განაჩენი

სისხლის სამართლის 24.04.2019
საქმის ნომერი
330100116001622906
ინსტანცია
თარიღი
24.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100116001622906

საქმე №1ბ/1470-18წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

24 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მზია ლომთათიძემ

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებელ - ინ----------–---–ის

ადვოკატ - ამ-----------–---–ის

მსჯავრდებულ - ცო-----------ას

მონაწილეობით,მსჯავრდებულ ცო-----------ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ამ-----------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

ცო-----------ას მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 08 აგვისტოს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №0----------), ნასამართლევის, რეგისტრირებულის ქ. თბილისი, ა-----------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების ქ. თბილისი, ფ-----------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 03 ოქტომბრის განაჩენით ცო-----------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2016 წლის 25 ოქტომბერს მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

ცო-----------ას მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

 

2016 წლის 25 ოქტომბერს, დაახლოებით 14 საათზე, ქ. თბილისში, მ---------------------------------–------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცო-----------ამ შმ-----------–---–ს ზურგის არეში მჩხვლეტავ-მჭრელი იარაღით მიაყენა ჭრილობა, რაც სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მიეკუთვნება ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ცო-----------ას ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ამ-----------–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ცო-----------ას მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

აპელანტის განმარტებით, მოწმეებმა - შო----------ემ, მა-–------------–---–მა და ალ-------------------მა ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები მისცეს, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა. არც ერთი მოწმე ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ცო-----------ამ შმ-----------–---–ი ზურგში დაჭრა, არც ერთ მოწმეს დაუნახავს ცო-----------ას ხელში დანა. არსებობს მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება, რომ ცო-----------ამ ავტომობილიდან ამოიღო რაღაც ნივთი, გახსნა დიდი დანა, ზურგიდან მიეპარა და დაარტყა. დაზარალებულის აღნიშნული ჩვენება კატეგორიულად გამორიცხა მოწმე შ----- კ------ემ, რომელმაც განმარტა, რომ კარგად ხედავდა, ცო-----------ა ავტომობილთა არ მისულა, კარები არ გამოუღია და შესაბამისად, არც ავტომობილიდან ამოუღია რაიმე, თუმცა ამ ნაწილში სასამართლომ არ გაიზიარა შო----------ის ჩვენება, განსხვავებით ჩვენების იმ მონაკვეთისა, სადაც ამ უკანასკნელმა აჩვენა, რომ დაინახა, ცო-----------ამ ზურგში ორჯერ მუშტი როგორ ჩაარტყა შმ-----------–---–ს. აპელანტი მიუთითებს, რომ ასეთ შემთხვევაში, შმ-----------–---–ს, ორი ჭრილობა უნდა ჰქონოდა და არა ერთი, როგორც ეს საქმის მასალებითაა დადგენილი. სასამართლოს არ აუხსნია აღნიშნული წინააღმდეგობაც. აპელანტის განმარტებით, დაცვის მხარემ სცადა შო----------ის ჩვენების დაზუსტება-აღდგენა იმ კუთხით, რომ გაერკვია სად იდგა იგი და რატომ ვერ დაინახა ცო-----------ას მუჭში დანის ჭერის ფაქტი, თუმცა ეს შეუძლებელი გახდა შო----------ის არადამაჯერებელი და არასარწმუნო განმარტებების გამო. აპელანტის აზრით, სასამართლო სავარაუდოდ დაეყრდნო მა-–------------–---–ისა და შო----------ის ჩვენებებს, რომელთა მიხედვით, დაზარალებულმა ყვირილით - ც------მ დამჭრაო, საწადელს მიაღწია. ასევე, მწირია სასამართლოს მსჯელობა ალ-------------------თან დაკავშირებით და დაუსაბუთებელია მსჯელობა, მოწმეების სამსახურიდან გათავისუფლების კუთხით ცო-----------ას უფლებამოსილებასთან მიმართებაში.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე საქმის განხილვისას მსჯავრდებულმა ცო-----------ამ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ამ-----------–---–მა მხარი დაუჭირეს თავისი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებელმა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება და სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში განიხილა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ცო-----------ას დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას მსჯავრდებულ ცო-----------ას უდანაშაულობის თაობაზე, ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დასტურდება, რომ ცო-----------ამ ნამდვილად ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა მხოლოდ დაზარალებულ შმ-----------–---–ის ჩვენება ცო-----------ას მიერ მისი დანით დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით, ვინაიდან სასამართლოში დაკითხული არცერთი მოწმე ადასტურებს ცო-----------ას ხელში დანის ქონის ფაქტს. ამასთან, მოწმეთა ჩვენებები წინააღმდეგობრივია.

