განაჩენი

სისხლის სამართლის 22.04.2019
საქმის ნომერი
210100114644686
ინსტანცია
თარიღი
22.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 210100114644686

საქმე №1ბ/1099-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

22 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

სოფიკო კაპანაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ბ------–---–---–ის

ადვოკატების: თ------------–---–ის, გ--------------–---–ის

მონაწილეობით,გამართლებულების: ლ--–------–--------ას და გ---------–-----–--------ას

 

(მონაწილეობის გარეშე)

 

ღია სასამართლო სხდომაზე, სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბ------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) გამართლებულების - ლ--–------–--------ას, დაბადებულის 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი #3----------), არასრული საშუალო განათლების მქონის, ქვრივის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ს-----------------------------–--------------–--–-------------------ში, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქ/პუნქტით (საქართველოს სსკ-ის 2012 წლის 12 ივნისის რედაქცია); გ---------–-----–--------ას, დაბადებულის 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი #3----------), საშუალო განათლების მქონის, ქვრივის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ს-----------------------------–--------------–--–-------------------ში, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქ/პუნქტით (საქართველოს სსკ-ის 2012 წლის 12 ივნისის რედაქცია).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ლ--–------–--------ამ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2014 წლის 16 სექტემბერს, შუადღის საათებში, ს-----------------------------–--------------–--ში, ლ--–------–--------ამ, შვილთან - გ---------–-----–--------ასთან ერთად, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეორე შვილის მეუღლეს - ჯ-----------–--------ას და მარცხენა ფეხში ორჯერ ჩაარტყა ჯოხი, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ---------–-----–--------ამ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2014 წლის 16 სექტემბერს, შუადღის საათებში, ს-----------------------------–--------------–--ში, გ---------–-----–--------ამ, დედასთან - ლ--–------–--------ასთან ერთად სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავისი ძმის მეუღლეს - ჯ-----------–--------ას და მარჯვენა ფეხში ჩაარტყა ქვა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის განაჩენით:

 

ლ--–------–--------ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2012 წლის 12 ივნისის რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში.

 

გ---------–-----–--------ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2012 წლის 12 ივნისის რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში.

 

გაუქმდა ლ--–------–--------ასა და გ---------–-----–--------ას მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ.

 

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ბ------–---–---–მა. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს ლ--–------–--------ასა და გ---------–-----–--------ას მიმართ გამოტანილი, სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას, ლ--–------–--------ასა და გ---------–-----–--------ას დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2012 წლის 12 ივნისის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბ------–---–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის გამამართლებელი განაჩენი ლ--–------–--------ასა და გ---------–-----–--------ას მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77) განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას. აგრეთვე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნით (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15), უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება.

 

წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში სახელმწიფო ბრალმდებელი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელ განაჩენს და აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით - დაზარალებულ ჯ-----------–--------ას და მოწმე - ე-–-----------–--------ის გამოძიებაში მიცემული ჩვენებებით, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლოში კანონის დაცვით იქნა გამოკვლეული, ასევე, მოწმეების: ს----------–---ისა და ფ------------------ის ჩვენებებით, ექსპერტიზის დასკვნით - გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ლ--–------–--------ასა და გ---------–-----–--------ას მიერ მათთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა.

 

სასამართლო პალატა აანალიზებს რა საქმეში არსებულ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ მტკიცებულებებს, მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დასტურდება ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით ლ--–------–--------ასა და გ---------–-----–--------ას მიერ განსახილველი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი.

