განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N180100118002373128, №1/ბ-1081-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 აპრილი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე
მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე
ნინო სანდოძე
სხდომის მდივანი ნანა გიგიტაშვილი
სხდომის სახე - ღია;
ბრალდების მხარე:
პროკურორი - და---- ყა------–---–ი;
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - კა------ ხა----ე, დაბადებული 197--–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ.თბ--–--------------------------------------------–-------------------------------------------.
ადვოკატები - ნა------------ე და და---- ჯი------–--ა.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი (განზრახ მკვლელობა).
სასჯელი:
11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
მსჯავრდებულ კა------ ხა----ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ნა------------ის დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ კა------ ხა----ის ქმედების დაკვალიფიცირება აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილებით. სააპელაციო საჩივრის ძირითადი არგუმენტებია:
▪ სასამართლომ მიიღო უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რადგან ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული და წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. მოსამართლემ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები.
▪ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარეს არ წარუდგენია ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადასტურდებოდა, შესაძლებელი იყო თუ არა ამოღებული დანით ზა------ ძუ-–--–---–ის სხეულზე არსებული დაზიანებების მიყენება.
▪ ზა------ ძუ-–--–---–ის სისხლის გამოკვლევით დადგინდა მისი ძლიერი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტი. გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ ამ უკანასკნელს ჰქონდა ცუდი სიმთვრალე და ალკოჰოლისადმი მიდრეკილება, რა დროსაც ავლენდა აგრესიულ ხასიათს და სიმთვრალეში მასთან შეხვედრას მეზობლები არიდებდნენ თავს.
▪ სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ ზა------ ძუ-–--–---–ი აუშარდა კა------ ხა----ეს, რომელსაც ურჩევდა საქმეს, რის შემდეგაც დატოვა სახლი და მოულოდნელად შევარდა უკან შეშის ნაჩეხით ხელში, რათა აღნიშნული ჩაერტყა კა------ ხა----ისთვის. ეს უკანასკნელი კი მოულოდნელი თავდასხმისაგან იცავდა თავს და ზა------ ძუ-–--–---–ის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია.
▪ მოწმე რო------–---–მა აღნიშნა, რომ იგი ცდილობდა ზა------ ძუ-–--–---–ის კა------ ხა----ის სახლიდან გაყვანას, თუმცა ვერ შეძლო. შემდეგ კი ზა------ თავად გავიდა. ვინაიდან შესასვლელ ოთახში იყო სიბნელე, ისინი ვერაფერს ხედავდნენ. გარეთ გავიდა იმ მიზნით, რათა ზა------ არ შებრუნებულიყო ოთახში, თუმცა მას არ ჩაუთვლია, რომ ოთახიდან გასულ ზა------ ძუ-–--–---–ს სჭირდებოდა დახმარება. ოთახიდან გასვლისას შესასვლელ კართან ჩაკეცილ ზა------ ძუ-–--–---–ზე მოუხვდა ფეხი და სწორედ მაშინ შენიშნა, რომ ზა------ ძუ-–--–---–ს კისრის არეში მიყენებული ჰქონდა ჭრილობა და ჩათვალა, რომ შესაძლოა აღნიშნული მიყენებული ჰქონოდა კა------ ხა----ის მიერ მოქნეული დანით.
▪ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმზე დართულ ფოტომასალაში ჩანს ზა------ ძუ-–--–---–ის დაზიანებული ხელის მტევანი მასზე არსებული შეშის ნაჭერით.
▪ ექსპერტმა თე--------- ქა---–--ემ განმარტა, რომ ზა------ ძუ-–--–---–ი მიყენებული ჭრილობით შეძლებდა ერთი ნაბიჯის გადადგმას და დაიცლებოდა სისხლიდან, ასევე ჭრილობა გამოიწვევდა დიდ სისხლდენას. თუმცა შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი იქნა მცირე რაოდენობის სისხლის წვეთები. ექსპერტმა ასევე აღნიშნა, რომ N1 ჭრილობის მიყენების შემდეგ სიკვდილი დადგებოდა ძალიან მალე და ზა------ ძუ-–--–---–ი ვეღარ შეძლებდა გააზრებული მოქმედების განხორციელებას, იგი ალბათ ჩაჯდა იმავე ადგილზე, სადაც დაზიანება მიიღო.
▪ ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ საძინებელი ოთახის იატაკიდან ამოღებული ხის ნაჭერზე აღმოჩენილი სისხლის კვალი ეკუთვნის ზა------ ძუ-–--–---–ს, ხოლო გენეტიკური კვლევით დადგინდა, რომ გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს და განსხვავდება კა------ ხა----ის, რო-------–---–ის, მი----–---უ-----–---–ის და ზა------ ძუ-–--–---–ის გენეტიკური პროფილისაგან. ამავე დასკვნით, დანის მაქსიმალური სიგრძეა 29 სმ, საიდანაც დანის პირის მაქსიმალური სიგრძეა 18 სმ, ხოლო სიგანე 2,5 სმ, რაც არ ემთხვევა ზა------ ძუ-–--–---–ის ჭრილობის პარამეტრებს. გარდაცვლილის ჯდომის მდგომარეობა, ჭრილობის სიგრძე, ჭრილობის მიმართულება, კა------ ხა----ის და გარდაცვლილის შეუსაბამო სიმაღლე, დანის პარამეტრები და უცხო მამაკაცის დეენემის კვალი შეშაზე იწვევს ეჭვს.
▪ ბრალდების მხარის მიერ არ იქნა დადგენილი განზრახ მკვლელობის ჩადენის მოტივი (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი).
ბრალდების მხარის პოზიცია - მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვება, შემდეგ გარემოებათა გამო: დაცვის მხარეს სააპელაციო საჩივარში არ დაუსახელებია კონკრეტული მიზეზი, რაც სასამართლოს მისცემდა საფუძველს ეჭვი შეეტანა მოწმეთა ჩვენებების და გამოკვლეული მტკიცებულებების სანდოობაში. აპელანტთა მიერ მითითებული გარემოებები მოკლებულია რეალობას, არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივრის შესაგებელი, სხდომის ოქმი).
სასამართლომ დაადგინა:
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 ივნისის განაჩენით, კა------ ხა----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ მასში, რომ მან ჩაიდინა განზრახ მკვლელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 25 სექტემბერს, დაახლოებით 23:30 საათზე, თიანეთის რაიონის სოფელ გო-----–ი, კა------ ხა----ის საცხოვრებელ სახლში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა კა------ ხა----ემ ურთიერთშეკამათების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, კისრის არეში დანის დარტყმით სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა ასევე მთვრალ მდგომარეობაში მყოფ ზა------ ძუ-–--–---–ს, რომელიც მიყენებული დაზიანების შედეგად უახლოეს წუთებშივე, შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 ივნისის განაჩენით, კა------ ხა----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის ვადით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას, დაზარალებულის უფლებამონაცვლე ეკ--------- უნ----–-–---–მა განმარტა, რომ ზა------ ძუ-–--–---–ი იყო მისი მეუღლე და ცხოვრობდნენ თიანეთის რაიონის სოფელ გო-----–ი. ზა------ ძუ-–--–---–ი პერიოდულად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს. მართალია, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ზა------ ძუ-–--–---–ი არ ავლენდა კონფლიქტურ ხასიათს, თუმცა იგი ცდილობდა მეუღლისთვის შეეწყო ხასიათი, რათა არ გამოსულიყო მდგომარეობიდან. 2017 წლის 26 სექტემბერს შეიტყო მეუღლის მკვლელობის შესახებ. ასევე გაიგო, რომ ზა------ ძუ-–--–---–ი დანის გამოყენებით მოუკლავს თანასოფლელ კა------ ხა----ეს. ზა------ ძუ-–--–---–ს და კა------ ხა----ეს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობის შესახებ მას არ სმენია. დაზარალებულის უფლებამონაცვლემ ითხოვა დამნაშავის მთელი სიმკაცრით დასჯა.
მოწმე მუ----- აბ-–---–მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ცხოვრობს თიანეთის რაიონის სოფელ გო-----–ი. მისი სახლიდან დაახლოებით 400-500 მეტრში მდებარეობს კა------ ხა----ის საცხოვრებელი სახლი. 2017 წლის 25 სექტემბერს, 19:00 საათიდან 20:00 საათამდე პერიოდში დაურეკა კა------ ხა----ემ და მიიპატიჟა სავახშმოდ. კა------ ხა----ესთან სახლში მისვლის შემდეგ მასპინძელმა გააწყო სუფრა, მაგიდასთან მიიტანა დაახლოებით ერთი ლიტრი არაყი და დაიწყეს ქეიფი. ორივე მათგანმა დალია ნახევარ ლიტრამდე არაყი. მოგვიანებით მას მიაკითხა შვილმა, რო-------–---–მა, რომელიც ასევე იყო ნასვამი. რამდენიმე წუთის შემდეგ მათთან მივიდა ჯერ ბე--------------ი, შემდეგ კი, მი----–---უ-----–---–ი და ზა------ ძუ-–--–---–ი. ყველა მათგანი იყო ნასვამი. ვინაიდან სუფრაზე თავი მოიყარეს ახალგაზრდებმა, იგი დაემშვიდობა მათ და წავიდა სახლში. აღნიშნულიდან საათნახევარში მისი შვილი - რო-------–---–იც დაბრუნდა სახლში, ივახშმა და დაიძინა. გვიან ღამით მათთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და უთხრეს, რომ ზა------ ძუ-–--–---–ი იყო მოკლული, ხოლო დანაშაულის ჩადენაში იმხილებოდა კა------ ხა----ე. ამის შემდეგ, პოლიციის თანამშრომლებმა დასაკითხად წაიყვანეს რო-------–---–ი. თავად კი გადავიდა კა------ ხა----ის ოჯახში და ნახა, რომ გარდაცვლილის გვამი ჯერ ისევ იქ იყო. მანვე განმარტა, რომ კა------ ხა----ის სახლში ყოფნისას მისი თანდასწრებით არანაირ კამათს და უკმაყოფილებას ადგილი არ ჰქონია. ასევე დაადასტურა, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმზე დართულ ფოტოსურათზე ასახული დანა არის სწორედ ის, რომელსაც კა------ ხა----ე იყენებდა პროდუქტის დაჭრის დროს.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ასევე მოწმე რო-------–---–ი. მოწმის ჩვენებით, 2017 წლის 25 სექტემბერს, სიმინდის აღებაში მიეხმარა თანასოფლელ გი----------რს, რის შემდეგაც იქეიფეს, დალია ალკოჰოლური სასმელი და დაბრუნდა სახლში, თუმცა მამა არ დახვდა სახლში. მივიდა მეზობელ კა------ ხა----ესთან, სადაც მისი ვარაუდით შესაძლოა ყოფილიყო მუ----- აბ-–---–ი. კა------ ხა----ე და მამამისი ისხდნენ სუფრასთან და ვახშმობდნენ, იგი თავადაც შეუერთდა მოქეიფეებს და კვლავ მიიღო ალკოჰოლური სასმელი. მოგვიანებით სუფრას შეემატნენ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი თანასოფლელები: ბე-------- ჩი-------ი, მი----– (მ-–--) თუ-----–---–ი და ზა------ (შ------) ძუ-–--–---–ი. ხსენებულ პირთა მისვლიდან მალევე სუფრა დატოვა მუ----- აბ-–---–მა, თავად კი განაგრძეს ქეიფი, რის შემდეგაც სუფრაზე მყოფ პირებს შორის დაიძაბა ურთიერთობა. ზა------ ძუ-–--–---–ი, რომელიც სიმთვრალის დროს ხშირად ავლენდა ცუდ ხასიათს, მასპინძელს ეკამათებოდა ხმამაღლა - ჩემთან რატომ არ დალიეო და საყვედურობდა, რატომ არ მიჰქონდა სუფრაზე დაპირებული დამბალი ხაჭო. იგრძნობოდა, რომ ზა------ ძუ-–--–---–ი იყო კონფლიქტის ხასიათზე. კა------ ხა----ე ცდილობდა დაძაბულობის განმუხტვას და სტუმარს თხოვდა თავი დაენებებინა მისთვის.
მოწმის ჩვენებით, ზა------ ძუ-–--–---–მა მალევე დატოვა სუფრა და გავიდა გარეთ, თუმცა რამდენიმე წუთში შემოესმათ შუშის მსხვრევის ხმა, რის შემდეგაც შესასვლელი ოთახის გავლით შიდა ოთახში შეიჭრა ზა------ ძუ-–--–---–ი, რომელსაც ხელში ეჭირა შეშის ნაჩეხი და ხმამაღლა იგინებოდა კა------ ხა----ის მისამართით. აღნიშნული ფაქტით შეურაცხყოფილმა კა------ ხა----ემ გაიწია ზა------ ძუ-–--–---–ისკენ, თუმცა იგი მი----–---უ-----–---–თან ერთად ჩადგა ხსენებულ პირთა შორის, რათა თავიდან აეცილებინათ ზა------ ძუ-–--–---–სა და კა------ ხა----ეს შორის ფიზიკური დაპირისპირება, თუმცა ზა------ ძუ-–--–---–ის გაყვანა ვერ შეძლო, რადგან ეს უკანასკნელი იყო საკმაოდ ძლიერი და მაინც იწევდა მასპინძლისკენ. ამ დროს მას ხელში შეშის ნაჭერი აღარ ეკავა, შესაძლოა მანამდე გაუვარდა ხელიდან ან თავად დააგდო ძირს. კა------ ხა----ეს ყურადღება გადატანილი ჰქონდა ზა------ ძუ-–--–---–ისკენ და იქნევდა პურის საჭრელ დანას. ამ დროს, ზა------ ძუ-–--–---–ი მოულოდნელად შებრუნდა უკან და გაემართა სახლიდან გასასვლელი კარისაკენ, თუმცა გასვლა ვერ შეძლო და უგონოდ ჩაიკეცა კართან, ზურგით კედლისკენ, რა დროსაც დაინახა, რომ ზა------ს ყელის მიდამოში, მარჯვნივ, მიყენებული ჰქონდა სისხლმდენი ჭრილობა. ზა------ ძუ-–--–---–ი გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა ადგილზე. მათ მალევე გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება, თუმცა უშედეგოდ. მოწმის განმარტებით, მისი თანდასწრებით კა------ ხა----ემ დალია დაახლოებით სამი ორმოცდაათგრამიანი ჭიქა. კონფლიქტის დროს ბე-----ი-------ი იმყოფებოდა თუ არა ადგილზე არ ახსოვს, იგი დააფიქსირა მხოლოდ იმ დროს, როდესაც ითხოვდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებას. მოწმემ აღნიშნა, რომ მას დანამდვილებით შეუძლია თქვას, რომ კონფლიქტის დროს დანა ეჭირა მხოლოდ კა------ ხა----ეს. იმ დროს, როდესაც კა------ ხა----ემ გაიწია ზა------ ძუ-–--–---–ისკენ, ამ უკანასკნელს ხელში შეშის ნაჭერი აღარ ეჭირა. ზა------ ძუ-–--–---–ს შეშის ნაჭერი ხელიდან გაუვარდა მანამდე, ვიდრე თავად შეეცდებოდა მის შეჩერებას. მას არ გაუგია, რომ კა------ ხა----ეს და ზა------ ძუ-–--–---–ს ადრე ჰქონოდათ დაძაბული ურთიერთობა. კა------ ხა----ე სოფელ გო----–ი იშვიათად ჩადიოდა ქ.თბილისიდან და ამიტომ არც ახლო ურთიერთობა ექნებოდა ზა------ ძუ-–--–---–თან.
მოწმე მი----– (მ-–--) თუ-----–---–მა განმარტა, რომ ცხოვრობს თიანეთის რაიონის სოფელ გო-----–ი. 2017 წლის 25 სექტემბერს, რო-------–---–თან და სხვა ბიჭებთან ერთად, სიმინდის ფუჩეჩის დაბინავებაში მიეხმარა თანასოფლელ გი----------რს. საღამოს კი, გი----------რის ოჯახში მიიღეს ალკოჰოლური სასმელი. მოგვიანებით მათ შეუერთდა თანასოფლელი ზა------ (შ------) ძუ-–--–---–ი, რომელმაც მათთან ერთად მიიღო ალკოჰოლური სასმელი. ზა------სთან ერთად მივიდა ბე-----ი-------ი, რომელიც სუფრაზე არ დაჯდა და ბიძაშვილების მოსანახულებლად შევიდა სახლში. ქეიფის დასრულების შემდეგ ზა------ ძუ-–--–---–თან ერთად დატოვა გი----------რის ოჯახი და გავიდა ქუჩაში. მათ გზად გადაწყვიტეს შეევლოთ კა------ ხა----ის ოჯახში. მას დრო ზუსტად არ ახსოვს, თუმცა უკვე ბნელოდა. კა------ ხა----ის სახლში შევიდნენ შესასვლელი ოთახიდან და გავიდნენ მარცხნივ მდებარე შიდა ოთახში, სადაც კა------ ხა----ესთან ერთად იმყოფებოდნენ მამა-შვილი მუ----- და რო-------–---–ები და ქეიფობდნენ. თავადაც მიუსხდნენ სუფრას და დალიეს ორ-ორი ჭიქა არაყი. ზა------ ძუ-–--–---–ი იყო უკვე საკმაოდ მთვრალი. მუ----- აბ-–---–მა მალევე დატოვა იქაურობა და წავიდა სახლში. იქ მყოფ პირებს შორის ბუნდოვნად ახსოვს ბე-----ი-------ი, თუმცა როდის მივიდა ეს უკანასკნელი მათ სუფრაზე არ ახსოვს. საკმაოდ მთვრალმა ზა------ ძუ-–--–---–მა მასპინძელს მოთხოვა სუფრაზე მიეტანა დამბალი ხაჭო, რაზეც კა------ ხა----ემ უპასუხა, რომ ოჯახში რაც გააჩნდა, ყველაფერს მიიტანდა სუფრაზე და განაგრძეს ქეიფი. მოგვიანებით ზა------მ კა------ ხა----ეს დაუწყო კამათი თუ რატომ არ დალია დილით მასთან ერთად. აღნიშნულზე კა------მა უპასუხა, რომ ჰქონდა საქმე და არ ეცალა. ამის გამო მათ შორის დაიძაბა ურთიერთობა და მაგიდასთან აგინებდნენ ერთმანეთს. სუფრასთან მყოფნი მოუწოდებდნენ სიმშვიდისაკენ, თუმცა ზა------ ძუ-–--–---–ი იქცეოდა უფრო აგრესიულად. ამის შემდეგ ზა------ გავიდა ოთახიდან, კა--- კი, სუფრასთან დანით პურის დაჭრა დაიწყო.
მოწმის ჩვენებით, ზა------ ძუ-–--–---–ის გასვლიდან დაახლოებით 5 წუთში მოულოდნელად მოესმა შუშის მსხვრევის ხმა და ოთახში კვლავ გამოჩნდა ზა------ ძუ-–--–---–ი, რომელსაც მარჯვენა ხელში ეჭირა შეშის ნაჩეხი და გინებით იწევდა კა------ ხა----ისკენ. მათ შორის ფიზიკური დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით, რო-------–---–ი მივარდა ზა------ ძუ-–--–---–ს, ხოლო თავად შეეცადა კა------ ხა----ის შეჩერებას, რომელსაც ხელში ეჭირა მაგიდიდან აღებული დანა, თუმცა კა------ ხა----ემ მაინც შეძლო მისი წინააღმდეგობის დაძლევა, დანით ხელში გადაადგილდა ზა------ ძუ-–--–---–ისკენ და თავდაცვის მიზნით იქნევდა აღნიშნულ დანას. ამ დროს ზა------ ძუ-–--–---–ს ხელში შეშის ნაჭერი აღარ ეჭირა, თუმცა რა დროს გაუვარდა ან დააგდო არ დაუნახავს. მას ახსოვს, რომ კონფლიქტის დროს ბე-----ი-------იც იმყოფებოდა ოთახში, კერძოდ, იდგა ზა------ ძუ-–--–---–ის წინ და აკავებდა მას. ზა------ ძუ-–--–---–ი და კა------ ხა----ე იწევდნენ ერთმანეთისკენ და განაგრძობდნენ ერთმანეთის გინებას, თუმცა რა ვითარებაში დაიჭრა ზა------ ძუ-–--–---–ი არ ახსოვს. მას დანამდვილებით შეუძლია თქვას, რომ კონფლიქტის დროს დანა ჰქონდა მხოლოდ კა------ ხა----ეს და თავდაცვის მიზნით იქნევდა ზა------ ძუ-–--–---–ისკენ. ხსენებული პირები იდგნენ ახლოს და აგინებდნენ ერთმანეთს. მოწმემ აღნიშნა, რომ სიმთვრალის და დაბნეულობის გამო დეტალურად არ ახსოვს მომხდარი, ასევე აქვს მხედველობის პრობლემა. მან დაინახა, რომ ზა------ ძუ-–--–---–ი ჩაიკეცა სახლში შესასვლელ კართან და იყო დაჭრილი. მასთან პირველი მივიდა რო-------–---–ი, რომელიც ცდილობდა ზა------ს გონზე მოყვანას, შემდეგ კი გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება. იგი სასწრაფო დახმარების და პოლიციელთა მისვლას არ დალოდებია, მოსასვენებლად წავიდა სახლში. მანვე განმარტა, რომ არ დაუნახავს და არ იცის ვინ და რა ვითარებაში გადააგდო დანა ეზოში. ზა------ ძუ-–--–---–ი იყო მისი ახლო მეზობელი და კარგი ურთიერთობა ჰქონდა.
სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას მოწმე ბე-----ი-------მა განმარტა, რომ 2017 წლის 25 სექტემბერს, სიმინდის დაბინავებაში დაეხმარა თანასოფლელს, შემდეგ კი, თანასოფლელ ზა------ ძუ-–--–---–თან ერთად რამდენჯერმე მიიღო ალკოჰოლური სასმელი. საღამოს მივიდა ბიძასთან, სადაც იმყოფებოდა გვიანობამდე, დაახლოებით 23:30 საათზე კი, ფეხით წავიდა სახლისაკენ. კა------ ხა----ის სახლთან ჩავლისას მოესმა აგრესიული, ხმამაღალი ჩხუბის და გინების ხმა. დააინტერესა რა ხდებოდა, დაუძახა მასპინძელს, თუმცა პასუხი არავინ გასცა. ვინაიდან სახლის კარი იყო ღია, ეზოდან პირდაპირ შევიდა სახლში, გაიარა პირველი ოთახი და შევიდა შიდა ოთახში, სადაც სუფრასთან ისხდნენ კა------ ხა----ე, რო-------–---–ი და ზა------ ძუ-–--–---–ი. ერთმანეთს აგრესიულად ეკამათებოდნენ და აგინებდნენ ზა------ ძუ-–--–---–ი და კა------ ხა----ე. იგი მივიდა მათთან, რა დროსაც ზა------ ძუ-–--–---–ი ადგა სუფრიდან და გავიდა ოთახიდან. დაახლოებით ერთ წუთში მოესმა შუშის მსხვრევის, შემდეგ კი კა------ის მისამართით ხმამაღალი გინების ხმა. იმავდროულად ოთახში შევიდა ზა------ ძუ-–--–---–ი, რომელსაც პირველი მივარდა რო-------–---–ი. ზა------სკენ გინებით გაემართა კა------ ხა----ეც. რო-------–---–ი იდგა მათ შორის და ცდილობდა გაშველებას, რა დროსაც გაიგო რო-------–---–ის ხმა ,,მომეხმარეთ, სისხლი“. იგი შიდა ოთახიდან გავიდა იმ ოთახში, რომლიდანაც შესაძლებელია ეზოში გასვლა და დაინახა, რომ სახლიდან გასასვლელ კართან კუთხეში ჩაკეცილი იყო უგონო მდგომარეობაში მყოფი ზა------ ძუ-–--–---–ი, რომელთანაც ჩამუხლული იყო რო-------–---–ი და შეძახილით ცდილობდა მის გონზე მოყვანას, თუმცა უშედეგოდ, ზა------ ხმაზე არ რეაგირებდა. შენიშნა, რომ ზა------ ძუ-–--–---–ს ყელის მარჯვენა მხარეს მიყენებული ჰქონდა სისხლმდენი ჭრილობა. ამის შემდეგ კა------ ხა----ის კუთვნილი ტელეფონით დარეკა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოსაძახებლად. სუფრაზე მყოფ პირებს შორის იყო თუ არა მი----– (მ-–--) თუ-----–---–ი არ ახსოვს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ყოფილიყო და სიმთვრალის გამო ვერ იხსენებდეს. არ დაკვირვებია კა------ ხა----ეს ხელში ეჭირა თუ არა დანა ან რაიმე საგანი და არც დანის დარტყმის ფაქტი დაუნახავს. ზა------ ძუ-–--–---–ის ხელში რაიმე საგანი ან შეშის ნაჭერი არ დაუნახავს. მისთვის უცნობია, რაზე კამთობდნენ ზა------ ძუ-–--–---–ი და კა------ ხა----ე.