განაჩენი

სისხლის სამართლის 07.05.2019
საქმის ნომერი
330100118002615947
ინსტანცია
თარიღი
07.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002615947

საქმე №1ბ/655-19 გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

7 მაისი 2019 წელი თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

მსჯავრდებულ დ--------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე დ---------------------------–---–ის მიმართ, დაბადებულის 19---–-–-------------------, საქართველოს მოქალაქის, პი-------------------, უმაღლესი გა--თლების მქონის, რეგისტრირებულის: ქ-------–----------------------–------------------------------------------------–-- და--შაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 14 თებერვლის გა--ჩენით დ--------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული და--შაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თა--ხმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 12 მარტის გა--ჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 02 (ორი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო გა--ჩენით დანიშნულ სასჯელს, ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 12 მარტის გა--ჩენით განსაზღვრული სასჯელიდან 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, გა--ჩენთა ერთობლიობით, დ--------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

დ--------------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან.

მის მიერ ჩადენილი და--შაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 08 ივლისს, დილის საათებში, ქ------–---------–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას, დ--------------–---–მა იყიდა არაყი და კ--------------–---ი შეიყვა-- ამავე ტერიტორიაზე არსებული ერთ-ერთი საწყობის ოთახში, სადაც მათ დალიეს სასმელი, ცოტა ხანში დ--------------–---–ი ეჭვიანობის ნიადაგზე გახდა აგრესიული და კ----------------–---ს დაუწყო უშვერი სიტყვებით ლანძღვა და ხელებით ცემა სახის მიდამოში, რის შემდეგაც კ.ხ------–---ი წაიქცა, რა დროსაც დ--------------–---–მა ფეხი ჩაარტყა მარცხენა მხარეს ფერდში. ცემის შედეგად კ--------------–---ს გაუსკდა ზედა ტუჩი და წამოუვიდა სისხლი. ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად კ--------------–---მა მიიღო დაზიანებები სისხლნაჟღენთებისა და ნაჭდევების სახით, მეცხრე ნეკნის მოტეხილობა. მოტეხილობა მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით. და--რჩენი დაზიანებები მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მიუშლელად.

გა--ჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა დ--------------–---–მა, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 თებერვლის გა--ჩენის გაუქმება და გამართლება.

აპელანტი, აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებს, რომ მას არ დართეს ნება მისი მოწმეები დაეკითხათ. სასამართლოში დაკითხული იქნენ მხოლოდ ირიბი მოწმეები- პოლიციელები, არ იქნა ამოღებული ვიდეო კამერის ჩა--წერები, არასწორად იქნა გამოძიება წარმოებული. დაზარალებული კ--------------–---ი, ქალმა - სახელად ფ----- უმოწყალოდ სცემა დიდი ჯოხით, მის ქმართან ურთერთობის გამო, ხოლო დეიდაშვილის შეკითხვაზე, კ------მ გა--ხცადა, რომ სცემა ვითომ დ--------------–---–მა. სასწრაფო დახმარების მისვლის შემდეგ, დაზარალებული არ ადასტურებდა, რომ სცემა დ--------------–---–მა და აცხადებდა, რომ სცემა ნაცნობმა. ამასთან, შემთხვევის დღეს, 8 ივლისს, დაზარალებული კ--------------–---ი დ--------–--–------ში იმყოფებოდა.

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 თებერვლის გა--ჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული გა--ჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება დ--------------–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ფაქტი, კერძოდ:

