის სხდომაზე შესავალ და დასკვნით სიტყვებში მოითხოვა მსჯავრდებულ ს-----------------–---–ის მიმართ გამოტანილ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 3 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით, კერძოდ, ჩადენილი დანაშაულისთვის სანქციით გათვალისწინებულ მაქსიმალურ ზღვართან მიახლოებული თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო მხარეთა სააპელაციო საჩივრების მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ს-----------------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ----------–----ისა და ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ------------------–--ს სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი მსჯავრდებულ ს-----------------–---–ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ს-----------------–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

დაცვის მხარე სააპელაციო საჩივარში, აგრეთვე, სააპელაციო პალატის სხდომაზე შესავალ, დასკვნით და საბოლოო სიტყვებში გამამართლებელი განაჩენის გამოტანის არგუმენტაციად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ს-----------------–---–ისგან ფეხის დარტყმის შედეგად არ წაქცეულა დაზარალებული მ-----------–------ე, არამედ, ეს უკანასკნელი წაბარბაცდა და დაეცა ამ ინციდენტის დამთავრების შემდეგ. დაცვის მხარე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ს-----------------–---–ს არ ჰქონია სხეულის მძიმე დაზიანების განზრახვა, მას არანაირი კავშირი არ აქვს მ-----------–------ის დაცემასთან და ეს მოხდა შემთხვევით, რაც დაცვის მხარის მოსაზრებით, დასტურდება ყველა თვითმხილველი მოწმის ჩვენებით და ექსპერტიზის დასკვნით. განაჩენით ასევე არ არის დასაბუთებული მიზეზობრივი კავშირის საკითხი, ხოლო განზრახვის არსებობას გამორიცხავს საქმის შემდეგი გარემოებებიც: ს-----------------–---–ი არ გაქცეულა შემთხვევის ადგილიდან, დაინახა თუ არა ძირს დაცემული ხ---–------ე, მაშინვე გამოუძახა სასწრაფოს, დაზარალებულს გაყვა საავადმყოფოში, დატოვა კოორდინატები და წმინდა ადამიანური ფაქტორის გათვალისწინებით, დღესაც მზადაა, აუნაზღაუროს დაზარალებულს მკურნალობის ხარჯები, თუმცა დაზარალებულს გააჩნია არაგონივრული პრეტენზიები, რის გამოც შერიგება არ მომხდარა. (იხ. სააპელაციო საჩივარი)

 

ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივარში, აგრეთვე, სააპელაციო პალატის სხდომაზე შესავალ და დასკვნით სიტყვებში სასჯელის დამძიმების არგუმენტაციად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ს-----------------–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელი არის ლმობიერი, უსამართლო და შეუსაბამო მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათთან, იგი ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. გარდა ამისა, სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ს-----------------–---–ის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი, დანაშაულის სიმძიმე და მომეტებული საფრთხე, კერძოდ, ის გარემოება, რომ ს-----------------–---–მა არ იკმარა ხელის გარტყმა და ფეხის დარტყმითაც გაუსწორდა დაზარალებულს. ბრალდების მხარე ასევე აღნიშნავს იმასაც, რომ, თუ არ იქნება მის მიმართ გამოყენებული უფრო მკაცრი სასჯელი, მსჯავრდებული კვლავ განაგრძობს დანაშაულებრივ საქმიანობას და შესაბამისად, ჩაიდენს ახალ დანაშაულს (იხ. სააპელაციო საჩივარი).

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ გაიზიარებს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივრებში, აგრეთვე, სააპელაციო პალატის სხდომაზე შესავალ, დასკვნით და საბოლოო სიტყვებში დაცვისა და ბრალდების მხარის მიერ მითითებულ ზემოხსენებულ მოასაზრებებს. პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ს-----------------–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი დადგენილი და დადასტურებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულ მ-----------–------ის ჩვენებით, მოწმეების - ლ----------------–-–---–ისა და თ-------–----–--ის ჩვენებებით, დანაშაულის შესახებ შეტყობინებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით (თანდართული ფოტოცხრილით), პირის ამოცნობის ოქმებით, დაზარალებულ მ-----------–------ის სამედიცინო ისტორიით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით (თანდართული ფოტოცხრილით), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - „112“-ის აუდიო ჩანაწერით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ავსებენ და ადასტურებენ ერთი–მეორეს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს და ადასტურებს ს-----------------–---–ის მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას.