 

დაზარალებულ ჯ-----------–--------ას გამოძიებაში მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ ე-–-----------–--------ზე დაქორწინების შემდეგ ცხოვრობდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. შემდეგ დაბრუნდნენ საქართველოში, რის შემდეგაც მეუღლესთან - ე-–-----------–--------თან ერთად ცხოვრობს ს-----------------------------–--------------–--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, რომელიც ეკუთვნოდა მისი მეუღლის გარდაცვლილ მამას. ამავე სახლში ცხოვრობენ ე-–------ს დედა - ლ--–------–--------ი, და - გ---------–-----–--------ა და გ---------–ის შვილი - მ------ი. მისი (დაზარალებულის) და მისი მეუღლის აღნიშნულ სახლში ცხოვრების დაწყებიდან მალევე, მას, მის მეუღლესა და მეუღლის დედასა და დას შორის წარმოიშვა კონფლიქტური სიტუაცია. მეუღლის დედა და და მათგან მოითხოვდნენ დაეტოვებინათ საცხოვრებელი სახლი. კონფლიქტი ხშირად გადაზრდილა ფიზიკურ შეურაცხყოფაშიც. რაც შეეხება უშულოდ მომხდარ ფაქტს, დაზარალებული გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებაში უთითებს, რომ 2014 წლის 16 სექტემბერს, მისი მეუღლე - ე-–------ არ იმყოფებოდა სახლში, წასული იყო სამუშაოდ, ხოლო თავად დაკავებული იყო საოჯახო საქმიანობით, რეცხავდა სარეცხს. დაახლოებით შუადღის საათებში, როდესაც სახლის ეზოში იმყოფებოდა, მოულოდნელად მივიდნენ მისი დედამთილი და მული - ლ--–- და გ---------–ი და დაუწყეს ჩხუბი. ისინი მისგან და მისი მეუღლისგან კვლავ მოითხოვდნენ დაეტოვებინათ მათი საცხოვრებელი სახლი და წასულიყვნენ. იგი (ჯ-----------–--------ა) სთხოვდა მათ, დაენებებინათ მისთვის თავი, მაგრამ, ლ--–- და გ---------–ი კვლავ აგრძელებდნენ რა მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას და ამავდროულად, შეეშინდა მათი, გადაწყვიტა, დაერეკა მეუღლისთვის და ეთხოვა, მისულიყო. მანამდე, ყვრილის ხმაზე, მათთან მივიდა მეზობელი - ფ------------------ი, რომელიც ლ--–-ს და გ---------–ს მოუწოდებდა, დამშვიდებულიყვენ, თუმცა, ლ--–-მ და გ---------–მა მას არ დაუჯერეს. მალევე მოვიდა მისი მეუღლე - ე-–------, რომელსაც თან ახლდა მეგობარი - ს----------–---ი. მოსვლის შემდეგ ე-–------მ უთხრა დედას და დას - დაენებებინათ მისთვის თავი, მაგრამ ლ--–-მ და გ---------–მა პირიქით, უფრო ხამაღალი ტონით დაუწყეს ჩხუბი და შეურაცხყოფის მიეყენება. ამ დროს, მოულოდნელად, გ---------–მა მიწიდან აიღო ქვა და ესროლა, რაც მოხვდა მარჯვენა ფეხში, ხოლო ლ--–-მ კი ჯოხი, რომელიც ხელში ეკავა, ორჯერ ჩაარტყა მარცხენა ფეხში, რის შედეგადაც განიცადა ძლიერი ტკივილი. აღნიშულის გამო მან (დაზარალებულმა) ინერვიულა, გახდა შეუძლოდ. მოგვიანებით, რადგან ფეხები ძალიან სტკიოდა, წავიდა საავადმყოფოში, სადაც გაუწიეს სამედიცინო დახმარება.