 

აპელანტის მითითებას, აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებში წინააღმდეგობის არსებობის შესახებ, პალატა არ იზიარებს და განმარტავს, რომ მოწმის ჩვენების სანდოობის შემოწმებისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოწმის ჩვენების თანმიმდევრულობაზე, კატეგორიულობაზე, თანხვედრაზე სხვა მტკიცებულებებსა და ფაქტობრივ გარემოებებთან, ასევე ამოწმებს მოწმის მახსოვრობის უნარს, შეუძლია თუ არა აღიდგინოს არსებითი ფაქტები, რომელთა თვითმხილველიც გახდა. მოცემულ შემთხვევაში, მოწმეთა ჩვენებებს შორის რაიმე სახის არსებით აცდენას ადგილი არ ჰქონია. ისინი ძირითად ფაქტობრივ გარემოებებს ნათლად და თანმიმდევრულად გადმოსცემენ და ამყარებენ დაზარალებულის ჩვენებას, კერძოდ:

 

დაზარალებულმა შმ-----------–---–მა განმარტა, რომ 2016 წლის 25 ოქტომბერს, შემთხვევის ადგილზე მისი არასრულწლოვანი შვილის - შ----- ნა-----–---–ის სარდაფში უგონო მდგომარეობაში ნახვის შემდეგ, იქ შეკრებილ პირებს - ალ-------------------ს, მ------ მ----------ს, მა-–------------–---–ს და ცო-----------ას უსაყვედურა, თუ რატომ არ მიაქციეს ბავშვს ყურადღება. პირველად კონფლიქტი მოუვიდა ალ-------------------თან, რომელსაც დაარტყა და ალ-------------------ი ძირს დაეცა. ალ---------ე გაარიდეს მას, რის შემდეგაც შმ-----------–---–მა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ცო-----------ას, რომელსაც ადანაშაულებდა, რომ, როგორც ბრიგადირმა სათანადო ყურადღება არ მიაქცია თანამშრომელს. ცო-----------ა გაიქცა თავისი მანქანისკენ, რომელიც ახლოს იდგა, კარები გააღო, რაღაც ამოიღო და როდესაც 2-3 მეტრში მიუახლოვდა შმ-----------–---–ს, გახსნა დანა და დაარტყა ზურგის არეში. მეორედაც მომზადებული ჰქონდა დასარტყმელად, თუმცა ასცდა, ამასთან, მის ყვირილზე, რომ ც------მ დაჭრა, თანამშრომლები, რომლებიც მათთან ახლოს იდგნენ, მივარდნენ გასაშველებლად.

აპელანტს მიაჩნია, რომ დაზარალებულის ჩვენება არ არის გამყარებული მოწმეთა ჩვენებებით, რომლებიც ასევე ურთიერთსაწინააღმდეგოა.

აპელანტის მოსაზრება უსაფუძვლოა და არ გამომდინარეობს სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებიდან, ვინაიდან მოწმები ადასტურებენ იმ ფაქტს რისი თვითმხილველნიც თავად გახდნენ, ამასთან მათი ჩვენებები არ მოდის წინააღმდეგობაში დაზარალებულის ჩვენებასთან, კერძოდ:

 

მოწმე შო----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცო-----------ა შემთხვევის ადგილზე მივიდა მანქანით, რა დროსაც შმ-----------–---–ი მისკენ გაემართა გინებით - ჩემი შვილის უფროსი ხარ და როგორ დაალევინეო. მან თვალნათლივ დაინახა, როგორ დაარტყა ცო-----------ამ შეკრული მუშტი ორჯერ შმ-----------–---–ს ბეჭებში, რატომ მაგინებო. შ---- ყვიროდა, ც------მ დამჭრაო, გადაიწია ქურთუკი და შო----------ესა და იმ მომენტში ადგილზე მისულ მა-–------------–---–ს აჩვენა ჭრილობა, მას ზურგის არეში მოსდიოდა სისხლი. აღნიშნულის შემდეგ, ცო-----------ა მანქანაში ჩაჯდა და წავიდა, შემთხვევის ადგილზე კი მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები. მოწმის განმარტებით, ც------ს მიერ შ----ს მიმართ განხორციელებული დარტყმების დროს, იდგა მათგან დაახლოებით 4 მეტრში და ისეთი მდებარეობით, რომ ვერ დაინახავდა, რა ეჭირა მას ხელში.

 

მოწმე მა-–------------–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ ცო-----------ამ, რომელიც შემთხვევის დღეს ასრულებდა მათი ბრიგადირის მოვალეობას, ის და მ------ მ----------ი წაიყვანა კუთვნილი მანქანით ნ----–---–-- ქუჩაზე მდებარე სკვერის დასასუფთავებლად და იქ დატოვა. სამუშაოს შესრულების შემდეგ, ისინი დაახლოებით 30 წუთში დაბრუნდნენ პირველ კორპუსთან, სადაც დახვდათ აურზაური. შმ-----------–---–ი აგინებდა ცო-----------ას - დამჭერი, დამარტყი და არ შეგარჩენო. მოწმემ დაადასტურა, რომ შმ-----------–---–მა ქურთუკი გაიხადა და მას და შო----------ეს აჩვენა ზურგზე, უკანა მხარეს ჭრილობა.

 

დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებები, რომ შმ-----------–---–ს ნამდვილად აქვს მიღებული ჭრილობა, დადასტურებულია საქმეზე წარმოდგენილი შემდეგი მტკიცებულებებით:

 

სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, შპს №5 კლ. საავადმყოფოს სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი №1---- და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ჩანაწერების თანახმად, მოქ. შმ-----------–---–ს 2016 წლის 25 ოქტომბერს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით დაუდგინდა დიაგნოზი: გულმკერდის უკანა ზედაპირზე ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა. დაზიანება განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ

ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა კო------------–-----–---–მა.

 

ტრასოლოგიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, ფუთაში, არსებული წარწერის მიხედვით: „შ. ნა-----–---–ის ტანსაცმელი“ წარმოდგენილი ტანსაცმლიდან (ქურთუკი, ჟაკეტი, პერანგი, პრეტელიანი მაისური, ჯინსის შარვალი, ერთი წყვილი ჩექმა) ქურთუკზე, ჟაკეტზე, პერანგსა და ბრეტელიან მაისურზე დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალიზირებულ მიდამოში აღინიშნება მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის ზემოქმედების შედეგად, ჭრით განვითარებული დაზიანება (ქურთუკის უკანა ზედა მხარეს დაახლოებით გულმკერდის შესაბამის უკანა ზედაპირზე, ქვედა კიდიდან ზემოთ 53,5სმ-ზე, საყელოს გადანაკერიდან ქვემოთ 17,6სმ-ზე და მარცხენა სახელოს მინაკერიდან მარჯვნივ 21სმ-ზე აღენიშნება განივად მდებარე 1,5სმ სიგრძის დაზიანება, სარჩულის მხრიდან ასევე განივი გამოსახულების მქონე 0,9სმ სიგრძის დაზიანების ასახვით, ანუ ძირითადი გამჭოლი დაზიანების ზომაა 0,9სმ) და ქურთუკზე ასევე იკვეთება წვეროს მქონე, რაიმე მყარი საგნის (გამოშვერილობის) ზემოქმედების შედეგად ხევით განვითარებული დაზიანებები.

მოცემული დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა ელ--------------–--ემ მოწმის სახით დაკითხვისას.

ხოლო, სეროლოგიური, გენეტიკური კვლევებითა და სტატისტიკური ანალიზით დადგენილია, რომ შ. ნა-----–---–ის ტანსაცმელზე არსებული მოყავისფრო, გამკვრივებული ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს და გენეტიკური პროფილი ეკუთვნის შმ-----------–---–ს.

 

პალატა მიუთითებს, რომ მოცემული მტკიცებულებებით ნათლად დასტურდება შემთხვევის დღეს შმ-----------–---–ის მჩხვლეტავ მჭრელი საგნის ზემოქმედებით გულმკერდის უკანა ზედაპირზე დაჭრის ფაქტი, ხოლო აღნიშნული ჭრილობის ცო-----------ას მიერ მიყენების ფაქტს ადასტურებს თავად დაზარალებული, მათ შორის კონფლიქტის არსებობა კი დადგენილია მოწმეთა ჩვენებებით. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საწინააღმდეგო რაიმე მტკიცებულება ან მყარი არგუმენტი, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მათ სისწორეს და ნამდვილობას, დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია.

 

აპელანტი აქცენტს აკეთებს მოწმე შო----------ის ჩვენების იმ ნაწილზე, სადაც ის განმარტავს, რომ ნათლად დაინახა, თუ როგორ მოუქნია ცო-----------ამ შმ-----------–---–ს მუშტი ორჯერ ბეჭებში და აღნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევაში დაზარალებულს ზურგზე ორი ჭრილობა უნდა ჰქონოდა.

