განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080210019002382881
საქმე №2/ბ-117-19წ.
განჩინება
საქართველოს სახელით
25 მარტი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქ-------ის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ნანა კალანდაძე
აპელანტი - გ------ ბ--------–---ი
მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,ს----------–--- ბ---ი“
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება , საოქმო განჩინებები
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
აღწერილობითი ნაწილი
1აპელანტის მოთხოვნა
1.1.გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა;
1.2.არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საოქმო განჩინების გაუქმება;
1.3.მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით საქმეში ჩართვის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 2018 წლის 21 ნოემბრის საოქმო განჩინების გაუქმება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
2018 წლის 03 აპრილს ქ-------ის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა სს ,,ს----------–--- ბ---მა“ (შემდგომში მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) მოპასუხე (შემდგომში მოპასუხე, აპელანტი) გ------ ბ--------–---ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით.ასევე მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ იქნა აღნიშნულ სარჩელზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა. (იხ.ს.ფ. 2-14).
2.1.სარჩელის საფუძვლები
2.1.1.მოსარჩელის განმარტებით, სს ,,ს----------–--- ბ---მა“ საჯარო აუქციონზე შეიძინა გ------ ბ--------–---ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქ. ქ-------ი, ლ-–---ს ქ. (ყოფილი რ-------ის ქ.) №5-, ბინა №--, ს/კ 0------------------, აღნიშნული ქონება შეძენის შემდეგ იმყოფება მოპასუხის უკანონო მფლობელობაში, რის გამოც ბ---ი ვერ ახერხებს თავისი უძრავი ქონების მფლობელობას, სარგებლობას და განკარგვას.
2.2.მოპასუხის პოზიცია
2.2.1. მოპასუხე გ------ ბ--------–---მა შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ უკვე რამდენიმე წელია მეუღლესთან ერთად ქ. ქ-------ში აღარ ცხოვრობს, სადაო უძრავი ქონება 2012 წლიდან აქვს გაქირავებული, მისთვის უცნობია მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, არც აუქციონის შესახებ იცოდა რამე და არც ქონების რეალიზაციის შესახებ, ფიქრობდა რომ სიძეს - დ----- ტ---–--ეს მოსარჩელის წინაშე ვალდებულება სრულად ქონდა დაფარული. (იხ. შესაგებელი ს.ფ. 31-35).
2.3.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით:
1.სს ,,ს----------–--- ბ---ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა;
2 ქ. ქ-------ში, ლ-–---ს (ყოფილი რ-------ელი) ქუჩა №5-, ბინა №9-ში მდებარე სს ,,ს----------–--- ბ---ის“ საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონება (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №0------------------) გამოთხოვილ იქნა გ------ ბ--------–---ის (პ/ნ 6----------) უკანონო მფლობელობიდან და დადგინდა, რომ ასეთი თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცეს მოსარჩელე სს ,,ს----------–--- ბ---ს“.
3. სს ,,ს----------–--- ბ---ის“ შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ არ დაკმაყოფილდა;
4. მოპასუხე გ------ ბ--------–---ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 60 ლარის გადახდა.
