განაჩენი

სისხლის სამართლის 30.04.2019
საქმის ნომერი
330100118002256747
ინსტანცია
თარიღი
30.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N3301001--002256747, №1/ბ-1237-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

17 აპრილი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე

მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე

ნინო სანდოძე

 

სხდომის მ------ი ნანა გიგიტაშვილი

სხდომის სახე - ღია;

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ბე----–-–---–ი;

 

დაცვის მხარე:

 

მსჯავრდებული - რა---- ბე----ა, დაბადებული 198--–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №1----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ზუ--------------------------–---------------------------------;

 

ადვოკატები: მა------- ცი------ა, და---- ჭი----ე.

 

კვალიფიკაცია:

 

წარდგენილი ბრალდების მიხედვით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტი (ქრთამის აღება, ე.ი. მოხელის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის პირდაპირი მოთხოვნა და მიღება თავის სასარგებლოდ, რათა ამ მოხელემ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება და გამოიყენოს თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტი ანალოგიური მიზნის მისაღწევად);

 

განაჩენის მიხედვით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი (თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლების მცდელობა მოტყუებით).

 

სასჯელი:

 

6 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიცია:

 

საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში, ანტიკორუფციულ სააგენტოში და გენერალურ ინსპექციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორის ბე----–-–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 07 აგვისტოს განაჩენში ცვლილების შეტანა, რა---- ბე----ას დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით და სასჯელის დანიშვნა აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, შემდეგ გარემოებათა გამო:

§ რა---- ბე----ა 2016 წლის 25 იანვრიდან იყო დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირებისა და სამშენებლო სამართალდარღვევის საკითხთა კომისიის წევრი. კომისიაში რა---- ბე----ა ახორციელებდა საორგანიზაციო საკითხებს, ამზადებდა სხდომის ოქმებს, ამასთან, მოხსენების შემდეგ კომისიის წევრები განიხილავდნენ მშენებლობის პროექტებს, გამოთქვამდნენ აზრს და ერთობლივად ხმათა თანაბარი განაწილებით იღებდნენ გადაწყვეტილებებს.

▪ 2017 წლის 21 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რის შედეგადაც გაერთიანდა ზუ------ის მუნიციპალიტეტის გამგეობა და ზუ------ის მუნიციპალიტეტის მერია.

▪ 2017 წლის 14 ნოემბერს ზუ------ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N3 დადგენილებით დამტკიცებული ზუ------ის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების 24-ე მუხლის თანახმად, მობილობა ნიშნავს რეორგანიზაციის ან სტრუქტურული ერთეულების ლიკვიდაციის გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი მოხელის გადაყვანას მისი თანხმობით იმავე ან სხვა სტრუქტურულ ერთეულში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ასეთი თანამდებობის არარსებობისას-დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მოხელის მობილობის შეუძლებლობის შემთხვევაში იგი ირიცხება მოხელეთა რეზერვში და ეძლევა შესაბამისი კომპენსაცია.

▪ 2017 წლის 22 ნოემბერს რა---- ბე----ა გადაყვანილ იქნა ზუ------ის მუნიციპალიტეტის მერიის მე-3 რანგის მე-3 კატეგორიის ზედამხედველობის და არქიტექტურის სამსახურის არქიტექტურის განყოფილების უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე. მისი ფუნქცია-მოვალეობები დარჩა იგივე, თუმცა შერწყმიდან გამომდინარე, ტერიტორიის გაფართოების კუთხით გაიზარდა მისი უფლებები. მერის 2017 წლის 28 ნოემბრის ბრძანებით კომისია შეიქმნა ზუ------ის მუნიციპალიტეტის მერიაში, რომლის წევრიც ასევე იყო რა---- ბე----ა, რომელსაც იგივე ფუნქცია-მოვალეობები ეკისრებოდა. გამგეობის და მერიის ტექნიკურად შერწყმის შემდეგ რა---- ბე----ას უფლებამოსილება გაიზარდა ტერიტორიულობიდან გამომდინარე. შერწყმის პროცესში მისთვის არავის შეუჩერებია უფლებამოსილება.

▪ სასამართლო არასწორად უთითებს, რომ რა---- ბე----ას არ ჰქონდა ისეთი სახის თანამდებობრივი ავტორიტეტი, რომ ზემოქმედება მოეხდინა კომისიის წევრებზე. რა---- ბე----ამ აღნიშნა, რომ, როგორც კომისიის წევრი, საკითხთა განხილვისას გამოთქვამდა მოსაზრებებს, ჰქონდა ხმის მიცემის უფლება, ასევე კონკრეტული სამშენებლო ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით უწევდა მერთან პირადად შეხვედრა და რეკომენდაციის მიცემა. მოწმეთა ჩვენებებით ასევე დადასტურდა, რომ რა---- ბე----ა თანამშრომლებთან და ხელმძღვანელ პირებთან სარგებლობდა დიდი ავტორიტეტით.

▪ რა---- ბე----ა ლე--- ტა------ას დაპირდა მიწის ნაკვეთის შეძენასა და მშენებლობის ნებართვის აღებაში დახმარებას. რა---- ბე----ასთვის ცნობილი იყო, რომ მიწის ნაკვეთის შესაძენად ულ--------–ის დასჭირდებოდა გარკვეული დრო, ვინაიდან ნი----–---- მი---ას მოსაწესრიგებელი ჰქონდა დოკუმენტაცია. მან აუხსნა ულ--------–ის პროცედურები, რასაც სჭირდებოდა გარკვეული დრო და ამის შემდეგ ჩაერთვებოდა თავად სამსახურებრივი ავტორიტეტით და ფუნქციებით და დაპირდა ულ--------–ის, რომ მომავალში შეძლებდა ნებართვის გაცემას.

▪ 2017 წლის 01 დეკემბერს, როდესაც რა---- ბე----ამ აიღო მოთხოვნილი თანხის ნახევარი, კვლავ დაუდასტურა ულ--------–ის, რომ იგი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე შეძლებდა მშენებლობის ნებართვასთან წამოჭრილი ყველა საკითხის მოგვარებას და მისცა გარანტია. შესაბამისად დადასტურებულია, რომ რა---- ბე----ას, მისი ავტორიტეტის და სამსახურებრივი ფუნქციების გამოყენებით, შეეძლო ულ--------–ისთვის დაპირებული მოქმედების შესრულება.

▪ ქრთამის აღების კვალიფიკაციისათვის საკმარისია, რომ რა---- ბე----ას, როგორც კომისიის წევრს, შეეძლო წვლილი შეეტანა გადაწყვეტილების მიღებაში, შესაბამისად არასწორია სასამართლოს განმარტება, რომლის მიხედვითაც რა---- ბე----ა არ წარმოადგენდა ქრთამის აღების სუბიექტს. რა---- ბე----ას პირდაპირ ფუნქცია-მოვალეობაში შედიოდა ყველა საკითხის მოგვარება, რასაც იგი პირდებოდა ულ--------–ის. მან იცოდა, რომ ულ--------–ის მიწის შესყიდვაში, სტატუსის შეცვლაში და პროექტის მომზადებაში დასჭირდებოდა მინიმუმ ორი თვე, რა პერიოდშიც დასრულდებოდა რეორგანიზაცია. ამასთან ფულის გამორთმევის დროს იგი უკვე მობილობით იყო გადაყვანილი თანამდებობაზე, შესული იყო ახალი კომისიის შემადგენლობაში და კვლავ პირდებოდა დახმარებას.

▪ რა---- ბე----ა სხვა პირებზე ზემოქმედებას გეგმავდა მისი თანამდებობიდან გამომდინარე, რაც განპირობებული იყო მისი მაღალი ავტორიტეტით და მნიშვნელოვანი თანამდებობით (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

მსჯავრდებულ რა---- ბე----ას და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 07 აგვისტოს განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულ რა---- ბე----ას ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლება. დაცვის მხარემ ალტერნატივის სახით ითხოვა განაჩენით დადგენილი კვალიფიკაციის უცვლელად დატოვება და სასჯელის სახით ჯარიმის განსაზღვრა. სააპელაციო საჩივრის ძირითადი არგუმენტებია:

▪ საკრებულოს უფლებამოსილება ვრცელდებოდა მხოლოდ რაიონში და არა ქალაქის ტერიტორიაზე, სადაც მდებარეობდა მიწის ნაკვეთი. აღნიშნული ტერიტორია არ შედიოდა რა---- ბე----ას სამსახურის დაქვემდებარებაში და აღნიშნული პერიოდისთვის რა---- ბე----ა არ იყო უფლებამოსილი დახმარება აღმოეჩინა ულ--------–ისთვის.

▪ სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა, რომ რა---- ბე----ა დაეყოლიებინა დანაშაულის ჩასადენად. ულ--------–ი არ ყოფილა დაინტერესებული მიწის შეძენით, რაც იმითაც დასტურდება, რომ მას არაფერი მოუმოქმედებია მიწის შესაძენად. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ რა---- ბე----ას მხრიდან არ გამოკვეთილა აქტიურობა, პირიქით, მას სისტემატურად უკავშირდებოდა ლე--- ტა------ა და აქტიურად უბიძგებდა დანაშაულის ჩადენისაკენ. სატელეფონო საუბრების გამოკვლევისას დადგინდა, რომ რა---- ბე----ა თავს იკავებდა ქ.თბილისში ჩამოსვლისგან, თუმცა ლე--- ტა------ა ცბიერად ცდილობდა მის ჩამოტყუებას, სადაც გეგმის შესაბამისად მობილიზებული იყო ჯგუფი, რომელსაც უნდა დაეკავებინა რა---- ბე----ა.

▪ მოწმე ნა---------–----–-–---–მა განმარტა, რომ ულ--------–ის უთარგმნა ლე--- ტა------ას ნათქვამი, თითქოსდა რა---- ბე----ა დახმარების სანაცვლოდ მისგან ითხოვდა „მაღარიჩს“, თუმცა დაცვის მხარის დასმულ კითხვაზე, ინგლისურ ენაში რომელი შესატყვისით უთარგმნა „მაღარიჩი“, პასუხი ვერ გასცა და აღნიშნა, რომ შესატყვისი სიტყვა ინგლისურ ენაში არ იცის.

▪ მოწმე ნი----–---- მი---ას ჩვენებით, შეხვედრისას მან ულ--------–ის უთხრა, რომ იმ დროისთვის მიწა იყო სახელმწიფოზე რიცხული და ჰქონდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულება. ასევე უთხრა, რომ თუ გადაწყვეტდა ხსენებული მიწის ნაკვეთის შეძენას, პასუხი ეცნობებინა მისთვის და დაიწყებდა ნაკვეთის გადაფორმების საკითხის მოგვარებას. მანვე აღნიშნა, რომ ვინაიდან ულ--------–ისგან არ მიუღია პასუხი, მიწის ნაკვეთის საკუთრების საკითხის მოსაწესრიგებლად მოქმედებები არ დაუწყია.

▪ მოწმე გი--------ამ უარყო, რომ რა---- ბე----ას ლე--- ტა------ა გააცნო კეთილსინდისიერ, სანდო და პატიოსან ადამიანად. ამასთან, კითხვაზე, თითქოსდა მისთვის უცნობი მოქალაქე ლე--- ტა------ა რატომ დააკავშირა მაინცდამაინც რა---- ბე----ას, გი--------ამ პასუხი ვერ გასცა.

▪ ვინაიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან იკვეთება დანაშაულის პროვოცირების ნიშნები, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული არაერთი გადაწყვეტილების გათვალისწინებით, რა---- ბე----ა ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ. მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი პირობა, განზრახვა და პირის ნება ჩაიდინოს აღნიშნული ქმედება.

▪ რა---- ბე----ა ნამდვილად ცდილობდა დახმარებოდა ულ--------–ის მიწის ნაკვეთების მოძიებაში, თუმცა მას არ ამოძრავებდა თანხის მიღების მიზანი. ასეც რომ ყოფილიყო, დანაშაული დაიწყო და დამთავრდა თანხის სანაცვლოდ დახმარების დაპირებიდან და არა თანხის აღების დროს. წარმოდგენილი მტკიცებულებებით და სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით ირიბადაც არ გამოკვეთილა რა---- ბე----ას მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი. მსჯავრდებულს ყველა თანამშრომელი ახასიათებდა დადებითად, კეთილსინდისიერ და მოწესრიგებულ პიროვნებად. ასე დაახასიათა უშუალო ხელმძღვანელმა - და---- ეს------აც. მისი პიროვნული მონაცემები კი უნდა იქნეს გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის დროს და განესაზღვროს ჯარიმა (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი).

 

სასამართლომ დაადგინა:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, რა---- ბე----ას ბრალი წარედგინა ქრთამის აღებაში, ე.ი. მოხელის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის პირდაპირ მოთხოვნასა და მიღებაში თავის სასარგებლოდ, რათა ამ მოხელემ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება და გამოიყენოს თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტი ანალოგიური მიზნის მისაღწევად, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ზუ------ის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 29 ივნისის N2--- ბრძანებით, რა---- ბე----ა დაინიშნა ზუ------ის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის არქიტექტურის განყოფილების უფროს სპეციალისტად, ხოლო ზუ------ის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 22 ნოემბრის N1-- ბრძანებით, რა---- ბე----ა გადაყვანილი იქნა ზუ------ის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის არქიტექტურის განყოფილების უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე და ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად წარმოადგენდა მოხელეს. ამავდროულად რა---- ბე----ა იყო დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირებისა და სამშენებლო სამართალდარღვევის საკითხთა კომისიის წევრი.

 

2017 წლის ნოემბრის დასაწყისში რა---- ბე----ამ ლე--- ტა------ასგან შეიტყო, რომ პ--------ის მოქალაქე ულ--------–ის სურდა ქ-----------ში რესტორნის აშენება და ამასთან დაკავშირებით სჭირდებოდა პროცედურებში გარკვევა. რა---- ბე----ამ განიზრახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება და ლე--- ტა------ას განუმარტა, რომ მის სამსახურებრივ კომპეტენციაში შედიოდა სამშენებლო პროექტების დამტკიცება, მშენებლობის ნებართვების გაცემა და აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, ამავდროულად ამ უკანასკნელს განუმარტა, რომ გარკვეული ,,პატივისცემის“ სანაცვლოდ შეძლებდა ულ--------–ის ხსენებულ საკითხში დახმარებას.

 

2017 წლის 9 ნოემბერს, ულ------------–ი, ლე--- ტა------ასთან და ნა---------–----–-–---–თან ერთად, ქ-----------ში შეხვდა რა---- ბე----ას. შეხვედრისას რა---- ბე----ამ, მათ აჩვენა ქ-----------ის ტერიტორიაზე 860 კვ.მ მიწის ნაკვეთი და განუმარტა, რომ ქრთამის სახით 20 000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების და თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით, დაეხმარებოდა როგორც მიწის შესყიდვის, ასევე მიწის დანიშნულების შეცვლის, სამშენებლო პროექტის დამტკიცების, მშენებლობის ნებართვის მიღების და აღნიშნულთან დაკავშირებით წამოჭრილი ყველა საკითხის მოგვარებაში.

 

2017 წლის 1 დეკემბერს, რა---- ბე----ა ქ.თბილისში, რუ-------–------------------ში მდებარე რესტორან ,,სპ-----–------ში“ შეხვდა ულ--------–ის, რა დროსაც გამოართვა ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის ნაწილი 10 000 აშშ დოლარი, რის შემდეგაც დაკავებული იქნა სამართალდამცველების მიერ.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულად არ მიიჩნია რა---- ბე----ას ბრალეულობა ქრთამის აღებაში, ე.ი. მოხელის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის პირდაპირი მოთხოვნასა და მიღებაში თავის სასარგებლოდ, რათა ამ მოხელემ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება და გამოიყენოს თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტი ანალოგიური მიზნის მისაღწევად.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რა---- ბე----ამ ჩაიდინა თაღლითობის, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლების მცდელობა, მოტყუებით.

 

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებია:

 

2017 წლის ნოემბრის დასაწყისში რა---- ბე----ამ ლე--- ტა------ასგან შეიტყო, რომ პ--------ის მოქალაქე ულ--------–ის სურდა ქ-----------ში რესტორნის აშენება და ამასთან დაკავშირებით სჭირდებოდა პროცედურებში გარკვევა. რა---- ბე----ამ ლე--- ტა------ას განუმარტა, რომ მის სამსახურებრივ კომპეტენციაში შედიოდა სამშენებლო პროექტების დამტკიცება, მშენებლობის ნებართვების გაცემა და აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, ამავდროულად ამ უკანასკნელს განუმარტა, რომ გარკვეული ,,პატივისცემის“ სანაცვლოდ შეძლებდა ულ--------–ის ხსენებულ საკითხში დახმარებას.

 

2017 წლის 9 ნოემბერს, ულ------------–ი, ლე--- ტა------ასთან და ნა---------–----–-–---–თან ერთად, ქ-----------ში შეხვდა რა---- ბე----ას. შეხვედრისას რა---- ბე----ამ მათ აჩვენა ქ-----------ის ტერიტორიაზე 860 კვ.მ მიწის ნაკვეთი. რა---- ბე----ამ, რომელსაც არ ჰქონდა თანამდებობრივი უფლებამოსილება ან იმგვარი თანამდებობრივი ავტორიტეტი, რითაც მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან მოაგვარებდა როგორც ქ-----------ში მიწის შესყიდვის, ასევე მიწის დანიშნულების შეცვლის, სამშენებლო პროექტის დამტკიცების, მშენებლობის ნებართვის მიღების და აღნიშნულთან დაკავშირებით წამოჭრილი ყველა საკითხს, მოტყუებით, თითქოსდა შეეძლო ასეთი საკითხების მოგვარება, ულ--------–ის მოსთხოვა 20 000 აშშ დოლარი.

 

2017 წლის 21 ნოემბრის შეხვედრაზე, რა---- ბე----ამ ულ--------–ი შეახვედრა ქ-----------ში, წე------–ის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთის ,,მეპატრონეს“, მაშინ, როდესაც დაზუსტებით იცოდა, რომ ეს მიწის ნაკვეთი იყო სახელმწიფოს საკუთრებაში, რაც განზრახ დაუმალა ულ--------–ის.

 

2017 წლის 1 დეკემბერს, რა---- ბე----ა ქ.თბილისში, რუ-------–------------------ში მდებარე რესტორან ,,სპ-----–------ში“ შეხვდა ულ--------–ის, რა დროსაც რა---- ბე----ამ სცადა თაღლითურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაუფლებოდა დიდი ოდენობით ფულად თანხას 10 000 აშშ დოლარის ოდენობით, რაც გამოართვა ულ--------–ის, თუმცა დაკავებულ იქნა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 07 აგვისტოს განაჩენით, რა---- ბე----ას ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე.

 

რა---- ბე----ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

მსჯავრდებულ რა---- ბე----ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 1 დეკემბრიდან.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ზუ------ის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 29 ივნისის N2--- ბრძანებით, 2017 წლის 01 ივლისიდან ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალი კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გამგეობაში არსებული თანამდებობების იერარქიულ რანგებში განაწილების საფუძველზე, ზუ------ის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის არქიტექტურის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი რა---- ბე----ა გადანიშნულ იქნა III რანგის III კატეგორიის - ზუ------ის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის და არქიტექტურის სამსახურის არქიტექტურის განყოფილების უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე.

 

ზუ------ის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 25 იანვრის N-- ბრძანებით, ზუ------ის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შეიქმნა ,,დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირებისა და სამშენებლო სამართალდარღვევის საკითხთა კომისია“. სხვა პირებთან ერთად კომისიის შემადგენლობაში შედიოდა და კომისიის მ------ს წარმოადგენდა ზუ------ის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის, ურბანული განვითარებისა და არქიტეტურის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი რა---- ბე----ა.

 

ქალაქ ზუ------ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის N3 დადგენილებით დამტკიცდა ზუ------ის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება, რომლის მიხედვით, განისაზღვრა ქალაქ ზუ------ის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურა, მერიის თანამდებობის პირების და სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი, მერიის სამსახურები, მათ შორის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახური.

 

ზუ------ის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 22 ნოემბრის N1-- ბრძანებით, 2017 წელს ზუ------ის მუნიციპალიტეტის გაუქმებასთან დაკავშირებით, მობილობის წესით, რა---- ბე----ა 2017 წლის 22 ნოემბრიდან გადაყვანილი იქნა ზუ------ის მუნიციპალიტეტის მერიის III რანგის II კატეგორიის - ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის არქიტექტურის განყოფილების უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე.

 

ზუ------ის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 28 ნოემბრის N2-- ბრძანებით, შეიქმნა დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირებისა და სამშენებლო სამართალდარღვევის საკითხთა კომისია. სხვა პირებთან ერთად კომისიის შემადგენლობაში შედიოდა და კომისიის მ------ს წარმოადგენდა ზუ------ის მუნიციპალიტეტის მერიის III რანგის II კატეგორიის - ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის არქიტექტურის განყოფილების უფროსი სპეციალისტი რა---- ბე----ა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას მოწმე ულ--------–იმ განმარტა, რომ არის პ--------ის მოქალაქე, თუმცა აქვს საქართველოში მუდმივი ბინადრობის უფლება. იგი ქ.თბილისსა და ქ.ბათუმში ფლობს რესტორნების ქსელს. 2017 წლის ნოემბერში, ბიზნესის გაფართოების მიზნით, გადაწყვიტა რესტორნის გახსნა ქ-----------ში. მას ავტომანქანით ემსახურებოდა მძღოლი ლე--- ტა------ა, რომელიც წარმოშობით იყო ქ-----------იდან, ამიტომ რესტორნისთვის ადგილის შერჩევა თხოვა მას, რაშიც გადაუხადა 500 ლარი. ლე--- ტა------ა ჩავიდა ქ-----------ში და შეხვდა მერიის თანამშრომელს - რა---- ბე----ას, რომლის მოვალეობაშიც შედიოდა ნებართვების გაცემა. ეს უკანასკნელი დაპირდა მიწის ნაკვეთის მოძებნაში, შემდეგ კი, მშენებლობის ნებართვის გაცემასა და პროექტის დამტკიცებაში დახმარებას. ასევე უთხრა, რომ აღნიშნულის სანაცვლოდ დასჭირდებოდათ დამატებითი ,,პატივისცემა“, თუმცა არ დაუკონკრეტებია ფულად თანხას გულისხმობდა თუ სხვა რამეს. რა---- ბე----ას მიერ მიწის ნაკვეთის მოძიების შემდეგ ლე--- ტა------ასთან და ნა---------–----–-–---–თან ერთად გაემგზავრა ქ-----------ში მდებარე მიწის სანახავად. ვინაიდან ვერ გაიგო რა დამატებით ,,პატივისცემაზე“ იყო საუბარი, გადაწყვიტა რა---- ბე----ასთან საუბრის ჩაწერა. ქ-----------ში ჩასვლისას შეხვდნენ რა---- ბე----ას, რომელმაც აჩვენა რამდენიმე მიწის ნაკვეთი. იგი დაინტერესდა ერთ-ერთი ნაკვეთით, რომელიც რა---- ბე----ას განმარტებით, ეკუთვნოდა მის მეგობარს და იყიდებოდა 40000 აშშ დოლარად. საუბრისას რა---- ბე----ამ ასევე უთხრა, რომ, ვინაიდან მუშაობდა მერიაში, გარკვეული იყო ყველა პროცედურაში, თავადვე გასცემდა ნებართვებს, რის გამოც პრობლემა არ შეექმნებოდა. ამასთან, აღნიშნულში მოთხოვა დამატებით 20 000 აშშ დოლარის გადახდა, კერძოდ, 10 000 აშშ დოლარის თავიდანვე გადახდა, ხოლო 10 000 აშშ დოლარის საქმის დასრულების შემდეგ. იგი დაინტერესდა თანხა სახელმწიფოსთვის უდა გადაეხადათ თუ არა, რაზეც რა---- ბე----ამ უპასუხა, რომ სახელმწიფოსთვის გადასახდელი ხარჯი იყო სხვა, ხოლო აღნიშნული იყო დამატებითი თანხა, რომელიც უნდა მიეცა მისთვის. რა---- ბე----ასთან დამშვიდობების შემდეგ მან ნა---------–----–-–---–ს და ლე--- ტა------ას უთხრა, რომ არ მოეწონა მომხდარი, ამიტომ იურისტებთან კონსულტაციის გავლის შემდეგ მივიდა ანტიკორუფციულ დეპარტამენტში, სადაც დაიწყო გამოძიება. მოგვიანებით რა---- ბე----ამ შეახვედრა მიწის მესაკუთრეებს, რომლებმაც დასახელებულ ფასს არ დააკლეს, ამასთან უთხრეს, რომ მიწასთან დაკავშირებით მერიასა და მეპატრონეს შორის არსებული დავის გამო, დაახლოებით ერთ თვეში შეძლებდნენ მიწის გადაფორმებას.

 

მოწმის განმარტებით, რა---- ბე----ა დაპირდა ყველაფრის მოგვარებას, ვინაიდან მუშაობდა მერიის არქიტექტურის სამსახურში და ნებართვის გაცემა შედიოდა მის კომპეტენციაში, რისთვისაც ითხოვა დამატებითი თანხა. რამდენიმე დღის შემდეგ, გამომძიებლის მიერ ჩამწერი მოწყობილობით აღჭურვილი, ქ.თბილისში, რ---------–------ზირზე მდებარე მისივე რესტორნის ოთახში შეხვდა რა---- ბე----ას. ამ შეხვედრას ესწრებოდნენ ნა---------–----–-–---–ი და ლე--- ტა------ა, რა დროსაც რა---- ბე----ას ჰკითხა ძალაში იყო თუ არა მათი პირობა, საქმის დასაწყისში 10000 აშშ დოლარის გადაცემის და დასრულების შემდეგ 10 000 აშშ დოლარის გადაცემის შესახებ, რაზეც ამ უკანასკნელმა უპასუხა, რომ შეთანხმება იყო ძალაში. ამის შემდეგ მან დაითვალა გამომძიებლების მიერ წინასწარ გადაცემული 10 000 აშშ დოლარი და გადასცა რა---- ბე----ას. ამ უკანასკნელმა გამოართვა ფული, უთხრა, რომ ყველა პრობლემა იქნებოდა გადაჭრილი და წავიდა.

 

მოწმე ლე--- ტა------ამ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ არის მძღოლი. დაახლოებით 2015 წლიდან იცნობს ულ--------–ის, რომელსაც თბილისში ჰქონდა რესტორნების ქსელი, სადაც მას ხშირად მიჰყავდა უცხოელი ტურისტები. 2017 წელს ულ--------–იმ უთხრა, რომ ბიზნესის გასაფართოვებლად სურდა ქ-----------ში რესტორნის გახსნა და თხოვა ფართის მოძიებაში დახმარება, ამისთვის კი გადაუხადა გასამრჯელო. იგი მივიდა ქ-----------ის გამგეობაში გი--------ასთან, რომელმაც გააცნო რა---- ბე----ა. რა---- ბე----ას აუხსნა, რომ ულ--------–ი იყო უცხოელი, რომელსაც სურდა რესტორნების ქსელის გაფართოვება. ასევე აღნიშნა, რომ ხსენებულ პირს არ ეშლებოდა პატივისცემა. რა---- ბე----ამ უთხრა, რომ იყო მიწის კომისიის წევრი, გასცემდა პროექტების ნებართვებს და დაპირდა, რომ თუ მოიძიებდნენ სასურველ მიწის ნაკვეთს, დაეხმარებოდა გამგეობაში საქმის მოგვარებაში. ასევე უთხრა ,,თუ ასეთი კაი კაცია, პატივისცემა მაგაზე იყოსო“. მეორე დღეს მან ულ--------–ის უამბო აღნიშნულის შესახებ. ამის შემდეგ დაუკავშირდა რა---- ბე----ა, რომელმაც უთხრა, რომ მოიძია მიწის ნაკვეთი და ულ--------–ის შეეძლო ენახა. იგი ულ--------–ისთან და თარჯიმან ნა---------–----–-–---–თან ერთად ჩავიდა ქ-----------ში. გზაში მას ულ--------–იმ უთხრა, რომ უსაფრთხოების მიზნით რა---- ბე----ასთან საუბარი უნდა ჩაეწერა ტელეფონით, რაც გაუკვირდა. რა---- ბე----ასთან შეხვედრის შემდეგ ნახეს დაახლოებით 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, სადაც ადრე ყოფილა რესტორანი. რა---- ბე----ამ ულ--------–ის ასევე უთხრა, რომ მიწას ჰყავდა მეპატრონე და მისი ღირებულება იყო დაახლოებით 40000 აშშ დოლარი, თუმცა შეიძლებოდა ფასზე დალაპარაკება. ულ--------–ის ასევე დააინტერესა პროექტების და ნებართვების საკითხმა. მას რა---- ბე----ა დაპირდა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთის ყიდვის შემთხვევაში, დანარჩენ საკითხს თავად მოაგვარებდა, მიწის ნაკვეთს შეუცვლიდა სტატუსს, რაც ულ--------–ის, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს მისცემდა მისი შესყიდვის შესაძლებლობას. აღნიშნულში რა---- ბე----ამ ულ--------–ის მოთხოვა 20 000 აშშ დოლარის გადახდა, რაზეც ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ თანხის ნახევარს გადაუხდიდა წინასწარ, ხოლო დარჩენილ 10 000 აშშ დოლარს გადაუხდიდა მოგვიანებით. თბილისში დაბრუნებისას ულ--------–იმ უთხრა, რომ ეს იყო დანაშაული და გადაწყვეტილებას მიიღებდა იურისტებთან კონსულტაციის გავლის შემდეგ. ამ ფაქტიდან რამდენიმე დღეში იგი დაიბარეს ანტიკორუფციულ სამსახურში და დაკითხეს, რის შემდეგაც მოქმედებდა გამომძიებლების დავალებით. მოგვიანებით მას დაურეკა რა---- ბე----ამ და შეუთანხმდა შეხვედრაზე. ამიტომ გამომძიებლებმა ულ--------–ისთან და ნა---------–----–-–---–თან ერთად აღჭურვეს ჩამწერი მოწყობილობით. რა---- ბე----ას მოთხოვნით თავიდან შეხვდა მარტო, რა დროსაც ამ უკანასკნელმა ჰკითხა შეეხვედრებინა თუ არა ულ--------–ისთვის მიწის მეპატრონეები. შეხვედრის შემდეგ მასთან მივიდნენ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები, რომლებმაც უთხრეს, რომ ჩამწერი მოწყობილობა ჰქონდა გამორთული და ჩაერთო. ამის შემდეგ ულ--------–ისთან და თარჯიმან ნ------თან ერთად რა---- ბე----ას შეხვდა კაფეში, რომელსაც ულ--------–იმ ჰკითხა აძლევდა თუ არა გარანტიას და თუ იყო ძალაში მათი მოლაპარაკება. რა----მა შეახვედრა მიწის მესაკუთრეებს, რომლებთან საუბრისას შეთანხმდნენ მიწის ნაკვეთის ფასზე - 40000 აშშ დოლარზე. რამდენიმე დღეში, მან დაურეკა რა---- ბე----ას, რომლ-----ისაც უნდა გადაეცათ მოთხოვნილი 10000 აშშ დოლარი. შეხვედრა შედგა ქ.თბილისში, ულ--------–ის რესტორნის პირველ სართულზე მდებარე კაბინეტის მსგავს ოთახში. შეხვედრისას ულ--------–იმ კიდევ ერთხელ ჰკითხა რა---- ბე----ას, ხომ ნამდვილად აძლევდა საქმის მოგვარების გარანტიას. შემდეგ კი, დაითვალა თანხა და რა---- ბე----ას გადასცა 10 000 აშშ დოლარი, რათა დახმარებოდა მიწის ნაკვეთის ნებართვების მიღებაში, პროექტირებაში და სხვა საკითხებში. შეხვედრაზე მის გარდა იმყოფებოდნენ ულ--------–ი, რა---- ბე----ა და თარჯიმანი ნა---------–----–-–---–ი. შეხვედრიდან გამოსულმა კი თავზე ხელის გადასმით ანიშნა პოლიციელებს, რომ რა---- ბე----ას აღებული ჰქონდა თანხა.