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ 2017 წლის 26 სექტემბერს, 03:20-05:35 საათზე დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რომელიც მდებარეობს თიანეთის რაიონის სოფელ გო-----–ი, კა------ ხა----ის საცხოვრებელ სახლში, რომლის ეზოში დალაგებული იყო დაჭრილი შეშა. სახლი არის ორსართულიანი და განთავსებულია ეზოს მარჯვენა მხარეს. სახლის წინა მხარეს, შუაში არის ხის ორფრთიანი შესასვლელი. სახლის პირველ სართულზე მდებარე შესასვლელ კარს აქვს ბეტონის ორი საფეხური და კარის ერთი ფრთა არის ღია. კართან მარცხენა მხარეს მიწაზე, ჩამჯდარ მდგომარეობაში ესვენა მამაკაცის გვამი, რომელიც ზურგით მიყრდნობილი იყო კედელს. გვამს კისრის და გულმკერდის ზედაპირი მოსვრილი ჰქონდა სისხლისმაგვარი ლაქებით. კისრის წინა ზედაპირზე, მარჯვნივ ქვემომესამედში აღენიშნებოდა განივი, ოდნავ ირიბად მდებარე სწორკიდეებიანი ჭრილობა, დაახლოებით 5-1 სმ. სხეულის ხილულ ნაწილებში სხვა რაიმე მექანიკური დაზიანების კვალი არ შეინიშნებოდა. ამავე ოთახში მარჯვენა მხარეს იდგა ხის მაგიდა, სადაც იყო 12 წყვილი ფეხსაცმელი და ალუმინის „ვედრო“. ამავე ოთახში კედელთან, ორი მეტრის სიმაღლეზე და ოთხი მეტრ სიგანეზე დალაგებული იყო დაჭრილი შეშა. გვამიდან ერთ მეტრში, მარცხენა მხარეს იყო ხის კარი, რომლის მარცხენა მხარეს იდგა ხის მაგიდა, რომელზეც განთავსებული იყო ტელევიზორი პულტით. აღნიშნული მაგიდის ქვემოთ მიწაზე იდო ქაღალდის ყუთი, რომელსაც აღენიშნებოდა სისხლისმაგვარი ლაქები. მიწაზე ასევე აღინიშნებოდა სისხლისმაგვარი წვეთები. ხელოვნური განათების გამოყენებით საკარმიდამო ტერიტორიაზე, გზიდან შვიდ მეტრში და სახლის ეზოდან 17 მეტრში მიწის ზედაპირზე ნანახი იქნა ბასრპირიანი, შავტარიანი საგანი - დანა, რომელსაც აღენიშნებოდა სისხლისმაგვარი ლაქები. საძინებელი ოთახის ხის კარის ძირიდან ამოღებული იქნა მინის ნატეხი, რომელსაც აღენიშნებოდა სისხლისმაგვარი ლაქები. დათვალიერების შედეგად ამოღებული იქნა მინის ნატეხი სისხლისმაგვარი ლაქებით, მიწის ზედაპირი სისხლისმაგვარი ლაქით, მუყაოს ყუთის ამონაჭერი სისხლისმაგვარი ლაქით, მაგიდის გადასაფარებლის ამონაჭერი, ხის ნაჭერი, სანთებელა, საფერფლე, სიგარეტის კოლოფი, ხუთი ცალი ჭიქა, ორი ცალი ბოთლი სითხით, ბასრპირიანი საგანი სისხლისმაგვარი ლაქებით.
სსიპ ლე---------------–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 25 ოქტომბრის ექსპერტიზის N0-------- დასკვნით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებულ ორ ცალ ბოთლში მოთავსებული სითხიდან ობ. N1 წარმოადგენს ალკოჰოლურ სასმელს, კერძოდ, არაყს. ნიმუშში ეთილის სპირტის მოცულობითი წილი შეადგენს 42,1%. ექსპერტიზაზე წარდგენილი სითხის მოცულობა არის 420 მლ. ობ. N2 წარმოადგენს წყალს, რომლის მოცულობა შეადგენს 340 მლ-ს.
სსიპ ლე---------------–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 27 ნოემბრის ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ:
▪ ზა------ ძუ-–--–---–ის სიკვდილის მიზეზია სისხლნაკლებობა, კისრის მიდამოს ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობის შედეგად დაზიანებული სისხლძარღვებიდან და ფილტვის ქსოვილიდან განვითარებული სისხლდენის გამო. სიკვდილის დადგომიდან გვამის გამოკვლევის მომენტამდე გასული უნდა იყოს დაახლოებით 8 საათი.
▪ ზა------ ძუ-–--–---–ის გვამზე აღინიშნებოდა სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები - კისრის მიდამოს ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა N1-კისრის წინა ზედაპირზე, შ/3-ში. აზიანებს კანს, კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილს, კისრის კუნთებს, საყლაპავის უკანა კედელს - ნაწილობრივ, მარჯვენა საძილე არტერიას მთლიანად, შემავალია მარჯვენა პლევრის ღრუში, აზიანებს მარჯვენა ფილტვის ზედა წილს -გამჭოლად, მთავრდება იღლიის ხაზზე მარჯვნივ, მე-3-4 ნეკნებს შორის. აზიანებს ნეკნთშუა კუნთებს. ჭრილობის არხის შესაბამისად - მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევები. ჭრილობის არხის სიგრძეა 18,5 სმ. ჭრილობის არხი მიმართულებით წინიდან უკან, მარცხნიდან მარჯვნივ, რამდენადმე ზემოდან ქვემოთ. ჭრილობა N1-ის მარცხენა ბოლოდან 1,3 სმ-ის მოშორებით ირიბად მდებარე ზერელე ნაკვეთი ჭრილობა N2 აზიანებს კანს.
▪ ჭრილობა N1 - შემავალი გულმკერდის ღრუში განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედების შედეგად, ცოცხალ პირთა ექსპერტიზისას მიეკუთვნება მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო და უშუალო მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან სიკვდილთან. ჭრილობა N2 განვითარებულია რაიმე მჭრელი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და სიკვდილთან მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფება.
▪ ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ, ზა------ ძუ-–--–---–ის გვამიდან აღებულ სისხლში აღმოჩნდა 4,47% ეთილის სპირტი. შარდში - 3,89% ეთილის სპირტი. დასკვნის სისწორე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა თე--------- ქა---–--ემ და ცი----------------ემ.
სსიპ ლე---------------–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 02 ნოემბრის ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ:
▪ ექსპერტიზაზე წარდგენილი ზა------ ძუ-–--–---–ის პულოვერის და შარვლის ზედაპირზე აღინიშნება მორუხო-ლურჯი ფერის ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნია სერთო გვარობრივი კუთვნილება კა------ ხა----ის მოლურჯო ფერის სვიტრის ტრიკოტაჟის ქსოვილის შემადგენელ ბოჭკოებთან, ასევე აღინიშნება მომწვანო ფერის პოლიესტერის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება მი----–---უ-----–---–ის პულოვერის ტრიკოტაჟის ქსოვილის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან.
▪ ექსპერტიზაზე წარდგენილი კა------ ხა----ის სვიტრის ზედაპირზე აღინიშნება მუქი მოყავისფრო პოლიესტერის და მოიისფრო-რუხი ფერის პოლიაკრილის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნია საერთო გვარობრივი კუთვნილება ზა------ ძუ-–--–---–ის პულოვერის ტრიკოტაჟის ქსოვილში შემავალ შესაბამის ბოჭკოებთან, ასევე აღინიშნება მომწვანო ფერის პოლიესტერის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნია საერთო გვარობრივი კუთვნილება მი----–---უ-----–---–ის პულოვერის ტრიკოტაჟის ქსოვილის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან.
▪ ექსპერტიზაზე წარდგენილი რო-------–---–ის პერანგის და ჯინსის შარვლის ზედაპირზე აღინიშნება მომწვანო ფერის პოლიესტერის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნია საერთო გვარობრივი კუთვნილება მი----–---უ-----–---–ის პულოვერის ტრიკოტაჟის ქსოვილის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან.
▪ რო-------–---–ის პერანგის ზედაპირზე ასევე აღინიშნება მუქი მოყავისფრო პოლიესტერის და მოიისფრო-რუხი ფერის პოლიაკრილის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნია საერთო გვარობრივი კუთვნილება ზა------ ძუ-–--–---–ის პულოვერის ტრიკოტაჟის ქსოვილში შემავალ შესაბამის ბოჭკოებთან, გარდა ამისა აღინიშნება მორუხო-ლურჯი ფერის ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნია საერთო გვარობრივი კუთვნილება კა------ ხა----ის მოლურჯო ფერის სვიტრის ტრიკოტაჟის ქსოვილის შემადგენელ ბოჭკოებთან.
▪ რო-------–---–ის შარვლის ზედაპირზე ასევე აღინიშნება შავი ფერის ნეილონის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნია საერთო გვარობრივი კუთვნილება ზა------ ძუ-–--–---–ის შარვლის ქსოვილის შემადგენელ ბოჭკოებთან.
▪ ექსპერტიზაზე წარდგენილი მი----–---უ-----–---–ის პულოვერის ზედაპირზე აღინიშნება მორუხო-ლურჯი ფერის ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნია სერთო გვარობრივი კუთვნილება კა------ ხა----ის მოლურჯო ფერის სვიტრის ტრიკოტაჟის ქსოვილის შემადგენელ ბოჭკოებთან, ასევე აღინიშნება შავი ფერის ნეილონის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნია საერთო გვარობრივი კუთვნილება ზა------ ძუ-–--–---–ის შარვლის ქსოვილის შემადგენელ ბოჭკოებთან, გარდა ამისა, აღინიშნება მუქი მოყავისფრო პოლიესტერის და მოიისფრო-რუხი ფერის პოლიაკრილის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნია საერთო გვარობრივი კუთვნილება ზა------ ძუ-–--–---–ის პულოვერის ტრიკოტაჟის ქსოვილში შემავალ შესაბამის ბოჭკოებთან.
▪ ექსპერტიზაზე წარდგენილ მი----–---უ-----–---–ის შარვლის ზედაპირზე აღინიშნება შავი ფერის ნეილონის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნია საერთო გვარობრივი კუთვნილება ზა------ ძუ-–--–---–ის შარვლის ქსოვილის შემადგენელ ბოჭკოებთან.
▪ ექსპერტიზაზე წარდგენილი ზა------ ძუ-–--–---–ის შარვლის, პულოვერის და ფეხსაცმლის, ასევე მი----–---უ-----–---–ის შარვლის და პულოვერის ზედაპირებზე ასევე აღინიშნება არათანაბრად შეღებილი მკვეთრი მოლურჯო ფერის ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ ერთნაირი ბუნება, ფერი, ელფერი და შეღებვის ხერხი კა------ ხა----ის და რო-------–---–ის ჯინსის შარვლების მოლურჯო ფერის ნაერთის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან, რაც მიუთითებს მათ საერთო გვარობრივ კუთვნილებაზე. მაგრამ, ვინაიდან აღნიშნული სახის ბოჭკოები შედიან გამოსაკვლევად წარმოდგენილი ორი ჯინსის შარვლის ქსოვილის შემადგენლობაში, მათ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ გააჩნიათ საიდენტიფიკაციო მნიშვნელობა.
▪ ექსპერტიზაზე წარდგენილი კა------ ხა----ის მარჯვენა და მარცხენა ხელის ფრჩხილების გადანაჭრების შიგთავსში ზა------ ძუ-–--–---–ის, რო-------–---–ის და მი----–---უ-----–---–ის წარმოდგენილი ტანსაცმლის ქსოვილების შემადგენელი ბოჭკოების მიკრონაწილაკები არ აღინიშნება.
▪ ექსპერტიზაზე წარდგენილ რო-------–---–ის ფრჩხილების გადანაჭრების შიგთავსში ზა------ ძუ-–--–---–ის, კა------ ხა----ის და მი----–---უ-----–---–ის წარდგენილი ტანსაცმლის ქსოვილების შემადგენელი ბოჭკოების მიკრონაწილაკები არ აღინიშნება.
▪ ექსპერტიზაზე წარდგენილი მი----–---უ-----–---–ის ფრჩხილების გადანაჭრების შიგთავსში ზა------ ძუ-–--–---–ის, რო-------–---–ის და კა------ ხა----ის წარდგენილი ტანსაცმლის ქსოვილების შემადგენელი ბოჭკოების მიკრონაწილაკები არ აღინიშნება.
▪ ექსპერტიზაზე წარდგენილი ზა------ ძუ-–--–---–ის ფრჩხილების გადანაჭრების შიგთავსში მი----–---უ-----–---–ის, რო-------–---–ის და კა------ ხა----ის წარდგენილი ტანსაცმლის ქსოვილების შემადგენელი ბოჭკოების მიკრონაწილაკები არ აღინიშნება. დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნა--–-----–-----–მა.
სსიპ ლე---------------–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 13 ნოემბრის ექსპერტიზის N0-------- დასკვნით, კა------ ხა----ე ფსიქიკურად დაავადებული არ არის. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების დროს იგი ფსიქიკურად დაავადებული არ იყო და მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღანელა მისთვის (შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით კა------ ხა----ეს შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას. მისცეს სწორი ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. კა------ ხა----ე რაიმე ფსიქიკური აშლილობით, რომელიც ხელს შეუშლიდა სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. კა------ ხა----ეს აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი, იგი იძულებით ან არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს. კა------ ხა----ეს არ აქვს ფსიქიკური ნაკლი.
კა------ ხა----ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ 2017 წლის 25 სექტემბერს, მამის ავადმყოფობის გამო იმყოფებოდა თიანეთის რაიონის სოფელ გო-----–ი, რათა მიეხედა საქონლისთვის. დღის პირველ ნახევარში ყავის შესაძენად მივიდა სოფლის მაღაზიაში, სადაც ასევე იმყოფებოდა თანასოფლელი ზა------ ძუ-–--–---–ი, რომელმაც შეთავაზა ლუდის დალევა, რაზეც უთხრა უარი, ვინაიდან სახლში საქმეები ჰქონდა მოსაწესრიგებელი და წავიდა. არ დარჩენია შთაბეჭდილება, რომ ზა------ ძუ-–--–---–მა უარი მიიღო საწყენად. დღის განმავლობაში აწესრიგებდა საოჯახო საქმეებს. საღამოს 19-20 საათზე დაურეკა თანასოფლელ მუ----- აბ-–---–ს და მიიპატიჟა სავახშმოდ. ამ უკანასკნელის მისვლის შემდეგ, მიუსხდნენ სუფრას და დალიეს დაახლოებით სამ-სამი ჭიქა არაყი. ცოტა ხანში მუ----- აბ-–---–ს მიაკითხა შვილმა - რო-------–---–მა, რომელმაც მშობლის თანხმობით დალია მხოლოდ ერთი ჭიქა არაყი. დაახლოებით ათ წუთში მასთან მივიდნენ თანასოფლელები მი----–---უ-----–---–ი და ზა------ ძუ-–--–---–ი. ხსენებული პირები მიიწვია სუფრასთან, რომელსაც კიდევ დაამატა პროდუქტი. ვინაიდან სუფრაზე იყვნენ ახალგაზრდები, მუ----- აბ-–---–ი დაემშვიდობა მათ და წავიდა. მას შემდეგ, რაც შესვეს კიდევ ერთი ჭიქა არაყი, ზა------ ძუ-–--–---–მა უსაყვედურა, თუ რატომ არ დალია დილით ლუდი მასთან ერთად, რასაც მან ყურადღება არ მიაქცია. ამის შემდეგ ზა------მ უსაყვედურა, რატომ არ მიჰქონდა სუფრაზე დამბალი ხაჭო, რაც გაიმეორა რამდენჯერმე, რაზეც უპასუხა, თუ ქეიფი უნდოდა ექეიფა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, რადგან იყო საკმაოდ მთვრალი, წასულიყო სახლში და დაესვენა. ზა------ ძუ-–--–---–ი გავიდა სახლიდან, თუმცა იგი არ გაუცილებია, რადგან ჩათვალა, რომ ამ უკანასკნელმა სუფრა ნაწყენმა დატოვა. ამის შემდეგ მან მაგიდიდან სამი მეტრის მოშორებით მდგარ სამზარეულოს მაგიდასთან დაიწყო შავტარიანი, დაახლოებით 15-20 სმ სიგრძის დანით პურის დაჭრა. ზა------ ძუ-–--–---–ის სახლიდან გასვლიდან დაახლოებით ხუთი წუთის შემდეგ მოულოდნელად ჩაიმსხვრა ფანჯრის მინა, ხოლო შიდა ოთახში ლანძღვითა და ხელში შეშის ნაჭრით შევარდა ზა------ ძუ-–--–---–ი, რომელიც აგინებდა მას და იწევდა მისთვის შეშის ნაჭერის ჩასარტყმელად. გინებაზე უპასუხა გინებითვე, შემდეგ კი, თავდასხმის მოსაგერიებლად, სამზარეულოს მაგიდასთან მდგომმა, ზა------ ძუ-–--–---–ს გასარტყმელად მოუქნია მარცხენა ხელი. თუმცა, 7-8 სმ-ით მაღალმა ზა------ ძუ-–--–---–მა მაინც ჩაარტყა შეშის ნაჩეხი ხელში. ამის შემდეგ მან იგივე ხელი დაიდო თავზე და დახარა თავი, დანიანი ხელი კი მოიქნია ინსტიქტურად. ამ დროს ზა------ იდგა მის წინ. ამის შემდეგ მათ შორის ჩადგნენ მი----–---უ-----–---–ი და რო-------–---–ი, რომლებიც მანამდე იმყოფებოდნენ მის უკან - სუფრასთან. რო-------–---–მა შეაკავა ზა------ ძუ-–--–---–ი, ხოლო მი----– (მ-–--) თუ-----–---–ი აკავებდა მას. ამის შემდეგ ზა------ გავიდა ოთახიდან, რა დროსაც თავად დაიხედა ხელზე და დაინახა, რომ ხელი ჰქონდა დასისხლიანებული. ამიტომ გაკვირვებულმა იკითხა, შემთხვევით რომელიმე მათგანს ხომ არ მოხვდა მისი დანა. შარვალზე სისხლის კვალი ემჩნეოდა რო-------–---–საც. რო----ა და მი----–მა უთხრეს, რომ მათ დანა არ მოხვედრიათ. ამის შემდეგ რო-------–---–ი გავიდა ოთახიდან და ნახა, რომ სახლში შესასვლელი კარის გვერდით ჩაკეცილი იყო ზა------ ძუ-–--–---–ი, რომელიც არ იყო კონტაქტური და მისი გონზე მოყვანა ვერ შეძლეს. მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ ზა------ ძუ-–--–---–ი იყო გარდაცვლილი, განერვიულებულმა თანნაქონი დანა მოისროლა და გადააგდო ბაღში. ვინაიდან ბინაში მყოფებიდან დანა ეკავა მხოლოდ მას და ეს დანა იყო სისხლიანი, მიხვდა, რომ ზა------ ძუ-–--–---–ს სასიკვდილო დაზიანება მიაყენა თავად. მომხდარის შესახებ ტელეფონით აცნობა მეუღლეს და გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება. შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციის მუშაკებს კი აჩვენა სად გადააგდო დანა. მანვე განმარტა, რომ ზა------ ძუ-–--–---–ის მოკვლის განზრახვა არ ჰქონდა. როდესაც დანიანი ხელი მოიქნია, მი----–---უ-----–---–ი და რო-------–---–ი ისხდნენ სუფრასთან, ხოლო შემდეგ ორივე მივიდნენ და მათ გასაშველებლად ჩადგნენ შუაში. შემთხვევის ადგილიდან ამოღებული დანა არის ის, რომლითაც შემთხვევის დროს ჭრიდა პურს.
დაცვის მხარის მოწმეებმა სე----- ბა---–---–მა და ნი------------–---–მა განმარტეს, რომ მთვრალ მდგომარეობაში ყოფნის დროს ზა------ ძუ-–--–---–ს ჰქონდა ცუდი ხასიათი და ფიზიკური ძალადობისკენ მიდრეკილება, რაც არაერთხელ გამოამჟღავნა თანასოფლელთა მიმართ.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების და მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომლითაც კა------ ხა----ე დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ქმედების განზრახ მკვლელობად (მცდელობად) დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ, ამასთან, ფაქტობრივად განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი, რომელთა გარეშეც ქმედების განზრახ მკვლელობად დაკვალიფიცირება სამართლებრივ საფუძველს მოკლებული იქნება (ვრცლად იხ. 2014 წლის 12 თებერვლის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, საქმეზე N42აპ-13).
სასამართლომ ასევე განმარტა, რომ ორი სამართლებრივი მოცემულობის გამიჯვნის დროს, ქმედების კვალიფიკაციისას შეცდომის გამოსარიცხად სასამართლოებმა ზედმიწევნით დეტალურად უნდა შეისწავლონ და გააანალიზონ საქმეში არსებული ყველა გარემოება, რადგან გამოსაკვეთია დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობის - განზრახვის ელემენტი, რომლის (ანუ განზრახვის) მიმართულებაც განასხვავებს განზრახ მკვლელობის მცდელობას ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისგან. განზრახვის დასადგენად კი შესწავლილ უნდა იქნეს: დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მათი ლოკალიზაცია, როგორ ვითარებაში იქნა ისინი მიყენებული, დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება საერთოდ და დაზიანების მიყენების მომენტში და სხვ. (იხ. 2016 წლის 29 სექტემბრის უზენაესი სასამართლო განაჩენი საქმეზე N227აპ-16).
პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ ასევე აუცილებელია დადგინდეს სუბიექტის მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ ანდა, უკიდურეს შემთხვევაში დამნაშავის მიერ დაზარალებულის სიკვდილის, როგორც შედეგის შეგნებული დაშვება ან ამ უკანასკნელის დადგომისადმი გულგრილი დამოკიდებულება. ამასთან, ქმედების განზრახ დანაშაულად დაკვალიფიცირებისათვის, აუცილებელი არ არის, პირს წინასწარ, რამდენიმე დღით, ან თუნდაც რამდენიმე საათით ადრე ჩამოუყალიბდეს ადამიანის სიცოცხლის მოსპობის განზრახვა.
მოცემულ შემთხვევაში, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ 2017 წლის 25 სექტემბერს, თიანეთის რაიონის სოფელ გო-----–ი, კა------ ხა----ესთან, მისივე საცხოვრებელ სახლში სტუმრად იმყოფებოდნენ რო-------–---–ი, მი----–---უ-----–---–ი, ბე-----ი-------ი და ზა------ ძუ-–--–---–ი, რა დროსაც ზა------ ძუ-–--–---–ს და კა------ ხა----ეს მოუვიდათ სიტყვიერი შელაპარაკება. ზა------ ძუ-–--–---–ის მიერ სახლის დატოვებიდან რამდენიმე წუთში სახლში მყოფებს მოესმათ მინის მსხვრევის ხმა და ოთახში კვლავ შევიდა ზა------ ძუ-–--–---–ი. მოწმეთა ჩვენებებით (გარდა ბე-----ი-------ისა, რომელსაც არ დაუნახავს თუ რა ეჭირა ხელში ზა------ ძუ-–--–---–ს) დგინდება, რომ ზა------ ძუ-–--–---–ს ხელში ეჭირა შეშის ნაჭერი, რომელიც იგინებოდა და იწევდა კა------ ხა----ისკენ.
სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას, შემთხვევის ადგილზე მყოფმა მოწმეებმა დაადასტურეს, რომ ზა------ ძუ-–--–---–ი შეშის ნაჭრით ხელში დაბრუნდა კა------ ხა----ის სახლში, იგინებოდა და ცდილობდა ამ უკანასკნელისთვის დარტყმას. სუფრიდან წამოდგა რო-------–---–ი, რომელიც შეეცადა ზა------ს ოთახიდან გაყვანას, რაც ვერ შეძლო. რო-------–---–ის განმარტებით, ამ დროს ზა------ ძუ-–--–---–ს ხელში შეშის ნაჭერი აღარ ეჭირა, თუმცა არ დაუნახავს, როდის დაუვარდა ან დააგდო ძირს. ზა------ კვლავ იწევდა კა------ ხა----ისკენ, რომელიც ასევე იგინებოდა და დანიან ხელს იქნევდა ზა------ ძუ-–--–---–ის მიმართულებით. ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე მი----–---უ-----–---–მაც, რომელმაც დაადასტურა, რომ იმ დროს, როდესაც კა------ ხა----ე იქნევდა დანას, ზა------ ძუ-–--–---–ს ხელში შეშის ნაჭერი აღარ ეჭირა.