2.4.დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტებობრივი გარემოებები:
2.4.1. ქ. ქ-------ში, ლ-–---ს ქ. (ყოფილი რ-------ის ქ.) №5--, ბინა №---ში მდებარე უძრავი ქონება - ს/კ 0------------------. ს----------–--- იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს № N----------------- განკარგულების საფუძველზე, 2014 წლის 04 აპრილიდან საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია სს ,,ს----------–--- ბ---ის“ საკუთრების უფლებით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. (იხ.ს.ფ.17-18)
2.4.2. სს ,,ს----------–--- ბ---ის“ სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ნივთს, მდებარე ქ. ქ-------ში, ლ-–---ს ქ. (ყოფილი რ-------ის ქ.) №5-- ბინა №---ში ფაქტობრივად ფლობს მოპასუხე გ------ ბ--------–---ი და ასეთი იმყოფება მის უკანონო მფლობელობაში. სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის წარმომადგენლის მოსაზრებას იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ გ------ ბ--------–---ი არ ფლობს სადავო ბინას, რადგან მას არ წარმოუდგენია უტყუარი მტკიცებულება, რომ 2012 წლიდან იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელის მიერ მითითებულ ფართში ცხოვრობს სხვა პიროვნება;
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
2.4.3. სს ,,ს----------–--- ბ---ის“ სარჩელი და თანდართული მასალები, ასევე სასამართლო უწყებები მოპასუხე გ------ ბ--------–---ს ჩაბარდა სადავო უძრავი ქონების მისამართზე მდებარე: ქ. ქ-------ი, ლ-–---ს ქ. (ყოფილი რ-------ის ქ.) №5-- ბინა №---ში.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- გზავნილის ჩაბარების დასტურები (იხ.ს.ფ.45-46)
2.4.4. სს ,,ს----------–--- ბ---ის“ კუთვნილ უძრავ ქონებას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს მოპასუხე გ------ ბ--------–---ი, რაც მესაკუთრის ნებას ეწინააღმდეგება.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
-მოსარჩელის ახსნა-განმარტება
- გზავნილის ჩაბარების დასტურები (იხ.ს.ფ.45-46)
2.5.გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ მიუთითა ს----------–--- კონსტიტუციის 21-ე მუხლზე, ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 158-ე, 168-ე, 160-162-ე, 170-ე, 172-ე მუხლებზე და განმარტა შემდეგი:
2.5.1.სასამართლომ მიუთითა, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი აბზაცის თანახმად ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება და რომ მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.
2.5.2.სასამართლომ აპელირება გააკეთა ს----------–--- კონსტიტუციის 21-ე მუხლზე, რომელშიც იმპერატიულად აღნიშნულია იმის შესახებ, რომ საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
2.5.3. სასამართლომ მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებაზე საქმეში ,,მარქსი ბელგიის“ წინააღმდეგ, სადაც სასამართლოს მიერ განიმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დამატებით ოქმის პირველი მუხლი, არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება''. (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, CASE OF MARCKX v. BELGIUM, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება; განაცხადი =6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).
2.5.4. სასამართლომ განმარტა ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 170–ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსი, რომლის თანახმადაც მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
2.5.5. სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველი სარჩელი არის ვინდიკაციური, რომლითაც მესაკუთრე ახდენს სხვისი უკანონო მფლობელობიდან მისი საკუთრების ვინდიცირებას, მისი გამოთხოვის გზით. ესაა სარჩელი, რომელსაც მესაკუთრე მაშინ იყენებს, როცა შელახულია ნივთზე მისი მფლობელობა, სახელდობრ, როდესაც მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ნივთის ვინდიცირებაც სხვისი უკანონო მფლობელობიდან მის გამოთხოვას გულისხმობს და მიუთითა იმის შესახებ, რომ არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს აუცილებელი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
2.5.6.სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე იყო ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, რომლითაც მოსარჩელეს უფლება აქვს მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს, სახელდობრ , სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე სს ,,ს----------–--- ბ---ი“ წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც ს----------–--- სამოქალაქო კოდექსი 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები მიიჩნევა სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა, ასევე დადგენილია, რომ მოპასუხე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მფლობელს, რაც დასტურდება, როგორც სარჩელისა და თანდართული მასალების, ასევე სასამართლოს მიერ გაგზავნილი შეტყობინების გზავნილებით, რომლებიც მოპასუხე გ------ ბ--------–---ს ჩაბარებული აქვს სწორედ სადავო მისამართზე, მხარეთა შორის ასევე არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებაში, რადგან მოპასუხე არ წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 160-162-ე მუხლებით დაცული უფლების მქონე პირს - მართლზომიერ მფლობელს, ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები.