 

ჩვენების მიცემისას მოწმე ნა---------–----–-–---–მა განმარტა, რომ მუშაობდა ,,ჰ----–-----“ გაყიდვების მენეჯერად. დაახლოებით ოთხი-ხუთი წელია იცნობს ულ--------–ის, რომელიც არის ,,ჰ----–-----“ მობინადრე. 2017 წლის ნოემბერში, ულ--------–იმ თხოვა თარჯიმნად გაყოლა ქ-----------ში, რაზეც დათანხმდა და ლე--- ტა------ასთან ერთად მიწის ნაკვეთის სანახავად გაემგზავრნენ ქ-----------ში. ლე--- ტა------ამ ულ--------–ის უთხრა, რომ მერიაში გაიცნო რა---- ბე----ა, რომელიც დაეხმარებოდათ საქმის მოგვარებაში, თუმცა შესაძლოა სანაცვლოდ რამე ჰქონოდათ ,,საკისრებელი“. ულ--------–იმ კი განცხადა, რომ იგი ტელეფონით ჩაიწერდა ხსენებულ პირთან საუბარს, რაც არ გაკვირვებია, რადგან ჩათვალა, რომ, ვინაიდან ულ--------–ის არ ესმოდა ადგილობრივი ენა, ამით ცდილობდა თავის დაზღვევას. ქ-----------ში ჩასვლისას მათ შეხვდათ რა---- ბე----ა, რომელთან ერთადაც დაათვალიერეს რამდენიმე მიწის ნაკვეთი. ულ--------–ის მოეწონა გზის პირას მდებარე ფართი, სადაც ადრე განთავსებული ყოფილა რესტორანი. აღნიშნულ მიწის ნაკვეთს ჰქონდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულება, რის გამოც საჭირო იქნებოდა მისთვის სტატუსის შეცვლა და პროექტის დამტკიცება. რა---- ბე----ა ულ--------–ის დაპირდა, რომ დაეხმარებოდა ყველაფრის მოგვარებაში, რის სანაცვლოდაც ითხოვდა 20 000 აშშ დოლარს, რაზეც ულ--------–ი დათანხმდა, თუმცა შეთანხმდნენ, რომ საქმის დაწყებისას გადაუხდიდა 10 000 აშშ დოლარს, ხოლო თანხის დარჩენილ ნაწილს ყველაფრის დასრულების შემდეგ. თანხის მოთხოვნის გამო ულ--------–ი იყო გაბრაზებული და ამ საკითხთან დაკავშირებით იურისტებთან გასაუბრების შემდეგ მიმართა საგამოძიებო უწყებას. ულ--------–ისთან ერთად მეორედაც ჩავიდა ქ-----------ში, სადაც რა---- ბე----ამ შეახვედრა მიწის ნაკვეთის მეპატრონეებს. მოგვიანებით კი, ულ--------–იმ თხოვა, მასთან ერთად დასწრებოდა რა---- ბე----ასთან შეხვედრას ქ.თბილისში. აღნიშნული შეხვედრა შედგა ქ.თბილისში, რ---------–------ზირზე მდებარე ი------- რესტორანში, სადაც ულ--------–იმ რა---- ბე----ას ჰკითხა კვლავ ძალაში იყო თუ არა მათი შეთანხმება და ეყოფოდა თუ არა მის მიერ დასახელებული თანხა. რა---- ბე----ა დაპირდა, რომ ყველაფერს მოაგვარებდა, რადგან ეს საკითხი შედიოდა მისი სამსახურებრივი გამგებლობის სფეროში. შეხვედრისას დაინახა, რომ ულ--------–იმ რა---- ბე----ას გადასცა თანხა, რომელიც იყო შეთანხმებული, ანუ თანხის ნახევარი. აღნიშნული თანხა რა---- ბე----ამ ჩაიდო მარცხენა ჯიბეში.

 

მოწმე ნი----–---- მი---ამ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ქ-----------ში, წე------–ის ქუჩაზე მდებარე რესტორნის წილი 18000 აშშ დოლარად შეიძინა მისმა ბაბუამ - ზა----------ამ. მოგვიანებით რესტორანი დაიწვა, მიწის ნაკვეთი კი, რომელზეც აღნიშნული რესტორანი იყო განთავსებული, დარეგისტრირებული არ ჰქონდათ, თუმცა მას ფაქტობრივად ფლობდნენ ზა----------ა და გუ-------------–ია. 2017 წელს დაურეკა ნაცნობმა, მერიის თანამშრომელმა ირ---–- ცი---------ემ და ჰკითხა, ყიდდნენ თუ არა ზემოხსენებულ მიწას. ასევე შეიტყო, რომ მერიის თანამშრომელს - რა---- ბე----ას, ჰყავდა ამ მიწის ნაკვეთით დაინტერესებული ინვესტორები. ირ---–- ცი---------ესთან ერთად შეხვდა რა---- ბე----ას და ულ--------–ის, რომელსაც ახლდნენ ლე--- ტა------ა და თარჯიმანი. მიწის საბუთები წესრიგში არ იყო და როგორც მოგვიანებით შეიტყო, მიწა გადაცემული იყო სახელმწიფო საკუთრებაში, თუმცა გუ-------------–იამ უთხრა, რომ შესაძლებელი იყო მიწის ნაკვეთის საკუთრებაში დაბრუნება. მან ულ--------–ის უთხრა, რომ მიწას ყიდდნენ 40 000 აშშ დოლარად და ვერ დააკლებდა, ასევე განუმარტა, რომ მიწა იყო მისი და საბუთების მოსაგვარებლად დასჭირდებოდა დაახლოებით ერთი თვე, რის შემდეგაც მიწას გადააფორმებდა მის სახელზე. ულ--------–ი მიწის სტატუსით და მდგომარეობით არ დაინტერესებულა.

 

მოწმე ირ---–- ცი---------ის ჩვენებით, 2017 წლის ბოლომდე მუშაობდა ქ-----------ის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის სამსახურში, სადაც ასევე მუშაობდა რა---- ბე----ა. მათ სამსახურებრივ მოვალეობაში შედიოდა მშენებლობის ნებართვის, შენობის რეკონსტრუქციის, ფასადის შეცვლის, გარე რეკლამების განთავსების, დემონტაჟის, შენობის ექსპლუატაციაში მიღების და სხვა საკითხების შესახებ მოქალაქეთა განცხადებების განხილვა. რა---- ბე----ას მოვალეობაში შედიოდა მშენებლობის ნებართვების მომზადება, დოკუმენტაციის შეგროვება და კომისიაზე გატანა. კომისიის მ------ი იყო თავად რა---- ბე----ა. კომისიაზე დოკუმენტაციის კანონმდებლობის დარღვევით წარდგენისას მშენებლობის ნებართვა არ გაიცემოდა. მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვის გაცემისას აუცილებელი იყო მიწას ჰყოლოდა მესაკუთრე. მოწმემ ასევე განმარტა, რომ რა---- ბე----ას მერიის ყველა თანამშრომელთან ჰქონდა კარგი ურთიერთობა და სარგებლობდა ავტორიტეტით. მას რა---- ბე----ამ ჰკითხა, ხომ არ იცოდა ქ-----------ში, კარგ ადგილზე მდებარე მიწის ნაკვეთი, რომელზეც შესაძლებელი იქნებოდა რესტორნის აშენება. მას გაახსენდა, რომ მის ნაცნობ ნი----–---- მი---ას ჰქონდა მიწის ნაკვეთი, რომელზეც ადრე ფუნქციონირებდა რესტორანი. აღნიშნული მიწის ნაკვეთი გადაამოწმეს კომპიუტერში და ნახეს, რომ მიწის ნაკვეთის სტატუსი იყო სახელმწიფოს საკუთრება. ამის შემდეგ რა---- ბე----ამ თხოვა, ინვესტორთან არ ეხსენებინა, რომ მიწის ნაკვეთი იყო სახელმწიფოს საკუთრებაში, რათა არ დამფრთხალიყო. მისთვის ცნობილი იყო, რომ ნი----–---- მი---ას ჰქონდა დოკუმენტაცია, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა მიწის ნაკვეთის მის სახელზე გადაფორმება. რამდენიმე დღეში რა---- ბე----ამ თხოვა, ინვესტორისთვის შეეხვედრებინა მიწის მეპატრონე, რაზეც დათანხმდა და ნი----–---- მი---ა შეახვედრა ულ--------–ის, რა დროსაც მათ ისაუბრეს მიწის ნაკვეთის ფასზე. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ რა---- ბე----ა და ულ--------–ის თანმხლები ახალგაზრდა ბიჭი და თარჯიმანი გოგო. ის და ნი----–---- მი---ა შეხვედრის ადგილიდან წავიდნენ მალე, დანარჩენები კი დარჩნენ ადგილზე. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მიწის ნაკვეთის სტატუსი იყო თუ არა შესაცვლელი, არ ახსოვს, თუმცა სტატუსის ცვლილება პრობლემას არ წარმოადგენდა.

 

მოწმე და---- ეს------ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2017 წლის ბოლომდე მუშაობდა ქ-----------ის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსად. სამსახურებრივად მათ კომპეტენციაში შედიოდა მიწისქვეშა და მიწისზედა კომუნიკაციები, მშენებლობის ნებართვების გაცემა, უნებართვო მშენებლობების აღრიცხვა და რეაგირება, კომისიებში და სივრცითი მოწყობის პროექტების მომზადებაში მონაწილეობა და ა.შ. აღნიშნულ სამსახურში 2015 წლიდან მუშაობდა რა---- ბე----ა, რომლის, როგორც მთავარი სპეციალისტის, მოვალეობაში შედიოდა არქიტექტურის სამსახურის შემხებლობაში არსებული საორგანიზაციო საკითხების მოწესრიგება, მათ შორის განცხადებების მიღება და მშენებლობის ნებართვების გაცემა. რა---- ბე----ა ასევე იყო დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირებისა და სამშენებლო სამართალდარღვევის საკითხთა კომისიის ერთ-ერთი წევრი და კომისიის მ------ი. კომისიის კომპეტენციაში ასევე შედიოდა ქ-----------ში მშენებლობების ნებართვის გაცემა. მართალია კომისიაზე გასატან დოკუმენტაციას აგროვებდა რა---- ბე----ა, თუმცა კომისიაზე განსახილველად საკითხი გაჰქონდა თავად. მოწმის განმარტებით, მშენებლობის პროექტის განხილვისას აუცილებელია კომისიისთვის საკუთრების/მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. თუ მიწის ნაკვეთი იქნებოდა სახელმწიფოს საკუთრებაში, კომისია მშენებლობის ნებართვას კერძო პირზე არ გასცემდა. 2017 წლის 23 ოქტომბრიდან 20 ნოემბრამდე პერიოდში გამგეობა განცხადებებს არ განიხილავდა, ვინაიდან თვითმმართველ ერთეულს - ქ-----------ის გამგეობას შეეცვალა სტატუსი და შეუერთდა ქ-----------ის მერიას. გაერთიანების შემდეგ, კომისიის შექმნამდე - 2017 წლის 28 ნოემბრამდე, მშენებლობის ნებართვები არ გაიცემოდა, ვინაიდან გაერთიანებულ ერთეულს არ ჰქონდა ბლანკები, ელექტრონული ფოსტა და ა.შ. ქ-----------ში არსებულ საპროექტო სამუშაოებზე გადაწყვეტილების მიღება არ შედიოდა ზუ------ის გამგეობის კომპეტენციაში, რადგან გამგეობის უფლებამოსილება ვრცელდებოდა მხოლოდ ზუ------ის რაიონის სოფლებზე. 2017 წლის ნოემბერში, გამგეობის არქიტექტურის სამსახურს არ ჰქონდა უფლებამოსილება გაეცა მშენებლობის ნებართვა ქ-----------ში, წე------–ის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე. ამ საკითხთან დაკავშირებით მისთვის რა---- ბე----ას არ მიუმართავს, არც განცხადება იყო მერიაში შეტანილი. მისივე განმარტებით, კომისია იყო სათათბირო ორგანო, სადაც რა---- ბე----ა გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად არ იღებდა. რა---- ბე----ას დაკავებისას კომისია იყო სულ რამდენიმე დღის შექმნილი. რა---- ბე----ას დაკავების შემდეგ მან დატოვა თანამდებობა.