 

მოწმე ე-–-----------–--------მა გამოძიების ეტაპზე ჩვენებაში აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც მან და მისმა მეუღლემ საქართველოში, მისი მამის კუთვნილ სახლში დაიწყეს ცხოვრება, მალევე, მას, მის მეუღლეს, დედასა და დას შორის დაიძაბა ურთიერთობა და ხშირად ჰქონდა ადგილი კონფლიქტს. დედა და და მათგან მოითხოვდნენ დაეტოვებინათ საცხოვრებელი სახლი. დედა და და მისი და მეუღლის მიმართ გამოხატავდნენ ზიზღსა და აგრესიას, აყენებდნენ როგორც სიტყვიერ, ასევე ფიზიკურ შეურაცხყოფას. 2014 წლის 16 სექტემბერს, დილით წავიდა სამუშაოდ. დაახლოებით შუადღეს, დაურეკა მისმა მეუღლემ და სთხოვა სახლში მისვლა, რადგან ლ--–- და გ---------–ი ეჩხუბებოდნენ და ეშინოდა, არ ეცემათ. იგი მაშინვე, მასთან მომუშავე ს----------–---თან ერთად, ამ უკანასკნელის ავტომანქანით წავიდა სახლში. მისვლისას ნახა, რომ მისი მეუღლე, დედა და და იმყოფებოდნენ საცხოვრებელი სახლის ეზოში, რა დროსაც ლ--–- და გ---------–ი ეჩხუბებოდნენ ჯ------ს, უყვიროდნენ მას და ეუბნებოდნენ, წასულიყვნენ მათი სახლიდან. იქვე იმყოფებოდა მათი მეზობელი, - ფ------------------ი, რომელიც მოუწოდებდა ლ--–-ს და გ---------–ს დამშვიდებულიყვნენ. თავად მოუწოდა დედას და დას დამშვიდებულიყვნენ და დაენებებინათ ჯ------ისთვის თავი, მაგრამ ლ--–- და გ---------–ი პირიქით, უფრო ხამამღლა განაგრძობდნენ ჩხუბს და ლანძღვას. სწორედ ამ დროს, მოულოდნელად, გ---------–მა მიწიდან აიღო ქვა და ესროლა ჯ------ს, რომელიც მის მეუღლეს მოხვდა მარჯვენა ფეხში, ხოლო ლ--–-მ ხელჯოხი ორჯერ ჩაარტყა მის მეუღლეს მარცხენა ფეხში. ამის შემდეგ, იგი ჩადგა მათ შორის და შეძლო მათი გაშველება. მომხდარის გამო ჯ------ი გახდა შეუძლოდ, იძახდა, რომ სტკიოდა ფეხები, რის გამოც იგი წაიყვანა საავადმყოფოში, სადაც გაუწიეს სამედიცინო დახმარება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე, მოწმის სახით დაკითხულi ფ------------------ის ჩვენებით დგინდება, რომ ცხოვრობს ს-----------------------------–---------–--ში. მის მეზობლად ცხოვრობენ ლ--–- და გ---------–-----–--------ები. 2014 წლის 16 სექტემბერს, შუადღის საათებში, იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც შეესწრო ლ--–------–--------ას, გ---------–-----–--------ასა და ჯ-----------–--------ას შორის მომხდარ კონფლიქტს. სახლში იმყოფებოდა, როდესაც შემოესმა გ---------–ისა და ჯ-----------–--------ების ყვირილი, რის გამოც წავიდა ხმის მიმართულებით და მიუახლოვდა გ---------–ების საცხოვრებელი სახლის ეზოში შესასვლელ კარებს, საიდანაც დაინახა, რომ ლ--–- და გ---------–ი იდგნენ ეზოს ერთ მხარეს, ხოლო მათგან დაახლოებით ათი-ოცი მეტრის მოშორებით იდგა მათი რძალი ჯ------ი. მისვლისას ჯ------მა უთხრა, რომ ჯოხისა და ქვის გამოყენებით სცემეს ლ--–-მ და გ---------–მა, თუმცა, იგი (ფ------------------ი) უშუალოდ ფიზიკურ დაპირისპირებას არ შესწრებია, ვერც ცემის კვალი შეატყო ჯ------ს და არც რომელიმე იქ მყოფის ხელში შეუნიშნავს რაიმე საგანი. მისი მისვლის შემდეგ ადგილი ჰქონდა მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც ცდილობდა მათ დამშვიდებას, სთხოვდა არ გაეგრძელებინათ ჩხუბი. მისი მისვლიდან დაახლოებით ორ-სამ წუთში, ადგილზე მივიდა ე-–-----------–--------ი, რის შემდეგაც შეეცადა, დამდგარიყო კარებთან და ე-–------ არ შეეშვა ეზოში, რადგან ე-–------ს ეტყობოდა, რომ იყო აღელვებული და შესაძლოა, ეცემა დედა და და. მოსვლისას ე-–------მ ეზოდანვე ჰკითხა მის მეუღლეს, რა ხდებოდა, რაზედაც ჯ------მა უპასუხა, რომ დედასმისმა და მისმა დამ იგი ცემეს ქვითა და ჯოხით. მალევე მივიდა პოლიცია. პოლიციის მოსვლის შემდეგ იგი (ფ------------------ი) მალევე წავიდა. მოწმემ ასევე განაცხადა, რომ მის წასვლამდე ყველა ზემოაღნიშნული პირი იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, მისი იქ ყოფნის დროს ჯ------ი საავადმყოფოში არ წაუყვანიათ და დანამდვილებით არ იცის, ჯ-----------–--------ა წაიყვანეს თუ არა საავადმყოფოში. იგი (ფ------------------ი) იცნობს ს----------–---ს, თუმცა მომხდარი ფაქტის დროს ეს უკანასკნელი იქ არ უნახავს, ყოველ შემთხვევაში, ე-–------სთან ერთად ს------ი არ მოსულა. თუმცა, შესაძლოა, ს----------–---ი შემთხვევის ადგილზე მივიდა მოგვიანებით. მოწმემ ასევე მიუთითა, რომ, მართალია, ლ--–------–--------ა გადაადგილდება ხელჯოხის გამოყენებით, მაგრამ იმ მომენტში ეკავა თუ არა ხელჯოხი ლ--–-ს, არ ახსოვს, რადგან იქ მყოფთა ხელში რაიმე საგანი ან ნივთი არ დაუნახავს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ს----------–---ის ჩვენებით დგინდება, რომ 2014 წლის 16 სექტემბერს მუშაობდა ე-–------სთან ერთად, ე-–------ს დაურეკეს მობილურ ტელეფონზე. საუბრის დასრულების შემდეგ ე-–------მ უთხრა, რომ მის სახლში იყო კონფლიქტი და სთხოვა მასთან ერთად წასვლა. წამოვიდნენ მისი კუთვნილი ავტომობილით. სახლთან მისვლის შემდეგ ე-–------ ჩავიდა, ხოლო თვითან შეეცადა ავტომობილი მოეტრიალებინა. როდესაც გააჩერა ავტომობილი და მივიდა ე-–-----------–--------ის ეზოსთან, სადაც ადგილი ჰქონდა კონფლიქტს, დაინახა, რომ ერთმანეთში ჩხუბობდნენ ქალები - ე-–-----------–--------ის დედა და და - ლ--–- და გ---------–ი ეჩხუბებოდნენ ე-–-----ს ცოლს - ჯ------ს. მოწმემ ასევე მიუთითა, რომ ადგილი ჰქონდა მხოლოდ სიტყვიერ დაპირისპირებას, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში არ გადაზრდილა. ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ მეზობლებიც, რომლებიც კონფლიქტში არ ჩარეულან. ს----------–---მა ასევე მიუთითა, რომ მას არ დაუნახავს, რომ კონფლიქტში მონაწილე პირებს ესროლათ ერთმანეთისთვის რაიმე ნივთი ან დაერტყათ ერთმანეთისთვის რაიმე საგანი. პოლიციის თანამშრომლების მოსვლის შემდეგ იგი დაბრუნდა ავტომობილთან. მალევე, ე-–------მ სთხოვა, მისი მეუღლე წაეყვანათ საავადმყოფოში, რაზედაც დათანხმდა და ე-–------ მეუღლესთან ერთად წაიყვანა საგარეჯოს რაიონულ საავადმყოფოში. რატომ სთხოვეს საავადმყოფოში წაყვანა, არ იცის, ეს გადაწყვიტეს უშუალოდ ჯ------მა და მისმა მეუღლემ, თუმცა, უშუალოდ მას ჯ------ისთვის რაიმე სახის დაზიანება არ შეუნიშნავს. ასევე გზად საავადმყოფოსკენ რაზე საუბრობდნენ ე-–------ და მისი მეუღლე, არ იცის, რადგან ყურადღება არ მიუქცევია.