2.5.7.სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის განმარტება იმის შესახებ, რომ თითქოსდა ის არ ფლობს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას და რომ მასთან დადებული იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე 2012 წლიდან აღნიშნულ ქონებაში ცხოვრობს სხვა პიროვნება და მიუთითა, რომ მოპასუხე მხარეს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება სასამართლოში არ წარმოუდგენია, რის გამოც ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად მან ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება.
2.5.8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაასკვნა, რომ სს ,,ს----------–--- ბ---ის“ სარჩელი საფუძვლიანი იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო - მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი უნდა ყოფილიყო მის საკუთრების უფლებას განკუთვნილი უძრავი ქონება.
3.სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება გაასაჩივრა გ------ ბ--------–---მა და მისი გაუქმება მოითხოვა შესაგებელში აღნიშნული საფუძვლით, სახელდობრ, აპელანტმა მიუთითა, რომ:
3.1.აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში გადმოცემული განმარტების თანახმად, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად გ------ ბ--------–---ის მიერ ნივთის მფლობის ფაქტი, რადგან 2012 წლიდან იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე სადაო ფართში ცხოვრობს არა მოპასუხე, არამედ სხვა პირი (მოიჯარე), რასაც ცხადჰყოფს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსამზადებელ სტადიაზე მოიჯარე ვ--–---- მ-------ის მიერ წარმოდგენილი იქნა განცხადება საქმეში მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით ჩართვის თხოვნით, რადგან სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში ილახებოდა მისი, როგორც მოცემული უძრავი ქონების მართლზომიერი მფლობელის, კანონიერი ინტერესი. მანვე წარმოადგინა 2013 წლის 20 დეკემბერს დადებული იჯარის ხელშეკრულება, რასაც სასამართლომ შეფასება არ მისცა.
3.2. აპელანტის თვალსაზრისით სასამართლომ არასწორად გაანაწილა მოცემული კატეგორიის საქმეებისათვის მხარეთათვის დადგენილი მტკიცების ტვირთი. შესაბამისად კი გამოიტანა მცდარი დასკვნა იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე სს ,,ს----------–--- ბ---მა“ შეძლო თავისი მტკიცების ტვირთის რეალიზება, ხოლო მოპასუხემ კი ასეთი ვერ განახორციელა, სახელდობრ სასამართლომ გადაწყვეტილებაში არასწორად მიუთითა იმის შესახებ, რომ გ------ ბ--------–---მა მხოლოდ ახსნა-განმარტება დაუპირისპირა მოსარჩელის მტკიცებულებებს, მაშინ როდესაც პირიქით -სწორედ მან შეძლო წერილობითი მტკიცებულებების-იჯარის ხელშეკრულებისა და მოიჯარის განცხადების წარმოდგენა, რასაც მოსარჩელემ დაუპირისპირა მხოლოდ სიტყვიერი ახსნა-განმარტება.
3.3. აპელანტის მითითებით, სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება დაამყარა არასწორად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას იმის შესახებ, რომ თითქოსდა სასამართლო გზავნილი მოპასუხეს ჩაბარდა სადაო ქონების მისამართზე: ქ.ქ-------ი, ლ-–---ს ქ.№5, ბინა №9-ში, რადგან ასეთი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. ამდენად, საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება იმისა, რომ მოპასუხე ნივთის მფლობელია, პირიქით, გამოიკვეთა გარემოება, რომ მოცემულ დავაში მოპასუხეს სულ სხვა მხარე უნდა წარმოადგენდეს, რომელიც განცხადებით ადასტურებს სადაო ფართში ცხოვრების (ქონების ფლობის) ფაქტს და რადგან, მფლობელობა სულ სხვა პირმა იკისრა, სასამართლოს მის მიმართ უნდა დაედგინა ფლობის კანონიერების ხარისხი. რაც შეეხება მოპასუხეს, მის მიერ სადაო ქონების ფლობის ფაქტი საერთოდ არ დადასტურებულა. მაშინ როდესაც ეს მოსარჩელის მტკიცების ტვირთი იყო. ამდენად გაურკვეველია რომელ ფაქტს/გარემოებას დაეყრდნო სასამართლო.