 

მოწმე ლა–--------–---–ის ჩვენებით, არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსი ოპერატიული თანამშრომელი. 2017 წლის 1 დეკემბერს იმყოფებოდა ქ.თბილისში, რ---------–------ზირზე მდებარე რესტორან ,,ლ------–-“, სადაც ერთმანეთს შეხვდნენ ულ--------–ი, ნა---------–----–-–---–ი, ლე--- ტა------ა და რა---- ბე----ა. ხსენებული შეხვედრა დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა რესტორნის განცალკევებულ ოთახში. მისთვის ცნობილი იყო, რომ შეხვედრისას ულ--------–ის რა---- ბე----ასთვის უნდა გადაეცა ამ უკანასკნელის მიერ ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხა - 10 000 აშშ დოლარის ოდენობით. შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ, ლე--- ტა------ამ თავზე ხელის გადასმით მიანიშნა მათ, რომ რა---- ბე----ას აღებული ჰქონდა მოთხოვნილი თანხა. ამის შემდეგ გი----------–---–თან და ზუ-----–------თან ერთად, რესტორნიდან გამოსვლისთანავე, კიბეებზე დააკავეს რა---- ბე----ა, რომელსაც ადგილზე ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა. რა---- ბე----ას პირადი ჩხრეკისას ქურთუკის მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა 10 000 აშშ დოლარი.

 

მოწმე გი----------–---–მა განმარტა, რომ არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს გმს ინსპექტორი. 2017 წლის 1 დეკემბერს, ლა–--------–---–თან და ზუ-----–------თან ერთად, იმყოფებოდა თბილისში, რ---------–------ზირი N---ში მდებარე რესტორან ,,სპ-----–------ში“, სადაც რა---- ბე----ას ქრთამის სახით უნდა მიეღო 10000 აშშ დოლარი. ლ------–-, განცალკევებულ ოთახში, ერთმანეთს შეხვდნენ რა---- ბე----ა, ულ--------–ი, ნა---------–----–-–---–ი და ლე--- ტა------ა. შეხვედრა გაგრძელდა 15 წუთი, რომლის დასრულების შემდეგ, ლე--- ტა------ამ მათ მიანიშნა (თავზე ხელი გადაისვა), რომ რა---- ბე----ას უკვე აღებული ჰქონდა ქრთამი და გამოსვლისთანავე კიბეებზე მოხდა მისი დაკავება, ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ლა–--------–---–მა ქურთუკის ჯიბიდან ამოუღო 10000 აშშ დოლარი.

 

ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმის სახით დაკითხვისას ზუ-----–----ამ, რომელმაც განმარტა, რომ ანტიკორუფციული დეპარტამენტის წარმოებაში იყო სისხლის სამართლის საქმე, რომლის თანახმად, ზუ------ის მერიის თანამშრომელი - რა---- ბე----ა მშენებლობის საკითხების მოსაგვარებლად, პ--------ის მოქალაქე ულ--------–ისგან ქრთამის სახით ითხოვდა 20 000 აშშ დოლარს. შეთანხმებისამებრ, 2017 წლის 1 დეკემბერს, ქ.თბილისში, რ---------–------ზირზე მდებარე ,,სპ-----–------ში“, რა---- ბე----ას უნდა მიეღო მოთხოვნილი თანხის ნაწილი 10000 აშშ დოლარი. დათქმულ დროს გი----------–---–თან და ლა–--------–---–თან ერთად გამოცხადდა რ---------–------ზირზე მდებარე ,,სპ-----–------ში“, სადაც ერთმანეთს შეხვდნენ რა---- ბე----ა, ულ---------–-, ნა---------–----–-–---–ი და ლე--- ტა------ა. შეხვედრა მიმდინარეობდა განცალკევებულ ოთახში. შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ ლე--- ტა------ამ ანიშნა მათ, რომ რა---- ბე----ამ აიღო ქრთამის სახით მიცემული თანხა. მათ რა---- ბე----ა დააკავეს ლა------ს შიდა კიბეზე და ადგილზე ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებულ იქნა 10 000 აშშ დოლარი.

 

2017 წლის 16 ნოემბრის ოქმით მოქალაქისაგან ზეპირი ცნობის მიღების შესახებ, დადგენილია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს მიმართა ულ--------–იმ, რომელმაც დანაშაულის შესახებ განაცხადა ზეპირსიტყვიერად და განმარტა, რომ ქ.თბილისსა და ქ.ბათუმში ფლობს რესტორნების ქსელს და სურს რესტორნის გახსნა ქ-----------შიც. მან ლე--- ტა------ას თხოვა რესტორნის ასაშენებლად ქ-----------ში ფართის მოძიება და სამშენებლო პროექტის დამტკიცების, მშენებლობის ნებართვის გაცემის და კომერციული საქმიანობის დასაწყებად საჭირო სხვა პროცედურებში გარკვევა. მოგვიანებით ლე--- ტა------ამ უთხრა, რომ შეხვდა ქ-----------ის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის თანამშრომელს - რა---- ბე----ას, რომელიც დაპირდა ქ-----------ის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთის შეძენაში, ასევე სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რესტორნის ასაშენებლად საჭირო ნებართვის აღებასა და სამშენებლო პროექტის დამტკიცებაში დახმარებას. სანაცვლოდ კი ითხოვდა გარკვეულ პატივისცემას, თუმცა, არ დაუკონკრეტებია რას. 2017 წლის 9 ნოემბერს, თავად გაემგზავრა ქ-----------ში, სადაც ლე--- ტა------ასთან და ნა---------–----–-–---–თან ერთად შეხვდა რა---- ბე----ას. ამ უკანასკნელმა აჩვენა ქ-----------ში მდებარე 860 მ2 ფართის მიწის ნაკვეთი, რომელიც ეკუთვნოდა კერძო მესაკუთრეს და მისი ღირებულება შეადგენდა 40 000 აშშ დოლარს. რა---- ბე----ამ უთხრა, რომ დეტალებზე უნდა ესაუბრათ მიწის მესაკუთრესთან, ასევე დაპირდა, რომ მშენებლობის ნებართვას და სხვა ბიუროკრატიულ საკითხებს მუნიციპალიტეტში მოაგვარებდა თავად, რაშიც ულ--------–ის მოთხოვა 20 000 აშშ დოლარის გადახდა. საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ მოთხოვნილი 20 000 აშშ დოლარიდან პირველ ეტაპზე ულ--------–ი გადაუხდიდა 10 000 აშშ დოლარს, ხოლო თანხის დარჩენილ ნაწილს კი მოგვიანებით.

 

მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ 2017 წლის 16 ნოემბერს, 17:00 საათიდან 17:25 საათამდე პერიოდში, დათვალიერდა ულ--------–ის მიერ გამოძიებისთვის ნებაყოფლობით წარდგენილი, მის საკუთრებაში არსებული ,,SAMSUNG-ის“ ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი კოდით 3--------------, რომელშიც ულ--------–ის განმარტებით, შენახული ჰქონდა ზუ------ის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის სამსახურის თანამშრომელთან რა---- ბე----ასთან 2017 წლის 9 ნოემბრის შეხვედრის ამსახველი აუდიოჩანაწერი, რომელსაც ესწრებოდნენ ასევე ლე--- ტა------ა და თარჯიმანი ნა---------–----–-–---–ი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ გამოკვლეულ ვიდეოჩანაწერში ასახულია 2017 წლის 9 ნოემბერს, ქ-----------ში, ულ--------–ის შეხვედრა რა---- ბე----ასთან, რა დროსაც ამ უკანასკნელმა, ულ--------–ის, ლე--- ტა------ას და თარჯიმან ნა---------–----–-–---–ს აჩვენა ქ-----------ში მდებარე მიწის ნაკვეთი. ულ--------–ი დაინტერესდა მიწის ნაკვეთის სტატუსით, კერძოდ, აინტერესებდა მიწა იყო კომერციული, თუ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, რაზეც რა---- ბე----ამ უპასუხა, რომ მიწა იყო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, თუმცა სტატუსის შეცვლა იყო ადვილი. ულ--------–ის კითხვაზე ვინ იყო მიწის მესაკუთრე, რა---- ბე----ამ უპასუხა, რომ მიწას ჰყავდა კერძო მესაკუთრე. ხოლო კითხვაზე, თუ რას საქმიანობს თავად, რა---- ბე----ამ უპასუხა, რომ მუშაობს გამგეობაში და ეხება მიწების და ნებართვების გაცემა. რა---- ბე----ა ულ--------–ის ასევე პასუხობს, რომ ორი მომიჯნავე მიწის ნაკვეთის - ფართით 680 მ2 და 3800 მ2, მესაკუთრეები არიან სხვადასხვა პირები და ეს ნაკვეთები ერთად არ იყიდებოდა, თუმცა სამომავლოდ ასეც იყო შესაძლებელი. კითხვაზე, რა ღირდა 680 მ2 მიწის ნაკვეთი, რა---- ბე----ა პასუხობს - დაახლოებით 40000 დოლარი, დაინტერესების შემთხვევაში ფასზე დასალაპარაკებლად შეახვედრებს მიწის მეპატრონეს. ულ--------–ის შეკითხვაზე, არის თუ არა პრობლემა ნებართვებზე და ა.შ. რა---- ბე----ა პასუხობს, რომ არანაირი პრობლემა არ არის, თუმცა ჯერ საჭირო იქნება მიწის ყიდვა და საკუთრებაში გადასვლა. ულ--------–ის ასევე პირდება, რომ ამ პროცედურების შემდეგ იგი უპრობლემოდ მიიღებს ნებართვას რესტორნისთვის, თუმცა მანამდე საჭირო იყო მიწის ნაკვეთისთვის სასოფლო-სამეურნეო სტატუსის არასასოფლო-სამეურნეო სტატუსით შეცვლა. ულ--------–ის შეკითხვაზე, მიწის მესაკუთრისთვის გადასახდელი თანხის გარდა, სამართლებრივი ნებართვისთვის რა თანხა იქნებოდა გადასახდელი, რათა მზად ყოფილიყო სამომავლო ხარჯისთვის, რა---- ბე----ა პასუხობს, რომ თუ შეიძენდა მიწას და მიუტანდა ამის დამადასტურებელ დოკუმენტს, დანარჩენს მიხედავდნენ თავად და გაუწევდნენ ორგანიზებას, ამ მომსახურებისთვის კი დასჭირდებოდა 20 000 აშშ დოლარი. მიწის სტატუსის ცვლილებასთან დაკავშირებით, რა---- ბე----ამ ულ--------–ის უპასუხა, რომ ისინი არ უცვლიდნენ მიწას სტატუსს, თუმცა აღნიშნული არ იყო პრობლემა, რადგან ბიუროკრატიული პროცესი იყო და იწელებოდა დროში. ულ--------–ის კითხვაზე, მიწის ფასის - 40 000 აშშ დოლარის გარდა, დასახელებული 20 000 აშშ დოლარი, იყო თუ არა რა---- ბე----ასთვის გადასახდელი პირადი საფასური, რათა გაემზადებინა მშენებლობის ნებართვა, ამ უკანასკნელმა უპასუხა, რომ მიწა უნდა ეყიდა ულ--------–ის, ხოლო ისინი მისცემდნენ ნებართვას. ულ--------–იმ ასევე ჰკითხა რა---- ბე----ას, რომ 20 000 აშშ დოლარის მიცემის შემდეგ ეს უკანასკნელი მიხედავდა თუ არა ბიუროკრატიას, რაზეც რა---- ბე----ამ უპასუხა, რომ ოფიციალურად ულ--------–ის წარმომადგენელი ვერ იქნებოდა, რადგან ასეთ შემთხვევაში უნდა დაეტოვებინა თანამდებობა. საბოლოოდ ულ--------–ი და რა---- ბე----ა შეთანხმდნენ, რომ მიწის მესაკუთრეს შეახვედრებდა შემდეგ ჩამოსვლაზე. კითხვაზე, შესაძლებელი იყო თუ არა ულ--------–ის რა---- ბე----ასთვის პირადად გადასახდელი თანხის ნაწილი 10 000 გადაეხადა წინასწარ, ხოლო დარჩენილი 10 000 ყველაფრის დასრულების შემდეგ, რა---- ბე----ამ ულ--------–ის უპასუხა, რომ შეეძლო.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ ასევე გამოკვლეული იქნა 2017 წლის 21 ნოემბრის ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ასახულია ხსენებულ დღეს ულ--------–ის შეხვედრა რა---- ბე----ასთან ქ-----------ში მდებარე ერთ-ერთ კაფეში, სადაც ასევე იმყოფებიან ლე--- ტა------ა და ნა---------–----–-–---–ი. შეხვედრისას ულ--------–იმ ჰკითხა რა---- ბე----ას, რა ხდებოდა მიწის ნაკვეთზე, რაზეც ამ უკანასკნელმა უპასუხა, რომ შეუძლია დაურეკოს მიწის მფლობელს, დასხდნენ და დაილაპარაკონ. ულ--------–ი რა---- ბე----ას უხნის, რომ მისთვის უფრო მნიშვნელოვანია ნებართვის მიღება და თუკი მისცემს გარანტიას, რომ ეს ყველაფერი ჩაივლიდა უპრობლემოდ, მიწის შეძენა არც ისე დიდ პრობლემას წარმოადგენდა. აღნიშნულზე რა---- ბე----ამ უპასუხა, რომ რაც წინა შეხვედრაზე (09.11.2017) ისაუბრეს, აბსოლუტურად ყველაფერი იყო ძალაში, უშუალოდ მისი სამსახური და სწორედ იგი გასცემდა ნებართვებს, რაც მისგან გადიოდა, ასევე, იგი იყო კომისიის ერთ-ერთი წევრი. ულ--------–ის კითხვაზე, ხომ არ შეცვლილა პირობა, რაზეც ისაუბრეს წინა შეხვედრისას, რა---- ბე----ამ უპასუხა, რომ ყველაფერი რჩებოდა ძალაში. ულ--------–იმ გაიმეორა, რომ თანხის ნახევარი უნდა გადაეხადა ახლა, ხოლო მეორე ნახევარი, ყველაფერი რომ დამთავრდებოდა მაშინ, რაზეც რა---- ბე----ა კვლავ დაეთანხმა. ულ--------–იმ რა---- ბე----ას შეახსენა, რომ წინა შეხვედრაზე დაპირდა გარანტიას, რაზეც რა---- ბე----ამ უპასუხა, რომ სიტყვას იძლეოდა. საუბრისას კვლავ დააზუსტეს, რომ რა---- ბე----ასთვის ულ--------–ის უნდა მიეცა 20 000 დოლარი ცალკე და მიწის საფასური უნდა გადაეხადა ცალკე. კაფეში ასევე მივიდნენ ირ---–- ცი---------ე და ნი----–---- მი---ა, რომლებიც გაეცნენ ულ--------–ის. ირ---–- ცი---------ემ ნი----–---- მი---ა წარადგინა, როგორც მიწის მესაკუთრე. ნი----–---- მი---ამ ულ--------–ის აუხსნა, რომ 860 მ2 ფართის მიწის ნაკვეთიდან იყო მხოლოდ ნახევრის მფლობელი, მიწის ფასი იყო 40 000 დოლარი, რომელსაც ულ--------–ის დაჟინებული თხოვნის მიუხედავად არ დააკლო. საუბრის ბოლოს ულ--------–ი რა---- ბე----ას დაპირდა, რომ რამდენიმე დღეში დაურეკავდა და უპირველესად მას გადაუხდიდა 10000 დოლარს, რათა მშენებლობის ნებართვის მისაღებად მისგან მიეღო გარანტია.

