განაჩენი

სისხლის სამართლის 02.05.2019
საქმის ნომერი
330100118002758220
ინსტანცია
თარიღი
02.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002758220

საქმე №1ბ/592-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

2 მაისი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

მსჯავრდებულ ნ----------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მ------------–----–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ნ--------------------------------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქის, პ--------------------- დაოჯახებულის, რეგისტრირებულის: ქ-----––-------------–-–---–--------------------------------–-----------------–-------–--------------–----------–----------------------------–-, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად: ნ----------------ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 01 ნოემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, თბილისი, გ-–---------------–----------------------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ნ----------------ემ გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ოჯახური ძალადობა განახორციელა თავისი მეუღლის, ნ--------------ის მიმართ, კერძოდ, მიაჩნდა რა, რომ მისი მეუღლე როგორც ქალი, უნდა ყოფილიყო მეუღლის, როგორც მამაკაცის მორჩილი, ვალდებული იყო მისი გადაწყვეტილების შესაბამისად ემოქმედა და როგორც ქალს, ყველაფერი უნდა აეტანა, ნ--------------ეს ორჯერ ძლიერად ჩაარტყა შეკრული ხელის მტევანი თავის არეში, რის შედეგადაც ნ--------------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს ესწრებოდა ნ--------------ის არასრულწლოვანი შვილი,14 წლის მ---------–--ე.

2018 წლის 03 ნოემბერს, დაახლოებით 16:00 საათიდან 16:30 საათამდე, თბილისი, გ-–---------------–----------------------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ნ----------------ემ გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ოჯახური ძალადობა განახორციელა თავისი მეუღლის, ნ--------------ის მიმართ, კერძოდ, მიაჩნდა რა, რომ მისი მეუღლე როგორც ქალი, უნდა ყოფილიყო მეუღლის, როგორც მამაკაცის მორჩილი, ვალდებული იყო მისი გადაწყვეტილების შესაბამისად ემოქმედა და არ უნდა ესარგებლა სოციალური ქსელით, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით წარმოშობილი, აბსტრაქტულ პირზე ეჭვიანობის საბაბით, ნ--------------ეს მარჯვენა ხელი დაარტყა მარცხენა მუხლში, შემდეგ მარცხენა ხელი გაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც ნ--------------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს ესწრებოდა ნ--------------ის არასრულწლოვანი შვილი, 4 წლის გ------------–--ე.

2018 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებიდან, თანაცხოვრების პერიოდში, ნ----------------ემ გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა თავისი მეუღლის, ნ--------------ის მიმართ, კერძოდ, მიაჩნდა რა, რომ მისი მეუღლე როგორც ქალი, უნდა ყოფილიყო მეუღლის, როგორც მამაკაცის მორჩილი, ვალდებული იყო მისი გადაწყვეტილების შესაბამისად ემოქმედა, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა ნ---------------ეს, რომელთანაც რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება 2018 წლის 22 ოქტომბრიდან, მათ შორის, 2018 წლის 01 ნოემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, თბილისი, გ-–---------------–----------------------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ნ----------------ე დაემუქრა ნ--------------ეს, რომ მოკლავდა და არ აცოცხლებდა. შემდეგ აიღო სამზარეულოს დანა და ისევ დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ნ--------------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ასევე, 2018 წლის 03 ნოემბერს, თბილისი, გლდანი, გ-------–-------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ნ----------------ე გენდერული დისკრიმინაციის მოტივით წარმოშობილი, აბსტრაქტულ პირზე ეჭვიანობის საბაბით, დანის დემონსტრირებით, დაემუქრა ნ--------------ეს, რომ მოკლავდა და არ აცოცხლებდა, რა დროსაც ნ--------------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 თებერვლის განაჩენით ნ----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 01 ნოემბრის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა - 02 (ორი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 03 ნოემბრის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა - 02 (ორი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა - 01 (ერთი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ-----------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.

 

ნ----------------ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი) და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 01 ნოემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, თბილისი, გ-–---------------–----------------------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ნ----------------ემ ოჯახური ძალადობა განახორციელა თავისი მეუღლის, ნ--------------ის მიმართ, კერძოდ, ორჯერ ძლიერად ჩაარტყა შეკრული ხელის მტევანი თავის არეში, რის შედეგადაც ნ--------------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს ესწრებოდა ნ--------------ის არასრულწლოვანი შვილი,14 წლის მ---------–--ე.