3.4. სასამართლომ მართალია გამოიყენა განსახილველი სამართალურთიერთობის მომწესრიგებელი კანონი, მაგრამ არასწორად განმარტა იგი.
3.5.აპელანტის მტკიცებით სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა რა წარმოდგენილი მტკიცებულებები შესაბამისი საოქმო განჩინებებით არასწორად არ დააკმაყოფილა არც მისი და არც ვ--–---- მაკარაძის შუამდგომლობები როგორც არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხის შეცვლაზე, ასევე მოიჯარის მესამე პირად საქმეში ჩართვაზე.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
4.1.ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
პალატა სრულად იზიარებს წინამდებარე გადაწყვეტილების პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ 2.4.1.-2.4.4. პუნქტებში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ასევე ამავე განჩინების 2.5.1-2.5.8 პუნქტებში მითითებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად აბსოლუტურად სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, ასევე დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა განსახილველი სამართაურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები.
4.2.სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს სანივთო უფლებიდან, შესაბამისად განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს იმ საკითხის გარკვევა-შეფასება აპელანტ(მოპასუხე) გ------ ბ--------–---ს გააჩნია თუ არა უძრავი ქონების მართლზომიერი ფლობის უფლება და არსებობს თუ არა რეგისტრირებული მესაკუთრის - სს ,,ს----------–--- ბ---ის“ ვინდიკაციური მოთხოვნის გამომრიცხავი გარემოება.
4.3. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სრულიად მართებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დავის გადაწყვეტა ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 170-172-ე მუხლებზე დაყრდნობით, რომელთა თანახმადაც, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. როგორც ზემოხსენებული ნორმების ანალიზი ცხადჰყოფს, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის უფლება მესაკუთრის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლებაა და მისი უზრუნველყოფა სავინდიკაციო სარჩელის შეტანის გზით ხდება. მოთხოვნა დაკმაყოფილდება სამი წინაპირობის არსებობის შემთხვევაში: უნდა არსებობდეს ნივთის მესაკუთრე, უნდა არსებობდეს ნივთის მფლობელი და მფლობელს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
ამდენად, დასახელებული ნორმების შესაბამისად, ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირთა არამართლზომიერ მფლობელობაში, ანუ ხორციელდება, თუ არა მფლობელობა საამისო უფლების მქონე პირის გარეშე.
4.4.განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
4.4.1. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით - ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დადგენილია, რომ ქ. ქ-------ი, ლ-–---ს ქ. (ყოფილი რ-------ის ქ.) №5-- ბინა №---ში მდებარე უძრავ ქონებაზე, რომლის საკადასტრო კოდია ს/კ 0------------------, რეგისტრირებულია სს ,,ს----------–--- ბ---ის“ საკუთრების უფლება. ( უფლების რეგისტრაციის თარიღი-0--------- ; უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი-ს----------–--- იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს განკარგულება N-----------------; დამოწმების თარიღი 24.03.2014.)