 

გამოკვლეულ ვიდეოჩანაწერში ასახულია 2017 წლის 1 დეკემბერს, ქ.თბილისში, ულ--------–ის სამუშაო ოთახში, ამ უკანასკნელის შეხვედრა რა---- ბე----ასთან. შეხვედრას ასევე ესწებოდნენ ლე--- ტა------ა და ნა---------–----–-–---–ი, რა დროსაც ულ--------–იმ შეახსენა რა---- ბე----ას, რომ შეთანხმებისამებრ, რა---- ბე----ას უნდა გაეკეთებინა შესაბამისი დოკუმენტები, რომლითაც ააღებინებდა მშენებლობის თანხმობას, რაშიც უნდა გადაეხადა 20 000 აშშ დოლარი, საიდანაც 10 000 აშშ დოლარს უხდიდა შეხვედრისას. რა---- ბე----ამ უპასუხა, რომ ყველაფერი იყო შეთანხმებისამებრ. ულ--------–ის ხელში ეჭირა რეზინით შეკრული ფულის (დოლარების) შეკვრა, რომელიც ამ უკანასკნელმა დაითვალა და თქვა, რომ იყო 10 000 აშშ დოლარი და გადასცა რა---- ბე----ას. ასევე დასძინა, რომ მისი მხრიდან პირობის ნაწილი შესრულებული იყო და შესასრულებელი რჩებოდა რა---- ბე----ას ნაწილი.

 

ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალით დადგენილია, რომ ტელეფონის ნომრიდან 9-----------, რომლითაც სარგებლობდა რა---- ბე----ა, ირ---–- ცი---------ის სარგებლობაში არსებულ ტელეფონის ნომერზე 9-----------, 21.11.2017 წლის 18:36 საათზე გაიგზავნა შეტყობინება: ,,არ დააშინოთ, არ უთხრათ, რომ მიწა არის სახელმწიფო საკუთრებაში. დრო მჭირდება, რომ ეს საკითხი მოვაგვარო-თქო. უთხარით, რომ ერთი თვე გჭირდება. ყადაღა რომ ადევს არ უთხრათ.“ 2017 წლის 21 ნოემბერს 14:47 საათზე, ტელეფონის ნომრიდან 9-----------, რომლითაც სარგებლობდა რა---- ბე----ა, ლე--- ტა------ას სარგებლობაში არსებულ ტელეფონის ნომერზე 9-----------, გაიგზავნა მოკლეტექსტური შეტყობინება: ,,მანამდე მინდა შეგხვდე ლე---, გამონახე დრო...“ რის საპასუხოდ, ტელეფონის ნომრიდან 9-----------, ტელეფონის ნომერზე 9----------- გაიგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება: ,,ზესტაფონში შემოვალთ მალე, რომ ჩამოვალთ ცალკე გნახავ“.

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დგინდება, რომ 2017 წლის 11 დეკემბერს 14:00-16:15 საათზე ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი - ულ--------–ის ჩვენების ადგილზე შემოწმება, რა დროსაც ულ--------–იმ დაადასტურა, რომ შეუძლია გამოძიებას აჩვენოს ის ადგილი (მიწის ნაკვეთი), რომელიც 2017 წლის 23 ნოემბერს შესაძენად და შემდგომში რესტორნის ასაშენებლად მას ანახა რა---- ბე----ამ. საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობდა სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს თანამშრომელი, რა დროსაც ულ--------–იმ მიუთითა ქ-----------ი, წე------–ის ქუჩაზე, მიწის ნაკვეთზე, რომლის მოპირდაპირედ არის წ-------–----------ში მდებარე საცხოვრებელი სახლი. მიწის ნაკვეთზე განლაგებულია ძველი, ნახევრად ამორტიზებული შენობები. ულ--------–იმ მიუთითა, რომ ეს იყო სწორედ ის მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით, სადაც 2017 წლის 9 ნოემბერს ის და მასთან ერთად მყოფი პირები - ლე--- ტა------ა და ნა---------–----–-–---–ი მიიყვანა რა---- ბე----ამ. ამ მიწის ნაკვეთის შეძენას სთავაზობდა 40000 აშშ დოლარად რა---- ბე----ა რესტორნის ასაშენებლად. ულ--------–იმ მიუთითა, რომ რა---- ბე----ას გადმოცემით, მოცემულ მიწის ნაკვეთზე ადრე იყო რესტორანი. მიწის ფართობი შეადგენდა 860 მ2 და იყო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, შემდგომში კი მიწაზე შესაცვლელი იქნებოდა სტატუსი. ულ--------–ის განმარტებით, აღნიშნული მიწის ნაკვეთის შეძენის შემთხვევაში რა---- ბე----ა პირდებოდა, რომ დაეხმარებოდა რესტორნის ასაშენებლად სამშენებლო პროექტების დამტკიცებაში, მშენებლობის ნებართვის გაცემაში და აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხების განხილვა-გადაწყვეტაში. მიწის ნაკვეთი, რომელიც აჩვენა რა---- ბე----ამ, უნდა შეეძინა 40 000 აშშ დოლარად. აღნიშნულის შემდეგ სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს თანამშრომლის მიერ, ულ--------–ის მიერ მითითებულ მიწის ნაკვეთზე აღებული იქნა კოორდინატები.

 

მოწმე რო-------------–---მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მუშაობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს გმს გამომძიებლად. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ულ--------–ის და სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს თანამშრომლის - ვა-–----------–--–--ას მონაწილეობით ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც ულ--------–ის მითითებით, მივიდნენ ქ-----------ში, წე------–ის ქუჩაზე, სადაც ულ--------–იმ მიუთითა მიწის ნაკვეთზე და განმარტა, რომ მის შესაძენად დაპირდნენ დახმარებას. ასევე განმარტა, რომ ხსენებულ ტერიტორიაზე სურდა რესტორნის გახსნა. სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს თანამშრომლის მიერ აღებული იქნა მითითებული მიწის ნაკვეთის კოორდინატები.

 

სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის თანამშრომლის - მოწმე ვა-–----------–--–--ას ჩვენებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში, კერძოდ, ქ-----------ში, ანტიკორუფციული სააგენტოს შენობასთან შეხვდა უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომლის მითითებით მივიდნენ მიწის ნაკვეთთან. მან დაადგინა მითითებული მიწის ნაკვეთის კოორდინატები და აღმოჩნდა, რომ მიწის ნაკვეთი ირიცხებოდა სახელმწიფო საკუთრებაში.

 

სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 14 დეკემბრის N1------- წერილით დგინდება, რომ წარმოდგენილი კოორდინატები მითითებულია 38 კოორდინატთა სისტემაში და მდებარეობს ქ-----------ი, წე------–ის ქუჩა N---ში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 4------------ რეგისტრირებულ საზღვრებში.

 

ფულის გადაცემის შესახებ ოქმით, 2017 წლის 1 დეკემბერს, ულ--------–ის, რომელიც თანამშრომლობდა გამოძიებასთან, საქმეზე ღონისძიების ჩასატარებლად გადაეცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ხარჯებიდან გამოყოფილი ფულადი თანხა 10 000 აშშ დოლარის ოდენობით. კერძოდ, 100 ცალი ას დოლარიანი კუპიურა.

 

ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, თბილისში, რ---------–------ზირი N---ში მდებარე რესტორან ,,სპ-----–------ში“, 2017 წლის 1 დეკემბერს 14:51 საათზე დაკავებული იქნა რა---- რ--------- ბე----ა, რომელსაც დაკავებისთანავე 14:55-15:15 საათზე, ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა. ქურთუკის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა 100 ცალი ას დოლარიანი კუპიურა, ჯამში 10 000 აშშ დოლარი.

 

სსიპ ლე--- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 12 იანვრის ექსპერტის N0-------- დასკვნით:

▪ ექსპერტიზაზე წარდგენილი სადავო ფონოგრამა ,,2017_11_09_17_15_40“ მთლიანია და მასზე არ აღინიშნება რაიმე სახის მონტაჟის კვალი.

▪ ეტალონურ ნიმუშზე წარმოდგენილი რა---- რ--------- ბე----ას ხმა და ფონოგრა----ე, ქართულ ენაზე მოსაუბრე დიქტორი მამაკაცის ხმა ეკუთვნის ერთსა და იმავე პიროვნებას.

▪ კომპლექსური გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ეტალონურ ნიმუშზე წარმოდგენილი რა---- რ--------- ბე----ას ხმა და სადავო ფონოგრა----ე, ქართულ ენაზე მოსაუბრე დიქტორი მამაკაცის ხმა ეკუთვნის ერთსა და იმავე პიროვნებას.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ას-----------–------ამ დაადასტურა მის მიერ გაცემული ფონოსკოპიური ექსპერტის დასკვნა.

 

დაცვის მხარის მოწმე მა------- ბე----ამ აღნიშნა, რომ რა---- ბე----ა არის მისი ძმა, რომელიც 2015 წლის თებერვლიდან მუშაობდა ქ-----------ის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, არქიტექტურული სამსახურის წამყვან სპეციალისტად. 2017 წლის ოქტომბრის ბოლოს, 17:45 საათზე, დაინახა რა----ი, რომელიც იდგა მისთვის უცნობ მამაკაცთან ერთად. მანქანამდე მისვლამდე, 3-4 მეტრის მოშორებით გაიგო, რომ მათ შორის საუბარი მიმდინარეობდა მიწის ნაკვეთის მოძიებასთან დაკავშირებით და უცნობი პირი რა---- ბე----ას თხოვდა დაესახელებინა თანხა, თუმცა ამ უკანასკნელს თანხა არ დაუსახელებია. უცნობი პირი რა----ს ეუბნებოდა, რომ იყო სოლიდური თანხა, საიდანაც მისი წილი იყო 3000. საუბარი, რომელსაც შეესწრო, გრძელდებოდა დაახლოებით 10-12 წუთის განმავლობაში. საუბრის ბოლოს რა---- ბე----ა უცნობ პირს დაპირდა, რომ დაურეკავდა და შებრუნდა სამსახურში, შემდეგ კი ძმასთან ერთად დაბრუნდა სახლში. მოგვიანებით, რა----მა უთხრა, რომ ხსენებული პირი იყო მისი მეგობარი, გვარად ტა------ა. რამდენიმე დღეში ძმამ თხოვა, რომ მანქანით მიეყვანა ბო-----------ასთან, რაზეც დათანხმდა და წაიყვანა, თუმცა იგი სახლში არ დახვდათ.

 

მოწმე ბო-----------ამ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2017 წლის ნოემბერში დაურეკა რა---- ბე----ამ და თხოვა შეხვედრა. ამ უკანასკნელმა შეხვედრისას აუხსნა, რომ ჰყავდა ნაცნობი, რომელსაც რესტორნის ასაშენებლად სურდა მიწის ნაკვეთის შეძენა. მან რა---- ბე----ას უარი განუცხადა უცხოელებზე მიწის მიყიდვაზე. რა---- ბე----ამ აუხსნა, რომ უცხოელების უკან იდგნენ ქართველები. იგი დათანხმდა შეხვედრაზე. რა---- ბე----ამ უთხრა, რომ, როცა ჩამოვიდოდა მყიდველი, დაალაპარაკებდნენ. მოწმის განმარტებით, მიწის ნაკვეთი, რომლითაც იყვნენ დაინტერესებულნი, მდებარეობდა ქ-----------ში, წე------–ის ქუჩაზე. მოგვიანებით, დაურეკა რა---- ბე----ას, რომელმაც უთხრა, რომ ინვესტორები ჩასულან ქუთაისამდე და შემდეგ გაბრუნებულან უკან, რაც ეუცნაურა.

 

ჩვენების მიცემისას მოწმე გი--------ამ განმარტა, რომ ქ-----------ის მერიაში მუშაობს ქონების მართვის სამსახურის სპეციალისტად. რა---- ბე----ა იყო მისი თანამშრომელი. 2017 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მოხდა ზუ------ის რაიონის გამგეობის და ქ-----------ის მერიის გაერთიანება. გაერთიანებამდე ზუ------ის რაიონის გამგეობის კომპეტენციაში შედიოდა მხოლოდ ზუ------ის რაიონის სოფლები და არა ქ-----------ი. არჩევნების შემდეგ 5-6 დღის განმავლობაში გამგეობის ყველა თანამშრომელს შეჩერებული ჰქონდა უფლებამოსილება. მან გაიცნო ლე--- ტა------ა, რომელსაც სურდა მიწის და შენობა-ნაგებობების შეძენა, რის გამოც ეს უკანასკნელი გააცნო რა---- ბე----ას, რომელმაც ხსენებულ პირს გაუწია კონსულტაცია. მოწმემ რა---- ბე----ა დაახასიათა დადებით პიროვნებად.

 

ბრალდეულმა რა---- ბე----ამ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2015 წლის 2 თებერვლიდან მუშაობდა ქ-----------ის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ურბანული განვითარების სამსახურის წამყვან სპეციალისტად. მერიისა და გამგეობის გაერთიანების შემდეგ, 2017 წლის ნოემბრის ბოლოს, მუშაობდა მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის არქიტექტურის განყოფილების უფროს სპეციალისტად. ასევე იყო დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების, განაშენიანების რეგულირების და სამშენებლო სამართალდარღვევის საკითხთა კომისიის მ------ი. მის მოვალეობაში შედიოდა მშენებლობის ნებართვების განხილვა. კომისიაზე გასატან დოკუმენტაციას უკეთებდა ორგანიზებას, შემდეგ კი, საკითხი კომისიაზე განსახილველად გაჰქონდა თავმჯდომარეს. კომისია იყო კოლეგიური ორგანო, შესაბამისად სამშენებლო ნებართვა არ გაიცემოდა ერთპიროვნულად. მას ჰქონდა მხოლოდ ერთი ხმის უფლება. კომისიაზე საკითხის გატანამდე და გატანის შემდეგ არსებობდა გარკვეული სტადიები, ასევე არსებობდა საქმეთა ელექტრონული წარმოების პროგრამა, რომლის თანახმად, საკითხს ყველა განიხილავდა თავისი კომპეტენციის ფარგლებში და შემდეგ ხდებოდა კომისიაზე გადაწვეტილების მიღება. აღნიშნულის შემდეგ ნებართვა გადიოდა სხვა სამსახურების, მათ შორის იურიდიული სამსახურის კონტროლს და ბოლოს აწერდა მერი ხელს. 2017 წლის ოქტომბერში მოხდა მერიის და გამგეობის შერწყმა, რის შემდეგაც მობილობის წესით გადავიდა გამგეობიდან მერიაში იმავე თანამდებობაზე, თუმცა ამის უპირობო გარანტია მისთვის არავის მიუცია. კომისიის წევრებთან ჰქონდა სამსახურებრივი ურთიერთობა.