 

სსიპ ”ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო”-ს 2014 წლის 19 სექტემბრის სამდიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, ჯ-----------–--------ას აღენიშნება მარჯვენა და მარცხენა წვივის არეში სისხლნაჟღენთები, დაზიანებები განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანების მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ-------------–-–---–მა დაადასტურა აღნიშნული დასკვნის სისწორე. მანვე, აღნიშნა, რომ, როდესაც სამედიცინო ექსპერტიზა ტარდება მხოლოდ სამედიცინო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, ვერ ხდება მიყენებული დაზიანების ხანდაზმულობის განსაზღვრა. იმისათვის, რათა განისაზღვროს მიყენებული დაზიანების ხანდაზმულობა, საჭიროა მისი სპეციალური დათვალიერება და აღწერა, რაც ხორციელდება უშუალოდ, ექსპერტის მიერ მხოლოდ პირადი გასინჯვის შედეგად. შესაბამისად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში დასკვნა გაიცა სამედიცინო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, ვერ განისაზღვრა მიყენებული დაზიანების ხანდაზმულობა და ამდენად, ექსპრტიზის წინაშე დასმულ კითხვაზე მიყენებული დაზიანების ხანდაზმულობის განსაზღვრასთან დაკავშირებით ვერ გაეცა პასუხი.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ საქმეზე ალ-ხავაია და ტაჰერი (Al-Khawaia and Tahery) 2011 წლის 15 დეკემბერს დაადგინა სახელმძღვანელო პრინციპები, რომელიც ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც ბრალდების მხარის მოწმე არ ესწრება სასამართლო განხილვას და მის მიერ მანამდე მიცემული ჩვენება დაშვებულ იქნა მტკიცებულებად. აღნიშნული პრინციპი ადგენს სამ ძირითად ტესტს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს მსგავსი მტკიცებულება, რათა იგი მიჩნეულ იქნას დასაშვებად. პირველ რიგში, უნდა შემოწმდეს, არსებობდა თუ არა მოწმეთა დაუსწრებლობისა და შესაბამისად, მოწმის გამოუცდელი ჩვენებების მტკიცებულებად დაშვების საპატიო მიზეზი, მეორე - დაუსწრებელი მოწმის ჩვენება იყო თუ არა ბრალდებულის მსჯავრდების ერთადერთი და გადამწყვეტი საფუძველი და მესამე - სახეზე იყო თუ არა საკმარისი დამაბალანსებელი ფაქტორები, მათ შორის ძლიერი პროცედურული გარანტიები, რაც მოახდენდა დაცვის მხარისათვის გამოუცდელი მტკიცებულებების დაშვების შედეგად შექმნილი დაბრკოლებების კომპენსირებას და იმის უზრუნველყოფას, რომ სასამართლო განხილვა ერთიანობაში აღებული, სამართლიანი იყო. განსახილველ შემთხვევაში დაკმაყოფილებულია პირველი ტესტი და მოწმეთა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეულია საპატიო მიზეზით (არ იმყოფებოდნენ საქართველოში), შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე მათი გამოძიებაში მიცემული ჩვენებები წაკითხულ იქნა საჯაროდ. რაც შეეხება მეორე ტესტს, თუ რამდენად არის ხსენებული მოწმეთა ჩვენებები ერთადერთი და გადამწყვეტი, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დაზარალებულ ჯ-----------–--------ას და მოწმე ე-–-----------–--------ის ჩვენებებში გაჟღერებული ინფორმაცია ლ--–------–--------ასა და გ---------–-----–--------ას მიერ სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ჩადენის შესახებ - არ დასტურდება არც სასამართლო სხდომაზე დაკითხული სხვა მოწმეთა ჩვენებებით (მოწმე - ფ------------------მა და ს----------–---მა უარყვეს კონფლიქტის მონაწილეთა შორის ფიზიკური დაპირისპირება) და არც სისხლის სამართლის საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებით. განსახილველ შემთხვევაში ვერ იქნა დაკმაყოფილებული ვერც მესამე ტესტი, ვინაიდან გონივრულად ვერ მოხდა საკმარისი დამაბალანსებელი ფაქტორების შექმნა, მათ შორის ძლიერი პროცედურული გარანტიების უზურნველყოფა, რაც მოახდენდა დაცვის მხარისათვის გამოუცდელი მტკიცებულებების დაშვების