დაზარალებულ კ--------------–---ის ჩვენებით, დ--------------–---–თან აკავშირებდა ახლო მეგობრული ურთიერთობა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდნენ ერთად. 2018 წლის 8 ივლისს, დ--------------–---–თან ერთად იმყოფებოდა სამგორში მდებარე ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ ოთახში, სადაც ერთად მიიღეს ალკოჰოლური სასმელი, რა დროსაც დაურეკა მეგობარმა გიორგიმ, რაზეც იეჭვია-- დ--------------–---–მა და მიაყენა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ხელებით ცემა სახის მიდამოში, ძირს წაქცეულს ფეხი ჩაარტყა მარცხენა ფერდში, რამაც გამოიწვია ნეკნის გატეხვა, გაუსკდა ტუჩი და წამოუვიდა სისხლი. ამის შემდგომ დ--------------–---–მა შეწყვიტა მისი ცემა და ჩაეძინა, რის შემდეგაც შეძლო მისგან თავის დაღწევა. ნაცემ მდგომარეობაში მყოფი წავიდა დასთან ა-----------–---–თან სახლში, სადაც დახვდნენ დის შეყვარებული ბ----------------ი და მეგობარი მ-----------–------ა. მიყენებული დაზიანებების შედეგად განიცდიდა ძლიერ ტკივილს, რის გამოც სასწრაფო დახმარების მიერ გადაყვანილი იქნა სამედიცინო დაწესებულებაში.

მოწმე ბ-----------------ის ჩვენებით, 2018 წლის 8 ივლისს ა------------–---–თან და მ-----------–------ასთან ერთად იმყოფებოდა სახლში, სადაც მივიდა ნაცემ მდგომარეობაში მყოფი კ--------------–---ი, რომელსაც აშკარად ეტყობოდა ცემის შედეგად მიღებული დაზიანებები სახის არეში და სხეულის სხვადასხვა ადგილებში. კ--------------–---მა გა--ცხადა, რომ ეჭვიანობის ნიადაგზე ცემა დ--------------–---–მა ნავთლუღის ბაზრობის ტერიტორიაზე. კ--------------–---ი განიცდიდა ტკივილს, რის გამოც გამოიძახა სასწრაფო დახმარება, რომელმაც იგი გადაიყვა-- სამედიცინო დაწესებულებაში. მოწმის განმარტებით, რამდენადაც მისთვის ცნობილია კ--------------–---ი და დ--------------–---–ი, ხშირად კამათობდნენ ერთმანეთში და ჰქონდათ დაძაბული ურთიერთობა.

მოწმე მ-----------–------ას ჩვენებით, 2018 წლის 8 ივლისს სტუმრად მივიდა მეგობარ ა-----------–---–თან, სადაც დახვდა ნაცემ მდგომარეობაში მყოფი ა--ს და - კ--------------–---ი, რომელსაც დალურჯებული ჰქონდა თვალები და ასევე სილურჯეები ეტყობოდა სახის და სხეულის სხვადასხვა ადგილებში. კ--------------–---ის თქმით, სამგორის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე დ--------------–---–მა ეჭვიანობის ნიადაგზე მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და ხელებით და ფეხებით სცემა სახის და სხეულის სხვადასხვა ადგილას. მოწმის განმარტებით, კ--------------–---ი მეუღლესთან განქორწინების შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდა დ--------------–---–თან, რომელთა--ც ჰქონდა დაძაბული და კონფლიქტური ურთიერთობა.

მოწმე მ---------------–---–ის ჩვენებით, 2018 წლის 16 ივლისს, მიღებული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება კ--------------–---ის მიმართ განხორციელებული ცემის ფაქტზე. მოწმის სახით გამოკითხა კ--------------–---ი და მისი ჩვენებიდან გამომდინარე დ--------------–---–ის მიმართ შეადგინა შემაკავებელი ორდერი, ხოლო დაზარალებულს შესთავაზა თავშესაფარში გადაყვა--, რაზეც კ--------------–---მა გა--ცხადა უარი. მოწმის განმარტებით, სამედიცინო დაწესებულებიდან გამოთხოვილი იქნა კ--------------–---ის სამედიცინო დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც დანიშნა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა. თა--მშრომელ ი-----–-----------ს მიერ მიღებული იქნა ოპერატიული ინფორმაცია დ---------------–---–ის ადგილსამყოფელის შესახებ, რის შემდეგაც თა--მშრომელ ი-------------–---–თან ერთად გაემართა ბ------------–--–--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დ--------------–---–ი დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით. დაზარალებულ კ--------------–---ის მონაწილეობით ჩატარებული იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომელმაც მიუთითა ის ადგილი, სადაც დ--------------–---–მა გა--ხორციელა მასზე ფიზიკური ძალადობა.

მოწმე ი-----–----------ს ჩვენებით, 2018 წლის 1 აგვისტოს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ კ--------------–---ის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში მონაწილე დ--------------–---–ი იმყოფებოდა ბ------------–--–--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რის შესახებაც პატაკის სახით აცნობა ხელმძღვანელობას.

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ნ--------------ის ჩვენებით, 2018 წლის 18 ივლისს მეწყვილე ლ-–----------თან ერთად მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებაში, რა დროსაც დაზარალებულმა კ--------------–---მა მიუთითა მ----–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მისი თქმით დ--------------–---–მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ დ--------------–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები (შემაკავებელი ორდერი და ოქმი #0------ სამედიცინო დოკუმენტები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი თანდართული ფოტოსურათებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა #0--------- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 22 მაისის გა--ჩენი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 11 იანვრის გა--ჩენი, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 12 მარტის გა--ჩენი, დათვალიერების ოქმი) მხარეების მიერ უდაოდ იქნა მიჩნეული, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ფონზე მსჯავრდებულის პოზიციას, რომ მას არ დართეს ნება მისი მოწმეები დაეკითხათ, სასამართლოში დაკითხული იქნენ მხოლოდ ირიბი მოწმეები-პოლიციელები, არ იქნა ამოღებული ვიდეო კამერის ჩა--წერები, არასწორად იქნა გამოძიება წარმოებული და დაზარალებულს სხვა გარემოებაში აქვს მიღებული დაზიანებები, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან დ--------------–---–ის მხრიდან, კ--------------–---ის ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტი დასტურდება, მხარეთა სრული თა--სწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლეული, როგორც დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებებით, ისე მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით. კერძოდ, დაზარალებულმა კ--------------–---მა სრულად დაადასტურა დ--------------–---–ის მხრიდან ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი და განმარტა, რომ 2018 წლის 8 ივლისს, სამგორში მდებარე ბაზრობის ტერიტორიაზე დ--------------–---–მა ეჭვიანობის ნიადაგზე მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ხელებით ცემა სახის მიდამოში, ძირს წაქცეულს ფეხი ჩაარტყა მარცხენა ფერდში, რამაც გამოიწვია ნეკნის მოტეხვა, გაუსკდა ტუჩი და წამოუვიდა სისხლი. მიყენებული დაზიანებების შედეგად განიცდიდა ძლიერ ტკივილს, რის გამოც სასწრაფო დახმარების მიერ გადაყვანილი იქნა სამედიცინო დაწესებულებაში.

დაზარალებულის ჩვენება სრულ თანხვედრაშია მოწმის სახით დაკითხულ მ-----------–------ას და ბ-----------------ის ჩვენებებთან, რომლებმაც სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებებში დაადასტურეს კ--------------–---ის სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებების არსებობის ფაქტი და განმარტეს, რომ 2018 წლის 8 ივლისს იმყოფებოდნენ ა-----------–---–ის საცხოვრებელ სახლში, სადაც მივიდა ნაცემ მდგომარეობაში მყოფი კ--------------–---ი, რომელსაც აშკარად ეტყობოდა ცემის კვალი, რასთან დაკავშირებითაც კ--------------–---მა განუცხადა მათ, რომ დ--------------–---–მა ეჭვიანობის ნიადაგზე ცემა ნავთლუღის ბაზრობის ტერიტორიაზე. კ--------------–---ი განიცდიდა ტკივილს, რის გამოც იგი სასწრაფო დახმარების მიერ გადაყვანილი იქნა სამედიცინო დაწესებულებაში. მოწმეთა ჩვენებებით ასევე დადგენილია, რომ კ------ ხ------–---ს და დ---------------–---–ს ერთმანეთში ჰქონდათ დაძაბული ურთიერთობა და დ--------------–---–ის მხრიდან ხშირად ჰქონდა ადგილი კ--------------–---ისთვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს.

სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მ--------------–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ გამოძიება დაიწყო და სისხლის სამართლის საქმე აწარმოა შემდგომში დაზარალებულად ცნობილი კ--------------–---ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, რომელმაც ჩვენების მიცემისას სრულად დაადასტურა დ--------------–---–ის მხრიდან მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი. მოწმემ ასევე დაადასტურა დ--------------–---–ის მიმართ შემაკავებელი ორდერის შედგენის ფაქტი, რის საფუძველზეც მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლის საცხოვრებელ მისამართზე მიახლოება და ყოველგვარი კომუნიკაციის დამყარება.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის იმ ნაწილზე, რითაც დგინდება, რომ კ--------------–---ის სხეულზე არსებული დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დეტალურად არის აღწერილი კ--------------–---ზე მიყენებული დაზიანებები, აღწერილია მათი სიმძიმე, რაოდენობა. მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის და ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ კ--------------–---ს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების და ნაჭდევების სახით, ხოლო სამედიცინო შემოწმებისას დაესვა ნეკნების მრავლობითი მოტეხილობის და თავის სხვა ნაწილების ზედაპირული ტრავმის დიაგნოზი. კ--------------–---ს პირადი შემოწმებისას მარჯვენა თვალბუდის ორივე ქუთუთოზე აღენიშნებოდა მოლურჯო, პერიფერიაზე მომწვანო-მოყვითალო ფერის სისხლნაჟღენთი, ასეთივე ფერის სისხლნაჟღენთი აღენიშნებოდა მარცხენა თვალბუდის ორივე ქუთუთოზე, ამავე თვალის სკლერაში აღენიშნებოდა მოწითალო ფერის სისხლჩაქცევა. მარჯვენა ბარძაყის შუა მესამედში წინა და გარეთა ზედაპირის საზღვარზე, მარჯვენა თეძოს ფრთის საპროექციოდ აღენიშნებოდა კანის დონიდან მაღლა მდებარე მუქი მოყავისფრო ფერის ფუფხით დაფარული უსწორო ფორმის ნაჭდევი, პერიფერიაზე ფუფხის კიდეები წამოწეულია, ალაგ აცლილია და მოსჩანს კანის მოვარდისფრო შეფერილობა. ასეთივე ხასიათის ნაჭდევი აღენიშნება მარჯვენა იდაყვის სახსრის უკა-- ზედაპირზე. ნეკნის მოტეხილობა მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით, ხოლო და--რჩენი დაზიანებები ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს. რაც შეეხება მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ნ--------------ის ჩვენებას, დადგენილია, რომ მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებაში, რა დროსაც დაზარალებულმა კ--------------–---მა მ----–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მიუთითა ის ადგილი, სადაც დ--------------–---–მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ დ--------------–---–ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ დ--------------–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან) გათვალისწინებული და--შაულის ჩადენა.

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

აღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, მსჯავრდებულ დ--------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 14 თებერვლის გა--ჩენი დ--------------–---–ის მიმართ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ დ--------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 14 თებერვლის გა--ჩენი დ--------------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

დ--------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული და--შაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თა--ხმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 12 მარტის გა--ჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 02 (ორი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო გა--ჩენით დანიშნულ სასჯელს, ნაწილობრივ დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 12 მარტის გა--ჩენით განსაზღვრული სასჯელიდან 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, გა--ჩენთა ერთობლიობით, დ--------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

მსჯავრდებულ დ--------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 01 აგვისტოდან.

 

სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

- თბილისის რეფერალური ჰოსპიტალიდან გამოთხოვილი კ--------------–---ას რენტგენოგრამები ერთ ცალ ლაზერულ დისკზე და საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების დროს გადაღებული ფოტოსურათები ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნას საქმის შენახვის ვადით.

 

გა--ჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი