განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.04.2019
საქმის ნომერი
330210017002179766
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
მემკვიდრეობითი დავები
თარიღი
24.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/3615-18 12 დეკემბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი - ნატალია ნაზღაიძე

მოსამართლეები – მაია სულხანიშვილი, ირაკლი ბონდარენკო

 

სხდომის მდივანი – მაკა ბუიღლიშვილი

 

აპელანტი - ი-----–-----------–--ე

წარმომადგენელი - ნ----------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - თ------------ე, დ------------ე

წარმომადგენელი - ნ---------–--------–ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. 2----–-–------------ს ნოტარიუს ი-------------–---ის მიერ თ------------ის სახელზე 2----–-–-----------------ს გარდაცვლილი ს------------ის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის (რეესტრში რეგისტრაციის N---------) ბათილად ცნობა;

 

1.2. 2015 წლის 06 მარტს თ------------ესა და დ------------ეს შორის დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა;

 

1.3. ი-----–-----------–--ესა და ს------------ეს (გარდაცვალების თარიღი 2--------- წელი) შორის 1----–-–------------–ს არსებული ქორწინების რეგისტრაციის ფაქტის დადგენა;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით ი-----–-----------–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

3. გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოსარჩელემ სააპელაციო საჩივრით და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

4.1. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა, რამაც საბოლოოდ საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება განაპირობა. კერძოდ, სასამართლომ სათანადო შეფასება არ მისცა საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულბებს: 1) საცხოვრებელი სადგომის ორდერს #------, სადაც სადგომში მაცხოვრებლად მითითებულია ი-----–-----------–--ე, მისი და და მეუღლე - ს------------ე; 2) ს------------ის განცხადებას, სადაც იგი აცხადებს, რომ არ აქვს პრეტენზია მისი მეუღლის ი-----–-----------–--ის ბინაში ჩაწერაზე; 3) საქართველოს რესპუბლიკის ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის 1997 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებას; 4) ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის 1997 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილებას #------ 5) ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 19.06.2014 წლის გადაწყვეტილებას. აპელანტის მოსაზრებით, აღნიშნული მტკიცებულებები საკმარისი საფუძველია სარჩელის დაკმაყოფილებისათვის.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

7. განსახილველ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

ფაქტობრივ/სამართლებრივი დასაბუთება

 

8. პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

8.1. ს------------ე გარდაიცვალა 2----–-–-----------------ს, რომლის დანაშთ სამკვიდრო ქონებას წარმოადგენს უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე, ქ. თბილისი, წ---------------- (საკადასტრო კოდი N----------------) და მდებარე ქ. თბილისი, წ--------------- (საკადასტრო კოდი N----------------) ერთი მეორედი ნაწილი;

 

8.2. 2----–-–------------ის ნოტარიუსის დადგენილებით, ი-----–-----------–--ეს უარი ეთქვა ს------------ის დანაშთ ქონებაზე კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე, სასამართლოში ი-----–-----------–--ესა და ს------------ეს შორის ქორწინების რეგისტრაციის ფაქტის დადგენამდე, ხოლო სამკვიდრო მოწმობის გაცემა გადაიდო მამკვიდრებლის დების - მ-----ე და თ------------ეების - მიმართ კანონით დადგენილი ვადით;

 

8.3. 2----–-–------------ს ნოტარიუსის მიერ გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის მიხედვითაც, თ------------ემ, როგორც აწ გარდაცვლილი ს------------ის დანაშთ ქონებაზე მეორე რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ (დამ), საკუთრებაში მიიღო ს------------ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: 1. ქ. თბილისი, წ---------------- (ს/კ 0---------------) და 2. ქ. თბილისი, წ--------------- (ს/კ 0---------------) მდებარე უძრავი ქონებიდან ს------------ის კუთვნილი წილი.

 

8.4. ნოტარიუსმა, 2----–-–------------ს, მოსარჩელე ი-----–-----------–--ეს გაუგზავნა მიმართვა, რომლითაც 2-----–-–-----------------ის განცხადების პასუხად აცნობა, რომ ი-----–-----------–--ის მიერ ვერ იქნა წარდგენილი მასსა და გარდაცვლილს (მამკვიდრებელს) შორის ნათესაური კავშირის (ქორწინების რეგისტრაციის) დამადასტურებელი დოკუმენტი, ამასთანავე ნოტარიუსისათვის არ არის ცნობილი სანოტარო მოქმედების შესრულების გადადების და შეჩერების „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შესახებ. ამავე დღეს ნოტარიუსის მიერ გაცემული იქნა სამკვიდრო მოწმობა გარდაცვლილის დის - თ------------ის სახელზე;

 

8.5. მოპასუხე თ------------ემ სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მიღებული სამკვიდრო ქონება, მდებარე: 1. ქ. თბილისი, წ---------------- (ს/კ 0---------------) და 2. ქ. თბილისი, წ--------------- (ს/კ 0---------------)-იდან შესაბამისი წილი, 2015 წლის 06 მარტის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებებით საკუთრებაში გადასცა მოპასუხე - დ------------ეს და ეს უკანასკნელი საჯარო რეესტრში აღირიცხა სადავო უძრავი ქონებების მესაკუთრედ;

 

8.6.1. 2----–-–------------ს, ი-----–-----------–--ემ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა მასსა და 2----–-–-----------------ს გარდაცვლილ ს------------ეს შორის ქორწინების რეგისტრაციის ფაქტის დადგენა.

 

8.6.2. საქმის უდავო წარმოების დროს, ი-----–-----------–--ის მიერ წარდგენილი იქნა 1997 წლის 01 ივლისის N----- თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საბურთალოს რაიონის გამგეობის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და საბურთალოს რაიონის გამგეობას უარი ეთქვა ი-----–----–--–--ს ასული გ------–--ის, ნ------–--–--ს ასული გ------–--ისა და ს-------------ის ძე ბ-----ის ქ. თბილისში, წ----------------–--–------დან გამოსახლების ნაწილში. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში ი-----–-----------–--ე და ს------------ე მოხსენიებულნი არიან მეუღლეებად. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობამ, 1997 წლის 16 ივლისს, მიიღო N-------- გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, რაიონის კეთილმოწყობისა და საბინაო საკითხთა გაერთიანებას დაევალა, წ----------------–--–------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის, 4---- კვ.მ. საერთო ფართით, ბალანსზე აყვანა და გაფორმება მოქალაქე ი-----–-----------–--ის სამსულიან ოჯახზე (თვითონ, და და მეუღლე). აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე გაიცა ორდერი N------, სადაც მითითებულნი არიან გ------–--ე ი.შ. თვითონ, დაბადების წელი 1---, ბ-----ე ს.რ. მეუღლე, დაბადების წელი 1--- და გ------–--ე ნ.შ., და, დაბადების წელი 1---. აღნიშნული მტკიცებულება არ იქნა გაზიარებული სასამართლოს მიერ, ვინაიდან მითითებული მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა ის გარემოება, რომ ს------------ე და ი-----–-----------–--ე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში.

 

8.6.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 10 სექტემბრის დადგენილებით, ი-----–-----------–--ის განცხადება არ დაკმაყოფილდა.

 

8.6.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 03 ნოემბრის განჩინებით ი-----–-----------–--ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 10 სექტემბრის დადგენილება.

 

8.6.5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 17 თებერვლის განჩინებით, ი-----–-----------–--ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 3 ნოემბრის განჩინება ი-----–-----------–--ის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და თბილისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრი მოსამართლის 2014 წლის 10 სექტემბრის დადგენილება ი-----–-----------–--ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ი-----–-----------–--ის 2----–-–------------ის განცხადება, მემკვიდრეობის მისაღებად იურიდიული მნიშვნელობის მქონე - ქორწინების რეგისტრაციის ფაქტის დადგენის შესახებ, დარჩა განუხილველად;

 

9. 2015 წლის 20 მარტს მოსარჩელე ი-----–-----------–--ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა 2----–-–------------ს ნოტარიუს ი-------------–---ის მიერ თ------------ის სახელზე, 2----–-–-----------------ს გარდაცვლილი ს------------ის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე, გაცემული სამკვიდრო მოწმობის (რეესტრში რეგისტრაციის N---------), 2015 წლის 06 მარტს თ------------ესა და დ------------ეს შორის დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ი-----–-----------–--ესა და ს------------ეს (გარდაცვალების თარიღი 2--------- წელი) შორის, 1----–-–---------------ს არსებული ქორწინების რეგისტრაციის ფაქტის დადგენა, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილფდა.

 

10. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ ი-----–-----------–--ის მოთხოვნა ქორწინების რეგისტრაციის ფაქტის დადგენის თაობაზე სამართლებრივად დაუსაბუთებულია და გასაჩივრებული გადაწყვეტილებით იგი მართებულად არ დაკმაყოფილდა, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

10.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში გარდაცვლილის შვილები, მეუღლე და მშობლები. მეორე რიგში - გარდაცვლილის დები და ძმები.

 

10.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1337-ე მუხლის თანახმად, წინა რიგის თუნდაც ერთერთი მემკვდრის არსებობა გამორიცხავს შემდგომი რიგის მემკვიდრეობას.

 

10.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად, 1. სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. 2. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს რომ მან სამკვიდრო მიიღო. ამავე კოდექსის 1424-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.

 

10.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1500-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდრო მოწმობა ეძლევათ მემკვიდრეებს სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ ნებისმიერ დროს. ექვს თვეზე ადრე სამკვიდრო მოწმობა გაიცემა იმ შემთხვევებში, თუ სანოტარო ორგანოს მოეპოვება ცნობა, რომ მოწმობის მთხოვნელ პირთა გარდა, სხვა მემკვიდრეები არ არიან.

 

10.5. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნოტარიუსის 2----–-–------------ის დადგენილებით ი-----–-----------–--ეს ს------------ის დანაშთ ქონებაზე კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარი ეთქვა სასამართლოში ი-----–-----------–--ესა და ს------------ეს შორის ქორწინების რეგისტრაციის ფაქტის დადგენამდე. ხოლო მამკვიდრებლის დების - მ-----ე და თ------------ეების მიმართ სამკვიდროს მოწმობის გაცემა გადაიდო კანონით დადგენილი ვადით.

 

10.6. დადგენილია, რომ ნოტარიუსთან დადგენილ ვადაში ი-----–-----------–--ის მიერ ვერ იქნა წარდგენილი შესაბამისი დასაბუთებული პრეტენზია პირველი რიგის მემკვიდრის არსებობის თაობაზე. ი-----–-----------–--ემ მართალია მიმართა ნოტარიუსს სამკვიდრო მოწმობის მიღების მოთხოვნით, თუმცა მან ვერ შეძლო ნოტარიუსისათვის სათანადო დოკუმენტაციის - ქორწინების მოწმობის დედნის წარდგენა, რაც მას, როგორც პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეს, უფლებას მისცემდა მოეთხოვა სამკვიდრო მოწმობის მიღება აწ გარდაცვლილი ს------------ის დანაშთ ქონებაზე.

 

10.7. მოსარჩელის განმარტებით, იგი 1----–-–---------------დან იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში აწ გარდაცვლილ ს------------ესთან. აღნიშნულის დასტურად საქმეში წარმოდგენილია 0--------- წელს გაცემული ქორწინების მოწმობის ასლი (აქტის ჩანაწერი N--);

 

10.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში (შემდგომ – სააგენტოს ტერიტორიული სამსახური).

 

10.9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლის მიხედვით, წერილობითი მტკიცებულება, როგორც წესი, წარდგენილ უნდა იქნეს დედნის სახით. თუ წარდგენილია საბუთის ასლი, სასამართლოს, მხარეთა შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით, შეუძლია მოითხოვოს დედნის წარდგენა. საბუთის ასლისათვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მინიჭება დამოკიდებულია სასამართლოს შეხედულებაზე.

 

10.10. მოცემულ შემთხვევაში, სადავოა ქორწინების რეგისტრაციის ფაქტი. შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილ ქორწინების მოწმობის ასლს ვერ მიენიჭება უდავო მტკიცებულებითი მნიშვნელობა. ქორწინების რეგისტრაციის ფაქტი უნდა დადგინდეს მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

10.11. ს------------ე, როგორც მისამართზე ქ. თბილისი, წ-----------------ში, მარტო მცხოვრები პირი, 0--------- წლის მონაცემებით, რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებდა ყოველთვიურად საარსებო შემწეობას, პერიოდი 0--------- წლიდან - 0--------- წლამდე; აღნიშნულ მონაცემთა შესაბამისად, ს------------ის ოჯახის წევრთა მონაცემებში ი-----–-----------–--ე მითითებული არ არის.

 

10.12. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის ცნობით, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, გასცეს ცნობა აწ გარდაცვლილი ს------------ის ქორწინების მდგომარეობის შესახებ, ვინაიდან, სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზა არ შეიცავს ქორწინების აქტის ყველა ჩანაწერს და აქედან გამომდინარე არ არის სრულყოფილი. სახელმწიფო განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემების მიხედვით, ს------------ე არ იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში;

 

10.13. საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო აქტებისა და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის 2014 წლის 29 აგვიტოს მიმართვის საფუძველზე პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამეურნეო განყოფილებიდან ქ. რუსთავის მმრ განყოფილებაზე 1995 წელს გადაცემული იყო ქორწინების ბლანკიანი მოწმობები სერიით და ნომრით ა--------------. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს არ გააჩნია ინფორმაცია აღნიშნული ბლანკების სრულად გახარჯვის თაობაზე. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს არ გააჩნია ინფორმაცია ქორწინების მოწმობის V----------- გაცემის ფაქტის თაობაზე. რუსთავის მმრ განყოფილების მიერ N-- და N-- ქორწინების აქტების ჩანაწერები რეგისტრირებულია 1995 წლის 13 მაისს. რუსთავის მმრ განყოფილების მიერ 1----–-–---------------ს N-- ქორწინების აქტის ჩანაწერის რეგისტრაცია სავარაუდოდ შეუძლებელი იქნებოდა, ვინაიდან, ამ თარიღში რეგისტრირებულია N--- და N--- ქორწინების აქტის ჩანაწერები. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში არ მოიპოვება ინფორმაცია, რუსთავის მმაჩის ბიურო 1995 წელს გახარჯავდა თუ არა ქორწინების მოწმობის ბლანკს V------------. რუსთავის მმრ განყოფილების მიერ 1995 წლის ქორწინების აქტების ჩანაწრების სარეგისტრაციო წიგნები არ არის დაკარგული, დაზიანებული, აქტები გამოტოვებული ან/და ამოხეული, არქივი განადგურებული არ არის. ამასთან, შემოწმდა ქ. რუსთავის ქორწინების სახლის 1995 წლის სააქტო ჩანაწერები, მოწმობა სერიითა და ნომრით V----------- რუსთავის ქორწინების სახლის მიერ 1995 წელს არ გაცემულა. რუსთავის ქორწინების სახლში 1995 წელს ქორწინების აქტი N-- და N-- რეგისტრირებულია 1995 წლის 25 მარტს. რუსთავის ქორწინების სახლის არქივში 1995 წლის ბლანკების მიღებისა და გაცემის ჟურნალის არ არსებობის გამო არ მოიპოვება ინფორმაცია V----------- ბლანკების ხარჯვის შესახებ.

 

10.14. თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემული ცნობების თანახმად, შემოწმდა 1995 წლის ქ. რუსთავის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსა და ქ. რუსთავის ქორწინების სახლის მიერ 1995-1997 წლებში რეგისტრირებული ქორწინების აქტის ჩანაწერები, სახელმწიფო სერვისების განვითარების თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის არქივში დაცული რუსთავის მმაჩის განყოფილების რუსთავის ქორწინების სახლის და თბილისის არქივში დაცული ვაკის რაიონის მმაჩის განყოფილების 1995-1997 წლების ჩანაწერები, ასევე, შემოწმდა 1996-1997 წლის ვაკის და საბურთალოს სარ განყოფილების ალფაბეტური, თბილისის არქივში დაცული წყნეთის სასოფლო საბჭოს 1996-1998 წლების ჩანაწერები და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული მონაცემების მიხედვით 2011-2013 წლის ქორწინების აქტის ჩანაწერები და შემოწმების შედეგად, ი-----–-----------–--ესა და ს------------ეს შორის ქორწინების აქტის ჩანაწერი არ აღმოჩნდა.

 

10.15. პალატა აღნიშნავს, რომ სასარჩელო წარმოების მიმდინარეობისას, სასამართლო ადგენს უკვე რეგისტრირებული ქორწინების ფაქტს და მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი მტკიცებულება (ქორწინების აქტის ჩანაწერი, ასეთის არ არსებობის შემთხვევაში, ცნობა მისი განადგურების შესახებ), რაც დაადასტურებს, რომ არსებობდა რეგისტრირებული ქორწინება, თუმცა სააქტო ჩანაწერი განადგურებულია, ან სხვა რაიმე მიზეზის გამო ვერ მოიძებნა. მოცემულ შემთხევაში, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებებით დგინდება, რომ ი-----–-----------–--ესა და აწ გარდაცვლილ ს------------ეს შორის ქორწინება რეგისტრირებული არ არის, მათ შორის რეგისტრირებული ქორწინების შესაბამისი ჩანაწერი მარეგისტრირებელ ორგანოში ვერ მოიძებნა და ამასთან, არ არის განადგურებული მხარის მიერ მითითებული პერიოდისათვის, 1----–-–------------ს თვეში რუსთავის მმრ განყოფილების მიერ რეგისტრირებული სამოქალაქო აქტები.

 

10.16. საქმეზე მოწმის სახით დაკითხული ლ--–------–--–---–ისა და მ-----ე გ---------ას ჩვენებების თანახმად, მართალია, ი-----–-----------–--ე და ს------------ე წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ როგორც ცოლ-ქმარი, თუმცა, ი-----–-----------–--ეს და ს------------ეს შორის ქორწინების რეგისტრაციის თაობაზე მათთვის არ არის ცნობილი, მათ არ უნახავთ ქორწინების მოწმობა ან რაიმე დოკუმენტი, ფოტოსურათი, რაც შემხებლობაში იქნებოდა ი-----–-----------–--ისა და ს------------ის ქორწინების რეგისტრაციის ფაქტთან. მოწმეებს ნ-----–-------------ს (აწ გარდაცვლილი ს------------ის ნათლია), გ-----------–-–---–ის (ს------------ის ბიძაშვილი) და მ-------------ის (ს------------ის დეიდაშვილი) ჩვენებებიდან გამომდინარე, არც ერთი მათგანისთვის ცნობილი არ იყო, ი-----–-----------–--ის, როგორც ს------------ის მეუღლის არსებობის შესახებ. მათ იცოდნენ, რომ ს------------ე არ იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში, არ იცნობდნენ ი-----–-----------–--ეს, როგორც ს------------ის მეუღლეს. მათი განცხადებით, ს------------ესთან არსებული ახლო, ხშირი ურთიერთობიდან გამომდინარე, მათ აუცილებლად ეცოდინებოდათ, ს------------ეს მეუღლე (რეგისტრირებულ ქორწინებაში) რომ ჰყოლოდა.

 

10.17. პალატა განმარტავს, რომ სასამართლო ადგენს ქორწინების რეგისტრაციის ფაქტს და არ არის უფლებამოსილი, მოახდინოს პირთა შორის ქორწინების ფაქტის დადგენა. მოცემულ შემთხვევაში, არ იქნა წარმოდგენილი ქორწინების მოწმობის დედანი, მარეგისტრირებელ ორგანოში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, ვერ მოიძებნა ჩანაწერი რუსთავის მმრ განყოფილების მიერ 1----–-–---------------ს N-- ქორწინების აქტის ჩანაწერის თაობაზე. ის გარემოება, რომ ვერ იქნა მოძიებული ქორწინების მოწმობის დედანი და ამასთან, მარეგისტრირებელი ორგანოს განმარტებით, რუსთავის მმრ განყოფილების მიერ 1----–-–---------------ს N-- ქორწინების აქტის ჩანაწერის რეგისტრაცია სავარაუდოდ შეუძლებელი იქნებოდა აქტის ჩანაწერების ნუმერაციის გათვალისწინებით (ამ თარიღში რეგისტრირებულია N--- და N--- ქორწინების აქტის ჩანაწერები), ეჭქვეშ აყენებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ქორწინების მოწმობის ასლის ნამდვილობას. შესაბამისად, სასამართლო მას (ქორწინების მოწმობის ასლს) მტკიცებულებით მნიშვნელობას ვერ მიანიჭებს და მას, როგორც სამართლებრივი ურთიერთობის დადგენ დოკუმენტს ვერ განიხილავს, საეჭვოა რა, მისი ნამდვილობის საკითხი. მოპასუხის განმარტებით, მას მიმართული აქვს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოებისათვის, საქმეში წარმოდგენილი ქორწინების მოწმობის სიყალბის დადგენის მიზნით, თუმცა, კონკრეტული შედეგი ამ საკითხთან მიმართებით ჯერ არ დამდგარა.

 

10.18. იმ გარემოების დასადგენად, რომ ი-----–--- გ------–--ესა და ს------------ეს შორის ნამდვილად არსებობდა ქორწინება, მოსარჩელე მიუთითებს 1997 წლის 01 ივლისის N----- თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლითაც საბურთალოს რაიონის გამგეობის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და საბურთალოს რაიონის გამგეობას უარი ეთქვა ი-----–----–--–--ს ასული გ------–--ის, ნ------–--–--ს ასული გ------–--ისა და ს-------------ის ძე ბ-----ის ქ. თბილისში, წყნეთის გ-------–--–-------დან გამოსახლების ნაწილში. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში ი-----–-----------–--ე და ს------------ე მოხსენიებულნი არიან მეუღლეებად. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობამ, 1997 წლის 16 ივლისს მიიღო N-------- გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, რაიონის კეთილმოწყობისა და საბინაო საკითხთა გაერთიანებას დაევალა, წ----------------–--–------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის, 4---- კვ.მ. საერთო ფართით, აყვანა ბალანსზე და გაფორმება მოქალაქე ი-----–-----------–--ის სამსულიან ოჯახზე (თვითონ და და მეუღლე). ხსენებული გადაწყვეტილების საფუძველზე გაიცა ორდერი N------, სადაც მითითებულნი არიან გ------–--ე ი.შ. თვითონ, დაბადების წელი 1---, ბ-----ე ს.რ. მეუღლე, დაბადების წელი 1--- და გ------–--ე ნ.შ. და, დაბადების წელი 1---.

 

10.19. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1997 წლის 01 ივლისის N----- გადაწყვეტილებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ ს------------ე და ი-----–-----------–--ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ. ქორწინება - ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რეგისტრირებული უნდა იყოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში, წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნული კავშირი ვერ მიიჩნევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ ქორწინებად, რაც განსახილველ შემთხვევაში არ დგინდება. ამასთან, მოპასუხე მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში ს------------ის, როგორც მეუღლის მითითება მოხდა ი-----–-----------–--ის მიერ და ამას რაიმე ოფიციალური დოკუმენტი არ ედო საფუძვლად. აღნიშნულ დავაში მეუღლეთა ქორწინების საკითხი სასამართლოს კვლევის საგანი არ გამხდარა. საგულისხმოა გარემოება, რომ საქმეში წარმოდგენილია ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს ვაკის მიმართულების I----–----–ის პატრულ-ინსპექტორის მიერ 2----–-–------------------ს შედგენილი ოქმი, სადაც ი-----–-----------–--ის განცხადებით, იგი აწ გარდაცვლილ ს------------ესთან იმყოფებოდა არაოფიციალურ ქორწინებაში, რაც მიუთითებს სწორედ, ი-----–-----------–--ესა და ს------------ეს შორის არარეგისტრირებულ, ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობებზე.

 

10.20. სამოქალაქო კოდექსის 105-ე მუხლის საფუძველზე სასამართლო მტკიცებულებათა შეფასებას ახდენს ორი თვალსაზრისით, მათი სარწმუნოობის და არასარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ეს მტკიცებულება. მტკიცებულებათა შეფასება მოსამართლის შინაგანი რწმენით არ ნიშნავს სრულიად უანგარიშგებო დასკვნების გაკეთების თავისუფლებას. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში უნდა მიუთითოს მოსაზრებაზე, რის გამოც მან ზოგიერთი მტკიცებულება ცნო უტყუარად, ხოლო სხვები სარწმუნოდ. მტკიცებულებათა შეფასებაში სასამართლოს თავისუფლება, მისი დამოუკიდებლობა ფაქტისა და უფლების შესახებ საკითხის გადაწყვეტაში უზრუნველყოფილია შემდეგი პრინციპით: არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ნებისმიერი მტკიცებულება სასამართლომ შეიძლება უარყოს და ან პირიქით, მიიღოს, თუ მტკიცებულების ობიექტური შინაარსი შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. საპროცესო კანონმდებლობით თითოეულ მხარეს ევალება წარადგინოს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ისეთი მტკიცებულებები, რომელიც მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის შესატყვისად, აძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული გარემოება თუ ფაქტი დაადასტუროს. სასამართლო ერთობლივად აანალიზებს მტკიცებულებებს და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიდის დასკვნამდე მხარის მოსაზრების დასამტკიცებლად თითოეულის ვარგისიანობისა და სამართლებრივი წონადობის თაობაზე.

 

10.21. განსახილველ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება და ვერ წარადგინა სათანადო მტკიცებულებები იმისა, რომ იგი ს------------ესთან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა, რაც ქორწინების რეგისტრაციის არსებობის ფაქტის დადგენაზე უარის თქმის საფუძველია, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელე ი-----–-----------–--ე არ წარმოადგენს მამკვიდრებელ ს------------ის პირველი რიგის მემკვიდრეს (მეუღლეს) და მას დანაშთ ქონებაზე პირადი და ქონებრივი უფლებები არ გააჩნია.

 

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არასებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.

 

12. დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის თანახმად, აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესი განიმარტება, როგორც სამართლებრივი შედეგი (მოცემულ შემთხვევაში - სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ აღიარება), რომლის მიღწევაც სურს დაინტერესებულ პირს და იგი არსებობს იმ შემთხვევაში, თუ საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, იკვეთება აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილებით მისი მიღწევის შესაძლებლობა. ხოლო თუ აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შედეგად მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგი ვერ მიიღწევა, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება გაუმართლებელია.

 

13. მოცემულ შემთხვევაში, თ------------ესა და დ------------ეს შორის დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სადავო უძრავ ნივთზე აღდგება თ------------ის საკუთრების უფლება, თ------------ის მიმართ გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის შემთხვევაში სადავო ქონება დაუბრუნდება სამკვიდრო მასას. იმ გარემოების გათვალისწინებით რომ სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია ი-----–-----------–--ის სასარჩელო მოთხოვნა ქორწინების რეგისტრაციის არსებობის ფაქტის დადგენის ნაწილში, შესაბამისად, თ------------ესა და დ------------ეს შორის დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებისა და სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა მოსარჩელისათვის სამართლებრივი შედეგის მომტანი არ იქნება, რაც იურიდიული ინტერესის არარსებობის გამო სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილზე უარის თქმის საკმარისი საფუძველია.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

14. პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.

 

საპროცესო ხარჯები

 

15. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ი-----–-----------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხა–დებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: ნატალია ნაზღაიძე

 

მოსამართლეები: მაია სულხანიშვილი

 

ირაკლი ბონდარენკო