გარდა ზემოაღნიშნულისა, მოწმეებმა განმარტეს, რომ ისინი ჩადგნენ ხსენებულ პირთა შუაში და ცდილობდნენ მათ გაშველებას. ამასთან, ჩხუბის დროს კა------ ხა----ის გარდა დანა ან მსგავსი საგანი სხვა პირის ხელში არ დაუნახავთ. ჩვენების მიცემისას კა------ ხა----ემ არ უარყო, რომ სხვა დანა შემთხვევის ადგილზე არ დაუნახავს. მისი ჩვენებით, ხელზე დახედვისას დაინახა, რომ ჰქონდა დასისხლიანებული, ამიტომ გაკვირვებულმა იკითხა, შემთხვევით რომელიმე მათგანს ხომ არ მოხვდა მისი დანა. შარვალზე სისხლის კვალი ემჩნეოდა რო-------–---–საც. რო----ა და მი----–მა უთხრეს, რომ მათ დანა არ მოხვედრიათ. ამის შემდეგ რო-------–---–ი გავიდა ოთახიდან და ნახა, რომ სახლში შესასვლელი კარის გვერდით ჩაკეცილი იყო ზა------ ძუ-–--–---–ი, რომელიც არ იყო კონტაქტური და მისი გონზე მოყვანა ვერ შეძლეს. განერვიულებულმა თანნაქონი დანა მოისროლა და გადააგდო ბაღში. ვინაიდან ბინაში მყოფებიდან დანა მხოლოდ მას ეჭირა და ეს დანა იყო სისხლიანი, მიხვდა, რომ ზა------ ძუ-–--–---–ს სასიკვდილო დაზიანება მიაყენა თავად.
როგორც კა------ ხა----ის ჩვენებით, ისე დაზუსტებული სააპელაციო საჩივრით, დაცვის მხარე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ დაზიანებები ზა------ ძუ-–--–---–ს მიაყენა კა------ ხა----ემ, თუმცა, არა მოკვლის განზრახვით, არამედ აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში მყოფმა.
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის ზემოაღნიშნულ ვერსიას და აღნიშნავს, რომ მართლწინააღმდეგობის გამომრიცხავი გარემოებები დადგენილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-8 თა----. კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ გარემოების შესაფასებლად, მოქმედებდა თუ არა პირი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, უნდა დადგინდეს შემდეგი:
1. ხელყოფა უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო;
2. ხელყოფა იმავდროულად საფრთხეს უნდა უქმნიდეს სამართლით დაცულ სიკეთეს;
3. ხელყოფა უნდა იყოს იმწუთიერი;
4. თავდაცვა უნდა შეესაბამებოდეს თავდასხმას (ხელყოფას).
ანუ აუცილებელი მოგერიების მდგომარეობის არსებობისათვის აუცილებელია ერთმანეთთან კავშირში მყოფი რამდენიმე გარემოების შეფასება, როგორიცაა კონფლიქტის წარმოშობის საფუძველი და მიზეზი, გამოყენებულ საშუალებათა ურთიერთშესაბამისობა, როგორც ხელმყოფის საშიშროებასთან, ისე ინტენსივობასთან. ამ გარემოებათა დადგენის გარეშე მდგომარეობა ვერ ჩაითვლება აუცილებელ მოგერიებად.
იმისთვის, რომ ზუსტად იქნეს განსაზღვრული, გადასცილდა თუ არა პირის მოქმედება აუცილებელი მოგერიების ფარგლებს, უნდა დადგინდეს იმყოფებოდა თუ არა იგი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში და შემდეგ განისაზღვროს დაცვის მართლზომიერების ფარგლები.
ქმედების სწორი კვალიფიკაციისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმ კრიტერიუმის დადგენას, რომლის არსებობა იწვევს აუცილებელი მოგერიების გადაცილებას. ამ კრიტერიუმად კანონი მიიჩნევს მომგერიებლის მიერ დაცვის აშკარა შეუსაბამობას ხელყოფის ხასიათსა და საშიშროებასთან, როდესაც ხელმყოფს აუცილებლობის გარეშე განზრახ ადგება ზიანი. გარდა ამისა, ყურადღება უნდა მიექცეს არამარტო დაცვისა და თავდასხმის საშუალებას, თავდასხმის საშიშროების ხარისხს, რომელიც ემუქრება მომგერიებელს, თავდასხმის თავიდან აცილებისათვის მის ძალას და შესაძლებლობას, არამედ სხვა გარემოებებსაც, რომელთაც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ მომგერიებლისა და ხელმყოფის ძალის რეალურ შესაძლებლობაზე.
სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ზა------ ძუ-–--–---–ის გვამზე აღინიშნებოდა სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები, რომელთაგან ერთი შემავალი გულმკერდის ღრუში განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედების შედეგად, ცოცხალ პირთა ექსპერტიზისას მიეკუთვნება მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო და უშუალო მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან სიკვდილთან, ხოლო ჭრილობა N2 განვითარებულია რაიმე მჭრელი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და სიკვდილთან მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფება.
პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ სხვა პირობების არსებობასთან ერთად, აუცილებელი მოგერიების დროს თავდაცვა უნდა შეესაბამებოდეს თავდასხმას. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, რომ კა------ ხა----ემ მას შემდეგ დაიწყო დანიანი ხელის ქნევა, როდესაც ზა------ ძუ-–--–---–ს ხელში აღარ ეჭირა შეშის ნაჭერი. გარდა მოწმეთა ჩვენებისა, უნდა შეფასდეს კა------ ხა----ის ბრალდებულის სახით სასამართლოში დაკითხვისას მიცემული ჩვენებაც. ბრალდებულმა აღნიშნა, რომ ზა------ ძუ-–--–---–ის მიერ მისთვის შეშის ნაჭერის ჩარტყმის შემდეგ, მან მარცხენა ხელი დაიდო თავზე, დახარა თავი, ხოლო ინსტიქტურად, თავდაცვის მიზნით დაიწყო დანიანი ხელის ქნევა. აღნიშნული ჩვენება მოკლებულია დამაჯერებლობას, რადგან ეწინააღმდეგება საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს. საგულისხმოა ის გარემოება, რომ მოწმეთა განმარტებით, იმ დროს, როდესაც კა------ ხა----ე იქნევდა დანას, ისინი იდგნენ მათ შორის და ცდილობდნენ ზა------ ძუ-–--–---–ის შეჩერებას და ამ უკანასკნელს შეშის ნაჭერი ხელში აღარ ეჭირა. გარდა ამისა, ზა------ ძუ-–--–---–ს მიყენებული ჰქონდა ჭრილობები, რომელთაგან გულმკერდის ღრუში შემავალი ჭრილობა მიეკუთვნებოდა დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს და ჰქონდა ასევე მეორე, მსუბუქი ხარისხის დაზიანება.
მოცემულ შემთხვევაში არსებული მოცემულობა, კა------ ხა----ის ჩვენების გაზიარების შემთხვევაშიც კი, არ წარმოადგენს აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებას. გასათვალისწინებელია, რომ დანა იყო კა------ ხა----ის ხელში, ხოლო ზა------ ძუ-–--–---–ს სხვა რაიმე საგანი არ ჰქონია. ასევე, მათ შორის იდგნენ შემთხვევის ადგილზე მყოფი პირები, რომლებიც ცდილობდნენ სიტუაციის განეიტრალებას. შესაბამისად, იმაზე აპელირება, რომ კა------ ხა----ე იცავდა თავს, არის დაუსაბუთებელი. ამასთან, ჭრილობების ლოკალიზაცია და ხარისხი დადგენილი იქნა ექსპერტიზის დასკვნებით, რაც სრულ წინააღმდეგობაში მოდის კა------ ხა----ის ჩვენებასთან. დანის ქნევა მოსაგერიებლად და შემავალი ჭრილობის მიყენება, ვერ შეფასდება აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ყოფნად.
განზრახ მკვლელობის სავალდებულო ობიექტურ ნიშანს წარმოადგენს შედეგის დადგომა სიკვდილის სახით, რასაც მოცემულ შემთხვევაში აქვს ადგილი და მიზეზობრივად უკავშირდება კა------ ხა----ის მხრიდან ზა------ ძუ-–--–---–ისთვის დანით და სასიცოცხლო ორგანოში მიყენებულ დაზიანებას.