 

რა---- ბე----ას განმარტებით, ლე--- ტა------ასთან შეხვედრისას, ზუ------ის რაიონის გამგეობა არ იყო უფლებამოსილი ქ-----------ში მიმდინარე მშენებლობებთან დაკავშირებით გაეცა რაიმე სახის ნებართვა, რადგან ქ-----------ში მიმდინარე ყველა სამშენებლო პროექტს კურირებდა ქ-----------ის მერია. 2017 წელს, მისმა თანამშრომელმა გი--------ამ უთხრა, რომ მის ახლობელს სურდა რესტორნის აშენება და თუ შეეძლო საჭირო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით გაეწია კონსულტაცია. რამდენიმე დღეში გი--------ას ჩააწერინა რა დოკუმენტაცია იყო საჭირო, თუმცა ამ უკანასკნელმა არჩია, პირადად შეეხვედრებინა იმ პირისთვის და თავად აეხსნა ყველაფერი. ამის შემდეგ გი--------ამ გააცნო ლე--- ტა------ა, რომელმაც უთხრა, რომ ყავდა ინვესტორი, რომელსაც რესტორნების ქსელის გასაფართოებლად სჭირდებოდა მიწის მოძიება. ლე--- ტა------ას დაპირდა, რომ შეეცდებოდა მიწის ნაკვეთის მოძებნას. ირ---–- ცი---------ისგან კი შეიტყო, რომ მისი ახლობელი ყიდდა მიწას. შეხვედრისას ლე--- ტა------ამ უთხრა, რომ ულ--------–ი იყო მისი ახლობელი, რომელსაც სურდა მიწის შეძენა. ასევე უთხრა, რომ ულ--------–ის იცნობდა კარგად და ეს უკანასკნელი გაწეულ სამსახურს ყოველთვის კარგად უნაზღაურებდა. სასურველი ფართის მოძებნის შემთხვევაში კი, ალ--------იხდიდა სოლიდურ თანხას. ლე--- ტა------ას სურდა, რომ ალ-----ის მას მოეთხოვა თანხა, რადგან არ სურდა გაემხილა, რომ თავად ითხოვდა მისგან თანხას. მოთხოვნილი თანხიდან 3000 აშშ დოლარი მას უნდა გადაეცა ლე--- ტა------ასთვის. ამის შემდეგ დაიწყო მიწის ნაკვეთების ძებნა. 2017 წლის 9 ნოემბერს, იგი ქ-----------ის გამგეობის წინ შეხვდა ლე--- ტა------ას, რომელმაც უთხრა, რომ ულ--------–ისთან საუბრისას უნდა გაეჟღერებინა თანხა - 20 000 აშშ დოლარი, ასევე ინვესტორზე უნდა დაეტოვებინა სოლიდური ადამიანის შთაბეჭდილება, რომ შეეძლო მიწის მოძიება და მასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. იმავე დღეს, იგი ლე--- ტა------ასთან ერთად შეხვდა ულ--------–ის, რომელსაც თან ახლდა თარჯიმანი ნა---------–----–-–---–ი. ლე---მა აუხსნა, რომ თარჯიმანი იყო მისი ახლობელი და მასთან გარკვეული ჰქონდა ყველაფერი. მათ მოინახულეს წე------–ის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთი, სადაც ადრე ფუნქციონირებდა რესტორანი, რა დროსაც ულ--------–ის უთხრა, რომ მიწის ღირებულება იყო 40 000 აშშ დოლარი და ლე--- ტა------ას თხოვნის შესაბამისად დამატებით მოთხოვა თანხა - 20 000 აშშ დოლარი. ულ--------–იმ შეთავაზა, რომ თუ შესაძლებელი იყო, ჯერ გადაიხდიდა ნახევარს, ხოლო შემდეგ თანხის დარჩენილ ნაწილს. ამის შემდეგ მას დაემშვიდობა ულ--------–ი და დაპირდა, რომ დაუკავშირდებოდა რამდენიმე დღეში, კომპანიონთან გადაწყვეტილების შეეთანხმების შემდეგ. რამდენიმე დღეში დაურეკა ლე--- ტა------ამ და უთხრა, რომ ულ--------–ი კვლავ მიჰყავდა ქ-----------ში და სურდა მიწის მეპატრონეებთან შეხვედრა. ლე--- ტა------ას შეხვდა გამგეობასთან, რა დროსაც ამ უკანასკნელმა გაუმეორა, რომ ულ--------–ისგან აღებული თანხიდან მისთვის უნდა მიეცა 3000 აშშ დოლარი. შეხვედრისას ულ--------–იმ შეახსენა წინა შეხვედრის პირობები და ჰკითხა რამე ხომ არ შეიცვალა. შეხვედრას მალევე შეუერთდნენ ირ---–- ცი---------ე და მიწის მეპატრონე. მიწის ნაკვეთი იყო ამ პირის საკუთრებაში, თუმცა ფინანსური პრობლემის გამო ირიცხებოდა სახელმწიფოს ბალანსზე და ედო ყადაღა. პრობლემის მოსაგვარებლად მიწის მესაკუთრეს ესაჭიროებოდა დრო. ულ--------–იმ ჰკითხა, შეეძლო თუ არა, რომ შემდეგი მოლაპარაკებებისთვის ჩასულიყო თბილისში, რაზეც იგი დათანხმდა. იმავე წლის 30 ნოემბერს დაურეკა ლე--- ტა------ამ და უთხრა, რომ მასთან შეხვედრა სურდა ულ--------–ის. მეორე დღესვე ჩავიდა ქ.თბილისში და მივიდა რ---------–------ზირზე მდებარე ულ--------–ის კუთვნილ რესტორანში. საუბრისას ულ--------–იმ კვლავ შეახსენა პირობა, დაინტერესდა რამე ხომ არ შეცვლილა და გადასცა თანხა 10000 აშშ დოლარის ოდენობით, რის შემდეგაც დააკავეს. ულ--------–ის ხსენებული თანხა გამოართვა იმ მომსახურებისთვის, რაც გასწია მიწის ნაკვეთების მოძიებისას. ამ თანხიდან 3000 აშშ დოლარი კი, უნდა გადაეცა ლე--- ტა------ასთვის. ულ--------–ისთვის მისი დახმარება გამოიხატა მხოლოდ მიწის ნაკვეთების მოძიებაში. ულ--------–ის დაპირდა, რომ თუ ყველაფერი ექნებოდა სტანდარტების შესაბამისად, ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით პრობლემა არ შეექმნებოდა, არ დაპირებია, რომ მშენებლობის ნებართვის გასაცემად, რაიმე უკანონობას ჩაიდენდა. მისთვის ცნობილი იყო, რომ ნი----–---- მი---ას მიწის საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით ჰქონდა პრობლემა. ულ--------–ის მიაწოდა არასრული ინფორმაცია, რის საფუძველზეც ამ უკანასკნელმა გამოიტანა სხვადასხვა დასკვნები. მანვე განმარტა, რომ ლე--- ტა------ასთან მარტო შეხვედრის ინიციატორი იყო თავად ლე--- ტა------ა, რა დროსაც აღნიშნულმა პირმა თხოვა, მისთვის მიეცა 3 000 აშშ დოლარი, რაც უნდა შეენახათ საიდუმლოდ, რათა ულ--------–ისთან არ გაფუჭებოდა ურთიერთობა.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ქრთამის აღებისათვის. აღნიშნული დანაშაულის ძირითად ობიექტს წარმოადგენს სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის, ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოთა პრესტიჟი და ავტორიტეტი, ასევე მათი ნორმალური ფუნქციონირება. აღსანიშნავია, რომ საჯარო მოსამსახურეთა პასუხისმგებლობაზე და პატიოსან საქმიანობაზე მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე არსებული ამოცანების გადაწყვეტა. აღნიშნულ დანაშაულს ჰყავს სპეციალური სუბიექტი, კერძოდ: მოხელე ან მასთან გათანაბრებული პირი. დანაშაულის ობიექტიური მხარე გამოიხატება ქრთამის აღებაში. სახელმწიფო მოხელე ან მასთან გათანაბრებული პირი ქრთამს იღებს ან ითხოვს ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ რაიმე მოქმედების შესრულებისა ან შეუსრულებლობისათვის. ამასთან, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ განხორციელებული მოქმედება შეიძლება იყოს ოთხი სახის:

ა) თანამდებობრივი უფლებამოსილების შესრულებისას რაიმე ქმედების განხორციელება;

ბ) თავის შეკავება რაიმე ქმედების განხორციელებისგან;

გ) თავისი თანამდებობრივი (და არა პირადი) ავტორიტეტის გამოყენება;

დ) სამსახურებრივი მფარველობის გაწევა ქრთამის მიმცემისთვის.

 

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ დანაშაული - ქრთამის აღება, დამთავრებულია მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ქრთამის მიღების ან მოთხოვნის, ასევე ასეთის თაობაზე შეთავაზების ან დაპირების მიღების მომენტიდან.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განაჩენში აღნიშნა, რომ ქრთამის ობიექტურად შერაცხვისათვის აუცილებელია დადგინდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ელემენტი. ქრთამის აღების საფუძველზე შესრულებული მოქმედება შეიძლება არ შედიოდეს მოხელის სამსახურებრივ უფლებამოსილებაში, მაგრამ მის თანამდებობრივ ავტორიტეტს შეეძლოს ხელი შეუწყოს ქრთამის მიმცემის სასარგებლო მოქმედების შესრულებას/შეუსრულებლობას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 25 იანვრის №497აპ-17 გადაწყვეტილება).

 

მოცემულ შემთხვევაში სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ რა---- ბე----ა იყო ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის არქიტექტურის განყოფილების უფროსი სპეციალისტი, შესაბამისად წარმოადგენდა მოხელეს. იგი ასევე იყო დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირებისა და სამშენებლო სამართალდარღვევის საკითხთა კომისიის წევრი.

 

დადგენილ გარემოებას წარმოადგენს ასევე ის ფაქტი, რომ 2017 წლის ნოემბრის დასაწყისში რა---- ბე----ას ლე--- ტა------ამ უთხრა, რომ პ--------ის მოქალაქე ულ--------–ის სურდა ქ-----------ში რესტორნის აშენება და ჭირდებოდა პროცედურებში გარკვევა. დაცვის მხარე არ უარყოფს, რომ რა---- ბე----ა ულ--------–ის დაეხმარა მიწის ნაკვეთის მოძიებაში, რომელიც 2017 წლის 9 ნოემბერს აჩვენა ულ--------–ის და მასთან ერთად მყოფ პირებს. მხარეები ასევე თანხმდებიან, რომ რა---- ბე----ამ ქ.თბილისში, ულ--------–ის რესტორანში შეხვედრისას ამ უკანასკნელისგან აიღო ფულადი თანხა 10 000 აშშ დოლარის ოდენობით. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარე სადავოდ ხდის ზემოხსენებული თანხის დანიშნულებას და უთითებს დანაშაულის პროვოცირებაზე, რასაც პალატა ვერ გაიზიარებს.

 

წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ არის დადგენილი, რომ ან ულ--------–ი, ან ლე--- ტა------ა, ან სხვა პირი სპეციალურად შეხვდნენ რა---- ბე----ას და უბიძგეს დანაშაულის ჩადენისკენ. დადგენილია, რომ გამოძიება დაიწყო ულ--------–ის განცხადების საფუძველზე, რომელსაც საეჭვოდ ეჩვენა მოხელისგან თანხის - 20000 აშშ დოლარის მოთხოვნა იმ პირობებში, როდესაც ულ--------–ის 40000 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა მიწის ნაკვეთში, ხოლო დანარჩენი პროცედურების გავლაში მოთხოვეს სოლიდური თანხა.

 

დასადგენია გარემოება, თუ როგორ მივიდა ლე--- ტა------ა რა---- ბე----ამდე. მტკიცებულებებით დადგენილია, რომ საკითხის გასარკვევად ულ--------–იმ ზუ------ში გააგზავნა ლე--- ტა------ა. ლე--- ტა------ა შეხვდა გი--------ას, ხოლო ამ უკანასკნელმა გააცნო რა---- ბე----ა. რაიმე სახის კავშირი ლე--- ტა------ას და გი--------ას შორის არ არის დადგენილი, რომლითაც სასამართლო დაადგენდა, რომ მათ შორის არსებული შეთანხმებით დაიყოლიეს რა---- ბე----ა დანაშაულის ჩადენაზე. ულ--------–იმ ვერ გაიგო რა დამატებით „პატივისცემას“ ითხოვდა რა---- ბე----ა მისგან, რის გამოც გადაწყვიტა საუბრის ჩაწერა. დანაშაულის პროვოცირება გამოირიცხება შემდეგ განვითარებული მოვლენებითაც. ფაქტია, რომ რა---- ბე----ა აქტიურად ეძებს მიწის ნაკვეთს და ირ---–- ცი---------ის დახმარებით პოულობს ტერიტორიას, რომელიც, მითითებული პერიოდისთვის წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას. 2017 წლის 9 ნოემბერს, დაზარალებული ულ--------–ი, რომელიც ჩადის ზუ------ში ლე--- ტა------ასთან და თარჯიმან ნა---------–----–-–---–თან ერთად, იწერს რა---- ბე----ასთან საუბარს, სადაც რა---- ბე----ა მომსახურებისთვის ითხოვს 20000 აშშ დოლარს. მოგვიანებით, 2017 წლის 1 დეკემბერს კი, შეთანხმებისამებრ, იღებს აღნიშნული თანხის ნახევარს - 10000 აშშ დოლარს. აღნიშნული გარემოებები დადასტურებულია უტყუარი მტკიცებულებებით და პალატას, მათში ეჭვის შეტანის რაიმე საფუძველი არ გააჩნია.

 

დაცვის მხარე უთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებზე და მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებების საფუძველზე, რა---- ბე----ა უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან, რაც ასევე ვერ იქნება გაზიარებული.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ჩამოაყალიბა როგორც ზოგადი, ისე კონკრტული ასპექტები იმის თაობაზე, არღვევს თუ არა პოლიციელის წაქეზების შედეგად მოპოვებული მტკიცებულება კონვენციის მე-6 მუხლს - სამართლიანი სასამართლოს განხილვის უფლებას.

 

დიდმა პალატამ აღნიშნა, რომ დანაშაულის გახსნისა და გამოძიების საკითხში პოლიციას რთული მისია აკისრია, რის შესასრულებლადაც სულ უფრო საჭირო ხდება ფარული აგენტების, ინფორმატორებისა და სხვა მსგავსი ხერხების გამოყენება, განსაკუთრებით ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის საქმეებზე. ამგვარი ხერხების გამოყენება თავისთავად არ არღვევს სამართლიანი განხილვის უფლებას, თუმცა ამ პროცესში პოლიციის მხრიდან წაქეზების რისკის არსებობის პირობებში, ასეთი მოქმედებების განხორციელებას უნდა გააჩნდეს მკაფიო ჩარჩოები. ამასთან, სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება არ უნდა იქნეს უგულებელყოფილი მიზანშეწონილობის გამო (იხ.: Delcourt v. Belgium, 17 იანვარი, 1970, პარ. 25).