პალატა ითვალისწინებს, რომ დანის ორჯერ დარტყმის ფაქტი არ დასტურდება არც დაზარალებულის ჩვენებით, რომელმაც მიუთითა, რომ ცო-----------ამ მეორედაც სცადა დარტყმა, ხელი მოუქნია, მაგრამ იქვე მყოფმა თანამშრომლებმა გააშველეს. შესაბამისად, დაზარალებულს დანით მიყენებულ ორი ჭრილობა ვერ ექნებოდა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ სააპელაციო სასამართლოში მსჯავრდებულმა მართალია უარყო დანის დარტყმის ფაქტი, თუმცა განმარტა, რომ შმ-----------–---–ისაგან მიიღო დარტყმა და მანაც ზურგის მიდამოში ორჯერ დაარტყა.

 

დაცვის მხარე გამოთქვამს ვარაუდს, რომ შმ-----------–---–ს დაზიანება შესაძლებელია მიეღო ცო-----------ასთან კონფლიქტამდე. ამასთან, აღნიშნავს, რომ ალ-------------------ს კონფლიქტის შემდეგ თითი ჰქონდა გაჭრილი.

დაცვის მხარის მოსაზრებას პალატა არ იზიარებს, ვინაიდან აღნიშნული მოსაზრება მოკლებულია ყოველგვარ ფაქტობრივ დასაბუთებას და არ გამომდინარეობს სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებიდან. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია თავად დაზარალებულის ჩვენებაც, რომლის თანახმად, მართალია, თავდაპირველად მას კონფლიქტი მოუვიდა ალ-------------------თან, რომელსაც დაარტყა და ძირს დააგდო, თუმცა აღნიშნავს, რომ ალ---------ე გაარიდეს იქაურობას და ცო-----------ასთან კონფლიქტის დროს, ის შემთხვევის ადგილზე აღარ იმყოფებოდა. შმ-----------–---–ის ჩვენება ამ ნაწილში დასტურდება თავად ალ-------------------ის ჩვენებითაც, რომელმაც განმარტა, რომ მოულოდნელად შ----მ მუშტი დაარტყა, შემდეგ ისევ დაარტყა და წააქცია იგი, ძირს დაცემულს კი წიხლებით ცემა დაუწყო. ფიზიკური ძალადობის შედეგად მას მუხლი ჰქონდა დაზიანებული და ნეკნები სტკიოდა. მოწმის განმარტებით, იგი განარიდეს აგრესიულ შმ-----------–---–ს, რის შემდეგაც დატოვა შემთხვევის ადგილი და რა მოხდა, არ იცის. მისივე განმარტებით, მას შმ-----------–---–ისათვის ხელიც კი არ დაურტყამს და კონფლიქტის შემდეგ არც თითი ჰქონია გაჭრილი. მოწმე შო----------ის ჩვენების თანახმად კი, მან პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დაინახა, რომ ძირს დაგდებულ ალ-------------------ს წიხლებს ურტყამდა შმ-----------–---–ი. შო----------ემ გააშველა და ალ-------------------მა შეძლო ადგომა, თუმცა საით წავიდა მოწმეს აღარ დაუნახავს. მოწმე მა-–------------–---–ის განმარტებით კი, შმ-----------–---–სა და ალ-------------------ს შორის ფიზიკური შეხება მისი თანდასწრებით აღარ ყოფილა. პალატას მიაჩნია, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ დაზარალებულს ჭრილობა მიეღო სხვა ვითარებაში ან თუნდაც დაცემით.

 

სააპელაციო პალატა ეხმიანება დაცვის მხარის მიერ სააპელაციო საჩივარში განვითარებულ მოსაზრებას, რომ მოწმეებმა ცო-----------ას წინააღმდეგ ჩვენებები მისცეს ცო-----------ას თავიდან მოშორებისა და ამ გზით სამსახურის შენარჩუნების მიზნით, რადგან სამუშაო საათებში ალკოჰოლური სასმელის მიღების გამო, მათ დაარღვიეს სამსახურის შინაგანაწესი, რაც წარმოადგენდა სამსახურიდან მათი გათავისუფლების საფუძველს. ამ მიმართებით, პალატა სრულიად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში განვითარებულ მსჯელობას და პირველ რიგში აღნიშნავს, რომ სამსახურებრივი გადაცდომის შემთხვევაში მოწმეთა გათავისუფლებაზე უფლებამოსილი იყო ქ. თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელი, რომელსაც ცო-----------ას დაკავება თუ თავისუფლებაში ყოფნა ხელს ვერ შეუშლიდა დაეყენებინა სამსახურებრივი შინაგანაწესის დამრღვევთათვის დისციპლინური სახდელის დაკისრების საკითხი. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ დაცვის მხარის მიერ დასმულ შეკითხვაზე ალ-------------------მა განმარტა, მისთვის ცნობილი იყო ცო-----------ა სამსახურიდან ვერ გაუშვებდა, რადგან ,,მთლად უფროსმა’’ ისედაც დაუწერა მოხსენებითი ბარათი.