შედეგად შექმნილი დაბრკოლებების კომპენსირებას, ვინაიდან სასამართლოც და დაცვის მხარეც მოკლებული იყვნენ შესაძლებლობას, მიეღოთ რაიმე ფორმით მონაწილეობა ზემოხსენებულ მოწმეთა დაკითხვასა და მათი ჩვენებების გამოკვლევაში, გარდა მათი სასამართლო სხდომაზე საჯარო წაკითხვისა. ასევე არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნებოდა მხარეთა მონაწილეობით და რომელიც გაამყარებდა და დაადასტურებდა დაზარალებულ ჯ-----------–--------ასა და მოწმე ე-–-----------–--------ის ჩვენებებში გაჟღერებულ ფაქტობრივ გარემოებებს. აქედან გამომდინარე, სასამართლო სხდომაზე მხოლოდ საჯაროდ წაკითხული და უშუალოდ გადაუმოწმებელი ჩვენებების საფუძველზე ლ--–------–--------ასა და გ---------–-----–--------ას მსჯავრდება ეჭვქვეშ დააყენებს მთლიანობაში სასამართლო პროცესის სამართლიანობას.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებს პირის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები მიუხედავად იმისა, თუ რა კატეგორიის და ბრალდების საქმე განიხილება. საკითხის იმგვარად განმარტება, რომ ოჯახური ძალადობის კატეგორიის საქმეთა სპეციფიკიდან გამომდინარე, დადგინდეს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დაბალი სტანდარტი (ანუ გამამტყუნებელი განაჩენი არ ეფუძნებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს), ვიდრე ამას საქართველოს კონსტიტუცია და საპროცესო კოდექსი მოითხოვს, არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტს, რითიც ირღვევა ადამიანის ერთ-ერთი მთავარი და ფუნდამენტური უფლება - სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება.

 

ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ არც გამოძიებისა და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული პირდაპირი, უტყუარი, აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ ლ--–------–--------ამ და გ---------–-----–--------ამ ბრალად შერაცხული დანაშაული ჩაიდინეს. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა ლ--–------–--------ასა და გ---------–-----–--------ას სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე–7 ნაწილისა და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ, აშკარა და პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ საქმეში კი არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა იმის თაობაზე, რომ ლ--–------–--------ამ და გ---------–-----–--------ამ ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქ/პუნქტით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2012 წლის 12 ივნისის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაული.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის განაჩენი გამართლებულების - ლ--–------–--------ასა და გ---------–-----–--------ას მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, –

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბ------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის განაჩენი ლ--–------–--------ასა და გ---------–-----–--------ას მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

ლ--–------–--------ა ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2012 წლის 12 ივნისის რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში;

 

გ---------–-----–--------ა ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2012 წლის 12 ივნისის რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ ლ--–------–--------ასა და გ---------–-----–--------ას მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ, გაუქმებულია;

 

გამართლებულებს - ლ--–------–--------ასა და გ---------–-----–--------ას განემარტოთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გ. კახეთელიძე