 

მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა მ-----------–------ემ აჩვენა, რომ 2016 წლის 31 ივლისს, გვიან ღამით, დ--------------–---–--------------------–-----------------------, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი, აცილებდა ლ----------------–-–---–სა და თ-------–----–--ეს და სურდა მათთვის ტაქსის გაჩერება. ამ მიზნით ხელი დაუქნია მისკენ მიმავალ მანქანას, რის შემდეგაც მასთან გაჩერდა „ტ----------–----------------ის“ მარკის ჯიპი, რომლის მძღოლმაც, ახალგაზრდა მამაკაცმა ფანჯრიდან უთხრა - ხელს ვის უქნევო? საუბრისას ამ პირმა უთხრა, რომ წაიყვანდა მის სტუმრებს. მან (დაზარალებულმა) მადლობის ნიშნად მიაწოდა რკინის ორლარიანი, რაზეც მძღოლი გაბრაზდა, გადმოვიდა მანქანიდან და მისკენ ხელი წაიღო დასარტყმელად, რის შემდეგაც თავის არეში განიცადა (მ-----------–------ემ) ძლიერი ტკივილი და გონზე საავადმყოფოში მოვიდა. ფაქტის შემსწრე პირების გადმოცემით იცის, რომ მძღოლმა (ს-----------------–---–მა) მას (დაზარალებულს) ასევე ფეხი დაარტყა სახის არეში, რის შემდეგ ძირს უგონო მდგომარეობაში დაეცა. მიღებული ტრავმის გამო ჩაუტარდა ოპერაცია და სახლში მკურნალობდა ორთვენახევრის განმავლობაში.

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, მ-----------–------ემ მიუთითა შემთხვევის ადგილი და განმარტა, რომ 2016 წლის 31 ივლისს, ღამის დაახლოებით 02:00 საათზე, იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში ნაცნობებთან - თ-------–----–--ესა და ლ----------------–-–---–თან ერთად, რა დროსაც შავი ფერის „ტ----------–----------------ის“ მარკის ჯიპის მძღოლმა, ახალგაზრდა მამაკაცმა, სრულიად უმიზეზოდ, ვითომ მას აჩერებდა როგორც ტაქსის, თავში დაარტყა ხელი, იგრძნო ტკივილი და გაითიშა. როცა გონზე მოვიდა - რამდენიმე დღის შემდეგ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო მძიმე.

 

დაზარალებულის ჩვენებასთან სრულ შესაბამისობაშია საქმეში არსებული, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2016 წლის 30 სექტემბრის #0-------- დასკვნა, რომლის თანახმად, მ-----------–------ე 31.07.2016წ. მიღებული ტრავმასთან დაკავშირებით კლინიკაში მოათავსეს 31.07.2016წ. 03:48 საათზე, სადაც დაუდგინდა დიაგნოზი: ქალა-ტვინის დახურული ტრავმა; მარჯვენა თხემის ძვლის იმპრესიული მოტეხილობა; თავის ტვინის კომპრესია; ტრავმული სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა; ტრავმული თავის ტვინის შეშუპება. სამედიცინო საბუთის ჩანაწერებში ასევე მითითებულია მარჯვნივ თხემის მიდამოში კანქვეშა ჰემატომა; წარმოდგენილი მ-----------–------ის კომპიუტერული ტომოგრაფიის კვლევის CD-დისკი შესწავლილ იქნა რადიოლოგის მიერ. მისი დასკვნით - არსებულ გამოსახულებაზე ფიქსირდება თხემის ძვლის იმპრესიული მოტეხილობა მარჯვნივ. დაზიანებების ხანდაზმულობა მითითებულ თარიღთან (31.07.2016წ.) წინააღმდეგობაში არ არის. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო. აღნიშნული ექსპერტიზის ჩატარების ფაქტი, შედეგები და დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლოში დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა დ--------------–--მ.