2018 წლის 03 ნოემბერს, დაახლოებით 16:00 საათიდან 16:30 საათამდე, თბილისი, გ-–---------------–----------------------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ნ----------------ემ ოჯახური ძალადობა განახორციელა თავისი მეუღლის, ნ--------------ის მიმართ, კერძოდ, აბსტრაქტულ პირზე ეჭვიანობის საბაბით, ნ--------------ეს მარჯვენა ხელი დაარტყა მარცხენა მუხლში, შემდეგ მარცხენა ხელი გაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც ნ--------------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს ესწრებოდა ნ--------------ის არასრულწლოვანი შვილი, 4 წლის გ------------–--ე.

2018 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებიდან, თანაცხოვრების პერიოდში, ნ----------------ემ განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა თავისი მეუღლის, ნ--------------ის მიმართ, კერძოდ, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა ნ--------------ეს, რომელთანაც რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება 2018 წლის 22 ოქტომბრიდან, მათ შორის, 2018 წლის 01 ნოემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, თბილისი, გ-–---------------–----------------------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ნ----------------ე დაემუქრა ნ--------------ეს, რომ მოკლავდა და არ აცოცხლებდა. შემდეგ აიღო სამზარეულოს დანა და ისევ დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ნ--------------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ასევე, 2018

 

წლის 03 ნოემბერს, თბილისი, გლდანი, გ-------–-------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ნ----------------ე აბსტრაქტულ პირზე ეჭვიანობს საბაბით, დანის დემონსტრირებით, დაემუქრა ნ--------------ეს, რომ მოკლავდა და არ აცოცხლებდა, რა დროსაც ნ--------------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ----------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ------------–----–---–მა, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა მსჯავრდებულის სასიკეთოდ, როგორც ქმედების კვალიფიკაციის, ასევე დადგენილი სასჯელის ნაწილში.

აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ გამოძიებით არ დადასტურდა ნ----------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება და განაჩენი ემყარება მხოლოდ მოწმე პოლიციელების არათანმიმდევრულ ჩვენებებს, ხოლო დაზარალებულმა თავის ჩვენებაში ისაუბრა თუ ვისი ქმედების საუძველზე მოხდა უდანაშაულო კაცი მართლმსაჯულების სკამზე, რომ ამის მიზეზი იყო მისი ყოფილი მეუღლე და ნ----------------ე იბრალებს დანაშაულს.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას განაჩენში ცვლილების შეტანის თაობაზე, ქმედების კვალიფიკაციის ნაწილში, იმ მოტივით, რომ განაჩენი ემყარება მხოლოდ მოწმე პოლიციელების არათანმიმდევრულ ჩვენებებს, ხოლო დაზარალებულის განცხადებით ნ----------------ე იბრალებს დანაშაულს, ვინაიდან საქმის მასალებით დასტურდება, რომ არსებითი განხილვის სასამართლოს სხდომაზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, რადგან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და მათ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა და გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებებად. პალატა მიიჩნევს, რომ ნ----------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების: ნ--------------ის, გ------------------ის, მ---------–--ის, ან------–--ისა და რ----–-----------ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით. პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ნ----------------ის მიერ განხორციელებულ ქმედებას, მათ შორის სწორად იქნა მიჩნეული, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით დანაშაულის ჩადენას.

 

რაც შეეხება ასევე სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, დადგენილი სასჯელის ნაწილში განაჩენში ცვლილების შეტანის თაობაზე, პალატა აგრეთვე ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება, რომ დანაშაული ჩადენილია არასრულწლოვნების თანდასწრებით, მათი ოჯახის წევრის მიმართ, აგრეთვე მხედველობაში იქნა მიღებული დაზარალებულის პოზიცია, რომ მას ამ ეტაპისთვის ნ----------------ის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, მისი განმარტებით, ნ---------ე მატერიალურად ეხმარება მას და მის შვილებს, აგრეთვე ის გარემოება, რომ სახეზე არის დანაშაულის რეციდივი (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 05 მაისის განაჩენით ნ----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 27 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის, 01 (ერთი) თვის და 18 (თვრამეტი) დღის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ნ-----------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის, 07 (შვიდი) თვის და 18 (თვრამეტი) დღის ვადით. ნ----------------ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან - 2015 წლის 05 მაისიდან) პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ ნ----------------ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 თებერვლის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ნ----------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მ------------–----–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ნ----------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 01 ნოემბრის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა - 02 (ორი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 03 ნოემბრის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა - 02 (ორი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა - 01 (ერთი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ-----------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ნ----------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 3 ნოემბრიდან.

 

სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერი მტკიცებულება:

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოცხრილი 01 ცალ ელექტრონულ დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით;

- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ერთი ცალი სამზარეულოს დანა, ორი ცალი ქამარი, ერთი ცალი ფარდა-ნაჭერი, ერთი ცალი ზეწარი, რაც ინდივიდუალურად დალუქული სახით ინახება ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-2 განყოფილების ადმინისტრაციულო შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მის ნდობით აღჭურვილს პირს.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი