განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 190100119002799555
საქმე №1ბ/640-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
7 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ
ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორ გ---------–---------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), ა--------------ის, დაბადებულის 1-----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №2----------), უმაღლესი განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-----------––-----------–--------------ში, მიმართ, დანაშაულებისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა--------------მა ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (დაზარალებულ ე-–--------–---ის ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 26 მაისს, ქ-----------––--------------–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა--------------მა ე-–--------–---ს, პირადი წყენის ნიადაგზე, სახეში დაარტყა ხელი, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც შედეგად მოჰყვა ე-–--------–---ის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ა--------------მა ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (დაზარალებულ ფ------------------ის ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 29 ოქტომბერს, ქ-----------––--------------–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მ--------–-------------–ოს თავმჯდომარის თანაშემწე ა--------------მა „სამოქალაქო პლატფორმა ა---–-------------–--ს“ რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელი მარნეულის მუნიციპალიტეტში - ფ------------------ი, პოლიტიკური შეხედულების გამო, გულმკერდის არეში პერანგზე ხელის მოკიდების გზით რამდენჯერმე ძლიერად შეანჯღრია, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც შედეგად მოჰყვა ფ------------------ის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 თებერვლის განაჩენით:
ა--------------ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 29 ოქტომბრის ფ------------------ის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
ა--------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 26 მაისის ე-–--------–---ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1 (ერთი) წელი.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორმა გ---------–---------ემ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელმა მოითხოვა ა--------------ის მიმართ გამოტანილი, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 თებერვლის ნაწილობრივ გამამართლებელ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ა--------------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 29 ოქტომბრის ფ------------------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რა სახელმწიფო ბრალმდებელ გ---------–---------ის სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ა--------------ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77) განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას. აგრეთვე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნით (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15), უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).
სააპელაციო საჩივარში სახელმწიფო ბრალმდებელი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ა--------------ის მიმართ გამოტანილ, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში - ფ------------------ის ეპიზოდში - გამამართლებელ განაჩენს. სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში აპელირებს იმ გარემოებებზე, რომ უტყუარადაა დადგენილი ის გარემოება, რომ ა--------------მა პერანგზე ხელის მოკიდების გზით რამდენჯერმე ძლიერად შეანჯღრია ფ------------------ი, რამაც ფ------------------ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, რაც ასევე, აპელანტის მოსაზრებით, დასტურდება მოწმეთა ჩვენებებით, ა--------------ის მხრიდან დანაშაულის აღიარებითა და ექსპერტიზის დასკვნით, სადაც აღნიშნულია, რომ ფ------------------ს აღენიშნება სისხლჩაქცევა გულმკერდის წინა ზედაპირზე, რომლის ხანდაზმულობაც შეესაბამება მომხდარ ფაქტს.
სასამართლო პალატა აანალიზებს რა საქმეში არსებულ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ, მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებულ მტკიცებულებებს, კერძოდ, დაზარალებულის და მოწმეების - ე-–--------–---ის, ა-–---------------ის, რ-----–--------------ის, ე-----------------ისა და ა-----------–---–---–ის გამოკითხვის ოქმებს, ამოღების ოქმებს, ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმს, პაციენტ ე-–--------–---ის სამედიცინო ისტორიას, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნას, კომპიუტერული ექსპერტიზის N0-------- დასკვნას (თანდართული ფოტოცხრილით, დალუქული პაკეტის გახსნის, დათვალიერებისა და დალუქვის ოქმით), ვიდეო ექსპერტიზის N0-------- დასკვნას, ვიდეო ჩანაწერების დათვალიერების ოქმს და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად და დადასტურებულად მიიჩნევს რომ ა--------------მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (დაზარალებულ ე-–--------–---ის ეპიზოდი).
რაც შეეხება ა--------------ის ბრალდებას დაზარალებულ ფ------------------ის ეპიზოდში, საქმეზე შეკრებილი, მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულის და მოწმეების - ფ------------------ის, ა---–-------------ის, ლ-–------–--ის, გ--------–--ის გამოკითხვის ოქმებით, ა--------------ის აღიარებითი ჩვენებით და სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით, რომლებზეც აპელირებს სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი აღნიშნული მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დასტურდება ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით ა--------------ის მიერ განსახილველი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი (დაზარალებულ ფ------------------ის ეპიზოდი).
ა---–-------------ისა და ლ-–------–--ის მოწმის სახით გამოკითხვის ოქმების თანახმად, 2018 წლის 29 ოქტომბერს, დილის დაახლოებით 11:00 საათზე, იმყოფებოდნენ ქ-----------––--------------–----------------------------------–------–----------------ის ოფისში, რა დროსაც გ--------–--ესთან ერთად გარეთ გავიდნენ ყვირილის ხმაზე და ნახეს, რომ მათი მეგობარი - ა---–-------------–--ს პარტიის რეგიონული თავმჯდომარე ფ------------------ი ყვიროდა და ხმამაღლა იძახდა, რომ თავი დაენებებინათ. მათ შეკითხვაზე, რატომ ყვიროდა, ფ------------------მა განაცხადა, რომ ქ--------–----–---ის წევრები - ა--------------ი, რ----------------–ი და ფ----------–---ი გამოედევნენ საცემრად. ეს პირებიც იქვე იმყოფებოდნენ. გარეთ გასვლისას მათ (ა---–-------------მა და ლ-–------–--ემ) ნახეს, რომ ა--------------ს ფ------------------ის პერანგზე ხელი ჰქონდა მოკიდებული და ანჯღრევდა ძლიერად. მათთან მივიდა გ--------–--ე და უთხრა, მათთვის თავი დაენებებინათ და წასულიყვნენ ოფისის ტერიტორიიდან. წასვლისას, სანამ ა--------------ი ჩაჯდებოდა მანქანაში, ფ------------------ს მიაძახა, რომ მაინც სცემდა და ვერსად დაემალებოდა. აღნიშნული კონფლიქტი გაგრძელდა დაახლოებით 2-3 წუთის განმავლობაში.
გ--------–--ის მოწმის სახით გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2018 წლის 29 ოქტომბერს, დილის დაახლოებით 11:00 საათზე, პარტიის წევრებთან ერთად იმყოფებოდა ქ-----------––--------------–----------------------------------–------–----------------ის ოფისში, რა დროსაც გარეთ გავიდა ყვირილის ხმაზე და ნახა, რომ მისი მეგობარი - ა---–-------------–--ს პარტიის რეგიონული თავმჯდომარე ფ------------------ი ყვიროდა და ხმამაღლა იძახდა, რომ თავი დაენებებინათ. შეკითხვაზე, რატომ ყვიროდა, ფ------------------მა განაცხადა, რომ ქ--------–----–---ის წევრები - ა--------------ი, რ----------------–ი და ფ----------–---ი გამოედევნენ საცემრად. ეს პირებიც იქვე იმყოფებოდნენ. იგი (გ--------–--ე) მივიდა მათთან და უთხრა, მათთვის თავი დაენებებინათ და წასულიყვნენ ოფისის ტერიტორიიდან. წასვლისას, სანამ ა--------------ი ჩაჯდებოდა მანქანაში, ფ------------------ს მიაძახა, რომ მაინც სცემდა და ვერსად დაემალებოდა. შეკითხვაზე მოწმემ (გ--------–--ემ) განაცხადა, რომ, როდესაც ფ------------------ის ყვირილზე გარეთ გამოვიდა, არ დაუნახავს, ამ უკანასკნელს ა--------------მა, რ----------------–იმ და ფ----------–---მა თუ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, თუმცა გაიგონა, რომ ფ-----ს აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას.
ფ------------------ის მოწმის სახით გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2018 წლის 29 ოქტომბერს, დილის დაახლოებით 11:00 საათზე, იმყოფებოდა ქ-----------––--------------–--------ზე მდებარე პარტიის ოფისთან, ფეხით გადადიოდა გზაზე, რა დროსაც დაუძახა ქ--------–----–---ის წევრმა ა--------------მა. საუბარში ა----მა უთხრა, რომ არჩევნების მეორე ტურში წააგებდნენ და იგი (ფ-----ი) სიამაყით ვეღარ ივლიდა, ამასთან, დაემუქრა, რომ თუ დაარტყამდა, ძირს დაცემული ფეხზე ვეღარ ადგებოდა, რაზეც უპასუხა, რომ თავი დაენებებინა, თორემ პოლიციას გამოუძახებდა. ამის შემდეგ ა--------------მა მას (ფ------------------ს) ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ხელი მოკიდა მარცხენა მხარეს გულმკერდზე პერანგზე და ძლიერად შეანჯღრია, რაც ძალიან ეტკინა და დაიყვირა. ყვირილზე მოვიდნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები გ--------–--ე და ლ-–------–--ე, რომლებმაც ისინი გააშველეს. ინციდენტში გარკვევის შემდეგ გ--------–--ემ უთხრა ა--------------ს და მის თანმხლებ პირებს მათთვის თავი დაენებებინათ და წასულიყვნენ. წასვლამდე, სანამ ა--------------ი მანქანაში ჩაჯდებოდა, მას (ფ------------------ს) მიაძახა, რომ მაინც სცემდა და ვერსად დაემალებოდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსგავსად, სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს და სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის შეფასებას ფ------------------ის მიმართ დანიშნული და ჩატარებული, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნასთან დაკავშირებით. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი და დადასტურებულია ფ------------------ის სხეულზე დაზიანების ფაქტი, კერძოდ, ფ------------------ს აღენიშნება სისხლჩაქცევა გულმკერდის წინა ზედაპირზე მარცხნივ, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, რაც ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მიყენებულ დაზიანებასთან დაკავშირებით, შესამოწმებელმა (ფ------------------მა) განმარტა, რომ 29.10.2018წ. დაახლოებით 11:00 საათზე, ქ-----------–ში, თავისი სამსახურის წინ ნაცნობმა პირმა, პოლიტიკურ ნიადაგზე, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, გულმკერდის არეში მარცხნივ ჩაარტყა მუშტი.
ზემოხსენებულ მოწმეთა გამოკითხვის ოქმებისა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის (უდავო მტკიცებულებები) შეფასებისას, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მტკიცების საგნის თვალსაზრისით, აღნიშნულ მტკიცებულებებს შორის მნიშვნელოვანი და არსებითი ხასიათის წინააღმდეგობებია, რაც ეჭვის ქვეშ აყენებს მათ უტყუარობასა და დამაჯერებლობას. მოწმეები - ა---–-------------ი, ლ-–------–--ე და თვით ფ------------------იც უთითებენ, რომ ამ უკანასკნელის ა--------------თან ინციდენტის დროს, რა დროსაც ა--------------მა ფ------------------ს პერანგზე მოკიდა ხელი და ძლიერად შეანჯღრია, მათთან ერთად იმყოფებოდა გ--------–--ე, თუმცა ამ უკანასკნელმა მოწმედ გამოკითხვისას განაცხადა, რომ მას არ დაუნახავს, ა--------------ის მიერ ფ------------------ისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება. აგრეთვე, მოწმე ფ------------------ის გამოკითხვის ოქმში გადმოცემული ინფორმაცია, რომ ა--------------მა მას პერანგზე მოკიდა ხელი და ძლიერად შეანჯღრია, რაც ძალიან ეტკინა, ეწინააღმდეგება სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებისას ამავე პირის მიერ ექსპერტისთვის მიწოდებულ განმარტებას, რომ ნაცნობმა პირმა, პოლიტიკურ ნიადაგზე, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და გულმკერდის არეში მარცხნივ ჩაარტყა მუშტი. პერანგზე ხელის მოკიდება და შენჯღრევა და მუშტის ჩარტყმა კი ქმედებაში გამოხატული აბსოლუტურად სხვადასხვა ცნებებია. შესაბამისად, პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული (ფ------------------ის ეპიზოდში) ბრალდების აღწერილობითი ნაწილი არ ემთხვევა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულ, დაზარალებულისთვის გულმკერდის არეში დაზიანების მიყენების გარემოებას. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსგავსად, სააპელაციო პალატისთვის გაუგებარია, პერანგზე მოქაჩვით და ძლიერად შეჯანჯღარებით (თუ გავიზიარებთ ფ------------------ის გამოკითხვის ოქმში გადმოცემულ ინფორმაციას, რაც, როგორც აღინიშნა, ეწინააღმდეგება მოწმედ გამოკითხული გ--------–--ის ჩვენებას) როგორ მიადგა ფ------------------ს სისხლჩაქცევა გულმკერდის წინა ზედაპირზე მარცხნივ, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, რაც დადგენილია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოსაზრებას, რომ სასამართლო არ არის უფლებამოსილი შეცვალოს ბრალდების არსი, გასცდეს ბრალდების ფარგლებს და მიუთითოს დანაშაულის ჩადენის ისეთი გარემოების შესახებ (მოცემულ შემთხვევაში დაზიანების მიყენება გულმკერდის არეში მუშტის დარტყმით), რაც არ წარმოადგენს ბრალდების ნაწილს.
ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ არც გამოძიების და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული პირდაპირი, უტყუარი, აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ ა--------------მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (ფ------------------ის ეპიზოდში). შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი ბრალდების ამ ეპიზოდში სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა ა--------------ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე–7 ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ, აშკარა და პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ საქმეში კი არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა იმის თაობაზე, რომ ა--------------მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (ფ------------------ის ეპიზოდში).
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 თებერვლის განაჩენი ა--------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, -
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორ გ---------–---------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 თებერვლის განაჩენი მსჯავრდებულ ა--------------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;
ა--------------ი ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 29 ოქტომბრის ფ------------------ის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
ა--------------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 26 მაისის ე-–--------–---ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი;
ცნობად იქნას მიღებული, რომ ა--------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია და გირაოს შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახილი თანხა;
პირობით მსჯავრდებულ ა--------------ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულმა ბიურომ, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით; მსჯავრდებულ ა--------------ს დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი;
ნივთიერი მტკიცებულება:
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
საქმეზე დართული 5 ცალი დისკი, შენახული იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
ციფრული ვიდეოჩამწერები, რომელიც ინახება ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის ადმინისტრაციულ შენობაში გამომძიებელ მიხეილ ჯინჯოლიასთან, დაუბრუნდეს მათ მესაკუთრეებს;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გ. კახეთელიძე