 

დაცვის მხარე ასევე ეჭვქვეშ აყენებს დანაშაულის ჩადენის დროს, თითქოს ფაქტს ადგილი ჰქონდა ბრალდებაში აღნიშნულ დროზე გაცილებით ადრე, რაც არ დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით. პალატა, ამ თვალსაზრისით ყურადღებას ამახვილებს მოწმეების - შო----------ის, მა-–------------–---–ის და ალ-------------------ის ჩვენებების იმ ნაწილზე, სადაც ისინი ერთხმად განმარტავენ, რომ მომხდარი ფაქტის შემდგომ მათთან ცალ-ცალკე დარეკა ცო-----------ამ და დაემუქრა სამსახურიდან გაშვებით, თუკი იტყოდნენ, რომ ჩხუბის დროს იგი იქ იყო. აღნიშნულ დასტურდება მოწმეთა მობილურ ტელეფონის ნომრებზე შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ნუსხით, შო----------ის ნომერზე - 5-------- - 2016 წლის 25 ოქტომბერს ფიქსირდება ცო-----------ას მობილური ტელეფონის ნომრიდან 5-------- ზარები შემდეგ დროებში: 12:19:15 და 14:14:31 საათზე; ცო-----------ას მობილური ტელეფონის ნომერზე შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ნუსხით ირკვევა, იგი დაუკავშირდა მა-–------------–---–ს 2016 წლის 25 ოქტომბერს 14:41:06 საათზე; ალ-------------------ის ნომერზე 5-------- - 2016 წლის 25 ოქტომბერს ფიქსირდება ცო-----------ას მობილური ტელეფონის ნომრიდან 5-------- ზარები შემდეგ დროებში: 14:09:01, 14:12:41, 14:17:08, 14:23:10, 14:26:23 საათზე. ამასთან, გასათვალისწინებელია, შმ-----------–---–ი თავის ჩვენებაში განმარტავს, რომ მისი დაჭრის ფაქტი განხორციელდა დაახლოებით 13:00-13:30 საათამდე პერიოდში, ხოლო ალ-------------------ის განმარტებით, მას ცო-----------ამ დაურეკა ჩხუბის დამთავრებიდან 15-20 წუთში. ამდენად, პალატა მიუთითებს, რომ ბრალდებაში მითითებული შმ-----------–---–ის დაჭრის ფაქტის დრო თანხვედრაში მოდის მოწმეთა ჩვენებებთან და საქმეზე გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი უტყუარობის, ასევე ცო-----------ას დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ცო-----------ამ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით.

 

რაც შეეხება სასჯელს, სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ცო-----------ასათვის დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ასევე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეს და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს, რის გამოც არ არსებობს აღნიშნული სასჯელის შეცვლის საფუძველი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 03 ოქტომბრის განაჩენი ცო-----------ას მიმართ უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო მსჯავრდებულ ცო-----------ას ინტერესების დამცველი ადვოკატის ამ-----------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ცო-----------ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ამ-----------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 03 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ცო-----------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2016 წლის 25 ოქტომბერს მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

მსჯავრდებულ ცო-----------ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს - 2018 წლის 03 ოქტომბრიდან.

ცო-----------ას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის დრო - 2016 წლის 26 ოქტომბრიდან 2016 წლის 28 ოქტომბრის ჩათვლით.

 

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 ნოემბრის №1--------- განჩინება ყადაღის დადების თაობაზე და ცო-----------ას მიმართ შეფარდებული 10 000 ლარის ოდენობით გირაოს უზრუნველსაყოფად დადებული ყადაღა მოეხსნას მოქ. ცო-----------ას საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას - სხვენის ფართს, მდებარე: თ---–-----------------------------------ში, საკადასტრო კოდით 01.15.05.0--.0--.01.5-- იმ წილზე, რომელიც შესატანი გირაოს ფულადი თანხის ეკვივალენტურია.

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

- 2 (ორი) ცალი დისკი (ინახება თბილისის საქალაქო სასამართლოში) შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

- ც. ნა-----ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული პირადობის მოწმობები და ორი მობილური ტელეფონი კვების წყაროსთან ერთად (ინახება ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის შს სამმართველოს მე-3 განყოფილებაში) დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი სათანადო ნდობით აღჭურვილ პირს;

- შ. ნა-----–---–ის ტანსაცმელი (ინახება ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის შს სამმართველოს მე-3 განყოფილებაში) დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი სათანადო ნდობით აღჭურვილ პირს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ლომთათიძე