განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 010141319700080711
საქმე №1/ა.გ 64-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
6 მაისი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: კახაბერ მაჭავარიანი
მოსამართლეები: ლევან თევზაძე
მანუჩარ კაპანაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ედ----------------------ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 14 სექტემბრის განაჩენების გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 4 თებერვლის განაჩენით, პროკურორს და ბრალდებულ ედ----------------------ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება დამტკიცდა.
ედ----------------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, 6(ექვსი)წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ს 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 2(ორი)წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 4(ოთხი)წელი ჩაეთვალა პირობით იმავე საგამოცდო ვადით; სსკ-ის 273-ე მუხლით 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა შედარებით ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ედ----------------------ს საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6(ექვსი)წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ს 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 2(ორი)წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 4(ოთხი)წელი ჩაეთვალა პირობით იმავე საგამოცდო ვადით;
მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, 5(ხუთი)წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, საექიმო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებაში საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო საქმიანობის უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება.
მსჯავრდებულ ედ----------------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2013 წლის 23 დეკემბრიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 14 სექტემბრის განაჩენით, მსჯავრდებულ ედ----------------------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ;
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის განაჩენში შეტანილ იქნა ცვლილება და მისი ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე რედაქცია), გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (ამჟამად მოქმედი რედაქცია);
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
2019 წლის 18 აპრილს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა ედ----------------------მა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 14 სექტემბრის განაჩენების გადასინჯვა, დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლება და ჩამორთმეული უფლებების აღდგენა.
სააპელაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ედ----------------------ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციოურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით, (საქმე-ლაშა ბახუტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ), არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 33-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული, მოსარჩელის მიერ სარჩელით სადავოდ გამხდარი ოდენობით (0,00009 გრამი), ნარკოტიკული საშუალება - ,,დეზომორფინის’’ დამზადების, შეძენისა და შენახვისთვის.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის განაჩენით, ედ----------------------ს მსჯავრი დაედო დიდი ოდენობით - 0,0000058097გრამი ნარკოტიკული საშუალება - ,,დეზომორფინის’’ უკანონო შეძენა- შენახვაში.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება სამართლებრივად გავლენას ახდენს მსჯავრდებულ ედ----------------------ის საქმეში გამოყენებულ სისხლის სამართლის კანონზე - სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი - როგორც ნარკოტიკული საშუალების სახეობის, ისე მისი ოდენობის გათვალისწინებით და შესაბამისად, ამ მუხლით დანიშნულ სასჯელზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული ედ----------------------ი უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით დანიშნული პირობითი სასჯელისგან და ამ მიმართებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 14 სექტემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.
პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის მოთხოვნას ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების აღდგენას, ვინაიდან აღნიშნული გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი ამ დანაშაულისათვის მხოლოდ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება და არ მომხდარა ქმედების დეკრიმინალიზაცია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 213 ივლისის გადაწყვეტილებით, საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.მსჯავრდებულ ედ----------------------ის შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 14 სექტემბრის განაჩენებში შევიდეს ცვლილება;
3. მსჯავრდებული ედ----------------------ი გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით დანიშნული პირობითი სასჯელისგან - 4(ოთხი)წლით თავისუფლების აღკვეთისგან.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 14 სექტემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
5. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: კ. მაჭავარიანი
მოსამართლეები: მ. კაპანაძე
ლ. თევზაძე