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. (იხ.ს.ფ.17)
4.4.2. სს ,,ს----------–--- ბ---ის“ საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთს, მდებარე: ქ. ქ-------ი, ლ-–---ს ქ. (ყოფილი რ-------ის ქ.) №5--, ბინა №---ს, ფაქტობრივად ფლობს მოპასუხე გ------ ბ--------–---ი და აღნიშნული იმყოფება მის უკანონო მფლობელობაში. სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს აპელანტის სააპელაციო საჩივარში გადმოცემულ განმარტებას იმის შესახებ, რომ იგი არ ფლობს მოცემულ უძრავ ქონებას და რომ თითქოსდა საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება მისი მხრიდან აღნიშნულის ფლობის ფაქტი, რადგან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით - ს.ს. ,,ს----------–--- ფ-----ის“ უკუგზავნილებით უტყუარად დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სასამართლო გზავნილები მას პირადად ჩაბარდა სწორედ იმ ბინაში, საიდანაც მის გამოსახლებას ითხოვს ამ უძრავი ქონების მესაკუთრე - მოსარჩელე სს.,,ს----------–--- ბ---ი“. სახელდობრ, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებით, სს.,, ს----------–--- ბ---ის“მიერ სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ჩაბარების თაობაზე სს,,ს----------–--- ფ-----ის“ უკუგზავნილით დგინდება,რომ ზემოხსენებული წერილობითი კორესპოდენცია კურიერ მ--------------ს მიერ ადრესატ გ------ ბ--------–---ს პირადად ჩაბარდა 2018 წლის 04 მაისს 16:26 საათზე მისამართზე: ქ.ქ-------ი, ლ-–---ს ქ. №5--, ბინა №--. ანალოგიური მტკიცებულებით - სს,,ს----------–--- ფ-----ის“ უკუგზავნილით ასევე უტყუარად დგინდება ის ფაქტობრივი გარემოება,რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გზავნილი- სასამართლო უწყება 2018 წლის 06 ივნისს 11:30 წუთზე სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხის სახით დაბარების შესახებ 2018 წლის 31 მაისს ,14:55 წუთზე კურიერ თ------------ის მიერ უშუალოდ და პირადად ჩაბარდა ადრესატ გ------ ბ--------–---ს(პ.ნ. 6----------) მისამართზე: ქ.ქ-------ი, ლ-–---ს ქ. №5--, ბინა №--. ამდენად, საქმეში განთავსებული უტყუარი მტკიცებულებებით ცალსახად დგინდება , რომ საფ-----ო გზავნილები სწორედ იმ ბინაში ჩაბარდა აპელანტს, როგორც მოპასუხეს, საიდანაც მის გამოსახლებას ითხოვს მოსარჩელე, რაც ძალზე ნათლად ადასტურებს მისი მხრიდან აღნიშნული უძრავი ქონების ფლობის ფაქტს. პალატის თვალსაზრისით აპელანტის მიერ ასეთის გასასაბათილად ვერ გამოდგება იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითება, რომ თითქოსდა სადაო ქონება იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული აქვს სხვა პირისათვის, რადგან გარდა იმისა, რომ მოცემულის ნამდვილობა არ დასტურდება სარწმუნო მტკიცებულებით, სახელდობრ იმ სახის იჯარის ხელშეკრულებით, რომელიც 2013 წლის დეკემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულ იქნებოდა უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში, ასეთი გარკვეულწილად ადასტურებს კიდეც მისი მხრიდან ამ ნივთზე არაპირდაპირ მფლობელობას, თითქმის 4 წლის განმავლობაში იღებს რა ქონებრივ სიკეთეს ქირის სახით სხვის საკუთრების უფლებას განკუთვნილი უძრავი ქონებიდან,თუმცა სააპელაციო სასამართლო კვლავ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმეზე წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებებით ერთმნიშვნელოვნად დგინდება თავად აპელანტის მიერ სს ,,ს----------–--- ბ---ის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფლობის ფაქტობრივი გარემოება, რადგან სასამართლო გზავნილები ჩაბარდა სწორედ ამ ბინაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება(იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმები)
სასამართლო გზავნილი (იხ.ს.ფ.28);
-სს,, ს----------–--- ბ---ის“ წარმომადგენლის განცხადება(იხ.ს.ფ. 39);
სს,,ს----------–--- ფ-----ის“ უკუგზავნილი (იხ.ს.ფ. 40)
სასამართლო უწყება გ------ ბ--------–---ის სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე დაბრების შესახებ (იხ.ს.ფ.44);
სს,,ს----------–--- ფ-----ის“ უკუგზავნილი (იხ.ს.ფ.46)
4.1.4.პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებას მასზედ, რომ მოპასუხეს არ აქვს მოსარჩელის საკუთრებაში აღრიცხული უძრავი ქონების ფართის ფლობის უფლება, რადგან საქმეში არ არის წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება, რაც უძრავი ნივთის მართლზომიერი მფლობელობის საფუძვლად საქმის განხილვის დროისათვის შეიძლება განხილულიყო.
4. 5.სააპელაციო სასამართლო დადგენილი ფაქტობრივი გარემოების სამართლებრივი შეფასების მიზნით უპირველესად მიუთითებს იმაზე, რომ ვინდიკაციურ სარჩელებზე მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება: მოსარჩელე მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომ ის წარმოადგენს იმ ნივთის მესაკუთრეს, რომლის გამოთხოვასაც ის ითხოვს მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და რომ ეს ნივთი იმყოფება მოპასუხის მფლობელობაში, მოპასუხის მტკიცების ტვირთს კი წარმოადგენს მის მიერ სადავო ნივთის ფლობის მართლზომიერების დადასტურება.
4.5.1განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად უტყუარად დადგენილია, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ქ-------ში, ლ-–---ს ქ. (ყოფილი რ-------ის ქ.) №5-- ბ. №---ში - საკადასტრო კოდით 0------------------ -საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოსარჩელე სს ,,ს----------–--- ბ---ის“ სახელზე. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიმართ ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული დავის სააპელაციო სასამართლოს მიერ განხილვის ეტაპზე, მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული საჯარო რეესტრის ჩანაწერი გაუქმებული არ არის და ამ მიმართებით არც ადმინისტრაციული და არც სხვა სახის წარმოება, რაც საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობის პრეზუმფციას ეჭვქვეშ დააყენებდა, არ მიმდინარეობს, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიმართ მოქმედი უტყუარობის პრეზუმფცია შედავებული არ არის. დავა არ მიმდინარეობს არც აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის კუთხით.შესაბამისად აუქციონის შედეგებიც ძალაშია, ხოლო რაც შეეხება მოპასუხის მიერ შესაგებელსა და სააპელაციო სააპელაციო საჩივარში სადავოდ გამხდარ ქონების ფლობის ფაქტს, როგორც უკვე აღინიშნა,განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო საქმეში წარმოდგენილი უტყუარი სახის მტკიცებულებების - სასამართლო გზვნილების ჩაბარების უკუგზავნილების შეფასების საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს, რომ ნივთი, რომლის გამოთხოვასაც მოსარჩელე ითხოვს მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნამდვილად იმყოფება მოპასუხე გ------ ბ--------–---ის მფლობელობაში.
4.5.2.სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში აპელანტ გ------ ბ--------–---ის მიერ ვერ იქნა დადასტურებული მისი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტობრივი გარემოების - უძრავი ნივთის ფლობის მართლზომიერების დადასტურება.სახელდობრ, დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელის საკუთრების უფლება შეცილებულ და სადავოდ გამხდარი არ არის, უძრავ ქონებას ვალდებულებით-სამართლებრივი შეზღუდვა არ გააჩნია.
4.5.3.წაუყენა რა პრეტენზია მოსარჩელემ მოპასუხეს, მოითხოვა მისგან ქონების გამოთხოვა, სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, მოპასუხის, როგორც წინარე მესაკუთრის, მართლზომიერი მფლობელობა შეწყდა.
4.5.4. შესაბამისად, სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს სადავო უძრავი ქონების მოსარჩელისადმი კუთვნილებისა და მოპასუხის მხრიდან აღნიშნული ქონების არამართლზომიერად ფლობის ფაქტს.
4.6.სააპელაციო სასამართლო ზემოხსენებულთან ერთად მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ კანონმდებლის ნებით, საკუთრების არსებითი შინაარსი მის ექსკლუზიურობაშია - გამორიცხოს ყველა ადამიანი სხვა პირის საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და მისი განკარგვისაგან. საკუთრების უფლების ექსკლუზიურობა პირს აძლევს ძალაუფლებას დაუპირისპირდეს სხვა ნებისმიერი პირის ჩარევას. საკუთრების უფლება თავისი სრული, ექსკლუზიური ხასიათის გამო განსაკუთრებული უფლებაა, თუმცა მის გამოყენებასაც ახლავს შეზღუდვები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესების უპირატესობა და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია. განსახილველ შემთხვევაში კი მოსარჩელის მხრიდან ადგილი არ აქვს უფლების ბოროტად გამოყენებას, რადგან პირის ქმედება ობიექტურად მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება შეფასდეს საკუთრების უფლების ბოროტად გამოყენებად, თუ მის ქმედებას სხვა მიზანი არ ჰქონდა, გარდა სხვა პირისათვის ზიანის მიყენებისა და მისი განხორციელება მესაკუთრის ინტერესში არ შედიოდა. ამდენად, უფლების ბოროტად გამოყენება ნიშნავს უფლებით ისეთ სარგებლობას, როდესაც უფლების გამოყენება მხოლოდ სხვა პირებისათვის არის ზიანის მომტანი, ხოლო მესაკუთრის კანონიერი ინტერესებისათვის არ არის სარგებლის მომტანი, რაც განსახილველ შემთხვევაში სახეზე არაა, სახელდობრ მოცემულ შემთხვევაში უტყუარად დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ აპელანტები უკანონოდ ფლობენ მოსარჩელის (მოწინააღმდეგე მხარის) უძრავ ქონებას, რადგან მხარეთა შორის არ არსებობს კანონშესაბამისი სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მესაკუთრე შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან (აპელანტთან) მიმართებაში, იგი არ წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 160-162-ე მუხლებით დაცული უფლების მქონე პირს - მართლზომიერ მფლობელს, შესაბამისად, არ არსებობს კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები და გამოითხოვოს ნივთი მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართებულად დაკმაყოფილდა სარჩელი.
4.7.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად წინმსწრები საოქმო განჩინებების, სახელდობრ არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საოქმო განჩინებისა და მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით საქმეში ჩართვის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 2018 წლის 21 ნოემბრის საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე აპელანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლო განმარტავს შემდეგს:
4.7.1.სააპელაციო პალატის მიერ მოსმენილ იქნა რა პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმები დადგენილ იქნა, რომ მხარეთა შუამდგომლობა არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლის შესახებ საქმის განხილვის მიმდინარეობისას არ დაყენებულა, შესაბამისად, ბუნებრივია, არ არსებობს სასამართლოს საოქმო განჩინება აღნიშნულის არდაკამყოფილების თაობაზე. პალატა აქვე განმარტავს, რომ აპელანტს სხვა სახის ხარვეზებთან ერთად სწორედ აღნიშნული თვალსაზრისითაც დაუდგინდა ხარვეზი და განემარტა, რომ მიეთითებინა ხსენებული სახის გასაჩივრებული საოქმო განჩინების გამოტანის ზუსტი თარიღი და დრო, რაც მისი მხრიდან შევსებულ არ იქნა.
4.7.2.რაც შეეხება მოქალაქე ვ--–---- მ-------ის მიერ ქ-------ის საქალაქო სასამართლოში 2018 წლის 27 ივნისს წარდგენილ განცხადებას მოცემულ საქმეში მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით ჩართვის თაობაზე, ასეთი განხილული იქნა 2018 წლის 21 ნოემბერს (იხ. 2018 წლის 21 ნოემბრის მოსამზადებელი სასამართლო სხდომის ოქმი 16:53:11 საათიდან 17:00:15 სათის ჩათვლით) და სასამართლოს მიერ სავსებით მართებულად იქნა მიღებული შესაბამისი საოქმო განჩინება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 88-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად თითოეულ დაინტერესებულ პირს, რომელიც აცხადებს დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის საგანზე ან მის ნაწილზე, შეუძლია აღძრას სარჩელი ორივე ან ერთ-ერთი მხარის მიმართ მხარეთა პაექრობის დაწყებამდე (მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით). მესამე პირის სარჩელის მიღება და განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით. მესამე პირისა და თავდაპირველი მოსარჩელის სარჩელის გადაწყვეტა ხდება ერთდროულად.