 

სასამართლოს განმარტებით, პოლიციის მიერ წაქეზებას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც მასში ჩართული ოფიცრები, უშიშროების ძალების ან მათი ინსტრუქციით მოქმედი პირები, თავს არ იკავებენ საგამოძიებო პროცესში განსაკუთრებული აქტივობისგან, არამედ ასეთ გავლენას ახდენენ საკითხზე იმ ფორმით, რომ წააქეზონ დანაშაულის ჩადენა, რომელიც სხვაგვარად არ იქნებოდა ჩადენილი, იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს დანაშაულის გამოვლენა, მტკიცებულების მოპოვებისა და დევნის აღძვრისთვის. სასამართლომ დაადგინა, რომ საქმეში ჩართული პოლიციის ორი ოფიცერი არ შემოიფარგლებოდნენ „ბატონი ტეიშეირა დე კასტროს დანაშაულებრივი ქმედებების გამოძიებისას ძირითადად პასიური ფორმით, მაგრამ გამოიყენეს ისეთი ზეგავლენა, როგორიცაა დანაშაულის ჩადენის წაქეზება.“ სასამართლომ მიუთითა, რომ მათი ქმედებები გასცდა საიდუმლო აგენტების როლს, რადგან მათ წააქეზეს დანაშაული და არაფერი მიუთითებდა იმაზე, რომ მათი ჩარევის გარეშე ის ჩადენილი იქნებოდა (იხ. ტეიშეირა დე კასტრო პორტუგალიის წინაღმდეგ (Teixeira de Castro v. Portugal), 9 ივნისი, 1998, #44/1997/828/1034, § 38-39).

 

იმის მხედველობაში მიღებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და რთულია სამართალდარღვევების გამოძიება, სასამართლომ, აღნიშნულის გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ AZ-ს და VS-ს მიერ ჩადენილი ქმედებების შედეგი იყო წაქეზება და, რომ არ არსებობდა რაიმე მინიშნება იმაზე, რომ დანაშაულს ადგილი ექნებოდა მათი ჩარევის გარეშე. სისხლისსამართლებრივ პროცესში ბრალის შერაცხვისას, ასეთი ჩარევის გათვალისწინებითა და [მოპოვებული მტკიცებულების] გამოყენებით, მომჩივნის საქმის სასამართლო განხილვა არ იყო სამართლიანი, კონვენციის მე-6 მუხლი მოთხოვნის საწინააღმდეგოდ (იხ. რამანაუსკასი ლიტვის წინააღმდეგ (RAMANAUSKAS v. LITHUANIA), 5 თებერვალი 2008, საჩივარი №74420/01, § 73).

 

სასამართლომ არ დაადგინა დარღვევა ისეთ ვითარებაში, როდესაც განმცხადებელმა SŠ-ს სარჩელის შედგენაში, სასამართლო განხილვასა და სასამართლოს მაღალჩინოსნებისთვის ქრთამის მიცემაში შესთავაზა დახმარება, რა დროსაც ეს უკანასკნელი დაუკავშირდა სამართალდამცავ ორგანოებს, რის გამოც დანაშაულის გამოსაძიებლად შემდგომი ოპერაცია არ ჩაითვალა მე-6 მუხლის დარღვევად (იხ.: CASE OF MILINIENĖ v. LITHUANIA, (no. 74355/01 ), 24 ივნისი, 2008, პარ. 33-41).

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმეებმა უტყუარად დაადასტურეს, რომ რა---- ბე----ა ულ--------–ის სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე დაპირდა მიწის ნაკვეთთან და მშენებლობის ნებართვებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას და აღნიშნულის სანაცვლოდ თხოვდა 20 000 აშშ დოლარს. შეთანხმებისამებრ კი, ულ--------–ის თანხის ნაწილი 10 000 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა საქმის დაწყებისთანავე, ხოლო დარჩენილი ნაწილი კი ყველაფრის დასრულების შემდეგ. დაპირების და თანხის მოთხოვნის ფაქტი ასევე დასტურდება პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ვიდეოჩანაწერებით, ხოლო ის, რომ ხსენებული თანხა შეადგენდა მიწის ნაკვეთის მოძიების საფასურს, გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურებულა.

 

პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია დანაშაულის პროვოკაციას. ულ--------–ის, რომელსაც სურდა ბიზნესის გაფართოება და ზუ------ში რესტორნის აშენება, თავად რა---- ბე----ამ შესთავაზა 20000 აშშ დოლარის სანაცვლოდ დახმარება. შესაბამისად, გარემოება, რომ თითქოს მას უბიძგეს დანაშაულის ჩადენისაკენ, არის არასწორი. არასწორია ასევე განმარტება, რომ თითქოს ლე--- ტა------ამ უთხრა მოეთხოვა ულ--------–ისგან თანხა და შემდეგ მისთვის მიეცა 3000 აშშ დოლარი. გამოკვლეული მტკიცებულებებით დგინდება, რომ 2017 წლის 21 ნოემბერს 14:47 საათზე, ტელეფონის ნომრიდან 9-----------, რომლითაც სარგებლობდა რა---- ბე----ა, ლე--- ტა------ას სარგებლობაში არსებულ ტელეფონის ნომერზე 9-----------, გაიგზავნა მოკლეტექსტური შეტყობინება: ,,მანამდე მინდა შეგხვდე ლე---, გამონახე დრო...“ რის საპასუხოდ, ტელეფონის ნომრიდან 9-----------, ტელეფონის ნომერზე 9----------- გაიგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება: ,,ზესტაფონში შემოვალთ მალე, რომ ჩამოვალთ ცალკე გნახავ“. არც ერთი მტკიცებულებით არ არის დადგენილი, რომ რა---- ბე----ამ თანხა მოითხოვა ლე--- ტა------ას მითითების შესაბამისად. არც ის არგუმენტია დასაბუთებული, თუ რატომ არ განახორციელა რაიმე ქმედება ულ--------–იმ მიწის ნაკვეთის შესაძენად. ფაქტია, რომ ულ--------–იმ მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს თხოვნით და ამ პირობებში მისი მხრიდან მიწის ნაკვეთის შესაძენად სხვა ქმედებების განუხორციელებლობა არ ადასტურებს წაქეზებას.

 

რაც შეეხება დანაშაულის კვალიფიკაციას, პალატა ნაწილობრივ ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 აგვისტოს განაჩენში მითითებულ არგუმენტებს. სასამართლომ, რა---- ბე----ას ქმედება დააკვალიფიცირა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

1. 2017 წლის 9 ნოემბრის მდგომარეობით, რა---- ბე----ა არ იყო უფლებამოსილი შეესრულებინა ულ--------–ისთვის მიცემული პირობა და

2. რა---- ბე----ას არ შეეძლო დანაპირების შესრულება მისი თანამდებობრივი ავტორიტეტის გათვალისწინებით.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, ქრთამის აღების სუბიექტს წარმოადგენს მოხელე, რომელმაც თავისი უფლება-მოვალეობების შესრულებისას უნდა განახორციელოს რაიმე ქმედება და გამოიყენოს თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტი ანალოგიური მიზნის მისაღწევად. შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის დადგენა, დანაშაულის ჩადენის დროს მოხელეს გააჩნდა თუ არა ასეთი უფლებამოსილება და ავტორიტეტი.

 

პალატას მიაჩნია, რომ საფუძვლიანია პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, სადაც მან მიუთითა, რომ 2017 წლის 9 ნოემბრის მდგომარეობით, როდესაც რა---- ბე----ამ ულ--------–ის მოთხოვა 20000 აშშ დოლარის გადახდა, ის არ იყო ზუ------ის მერიის თანამშრომელი. მოწმეების და---- ე------ს, გი--------ას და თავად რა---- ბე----ას ჩვენებებით, უტყუარადაა დადასტურებული, რომ ქალაქ ზუ------ის და ზუ------ის მუნიციპალიტეტის გაერთიანებამდე, ქალაქ ზუ------ის ტერიტორიაზე არსებული მიწის შესყიდვა, დანიშნულების შეცვლა, სამშენებლო პროექტის დამტკიცება, მშენებლობის ნებართვის მიღება და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხები შედიოდა არა ზუ------ის მუნიციპალიტეტის, არამედ ზუ------ის მერიის კომპეტენციაში. მართალია, 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების შემდეგ ერთ თვითმმართველ ერთეულად გაერთიანდა თვითმმართველი ქალაქი ზუ------ი და ზუ------ის მუნიციპალიტეტი, თუმცა, ბრალდების მხარისავე განმარტებით და წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მობილობა არ ნიშნავს მოხელის იმავე თანამდებობაზე უპირობო გადანიშვნას. 2017 წლის 14 ნოემბერს ზუ------ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N3 დადგენილებით დამტკიცებული ზუ------ის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების 24-ე მუხლის თანახმად, მოხელე შესაძლოა მისივე თანხმობით გადაყვანილი იქნას იმავე ან სხვა სტრუქტურულ ერთეულში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ასეთი თანამდებობის არარსებობისას-დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მოხელის მობილობის შეუძლებლობის შემთხვევაში იგი ირიცხება მოხელეთა რეზერვში და ეძლევა შესაბამისი კომპენსაცია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო მსჯელობს დანაშაულის ჩადენის დროზე და უთითებს, რომ ბრალდების მხარე რა---- ბე----ა ედავება 2017 წლის 9 ნოემბერს ჩადენილ დანაშაულს (ქრთამის აღების ფორმალური ხასიათიდან გამომდინარე იმ დღეს, როდესაც რა---- ბე----ამ მოითხოვა თანხა და არა 2017 წლის 1 დეკემბერს, როდესაც მან აიღო თანხა 10000 აშშ დოლარის ოდენობით).

 

მოცემულ შემთხვევაში, შეუძლებელია უტყუარად იმის მტკიცება, რომ რა---- ბე----ას ნამდვილად იმავე თანამდებობაზე დანიშნავდნენ, მიუხედავად შემდეგში სწორედ ასეთი გარემოების არსებობისა. დადასტურებული გარემოებაა, რომ რა---- ბე----ა მხოლოდ 2017 წლის 22 ნოემბერს გადაინიშნა ზუ------ის მუნიციპალიტეტის მერიის მე-3 რანგის მე-3 კატეგორიის ზედამხედველობის და არქიტექტურის სამსახურის არქიტექტურის განყოფილების უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე, ხოლო ამავე წლის 28 ნოემბერს კომისიაში. მართალია, შერწყმის პროცესში რა---- ბე----ასთვის არავის შეუჩერებია უფლებამოსილება, თუმცა ოფიციალურად ის არ ყოფილა გაერთიანებული ზუ------ის მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირებისა და სამშენებლო სამართალდარღვევის საკითხთა კომისიის წევრი და მ------ი.

 

2017 წლის 9 ნოემბრის მდგომარეობით რა---- ბე----ას უფლებამოსილებაში არ შედიოდა იმ საკითხების მოგვარება, რასაც დაპირდა ულ--------–ის. როგორც წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარეობს, გაერთიანებამდე ქ-----------ში არსებულ საპროექტო სამუშაოებზე გადაწყვეტილების მიღება არ შედიოდა ზუ------ის გამგეობის კომპეტენციაში, რადგან გამგეობის უფლებამოსილება ვრცელდებოდა მხოლოდ ზუ------ის რაიონის სოფლებზე. შესაბამისად, პალატა ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ რა---- ბე----ას ქმედების დაკვალიფიცირება არ უნდა მომხდარიყო ქრთამის აღებად. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე არ დადასტურებულა ზეგავლენით ვაჭრობის ნიშნები. საუბრებში რა---- ბე----ა ულ--------–ის პირდებოდა არა სხვა პირის მეშვეობით მისთვის სასურველი საკითხების მოგვარებას, არამედ პირადად შესრულებას.

 

ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ არასწორია სასამართლოს პოზიცია და წარდგენილი ბრალდების გამორიცხვის მეორე საფუძველი იმ არგუმენტზე დაყრდნობით, რომ კოლეგიური ორგანოს გადასაწყვეტი საკითხის დროს, ერთ-ერთი წევრის მიერ თანხის აღება ვერ შეფასდება ქრთამის აღებად.

 

მართალია, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირებისა და სამშენებლო სამართალდარღვევის საკითხთა კომისია იყო სათათბირო ორგანო, სადაც გადაწყვეტილებები ერთპიროვნულად არ მიიღებოდა, თუმცა გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ რიგ შემთხვევებში საკითხის გადაწყვეტისას ერთი წევრის ხმა, შესაძლოა გადამწყვეტი ყოფილიყო გადაწყვეტილების მიღებისას. ასევე, მნიშვნელოვანია ის საკითხიც, რომ კომისიის წევრისთვის, რომელიც ასევე ამზადებს კომისიაზე გასატან დოკუმენტაციას, კარგადაა ცნობილი, თუ რა უნდა გააკეთოს მოქალაქემ, რომ მისთვის საინტერესო საკითხი დადებითად გადაწყდეს კომისიის მიერ.

 

პალატას მიაჩნია, რომ რა---- ბე----ას ქმედება, მიუხედავად კოლეგიურ ორგანოში მისი ერთი ხმისა, დაკვალიფიცირდებოდა ქრთამის აღებად იმ შემთხვევაში, თუ პალატა მიიჩნევდა, რომ ის იყო უფლებამოსილი დანაშაულის ჩადენის დღისათვის.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, ერთ-ერთ განაჩენში აღნიშნა, რომ ქრთამის აღების სუბიექტია მხოლოდ მოხელე, რომელიც ქრთამის სანაცვლოდ სხვა პირის კანონიერი თუ უკანონო ინტერესების სასარგებლოდ იყენებს თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას. რაც შეეხება ზეგავლენით ვაჭრობას, ამ დანაშაულის სუბიექტი, როგორც წესი, არ არის მოხელე. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ეს დანაშაული ჩაიდინოს მოხელემაც, მაგრამ არა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების, არამედ საჯარო სამსახურში მყოფ სხვა მოხელეებთან მისი პირადი ურთიერთობების გამოყენებით. ნებისმიერ შემთხვევაში, თუკი მოხელე ვინმეს სასარგებლოდ სხვა მოხელეზე ზეგავლენის მოსახდენად იყენებს თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ამის სანაცვლოდ ის შესაბამის საზღაურს ან სხვა სარგებელს მოითხოვს ანდა მას ასეთს პირდებიან, ადგილი აქვს ქრთამის აღებას და არა ზეგავლენით ვაჭრობას. გარდა აღნიშნულისა, ქრთამის აღებისას მოხელე ან მასთან გათანაბრებული პირი ქრთამის სანაცვლოდ უშუალოდ თვითონ ახორციელებს შესაბამის ქმედებას ქრთამის გამცემის სასარგებლოდ, ხოლო ზეგავლენით მოვაჭრეს არ გააჩნია შესაძლებლობა სხვა პირის ინტერესების სასარგებლოდ თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება. ასეთი პირი მხოლოდ თავისი პირადი დამოკიდებულებების გამოყენებით აღწევს იმ პირისათვის სასურველ შედეგს, რომლის სასარგებლოდაც ის მოქმედებდა [...]. მოცემულ საქმეზე, მართალია, რ.კ-ს არ შეეძლო ერთპიროვნულად მიეღო გადაწყვეტილება ქრთამის გამღები ინვესტორის სასარგებლოდ, მაგრამ თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით მას შეეძლო როგორც თავისი წვლილის შეტანა კოლეგიური გადაწყვეტილების მიღებაში, ასევე მიწის ნაკვეთის აუქციონის წესით გასხვისებაში მონაწილე სხვა ოფიციალურ პირებზე ზეგავლენის მოხდენა, რის დაპირებასაც ის იძლეოდა კიდეც ქრთამის სანაცვლოდ (ვრცლად იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 ივლისის განაჩენი, #128აპ-16 საქმეზე).