 

საქმეში არსებული, პაციენტ მ-----------–------ის სამედიცინო ბარათის ჩანაწერების, კერძოდ, ოპერაციის ოქმისა და ცნობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ - მიხედვით, დადგენილია დიაგნოზი: ქალა-ტვინის დახურული ტრავმა; მარჯვენა თხემის ძვლის იმპრესიული მოტეხილობა; თავის ტვინის კომპრესია; ტრავმული სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა; ტრავმული თავის ტვინის შეშუპება.

 

მოწმე თ-------–----–--ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას განმარტა, რომ 2016 წლის 31 ივლისს, მ-----------–------ესთან სახლში მან და ლ----------------–-–---–მა მიიღეს ალკოჰოლური სასმელი. ისინი სახლიდან მ-----------–------ემ გამოაცილა და ხელი დაუქნია ტაქსის. გააჩერა „ტ--------ს” მარკის ჯიპმა. მ-----------–------ემ მათ (შ----–--ის და ს----------–-–---–ის) წასაყვანად მძღოლს ფული შესთავაზა, რაც მძღოლმა იუკადრისა და ისინი ერთმანეთში შელაპარაკდნენ. კამათის დროს ს-----------------–---–მა ორივე ხელი მოუჭირა თავზე მ-----------–------ეს. შელაპარაკება შემდეგ გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. ს-----------------–---–მა მ-----------–------ეს ჯერ ხელი მოუქნია შემდეგ - ფეხი, რომელიც ხ---–------ეს სახეში მოხვდა, გაუსკდა ტუჩი და წაიქცა ბორდიურთან. მას (თ-------–----–--ეს) მ-----------–------ისთვის თავზე დაზიანებები არ დაუნახავს, თუმცა სასწრაფო დახმარების მანქანით რომ მიყავდათ, დაზარალებული თავს იტკიებდა. სასწრაფოში მან (თ-------–----–--ემ) დარეკა, ს-----------------–---–მაც დარეკა თუ არა სასწრაფოში - არ იცის. სასწრაფოს მოსვლამდე ს-----------------–---–ს არ მიუტოვებია დაზარალებული, მანქანიდან წყალი გადმოიტანა და მ-----------–------ეს ასულიერებდა, აგრეთვე, საავადმყოფოშიც მივიდა და დახმარება შესთავაზა დაზარალებულს. მოწმემ დაკითხვისას ასევე განმარტა, რომ ს-----------------–---–ის მხრიდან არ ყოფილა ფაქტი, რომ იარაღი ამოეღო და დაზარალებულისთვის ჩაერტყას. იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმედ დაკითხულმა ლ----------------–-–---–მა.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული, საქართველოს შს სამინისტროს სსიპ „112“-ის მომართვის (თანდართული DVD დისკით) თანახმად, შს სამინისტროს სსიპ „112“-ში შეტყობინება მამაკაცის ცუდად ყოფნის თაობაზე დაფიქსირდა 31.07.2016 – 03:13 საათზე, მოქ. თ-------–----–--ის მიერ (ტელ. ნომერი: 5--------), რომელსაც სურდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება შემდეგ მისამართზე - ქ-------–------–------------- ღ--------–ის მეტროსთან.

 

პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივარში და სააპელაციო პალატის სხდომაზე დაცვის მხარის პოზიციას, რომ ს-----------------–---–მა მოარტყა ფეხი ხ---–------ეს ტუჩის არეში, მაგრამ მსჯავრდებულის ამ ქმედებას დაზარალებულის დაცემასთან არანაირი კავშირი არა აქვს, რადგან მ-----------–------ე იყო ნასვამი და იგი ძიძგილაობის დროს წაბარბაცდა. დაცვის მხარემ ასევე თავის სააპელაციო საჩივარში და პალატის სხდომაზე აღნიშნა, რომ არც ერთ თვითმხილველ მოწმეს არ დაუნახავს ის ფაქტი, რომ ს-----------------–---–ის ქმედების შედეგად წაიქცა მამაუკა ხ---–------ე, რასაც პალატა ვერ გაიზიარებს. ფაქტის შემსწრე მოწმეებმა - თ-------–----–--ემ და ლ----------------–-–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას განმარტეს, რომ ს-----------------–---–მა მ-----------–------ეს ჯერ ხელი მოუქნია, შემდეგ - ფეხი, რის შედეგადაც ხ---–------ეს ტუჩი გაუსკდა და დაეცა ბორდიურთან. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ზემოხსენებული მტკიცებულებების გააანალიზებისა და შეფასების შემდეგ დადგენილად და დადასტურებულად მიიჩნევს, რომ 2016 წლის 31 ივლისს, ღამის საათებში, ქ. თბილისში, დ--------------–---–--------------------–-----------------------, ს-----------------–---–ს შელაპარაკება მოუვიდა მ-----------–------ესთან, რაც გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, რა დროსაც ამ უკანასკნელს სრულიად გამიზნულად მიაყენა დაზიანება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ძალზე სახიფათო თავის არეში, სადაც ადამიანის სასიცოცხლო ფუნქციონირებისათვის უმნიშვნელოვანესი ორგანო - თავის ტვინია. ამასთან, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს მიზეზობრივი კავშირი ს-----------------–---–ის მიერ ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს - დაზარალებულ მ-----------–------ის თავის არეში დაზიანება, რომელიც საშიშია სიცოცხლისათვის - შორის. მოვლენათა განვითარების ჯაჭვში რაიმე გარეშე ფაქტორის ჩარევას ადგილი არ ჰქონია და მოცემულ შემთხვევაში მ-----------–------ეს არ მიადგებოდა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება, რომ არა ს-----------------–---–ის მიერ ჩადენილი მოქმედება, კერძოდ, დარტყმა თავის არეში.

 

რაც შეეხება ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ ს-----------------–---–ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად მითითებულ არგუმენტს, რომ მსჯავრდებულს ექნება რა მსუბუქი სასჯელის მიღების განცდა, მომავალშიც ჩაიდენს ანალოგიური ხასიათის ძალადობრივ დანაშაულს. სააპელაციო პალატის აზრით, აღნიშნული წარმოადგენს ჰიპოტეტიურ მოსაზრებას და ბრალდების მხარის პოზიცია დაუსაბუთებელი და აზრს მოკლებულია. მსჯავრდებულ ს-----------------–---–ის პიროვნება არ შეიძლება განხილულ იქნას როგორც აბსტრაქტული დანაშაულის სუბიექტი. ამდენად, სახელმწიფო ბრალმდებლის ზემოთმითითებული აბსტრაქტული მოსაზრება მოკლებულია კანონიერ საფუძველს და ვერ იქნება გაზიარებული.

 

პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ბრალმდებელს არც წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში და არც პალატის სხდომაზე არ მიუთითებია თუნდაც ერთი სამართლებრივი არგუმენტი, რომელიც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა და გამოეყენებინა მსჯავრდებულ ს-----------------–---–ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.

 

სააპელაციო პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულისთვის დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, საზოგადოებრივი საშიშროება, დამდგარი მძიმე შედეგი და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, არ არის უსამართლო და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. გარდა აღნიშნულისა, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ ს-----------------–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელი მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია. დანაშაულის მოტივისა და მიზნის თვალსაზრისით სასჯელის დანიშვნისას პალატა ამავდროულად ითვალისწინებს მსჯავრდებულ ს-----------------–---–ის მიერ ჩადენილი მძიმე კატეგორიის დანაშაულის შინაარსს, ხასიათს, მის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებას და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნის დროს მას განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატა ეთანხმება.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 3 დეკემბრის განაჩენი მსჯავრდებულ ს-----------------–---–ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ს-----------------–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ს-----------------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ----------–----ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ------------------–--ს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 3 დეკემბრის განაჩენი მსჯავრდებულ ს-----------------–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

ს-----------------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით;

 

ს-----------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 3 დეკემბრიდან;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ ს-----------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია;

 

ნივთიერი მტკიცებულებები: დართული CD დისკები შენახული იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გ. კახეთელიძე