ამდენად, როგორც განსახილველი ნორმის სიტყვასიტყვითი განმარტება ცხადჰყოფს, დამოუკიდებელი მოთხოვნის მქონე მესამე პირები შედიან დაწყებულ პროცესში არა უბრალო განაცხადის გაკეთებითა ანდა შუამდგომლობის დაყენების გზით, არამედ აღძრული სარჩელით დავის საგანზე დამოუკიდებელი უფლებების დაცვის მიზნით. ამდენად, ამ სახის მესამე პირის შესვლა სამოქალაქო პროცესში სხვა არაფერია, თუ არა დამოუკიდებელი სარჩელის აღძვრა.იმისათვის კი, რომ ეს სარჩელი სასამართლომ მიიღოს და განიხილოს, იგი უნდა აკმაყოფილებდეს ყველა იმ მოთხოვნას, რაც წაეყენება სარჩელებს საერთოდ(სსკ-ს 177-ე-178-ე მუხლები). შესაბამისად, ვ--–---- მ-------ის მიერ სარჩელის აღძვრის გარეშე იქნა რა დაყენებული შუამდგომლობა მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით საქმეზე დაშვების თაობაზე, იგი მართებულად არ იქნა მიჩნეული დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირად. ამდენად, გასაჩივრებული საოქმო განჩინება აბსოლუტურ შესაბამისობაშია მოქმედ საპროცესო კანონმდებლობასთან და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
4.8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საპელაციო სასამართლოს მიაჩია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, ასევე დავის განხილვისას საპროცესო ნორმათა მოთხოვნები არ დაურღვევია და სს,, ს----------–--- ბ---ის“ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებული გადაწყვეტილება მიიღო.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო სასამართლომ შეისწავლა რა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოახდინა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, მიაჩნია, რომ გიორგი ბ--------–---ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს - უცვლელად უნდა დარჩეს ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 დეკებრის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს მიერ მოცემულ საქმეზე 2018 წლის 21 ნოემბერს მიღებული საოქმო განჩინება.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში ვინაიდან არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო 53-ე მუხლის შესაბამისად სააპელაციო წარმოებისათვის აპელანტის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი, ამასთან აპელანტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 160 (ასსამოცი) ლარიდან ზედმეტად გადახდილი 80(ოთხმოცი) ლარი შემდეგ გარემოებათა გამო: მოცემული დავის საგანია უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, სადაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება 4000 (ოთხი ათასი) ლარით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუქტში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების თანახმად მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს. ამდენად, დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე წინამდებარე დავა განეკუთვნა მაგისტრატი სასამართლოს განსჯად საქმეთა კატეგორიას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სააპელაციო საჩივრისათვის, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (განჩინებაზე) შეადგენს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 150(ასორმოცდაათი) ლარისა, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მოცემული კატეგორიის საქმეზე სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვისათვის სახელმწიფო ბაჟი შეადგენს 4000-ის 4%-ის ნახევარს, ანუ 160 (ასსამოცი) ლარის ნახევარს-80 (ოთხმოცი)ლარს.
განსახილველ შემტხვევაში დადგენილია, რომ აპელანტ გ------ ბ--------–---ს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 160 (ასსამოცი) ლარი, მან დავა წააგო, შესაბამისად მას სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 80(ოთხმოცი) ლარის ოდენობით, ხოლო დარჩენილი 80 (ოთხმოცი) ლარი კი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 2591-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ------ ბ--------–---ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 21 ნოემბრის საოქმო განჩინება დარჩეს უცვლელი;
3. აპელანტ გ------ ბ--------–---ს (პ/ნ №6----------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2019 წლის 25 თებერვალს №2 საგადახდო დავალებით სს ,,ვითიბი ბ---ი ჯორჯიაში“ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის ნაწილი - 80(ოთხმოცი) ლარის ოდენობით. მიმღების ბანკი-ხაზინა, ბანკის კოდი - TRESGE22, მიმღების ანგარიში/ სახაზინო კოდი 300183150.
4. აპელანტ გ------ ბ--------–---ის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 80 (ოთხმოცი)ლარის ოდენობით დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;
5.განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
6.განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნანა კალანდაძე