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ. 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ. 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ. 49).

 

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს (ამონარიდი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებიდან).

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, პალატას მიაჩნია, რომ სწორია სასამართლოს მიერ დადგენილი კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ 2017 წლის ნოემბრის დასაწყისში რა---- ბე----ამ ლე--- ტა------ასგან შეიტყო, რომ პ--------ის მოქალაქე ულ--------–ის სურდა ქ-----------ში რესტორნის აშენება და ამასთან დაკავშირებით სჭირდებოდა პროცედურებში გარკვევა. რა---- ბე----ამ ლე--- ტა------ას განუმარტა, რომ მის სამსახურებრივ კომპეტენციაში შედიოდა სამშენებლო პროექტების დამტკიცება, მშენებლობის ნებართვების გაცემა და აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, ამავდროულად ამ უკანასკნელს განუმარტა, რომ გარკვეული ,,პატივისცემის“ სანაცვლოდ შეძლებდა ულ--------–ის ხსენებულ საკითხში დახმარებას.

 

2017 წლის 9 ნოემბერს, ულ--------–ი, ლე--- ტა------ასთან და ნა---------–----–-–---–თან ერთად, ქ-----------ში შეხვდა რა---- ბე----ას. შეხვედრისას რა---- ბე----ამ მათ აჩვენა ქ-----------ის ტერიტორიაზე 860 კვ.მ მიწის ნაკვეთი. რა---- ბე----ამ, რომელსაც არ ჰქონდა თანამდებობრივი უფლებამოსილება, რითაც მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან მოაგვარებდა როგორც ქ-----------ში მიწის შესყიდვის, ასევე მიწის დანიშნულების შეცვლის, სამშენებლო პროექტის დამტკიცების, მშენებლობის ნებართვის მიღების და აღნიშნულთან დაკავშირებით წამოჭრილი ყველა საკითხს, მოტყუებით, თითქოსდა შეეძლო ასეთი საკითხების მოგვარება, ულ--------–ის მოსთხოვა 20 000 აშშ დოლარი.

 

2017 წლის 21 ნოემბრის შეხვედრაზე, რა---- ბე----ამ ულ--------–ი შეახვედრა ქ-----------ში, წე------–ის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთის ,,მეპატრონეს“, მაშინ, როდესაც დაზუსტებით იცოდა, რომ ეს მიწის ნაკვეთი იყო სახელმწიფოს საკუთრებაში, რაც განზრახ დაუმალა ულ--------–ის.

 

2017 წლის 1 დეკემბერს, რა---- ბე----ა ქ.თბილისში, რუ-------–------------------ში მდებარე რესტორან ,,სპ-----–------ში“ შეხვდა ულ--------–ის, რა დროსაც რა---- ბე----ამ სცადა თაღლითურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაუფლებოდა დიდი ოდენობით ფულად თანხას 10 000 აშშ დოლარის ოდენობით, რაც გამოართვა ულ--------–ის, თუმცა დაკავებულ იქნა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო დაცვის მხარის და პროკურორის საკასაციო საჩივრები თ.მ-ს საქმეზე. საკასაციო პალატა მთლიანად დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ თ. მ-ს საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებასთან დაკავშირებით. აღნიშნულ საქმეში სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შეთხვევაში გ-ს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 10 ივნისის N.... ბრძანებით, თ. მ-ე 2015 წლის 10 ივნისიდან გადაყვანილი იყო გ-ს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის სივრცითი მოწყობის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. გ-ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს №-- დადგენილების მე-12 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვა-ორგანიზება და შესაბამისი ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადება, მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის, მშენებლობის დოკუმენტების შემუშავებისა და მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადების საკითხთა რეგულირება. რაც შეეხება მშენებლობის ნებართვის გაცემას, ეს პირდაპირ გამგებლის მოვალეობაა, რომელიც იურიდიული სამსახურის გავლით გამოსცემს ბრძანებას. ამდენად, სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს და მიიჩნია, რომ თ. მ-ს უფლებამოსილებაში არ შედიოდა ნებართვის გაცემა და დაჩქარება. მართალია, მას შეეძლო გარკვეულ საკითხებში აქტიური მონაწილეობა მიეღო ნებართვის გაცემის მომზადებაში, მაგრამ იგი არ გასცემდა ასეთ ნებართვებს და, შესაბამისად, არც შეეძლო გარანტია მიეცა ნ. ნ-ს, რომ არათუ დაჩქარებული წესით, არამედ ისიც ნამდვილად შეძლებდა თუ არა ნებართვის აღებას (ვრცლად იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 11 იანვრის განჩინება საქმეზე #423აპ-17).

 

მოცემულ შემთხვევაშიც, მსგავსად ზემოაღნიშნული საქმისა, დადგენილია, რომ დანაშაულის ჩადენის დროს რა---- ბე----ა არ იყო დანიშნული გაერთიანებული ზუ------ის მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირებისა და სამშენებლო სამართალდარღვევის საკითხთა კომისიის წევრის და მდივნის თანამდებობაზე. შესაბამისად, მას არ ჰქონდა ისეთი თანამდებობრივი უფლებამოსილება, რომლითაც მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან მოაგვარებდა მიწის შესყიდვის, მიწის დანიშნულების შეცვლის, სამშენებლო პროექტის დამტკიცების, მშენებლობის ნებართვის მიღების და აღნიშნულთან დაკავშირებით წამოჭრილ ყველა საკითხს. ამ პირობებში, მან მოტყუებით, თითქოსდა შეეძლო ასეთი საკითხების მოგვარება, ულ--------–ის მოსთხოვა 20 000 აშშ დოლარი. მოწმეების ულ--------–ის, ლე--- ტა------ას და ნა---------–----–-–---–ის ჩვენებებით, რა---- ბე----ა სამივე შეხვედრისას დაპირდა ულ--------–ის, რომ დაეხმარებოდა 20000 აშშ დოლარის სანაცვლოდ მიწის ნაკვეთის შეძენაში, სტატუსის შეცვლაში, მშენებლობის ნებართვის გაცემასა და მიწასთან დაკავშირებული სხვა საკითხების მოგვარებაში. დადგენილია, რომ რა---- ბე----ა დაინტერესდა ქ-----------ში, წე------–ის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთით, სწორედ აღნიშნული მიწის ნაკვეთი იქნა შერჩეული ინვესტორისთვის, შესაბამისად, მისთვის ულ--------–ისთან შეხვედრამდეც ცნობილი იყო, რომ ხსენებული ტერიტორია არ შედიოდა მისი უფლებამოსილების სფეროში და მას ობიექტურად არ გააჩნდა ულ--------–ისთვის მიცემული დაპირების შესრულების უფლებამოსილება. რა---- ბე----ამ თავად დაადასტურა ჩვენების მიცემისას, რომ ულ--------–ის დაუმალა, რომ ზემოხსენებული მიწის ნაკვეთი იყო სახელმწიფოს საკუთრებაში. აღნიშნული გარემოება დადასტურებულია ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალითაც. ტელეფონის ნომრიდან 9-----------, რომლითაც სარგებლობდა რა---- ბე----ა, ირ---–- ცი---------ის სარგებლობაში არსებულ ტელეფონის ნომერზე 9-----------, 21.11.2017 წლის 18:36 საათზე გაიგზავნა შეტყობინება: ,,არ დააშინოთ, არ უთხრათ, რომ მიწა არის სახელმწიფო საკუთრებაში. დრო მჭირდება, რომ ეს საკითხი მოვაგვარო-თქო. უთხარით, რომ ერთი თვე გჭირდება. ყადაღა რომ ადევს არ უთხრათ.“ შესაძლებელი იყო თუ არა ნი----–---- მი---ას მიერ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის საკუთრებაში დარეგისტრირება, მოცემული ეტაპისთვის წარმოადგენს აბსტრაქტულ გარემოებას, ვინაიდან არ დასტურდება, რომ ამ პერიოდის მანძილზე ნი----–---- მი---ამ განახორციელა რაიმე ქმედება მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადასვლის თაობაზე.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ რა---- ბე----ამ თანხის დაუფლების მიზნით ულ--------–ი განზრახ შეიყვანა შეცდომაში და დაპირდა ისეთი საკითხების მოგვარებას, რისი შესაძლებლობაც ობიექტურად არ ჰქონდა.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი სასამართლოებს ავალდებულებს დაასაბუთონ გადაწყვეტილებები, თუმცა აღნიშნული არ შეიძლება იმდაგვარად იქნეს გაგებული, რომ იგი ითხოვს დეტალურ პასუხს ყველა არგუმენტზე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2007 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე: KRASULYA v. RUSSIA, # 12365/03 , პარ. 50). ბრალდების და დაცვის მხარის ძირითად არგუმენტებზე, პალატამ იმსჯელა და მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლწინააღმდეგობისა და ბრალეულობის გამომრიცხავი რომელიმე გარემოება. წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებენ, რომ რა---- ბე----ამ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, რის გამოც სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სასჯელის დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანი სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაციაა, ხოლო სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი სასამართლოებს ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს გაითვალისწინონ დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით _ მის მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის სანქციის ფარგლებშიც დაენიშნა სასჯელი რა---- ბე----ას, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას, ან თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, რა---- ბე----ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. დაცვის მხარე ითხოვს არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებას და ასაბუთებს იმ გარემოებით, რომ რა---- ბე----ა არასოდეს ყოფილა მსგავს ქმედებაში შემჩნეული, ხასიათდება დადებითად, რაც არ ყოფილა გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის დროს.

 

იმისათვის, რომ განისაზღვროს სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნები, სრულყოფილად უნდა შეფასდეს ყველა ის გარემოება, რაც სასჯელის დანიშვნის დროს არის გასათვალისწინებელი და ასევე ნათლად უნდა იქნეს გაანალიზებული საფრთხეები, რაც შექმნა დამნაშავის ქმედებამ.

 

სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ქმედებით გამოწვეული საფრთხეების და სიმძიმის გათვალისწინების შედეგად ადეკვატური, შესაბამისი და თანაზომიერი სასჯელის დაკისრებას. შესაბამისად, უნდა შეფასდეს არამხოლოდ კარგი დახასიათება, მაშინ, როდესაც რა---- ბე----ა იყო საჯარო მოხელე და მოტყუებით ცდილობდა სხვისი ფულადი თანხის დაუფლებას, არამედ მისი ქმედებებიც. მოცემულ შემთხვევაში, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების ხარისხი, ქმედებების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, პალატის მოსაზრებით, გამორიცხავს თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად სხვა ალტერნატიული სასჯელის გამოყენების მიზანშეწონილობას.

 

რესოციალიზაციის მიზანი გულისხმობს სასჯელის მეშვეობით დამნაშავის საზოგადოებაში საყოველთაოდ აღიარებული თანაცხოვრების წესებისადმი შეგუებას, სასჯელის მოხდის შედეგად საზოგადოებაში ჩამოყალიბებული მართლზომიერი ქცევის წესებისა და პირობებისადმი პირის ადაპტაციას. რესოციალიზაციის მიზანი მჭიდროდაა დაკავშირებული ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზანთან. შესაბამისად, სასჯელი მიაღწევს თუ არა მიზანს, უნდა იქნეს შეფასებული მსჯავრდებულის პიროვნებითაც.

 

მართალია, რა---- ბე----ა არ ყოფილა წარსულში ნასამართლევი პირი, თუმცა, ის იყო საჯარო მოხელე და მისმა ქმედებებმა შელახა ასევე სახელმწიფო დაწესებულებების ავტორიტეტი, მიუხედავად იმისა, მის მიერ ჩადენილი დანაშაული დაკვალიფიცირდა თუ არა სამოხელეო დანაშაულის თა---- გათვალისწინებულ ქმედებად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ივნისის №54აპ-16 განაჩენში მითითებულია: „... საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. საკასაციო პალატა ასევე იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური... ვინაიდან თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით პატიმრობის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათავლისწინებით, როდესაც თუ არა საზოგადოებისაგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა და თუ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნის მისაღწევად ობიექტურად საკმარისი არ არის პასუხისმგებლობის სხვა, არასაპატიმრო ალტერნატივები...“

დაცვის მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა სასჯელის შემსუბუქებაზე. რაც შეეხება სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებას, პალატა ვერ გაიზიარებს. პალატას მიაჩნია, რომ რა---- ბე----ას პიროვნება გათვალისწინებული იქნა სასჯელის დანიშვნის დროს და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა მუხლის სანქციით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის მინიმუმთან მიახლოებული სასჯელი.

 

პალატა იმედოვნებს, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში გატარებული დრო იქნება დამაფიქრებელი მსჯავრდებულ-----ის, უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე, რაც ხელს შეუწყობს როგორც ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, ისე სამართლიანობის აღდგენას და მის რესოციალიზაციას.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 07 აგვისტოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში, ანტიკორუფციულ სააგენტოში და გენერალურ ინსპექციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატილ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორის ბე----–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

მსჯავრდებულ რა---- ბე----ას და მისი ადვოკატების: და---- ჭი----ის და მა------- ცი------ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 07 აგვისტოს განაჩენი რა---- ბე----ას მიმართ.

 

რა---- ბე----ას ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე.

 

რა---- ბე----ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

სასჯელის ვადის ათვლა რა---- ბე----ას დაეწყოს დაკავებიდან - 2017 წლის 1 დეკემბრიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

● რა---- ბე----ას პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთები და მობილური ტელეფონი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

● რა---- ბე----ას პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა 10000 აშშ დოლარი - დაუბრუნდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.

● ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ორი ცალი DVD-R დისკი (ფონოგრამა), ულ--------–ის მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაციის შედეგად მოპოვებული მასალა, ჩაწერილი ერთ CD-R დისკზე, ხმის ნიმუში ერთ ცალ CD-R დისკზე - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე

 

მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე

 

ნინო სანდოძე