პალატას მიაჩნია, რომ სწორედ კა------ ხა----ის ქმედებით განხორციელდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის ობიექტური შემადგენლობა. მოწმეთა მიერ სასამართლო სხდომაზე დადასტურებული ფაქტები, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტიზის დასკვნები, ჭრილობების მიმართულებები, ლოკალიზაცია, დანის სიგრძე, კა------ ხა----ის ჩვენებასთან ერთად მეტყველებენ, რომ მის ქმედებას წინ უძღოდა კონფლიქტური ფონი. განვითარებულმა მოვლენებმა კი განსაზღვრა კა------ ხა----ის მიზანმიმართული მოქმედებები, რაც მეტყველებს განზრახვაზე და არა თავდაცვით მოტივირებულ მოქმედებაზე.
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობს კითხვები, თუ საიდან აღმოჩნდა უცხო მამაკაცის დნმ-ის კვალი ზა------ ძუ-–--–---–ის მიერ მიტანილ შეშის ნაპობზე. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი არ არის თუ საიდან აიღო აწ გარდაცვლილმა ზემოხსენებული შეშის ნაჭერი და მისი იმ ადგილას ყოფნისას ჰქონდათ თუ არა მასთან სხვა პირებს შეხება. შესაბამისად, აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენს კა------ ხა----ის გამართლების ან ქმედების კვალიფიკაციის შეცვლის დამადასტურებელ რაიმე მტკიცებულებას.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ. 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ. 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ. 49).
გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს (ამონარიდი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებიდან).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარის ძირითად არგუმენტებზე, პალატამ იმსჯელა და მიიჩნია, რომ კა------ ხა----ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლწინააღმდეგობისა და ბრალეულობის გამომრიცხავი რომელიმე გარემოება, რის გამოც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
განაჩენით დანიშნული სასჯელის შეცვლის დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანი სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაციაა, ხოლო სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი სასამართლოებს ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს გაითვალისწინონ დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით _ მის მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი, რომლის სანქციის ფარგლებშიც დაენიშნა სასჯელი კა------ ხა----ეს, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 15 წლამდე ვადით.
როგორც ზემოთ აღინიშნა, კა------ ხა----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, პალატის მოსაზრებით უნდა შეუმცირდეს 1 წლით, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასჯელის დანიშვნის დროს პალატა ითვალისწინებს დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულებას დანაშაულის ჩადენის დღეს. დადგენილია, რომ 2017 წლის 25 სექტემბერს კა------ ხა----ის სახლში, სხვა პირებთან ერთად იმყოფებოდა ზა------ ძუ-–--–---–ი, რომელსაც სხვადასხვა გარემოებების გამო კამათი მოუვიდა კა------ ხა----ესთან. ამ უკანასკნელმა მიუთითა ზა------ ძუ-–--–---–ს, რომ წასულიყო სახლში. მალევე ზა------ ძუ-–--–---–ი დაბრუნდა იმ ოთახში შეშის ნაჭრით ხელში, რამაც გაამწვავა კონფლიქტი, რის შემდეგაც კა------ ხა----ემ დანით ჭრილობა მიაყენა ზა------ ძუ-–--–---–ს. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ზა------ ძუ-–--–---–ის ვიქტიმურმა ქცევამ გარკვეულწილად განაპირობა კონფლიქტის წარმოშობა და შემდეგი განვითარება.
მოცემულ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ დაზარალებულის ქმედებების მხედველობაში მიღებით, ამასთან, მსჯავრდებულის წარსული ცხოვრების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, კა------ ხა----ისთვის სასჯელის სახით 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ასევე უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას. ამასთან, დანიშნული სასჯელი გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ძალადობრივი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 ივნისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება სასჯელის ნაწილში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ კა------ ხა----ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ნა------------ის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება.
კა------ ხა----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
სასჯელის ვადის ათვლა კა------ ხა----ეს დაეწყოს დაკავებიდან - 2017 წლის 26 სექტემბრიდან.
ნივთიერი მტკიცებულებები:
● შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული: მინის ნატეხი სისხლისმაგვარი ლაქებით, საკონტროლო წკირთან ერთად, დალუქული 1 პაკეტად, NFCI 397591 ლუქით, ოთახში არსებული იატაკიდან ამოღებული მიწის ზედაპირი, მასზე არსებული სისხლისმაგვარი ლაქებით, დალუქული 1 პაკეტად, NFCI 365039 ლუქით, ოთახში არსებული მუყაოს ყუთის ამონაჭერი, მასზე არსებული სისხლისმაგვარი ლაქებით, დალუქული 1 პაკეტად, NFCI 365038 ლუქით; მაგიდის გადასაფარებლის ამონაჭერი, მასზე არსებული სისხლისმაგვარი ლაქებით, დალუქული 1 პაკეტად, NFCI 365041 ლუქით; ხის ნაჭერი, დალუქული 1 პაკეტად, NFCI 550078 ლუქით; მაგიდიდან (სუფრიდან) ამოღებული სანთებელა, საფერფლე და სიგარეტის კოლოფი, დალუქული 1 პაკეტად, NFCI 365043 ლუქით; მაგიდიდან (სუფრიდან) ამოღებული სითხით სავსე ორი ბოთლი, დალუქული 1 პაკეტად, NFCI 550079 ლუქით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად, საცხოვრებელი სახლის ეზოდან ამოღებული ბასრპირიანი, შავტარიანი საგანი (დანა), მასზე არსებული სისხლისმაგვარი ლაქებით, დალუქული 1 პაკეტად, NFCI397531 ლუქით; კა------ ხა----ის, რო-------–---–ის და მი----–---უ-----–---–ის თითის ანაბეჭდების ნიმუშები, დაქტილოფირებზე, დალუქული 1 პაკეტად, NFCI 584390 ლუქით - განადგურდეს.
● მი----–---უ-----–---–ისგან აღებული სისხლის ნიმუში, დალუქული 1 პაკეტად. დალუქული საქართველოს შსს მცხეთა–მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის N2 ბეჭდით, კა------ ხა----ისგან აღებული სისხლის ნიმუში, დალუქული 1 პაკეტად, დალუქული საქართველოს შსს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის N2 ბეჭდით, რო-------–---–ისგან აღებული სისხლის ნიმუში, დალუქული 1 პაკეტად, დალუქული საქართველოს შსს მცხეთა–მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის N2 ბეჭდით, მი----–---უ-----–---–ისგან აღებული ფრჩხილის ნიმუშები, დალუქული 1 პაკეტად, NFCI 617596 ლუქით, კა------ ხა----ისგან აღებული ფრჩხილის ნიმუშები, დალუქული 1 პაკეტად, NFCI 617599 ლუქით, რო-------–---–ისგან აღებული ფრჩხილის ნიმუშები, დალუქული 1 პაკეტად, NFCI 617597 ლუქით, ზა------ ძუ-–--–---–ის გვამიდან აღებული თითის ანაბეჭდების ნიმუშები, დალუქული 01 პაკეტად, NFCI 584582 ლუქით, ზა------ ძუ-–--–---–ის გვამიდან აღებული ანაწმენდების ნიმუშები, თმის ნიმუში, ფრჩხილის ნიმუში, სისხლის ნიმუში, დალუქული 01 პაკეტად, Nსეებ0305311 ლუქით - განადგურდეს.
● ზა------ ძუ-–--–---–ის ტანსაცმელი: მაისური, სპორტული შარვალი, საცვალი, წინდები და ერთი წყვილი ჩუსტი, დალუქული 01 პაკეტად Nსეებ 0002979 ლუქით - დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
● შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად მაგიდიდან (სუფრიდან) ამოღებული ხუთი ცალი გამჭვირვალე ჭიქა, დალუქული 1 პაკეტად, NFCI 397592 ლუქით; კა------ ხა----ისგან ამოღებული ერთი წყვილი ფეხსაცმელი, ერთი ცალი ჯინსის შარვალი და ერთი ცალი მაისური, დალუქული 1 პაკეტად, საქართველოს შსს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის N2 ბეჭდით - დაუბრუნდეს მსჯავრდებულ კა------ ხა----ის ნდობით აღჭურვილ პირს.
● რო-------–---–ისგან ამოღებული ერთი წყვილი ფეხსაცმელი, ერთი ცალი ჯინსის შარვალი და ერთი ცალი პერანგი, დალუქული 01 პაკეტად, დალუქული საქართველოს შსს მცხეთა–მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის N2 ბეჭდით; მი----–---უ-----–---–ისგან ამოღებული ერთი ცალი ჯემპრი და ერთი ცალი სპორტული შარვალი, დალუქული 01 პაკეტად, დალუქული საქართველოს შსს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის N2 ბეჭდით - დაუბრუნდეთ კანონიერ მესაკუთრეებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე
მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე
ნინო სანდოძე